forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (100) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის საბაგიროები
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2647
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 26 May 2010, 20:03  #19820775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
TramwayMan
QUOTE
დიდუბეშI იყო თუ არა ზუსტად არ მახსოვს მგონი უფრო აქეთ იყო უბრალოდ მახსოვს რომ მტკვარზე აგდადიოდა საბაგირო და ნაჯდომიც ვარ მარა ვერ ვიხსენებ რა ადგილზე იყო

ქვედა სადგური იყო ელიავას ბაზრობის გვერდით ვახუშტის ხიდისკენ (მეგალაინთან ახლოს).

ზედა სადგური დაახლოებით მერიასთან წინ რო შენობას აშენებენ.

მაგრამ მგონი ეგ საბაგირო 30 წელია აღარ არის და შენ როგორ ხარ ნაჯდომი?
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14830
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 26 May 2010, 20:31  #19821253      · პროფილი · პირადი მიმოწერა
DRAKONI
არა მე მახსოვს რომ მტკვარზე აგდაიოდა საბაგირო შეიძლება შეცდომით მახსოვს რომ ვიჯექი არ ვიცი ხო ვიძახი

მახსოვს თიტქოს მანდ საბაგირო და აბა საიდან მახსოვს?

Kublicha
ip conflict


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30737
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 26 May 2010, 20:33  #19821284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
TramwayMan
ფუნიკულიოში იჯექი აშკარად ან კუს ტბაში. სხვა საბაგირო მეეჭვება მოგსწრებოდა.
DRAKONI
ანუ აგლაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩაზე ადიოდა? (დღევანდელი სახელებით რომ ვთქვათ)


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
Laegel
O Lórien


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2902
წევრი No.: 50662
რეგისტრ.: 4-January 08

გამოგზავნილია: 26 May 2010, 20:34  #19821293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
აი საბაგიროღა აკლდა ნარიყალას სრულყოფილებისთვის რა.
სჯობს ისევ თბილისის ზღვაზე ან ლისის ტბასთან იყოს, არაჩვეულებრივი იქნება.


--------------------
Cesta jde pořád dál a dál
kupředu, pryč jde od mých vrat.
Daleko už mi utekla
a musím za ní pospíchat.

***

Jedes Volk hat die Regierung, die es verdient!
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2647
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 26 May 2010, 20:42  #19821417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Kublicha
QUOTE
ანუ აგლაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩაზე ადიოდა? (დღევანდელი სახელებით რომ ვთქვათ)

ხო. ქვედა სადგურის შენობა მგონი კიდე არსებობს, გადააკეთეს და შიგ ავტოსახელოსნოებია. წერეთელიდან მეგალაინთან რომ ჩაუხვევ და აგლაძეზე გახვალ, პირდაპირ რო ბოქსებია, ეგ არის. (იმჰო)
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23255
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 26 May 2010, 20:47  #19821480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
TramwayMan
QUOTE
ხალხო დიდუბეში რო საბაგირო აგდაიოდა აგხსოვთ?????
ადგილი ვერ აღვიდგინე გონებაშია რადა ვიცი რომ მტკვარზე გადადიოდა საბაგირო.

რანაირად არ გახსოვს კაცო თუ ყველა რელსი გახსოვს?

ეხლაც არის ეგ სადგური, ოღონდ ზედ შემოაშენა ვიღაცამ და მგონი კერძო სახლია.

ვახუშტის ხიდიდან რომ ამოხვალ გეპეისთან ბოლომდე აღმართზე, მარჯვნივ პირველი სახლია.
და ქვემოთა სადგურიც არის მგონი ისევ - ელიავას ბაზრობასთან.

არ მახსოვს, მაგ საბაგიროთი გადავსულვარ თუ არა - მგონი ერთხელ.

Kublicha
QUOTE
ანუ აგლაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩაზე ადიოდა? (დღევანდელი სახელებით რომ ვთქვათ)

გოთუაზე უფრო ზუსტად.


