forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (19) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მუსიკა, რომელმაც შეცვალა ან არ შეცვალა მსოფლიო, მოდით, ვისაუბროთ უბრალოდ კარგ ალბომებზე
Tutikushi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 162
წევრი No.: 2231
რეგისტრ.: 28-May 03

  გამოგზავნილია: 13 Jun 2003, 22:26  #180978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მუსიკა მრავალფეროვანია.ხანდახან უსიამოვნოც არის მისი ჟანრებად დაყოფა.არა და, ეს ხომ ასეა...პირობითად ჩვენ ამ მუსიკას მაინც ვყოფთ სხვადახვა სტილად - ამა თუ იმ მუსიკას ვუწოდებთ პოპს, სხვას - როკს...ორივე, სხვათა შორის, ვრცელი გაგებაა...წინამდებარე ტოპიკში მე, მუსიკის რიგითი მომხმარებელი და ჩემი წრე, ვეცდებით ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ ალბომებზე, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ისტორიაში - ჟანრი უამრავია - დაწყებული მე20 საუკუნის პირველი ''კარგი'' ავადმყოფობებით - სვინგით, ბლუზითა და რ'ნ'რ-ით და დამთავრებული, თუნდაც, ერთ-ერთი ყველაზე ახალი ჟანრით - რიტმენდბლუზის ახალი სახით, რომელსაც მიჰყვება, თუნდაც...თუნდაც იგივე ლორინ ჰილი ან კიდევ ვინმე...
საუბარი გვექნება დასავლურ ნაწარმზე...რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუკი ვინმე გაიხსენებს, თუ რა რეზონანსი გამოიწვია ამა თუ იმ ალბომმა აქ, ჩვენთან (გინდ პოსტ-საბჭოთა საქართველოში და გინდ მანამდე, საბჭოთა კავშირში)...სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, მაგრამ, დავუშვათ, ჩვენ ვიცით, რომ Radiohead - OK Computer ან Nirvana - Nevermind სამუდამოდ დარჩება ბესტსელერებში...ხო და ვისაუბროთ ამაზე...ნუთუ ეს არ არის კარგი თემა?
მიზანი კი ასეთია - უბრალოდ ვისწავლოთ ამ თემაზე უფრო დაწვრილებითი საუბარი...ანუ, გავაკეთოთ საყვარელი ალბომების მინი-რეცენზიები...და ნუ შევიზღუდავთ თავს - ნებისმიერი ჟანრი, ნებისმიერი ტიპის მუსიკა...თუ გინდ სერიოზულად ჩასვრილი ევრო-დენსი და ტექნო იყოს...მოკლედ, ვისაუბროთ საყვარელ ფირფიტებზე...(ყველა ჯერ არ გადასულა დისკებზე, ასე, რომ, თუ კასეტა გაქვთ მოსმენილი, ეგეც გამოდგება)..
იმედი მაქვს, ბევრი მოსაუბრე გამოჩნდება, განსაკუთრებით, როკ-მუსიკის ფანი...


--------------------
Play me my song...
ROCKMAN
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2061
წევრი No.: 999
რეგისტრ.: 7-June 02

გამოგზავნილია: 13 Jun 2003, 23:14  #181006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
Tutikushi

ეეჰ, იმდენი კაი როკ-ალბომია რომ მაგაზე რა დაწერს wink.gif.

ისე შენ რომელი ჯგუფებს და სტილს უსმენ როკ-სი?


--------------------
პირველითგან იყო მუსიკა ...
paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 13 Jun 2003, 23:52  #181017      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Norah Jones - Come Away With Me - სტილი - ჯაზ ვოკალი. თავად უკრავს პიანოს.
23 წლის გოგონას სადებიუტო ალბომი. ვფიქრობ ჯერ ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც იგი მომავალში მიაღწევს, წელს რვა ნომინაციაში იყო წარდგენილი გრემი ავარდზე და რვავეში გაიმარჯვა. მაქვს მისი ლაივ ჩანაწერები დაახლოებით 20 სიმღერა, რომლებიც ალბომში არაა შესული. გააჩნია სხვებისგან გამორჩეული შესრულების მანერა. მის ნამუშევრებში ჯაზ ფანკისა და ბლუზის ელემენტებიც გვხვდება. რაღაცით ვამგვანებ ელა ფიცჯერალდისა და ბესი სმიტის უკვდავი ჯაზ-ვოკალის შესრულების მანერას. კარგი მოსასმენია მშვიდ გარემოში. ასე, რომ სლოუ ჯემის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ეს ქალბატონი. თუ კომერციამ ზედმეტად არ ჩაითრია ვფიქრობ, როცა შვილი მეყოლება მის ახალ-ახალ ალბომებს მოვასმენინებ. საერთო ჯამში ნორა ჯონსი ქმნის ექსტრა კლასის მუსიკას უფროსებისთვის, ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი ელ ჯერომდე, ბენსონამდე, ქუინსი ჯონსამდე და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ მალე მოახერხებს, თუ ჯაზ ბილიკიდან არ გადაუხვევს. ასე, რომ!!!
QUOTE
უსმინეთ ეს არის ნამდვილი ჯერ კიდევ ქორფა მუსიკა და არა ის ნაგავი რასაც ხალხი ფორტუნა პლუსის საშუალებით ისმენს.



