forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (98) « პირველი ... 74 75 [76] 77 78 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საკონდიტრო ნაწარმი - ბისკვიტი, კრემი, გაფორმება, ნამცხვარი, კექსი, შაქარლამა, ღვეზელი, ბლინები..
POMPADOUR MADAM DE
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6147
წევრი No.: 57057
რეგისტრ.: 29-March 08

გამოგზავნილია: 28 Nov 2008, 20:32  #11688352      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Breaky
miau
რთული (ეს იმ რეცეპტის ნაწილია რომელიც უნდა გასწავლოთ) wink.gif

შოკოლადის ნამცხვარი
© POMPADOUR MADAM DE

4 კვერცხი
2ჭიქა შაქარი
ვანილი
2 სუფრის კოვზი კაკაო და 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
150 გრ. არაჟანი (ან მაწონი)
სოდა ძმრით
2 სუფრის კოვზი დაჩა (ან კარაქი, მაგრამ მე ეს დაჩა ძალიან მომწონს ნამცხვრებში და ამიტომ დავწერე დაჩა)
3 ჭიქა ფქვილი (მზეკაბანი!!!! smile.gif)
4 კვერცხი +2 ჭიქა შაქარი+ ვანილი- კარგად ავთქვიფოთ ჩავამატოთ 2 სავსე სუფრის კოვზი ცხიმი (თქვენთვის სასურველი) + კაკაო და ყავა+არაჟანი (ან მაწონი) +სოდა-ძმრით (ჩაის კოვზის მეოთხედზე ცოტა მეტი)+3 ჭიქა ფქვილი კარგად ავთქვიფოთ. ცომი უნდა გამოვიდეს როგორც სქელი კრემი. გადავიტანოთ მასა ცხიმმოსმულ გამთბარ ფორმაში და შევდგათ გამოსაცხობად საშუალო ცეცხლზე. როდესაც გამოცხვება და გაგრილდება ზემოდან 1 ფილა გამდნარი შოკოლადი მოვასხათ და ვისაც ძალიან ტკბილი არ უყვარს შეიძლება შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით.
ცოტა ხანში მზად იქნება და სურათებს დავდებ აქვე smile.gif

პ.ს. დღეს გავაკეთე-ში არ დავდე, მერე მიაუს უნდა ეწვალა და აქ გადმოეტანა2kiss.gif

wink.gif
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12392
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 28 Nov 2008, 23:02  #11690272      · პროფილი · პირადი მიმოწერა
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
შოკოლადის ნამცხვარი

რა მარტივია jump.gif
პ.ს.იცი რას მიუხვდი,ცომი არაჯნით უფრო ნაზი გამოდის,ვიდრე მაწონზე.თუ მომეჩვენა rolleyes.gif

ეს კი ჩემი რთული biggrin.gif თაფლიანი მანდარინის კეკსის რეცეპტი:

120 გრ.თაფლი(1 ს.კ.=20 გრ.)
70 გრ.კარაქი
2 ცალი კვერცხი
7 ს.კ. შაქარი
2 ს.კ.ლიქიორი
2 ჩ.კ.რაზრიხლიტელი
100 გრ. გერკულესი
0,5 ჩ.ჭ ნიგოზი დაჭრილი
3 ცალი მანდარინი
200 გრ.ფქვილი

3 ცალი მანდარინი მოვხარშოთ წყალში.ვადუღოთ 15 წუთი.გავაციოთ და დავაბლენდეროთ,ან ხორცსაკებ მანქანაში გავატაროდ.დაუმატოდ ნიგოზი.

თაფლი და კარაქი გავადნოთ,ნელ ცეცხლზე.შევაგრილოთ.
კვერცხი +შაქარი+;იქიორი კარგად გავთქვიფოდ მიქსერით.დაუმატოდ ფქვილი+რაზრიხლიტელი და გერკულესი.ჩავასხათ თაფლის მასა და ფრთხილად მოურიოთ.გამოვა ნაზი ცომი.

წაუსვათ კეკსის ყალიბს კარაქი,მოვაყაროდ ფქვილი,გადავიტანოთ ცომის ნახევარი,ზემოდან დავადოთ მანდარინის გულსართი,დავასხათ დანარჩენი ცომი.შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად,190 გრადუსზე 40-45 წუთით.

გამომცხვარ კეკს მოვასხათ შოკოლადის მინანქარი: 3 ს.კ კაკაო+0,5 ჩ.ჭ. შაქარი+3 ს.კ.რძე+ 50 გრ. კარაქი მივიყვანოთ დუღილამდე და გადმოვდგათ.

