forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (6) « პირველი ... 2 3 [4] 5 6   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პროთრომბინი, ..............................
Trina
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 113704
რეგისტრ.: 24-February 10

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 01:33  #18669857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის 2kiss.gif
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 03:12  #18670978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არის ასეთი თემა, ამიტომ - ვაერთებ.
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44483
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 03:43  #18671107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ, კოლეგიალობის ზეიმია ამ თემაში boli.gif

საქართველოში თუკი რამე შეეხებოდა სისხლის შედედებას,ყველაფერს პროთრომბინს აწერდნნენ. "ფეხები გტკივა? პროთრომბინი გაქვს მაღალი,. თავი გტკივა, წნევა გაქვს? პროთრომბინი გაიკეთე , მაღალი გექნება".. და ამ დროს რომ ვუყურებდი, როგორ ზომავდნენ პროთრომბინის ინდექსს ბაბუაჩემის დროს მომზადებული მჟაუნმჟავას ხსნარით და წყლის აბაზანით, რომელსაც ტემპერატურის დაჭერა უჭირდა...boli.gif

კომშის ფოთლების ნახარში ხომ საერთოდ უებარი წამალია, თუ კომში ვერ იშოვე, ალუბალიც წავა, არა უშავს. ზოგის ფანტაზია კი იქამდე წავიდა, რომ პჯრ-მ არ იმუშავა თურმე პაციენტის სისხლის ნიმუშზე და დადგინდა, მანამდე კომშის ფოთლების ნახარში ჰქონია მიღებული პროთრომბინის დასაწევად..თურმე კომშის ფოთლების ნახარშში არსებულ ჰეპარინს მოუხდენია დნმ-პოლიმერაზას ინჰიბირება და აღარ უმუშავია პჯრ-ს....



--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Ni-L
parasiempre


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1554
წევრი No.: 52117
რეგისტრ.: 22-January 08

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 11:10  #18672481      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Solveig
მახსოვს ეასეთი შემთხვევა L&L -მა დაწერაsmile.gif
ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებდა,მივატოვედი თუ არა ეგრევე ამეწეოდა,ანუ მხოლოდ წამლები ვერ მირეგულირებდაsmile.gif


--------------------
მე გადმოვცურავ ზღვას !
დრო...
patriciia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16070
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 11:17  #18672566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
QUOTE
კომშის ფოთლების ნახარში ხომ საერთოდ უებარი წამალია, თუ კომში ვერ იშოვე, ალუბალიც წავა, არა უშავს. ზოგის ფანტაზია კი იქამდე წავიდა, რომ პჯრ-მ არ იმუშავა თურმე პაციენტის სისხლის ნიმუშზე და დადგინდა, მანამდე კომშის ფოთლების ნახარში ჰქონია მიღებული პროთრომბინის დასაწევად..თურმე კომშის ფოთლების ნახარშში არსებულ ჰეპარინს მოუხდენია დნმ-პოლიმერაზას ინჰიბირება და აღარ უმუშავია პჯრ-ს....

ეს ირონიაა?
ვერ მივხვდი
დაწერე, რა, მართლა შველის კომშის ფოთლ;ები ასე, თუ ღადაობ?
მე გამიგია და იმიტომ დავწერე
მეც მომატებული მაქვს და ზოკორიო, თუ რაღაცაო, აღარ მახსოვს, ჩემმა მულმა ხალხური საშუალებებით მოიწესრიგეო
თVალები გადმომცვივდა, ეგ რეანიმატოლოგია და თუ პაციენტი წამწამებს ახამხამებს, კარგადააო, იძახის lol.gif
კინაღამ გადასხმის შტატივი გვიტყვა თავში მე დაჩემს ქმარს, არ უნდა ამას გადასხმაო, თუ პერ ოს იღებს ადამიანი წამალსო, არადა ჩემს ქმარს რამდენიმე წლის წინ წითელა დაემართა, კინაღამ მოკლა კაცი