--------------------
http://www.urakparaki.com/?m=7&WUID=13285&sm=1
rmcf
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2817
წევრი No.: 440
რეგისტრ.: 13-November 01

გამოგზავნილია: 14 Jun 2003, 00:37  #181031      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მუსიკა ვერ შეცვლის მსოფლიოს, ნებისმიერი ალბომი გამოცემის მომენტისტვის არსებულია მსოფლიოს მდგომარეობის ამსახველია
paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 14 Jun 2003, 00:40  #181032      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
Radiohead - OK Computer ან Nirvana - Nevermind

გამაჩნია ბედნიერება; რადიოჰედის დისკოგრაფიის სახით(სულ ბოლო, ახალი ალბომის გარდა), ნირვანა;ინ უტერუ, ნევამაინდ, ბლიჩიდან რაღაც-რაღაცეები, მტვ ლაივები.
ბესტსელერებს რაც შეეხება 2ფაქის ოლ აიზ ონ ონ მიც მოიხსენიე. ოთხმაგი პლატინუმია.
თუ არ დამეზარა მერე თუფაქის მაკიაველიზეც დავწერ და თჰაგ ლაიფზე, რომლის იდეოლოგიაც ასეთია- hate you given infants fucks everybody. ლესეინ ფერიშ ქრუქს იგივე თუფაქ შაქურის რეპი დიდ გავლენას ახდენს მოზარდ აფრო ამერიკელებზე და არა მარტო მათზე, მაგრამ რეპი მაინც რეპია. გარდატეხის ასაკში თუ არ შეეშვი დარჩები გამოთაყვანებული.
მარტო ბესტსელერებზე კი არა ოლ თიმე ჰითებზეც ვილაპარაკოთ, თუ წინააღმდეგი არ იქნები. მაგ: Dave Brubeck - Take Five, ამ კომპოზიციის რამოდენიმე ნოტა, მთელ ჯენიფერ ლოპეზ ენრიკე ეგლესიას ტიციანო ფერროების მაგვართა სრულ შემოქმედებას წონის.
პ.ს. იტოგში ცოტა გაუგებრად ვწერე, მაგრად მეძინებდა. please სხვებმაც დაწერეთ რამე. მართლა მაინტერესებს, სჯობს ნაკლებად ცნობილებზე წეროთ. ჩემი რეკომენდაცია კი ასეთი იქნება: Dave Grusin, Dave Valentin, - In The Mood, Jim Hall & Ron Carter - Autumn Leaves, Thelonious Monk - Misterioso, Floyd Cramer - The Old Piano Roll Blues. ეს ამ საღამოსთვის კმარა, თორემ რეზერვში იმდენი მაქვს... ოღონდ თუ უსმენს ვინმე მსგავსებს? ძირითადში ჯაზ-ინსტრუმენტალებია.
ალტერნ როკს რაც შეეხება Camino Palmero - Things Don't Always Turn Out That Way, Nickelbackზე რას ფიქრობთ Too bad, თუუ გუუდია. კიდევ ჰუუბასტანკ - რანინგ ევეი. ალბათ მიხვდით ზეპელინ სთაირვაი და ოლ მაი ლოვები რ.ი.მ.ები და პინკ ფლოიდებზე აღარ გვინდა ტყუილად ლაპარაკი. ოკ ახლა წავედი თორე სულ ავურიე.
* * *
rmcf
QUOTE
ნებისმიერი ალბომი გამოცემის მომენტისტვის არსებულია მსოფლიოს მდგომარეობის ამსახველია

განსაკუთრებით ა.შ.შ.-ელი Louis Satchmo Armstrong-ის "what a wonderful world" 1970 წელში,). გამონაკლისები ბევრია, იმდენად ბევრი, რომ არ ვეთანხმები შენს აზრს. თუმცა ნაწილობრივ მასეცაა, მაგრამ არა ყოველთვის.

paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 14 Jun 2003, 15:36  #181116      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ენიგმას Soul Ballet, ან თუნდაც Touch & Go ბევრად მირჩევნია. Touch & Go-ს კარგი ვეშები აქვს განსაკუთრებით ჯაზ-ფანკის სტილში გაკეთებული Big Beat მომწონს.
აი პაპსას რაც შეეხება, რობი უილიამსს გამოვარჩევდი, განსაკუთრებით მისი 97წლის სოლო სადებიუტო ალბომი Life Thru A Lens, თუმცა ამ ალბომს დიდი წარმატება არ მოუტანია მისთვის, 98ის I Have Been expecting you-სთან შედარებით. ბრიტანელების მუსიკა და შარმი ყოველთვის განსხვავდებოდა ამერიკულისგან და რობიც ამიტომ მომწონს . პაპსავიკია, მაგრამ ერეკლეს და .... პონტშია ახლა ეგ და ვთქვათ "ენსინქი".
****
"მუსიკა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო" მოდი შევცვალოთ სათაურით "მუსიკა, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება". უფრო მეტს ისაუბრებს ხალხი. ჩემთვის არავის არასდროს მოუცია რეკომენდაცია, თუ რისთვის მესმინა. პირველი კასეტა, რომელიც ვიყიდე ცამეტი წლის ვიქნებოდი დაახლოებით, ბექსთრით ბოიზი - იყო, მეორე ზუსტად მახსოვს ისთ სევენთინ- სთიმ, მერე დიჯეი ბობო, ვარუმში გავცავალე, მერე რუსულებს ვუსმენდი. მერე აიეტი, რომ გაიყვანეს 98ში ჩვენთან, დავიწყე ემტივიდან კლიპების ვიდეო კასეტებზე ჩაწერა, თავიდან პაპსას ვიწერდი, მომღერლებზე ინფოს ვაგროვებდი, ერთხელ ვნახე ვიღაც თუფაქ შაქური, რომ მღეროდა რაღაც ჩეინჯის, აი მერე დამემართა ჩეინჯები, სიმართლე, რომ ვთქვა თავიდან არც ეს სიმღერა მომეწონა და არც მიმიქცევია ყურადღება, არც ჩავიწერე. მაგრამ მერე ამ ტიპზე რაღაც ლეგენდის პონტები გავიგე, "ჯოკერა", "შავ პრინცთან" ერთად, რომ მღერის იმან მომიყვა, ბავშვები ვიყავით გვისწორდებოდა იტორიები მაგარ ტიპებზე. მერე ეს 2ფაქი პლაკატზე ვნახე, აშკარად ეტყობოდა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ახლა უკვე რეპს ვუსმენდი, ღამეებს ვათევდი, ბლექ თაიმი, ლეით ლიკ შოუ, მტვ ვიიქენდი, არაფერს ვმაზავდი. მერე ცოტა გავიზარდე ინგლისურსაც, ისე რა ვამუღამებდი, ახალი შემოსული იყო მაშინ ინტერნეტ კლუბები (კაფეები სად იყო) და ერთს შემთხვევით გავყევი, ჰოდა შემთხვევით აღმოვჩნდი კომპთან წინ იაჰუ, ჩაწერე რაც გინდა და იპოვი ინფოს. ჰოდა მეც ჩავწერე "2ფაქ შაკურ ბაიოგრაფი", დისკეტზე ჩავწერე და ბებიაჩემის სამსახურში პენტიუმ 90-ით ამოვაბეჭდინე ფერად პრინტერზე. ბიო თითქმის ზეპირად ვისწავლე, მერე ინტერვიუებსა და სიმღერებზეც დავიწყე ჩალიჩი, მაგრამ თბილიში მოგეხსენებათ მარტო პირატული ზაპისები იყო და სიმღერებიც არეულად ეწერა კასეტებში, ჯოკერას ვეთხოვე სათუთად თუფაქის(რავი სად დაითრია) "სთრიქთლი ფორ მაი ნიგგაზ", "ოლ აიზ ონ მე"(პირატული, არეული), (მი ეგეინსთ ზე ველდ), (არ იუ სთილ დაუნ) და არ მომეწონა ბევრი, თუმცა ინგლისური უკვე კარგად მესმოდა თითქმის ყველა ლირიკა მქონდა რა სიმღერაც მომწონდა და ლაიფ გოუს ონის ტექსტმა დამაფიქრა, შემდეგ ანქონდიშინალ ლავ, სოუ მენი თიერს, მი ეგეინსთ ზე ველდ... უკვე ვფიქრობდი საიდან ტვინავს ეს შობელძაღლი ზანგი ამდენს და ასე სერიოზულად. ...და ამხანაგს, გერმანიიდან გამოუგზავნეს თაგ ლაიფის დისკი, ალბათ მაშინ ერთადერთი თბილისში. ვუსმენდი "ჰაუ ლონგ ვილ ზეი მოურნ მი", "ფურ აუთ ა ლითელ ლიქა" და ვხვდებოდი, რომ ამ ტექსტებში, სასოწარკვეთილება, სიმართლე და ქედმოუხრელობა იყო. მეც მეძველბიჭებოდა იმ დროს და თუფაქი კაკ რაზ იმ ტიპად მივიჩნიე როგორიც უნდა ვყოფილიყავი, მართალი და უკომპრომისო. ჰოდა ამ უკომპრომისობის გამო, ერთი ორჯერ ძაან, მაგრად მცემეს, მეც ერთი სული კინაღამ მოვკალი და მივხვდი თუფაქ შაკური არ ვიყავი, ამ ქვეყანას ვერ გავასწორებდი, ეს ცოტა გვიან მაშინ კი სერიოზულად ვიყავი გაგიჟებული თუფაქზე და დღესაც დიდ პატივს ვცემ, უკვდავია. მაშინ უკვე მჭირდა თუფაქომანია, ახლობლები თუფაქს მეძახიან, ჩემს გარშემო უკვე ყველამ იცის თუფაქის ცხოვრების ელემენტები, უკვე მე ვყვები ლეგენდებს და მისმენენ, გოგოები ისეთი თანაგრძნობით მიყურებენ აშკარად ვეცოდები. მიხარია მუსიკის