მიმაგრებული სურათი
DSC08197.JPG


--------------------

Всем тем, кого так интересует моя жизнь, официально сообщаю: Я по-прежнему - красивая, счастливая и даже не на диете!
www.perfectcook.org
საქართველოს კულინარული აკადემია - Georgian Culinary Academy
POMPADOUR MADAM DE
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6147
წევრი No.: 57057
რეგისტრ.: 29-March 08

გამოგზავნილია: 28 Nov 2008, 23:08  #11690338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
rtuli

კი რათქმაუნდა არაჟნით უკეთესია ვიდრე მაწვნით და მე იმ სნიკერსის ცომში აწი არაჟანს გავაკეთებ და არა მაწონს
კრემი იქნება პირადად ცხობის პროცესში აქ wink.gif

user posted image

user posted image

ესეც ნამცხვარი რომელიც 5 წუთში ნახევარი დარჩა რაც მთავარია ოჯახის მთავარ კულინარს მოეწონა biggrin.gif

რაც მთავარია ეს ნამცხვარიც და წინაც რომელიც აქ დავდე - ესაა საყოველდღიურო უცებ გასაკეთებელი - სტუმარი მოვა და მომენტალურად გამოცხვება - ამ შემთხვევებში მართლაც რომ არაჩვეულებრივი ვარიანტია smile.gif

This post has been edited by POMPADOUR MADAM DE on 28 Nov 2008, 23:10
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12392
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 28 Nov 2008, 23:16  #11690443      · პროფილი · პირადი მიმოწერა
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
ესეც ნამცხვარი რომელიც 5 წუთში ნახევარი დარჩა

2kiss.gif ამ მომენტს მივეჩვიე უკვე,ჩემს შვილს თბილი უყვარს ნამცხვარი biggrin.gif
პ.ს. კოწახური ვიყიდე გღეს ბაზარში და რაღაცა რეცეპტი ამოვიკითხე ჟურნალ ,,ლიზაში,, უნდა ხვალ გამოვაცხო.
ერთი ის არის რომ წითელი სმაროდინის მაგივრად კოწახურს უზავ rolleyes.gif
chorven:)
___________


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3719
წევრი No.: 51640
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 28 Nov 2008, 23:19  #11690475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
POMPADOUR MADAM DE
ბავშვი მომინათლეთ რაა biggrin.gif
bis.gif 2kiss.gif
POMPADOUR MADAM DE
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6147
წევრი No.: 57057
რეგისტრ.: 29-March 08

გამოგზავნილია: 28 Nov 2008, 23:19  #11690476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
rtuli

ა გდე კოფეეეეეე
boli.gif





biggrin.gif
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10988
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 29 Nov 2008, 17:17  #11696799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
შოკოლადის ნამცხვარი


მადამ, ამას არ მოუხდება კრემი? smile.gif - გული ,მიგრძნობს, ძალიან უნდა მოუხდეს არაჟნის კრემი დამტვრეული ნიგვზით და დაჭრილი ფორთოხლით wink.gif
rtuli
QUOTE
პ.ს.იცი რას მიუხვდი,ცომი არაჯნით უფრო ნაზი გამოდის,ვიდრე მაწონზე.თუ მომეჩვენა

ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არაჟნით უფრო ნაზი გამოდის და მაწვნით - უფრო ფუმფულა smile.gif

BadbadGirl
cry.gif

თუ ღმერთი გწამს, ნუ გვაღუიზიანებ და ყაყაჩოიან ნამცხვრებს ნუ აწყობ აქ, ძია ვანომ აკრძალა მაგისი იმპორტი ჩვენს სამშობლოში ნოარკომანების და ჩვენნაირი რიგითი უწყინარი კულინარების გულის გასახეთქად biggrin.gif

არადა, როგორ მიყვარს...



* * *
rtuli
QUOTE
წითელი სმაროდინის მაგივრად კოწახურს უზავ 


რასაც ბაზარში კოწახურს ეძახიან, სინამდვილეში ქაცვის (აბლეპიხა) ერთ-ერთი ჯიშია და ვერ დააჯერებ გამყიდველებს biggrin.gif ჩვენც ხშირად ვიკენებთ მაგ ხილს ნამცხვარში smile.gif

POMPADOUR MADAM DE
QUOTE
ა გდე კოფეეეეეე



თავაძეს მოსთხოვეთ, თავშენახული კაცია და კიდევ ექნება შემორჩენილი gigi.gif wink.gif
არ გვინდა "მაგისი გამომცხვარი" ტორტი, ჯანდაბას ჩვენ გამოვაცხოთ, მაგან ოღონდ ყავა მოიტანოს biggrin.gif


--------------------
ყველგან ბრაზილიის გულშემატკივრობისთვის!
BadbadGirl
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11763
წევრი No.: 22504
რეგისტრ.: 16-August 06

გამოგზავნილია: 29 Nov 2008, 17:27  #11696914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
miau
QUOTE
თუ ღმერთი გწამს, ნუ გვაღუიზიანებ და ყაყაჩოიან ნამცხვრებს ნუ აწყობ აქ, ძია ვანომ აკრძალა მაგისი იმპორტი ჩვენს სამშობლოში ნოარკომანების და ჩვენნაირი რიგითი უწყინარი კულინარების გულის გასახეთქად

ნიგოზით ბევრად უკეთესია!