This post has been edited by Judas Iscariot on 26 May 2010, 20:50


--------------------
მოკვდა დავით მეფე, ურჯულო, რომელმაც დაიპყრო თბილისი
-
შიზოიდიზმია ეს თემა რა. მკვდრების თემაა ფაქტიურად. მკვდრები შეიყარენ და საუბრობენ
Kublicha
ip conflict


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30737
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 26 May 2010, 20:51  #19821546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
DRAKONI
აა აა მივხვდი რომელიცაა.

Judas Iscariot
QUOTE
ვახუშტის ხიდიდან რომ ამოხვალ გეპეისთან ბოლომდე აღმართზე, მარჯვნივ პირველი სახლია.

ეგ სახლი ქალაქის მერიაა biggrin.gif
გოთუაზე ამბობ ალბათ ხო? ბაქტერიოფაგის გვერდით?
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23255
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 26 May 2010, 21:01  #19821692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
Kublicha
QUOTE
ეგ სახლი ქალაქის მერიაა 

მერია ბოლო სახლია მაგ მონაკვეთზე.
თუმცა აღარ მახსოვს ეხლა დიდი წრიული სახლი როო ააშენეს, იმან შეიწირა თუ არა ეგ შენობა.

QUOTE
გოთუაზე ამბობ ალბათ ხო? ბაქტერიოფაგის გვერდით?

ბაქტერიოფაგი ქვემოთაა.
ხიდიდან აღმართს ამოივლი თუ არა, გოთუას ჩასახვევამდე არის პატარა სკვერი. და იმ სკვერშია ეგ სახლი - პირდაპირ დიდუბეს გადაყურებს.
თუ იყო, აღარ მომიქცევია ყურადღება.

ვიღაცამ შემოაშენა საბაგიროს სადგურს და კერძო სახლი იყო მგონი. თუ არის. მგონი არის კიდევ.
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5205
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 26 May 2010, 21:02  #19821715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Kublicha
QUOTE
ეგ სახლი ქალაქის მერიაა 

გოთუას ქუჩის კუთხეში
ადრე მაერსკის ოფისი იყო მანდ , შეიძლება ეხლაც არის smile.gif


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23255
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 26 May 2010, 21:36  #19822352      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
vatman
QUOTE
ადრე მაერსკის ოფისი იყო მანდ , შეიძლება ეხლაც არის 

აგერაა:


მიმაგრებული სურათი
Gotua.JPG
Tatra
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1601
წევრი No.: 62109
რეგისტრ.: 23-May 08

გამოგზავნილია: 26 May 2010, 21:45  #19822489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჯობია ჯერ რაც არის ის აღადგინონ და ახლის მშენებლობაზე მერე იფიქრონ.
user posted image
ერთ დროს თბილისში საბაგიროს 6 მარშრუტი მუშაობდა:
1. ლისი, 2. კუს ტბა, 3. მთაწმინდა, 4. მაღლივი-ბაგები, 5. ვერა-ჩუღურეთი (მტკვარზე რომ გადადიოდა), 6. Восмои полк-ვაზისუბანი.
ახლა კი მხოლოდ ერთიღა შემორჩა. მუშაობს, მაგრამ ვაი იმ მუშაობას... (კუსტბის საბაგირო მაქვს მხედველობაში).
დანარჩენებს რაც შეეხება:
1. ლისის საბაგირო 2 წლის წინ ვნახე (უფრო სწორედ მისი ნაშთები). 1990–იან წლებში დაიხურა. როცა მე ვნახე მხოლოდ ცალი მზიდი ბაგირი იყო დარჩენილი. მეორე ბაგირი ჩამოუხსნიათ და მისი ტრაექტორიის კვეთაზე კორპუსები ჩაუკვეხებიათ (ქვედა სადგურთან, მეტრო დელისის ზემოთ).
2. და 3. თავად მოგეხსენებათ რა მდგომარეობაშიცაა.
4. მწყობრშია, მაგრამ სულ გათიშულია. თან ბაგირები სულ ჩამოიწელა და დასაჭიმია, მაგრამ იმდენი ხნისაა, რომ შეიძლება ვეღარც გაუძლოს კიდევ დაჭიმვას და გამოცვლა ჭირდებოდეს.
5. ეს, ვერა-ჩუღურეთის საბაგირო დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს ჩამომწყდარა და ალბათ სატრანსპორტო თვალსაზრისით ალბათ არც არის საჭირო მაგის აღდგენა. არ მგონია მგზავრები ყავდეს...
6. ვაზისუბნის საბაგიროს რაც შეეხება, დაახლოებით 1997 წლამდე მუშაობდა და მგზავრებიც ბევრი ყავდა.
ვაზისუბნის მოსახლეობა მეტრო სამგორამდე მისასვლელად ამ საბაგიროს იყენებდა. ახლა კი მთელი დატვირთვა ადგილობრივ მარშრუტკებზე და სანდრაბუსებზეა გადასული.
ვაზისუბნის საბაგირო შენარჩუნებულია და მასზე მოთხოვნილებაც არსებობს, მაგრამ გაჩერებულია.
მოტორები არ ვიცი გაძარცვეს თუ არა (ალბათ გაძარცვეს), მაგრამ ხაზი მთლიანობაში შენარჩუნებულია და ორივე ვაგონი ადგილზეა.