მოყვარულების ნახვა, ვბურღავ ჩემი თუფაქით ტვინს, ერთადერთი სანდრო მიწყებს აქეთ ტვინის გაბურღვას რაღაც ჩილი პეპერსის, თუ ჩორტ იო ზნაეტ ქროუფინგერით, მეცოდება სანდრო. დავდივარ ჩაჩაჩული, მაქვს ჟურნალების კოლექციები(ბოლოს სხვას ვაჩუქე პლაკატებისთვის და იმდენი იყო ინკოგნიტოს დიდი პარკები, რომაა იმის სახელურები იხეოდა და ხელში ყუთივით ძლივს წაიღეს), აქა-იქ ვუსმენ პაპსასაც, ვაგრძელებ კლიპების გადმოწერას და ისევ ემთივიზე ვხედავ კლიპს, ვიღაც ტიპები, მაგარი ნაცემები კადილაკით მიდიან, უკრავენ დამტვრეულ გიტარაზე და ბოლოში ტიტრი ამოდის, "რედ ჰოთ ჩილი ფეფერზ - სქარ თიშუ" გამახსენდა სანდრო, მომეწონა სიმღერა. ცოტა ხანში ვათენებ ღამეს და გამაჩნია ჩილი პეპერსის ლაივ კოცერტი წითელ მოედანზე. უკვე ცოტა-ცოტა ასეთ სიმრღერებსაც ვუსმენ, რობი უილიამსის სთრონგი მიყვარს, საკაიფო კლიპის გამო, ასევე რადიოჰედის პარანოიდ ანდროიდი. მერე ბიძაჩემი მჩუქნის ორბიტის მძლავს უსილიტეს, ვუერთებ სონის დამტვრეულ, ფლეერს, რომელსაც მხოლოდ ტიუნერი უმუშავებს და ისიც ჩემ ძმას ვიღაცამ აჩუქა, როგორც გაფუჭებული. ასევე კარადის თავიდან ჩამომაქვს, ძველი რუსული 30 ვატიანი აკუსტიკური სისტემის დინამიკები და იქმნება ნორმალური სტერეო ფონი. ზაფხულია ჯერ არ მინდა სოფელში წასვლა, ერთი გოგოს გამო და მეც ამ სიცხეში დღე სახლში გამოკეტილი ძალაუნებურად ვუსმენ რადიოს, ტელევიზორი მაქვს ჩართული, რომ ღამე კლიპი იქნებ დავიჭირო, თორემ რაც პროგრამაშია და კარგია ყველა მაქვს. რადიო უნივერსიზე, კარგი სიმღერები ტრიალებს ყოველშემთხვევაში მე მომწონს, მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ თითქმის უცნობი ბონი ტაილერი, ბოიზ თუმენი, ზემფირა, თუფაქიც ხანდახან და ვფიქრობ კარგი რადიოა(თუმცა დღეს მარტო ნიას თუ ვუსმენ ღამის ეთერში, სხვამხრვი ვერაფერს მოისმენ ახალს ჩაიციკლენ ოლ თაიმ ჰიტებზე).
უკვე ვიცი თითქმის ყველა კარგი სიმღერის სახელი, რომელმაც დროს გაუძლო. აი მერე კი, კონტრრევოლუცია მოხდა. ვიდეო გადამივარდა დიდი ტელევიზორის უკან, რომელსაც ბაბუაჩემმა უკანა პანელი მოხსნა ანტენის შტეკერის გასაკეთებლად. ასე გავტეხე ტელევიზორის ტრუბკა და...
ბაბუს დავაბრალე ეს შემთხვევა(რომ არ მოეხსნა ხომ არ გატყდებოდა?) და ვთავაზობ ბარტერს მომცეს ორასი დოლარი და მივცემ ჩემი ოთახის 37''იან სამსუნგს, მამაჩემს ვთხოვ ორას დოლარს კომპიუტერისთვის, და დიდი ჩალიჩის მერე 537 დოლარად ვყიდულობ პენტიუმ სამის კონფიგურაციის კომპს ფლოპის, მოდემის და სიდირომის გარეშე. მოდემს მჩუქნიან, პახოდუ უფასო კოდებს მაძლევს ძმაკაცი და დაახლოებით 4 გიგა მუსიკის რაც გამაჩნია ნეტიდან მაქვს გადმოქაჩული, როცა დაუნლოუდზე 2.5 კბ მოაქვს, ახლა გამაჩნია სადღაც 4000 მპ3, ვისთან არ მაქვს ჩემი ვინჩესტერი ნათრევი, ერთი ასამდე სიდი დარიპული და ასე შევაგროვე ჩემი კოლექცია. ახლა კი, ინეტში ვეძებ უფროსი თაობის ხალხს ვეკითხები სიმღერებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მათზე თავის დროზე.
ძირითადად ვუსმენ - ჯაზს სხვადასხვა განშტოებებითურთ, ალტერნ როკს, ნიუ ეიჯს, რ & ბ-ის.
ხშირად ამომყავს უბნელი ბავშვები სახლში და ვასმენინებ; როქსეტს, ნინა სიმონს, ვიტნის, ნორა ჯონსს და ა.შ. მაინცდამაინც არ გიჟდებიან, მაგრამ ხვდებიან, რომ კარგია. გაიზრდებიან სადმე შემთხვევით მოკრავენ ყურს, გაახსენდებათ და უსათუოდ სიამოვნებით მოისმენენ წარსულის მოგონებას, ისე როგორც სანდრომ მათხოვა ბავშვობაში, "ბლუდ, შუგარ, სექს მეჯიქი", თუმცა არ უთქვამს ეს კარგიაო თქვა მე მომწონსო. მე კი როცა ვინმეს ვასმენინებ, პინკ ფლოიდის "ვიშ იუ ვეა ჰია"-ს ვეუბნები, ეს საოცრებაა და არა ვაიქლიფ ჟანი და ის ნაგავი რასაც ფორტუნა პლიუსზე ისმენთ. თუ გაქვთ ვინმეს როქსეტის "ით მასთ ჰევ ბინ ლავ" ლაივ ვარიანტი? რომელიც შვიდ წუთზე მეტია, "გუბნოი გარმოშკით" შედის თავიდან და ელექტრო გიტარით გრძელდება, აი ეს სიმღერა მართლა საოცრებაა და კიდევ რამდენი ამისთანა და უკეთესზე უკეთესები...
* * *
რამხელა პოსტინგი გამოვიდაააა!!!
Tutikushi
მალადეც შენ, იცი საგანი, თან მხიბლავ.
ერთი ისიც გვითხარი ვინ ხარ?

paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 14 Jun 2003, 17:27  #181142      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Master P მაგარი კაცია, მომწონს მაგის რეპი, თავისებურად უბერავს: We gonna ride tonight, my little hommie Kennie died tonight... მაგარია, კლიპიც კაიფია. Ghetto Got Me Trapped ესეც კარგია. ისე ნამდვილი ჰიპ-ჰოპის მამები; ""Mc Hammer", "George Clinton". NWA da Eazy-E - შედარებით ახალი, მაგრამ ამ ვარიანტში Rocks. Old School Shit - Easy E, აი ჰიპ-ჰოპი.
Cypress Hill - Ilussions რემიქს ვარაინტი მომწონს. არ მიყვარს დრე, ემინემი, პაფ დედი, დიემექსი, ბასტა, ქულიო. BIG, ICP და Cypress Hill ამათ ბევრად მირჩევნია.
ჰაუს ოფ ფეინ კაი დრო იყო. ისე Everlastსაც არა უშავს სოლოში, მაგარმ ხან ტრიპ-ჰოპი, ხან რეპი, ხან ჰარდკორი... ვერ გავიგე საბოლოოდ ვისკენაა
* * *
Tutikushi
რას სფეროში მუშაობ?

paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 14 Jun 2003, 20:42  #181182      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Tutikushi
არც მე. ისე დიდი სიამოვნებით კი ვიმუშავებდი რადიოში.
მიყვარს რადიო, მაგრამ უფრო მუსიკა.
devil
Salivan


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6655
წევრი No.: 1515
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 14 Jun 2003, 22:04  #181229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
მაესტროში იმდღეს ვიღაც იდიოტი აცხადებდა ათეულს...მეც P.O.D დავინახე და დავიწყე ყურება...მოკლედ მოვიდა პირველი ადგილის დროც...გამოაცხადეს Linkin Park ძალიან გამიხარდა...მაბოდებს მაგ სასტავზე...მორჩა სიმღერა...მე გასწორებულში ვარ...იდიოტი წამყვანი:
...არ მევასება ეგ ჯგუფი, არ გამიკვირდება თუ ეგენი ბრიტნი სპირსთან ჩაწერენ სიმღერას...

