Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
Resend Validation Email
თბილისის ფორუმი
...
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
ჩატი
TBILISIS FORUMI
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
Pages:
(8)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
VIII სახლი. Mors(სიკვდილი) / Porta Superna(ზეცის კარიბჭე)
, ტრანსფორმაცია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
Scoorp
In my defence
ჯგუფი: Members
წერილები: 4890
წევრი No.: 93295
რეგისტრ.: 9-June 09
გამოგზავნილია:
15 May 2011, 00:17 #25463611 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
VIII სახლი
(სიკვდილი, სახეცვლა, განსაცდელი)
1) კრიზისები, ძველი პირობების დასასრული და ახლის დასაწყისი.
2) ცხოვრების არსის ძიება, მუშაობა უმაღლეს ენერგიებთან, როგორც ყოველი ფიზიკური მოვლენის შინაგანი მიზეზი.
3) სიკვდილი, გარდაცვლილის საქმეები.
4) ჩასახვა და დაბადება, სექსი.
5) დანაკარგი და შენაძენი ადამიანებისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
6) სხვა ადამიანების ფასეულობანი.
• სახლის I მესამედი: ქმრის ან პარტნიორის ქონება. ანდერძი. ვაჭრობა და მეგობრების პატიოსნება. მტრების რელიგიურობა და მათი ქონება. მესამე დის ან ძმის ქონება. მეგობრის ბიზნესი ან მოგზაურობა.
• სახლის II მესამედი: სიკვდილი, მისი ადგილი და ნაირსახეობა. ექსტრემალური სიტუაციები. სარისკო ღონისძიებანი. კატასტროფები. პროფესია, რომელიც სიკვდილს უკავშირდება. მემკვიდრეობა. თანამშრომელთა მოკლე მოგზაურობა და მათი მეზობლები. და-ძმის თანამშრომლები.
• სახლის III მესამედი: საიდუმლო საქმები. ოჯახური საიდუმლოებები. შემოსავალი საიდუმლო საქმეებისაგან. სულიერი გადასხვაფერების სფეროები. ოკულტური მეცნიერებების სიბრძნეების მოგროვება. კავშირი მიღმიერ სამყაროსთან. სპირიტიზმი. დემონიზმი. შავი მაგია.
* * *
ვენერა VIII(მორიელის)სახლში
©VIV
მგრძნობელობა
პარტნიორული ურთიერთობები აუმჯობესებს მის კეთილდღეობას. ქორწინების საშუალებით არამხოლოდ ქონებრივ პრობლემებს აგვარებს,არამედ საშულება ეძლევა, აიმაღლოს საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჰარმონიული და სასიამოვნო სექსუალური ურთიერთობები. ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მიიღწევა მხოლოდ სულიერად ამაღლებული გუნება-განწყობისას. მკვეთრად გამოხატული ფლობის სურვილი და ეჭვიანობა.
VIII სახლი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მსხვილ საბანკო ოპერაციებზე,მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვასა და ლიტერატურულ შემოქმედებაზე. სოლიდური სიმდიდრე მემკვიდრეობით ან ქონების დაზღვევის მეშვეობით.
პლანეტის დაზიანების შემთხვევაში,ვლინდება სიზარმაცე,ინერციულობა,არადისციპლინირებულობა. გადაჭარბებული მგრძნობელობა. იმედგაცრუება სიყვარულში. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მავნე ჩვევების წახალისების შედეგად.
ინტერესი მაგიისა და ეზოთერიზმის მიმართ,თუმცა გაფრთხილება:გადაჭარბებულად გულმოდგინე მედიტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები. წარმატებულია მსხვილ საფინანასო გარიგებებში,ეზოთერიკაში მოღვაწეობისას,ასტროლოგიური კონსულტაციებში,სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისას.
გაგრძელება სპოილერში:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Глоба П.П.
+ ძლიერი მგრძნობელობა,სიყვარული,ვნებიანობა,რის გამოც ხშირად ვერ უმკლავდება თავის გატაცებებს. საბედისწერო სიყვარული. მოგება ქორწინებიდან. კარგი მემკვიდრეობა.
- გრძნობებისა და ემოციების უანგარობა. კომპლექსებამდე მისული გულჩათხრობილობა სასიყვარულო საქმეებში. ხშირად ფიქრობს,რომ არავის არ უყვარს. ეჭვიანობა, უბედური სიყვარული,კატასტროფა საყვარელი ადამიანისგან.
Фрэнсис Сакоян
ზემგრძნობიარეა. ახასიათებს ინტენსიური გრძნობები,ეჭვიანობა,ფლობის ვნება. ხანგრძლივად იმახსოვრებს და განიცდის მტანჯველ განცდებს,რაც ხელს უშლის სრულად შეერწყას პარტნიორს. სავარაუდოდ,ასეთ ადამიანს ბავშვობაში არ აღიქვამდნენ სერიოზულად. საჭიროა,დაივიწყოს წარსული და საკუთრი გამოცდილებით დარწმუნდეს,რომ დიდი სიყვარული სულაც არ არის მომაკვდინებელი. მით უმეტეს,რომ მათ სწყურიათ ღმა ემოციური ურთიერთობები. ხშირად ურჩევნიათ ბობოქარ ვნებები თუნდაც მწყობრ,მაგრამ მშვიდ და მდორე ურთიერთობას. მთელი თავისი არსებით უყვართ და პარტნიორისგანაც ასეთივე ერთგულებასა და ყურადღებას მოითხოვენ. შემთხვევითი და ზედაპირული კავშირები მათ არ იზიდავთ.