--------------------
ერთი ოკუპანტის დღიური- http://tomushka.blogspot.com/
POMPADOUR MADAM DE
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6147
წევრი No.: 57057
რეგისტრ.: 29-March 08

გამოგზავნილია: 29 Nov 2008, 19:40  #11698302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miau
QUOTE
მადამ, ამას არ მოუხდება კრემი?  - გული ,მიგრძნობს, ძალიან უნდა მოუხდეს არაჟნის კრემი დამტვრეული ნიგვზით და დაჭრილი ფორთოხლით


ნუ ეს ნაწილია იმ ჩემი ცნობილი ნამცხვრის და კრემი სხვა აქვს, და ეს არის ძალიან სწრაფი გამოსაცხობი ჩაისთვის და მე ამის გამოცხობა (ან ხაჭოს ნამცხვრის) მიწევს ლამის ყოველდღე - ის გუშინდელი აღარაა და ხვალ დილას ისევ უნდა გამოვაცხო
pipa
жопа с ушами


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10564
წევრი No.: 62083
რეგისტრ.: 23-May 08

გამოგზავნილია: 29 Nov 2008, 19:56  #11698495      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ცხობა აღარ მეხერხება, ტან ის რაც უამრავჯერ მაქვს გაკეთებული


--------------------
Не разрушайте мои нервные клетки - в них живут мои нервные тигры...
'И вроде все достаточно .издато, но всё равно какая-то .уйня!'
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 42475
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 30 Nov 2008, 15:23  #11706514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ისე, სადაც ნიგოზი, თხილი და ნუშია, ყაყაჩო რა სახსენებელია smile.gif

QUOTE
წითელი სმაროდინის

კი არა, მოცხარის წვენს ვიყენებდი ხოლმე ოდესღაც რულეტის გულად, უფრო სწორად, როგორ: ერთ ჭიქა ახლადგამოწურულ წვენში ვურევდი ამდენივე შაქარს და ნიგოზს ისე, რომ სველი არ ყოფილიყო. გადავახვევდი და ვაცხობდი ჩვეულებრივად..ჩემებს მოსწონდათ.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12392
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 30 Nov 2008, 15:31  #11706579      · პროფილი · პირადი მიმოწერა
miau
QUOTE
რასაც ბაზარში კოწახურს ეძახიან, სინამდვილეში ქაცვის (აბლეპიხა) ერთ-ერთი ჯიშია

sad.gif დედაჩემიც ამას მეუბნეოდა ,რომ აბლეპიხას ნაერსახეობაა და მე ჯიუტად არუჯერებდი.
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 42475
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 30 Nov 2008, 15:34  #11706615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
rtuli
ნაღების გასამაგრებელი რა არის?
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12392
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 30 Nov 2008, 15:39  #11706662      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Solveig
QUOTE
ნაღების გასამაგრებელი რა არის?

закрепитель сливок ასე აწერია პაჩკას,რუსეთის გამოშვებაა.არვიცი ეხლა თუ იშოვება.
მაგრამ მე საკონდიტრო განყოფილებაში გამყიდველისგან საოცარი რამ შევიძინე,მითხრა სწრაფი ჯელატინია,ანუ სწრაფად იხსნება თქვეფის დროს და ის დაუმატე.იტალიურია და წონით ყიდიან,კილო 40 ლარი ღირს,100 გრ. ვიყიდე და დიდხანს მეყოფა. yes.gif
bell
богиня


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5931
წევრი No.: 46332
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2008, 19:05  #11708792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ბავშვებო რა მაინტერესებს მიკროტალღურში თუ შეიძლება ნამცხვრების და ტორტის გამოცხობა?
გრილ ფუნქცია აქვს
და მრგვალი ჟარონა უნდა ალბათ ხო? სად იშოვება ხო არ იცით?
ძალიან მინდა ნამცხვრის გამოცხობა cry.gif


--------------------
http://caloriesdiet.ge/
შეუძლებელი არაფერია...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (98) « პირველი ... 74 75 [76] 77 78 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 1.9850 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]