forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Battlestar Galactica, ერთერთი ყველაზე ძლიერი სერიალი ფანტასტიკის ჟანრში
mago
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 133280
რეგისტრ.: 3-July 11

გამოგზავნილია: 22 Aug 2012, 05:45  #32652143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ისტორია ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკის შესახებ დაიწყო ჯერ კიდევ 1978 წლის სექტემბერში, როდესაც ამერიკულ სატელევიზიო არხზე ABC ზე შედგა პირველი სერიის პრემიერა. ახალი ეპიკის შემქმნელი გახდა Glen A. Larson. თავდაპირველად გამოშვება იგეგმებოდა ფილმებად, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა სრული სერიალის გადასაღება.
მოგვიანებით გამოჩნდა დაწერილი წიგნები, ტელესერიალის მოტივების მიხედვით, მოთხრობები, კომიქსები, კომპიუტერული და სამაგიდო თამაშები, გამოჩნდა დამატებითი ერთობლივი იდეები ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკის საკონცეფციო სამყაროს შესახებ.
2003 წელს ისტორია გალაქტიკის შესახებ იყო განახლებული რემეიკი ამერიკული ტელეარხი Sci Fi მეშვეობით.

1978 წელს გადაღებული ორიგინალი ვერსია არ მაქ ნანახი ამიტომ მინდა დავწერო რემეიკის შესახებ რომელიც დაიწყო 2003 წელს. სერიალის შესავალი 3 საათიანი პილოტი რომელიც გამოვიდა 2003 წელს, და შემდეგ წელს უკვე 4 სეზონიანი სერიალი რომელიც დაიწყო და დამთავრდა (2004-2009) სულ 73 სერია + ამას 2 დამატებითი ფილმი Battlestar Galactica: Razor და Battlestar Galactica: The Plan

მინი სერიალი (შესავალი)
2003 წლის დეკემბერში ტელეარხმა Sci Fi ეთერში გაუშვა ორ სერიანი ფილმი Battlestar Galactica რემეიკი. მთავარ როლში ითამაშა ცნობილმა მსახიობმმა Edward James Olmos (მეთაური ულიამ ადამა) და Mary McDonnell (ლორა როზლინი). ამ მინი სერიალმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა მაყურებლებში, რომ იყო მიღებული გადაწყვეტილება სრული სერიალის გადაღებაზე.

რემეიკის შინაარსი
კობოლის თორმეტ პლანეტაზე ყვავობს ადამიანების ცივილიზაცია, რომლებმაც შექმნეს რობოტები, და დაარქვეს საილონები. შემდგომ საილონებმმა მოითხოვეს რომ მათთვის გაეცათ სამოქალაქო უფლებები, რომ არ განსხვავებულიყვნენ არაფრით ადამიანებისგან. ხალხმა უარი განაცხადა, და დაიწყო მრავალწლიანი სასტიკი ომი. საბოლოოდ მიღწეული იქნა სამშვიდობო გადაწყვეტილება, და საილონები წავიდნენ თავიანთი სახლის ძიებაში. მაგრამ 40 წლიანი შერიგების დროს, როდესაც კაცობრიობა ნელნელა შორდებოდა ტექნოფობიას, საილონები თავიანთ ტექნოლოგიებს აუმჯობესებდნენ, და ემზადებოდნენ კობოლის 12 პლანეტის თავდასხმაზე. გენიოსი მეცნიერი გაი ბალტარის მოტყუების მეშვეობით, საილონებს საშუალება ეძლევათ შეაღწიონ კოლონიის უსაფრთხოების სისტემაში, ერთდროულად განახორციელონ თავდასხმა და მოახდინონ ოკუპაცია, და გაანადგურონ პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა. მხოლოდ რამდენიმე ათასეული გადარჩენილი მოახერხებს კოსმოსში აღწევას, რათა თავი დააღწიონ ოკუპირებულ პლანეტას და შეინარჩუნონ სიცოცხლე. გადარჩა კიდევ ერთი ძველი საბრძოლო ხომალდი "გალაქტიკა" რომელსაც შეუძლია გაუძლოს საილონების თავდასხმას და შეიფაროს მოსახლეობა. მეთაურ უილიამ ადამას დაქვემდებარებაშია ხომალდი გალაქტიკა და იგი ამოცანას უდგება სათავეში რომ გაუძღვეს ფლოტს უკანასკნელი ადმიანების რასის გადარჩენაში და იპოვნონ ახალი სახლი, პლანეტა სახელად დედამიწა..

მხატვრული ფილმი
ორიგინალი სერიალის შემქმნელმა გლენ ლარსონმა მოლაპარაკება გამართა სტუდია Universal Pictures სთან Battlestar Galactica ის დიდ ეკრანზე გადასატანად. ფილმის გადაიღებენ ძირითადად 1978 წლის სიუჟეტის მიხედვით აიგება. ფილმის კინორეჟისორათ მიზნად ისახავს გახდეს Bryan Singer. სცენარისტად დამტკიცებულია John Orloff.