შემოსავლები და საზოგადოებრივი მდგომარეობა ქორწინებიდან. ხშირია ქორწინება ფულის გამო.
Авессалом Подводный "ჭეშმარიტად მომაკვდინებელი მხოლოდ საკუთარი თავისადმი სიყვარულია."
ვენერა VIII სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.
ასეთ ადამიანს სურს,ძირითადი ცხოვრებისეული ცვლილებები ლამაზად და ელეგანტურად მიმდინარეობდეს,საზოგადოებრივი წესრიგისა და ნორმების შესაბამისად. ჰარმონიული ვენერას შემთხვევაში,ასეც ხდება:თაყვანისცემა ყვავილებით,ქორწინება ფატით,განქორწინება ცივილურად,ქონების გაყოფა სასამართლო წესით.
ვენერას ეს მდებარეობა ეგრეგორთა ცვლას მხოლოდ მაშინ ამსუბუქებს,როდესაც პიროვნებას სწორი დამოკიდებულება აქვს ბედის მიმართ_ეგუება,ძალიანაც რომ არ მოსწონდეს,იმ შემთხვევაშიც. თუ ის ბედისწერას აუმხედრდა,ვენერა(განსაკუთრებით დაზიანებული) გაუათმაგებს უკმაყოფილებასა და სოციალურ კონფლიქტებს. ამ შემთხვევაში მოქმედებს წესი:"მე უკეთესი მინდოდა,მაგრამ რადგან არ მეთანხმებით,საკუთარ თავს დააბრალეთ. დაე,უარესი დამემართოს,მაგრამ თქვენც გაზღვევინებთ".
აქ სილამაზე და ჰარმონია მსხვერპლს მოითხოვს:ცნობიერებისა და ფსიქიკის გარდაქმნას,ასევე გარეგანი ცხოვრების შეცვლას,რაც დაზიანებული ვენერას შემთხვევაში არ მოსწონს,ჰარმონიულის შემთხვევაში_ეზარება.
ფსიქოლოგიური კრიზისები ყველაზე მეტად უკავშირდება სიყვარულს,რაც სუბიექტს ხშირდ თავიდანვე დასაღუპად განწირულად ეჩვენება. სინამდვილეში სიყვარული ადამიანს მართლაც რაიმე მისიით ეძლევა,მოცემულ შემთხვევაში: ჭეშმარიტად ინტიმური ურთიერთობების დამყარების მიზნით.
მან ღრმად უნდა შეაღწიოს საყვარელი ადამიანის სულსა და ფსიქიკაში; ეცადოს,საერთო ძალებით გადაწყვიტონ სხვადასხვაგვარი,როგორც წესი,რთული პრობლემები,(კონკრეტულ დეტალებს ვენერას ასპექტები აჩვენებს). თუ სუბიექტის სიყვარული წმინდად მომხმარებლურია,საერთო გადაუჭრელი პრობლემები ურთიერთგაუგებრობაში გადაიზრდება,რასაც კონფლიქტები და ურთიერთობის გაწყვეტა მოჰყვება.
ჰარმონიული ვენერას შემთხვევაში,პიროვნება კოლექტივის ფავორიტია,რადგან კარგად უგებს გუნდის მაჯისცემას,საერთო განწყობილებასა და ეთიკას. ამავე მიზეზის გამო წარმოიშობა კონფორმიზმის საფრთხე. ძლიერი პლანეტის დროს,ეს საზოგადოებრივი მოღვაწეა,სახალხო არტისტი და ა.შ.
დაზიანებული ვენერა იძლევა კონფლიქტს კოლექტივთან,განხეთქილებას ეთიკურ და ესთეტურ საკითხებში,რასაც არასაკმარისი მოქნილობის შემთხვევაში მოჰყვება ოსტრაკიზმი(გაძევება) და ტრაგედიები.
ვენერა VIII სახლში მომაჯადოებელი სილამაზით ხასიათდება. სურვილის შემთხვევაში პიროვნებას ძალუძს მოაჯადოოს და ჭკუიდანაც შეშალოს მიზნში ამოღებული ადამიანი.
დამუშავება მოითხოვს ანგარების უარყოფასა,ადამიანურ სიყვარულში ღვთაებრიობის დანახვას.
Б. Израитель
პიროვნებას ძალუძს დიდი ოდენობის ფულადი თანხების აკუმულირება.
სერიოზული ემოციური პრობლემები. იშვიათად პოულობს ჰარმონიას რომანტიულ ურთიერთობებში,უკიდურესობებში ვარდება. ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება სიყვარულთან. ეჭვიანობა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხე. გადაჭარბებული ინტენსიურობით გამოხატული გრძნობები. ძირითადი ექსტრემალური ცხოვრებისეული სიტუაციებიც სასიყვარულო საქმეებს უკავშირდება,თუმცა სულაც არ დგება მოულოდნელად_თანმიმდევრულად გამომუშავდება და გადამწყვეტ მომენტამდე ყოველთვის არის შესავალი. მოსალოდნელია საფრთხე სიცოცხლისთვის,რომელიც საყვარელი ადამიანისგან მომდინარეობს.