--------------------
თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისს!
http://www.tramvai.ge
CityZen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3962
წევრი No.: 27971
რეგისტრ.: 8-January 07

გამოგზავნილია: 26 May 2010, 21:49  #19822585      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დიდუბის ამბავი სხვაგან გავარკვიოთ, აქ ნარიყალაზე ვისაუბროთ wink.gif.

როგორ ფიქრობთ, სად იგეგმება? როგორ გესახებათ ოპტიმალური მარშრუტი?

სოლოლაკსა და ხეივანს შორის შეიძლებოდა ხაზის გაყვანა, მაგრამ სოლოლაკში მაგის გადამალვას აზრი არ აქვს - ხალხის უმრავლესობა სოლოლაკში ქუჩა-ქუჩა სირბილსა და სადღაც შესახვევში გადამალული სადგურის ძებნას არ დაიწყებს biggrin.gif. შოუ-ბიზნესის კანონებით ხაზი კარგად უნდა ჩანდეს და ზედ ციხესთან ამოდიოდეს (რაც უკვე ცუდია, მაგრამ ძეგლთა/ისტორიული გარემოს დაცვის საკითხს აქ განგებ არ ვეხები).

ეჭვი მაქვს, რომ მირზა შაფიდან ავა, ოღონდ ზედა სადგური ამ შემთხვევაში სად განლაგდება?

თუ მაინც და მაინც მთელი ქალაქის ერთ დიდ ატრაქციონად გადაქცევაა გადაწყვეტილი, თავის დროზე არსებობდა კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი, ასე ვთქვათ, "სიგრძივი" საბაგირო გზის პროექტი. აი, ეგ რომ აშენდეს, მაგის სოლოლაკის ხეივნისკენ გაგრძელება შედარებით უმტკივნეულოდ შეიძლება.
კალა და აბანოთუბანი ქალაქის უძველესი ნაწილია, არ არის მანდ საბაგიროს ადგილი.


--------------------
"A nation is a referendum every day."
"ასე მოგვიწყვეს საქმე მსოფლიო მშენებლებმა, აღარც ჩვენი განათლება სჭირდებათ და არც ჩვენი კაი ქართველობა. თავს ვერ გადავირჩენთ, თუ სოფლის მეურნეობას არ მივუბრუნდებით..."
"They were placed perilously close to modernity, but they could not partake of it."
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23255
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 26 May 2010, 22:09  #19822990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
CityZen
QUOTE
თუ მაინც და მაინც მთელი ქალაქის ერთ დიდ ატრაქციონად გადაქცევაა გადაწყვეტილი, თავის დროზე არსებობდა კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი, ასე ვთქვათ, "სიგრძივი" საბაგირო გზის პროექტი.