--------------------
It seems in after-dinner talk
Across the walnuts and the wine.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავიყვანთ ამ თემას საყოფაცხოვრებო ტუტუცობების განხილვამდე, რაც ტონობით მოიძებნება ორივე მხრიდან; ვინაიდან ადამიანის ბუნება უნივერსალურია და პოლიტიკური პლატფორმის კუთვნილებას არ შეესაბამება. (c) ფირალი
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44483
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 14:31  #18675336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Ni-L
patriciia
მე კომშის ფოთლებს ნაღდად არ ვერჩი, შეიძლება მართლა კარგად მოქმედებს, თავს ვერ დავდებ...მარა თუ მოქმედეგს, არა ჰეპარინის შემცველობის გამო biggrin.gif და კიდევ, პჯრ-ს ინჰიბირებაზე გამეცინა biggrin.gif ჰეპარინი მცენარეებში საერთოდ არ მოიპოვება და მერე მეორეც, რომ დალიო, საჭმლის მომნელებელი სისტემა მოინელებს smile.gif ეგრე რომ იყოს, რატომღა დაიწყებდა ხალხი კანქვეშ ჰეპარინის ჩხიკინს biggrin.gif

ჰო და კიდევ, კოაგულოგრამაში უამრავი კომპონენტია და ამ პროთრომბინს რომ ეცემიან ხოლმე მაინცდამაინც..გასაგებია, რომ კოაგულოგრამა ძვირია, მაგრამ გაცილებით უფრო ინფორმატიული ვიდრე პროთრომბინი, რომელიც კოაგულოგრამის მხოლოდ 1 პუნქტია.
patriciia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16070
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 14:40  #18675462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
ოკ. დავდებ კოაგულოგრამას პასუხს
გავიკეტე და მერე ექიმთან ვეღარ მივედი
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5182
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 20:05  #18681301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პროთრომბინის გაზომვა სისხლში არ წარმოადგენს რაიმე საჭიროებას. სისხლს გააჩნია ორი სისტემა: 1) შედედების სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის შედედებაზე, როცა მაგალითად ხელს გავიჭრით; 2) შედედების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აუცილებელია, რომ სისხლძარღვის შიგნით არ წარმოიშვას თრომბი და არ გამოიწვიოს პრობლემა. ნორმაში ეს ორის სისტემა ბალანსირებულია. თუ ერთ-ერთი უფრი ძლიერ მუშაობს, მაშინ ორგანიზმს ექმნება პრობლემები. მაგალითად, თუ პირველი სისტემა მუშაობს უფრო ძლიერ, მაშინ ორგანიზმს ექნება მიდრეკილება თრომბების წარმოიქმნისკენ სისხლძარღვის შიგნით; თუ მეორე სისტემა უფრო ძლიერად მუშაობს, მაშინ ორგანიზმს ექნება მიდრეკილება სისხლდენებისადმი (მაგალითად ჰემოფლია).

პროთრომბინის რაოდენობის გაზომვა არ წარმოადგენს არაფერ საჭიროებას, რამეთუ მომატებული პროთრომბინი არაფრის მთქმელი არ არის. თი ექიმს ეჭვი აქვს სისხლძარღვის შიგნით თრომბების წარმოქმნაზე, მაშინ უშუალოდ სისხლძარღვი უნდა დაათვალიეროს ულტრაბგერით (ექოთი), რაზეც კარგად ჩანს თრომბები. ამის შემდეგ ექიმი იწყებს მკურნალობას შედედების საწინააღმდეგო წამლებით. თუ სისხლძარღვის შიგნით არ არის არავითარი თრომბი, მაშინ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს სხვა ტესტები. უმრალვეს შემთხვევაში სისხლძარღვის შიგნით თრომბი ჩნდება ისეთ მდოგმარეობაში, რომლის წინასწარმეტყველება ადვილი შესაძლებელია. მაგალითად, თუ ადამიანს ჩაუტარდა ქირურგია და დიდი ხანი უწევს ლოგინში ყოფნა გამოსაჯანმრთელებლად, ან ადამიანს ქონდა ღრმა ვენების გრავმა (რაც მაგალითად შეიძლება მოხდეს ქვემო კიდურებზე ოპარაციის დროს), ან ადამიანი იღებს გარკვეულ წამლებს, რომელმაც შეიძლება გაზარდონ ორგანიზმის მიდრეკილება თრომბებისათვის (ასეთ წამლებს, ქალებში განსაკუთრებით, წარმოადგენენ ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები). ასეთ შემთხვევებში მიზეზი აშკარაა და ავადმყოფს ერთხელ მკურნლობის შემდეგ აღარ ჭირდება მკურნალობა (იმ პირობით, რომ გამომწვევ ფაქტორს მოვაცილებთ). ზოგ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი აშკარად არ ჩანს და ავადმყოფს შეიძლება ქონდეს რაიმე გენეტიკური დეფექტი, რომელიც მას მიდრეკილს ხდის ასეთი თრომბების წარმოქმნისკენ. ამ გენეტიკურ დეფექტებს მიეკუთვნება მაგალითად პროტეინ C-ს, პროტეინ S-ის, ანტითრომბინ III-ის დეფიციტი. ყველაზე ხშირი მიზეზია ე.წ. მე-5 ფაქტორის მუტაცია, რომელსაც ეძახიან ლეიდენის მუტაციას. ასეთ შემთხვევებში ავადმყოფს აძლევენ მუდმივად წამლებს.