Билл Хербст
კავშირი. სხვა ადამიანის გვერდით ყოფნა თქვენთვის ჭეშმარიტი ტკბობის წყაროა,სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება_ფასეული გამოცდილება. თუმცა ჯერ ერთი,მსხვეპლის გაღებამდე დარწმუნდით,რომ ეს ნამდვილი სიყვარულია და მეორეც,რომ იმ ადამიანს ისევე ძლიერ უყვარხართ,როგორც თქვენ გიყვართ. ნუ ეცდებით პარტნიორის შეთრევას კავშირში,ეს მიგიყვანთ გარდაუვალი ღალატის და ჰარმონიის დაკარგვის მახემდე. ამის ნაცვლად,გამოიყენეთ ყოველი კეთილი გრძნობა ნამდვილი ინტიმის დასამყარებლად. ამოცანა: გაითავისოთ,რომ ჭეშმარიტი სიყვარული არის ორმხრივი ინდივიდუალური ურთიერთზემოქმედების შედეგი,რაც ჰარმონიული შერწყმის შედეგად წარმოიშობა და სუნთქავს.
ტრანსფორმაცია. ვენერას უყვარს რიტუალები,ნებისმიერი ფორმით. განახლების შესაძლებლობასაც თავისი ესთეტური ფორმა აქვს და თქვენ სრული მზადყოფნით მონაწილეობთ ამ პროცესში. კარგად გესმით ფსიქოლოგიური ცვლილბების,რადგან უფრო მეტი ხართ,ვიდრე მხოლოდ ფიზიკური სხეული. მახე: რწმენა,რომ ეს ცვლილებები არ შეეხება თქვენს ამჟამინდელ ფასეულობებს. თქვენ უსაფუძვლოდ ვარაუდობთ,რომ ისეთივე დარჩებით,როგორიც აქამდე იყავით და იმავდროულად გექნებათ სიცოცხლით ტკბობის გაფართოებული შესაძლებლობები. გარკვეული თვალსაზრისით ასეთი შეხედულება სასარგებლოც კია თქვენთვის,მაგრამ საერთო ჯამში,სრულიად სულელური დამოკიდებულებაა საკუთარი განვითარების მიმართ. თქვენი ამოცანაა გაითავისოთ,რომ "სიკვდილი" გულისხმობს ძველი მეთოდების სრულ უარყოფას,რათა დაიბადოს ახალი სიამოვნება,სიცოცხლე,ბედნიერება.
სექსუალური შერწყმა. სექსუალური კავშირის არომატი ძლევამოსილი აფროდიზიაკია; ნაზი,დახვეწილი და მაგიური სასმელი. აქცენტირებულია ქალური თვისებები: ჩახუტება,სირბილე,გაგება,შემეცნება. სქესის მიუხედავად,თქვენი შინაგანი მიზიდულობა აიძულებს ადამიანებს,მუდმივად კავშირს ეძებდნენ თქვენთან. იცით,როგორ შესთავაზოთ თავი სხვებს,სრულად გაიხსნათ. მახე: თქვენ შეიძლება იყოთ მაცდუნებელი,სხვის დასანახად ირგებდეთ მიმზიდველობის ნიღაბს,რათა კავშირში შეითრიოთ სასურველი ადამიანი. თუმცა შესაძლოა საკუთარ თავსაც ატყუებდეთ,რომ გახსნილი და გულღია ხართ,რაც სულაც არ შეესაბამება სიმართლეს. გახსოვდეთ,სექსუალური პატივმოყვარეობა თქვენი მტერია და არა მოკავშირე! ამოცანა: გაითავისოთ,რომ კავშირის ესთეტური და ფიზიკური სიამოვნება მართლაც ფასეულია,როდესაც მათ იძენთ საჭირო ადამიანთან,სჭირო დროს და საჭირო ადგილას. ამ პირობათა დაცვის შემთხვევაში სრული განთავისუფლების გზით მიხვალთ განახლებამდე.
ფოკუსირებული ინტუიცია. თქვენი ინტელექტუალური უნარები მიმართულია განსაკუთრებული მიზნის ძიები_სიყვარულის ვიბრაციული მუხტის გამოჭერისკენ. ადამიანებში აფასებთ ფიზიკურ მგრძნობელობას და სიამოვნებით აღივსებით,როცა ამ თვისებას აღმოაჩენთ ადამიანებში.Fთქვენი შინაგანი სამყაროც უფრო ჰარმონიულად ვიბრირებს.მახე:მსგავსი გრძნობების გამოყენება მხოლოდ საკუთარი საჭიროების და არა ურთიერთსარგებლობის მიზნით. ამოცანა:გაიხსნათ უხილავი სამყაროს გამოუხატავი სილამაზისთვის.
საერთო საკუთრება. თქვენ ისწრაფვით მიიღოთ ფული მემკვიდრეობით ან დაქორწინდეთ მდიდარ ადამიანზე. ნებისმიერ შემთხვევაში იბრძვით ფული მოსაპოვებლად და როცა არ გაქვთ,მიგაჩნიათ,რომ მაინც იმსახურებთ. ფულის ფლობა,თქვენი აზრით,ის უფლებაა,რაც დაბადებიდან გაქვთ თანდაყოლილი. იმის მიუხედავად,ცდებით თუ არა,ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. მახე: თვითკმაყოფილება; ტენდენცია ვერ ამჩნევდეთ რეალურ დანაკარგებს და გაჭირვებას სამყაროში,რაც უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს ადამიანებში. ამოცანა:გამოიყენოთ მთელი თქვენი პიროვნული რესურსები სიყვარულისა და გრაციის ექსპრესიისთვის. თქვენ უნარი გაქვთ,გასცეთ თბილი გრძნობები და იყოთ კარგი აღმზრდელი იმის მიუხედავად,მიიღებთ თუ არა რაიმეს სანაცვლოდ.