Battlestar Galactica: Blood and Chrome
ამ ახალი სერიალის პილოტი დაგეგმილია 2013 წელს რომელსაც მე ველოდები მოუთმენლად
2010 წლის ივლისში ტელეარხმა Syfy გამოაცხადა პრიკველი სერიალი რემეიკი Battlestar Galactica: Blood and Chrome გამოსვლა, რომელშიც მოვლენები ვითარდება პირველი საილონების ომის 10 წლის შემდეგ. იმ დროს როდესაც მძვინვარებს ბრძოლა ადამიანებსა და მის შექმნილ ინტელექტუალურ რობოტების შორის, სამყაროს 12 ივე კოლონიური პლანეტაზე, თავდაჯერებული ახალგაზრდა ვაიპერის პილოტი ერთობა ბრძოლაში. William Adama, ახლად დამთავრებული აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც 20 წელს ცოტატთია გადაცილებული, რომელსაც ენიჭება ერთერთი ყველაზე ძლიერი ხომალდი კოლონიარულ ფლოტში "გალაქტიკა". ნიჭიერი, მაგრამ იმპულსური რისკის მოყვარული ახალგაზრდა მალე ხდება ერთერთი სახიფათო და საიდუმლო მისიის ლიდერი, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, შემოაბრუნებს ათწლიან ომს ფლოტის სასარგებლოდ.
შეგიძლიათ იხილოთ ამ ახალი სერიალის თრეილერი
თრეილერი


ვისაც აქვს ნანახი ეს სერიალი და ახსოვს კარა ტრეის "სტარბაკი" ვინ იყო რა იყო თქვენი აზრები გამოხატეთ მის შესახებ მე ყველაზე ძალიან მაგის როლი მომეწონა ძალიან მაგრად ითამაშა

user posted image user posted image user posted image user posted image

ეს კიდე ამ სერიალის მიხედვით აგებული თამაში
ვიდეო

This post has been edited by mago on 22 Aug 2012, 06:01


--------------------
BTF3
თელიფინუ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 27771
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 22 Aug 2012, 08:03  #32652280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · msn
ვარ დავუდე გული, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა


--------------------
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us.
მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ.
[IMG]http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg[/IMG]
- მითი -
N*E*R*D
GoGo


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 789
წევრი No.: 18982
რეგისტრ.: 5-April 06

გამოგზავნილია: 22 Aug 2012, 11:39  #32653604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თელიფინუ
თუ ამ ჟანრს ეტრფი, აუცილებლად მოგეწონება. ძალიან მაგარია. მართლა. მგონი, ყველაზე მაგარი სერიალიამ, რაც მინახავს


--------------------
Who's your Father?!
mago
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 133280
რეგისტრ.: 3-July 11

გამოგზავნილია: 22 Aug 2012, 14:00  #32655449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
თელიფინუ
მე მომწონს ფანტასტიკები და ამ სერიალის შესახებ დიდი ხანი ვიცოდი მარა მაინც რაღაც გულს ვერ უდებდი და სულ არ უყურებდი ხოლმე მეგონდა არ იქნებოდა კაი smile.gif მარა ყველა სერიალი რო ვნახე რაც კი გამოსულია და 7 აცილებულია რეიტინგით აღარ დამრჩა სხვა არაფერი და უყურე ამასაც და ფანტასტიკებიდან ყველაზე მაგარია
samiii
BROWN


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5561
წევრი No.: 111068
რეგისტრ.: 31-January 10

გამოგზავნილია: 22 Aug 2012, 22:41  #32663009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

გადასატანია ეს თემა სერიალებში

ჩემი ძმის უსაყვარლესი სერაიალია სთარგეით ატლანტიკის მერე . ზადალბალ უჟე sad.gif


--------------------
<<Fear … Is Coming >>

«… Медвежонок все говорил и говорил, а Ежик молчал и думал о Лошади: как она там, в тумане…»
mesmerizing..☂

'Art in the blood, is liable to take the strangest forms.'

You've bewitched me body and soul.
-Mr. Darcy(:
Cp Price
Think Different


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 140501
რეგისტრ.: 17-December 11

გამოგზავნილია: 22 Aug 2012, 23:20  #32663696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კარგი სერიალი ჩანს, მიყვარს ფანტასტიკის ჯანრი, რო მოვიცლი უნდა ჩავუჯდე
lobja
არაფერი გეშველებათ


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11723
წევრი No.: 9094
რეგისტრ.: 28-February 05

გამოგზავნილია: 23 Aug 2012, 01:36  #32665732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მამა სერიალია თავის ჟანრში

9.5/10 დავუწერდი

იყო თემა აქ როგორც მახსოვს smile.gif


კაპრიკამ ჩაიჯვა და იმედია Blood and Chrome ი მაინც გაამართლებს იმედებს





This post has been edited by lobja on 23 Aug 2012, 01:37


--------------------
Real men don't buy girls

We all die young
SNYPI
Fuck Life


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6991
წევრი No.: 59591
რეგისტრ.: 28-April 08

გამოგზავნილია: 23 Aug 2012, 04:09  #32666622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უძაანმააგრესი სერიალია

ისე რამდენიმე წლიტ დააგვიანე biggrin.gif


--------------------
დედის შუტკა, რას იტყვით?

