forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (33) « პირველი ... 24 25 [26] 27 28 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გოდერძი ჩოხელი, ................
davita1985
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3422
წევრი No.: 114934
რეგისტრ.: 2-May 10

გამოგზავნილია: 4 May 2010, 22:05  #19416059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რა კარგი კაცი დავკარგეთ გოდერძი ჩოხელის სახით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.


--------------------
არაგველი ვარ ბოლოს კი გეტყვით,
საფლავიც უნდა ამ მთებში ვთხარო.
მაგრამ სამშობლოს თუკი დასჭირდა
ეს სისხლი უნდა კრწანიშიც ვღვარო.
leva1990
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 93170
რეგისტრ.: 8-June 09

გამოგზავნილია: 5 May 2010, 13:52  #19426366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.


--------------------
"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"

"ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა"!!!

"მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"

ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
Utopian
 


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7781
წევრი No.: 58734
რეგისტრ.: 17-April 08

გამოგზავნილია: 7 May 2010, 20:24  #19474148      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სიცოცხლის სიმღერა

გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა


--------------------
my sweet prince ♥
vip_
TEBULOTOUR


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1949
წევრი No.: 8066
რეგისტრ.: 5-January 05

გამოგზავნილია: 30 May 2010, 23:32  #19898632      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
user posted image
www.paata.ge

This post has been edited by vip_ on 30 May 2010, 23:33


--------------------
www.paata.ge -

დაუვიწყარი მოგზაურობა საქართველოში
lonely_girl
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 93286
რეგისტრ.: 9-June 09

გამოგზავნილია: 3 Aug 2010, 18:13  #20961459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უბრალოდ გენიალური ადამიანი იყო smile.gif არ ღირს მისი მივიწყება ასე smile.gif არანორმალურად მიყვარს ეს მწერალი ბავშვის ცრემლივით სუფთა ნაწარმოებებს ქმნიდა cry.gif ძალიან მწყდება გული რომ ჩვენთან აღარაა....
ჩვენთან რა გინდოდა, ჩემო შვილო
ჩვენთან შენნაირებს ვერ იხდენენ,
აგრემც შენს სიყმეს შემოვევლე,
მიწაში როგორღა მოისვენებ,
შავად ჩაგეშლება ასოობა.
თვალებს გველები წაგიღებენ.
ნუღარ მოიგონებ აქაობას,
აქ შენნაირებს არ იხდენენ,
არა, ჩემო შვილო, არ გვიწყინო,
წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე....


--------------------
Once and for all, and all for once, Nemo my name for evermore....
Irisi
Left Em


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 480
წევრი No.: 59862
რეგისტრ.: 1-May 08

გამოგზავნილია: 12 Nov 2010, 00:38  #22476854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ყოველთვის მიყვარდა და ამის წაკითხვის მერე კიდევ მეტად:

მღვრიემდე გაგვიმარჯოს...

"აყაყანებულ ქორწილის სუფრაზე შუახნის მოხევემ სუფრის თამადას ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა და თანხმობა მიიღო. თამადა ფეხზე წამოდგა, ჩანგალი თეფშზე დააწკრიალა, რომ ხალხის ყურადღება მიეპყრო და გამოაცხადა:

- ხალხო, ჩვენ მოხევეს სადღეგრძელოს თქმა სურს, თუ შეიძლება მოვუსმინოთ!

მოხევის გაგონებაზე ახმაურებული მექორწილენი უცებ გაჩუმდნენ და ყველამ იქეთ გაიხედა, სადაც მოხევე წამოდგა და განსხვავებული სასმისი მოითხოვა.

რატომღაც ყველა მოელოდა, რომ მოხევე ხევის მთებივით მაღალი და მხარბეჭიანი იქნებოდა. მათ წინ კი შუახანს მიღწეული, გამხდარი, დაბალი ტანის კაცი იდგა. თუმცა სიგამხდრე და სიდაბლე სიჩიავის შთაბეჭდილებას არ უტოვებდა მოხევეს. პირიქით, ამ ხალხში იგი გამოირჩეოდა კიდეც თავისი დგომით, მზერით, რომელიც მისი მკვირცხლი თვალებიდან გამოკრთოდა, და დაძარღვული სხეულით. იგი ღვედივით მოქნილი ჩანდა და სასმისის მოლოდინში მთის ფოცხვერივით იყო გაყურსული.

კახური ღვინით გავსებული ჯიხვის რქა მოართვეს მოხევეს, რომელმაც ყანწი ჩამოართვა მომწოდებელს და ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა. სიტყვის თქმამდე რამდენიმე წამს უფრო დაიძარღვა და გაიყურსა, როგორც ავაზა გაიყურსება ხოლმე ნადირობის ჟამს. თითქოს სადღეგრძელოს თქმისათვის კი არა, ნახტომისათვის ემზადებოდა მოხევე.