Het Monster
სალმიანი,კონტაქტური და ცოცხალი ადამიანია. ცდილობს რჩეული "საკუთარ რჯულზე მოაქციოს" იმისათვის,რომ ჰქონდეს მყარი ბაზა ურთიერთობისთვის. ხშირია ქორწინება უცხოელზე,განმეორებით ქორწინება. უყვარს ხელოვნება,სამკაულები; მდიდარი ფერები, იზიდავს სილამაზის კლასიკური ფორმები. უყვარს სპორტი,სუფთა ჰაერზე თამაშები_თხილამურები,საცხენოსნო სპორტი.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში:უტაქტობა,ზიანის საფრთხე გატაცებების გამო. ახასიათებს საკუთარი შეხედულებების თავზე მოხვევა.
Индубала
დღეგრძელობა და მშვიდი სიკვდილი. დაქორწინება შეფერხებულია. ხშირია განმეორებითი ქორწინება. მოსალოდნელია გარკვეული იმედგაცრუება ხელოვნების სფეროში. ფლობენ საკუთრებას. აინტერესებს სულიერებასთან დაკავშირებული საკითხები.
Б.Хубер
ნებისმიერი პლანეტა,რომელიც VIII სახლშია განთავსებული,ანგარიშს უნდა უწევდეს სოციალურ სტრუქტურებს. უკვე VII სახლში ხდება მათთან შეგუება,თუმცა იქ ინდივიდი,საკუთრი ოცნებებითა და სურვილებით,უფრო მნიშვნელოვანია. აი,VIII სახლი,თავისი ბუნებით,პირდაპირ აჯახებს პიროვნებას მისი კულტურის სოციალურ კანონებს,მორალის კოდექსს,სოციალური სტატუსით დაკისრებულ ვალდებულებებს და ა.შ. სტატუსის გავლენა აისახება ურთიერთობის ნებისმიერ დონეზე,ყველგან და ყოველთვის მნიშვნელოვანია. VIII სახლში ასტოროლოგები პოულობენ იმას,რაც პიროვნებას სწრაფი სოციალური აღმასვლისა და გამდიდრების საშუალებას აძლევს.
ქალები,ვენერით VIII სახლში ხშირად იმედოვნებენ აიმაღლონ სოციალური სტატუსი საზოგადოებაში,საკუთარ სექსუალობის განზრახ გამოყენებით. ფულის თემა აქ ბევრად მნიშვნელოვანია,ვიდრე ნებისმიერ სხვა სახლში,თუმცა ფულიც ფასდება,როგორც სტატუსის აუცილებელი კომპონენეტი. ფულთან მსგავსი დამოკიდებულების ტიპური მაგალითია ჟაკლინ კენედი ონასისი,რომლის რუკაშიც ვენერა,VIII სახლში ოპოზიციას ქმნის სატურნთან,II სახლში. პიროვნება,სატურნით II სახლში, მუდმივად სიმდიდრის დაგროვებისკენ ისწრაფვის,თუმცა ვერასოდეს შეძლებს იმდენის მოგროვებას,რომ თავდაჯერებულობა იგრძნოს. ვენერასთან ოპოზიცია კი უფრო ამძაფრებს ამ განცდას,აქცენტირებს სიმდიდრეზე,როგორც როგორც ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის საფუძველზე. ასეთი ქალს უვითარდება მისწრაფება, მიჰყიდოს საკუთარი თავი მას,ვინც მეტს გადაიხდის.
VIII სახლი ასევე უკავშირდება ცრურწმენებს,განსაკუთრებით მარსთან და (კიდევ უფრო ძლიერად) მთვარესთან კავშირში.
ვენერა VIII სახლში სელებრითები:
Mother Teresa, Catherine Zeta-Jones, Sean Connery, Jacques Chirac, Demi Moore, Natalie Portman, Mel Gibson, Edward Norton, Catherine Deneuve, Clint Eastwood, Sylvester Stallone, John Travolta, Megan Fox, Jacqueline Bouvier Kennedy, Jeanne Moreau, Cindy Crawford, Ricky Martin, Coco Chanel, Steven Seagal, Sophia Loren, Courtney Love, Carole Bouquet, Charles Baudelaire, Angela Merkel, Renee Zellweger, Robert Plant, Christina Ricci, Nicolas Copernic, Jon Voight, Julianne Moore, Ashley Judd, Ben Stiller, Geri Halliwell, Warren Beaty, Jerry Lewis, Marcello Mastroianni, Ingmar Bergman, Mata Hari, Burt Reynolds, David Trezeguet….
მზე მე-8 სახლში
მზე მე-8 სახლში (გლობას მიხედვით)
მთვარე მე-8 სახლში
ვენერა მე-8 სახლში
მერკური მე-8 სახლში
მარსი მე-8 სახლში
პლუტონი მე-8 სახლში
პლუტონი მე-8 სახლში (2)
რეტროგრადული პლუტონი მე-8 სახლში
სატურნი მე-8 სახლში
ურანი მე-8 სახლში
მე-8 სახლი კირჩხიბში
მე-8 სახლი ლომში
მე-8 სახლის მმართველი....
მე-5 სახლის მმართველი მე-8 სახლში
მე-8 სახლის მმართველი მე-9 სახლში
This post has been edited by
Papillon
on 2 Jan 2012, 00:06
--------------------
I'll go to your room.. but you have to seduce me.