აი მე გინება ავწიე...ეგეთები არ უნდა აცოცხლო...ჯანდაბას, თუ არ უსმენ, არც არავინ გაძალებს...მაგრამ მსგავსი ლაპარაკები ტელევიზიაში არ უნდა იყოს...

მოკლედ იმის თქმა მინდა, მაესტროში ისეთი სასტავია როკი საერთოდ არ ევასებათ...rammstein, pudle of mud, AAF, System of down…მაგათ კლიპებს საერთოდ არ აჩვენებენ...!!!

არ ვიცი, როგორ მივაწვდინო მაგათ ყურამდე...

ჩვენ ყელში გვაქვს იდიოტური ქართული მუსიკა..........ჩვენ გვინდა RoCK-ი

FU რამდენს ვბოდიალობ:(


--------------------
And my soul from out that shadow that lies floating on the floor
Shall be lifted--nevermore!
paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 15 Jun 2003, 00:16  #181303      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
იდიოტი წამყვანი:
...არ მევასება ეგ ჯგუფი, არ გამიკვირდება თუ ეგენი ბრიტნი სპირსთან ჩაწერენ სიმღერას...

ყველასათვის კარგად ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკალური წამყვანი - ია ჩანტლაძე უნივერსის ეთერში აცხადებს; "აი დასრულდა ემინემის სიმღერა "სთენ", თუ კი შეიძლება ამას სიმღერა ეწოდოს" ალბათ ამით უნდოდა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ თვითონ სერიოზულ მუსიკას უსმენს, მაგრამ ამით უფრო თავის არაპროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. ამგვარი კომენტარები არის დილეტანტობის გამოვლენა, დიჯეი პირველ რიგში უნდა იყოს შოუმენი, მან უნდა შეძლოს მსენელის შენარჩუნება და დაინტერესება, ამ შემთხვევაში რამდენი ემინემის ფანი შეიძულებდა მის ეთერს. არ შეიძლება ეთერში საკუთარი აზრი მოახვიო სხვას და შენ რაც მოგწონს ის ასმენინო. ზოგს შენი როკი შეიძლება სულაც არ უსწორდება, არსებობს რაღაც დოგმები რომელ საათში რა სტილის მუსიკა უნდა გავიდეს და უნდა დაემორჩილო ეს არის კომერცია, გამონაკლისია იმ შემთხვევაში, თუ რადიოსადური განსხვავებული პროფილით მუშაობს. მაგ. "მწვანე ტალღა". საერთოდ ა.შ.შ.-ს ქალაქებში და არამარტო, არსებობს სხვადასხვა პროფილის მაგ. ჰიპ-ჰოპ, როკ, ჯაზ, პოპ და ა.შ. რადიოსადგურები. კარგი იქნებოდა აქაც იგივე სიტუაცია ყოფილიყო. რაც მოგწონს იმას მოუსმენდი მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ თბილისი ძალიან პატარაა და ასე დიფერენცირებისას, მსმენელის არათანაბარი გადანაწილება მოხდებოდა. ამიტომ არ რისკავენ ამგვარ რამეს "მწვანე ტალღის" გარდა, რომელსაც მხოლოდ ერთიდაიგივე აუდიტორია ისმენს.
Moby - გენიალობაა, პიროვნებაც მეტად საინტერესო, რიჩარდ მელვილ ჰოლი. დამთავრებული აქვს ფილოსოფიური ფაკულტეტი და მის მუსიკაშიც იგრძნობა მისი პროფესიის ანარეკლი. მის ფლეის დიდი სიამოვნებით ვუსმენ, განსაკუთრებით Bodyrock მომწონს.
აი Rammstein-ი კი არ მომწონს. ზედმეტად აგრესიული მუსიკაა და მის არსსაც ვერ ვწვდები. უფრო ის ვარიანტია, რომ ისმენ და გეჩვენება ამ მუსიკის ფონზე ყველა მტერს და მოშურეს გაუსწორდები. აი "მასივ ატაკის - თიადროფი" წვიმის დროს ყოველთვის ფლეი ლისტში მაქვს, წვეთებივით ჩამოედინება მუსიკა.
Tutikushi
მაინც არ გვიმხელ რა პროფესიის ხარ.)
თუ მუსიკის სფეროსთან არ გაქვს შეხება, არ შეიძლება უბრალოდ ამდენი იცოდე. ერთი-ორი ისეთი ჯგუფი დაწერე, არც კი გამიგია.
საინტერესო ფორუმელი ხარ, არ დაიკარგო ფლიზ.
paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 15 Jun 2003, 11:22  #181396      · პროფილი · პირადი მიმოწერა
როგორც მახსოვს და ვიცი 1995-ში No Doubt - Tragic Kingdom-საც დიდი გამოხმაურება მოყვა, ტრეკი - Don't Speak მართლაც, რომ "ველდვაიდად" იქცა.
"ნოტორიუს ბიაიჯი" კი ამ პერიოდში იძახდა:"Little Juicy get gold".
ready to die - ესეც ერთერთი ბესთ სელლინგი იყო ამ დროს.
ასევე 95-ის ბოლოს, თუ არ ვცდები გამოჩნდა ჯგუფი "ბექსთრით ბოის", რომელიც უცბად აიტაცა მასამ და მათი ალბომიც მილიონობით გაიყიდა.
97-ში კი პაფ დედის რემეიქის ბუმია, პოლისის ცნობილ სიმღერაზე "Every Breath You Take", რომლის წარმატებაც უდაოდ ბიაჯის სიკვდილის შედეგია.
paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 15 Jun 2003, 11:43  #181403      · პროფილი · პირადი მიმოწერა
რაც ჰილილ სლოვაკი და ჯეკი აირონსი, ჯონ ფრუშენტმა და ჩად სმიტმა შეცვალა. ოთხი წლიანი ძიებისა დ წვალების შემდეგ ბრუნდებიან მსოფლიო სცენაზე, როგორც მახსოვს სლოვაკი 88 ში მოკვდა, აირონსმა კი დატოვა ჯგუფი. 1993-ში კვლავ შედგნენ "ბლუდ შუგა სექს მეჯიქ" ჩემ საყვარელ ალბომთაგანია, 99ის "ქალიფონრნიქეიშენზე" კი ის შემიძლია, ვთქვა, რომ როგორც თვითონ ამბობენ; "ახალი შემადგონლობით უკეთესიდან, უკეთესობისკენ მივდივართ".
"სქარ თიშუ" ალტერნ როკის შედევრია ვფიქრობ და ჯგუფის განვლილ ცხოვრებას ეხება; დამტვრეული ძვლები, ავარიები, წევრის სიკვდილი, ასე ხსნის თავად ენტონი. რომელსაც მოტო ავარიის შემდეგ პლასტიკური ოპერაციაც კი დასჭირდა.
RHCP - ალტერნ როკის ლეგენდად დარჩება.