ხალხიც უფრო გაისუსა. ისინი მოხევისაგან მოელოდნენ, რაღაც დიდ მჭერმეტყველებას, სადღეგრძელოს, რომელიც სავსე იქნებოდა მთის ყვავილებივით ლამაზი სიტყვებით. მოხევემ კი სულ რამდენიმე სიტყვით წარმოთქვა სადღეგრძელო:

- ხალხნოო! მოდი, მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა ეს და ყანწის მოყუდება დააპირა.

- თუ შეიძლება, ვერ გავიგეთ?! - მიმართა თამადამ და მოხევემ ყანწი ტუჩებიდან მოიშორა.

- იქნებ გაგვიმარტოთ, რა სადღეგრძელო თქვით, ვერაფერი ვერ გავიგეთ, - ზრდილობიანად, მაგრამ აშკარად დამცინავად მიმართა თამადამ. მოხევემ იმწუთას იგრძნო თამადის დამცინავი ტონი და ხალხს მიმართა:

- ხალხნო, ვერც თქვენ გაიგეთ?

- ვერა, ვერა, ვერ გავიგეთ! - წამოიძახეს აქეთ-იქიდან.

- კარგით, მაშინ გრძლად გეტყვით, რაღა იქნება, - თქვა მოხევემ, ერთ ხანს ისევ გაისუსა და დაიწყო:

- ღმერთის მადლმა და ქვეყნის მადლმა, აი, ამ პურ-ღვინის მადლმა, გული არ მეცინის, ძრიალ მიყორს ჩვენი სამშობლო. იმისი მთაც და იმისი ბარიც. მთა ბარით არის და ბარი - მთით, როგორც კაცი - კაცით. ძრიალ მიყორს ჩვენი ბუნება, მაგრამ ერთ რამეჩი უნდა გამაგიტყდეთ: ხანდახან ვნადირობ, ჯიხვებსა ვხოცავ. ეს იცოდა მთელმა ხევმაც და კაკებეს რომ ეძახდნენ, იმათაც. მაგზავნილიც მყვანდნენ სათვალთვალოდ კაცები, მაგრამ ეგრე იოლად მთაჩი ნადირს ვინ დაუდგება და თერგჩი კიდევ - კალმახსა. ეგრე ვიყავ მეცა. სახლში თოფს როგორ მოვიტანდი და ნანადირევს კიდავ დღისითა. ვფხიზლობდი, ისე ვხოცდიკე ჯიხვებსა.

ერთხელაც, დილაადრიან, მაშინაი მაადგა ჩემს სახლსა. დამიძახეს. გამოვე გარეთა.

- სანადიროდ უნდა შახვიდე, - მეუბნება ბრძანების კილოთი ერთ-ერთი. მივხვდი, ვინც იყვნენ.

- რაი სანადიროდ, ან თოფი სადა მაქვს, ან ნადირობისა რა გამეგება?! - გავიკვირვე ყასიდად.

- აი თოფი და ნადირობა რო იცი, იმიტომ მოცედით შენთან. სასწრაფო საქმეა, თვითმფრინავი გველოდება თბილისში, რამდენიმე საათში ჯიხვი უნდა ჩამოგვიტანო მთებიდან და სხვა ქვეყანაში უნდა გავგზავნოთ თვითმფრინავით დიდი კაცის დაბადების დღეზე.

მაშინ კომუნისტები რო იყვნენ და აღარ ვიცი, რომელ ქვეყანაჩი აგზავნიდნენ ჯიხვს, მგონი ტიტოს, ან თუ არ ვცდები, ჩაუშესკუს რო ეძახოდნენ, მგონი, ერთ-ერთის დაბადების დღეზე. ეს იმიტომ გამიმხილეს, რომ მე გამეგო, რამდენად სერიოზულ საქმეზე იყვნენ ჩემთან მოსულნი, დავნდობოდი და რაც შეიძლება ჩქარა ჩამამეტანა მთებიდან ჯიხვი.