--
·
ციტირება
·
^
folkman
☉♌conjunction☽♒
ჯგუფი: Members
წერილები: 14316
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
გამოგზავნილია:
15 May 2011, 00:38 #25464091 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
მზე მე-8 სახლში
შენ გაქვს ძლიერი სურვილი შეხვიდე შორს და ღრმად ცხოვრების ყველა სფეროში. გინდა მიიღო მეტი გამოცდილება, შენი სურვილები არის მძლავრი და ინტენსიური. გიჭირს დაკმაყოფილდე ჩვეულებრივი გამოცდილებებით,შენ გაქვს მაგნიტური ძალა თუ მას კეთილგონივრულად გამოიყენებ. შენ გხიბლავს ის რაც ზედაპირის მიღმაა. თვითგანვითარება შენი ინტერესია. გიზიდავს შეუსწავლელი, ტაბუ დადებული თემები. და თავს არიდებ ყველაფერს რაც ზედაპირზეა.
მთვარე 8 სახლში
-შემოსავალი საზოგადოებრივი საქმიანობისგან, ფული ან მემკვიდრეობა მეუღლისაგან, ნაადრევი სიკვდილი ან დაქვრივება. ხშირად ეს მიგვანიშნებს სიკვდილზე საზოგადოებრივ ადგილებში. ახასიათებთ -სიყვარული ხელოვნებისადმი, წინასწარმეტყველური სიზმრები, თავდაჯერებულობა ყველაფერში და პასუხისმგებლობა ყველაფერზე. კარგია თუ ადამიანი ღამით დაიბადება. შესაძლოა ქორწინება ქვრივთან. მარსთან ცუდ ასპექტში - უნდა უფრთხილდეს უბედურ შემთხვევებს ნაადრევ სიკვდილს. © matilda123
მერკური მე-8 სახლში
(+) - გონება ითლება კრიზისულ სიტუაციებში, ინტერესი ოკულტიზმში, სპირიტიზმში, ურთიერთობა გარდაცვლილებთან. კარგი დეტექტივია, აღწევს ჭეშმარიტებამდე, საიდუმლო გეგმები. იღებს ანდერძს (ან თვითონვე მოიპოვებს მას).
(-) - გამუდმებით ეჯახება შურისძიებას და ბოროტებას, მას უთვალთვალებენ, სჯიან. უბედური შემთხვევები მოკლე მოგზაურობებში. ნათესავების სიკვდილი. ცუდი წინათგრძნობები, უარყოფითი/ბნელი აზრები, ეჭვიანობა, შიშები. ©Tata_Sonne
--------------------
I think that this is right and that’s wrong, and That’s That!
·
ციტირება
·
^
Tata_Sonne
♒
ჯგუფი: Members
წერილები: 6162
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08
გამოგზავნილია:
15 May 2011, 00:50 #25464355 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
ჩემი მზე და ვენერა მე-8 სახლში
მზე მე-8 სახლში პაველ გლობას მიხედვით
(+) - ადამიანში არის რაღაც ფატალური. ინტერესი იდუმალი მოვლენებისადმი, რისკის და ხიფათის სიყვარული, შიშის არარსებობა. მზადაა სასოწარკვეთილი ნაბიჯები გადადგას. ყველაზე კარგად ვლინდება ექსტრემალურ პირობებში, ამ დროს განიცდის თავდაჯერებულობას და ზუსტად ასეთ ექსტრემალურ პირობებში უჩნდება შესაძლებლობა მიაღწიოს სასურველ მიზანს. ადამიანი საბოლოოდ ყველაფერს მოიპოვებს. მდებარეობა კარგია ოკულტისტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, იდუმალი მოვლენების გამოძიებისთვის, მათ არაფერი აშინებთ.
ესპანელი მეფე ფილიპე II
(-) - სასტიკია, დაუნდობელია, სიკვდილის ეშინია. რთული მდებარეობა რისკისთვის - წარუმატებლობით სრულდება. ექსტრემალურმა პირობებმა შეიძლება ცხოვრება დაუნგრიოს. საკუთარ თავში ატარებენ არსებობის შიშს, ხანდახან - თვითმკვლელობა ან ბედს იწვევს, რაც ხშირად სიკვდილზე უარესია (წამება, სულიერი დამცირება).
მარია სტუარტი, მარკიზ დე სადი, ბეთჰოვენი, გალილეო გალილეი, გარსია ლორკა, შარლ ბოდლერი
უუჰ რა ხალხია მინუსებში...
·
ციტირება
·
^
Scoorp
In my defence
ჯგუფი: Members
წერილები: 4890
წევრი No.: 93295
რეგისტრ.: 9-June 09
გამოგზავნილია:
15 May 2011, 01:31 #25465222 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
პლუტონი მერვე სახლში
ბუნებრივი მიზიდულობა და ინტერესი ყველაფერი დამალულისკენ,იდუმალისკენ,ტაბუდადებულისკენ და "ბნელისკენ".
დაუსრულებელი ინტერესი მოტივაციის მიმართ.შეიძლება სერიოზული ინტერესი იყოს ჰიპნოზის,სამკურნალო თერაპიების,ოკულტური მეცნიერებებისკენ,ცხოვრების ბნელი და იდუმალი მხარისკენ.
სექსუალური ურთიერთობები ძლიერი და რთულია.
მომხიბვლელობამ შეიძლება მოგიტანოთ ძლიერი გამოცდილება სხვებთან და ინტერესი/მიზიდულობა არატრადიციული სექსულური კავშირებისკენ.
უმეტესწილად მოგეწონებათ და წარმატებული იქნება სამკურნალო პროფესიები,განსაკუთრებით კი სხვების დახმარება ტრამვებისა და კრიზისის დროს.
