Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
Resend Validation Email
თბილისის ფორუმი
...
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
განახლებული
·
წევრები
·
კალენდარი
·
ჩატი
TBILISIS FORUMI
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
მხატვრობა
Pages:
(12)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
დადაიზმი
, ყველაფერი მის შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
nacarqeqia
mother's watching us
ჯგუფი: Members
წერილები: 3115
წევრი No.: 14572
რეგისტრ.: 15-November 05
გამოგზავნილია:
5 Oct 2006, 01:49 #3891000 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
მოდუსი
QUOTE
აი ცარას ეს ლექსი ასწორებს
Vegetable Swallow
არ მითხრა, რომ ცარამ ეს ლექსი ინგლისურად დაწერა...
პიკაბია და არაგონიც დავდოთ ბარემ, მაქსიმალურად ინტელექტუალები რომ გამოვჩნდეთ
ისე მე ოქტავიო პასი მიყვარს, კაი ტიპია...
თინა ხატისკაცს თარგმანი:
მიყვარს ლიმონი,
ჩემი ლიმონი,
ბაღში დარგული.
ლიმონი მიყვარს
შენი ტუჩივით.
და დაკარგული
ღამით მეწვია
ფერმკრთალ სახით,
შეიშველ ფეხებით...
ლიმონი
ლიმონ
ლიმო
ლიმ
ლი
ლ
--------------------
Писано в мире живых. на правом берегу Атеса в 1345-й год после прихода Бога. которого ты не знал.
Франческо Петрарка к Цицерону
·
ციტირება
·
^
THRaKaTTaK
კანონიერი მზარეული
ჯგუფი: Members
წერილები: 8627
წევრი No.: 19238
რეგისტრ.: 12-April 06
გამოგზავნილია:
5 Oct 2006, 02:27 #3891205 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
არ ვიცი ეს დადაიზმია თუ არა, მაგრამ აგერ სპეციალურად ამ თემისთვის დავწერე ექსპრომტად
პირველი ლექსი ცხოვრებაში
ვაჭერ
რაღაცა იხსნება
ფორუმი
არის აზრების კვორუმი
ვერ ვუძლებ თეთრი ფერის ცდუნებას
დღესაც
ვხედავ სივრცეს და ვიწყებ შევსებას
ვიყენებ შავსაც და ცოტა ყვითელსაც
ვამთავრებ
მაგრამ
რაღაცა მიშლის სკამიდან ადგომას
მოულოდნელად
კეიჯის მუსიკა გარემოს ერწყმის
მეც მინდა მასთან
ვცდილობ დავძლიო სიმძიმის ძალა
ამასობაში
ვიღაცის აზრი ჩემსას ახტება
პასუხის ლოდინი ამაო ხდება
მეზობლის ფანჯრებში შუქი ინთება
უცებ
საინტერესო ტერმინი მხვდება
ვაჭერ
იხსნება ვიკიპედია
·
ციტირება
·
^
PANTALONE
I'm Your Pizza
ჯგუფი: Members
წერილები: 9560
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
გამოგზავნილია:
5 Oct 2006, 02:42 #3891287 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
msn
და და და! ვას ის გუთ! ვას ის დას ?
ეგაა კონცეპტი
·
ციტირება
·
^
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06
გამოგზავნილია:
5 Oct 2006, 10:02 #3891714 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
·
im
nacarqeqia
აბა მე ფრანგული არ ვიცი და...
--------------------
http://ediscourse.wordpress.com/
UPDATED!!!
·
ციტირება
·
^
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06
გამოგზავნილია:
6 Oct 2006, 10:23 #3898168 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
·
im
THRaKaTTaK
მანდ ლეიბორისტები და ეღორასტები რატო არ არიან მოხსენიებული?
·
ციტირება
·
^
Contralto
Tove member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 19758
რეგისტრ.: 16-May 06
გამოგზავნილია:
6 Oct 2006, 12:20 #3898861 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
რა უბედურებაა ეს "ელუარდი" და "დუშამპი"???? ერთი "რიმბაუდი" გადაგვირჩა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ დადაისტი არ ყოფილა
გადავხედე მთელ თემას და სადღაც გადავეყარე... პირველი მათგანი პოლ ელუარია, მეორეს კი მარსელ დუშამი ქვია... ნუ ვუმახინჯებთ ამ საწყალ ფრანგებს გვარებს, თორემ მაგ პრინციპით ქე ვიცით ყველამ, რაც გამოდის: პეუგეოტი, რენაულტი და ა.შ.