* * *
QUOTE
ბსბს პირველი ალბომის ზოგიერთი ტრეკი ოდნავ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს...

"I'll never break your heart", "Quit playing games"
Doct0rIN
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12378
წევრი No.: 174
რეგისტრ.: 28-June 01

გამოგზავნილია: 15 Jun 2003, 13:03  #181439      · პროფილი · პირადი მიმოწერა
paranoid
ეს რამდენი გიწერია ბიჯო, ძლივს გავედი ბოლოში gigi.gif ძაან მიხარია რომ ფორუმზე არიან ადამიანები რომლებსაც მართლა კარგი მუსკა მოსწონთ და არ არის იმის საჭიროება ჩემნაირმა უცოდინარმა მუსკაში აუხსნას დარიან ჰეისს ნირვანა ჯობიაო smile.gif აუ ამდენს ნაღდად ვერ დავწერ მაგრამ თქვენ ისტორიებზე, ჩემიც გამახსენდა. წელი ნაღად არ მახსოვს მაგრამ სადღაც 95-95(ნიტო სემდესიასედმოი, სემდესიატ ვასმოი გოდები იყო biggrin.gif ) თბილისის უნივერმაღში რაცაღაცა ვიყიდეთ და ხურდაში ორი ცალი ცარიელი კასეტა გამოვართვი:) ჩემ ბიძაშვილს ვიცოდი რაღაც კარგი სიმღერები ქონდა, რამდენიმე დღით ადრე ვიყავი და ყური მოვკარი მუსიაკს. ხოდა გავარდი ისევ და უთხარი მაშინ ჩართული რომ გქონდა ის რა კასეტა იყოო, ხოდა ამომიღო Qeen-ი ალბომის სახელ არ მახსოვს. და მეორე კასეტაზე რაც გინდა გადაიწერე ორი ახალი ალბომი მაქვს ერთი რუსი მომღერალი როა, აუ ეხლა დამავიწყდა:) ანჟელიკა ვარუმის ქმარი რომ იყო, ქერა გრძელთმიანი ტოპი როა აი ის, და მეორე მაქვს Aerosmith-იო რომელიც გინდა გადაწერეო. იმ რუსს ვიცნობდი და ეგ ჯგუფი აზზე არ ვიყავი რა იყო, ხოდა იმ რუსის ჯიბრზე(არ მომწონდა) მეორე კასეტა გადავწერე. მაშინ დაიწყო... smile.gif Aerosmith 4ever. გავიდა ცოტა ხანი და როროგრც პარანოიდმა თქვა მეც დაახლოები იგივე გზა გავიარე:) მაგრამ მარტო ქულიოს ვუსმენდი, ზოგიერთი სნუპის კომპოზიციებიც კარგი იყო, მერე რუსული ნაგავი(თუ ჯერ ეს იყო აღარ მახსოვს). ეხლა ცხოვრობს ჩემთან საპატიო სტუმრად Led Zeppelin(მთელი შემოქმედება) Aerosmith(თითქმის ყველა) RAMMSTEIN(ყველა კომპოზიცია) მერე მოყვება და მოყვება. და ამ paranoid-მა ხომ ამავსო რა:)