ენერგია მიმართულია სიძლიერისკენ,კონტროლისკენ,სექსუალობსიკენ,საიდუმლოებისკენ.
ამ მდებარეობის ხალხი იდუმალი,ინტუიციური და მედიუმია.
მათ აქვთ ძლიერი შესაძლებლობა და უნარი დაეხმარონ სხვებს.
This post has been edited by
Scoorp
on 15 May 2011, 03:14
·
ციტირება
·
^
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
წერილები: 4426
წევრი No.: 107194
რეგისტრ.: 23-December 09
გამოგზავნილია:
15 May 2011, 10:01 #25467503 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
მერვე სახლი უბედური შემთხვევების, დაბრკოლებების სახლია, რადგან მას თავისი პოზიციიდან არ შეუძლია ამომავალი მზის, ასცედენტის, ანუ პირველი, სიცოცხლისუნარიანი სახლის ხილვა. ამის გამო მას ამაოების სახლსაც უწოდებდნენ. ახლა მას სიკვდილის სახლი ჰქვია. რა თქმა უნდა მას აქვს პოზიტიური მხარე. მოიცავს სიკვდილისგან მიღებულ მემკვიდრეობასაც. აჩვენებს სიკვდილის შემდეგ მიღებულ დანატოვარს, ვისში ექნება ხეირი და ა.შ. ამ სახლთან არის დაკავშირებული სპირიტუალიზმი, მოგზაურობა სულთა, სექსი. მისი ადგილსამყოფელით განისაზღვრება პიროვნების მენტალური ტკივილები, უკანონო შემოსავალთა სათავე, დატყვევება, სიკვდილის (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით) სახე, სიცოცხლის ხანგრძლივობის შეფასება. ამ სახლს ღრიანკალის ნიშანს უკავშირებენ. მისით იმართება გარეგანი გენატალიები, მენჯი.. არც ერთ პლანეტას არ უხარია აქ(?).
თუ მერვე სახლში
სატურნია
: ტრადიციულად, მერვე სახლი სიკვდილის სახლია და თუ მასში სატურნი მოხვდებოდა,სიკვდილის სასახლე იყო . მაგრამ როგორც აღინიშნა, არც მასეა საქმე, ეს მკვდრეთით აღდგომის სახლია, გაზრდისა და ცვლილებების, და ამ მხრიდან თუ მივუდგებით, სატურნის მოხვედრა შიგ, არც ისე მომაკვდინებელი იქნება. მერვე სახლი მეორეს ოპოზიციაა, რაც პოზიციათა ურთიერთდამოკიდებულებას გამოხატავს. ესაა კვალი წინა ცხოვრებიდან, ადამიანი კი, როგორც წესი, იზრდება. იხვეწება. ტრანსფორმირდება. ამ სახლში სატურნს დიდი ფუნქცია აქვს. დამსჯელი პლანეტაა, ყოველი ცვლილება შენში მიღებული იქნება როგორც ტკივილი. იქნებ ამასთან არის დაკავშირებული შენი ფობიები. დაუკავშირე ეს ინფორმაცია შენი მერვე სახლის კუსპიდს, დასახე გეგმები შენს შესაცვლელად.
თუ მერვე სახლში
ურანია
: ძლიერი გრძნობადობა გაქვს, ეს მოგცემს უცნაურ სექსუალურ მიდრეკილებებს, თუ ვენერასთან, მარსთან ან მთვარესთან ექნება ასპექტი. პრობლემებს მოგცემს სხვა ადამიანის ფულთან ან მემკვიდრეობასთან მიმართებით. მომაკვდავს ანდერძი წინასწარ დააწერინე დადებითი ასპექტის შემთხვევაში, ფულს მოულოდნელად მიიღებ. ბიზნეს პარტნიორებისგან საფრთხეს ელოდე. წინდახედულად აირჩიე თანამშრომელი ასე რომ. მოკვდები მოულოდნელად. ეს იქნება უბედური შემთხვევა, მაგრამ თუ ურანი არის ასპექტირებული ახლო შეერთებით მარსთან, ძალადობის მსხვერპლი იქნები. ყოველდღე ეზიარე, რა იცი, როდის მოგკლავენ ანუ ერიდე მანქანებს(აი ბავშვობიდან შეგრძნება მქონდა რომ ავარიაში ვკვდები), ავტო მოწყობილობებს, ელექტროობას, თუ მარსი , სატურნი ან პლუტონი არის მძიმედ ასპექტირებული მასთან. ამ ასპექტის მოქმედებაში მოყვანა შეიძლება შენი უზნეობითაც მთვრალი არ დაჯდე საჭესთან და ღვედები შეიკარი (ეს არა მარტო ამათ ეხებათ ალბათ
)
--------------------
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი
·
ციტირება
·
^
matilda123
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1455
წევრი No.: 33095
რეგისტრ.: 15-April 07
გამოგზავნილია:
15 May 2011, 20:05 #25475416 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
VIII სახლი კირჩხიბში
დაზიანებისას მსხვილი გარდაქმნები, მოსაზღვრე მდგომარეობები და სტრესები ადამიანში გამოიწვევს მისტიკური შიშის გრძნობას და უუნარობას დაიცვას საკუთარი თავი და გაუმკლავდეს ქვეცნობიერის ფსკერიდან მომდინარე ემოციებს და განცდებს.
