forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Java static, static
levan_super
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 92595
რეგისტრ.: 31-May 09

გამოგზავნილია: 28 Jul 2010, 16:59  #20872723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობა.

კითხვა მაქვს ცოტა გამოცდილ პროგრამისტებთან. (თუ გამოუცდელმა იცის მიპასუხოს პრობლემა არაა givi.gif )
მაინტერესებს ვებ აპლიკაციის შემთხვევაში რა დროის განმავლობაში "ცოცხლობს" static ცვლადი ჯავაში. ანუ static-ს სესიის მსგავსად აქვს Expiration date თუ სერვერის გათიშვამდე არის მეხსიერებაში?

ხო და კიდე თუ მსგავსი საშუალება არსებობს იუზერებს შორის ინფორმაციის გაცვლის იქნებ მითხრათ. მონაცემთა ბაზას არ ვგულისხმობ. ეგრევე ვებ-სერვერიდან რომ ხდებოდეს ისე მინდა.

Java-ს შეეხება ეს კითთხვები, მაგრამ მაინტერესებს php-საც თუ აქვს რაიმე მსგავსი

მადლობთ, იმედია გამოჩნდებით კეთილო ბიძიებო gigi.gif

This post has been edited by levan_super on 28 Jul 2010, 17:10


--------------------
b||!2b=?
Kirchi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5574
წევრი No.: 4820
რეგისტრ.: 7-April 04

გამოგზავნილია: 28 Jul 2010, 19:42  #20875055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ არც ჯავაში ვიცი არც phpში მაგრამ მაინც დავწერ C# ში როგორაა შეიძლება იგივე იყოს სხვაგანაც wink.gif
biggrin.gif

ვიკიპედიაში საერთოდ ნებისმიერ სტატიკურ ცვლადს მათ შორის ჯავასაც ალბათ აღწერენ ესე:
In computer programming, a static variable is a variable that has been allocated statically — whose lifetime extends across the entire run of the program
ანუ პროგრამის სიცოცხლის ბოლომდე ცოცხალია სტატიკური ცვლადიც

ASP.NET აპლიკაციები დაჰოსტილია როგორც წესი "w3wp.###"
გააჩნია როგორაა დაკონფიგურირებული ვებ სერვერი ეს პროცესი დროთა განმავლობაში ითიშება - ანუ კვდება
და შემდეგ შესაძლებელია რომ ისევ გაცოცხლედ მაშინვე როგორც კი ვინმე შეიყვანს ბრაუზერში ამ სერვერის ბმულს.

შესაბამისად პროგრამა ცოცხალია როგორც წესი უცნობი დრო - idle ში რომ იქნება მაგის შემდეგ გათიშავს პროცესს ვებ სერვერი პროცესორის დროის ეკონომიის მიზნით.

თუმცა ისევ ვამბობ კონფიგურაციაზეა დამოკიდებული




--------------------
WHERE IDEAS ARE BORN ?
http://www.Saatec.com

Blog: http://blog.devarchive.net
Youtube: http://www.youtube.com/user/kirchikgmailcom
Rainbow_Girl
member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1190
წევრი No.: 23275
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 28 Jul 2010, 23:03  #20877805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (levan_super @ 28 Jul 2010, 16:59 )
გამარჯობა.

კითხვა მაქვს ცოტა გამოცდილ პროგრამისტებთან. (თუ გამოუცდელმა იცის მიპასუხოს პრობლემა არაა   givi.gif )
მაინტერესებს ვებ აპლიკაციის შემთხვევაში რა დროის განმავლობაში "ცოცხლობს"  static ცვლადი ჯავაში.  ანუ static-ს  სესიის მსგავსად აქვს Expiration date თუ სერვერის გათიშვამდე არის მეხსიერებაში?

ხო და კიდე თუ მსგავსი საშუალება არსებობს იუზერებს შორის ინფორმაციის გაცვლის იქნებ მითხრათ. მონაცემთა ბაზას არ ვგულისხმობ. ეგრევე ვებ-სერვერიდან რომ ხდებოდეს ისე მინდა.

Java-ს შეეხება ეს კითთხვები, მაგრამ მაინტერესებს php-საც თუ აქვს რაიმე მსგავსი

მადლობთ, იმედია გამოჩნდებით კეთილო ბიძიებო  gigi.gif

ჯავას ვებ აპლიკაციას როცა ეხება საქმე, სერვერზე გექნება სავარაუდოდ სერვლეტ კონტეინერი... ან ejb კონტეინერი...

სტატიკური ცვლადი ჯავაში იქმნება მაშინ როცა კლასი ჩაიტვირთება და შესაბამისად კვდება მაშინ, როცა კლასი ამოიტვირთება. კლასი ამოიტვირთება მაშინ, როდესაც მისი ჩამტვირთავი კლასი (classloader) ამოიტვირთება. ხოლო იმის მიხედვით კონტეინერის (ზევით რაც ვახსენე) კლასლოადერის და საერთოდ თვითონ ვირტუალური მანქანის იმპლემენტაცია როგორია, ამ კლასლოადერის ამოტვირთვა შეიძლება აპლიკაციის დამთავრებისასაც მოხდეს ან მაგის მერეც..
კონკრეტულად რაზე არის დამოკიდებული, არ ვიცი ნამდვილად.


php საერთოდ სხვა რამეა. ჯავას სერვერზე შეხედე როგორი მდგომარეობაა: არის ერთი ვირტუალური მანქანა და რაც კი http რიქვესთები მიდის მაგასთან, ყველას ეგ ამუშავებს. ანუ ორი რიქვესთი ერთ JVM-თან მიდის. კლასები რომ იტვირთება და ეგ სტატიკური ცვლადებიც რომ იქმნება, არიან და არიან სერვერზე, ანუ სათითაო რიქვესთზე არაა დამოკიდებული მაგათი შექმნა. უფრო მეტიც, მაგათმა არ იციან არაფერი რიქვესთებზე.

php-ში კი თითოეულ მიმართვაზე ყველაფერი თავიდან იწყება. მთლიანი გარემო თავიდან იქმნება და სკრიპტი რომ დასრულდება კიდევ იშლება ყველაფერი.. ანუ ვებ სერვერის გათიშვაც არ უნდა, მეორე http რიქვესთზე უკვე აღარ გექნება შენ ის სტატიკური ცვლადი რაც წინა რიქვესთის შესაბამისად გააკეთე.

This post has been edited by Rainbow_Girl on 28 Jul 2010, 23:05


--------------------
www.geolymp.org - ქართული ინტერნეტ შეჯიბრებები პროგრამირებაში

www.samurai.ge - ბოლო წერილები:
* მრავალგანზომილებიანი მასივი Java-ში
* დინამიური მასივი
* jobs.ge საიტის REST კლიენტი ანდროიდზე
* ალგორითმების გაღრმავებული კურსი თსუ-ში
* რჩევები საიტის ოპტიმიზაციისთვის (Front end)
levan_super
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 92595
რეგისტრ.: 31-May 09

გამოგზავნილია: 29 Jul 2010, 09:38  #20881729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გაიხარეთ!

no more questions smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0194 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]