--------------------
P.S. И вообще, пора нам сбавлять темп...
devil
Salivan


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6655
წევრი No.: 1515
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 15 Jun 2003, 13:21  #181448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
ყველას რაღაც ისტორიები გაქვთ...სამწუხაროდ მე ასეთი ისტორიები არ გამაჩნია...ჩემზე ძირითადი გავლენა იქონია დეიდაჩემის კასეტებმა...Led Zeppelin, Aerosmith, Deep purple, Black sabath, rainbow...აი ამათ სიმღერებზე ვარ გაზრდილი:)
...რეპს თავიდანვე ვერ ვიტანდი...შედეგად სკოლაში ხშირად დამცინოდნენ...სატანისტს მიძახდნენ, არა და სინამდვილეში არცერთს არ ესმოდა როკი რა იყო...გადამკვდარები იყვნენ რეპზე...
paranoid
charizmaster


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3653
წევრი No.: 1361
რეგისტრ.: 27-October 02

გამოგზავნილია: 15 Jun 2003, 19:39  #181581      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Doct0rIN
ნუ აჩმახებ. რაც შენგან კარგი მუსიკა მაქვს გადმოქაჩული... ზეპელინის დისკოგრაფიაზე დიდი მადლობა ერთი ჩემი ძმაკაცისგან პირადად შენ.
* * *
95 წლიდან უამრავი ალბომი ერთად იქცა ბესთ სელინგად. 96-სთვის ყველაზე პოპულარული იყო ჯ-ფანკი(მსუბუქი რეპი, მთავარი ფუძემდებლები "დრეს" ნახევარ ძმა უორენ გრიფინი, იგივე - "უორენ-ჯი" და 2ფაქი, "ჯი-ფანკის" მაგ:"ლაიფ გოუს ონ", "რეგულეით" და ა.შ.) და პაპსა. გახსოვთ ალბათ: "პოეთრი'ნ მოუშენი", "სი-ბლოქი", "ბლექ ათაქ", "სფეის ვან", "ნანა", "დაუნ ლოუ" ეს რაც ამ წუთში გავიხსენე კიდევ რამდენი, თუმცა პაპსა მაინც ლიდერობს, რაც გამოწვეული იყო ბევრი ახალი პოპ ჯგუფის შექმნით: "სფაის გელზ", "ბსბ". "ფაივ", "ენ სინქი" ესენი ოდნავ მოგვიანებით. სექსუალური ბიჭუნები, თუ გოგონები ბუზებივით იხვევდნენ ფანებს.
ასევე არ აღნიშნულა აქ "ჯამიროქუაის" ბრწყინვალე შემოქმედება 89ის მერე, რაც შეიქმნა. მუსიკა რომელსაც კრიტიკები ვერ სვამდნენ რაიმე კონკრეტული ჟანრის ფარგლებში, ეს იყო რაღაც ახალი, ჯეისონ ქიც მეტად ორიგინალური პიროვნებაა, აგროვებს ქუდების კოლექციას, ასევე უამრავი მანქანა ჰყავს, კლიპი "ოლ რაით" თუ არ ვცდები, მაგის მანქანებია ერთ სცენაში. ასევე არ შეიძლება გამოვტოვოთ "ლენი ქრევიცი" ისიც, როგორც მახსოვს 89 წელს გამოჩნდა ემტივიზე პირველად და გაგრძელება გეცოდინებათ: "ემერიქან ვუმენ", "ფლაი ევეი", "აი ბილონგ თუ იუ", მისმა იდუმალმა ვოკალმა უამრავი ადამიანი მოხიბლა. ასევე 89 წელს შეიქმნა " მერლინ მენსონი" - "მენსონი", ვიღაც სერიულ მკვლელს, ხოლო "მერლინი", "მერლინ მონროს" პასტივსაცემად დაირქვეს, მე პირადად დიდი სიამოვნებით გავიგდებდი "მისტერ სატანას"(თუ რავი რა ჰქვია ვოკალისტს, მე ასე ვეახი) წიხლის ქვეშ და ასევე დიდი სიამოვნებით ვუსმენ მათ - "ზე ნოუბადის", მაგრამ მაინც ამაზრზენი ხალხია, კონცერტებზე სატანისტურ რიტუალებს და რავი ონანიზმი, მაზოხიზმი რას აღარ აკეთებენ. მოვ...ან ეგეთი იმიჯი "მისტერ სატანას", რომ აქვს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (19) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0371 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]