აქ თვითშეცნობის დონე როგორც წესი დიდი არაა. ეს ადამიანი თუდაქორწინდება ან სამუშაო ადგილს შეიცვლის, სჭირდება გარკვეული დრო "აზრზე მოსასვლელად", როდესაც მისი ფსიქიკა თვითონ გარდაიქმნება ( თუ VIII სახლის ასპექტები ჰარმონიულია, საკმაოდ წარმატებულადაც), ერგება რა ახალ პირობებს. რეზელტატი როგორც წესი მოულოდნელია ყველასათვის ხოლმე, მათ შორის თვითონ ამ პიროვნებისთვისაც.
დაზიანებისას შესაძლოა ფობიები, გარდაქმნებთან დალკავშირებით და უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ: კიბო მყარად ეჭიდება არსებულ პირობებს, მაგრამ როცა მომწიფდება ცვლილებებისათვის, გადაეშვება ცვლილებებში გადაჭრით და უკანმოუხედავად.
კრიზისებს ეს ადამიანი იტანს ემოციურად და მტკივნეულად. მხოლოდ ფსიქოლოგიური და სულიერი პრობლემების ერთად გადაჭრისას ის დასძლევს კრიზისს. ყოველი კრიზისიდან გამოსვლისას ის თითქოს კარგავს სულის ნაწილს და იცლება სისხლისგან( ყოველშემთხვევაში, ასე ეჩვენება თვითონ მას).
ის ან მზრუნველი , გულმოწყალე და დაცემულტა შემწყნარებელია ან სასტიკი მანიპულატორი, რომელიც მოქნილად მიმართავს საზოგადოებრივ აზრს მისთვის საჭირო მიმართულებით. ( დაზიანებული ასპექტებისას)
VIII სახლის ეს მდებარეობა ბუნებრივად გვაძლევს მისტიკოსს. მას აქვს მიდრეკილება მედიუმიზმისკენ, მედიტაციისაკენ, რაც მისთვის შესაძლოა ნარკოტიკზე დამოკიდებულებასავით გახდეს , აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
* * *
VIII სახლი ლომში ( ჩემს რუკაზე ბოლო 1/3 ლომშია)
ეს ადამიანი ცხოვრების ახალ ეტაპებს ენერგიულად, გაბედულად და გადაწყვეტით იწყებს. თუმცა რეალურად ეს არც ისე იოლია, განსაკუთრებით როცა ეს ახალი ეტაპი -ახალი სამსახური, მეუღლე ან ტერიტორიაა და არც თუ ყოველთვის იწვევენ ადამიანში დადებით შეგრძნებებს.
თუ ლომი დაზიანებულია შესაძლოა ყველაფერი ახალის მიმართ ფობია. ჰარმონიული ასპექტებისას , პირიქით,-ეს ადამიანი მიესალმება ცვლილებებს, ხალისით ქორწინდება, იყრება და იცვლის სამსახურს, რადგან თვლის რომ ყველაფერი რაც იცვლება უკეთესობისკენაა.
საერთოდაც ეს მდებარეობა გვაძლევს სიმყარეს და სიმამაცეს , რომელთაც ეს ადამიანი ავლენს გარშემომყოფთა და თავისი თავის თავისთვისაც გასაოცრად დაძაბულ სიტუაციებში.
დაბალ დონეზე შეინიშნება ტენდენცია დაიმორჩილოს გარშემომყოფები, რაც ხშირად საპირისპირო ეფექტით მთავრდება. მაღალ დონეზე ეს არის იდეოლოგი, პუბლიცისტი, რომელიც მხურვალედ გმობს სოციალურ მანკიერებებს და ადიდებს ამაღლებულ იდეალებს და ნორმებს.
ოკულტიზმში ამ ადამიასთვის ყველაზე მისაღებია მაგია ენერგეტიკული-ნებითი ელფერით. აქვს ზეგავლენის, შთაგონების და ჰიპნოზის დიდი უნარი.
·
ციტირება
·
^
woman_
♛
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9338
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09
გამოგზავნილია:
29 May 2011, 19:39 #25719675 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
V სახლის მმართველი VIII სახლში
მეხუთე სახლის აქტიურობა ემსახურება მერვე სახლს. ხელოვნება, პირადი პერფორმანსი, რისკი, ჰობი, რომანები და ურთიერთობები ბავშვებთან ემსახურება ემოციონალურ ბაგაჟს, ვალებს, მემკვიდრეობას, ტრანსფორმაციებს, ტაბუს, ოკულტიზმს, სექსუალურ აქტივობას და ღრმა ურთიერთობებს სხვებთან. თქვენ ისევენებთ და დუნდებით, როცა იღებთ სიამოვნებას სხვა ადამიანების საკუთრების მომსახურებით. თქვენ საკუთარ თავს გამოხატავთ სექსში, ღრმა ურთიერთობებში, ოკულტიზმში და ტაბუში. თქვენ მხატვრულად უდგებით ტაბუსა და სექსს. თქვენი შეხედულებები სექსისადმი და ღრმა ურთიერთობებისადმი დრამატულია.
თქვენ შესაძლოა ემოციური პრობლემები გქონდეთ ბავშვებთან. დიდი და ღრმა ემოციური გაფრენებისა და დაცემების შემდეგ მოდის მხიარულება და სიმშვიდე.
ბავშვები უნდა ეწერებოდნენ თქვენს მოთხოვნილებებში ტრანსფორმაციასთან და რეგენერაციასთან დაკავშირებით. მოდუნებულობა ინტენსიური სექსის შემდეგ.