სამწუხაროა რომ არ გქონია ადამიანებთან იმდენად ახლო ურთიერთობა რომ ასეთი ატნაშენია გქონოდეს @ ....

ერი სწრაფი ტემპით ვითარდება
მერკუციო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1644
წევრი No.: 99163
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 23 Aug 2012, 09:17  #32667032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lobja
QUOTE
Blood and Chrome ი მაინც გაამართლებს იმედებს

ვერ გაამართლებს იმ უბრალო მიზეზის გამო,. რომ მის გადაღებაზე უარი ითქვა.


--------------------
"ჭირმა გაწყვიტოს ეს ორივე საგვარეულო!" (c) მერკუციო
mago
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 53
წევრი No.: 133280
რეგისტრ.: 3-July 11

გამოგზავნილია: 23 Aug 2012, 22:24  #32676982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (მერკუციო @ 23 Aug 2012, 09:17 )
lobja
QUOTE
Blood and Chrome ი მაინც გაამართლებს იმედებს

ვერ გაამართლებს იმ უბრალო მიზეზის გამო,. რომ მის გადაღებაზე უარი ითქვა.

მაგ ინფორმაციის წყარო მომაწოდე თუ შეგიძლია. თორე არ მომეწონა რაღაც ეგ ამბავი
მერკუციო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1644
წევრი No.: 99163
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 23 Aug 2012, 22:55  #32677583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mago
QUOTE
მაგ ინფორმაციის წყარო მომაწოდე თუ შეგიძლია. თორე არ მომეწონა რაღაც ეგ ამბავი
lobja
არაფერი გეშველებათ


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11723
წევრი No.: 9094
რეგისტრ.: 28-February 05

გამოგზავნილია: 24 Aug 2012, 02:07  #32680271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მერკუციო
ძალიან ცუდი ...

არა და რა კაი ქასთი იყო ...

ნუ მამენტ შეიძლება კარგიც არის ისევ უაზრო ###ობის გადაღებას რისი შანსიც დიდი იყო ჯობია საერთოდ არ გადაიღონ smile.gif

და დარჩეს გალაქტიკა ჩვენს გულებში ერთ ერთ მამა სერიალად
თელიფინუ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 27771
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 24 Aug 2012, 21:16  #32690768      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · msn
N*E*R*D, mago: ჰო ალბათ ჩაჯდომა და პერსონაჟების და კონტექსტის გაცნობა უნდა.

ნაწილობრივ, მე სტარტრეკის ფანი ვარ და ყველაფერს მას ვადარებ.
Logarithm
The Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 138068
რეგისტრ.: 5-November 11

გამოგზავნილია: 26 Sep 2012, 21:05  #33190454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ოოო გალაქტიკა....
არ მეგონა თუ წავაწყდებოდი...

ჰქონდა მინუსები მაგრამ ჩემთვის მაინც საუკეთესოა ამ ჟანრში...
სთარგეითი მომწონდა, მაგრამ ამასთან... სინათლის წელიწადის რადიუსზეც ვერ მოდის...

მიუხედავად იმისა რომ კაპრიკა ფეილი იყო... მაინც მენდომებოდა რაღაც სპინოფის ნახვა გალაქტიკის სამყაროდან.


თელიფინუ
Big Bang Theory-ის გავლენით მინდოდა სტარ ტრეკის დაწყება biggrin.gif ერთი სეზონი ჩავიწერე მაგრამ ვერაფრით ვერ ვუდებ გულს...
თელიფინუ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 27771
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 27 Sep 2012, 07:59  #33196605      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · msn
Logarithm
რომელი სტარტრეკი? სტარტრეკის პროდუქცია დაახლოებით 60 წელს მოიცავს და ისეთივე მრავალფეროვანია (განსხვავებულია) როგორც ვთქვათ ჩარლი ჩაპლინიდან - ტიტანიკამდე.

TNG არის იმჰო საუკეთესო გასაღები სტარტრეკსათვის. თუ ვიზუალურ მხარეს, ტექნოლოგიის ზიზილ-პიპილოს აქვს შენთვის მნიშვნელობა - ვოიაჯერი.

სტარტრეკის ხუთი თაობა არის
  • ორიგინალი, თავდაპირველი სერიები
  • TNG
  • DS9
  • ვოიაჯერი
  • ენტერპრაიზი
სულ 726 სერია.

ცალკე არის 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი (მათ შორის შარშანწინანდელი) და მულტფილმები.

იმჰო სტარტეკი sci-fi_ის ბიბლიაა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0254 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]