This post has been edited by
Contralto
on 6 Oct 2006, 12:23
--------------------
"გურგულია იყო და თბილისს როგორ გრძნობდა" (C) ალეკო ელისაშვილი ფეისბუქზე ინოლა გურგულიას ერთ–ერთი სიმღერის კომენტარებში
·
ციტირება
·
^
Camel
ობლიკო მორალე
ჯგუფი: Members
წერილები: 8733
წევრი No.: 6857
რეგისტრ.: 16-October 04
გამოგზავნილია:
3 Aug 2007, 14:39 #6313213 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
·
im
·
aim
·
yim
·
msn
nastie
QUOTE
ძლივს მოგაგენით! ; )
ერთ ძველის ძველ დადაისტურ ლექსს გადავაწყდი ჩემს სტუდენტობის დროინდელ ბლოკნოტში და გაგიზიარებთ:
დადა
პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა.
დაიბადა
დადა
დადა ყოველდღე იცქირება სარკეში, მაგრამ ჯერ
კიდევ არ იცის თავისი სახე, რადგან ვერ ახერხებს დაიჭიროს ბუნებრივი პოზა.
ყველაფრის გაზომვა შეიძლება, მაგრამ არ
შეიძლება გაიზომოს დადა.
დადა სუბიექტური ცხოველია, რომელიც
ვერ ეტევა ობიექტურ საზღვრებში.
დადა გაუსწორებელია, როგორც ძაღლის კუდი.
როცა სიმბოლისტების მთვარეს გაახალგაზრდავების
მიზნით უნდა გეას საშოში დაბრუნდეს
და ხანში შესულმა ფუტურიზმა გამელოტებული
თავი უკვე შეჰყო ქუდში.
დადა იძახის:
"გათავდა აგონია
მალე ყველას შეეძლება ლექსების გამოგონება!
დადა უფასოდ დაარიგებს ზეშთაგონებას.....
მოაყენეთ ვაგონები!".
დადა შეგნებულად იცინის და აფურთხებს
მიზანშეწონილად ზევიდან
ქვევით, პერპენდიკულარულად და სწორხაზოვნად.
(1922წ.)
--------------------
Ban Der All.
·
ციტირება
·
^
S-M
ჯგუფი: Members
წერილები: 6154
წევრი No.: 5533
რეგისტრ.: 24-June 04
გამოგზავნილია:
3 Aug 2007, 21:04 #6317224 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
დადაისტებო თქვენ ნიჰილისტებო
·
ციტირება
·
^
Xman
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 15438
რეგისტრ.: 16-December 05
გამოგზავნილია:
22 Sep 2007, 20:56 #6741710 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
QUOTE
(humanoidi @ 17 Feb 2005, 02:27 )
Facet
მე მყავს ერთი მეგობარი მხატვარი დადაისტი გელა ღაჭავა, რომელსაც ძალიან საინტერესო ნახატები აქვს. სამწუხაროდ ნეტში არაა მისი ნახატები, თორემ ლინკს აუცილებლად დავდებდი.
დადაიზმის შესახებ კი რამდენიმე ლინკი ამოვქექე. დააჭირეთ
აქ
,
ან
აქ
,
ან კიდევ
აქ
გაუმარჯოს, თუ იმ გელა ღაჭავაზე ლაპარაკობ ვისზეც მე ვფიქრობ მაშინ ის ბიძაჩემია, ეხლა ჩემთან ერთადაა გელას მობილურზე გამოგზავნე შენი მაილი და გამოგიგზავნით ნამუშევრებს თუ არა და რამოდენიმე დღეში ერთ საიტზე იქნება ატვირთული და იმ საიტის მისამართს აუცილებლად დავდებ
--------------------
I love three things in the world:
-------------------------------Woman --- Water --- & ---Exelero
·
ციტირება
·
^
humanoidi
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 37385
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04
გამოგზავნილია:
23 Sep 2007, 00:09 #6743594 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
Xman
გამოგიგზავნეთ უკვე sms.
ველოდები.
·
ციტირება
·
^
Xman
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 15438
რეგისტრ.: 16-December 05
გამოგზავნილია:
23 Sep 2007, 01:47 #6744428 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
კი ნახა გელამ, მომიტანს უახლოეს მომავალში ნახატებს და გამოგიგზავნი.
·
ციტირება
·
^
Facet
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6477
წევრი No.: 8131
რეგისტრ.: 8-January 05
გამოგზავნილია:
25 Sep 2007, 19:07 #6770404 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
ვებგვერდი
·
icq
Xman
QUOTE
მომიტანს უახლოეს მომავალში ნახატებს და გამოგიგზავნი.
მეც მინდა
--------------------
All you need is love
·
ციტირება
·
^
annavita
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1621
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
გამოგზავნილია:
25 Sep 2007, 19:27 #6770587 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
Camel
QUOTE
ვა მაგარია ))))) დაბოლილი კაცის ფიქრებს ჰგავს მე და ჩემმა მზემ..
ჰოოო.. მაშინ -ჰო! მაშინ ჰო!