ჰობი დაკავშირებულია ტაბუსთან და ოკულტიზმთან. ჰობი ასევე დაკავშირებულია სხვა ადამიანების რესურსებთან. თქვენ რისკავთ საკუთარი ცხოვრებით. თქვენ რისკავთ სექსში.
matilda123
QUOTE
აქვს ზეგავლენის, შთაგონების და ჰიპნოზის დიდი უნარი.
--------------------
теряйте рассудок и приходите в чувство
♛
·
ციტირება
·
^
s_a_l_o_m_e
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2027
წევრი No.: 120386
რეგისტრ.: 1-September 10
გამოგზავნილია:
22 Jun 2011, 23:44 #26112720 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
მარსი მე-8 სახლში??????????????
·
ციტირება
·
^
რუსა
Secret
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09
გამოგზავნილია:
22 Jun 2011, 23:56 #26112936 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
s_a_l_o_m_e
QUOTE
მარსი მე-8 სახლში??????????????
მარსი VIII სახლში
მიდრეკილი არიან რისკის, საფრთხის და ექსტრემალური სიტუაციისადმი, ამჟღავნებენ ძლიერ ნებისყოფას, გამძლეობას და ცივსიხსლიანობას ექსტრემალურ სიტუაციებში, რისკავენ და იმარჯვებენ საფრთხეებზე , აქტიური განვითარებისთვის ასეთ ადამიანებს სჭირდებათ მივიდნენ კრიტიკულ ზღვრამდე, იგრძნონ საფრთხე , დაძაბულობა ამ დროს ახდენენ მობილიზებას , ამჟღავნებენ რკინის ნებისყოფას და ესაა სტიმული მათი განვითარებისთვის
ემუქრებათ დამანგრეველი სიტუაციები , მოულოდნელი ბედის დარტყმები, მკვლელობის საფრთხე ექსტრემალურ სიტუაციებში , თავად შეუძლიათ გახდნენ მკვლელები ან ჩაიდინონ სხვა დანაშაული, ეს არის აქტიური ავანტიურისტი. საფრთხე ემუქრება ხანძრის დროს და ცეცხლსასროლი იარაღისგან (ჭრილობა ან ბოროტი მარსისი შემთხვევაში- მკვლელობა)
ემუქრებათ ძალადობრივი სიკვდილი, თუ მორიელი ან ვერძია 1-ლი სახლი თვითმკვლელობისადმი მიდრეკილიება, თუ VIII სახლი ვერძი, მორიელი, თხის რქა ან ტყუპებია შესაძლებელია გახდნენ ცივსისხლიანი მკვლელები ან უკიდურეს შემთხვევაში ვინმეს "გაუმწარონ სიცოცხლე"
--------------------
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...
·
ციტირება
·
^
s_a_l_o_m_e
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2027
წევრი No.: 120386
რეგისტრ.: 1-September 10
გამოგზავნილია:
23 Jun 2011, 00:42 #26113755 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
რუსა
მადლობა :* რა დღეში ვყოფილვარ
·
ციტირება
·
^
რუსა
Secret
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09
გამოგზავნილია:
23 Jun 2011, 00:44 #26113797 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
s_a_l_o_m_e
QUOTE
რა დღეში ვყოფილვარ
ეგ არაფერი ნუ ღელავ შენზე უარეს დღეშიც არაინ (ვართ)
·
ციტირება
·
^
amordzali
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1210
წევრი No.: 34471
რეგისტრ.: 7-May 07
გამოგზავნილია:
23 Jun 2011, 10:20 #26116590 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
რა ბედნიერი ვყოფილვარ
მერვე სახლი ცარიელი მაქვს და თან ტყუპებშია
ამას კიდევ აიტანს ადამიანი
·
ციტირება
·
^
Tropical
Lotus
ჯგუფი: Members
წერილები: 2274
წევრი No.: 118163
რეგისტრ.: 8-July 10
გამოგზავნილია:
23 Jun 2011, 10:32 #26116708 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
amordzali
9 სიცოცხლე გექნება
მე იუპიტერი მყავს მანდ, ეტყობა საფუძვლიანი ტრანსფორმაცია თუ არ გადავიტანე, ვერ წავალ წინ
--------------------
A jug fills drop by drop
·
ციტირება
·
^
amordzali
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1210
წევრი No.: 34471
რეგისტრ.: 7-May 07
გამოგზავნილია:
23 Jun 2011, 10:36 #26116760 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
Tropical
QUOTE
მე იუპიტერი მყავს მანდ, ეტყობა საფუძვლიანი ტრანსფორმაცია თუ არ გადავიტანე, ვერ წავალ წინ
ჰო, ერთსაც მასე უზის იუპიტერი და თან კირჩხიბში
·
ციტირება
·
^
Tropical
Lotus
ჯგუფი: Members
წერილები: 2274
წევრი No.: 118163
რეგისტრ.: 8-July 10
გამოგზავნილია:
23 Jun 2011, 10:41 #26116808 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
QUOTE
ჰო, ერთსაც მასე უზის იუპიტერი და თან კირჩხიბში
ესეიგი ინტუიციას უნდა მიჰყვეს, მარა არ უნდა გადაყვეს? ოჰ რააა
ჩემი იუპიტერი ისე ზუსტად ემთხვევა ჩემი ცხოვრების მოვლენებს, ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტაა ჩემს რუკაში, ვატყობ
·
ციტირება
·
^
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
«
შემდეგი ძველი თემა
|
პარამეცნიერებები
|
შემდეგი ახალი თემა
»
Pages:
(8)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+5 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+7 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- აზარტული სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+3 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0316 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by
Invision Power Board
(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.