შავბრუნდი შინა, უცებ გავემზადე. ან რაი გამზადება მინდოდა, წრიაპები ავიღე და გამოვე. ჩავსხედით მაშინაჩი, ჩავედით დარიალას, გავაჩერებინე ხდის ხეობის ასასვლელში, ავიღე იმათ მატანილი თოფი და შაუყევ აღმართსა. ზურგითა ვგრძნობ, რო დურბინდით შამამცქერიან მაშინაიდან. უფრო ავუჩქარე ფეხსა, თან თოფს ვათოლიერებ გზადაგზა. ჩემ სიცოცხლეჩი ესეთი თოფი არ მინახავს, არა მჭერია ხელჩია. სამიზნის ზემოთ დურბინდი ჰქონდა, რო გავხედე, ეგრე გამოჩნდა შიგ ხდის მწვერვალები, როგორც ხელისგულზე - თითები. ერთ ალაგას ჯიხვები შევამჩნიე და იქით ავუყევ აღმართსა. ვჩქარობ, რაკი თავს ვიდევ ეს საქმე, ხალხი არ მინდა გავაწბილო. ჯიხვებმა დამინახეს და დაფრთხნენ, ჭიუხის კანჭახებს აუყვნენ აღმა. გული ამოვარდნასა მაქვს, ისე შავრბივარ. მამწყურდა წყალი, პირი მიშრება. უცებ, ჩემს წინ, კლდეში წვეთ-წვეთად მომავალი სისველე დავინახე. კლდიდან გამომავალი წყლის წვეთები ხელისგულჩი ჩავიგუბე და დავეწაფე. დამიამდა სიგრილით გული. ჩემი ხელისგულიდან კლდეზე ჩამდინარე წყლის წვეთებს თოლი გავაყოლე ქვემოთ და რას ვხედავ? ის წყლის წვეთები სხვა წვეთებს ერთვიან, მრავლდებიან, ნაკადულს ქმნიან და ბროლივით მიიმსხვრევიან კლდეზე. გზადაგზა კიდევ ასეთივე ნაკადულები უერთდებიან და ხდის ხეობაში იყრებიან ერთადა. მყინვარის შუბლივით თეთრი და სუფთა მიდის ქვემოთ ხდის წყალი. მიდის, ისიც ბროლივით მიიმსხვრევა. თოფზე დატანებული დურბინდით ჩავცქირე ამ წყალსა და ელდა მეცა - დავინახე, თითქოს პირველად მენახოს, როგორ უერთდება ეს სუფთა და კამკამა წყალი მღვრიე თერგსა. ერევა და ცოტა ხანს თეთრ ზოლად მისდევს, არ უნდა ამღვრევა, სისუფთავე სწადია, მაგრამ მეტი გზა არა აქვს, ისიც თერგივით იმღვრევა მალედვე.

გული დამწყდა.

ჩამოვჯექ.

რაი ვქნა, არ ვიცი. შამნანდნენ ჯიხვები სასიკვდილოდ. ჩავცქირე დურბინდით და დავინახე მაშინაი.

ავდექი და ხელცარიელი წამოვე ქვემოთა. ჩავაბარე თავის თოფი. მონუსხული მზერით შამამყურებდნენ.

- თუ არ შეგეძლო, გეთქვა და სხვას ვეტყოდით, - მეუბნება ერთ-ერთი.

- უთხარით მერე, მონადირეების მეტი რაია.

- ეხლა რაღა დროსია, დაგვაგვიანდა, - ჩაიბუზღუნა ისრივ იმ კაცმა, ჩასხდნენ მაშინაჩი და წავიდნენ. მე იქვე დამტოვეს, დარიალასა. არც წავყებოდი, ხდის წყალთა ყოფნა მერჩია. ჩავყევი ბროლივით თეთრ ნაკადულსა, მივე იმ ადგილას, სადაც მღვრიე თერგს უერთდებოდა, ჩავიჩოქე და წყალს იმ ადგილას ვაკოცე თეთრ ყელჩი, რომლის იქითაც მღვრიე იწყებოდა. ჩემი ბალღობა გამახსენდა და ტირილი მამინდა. ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას ვუერთდებით და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს. პეშვით შავსვი სუფთა წყალი და წამოვე. იმ დღის მერე ვსვამ ამ სადღეგრძელოს, რაიც იმ გაგებაჩი გამაიხატება, რომ მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რო ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატო და რისთვის მივდივართ, მანამდე გაგვიმარჯვას. მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა მოხევემ და ჯიხვის რქა მოიყუდა.

ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა.

მერე მთელი ხალხი ფეხდაფეხ წამოდგა, დიდიან პატარიანად და თითქმის ერთხმად დაიძახეს:

- მღვრიემდე გაგვიმარჯოს!

იმწუთას ყველამ თვალნათლივ დაინახა, როგორ უერთდებოდა ბროლივით თეთრი ხდის წყალი მღვრიე თერგს და ცდილობდა, არ ამღვრეულიყო.

ეტყობა, უმეტესობას თავის ბავშვობა გაახსენდა და იმ თეთრად მომდინარე ნაკადულს შეადარეს იგი.

მოხევე დიდხანს არ დარჩენილა, რდგან აქეთ-იქიდან თხოვნით შეაწუხეს, კიდევ ეთქვა რაიმე სადღეგრძელო. ეს თამადის შეურაცხყოფად ჩათვალა და წასვლა ამჯობინა.

- მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, მთაჩი მეჩქარება, აუცილებლივ უნდა წავიდე, - თქვა მოხევემ, ნეფე-პატარძალს პირჯვარი გადასწერა, თვითონაც პირჯვარი გადაიწერა და საქორწილო დარბაზიდან გავიდა.

იმწუთას ნეფე-პატარძალი ხდის ბროლივით თეთრ ნაკადულს ჰგავდა."

აი, ასე...


--------------------
Keep things at arm's length. If you let anything come too near, you want to hold on to it. And there is nothing a man can hold on to.
perpetua2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1006
წევრი No.: 50783
რეგისტრ.: 6-January 08

გამოგზავნილია: 12 Nov 2010, 12:34  #22480644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა


რა კარგი ლექსია love.gif
davita1985
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3422
წევრი No.: 114934
რეგისტრ.: 2-May 10

გამოგზავნილია: 12 Nov 2010, 20:15  #22487343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულში
ფრენოლოგი
ცასწავალა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7048
წევრი No.: 90445
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 13 Nov 2010, 22:57  #22502950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
წახვედი წაგყვა ჩემი სულიდან
თმააწეწილი ფიქრების გორი,
წახვედი, ახლა ისე შორი ხარ,
როგორც ცა არის ცაზედაც შორი.

რა დამრჩენია ამ საწუთროში
შენს გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრო,
მეპატიება, რომ სადმე შეგხვდე
და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.

წახვედი, დავრჩი აწეწილ ცაზე
მოწყურებული უწყალო ქორი,
რა ეშველება ამ დედამიწას
ცა არის შორი, შენზედაც შორი.



რა ლამაზია

This post has been edited by ფრენოლოგი on 13 Nov 2010, 22:58


--------------------
ჩემი სული ჰგავს მკვდარ ზღვას,
რომელსაც ვერცერთი ჩიტი ვერ გადაუფრენს.


მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით...

я на самом деле ни хрена в этой жизни не понимаю!.


"ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა."
davita1985
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3422
წევრი No.: 114934
რეგისტრ.: 2-May 10

გამოგზავნილია: 14 Nov 2010, 19:19  #22512907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
]ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!
minusculeee
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1010
წევრი No.: 114774
რეგისტრ.: 29-April 10

გამოგზავნილია: 15 Nov 2010, 01:17  #22518834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
....................................................................................................


--------------------
Music Breaks Free!
narmonana
ფიჩუნიიიი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18357
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 15 Nov 2010, 09:28  #22520421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან
ტირის წითელი ყაყაჩო
ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან
ტირის კრწანისის ველი
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი
შემიშვით ტირის ბებერი,
ბებერი ქართლის მგელი
ერეკლე გქყავთ ბრძოლიდან
ჭიხვინებს თათრის ცხენი
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი

This post has been edited by narmonana on 15 Nov 2010, 09:28


--------------------
თქვენი ბორბალი რომ გადაფრინდა უცებ ყვავი მეგონაო(c)აკა მორჩილაძე
Le fou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4954
წევრი No.: 122242
რეგისტრ.: 8-October 10

გამოგზავნილია: 18 Nov 2010, 15:59  #22570060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არ ვიცი რისა მეშინია - სიკვდილისა თუ სიყვარულისა...
არა! არა! სიკვდილისა არ მეშინია. ალბათ სიყვარულისა მეშინია; თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან..

user posted image


love.gif


--------------------
I'm nobody! Who are you?
Are you nobody, too?
Then there's a pair of us - don't tell!
They'd banish us, you know!.
...........................................................
"ვინც არ მოკვდება ძველ ადამიანში, ის არ შეიმოსება ახალი ადამიანით"

---------
davita1985
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3422
წევრი No.: 114934
რეგისტრ.: 2-May 10

გამოგზავნილია: 18 Nov 2010, 16:14  #22570269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ცა დამესიზმრა გახსნილი,
სანთლებით განათებული,
ვარდ-ყვავილებით შემკული
და ყოვლგნით მირონცხებული.
ცა დამესიზმრა მთრთოლვარე,
ჟივჟივა ვარკვლავთ კრებულით...
ცა დამესიზმრა გახსნილი,
შიგ იდგა ღმერთის ტაძარი!
და
უცებ შევკრთი,
რად შევკრთი?!
გული ვის გიძევთ მაგარი _
ღმერთთან სულ ახლოს დავლანდე
ქართველთა მამა-პაპანი!
senobioliosa
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 118
წევრი No.: 98047
რეგისტრ.: 18-August 09

გამოგზავნილია: 20 Nov 2010, 18:09  #22600605      · პროფილი · პირადი მიმოწერა
როგორც მწერალი სუსტია .
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (33) « პირველი ... 24 25 [26] 27 28 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1113 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]