მოკლედ რომ გავიმეოროთ: არავითარი საჭიროება არ არის ავადმყოფს გაუკეთდეს პროთრომბინის რაოდენობის ანალიზი. თუ ევჭვი არის თრომბზე, მაშინ თრომბის უშუალოდ დანახვა უნდა მოხდეს ექოთი. თუ დაინახავე თრომბს, მაშინ მკურნალობენ თრომბს პროთრომბინის რაოდენოების გაზომვის გარეშე.
anarxisti
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4120
წევრი No.: 70880
რეგისტრ.: 12-September 08

გამოგზავნილია: 25 Mar 2010, 21:47  #18683189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (vano_t @ 25 Mar 2010, 20:05 )
პროთრომბინის გაზომვა სისხლში არ წარმოადგენს რაიმე საჭიროებას.

yes.gif
სავსებით გეთანხმები..
მაგრამ პროთრომბინის ინდექსისა და სისხლის შედედების სისტემის სხვა პარამეტრების გაზომვას მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ოპერაციის წინ... სისხლდენის რისკის შესაფასებლად..

თუ ოპერაცია არ არის დაგეგემილი, მაშინ ცხადია პროთრომბინის გაზომვას(თანაც სხვა პარამეტრების გარეშე), არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ასევე, საქართველოში ორსულებს ხშირად აშინებენ მომატებული პროთრომბინით... და ათას "მკურნალობას" უნიშნავენ.. არადა ეს მომატება სავსებით ფიზიოლოგიურია.. ორგანიზმი "ემზადება" ორსულობის შემდგომი სისხლდენის სწრაფი გაკონტროლებისათვის.. და "მკურნალობაც" საჭირო არაა.. მით უმეტეს კომშისა თუ სხვა ბოსტნეულ ხილეულის ფოთლებითა თუ კურკებით..


--------------------
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!
Gedsa_Neo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2441
წევრი No.: 25895
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 26 Mar 2010, 00:29  #18686805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
QUOTE
პროთრომბინის რაოდენობის გაზომვა არ წარმოადგენს არაფერ საჭიროებას, რამეთუ მომატებული პროთრომბინი არაფრის მთქმელი არ არის.



გაიხარე ამომწურავი პასუხისათვის 2kiss.gif
anarxisti
QUOTE
ასევე, საქართველოში ორსულებს ხშირად აშინებენ მომატებული პროთრომბინით... და ათას "მკურნალობას" უნიშნავენ.. არადა ეს მომატება სავსებით ფიზიოლოგიურია.. ორგანიზმი "ემზადება" ორსულობის შემდგომი სისხლდენის სწრაფი გაკონტროლებისათვის..

+1
ორსულებში განსაკუთრებით გაფაციცებით მკურნალობენ ხოლმე ''მომატებულ პროთრომბინს''....

vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5182
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 26 Mar 2010, 00:59  #18687405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
anarxisti
QUOTE
სავსებით გეთანხმები..
მაგრამ პროთრომბინის ინდექსისა და სისხლის შედედების სისტემის სხვა პარამეტრების გაზომვას მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ოპერაციის წინ... სისხლდენის რისკის შესაფასებლად..

მეც გეთანხმები, მითუმეტეს რომ ავადმყოფის წინასაოპერაციო შეფასებას და მომზადებას ინტერნისტი აკეთებს აშშ-ში და კვირაში 2-3 პაციენტს მაინც ვანხულობ ასეთს.

