forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (100) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გურულებო, შემოით, VI ნაწილი
Fabian
Всадник Апокалипсиса


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 15030
წევრი No.: 115438
რეგისტრ.: 11-May 10

  გამოგზავნილია: 20 Apr 2011, 21:54  #25073967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
საქართველოს 11 რეგიონიდან ტერიტორიის მიხედვით გურია ყველაზე პატარაა. ის მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში, მას აკრავს შავი ზღვის 22 კილომეტრიანი ზოლი. გურია, საქართველოს სხვა მხარეებისგან განსხვავებით, გამოირჩევა თავისი ეგზოტიკური სილამაზით, ლანდშაფტი უმეტესად მთაგორიანია. მისი გეოგრაფიული მდებარეობა უჩვეულოა, მთისა და ზღვის სიახლოვის გამო. გურია მდიდარია ისტორიული წარსულით, პოლიფონიური სიმღერებით, კულტურული მემკვიდრეობით და ტრადიციებით, ის აგრეთვე ცნობილია წყალუხვი მდინარეების სიმრავლით.

გურიაში მრავლადაა უძველესი ეკლესია-მონასტრები და არქიტექტურული ძეგლები, რაც მიმზიდველ გარემოს ხდის ტურისტებისთვის. გურია საისტორიო წყაროებში მოიხსენიება VIII საუკუნეში, როდესაც საქართველოში შემოიჭრა ულმობელი არაბი დამპყრობელი მურვან –იბნ–მუჰამედი იგივე ,,მურვან–ყრუ“, ის გადამწყვეტი ბრძოლის წინ გურიაში დაბანაკდა. იმის გამო რომ ის ხალხის თხოვნასა და ხვეწნა–მუდარას ყურს არ უგდებდა, მას ,,მურვან–ყრუ“ შეარქვეს, დღესაც გურიაში უყურადღებო ადამიანს მურვანას ეძახიან.



წყლები გურიის მთავარი ქონებაა. მოჩუხჩუხე და წყალუხვი მდინარეები, ანკარა წყაროები, მოუსვენარი ნაკადულები, ამ მხარის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მინერალური წყალი – ნაბეღლავი, (მოედინება ამავე სახელწოდების კურორტ–ნაბეღლავში), რომელიც თავისი ქიმიური შემადგენლობით გავს ბორჯომს.

გურიის წყლების შესახებ ძალზედ ლამაზად მოგვითხრობს კ. გვარამაძე: ,,გურიის მიდამოები ატირებულია მრავალის წყარო-ნაკადულ მდინარეებითა, რომელნიც მაღალ მთაგორებიდგან თვალს უწვდენ ხევ-ღელეებში და ღრმა კალაპოტებულად მიწანწკარ-ჩქეფობს და მოშხუის მთა ბარის ასაღებად და წასარღვნად”. ასევე ასახელებს გურიის შესანიშნავ მდინარეებს _ ნატანებს, ბჟუჟს, აჭის წყალსა და სუფსას.

საზღვრები

იგი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს ერთ რეგიონს, რომლის საზღვრები იყო დასავლეთით შავი ზღვა, სამხრეთით - მდინარე ჭოროხი, ჩრდილოეთით - მდინარე რიონი და აღმოსავლეთით -აჭარა-გურიის ქედი. ის გურიის სამთავროს დროს ფლობდა შემდეგ ტერიტორიებს: ქობულეთი–ჩაქვის ტერიტორიებს, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილს, აჭარისა და ჭანეთის (გონიო) ჩრდილოეთ ნაწილი ძველად გურიის საზღვრებში შედიოდა. გურიის ტერიტორიის შესახებ კ. გვარამაძე აღნიშნავდა: ,,გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო, შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძვლივს-ღა უჭერია”

კლიმატი

გურიის მხარის ჰავა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსხვავებული და უჩვეულოა, იგი ნოტიო-სუბტროპიკულია. მთის ჰავისთვის დამახასიათებელია ჰაერის სისუფთავე. ჰავის თავისებურება - გამორჩეული სამკურნალო თვისებები, განპირობებულია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით. ზამთარი ზომიერად რბილია, ზაფხული ზომიერად გრილი.

ტერიტორია

რეგიონის ტერიტორია შეადგენს 2036.1 კვ.კმ-ს.

მოსახლეობა

2009 წლის მონაცემებით, გურიის მოსახლეობა შეადგენს 138.8 ათას კაცს.