--------------------
სიმართლე
·
ციტირება
·
^
hantenbaini
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2887
წევრი No.: 25359
რეგისტრ.: 7-November 06
გამოგზავნილია:
25 Sep 2007, 19:27 #6770595 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
თუ არ ვცდები გაზეთი "ასავალ დასავალი" დადაისტების ოაზისი იყო შორეულ წარსულში, ნუკრი ნადარაიას დადა ლექსებიც მახსოვს.
თუმცა შეიძლება ვცდები, როდის იყო ეს ყველაფერი?
ამ მე მეცალა ასეთი რამეებისთვის მაშინ (ან ახლა)?
--------------------
Love is like playing the piano...
First you must learn, to play by the rules...
Then you must forget the rules and play from your heart.....
·
ციტირება
·
^
shota gagarini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1029
წევრი No.: 36154
რეგისტრ.: 8-June 07
გამოგზავნილია:
26 Sep 2007, 10:53 #6776174 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
QUOTE
(nastie @ 3 Mar 2005, 21:03 )
ძლივს მოგაგენით! ; )
ერთ ძველის ძველ დადაისტურ ლექსს გადავაწყდი ჩემს სტუდენტობის დროინდელ ბლოკნოტში და გაგიზიარებთ:
დადა
პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა.
დაიბადა
დადა
დადა ყოველდღე იცქირება სარკეში, მაგრამ ჯერ
კიდევ არ იცის თავისი სახე, რადგან ვერ ახერხებს დაიჭიროს ბუნებრივი პოზა.
ყველაფრის გაზომვა შეიძლება, მაგრამ არ
შეიძლება გაიზომოს დადა.
დადა სუბიექტური ცხოველია, რომელიც
ვერ ეტევა ობიექტურ საზღვრებში.
დადა გაუსწორებელია, როგორც ძაღლის კუდი.
როცა სიმბოლისტების მთვარეს გაახალგაზრდავების
მიზნით უნდა გეას საშოში დაბრუნდეს
და ხანში შესულმა ფუტურიზმა გამელოტებული
თავი უკვე შეჰყო ქუდში.
დადა იძახის:
"გათავდა აგონია
მალე ყველას შეეძლება ლექსების გამოგონება!
დადა უფასოდ დაარიგებს ზეშთაგონებას.....
მოაყენეთ ვაგონები!".
დადა შეგნებულად იცინის და აფურთხებს
მიზანშეწონილად ზევიდან
ქვევით, პერპენდიკულარულად და სწორხაზოვნად.
(1922წ.)
ეს გრიგოლ ცეცხლაძის ლექსია თუ არ ვცდები
სხვათა შორის, ევროპაში დაბადებისთანავე, 1920იან წლებში შემოვიდა ჩვენში პირველად დადა. და ამავე წლებში სამუდამოდ წავიდა.
ლიტერატურამცოდნეებს ეცოდინებათ ქართველი დადაისტი ილია ზდანევიჩი, იგივე ილიაზდი, თავისი შემოქმედებითი დაჯგუფებით "41 გრადუსი". მერე ბოლშევიკებმა პარიზში გააქციეს და იქ განაგრძეს მოღვაწეობა. ეს ის ილია ზდანევიჩია, რომელმაც ფიროსმანი აღმოგვიჩინა
დადაზე იმდენი მაქვს სათქმელი... მეზარებასავით
* * *
QUOTE
(kirkita @ 1 Jan 2006, 07:22 )
ჩემო ძვირფასო ხალხო, მინდა დიდი მადლობა ვუტხრა დაბდურას ამ პოსტის გაკეთებისათვის.
მიმაჩნია რომ დღევანდელ დღეს დადა და სოციალური ხელოვნება მეტად აქტუალურია ყოველი ჩვენთაგანისათვის.
Mარსელ დუშამპი რა თქმა უნდა ჩემი ერთ-ერთი გმირია, რომელმაც ჯოკონდაზე 20-იან წლებში თამამად დაწერა: "შამაგიეროდ მას კარგი უკანალი აქვს". ეს ნამდვილად ინოვაციური კონცეფცია იყო , ისევე როგორც პისუარი. პიკაბიასა და აპოლინერთან მისი მეგორბობის ნიმუშები ხომ არაჩვეულებრივი საწყისია იმ მულტი-მედია არტის რომელიც დღეს ერთ-ერთი წამყვანი მედიუმია ვიზუალურ და საერთოდ პერფორმანს არტში.
რომ იცოდეთ საქართველოში ნამდვილად არიან დადა-ს ტრადიციის გამგრძელებლები. ეს პირველ რიგში გახლავთ ჩემი საყვარელი პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.
"ყური დამიგდე, შენ კი არა - მე ვარ ვენახი"
რთველიაშვილის ლექსები და პერფორმანსები ძალიან ახლოსაა გენიალურის ზღვართან.