თუმცა, ეს პროთრომბინის რაოდენობას არ ეხება და ამ შემთხვევაში გვაინტერესებს ჩვენ პროთრომბინის (და ნაწილობრივი თრომბპლასტინის) დრო და მისი ნორმალიზებული კოეფიციენტი INR. ეს გვაინტერესებს იმისათვის, რომ სისხლდენების რიცხვი შევამციროთ ოპერაციის დროს და შემდგომ (რასაც შენ უკვე მიუთითე), განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ბევრი პაციენტი იღებს კუმადინს. პროთრომბინის დრო როცა მატულობ, მაშინ პირიქით გვაქვს საქმე-პროთრომბინის სინთეზი და რაოდენობა სისხლში იკლებს და არა პირიქით (ე.წ. extrinsic pathway-ს ფაქტორების, რომელიც მოიცავს II, V, VII და X ფაქტორებს, აქედან II არის თრომბინი/პროთრომბინი, რაოდენობას/ხარისხს მიუთითებს INR). საქართველოში კიდევ უზომავენ ამ პროთრომბინის რაოდენობას და თუ მათ მიერ განსაზღვრული ნორმით მაღლაა, მაშინ ეუბნებიან რომ თრომბები აქვთ და ა.შ. მე ამაზე ვსაუბრობდი, თორემ ოპერაციის წინ აქაც ყველას (ყველას არა პრინციპში) უკეთებენ PT/aPTT-ს.
_SisterofNight_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5678
წევრი No.: 37604
რეგისტრ.: 3-July 07

გამოგზავნილია: 31 Mar 2010, 22:24  #18791525      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მაინტერესებს ახალშობილში პროტრომბინის მომატება რასთნ შეიძლება იყოს დაკავშირებული? ჩემ ნათესავს შეეძინა რამდენიმე დღის წინ, შემდეგ ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა, გადაუღეს ეხო თავზე და გულზე, არაფერი ქონდა, წაიყვანეს ჟვანიას კლინიკაში და იქ რომ გაუსინჯეს ნორმაზე ბევრად მეტი ქონდა. გამომწვევ მიზეზად ის უთხრეს, რომ არ ჭამდა დასუსტდაო. ჯერ კიდევ მკურნალობენ.


--------------------
All that You Can't Leave Behind

Go lightly down your darkened way,
Go lightly underground,
I'll be down there in another day,
I won't rest until you're found
AquariuMANIAK
​╚nAN[] MaN1Ak╝ ​​


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13314
წევრი No.: 40995
რეგისტრ.: 1-September 07

გამოგზავნილია: 1 Jun 2010, 09:04  #19921384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
არ ვიცი ვერ ვიპოვე აქ ეს თემა და იქნებ არ დახუროთ


მამაჩემს (69 წლისაა) უთხრეს რომ თრომბი გაქვთო 100 ხო და თუ ვინმემ იცით ამის შსახებ იქნებ მომაწოდოთ ინფო?

გორში გვითხრეს და რა ვიცი....

ზოგჯერ ფეხები უმძიმდება, უშლის სიარულს ...


თუ არის თემა მოდერ იქნებ გადაიტანო

This post has been edited by AquariuMANIAK on 1 Jun 2010, 09:05


--------------------
იყო საღამო, იყო დილა მეოთხე დღე
თქვა ღმერთმა აფუთფუთდეს წყალში სულდგმული
შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული თავ-თავის გვარისდა მიხედვით.

დაინახა ღმერთმა რომ კარგი იყო და აკურთხა ისინი.

P.S. ზოგს კიდევ ჩემი უკვირს.
rock in rose
delirious


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11198
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 1 Jun 2010, 12:45  #19923754      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
AquariuMANIAK
QUOTE
მამაჩემს (69 წლისაა) უთხრეს რომ თრომბი გაქვთო 100 ხო და თუ ვინმემ იცით ამის შსახებ იქნებ მომაწოდოთ ინფო?


თრომბი თუ პროთრომბინი? ეს სისხლის ანალიზის პასუხია?


--------------------
თებზო, თებზო ლამაზო,
ვის უცურავ, ვისა?
წამო ჩემთან, გაგაცნობ
ჩემი ტაფის ძირსა(c) dj-guro

AquariuMANIAK
​╚nAN[] MaN1Ak╝ ​​


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13314
წევრი No.: 40995
რეგისტრ.: 1-September 07

გამოგზავნილია: 1 Jun 2010, 15:03  #19925977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
rock in rose
QUOTE
თრომბი თუ პროთრომბინი? ეს სისხლის ანალიზის პასუხია?



პროთრომბინი კი ანალიზის პასუხია
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) « პირველი ... 2 3 [4] 5 6  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0617 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]