დასახლებული პუნქტი - 193მათ შორის: ქალაქი - 2, დაბა- 5, სოფელი - 186.

მმართველობა

გურიის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის) მუნიციპალიტეტების მეშვეობით. მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (მუნიციპალიტეტის საკრებულო) და აღმასრულებელი (მუნიციპალიტეტის გამგეობა) ორგანოების მიერ.

ტრანსპორტი


ოზურგეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს 350 კმ-ის დაშორებით. მეორე საერთაშორისო აეროპორტია ბათუმში, რომელიც დაშორებულია 60 კმ-ით. ბათუმში ფუნქციონირებს საზღვაო პორტი. ოზურგეთსა და ლანჩხუთში არსებობს რკინიგზის სადგური, ხოლო ავტოსადგური სამივე მუნიციპალიტეტშია.


http://www.guria.gov.ge/index.php





წინა თემების ლინკები:
პირველი თემა
მეორე თემა
მესამე თემა
მეოთხე თემა
მეხუთე თემა


--------------------
QeTuSh UzOmOd MiYvArXaR :* :* :*

www.fabi.ge - Urban Exploration in Georgia
tsqnafo
გავგურულდი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1987
წევრი No.: 12702
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 20 Apr 2011, 22:20  #25074440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუ, ძველებური სათაური გაუკეთეთ რა. ეს ცარიელი ''გურია'' რაცხა თლათ იმფერი ვერიააა. გთხოვ, პატივცემულო მოდერატორო smile.gif


--------------------
მზეო, იცინე, გაზაფხულის აზამბარია!
Fabian
Всадник Апокалипсиса


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 15030
წევრი No.: 115438
რეგისტრ.: 11-May 10

გამოგზავნილია: 20 Apr 2011, 22:22  #25074500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
tsqnafo
QUOTE
აუ, ძველებური სათაური გაუკეთეთ რა. ეს ცარიელი ''გურია'' რაცხა თლათ იმფერი ვერიააა. გთხოვ, პატივცემულო მოდერატორო

ჩასწორებულსკი biggrin.gif
tsqnafo
გავგურულდი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1987
წევრი No.: 12702
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 20 Apr 2011, 22:57  #25075279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Fabian
შენ გეიხარ! შენ აშენდი შენს ოჯახში smile.gif
Nemiroff.
Oklahoma City Thunder


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3739
წევრი No.: 115748
რეგისტრ.: 17-May 10

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 01:32  #25078525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დავფიქსირდე smile.gif








_______________________


--------------------
ქართველები დარწმუნებული არიან, რომ რა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინონ, შეენდობათ, თუ ეკლესიას ააშენებენ © Jean Chardin

არ არსებობს წამალი, რომელიც იდიოტებს განკურნავს! © კახა ბენდუქიძე
ialoni
ა ცა, მაცა პაწა!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1999
წევრი No.: 54098
რეგისტრ.: 22-February 08

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:59  #25084801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გეიხარეთ გურულებო და გურიის ფანებოოო


--------------------
"სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა... სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა"
zgapariko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 583
წევრი No.: 125856
რეგისტრ.: 12-January 11

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:04  #25084902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გურულებოოო,გილოცავთ ახალ თემას...
გვიმრავლოს კარგი ამბები ამ ახალ თემაში და ჩვენს გურიაში...
Neo777
ბრენდი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 48720
წევრი No.: 48899
რეგისტრ.: 10-December 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 22:10  #25091881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
გეიხარეთ გურულებო და გურიის ფანებოოო

ესე იგი მე არ გავიხარო ? sad.gif


--------------------
Forza იტალია! იუვე! ფერარი! როსი! (მაკარონშიკი)
,,ყველა რუსი ვირუსია"
საქართველოს გადაარჩენს ოვალი
< Tu Vuo Fa L'Americano >

tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20354
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 23:23  #25093307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უჰ, ბეჩა - ახალი თემა. გილოცავთ, გილოცავთ! bis.gif bis.gif ბევრი გვეჟღურტულოს ამ ახალ თემაში, რაჭველები შეგვეფარებიოს და სამყაროს ცენტრად დავრჩენილიყავით, რავარც აქამდე ვიყავით. მშვიდობა ნუ მოგვიშალოს ღმერთმა ნურავის - გურულსაც და არაგურულსაც. 2kiss.gif alk.gif
Neo777
QUOTE
ესე იგი მე არ გავიხარო ?