მართლა?
QUOTE
ეჭვი მაქვს, რომ მირზა შაფიდან ავა, ოღონდ ზედა სადგური ამ შემთხვევაში სად განლაგდება?

მირზაშაფიდან რაღა ასვლა უნდა შეკაცო.

და ფუნიკულორი რო ავიყვანოთ ოღონდ პატარა გვირაბით და შიგ გალავანში ავიდეს?
ან პიდრაპირ ეკლესიის საკურთხეველთან?
ეგ ეკლესია არ უნდა დავანგრიოთ ისე?

QUOTE
დიდუბის ამბავი სხვაგან გავარკვიოთ, აქ ნარიყალაზე ვისაუბროთ .

არის, მაგრამ ორ სიტყვას ვიტყვი რა...
Tatra
QUOTE
. ლისი, 2. კუს ტბა, 3. მთაწმინდა, 4. მაღლივი-ბაგები, 5. ვერა-ჩუღურეთი (მტკვარზე რომ გადადიოდა), 6. Восмои полк-ვაზისუბანი.

QUOTE
5. ეს, ვერა-ჩუღურეთის საბაგირო დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს ჩამომწყდარა და ალბათ სატრანსპორტო თვალსაზრისით ალბათ არც არის საჭირო მაგის აღდგენა. არ მგონია მგზავრები ყავდეს...

არავითარი ვერა-ჩუღურეთის საბაგირო არ არსებულა.
საბურთალო დიდუბის იყო. რაღAც მახსოვს მეც, თითქოს ჩამოწყდა ერთხელო.
მარა ფუნქცია დაკარგა უბრალოდ ხიდის აშენების შემდეგ,

და ვერას რაც შეეება - ვერის პარკის ბოლოში არის რაღაც საბაგიროს სადგურივით ბეტონის ჩონჩხი, მაგ ფორმის სხვა არაფერი არ უნდა იყოს წესით.
ალბათ აპირებდნენ სადმე გადაყვანას. მარა სად უნდა გადაეყვანათ? მარჯანიშვილზე? biggrin.gif
Kublicha
ip conflict


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30737
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 26 May 2010, 22:12  #19823045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ეს, ვერა-ჩუღურეთის საბაგირო დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს ჩამომწყდარა და ალბათ სატრანსპორტო თვალსაზრისით ალბათ არც არის საჭირო მაგის აღდგენა. არ მგონია მგზავრები ყავდეს...

ეს კიდე ახალია? ელიავადან სააკაძეზე რომ ამოიოდა ის სხვაა?
ეგ სადღა იყო?
CityZen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3962
წევრი No.: 27971
რეგისტრ.: 8-January 07

გამოგზავნილია: 26 May 2010, 22:42  #19823654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Judas Iscariot
QUOTE
თუ მაინც და მაინც მთელი ქალაქის ერთ დიდ ატრაქციონად გადაქცევაა გადაწყვეტილი, თავის დროზე არსებობდა კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი, ასე ვთქვათ, "სიგრძივი" საბაგირო გზის პროექტი.


მართლა?

http://www.tavisupleba.org/content/article/1550257.html (სადღაც შუაშია ამაზე საუბარი)

QUOTE
მირზაშაფიდან რაღა ასვლა უნდა შეკაცო.

იქ დიდი "დეველოპმენტი" იგეგმება, ხოდა, იქიდან ჩასვლა და ისევ ნარიყალაზე ასვლა რომ არ მოუწიოთ, სწორედ საბაგიროა საჭირო biggrin.gif - უფრო ეს ვიგულსხმე...

Kublicha
ეგ არ აშენებულა და, შესაბამისად, არასდროს უმუშავია...
ვერის პარკის ბოლოს (მტკვრის მხარეს) ბეტონის უცნაური კონსტრუქციებს ნახავთ დღესაც - სწორედ ამ საბაგირო გზის ზედა სადგურის დაუსრულებელი ნაწილებია.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) 1 [2] 3 4 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0564 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]