აგრეთვე არ სეიძლება არ აღინიშნოს კოტე ყუბანეიშვილის ფიგურა, რომელიც რაიოტული დადას წარმომადგენლად შეიძლება ჩაითვალოს გრიგოლ ცეცხლაძის ტრადიციების გამგრძელებლად (სხვათაშორის ცეცხლაძის ლექსი დადაზე 1921 წელს გამოქვეყნდა საქართველოში და ეს ძალიან საინტერსო ფაქტია). ახლახანს ყუბანეიშვილმა საკუთარ ძაღლს ყური მოაჭმევინა და ამით კიდევ ერთი დიდებული "დადა-მსხვერპლი-აქცია" ჩაატარა. რთველიაშვილმა კი რამოდენიმე თვის წინ ღორს აჭამა ვარდები და რევოლუციის წამომწყებებს უთხრა: "დააკანონე უეკლო ვარდი, რომ მიხაკების არ გაგყვეს სუნი". არაჩვეულებრივ აქცია იყო. თუმცა რა თქმა უნდა მეინსტრიმ მედია დადა-ს არც საქართველოში აშუქებს და ეს აქციებიც თითქმის მას-მედიის ყურადღების მიღმა რჩება.
გარდა ამისა ძალიან საინტერესოა დავით ჩიხლაძის მოღვაწეობა რომელიც ამ პერიოდში ამერიკაშია. ის მეტად საინტერესო ხელოვანია, არ დაგავიწყდეთ. მან ბევრი საინტერესო რამ დაიწყო საქართველოში დადა-ისტური მიმართულებებით.
ირაკლი ჩარკვიანის ზოგიერთი ადრეული პერფორმანსი დადა-სტურ სტილს შეიძლება გაგონებდეთ.
ელქტრო მუსიკის ახალი ამომავალი ვარსკვლავი გოგი ძოძუაშვილის დისკი "ფოსთინდუტრიალ ბოის", რომელიც გერმანიაში "მაქს ერნსტ'_მა გამოუშვა არის მეტად საინტერესო მაგალითი ასეევე დადაისტური ნიმუშისა.
ალბათ ეს ყველაფერი დადა-იზმი კი არა, პოსტ-დადააა ან დღევანდელი კონცეპტუალიზმი, რომელსაც სახელი ჯერ კიდევ ვერ მოუძებნეს.
ზურაბ რთველიაშვილი ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს დადა მეფე-პრეზიდენტია. ეს ოთხმოცდაათიანებში მოხდა. თუმცა ვერ დაგეთანხმები რომ ზურას ლექსები დადაისტურია.
ბოლო წლებში რაც პერფორმანსები ჩატარდა სულ ერთად გვაქვს ნაკეთები
სხვათა შორის, ამასწინათ ვარდისფერი ავტობუსის კრებული რომ გამოიცა, პრეზენტაციაზე შემოგვთავაზეს ჩვენ და ზურას ერთად გამოვიდეთ მარჯანიშვილის თეატრში ორშაბათობით. ეს ყოველივე რვა ოქტომბერს დაიწყება. გახსნა დაიწყება მინიმალისტური პერფორმანსით. ყოველ შემდგომ ორშაბათს მთელი 2 თვის განმავლობაში ჩავატარებთ სხვადასხვა თავის დროზე ლევაკური მოძრაობებისთვის მიძღვნილ საღამოებს. მათში რა თქმა უნდა დადა საღამოც ფიგურირებს
და ისა, ახლა პატარა ფილმის გადაღება გვინდა გახსნისთვის (პროექტორი იქნება ჩვენს ხელთ და ვცდილობთ შეგრძნების ყველა ორგანო დავაკავოთ მეხუთე კიდურის გარდა
როგორც ყური, ისე თვალი და ყნოსვა) და ვინმე ჯიგრული ოპერატორი ან მონტაჟნიკი თუ ხართ გამომეხმაურეთ
ოღონდ იასნია ენთუზიაზმით გააკეთებთ ყოველივეს
თუმცა ბევრი იქ გასაკეთებელი არცაა
* * *
დავით ჩიხლაძე კი რა ხანია ჩამოვიდა. ოთხი თვეა დაახლოებით. ახლა ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს და რამოდენიმე პროექტიც დავგეგმეთ. ნუ პირველი ალბათ ვიდეო ექსპერიმენტებია transgressive cinema-ს პონტში
იტოგში იარე ჩვენს საღამოებზე და გაერთობი
--------------------
www.litsakhelebi.ge
·
ციტირება
·
^
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
«
შემდეგი ძველი თემა
|
მხატვრობა
|
შემდეგი ახალი თემა
»
Pages:
(12)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+5 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- Jobs and Career
- ბიზნესი და ეკონომიკა (+1 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+5 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+2 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+3 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს
კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1001 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by
Invision Power Board
(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.