შენ ახლა იცი, რას გეტყვი? შემოი - სტუმარი ღვთისაა,და ან გამარჯობა ტქვი, ან - მოგვილოცე ახალი თემა, თვარა, ხომ ხედავ, მოდერმა რა ბმული დაგვიდო აგერ:
QUOTE
ის გურიის სამთავროს დროს ფლობდა შემდეგ ტერიტორიებს: ქობულეთი–ჩაქვის ტერიტორიებს, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილს, აჭარისა და ჭანეთის (გონიო) ჩრდილოეთ ნაწილი ძველად გურიის საზღვრებში შედიოდა.

არ გაგვაბრაზო, თვარა დევიბრუნებთ მაგ ტერიტორიებს. sa.gif sa.gif sa.gif
პ.ს. არ ამანერვიულენ აი წყნარი გურული, ბჯოოოს! biggrin.gif ჩვენ და გაფიცხება? აპაჰ - სა გაგონილა! biggrin.gif


--------------------
”მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის” - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
”ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ” - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა.
Neo777
ბრენდი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 48720
წევრი No.: 48899
რეგისტრ.: 10-December 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 23:40  #25093656      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tavadze
QUOTE
სტუმარი ღვთისაა,და ან გამარჯობა ტქვი, ან - მოგვილოცე ახალი თემა

გილოცავთ smile.gif

ბუზის არაყი მომენატრა ისე sad.gif
სვამ, სვამ, სვამ არაფერი და ადგები და მუხლებში გირტყამს biggrin.gif
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20354
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 22 Apr 2011, 00:08  #25094256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Neo777
QUOTE
სვამ, სვამ, სვამ არაფერი

ეტყობა, კაის არ სვამ შენ, თვარა მთელი მუღამი მაგაშია, რომ დალევ და ტაფლივით ჩაგეღვენთება ყანყრატოში, გულ-მუცელში და მერე დაგივლის მთელ სხეულში. biggrin.gif ჭიქას რომ მოიშორებ და თაფლის გემოს გრძნობ - იფ, იფ, იფ!!!
არა რა - რასაც მევიგონებთ გურულები, რევოლუციიდან დაწყებული, ტაფლის არაყით და ლელობურთით დამთავრებული, კია ყველაფერი გამორჩეული! (გაჯგიმულიგურულისმაილი biggrin.gif).
tsqnafo - კარავზე შენ ხომ არ ჩეეწერე შხუთში ლელობურთზე მიმავალ მოლაშქრეებში? rolleyes.gif
Neo777
ბრენდი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 48720
წევრი No.: 48899
რეგისტრ.: 10-December 07

გამოგზავნილია: 22 Apr 2011, 00:20  #25094516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tavadze
QUOTE
ეტყობა, კაის არ სვამ შენ

არააა smile.gif
ნაღდი კაი იყო biggrin.gif
ისეთი კაცის დაყენებული იყო sad.gif
ეჰ . .
tsqnafo
გავგურულდი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1987
წევრი No.: 12702
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 22 Apr 2011, 00:36  #25094862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tavadze
შენ იყავი ის, რომ მკითხე, ცქნაფო ხარო? biggrin.gif კი, მე ვარ ეგ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20354
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 22 Apr 2011, 01:36  #25095863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tsqnafo
QUOTE
tavadze
შენ იყავი ის, რომ მკითხე, ცქნაფო ხარო?  კი, მე ვარ ეგ

კი, მე გკითხე. biggrin.gif
მოკლედ, კაი გასვლა გელოდება წინ.
Neo777
QUOTE
არააა
ნაღდი კაი იყო

მერე დალევის პროცესშიც გრადუსიანია. yes.gif yes.gif
chioreli
რ ა ჭ ვ ე ლ ი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14783
წევრი No.: 28093
რეგისტრ.: 10-January 07

გამოგზავნილია: 22 Apr 2011, 17:32  #25104201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
წინა თემის აქტიური მპოსტველები smile.gif


ialoni 262
tavadze 260
tsqnafo 130
chioreli 96
Votren 46
ALATRISTE 43
guruliqali 38
natalia:) 38
Mako Subladze 35
dega 26
murzakani 25
zgapariko 24
lebidor 22
tikoroma 22
diaz_niasamidze 21




--------------------
რ ა ჭ ვ ე ლ ი

ერთ კვადრატულ მეტრზე ნიჭიერების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონები ვართ! მ. სააკაშვილი

"ბა-ზუ-ქუ" ახალი მეგალოპოლისის კონტურები იკვეთება დას. საქართველოში!

ჯერ სად ხართ!
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0448 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]