forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (98) « პირველი ... 51 52 [53] 54 55 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საკონდიტრო ნაწარმი - ბისკვიტი, კრემი, გაფორმება, ნამცხვარი, კექსი, შაქარლამა, ღვეზელი, ბლინები..
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10988
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 10:08  #10040300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
deditu
QUOTE
მე ბოლოდ დროს ყველა კრემი მეჭრება, ადრე მშვენიერი გამომდიოდახოლმე და ეხლა კარაქებს ვაბრალებ. ამიტომ ვრთავ ათქვეფილი ნაღებით...


ნაღები ყველაზე მაგარია, მაგრამ კარაქიანი და შესქელებული რძიანი კრემი უნდა დადგა ასევე ორთქლის აბანოზე, გათქვიფო და შეერთდება თუ აჭრილია.

QUOTE
ბეზეთიც რომ რთავენ ხოლმე ტორტებს ის ბეზეც აბაზანაზე კეთდება ხო მგონი, არასდროს მიცდია

კი, მასე კეთდება,

ქვაბი დადგი და ცოტა წყალი ჩაახსი და აადუღე, რომ ადუღდება, ჩადგი პატარა ქვაბი ამ ქვაბში , რომელშიც ასხია 4 კვერცხის ცია, დაუმატე 1 ჭიქა შაქარი და ძალიან დაბალ ცეცხლზე დაუწყე თქვეფა მიქსერით და კარგად რომ ამოფუშფუშდება ჩვეულებრივ, როგორც ბეზე უნდა ამოფუშფუშდეს, მზად იქნება. უნდა იყოს ისეთი, რომ კრემი კარგად მაგარი იყოს და პრიალებდეს.


--------------------
ყველგან ბრაზილიის გულშემატკივრობისთვის!
saliha82
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 191
წევრი No.: 58918
რეგისტრ.: 19-April 08

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 11:00  #10040625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აქ ვნახე ასეთი კრემი პუდინგის ფხვნილი ჭირდებოდა და რამდენ გრამიან პაკეტზეა ლაპარაკი?მე რაც ვნახე პოპულში ძაალიან პატარა იყო ასე 30გრ,თუ შეიძლება დაპოსტეთ ზუსტად.ეგ კრემი ტორტში თუ შეიძლება?
deditu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 344
წევრი No.: 58268
რეგისტრ.: 12-April 08

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 15:49  #10043769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
saliha82
პუდინგიანი კრემით მორთვა შეიძლება?
miau
QUOTE
ნაღები ყველაზე მაგარია,

აუ დამტანჯა!!! სისხლი გამიშრო!!! დნება მორთვის პროცესში და წურწურით გასდის წვეთები, გადავირიე!
ძლივს მივაკოსე რაღაცეები ჩემს ტორტს და ზევიდან შოკოლადის მოსაყრელები და ქოქოსები მოვაყარე, თორემ არ ვარგოდა! biggrin.gif
არადა 81 გამოვჭერი ბისკვიტიდან და ისეთი ლამაზი მეგონა რომ გამოვიდოდა sad.gif ნეტავ ზგუშონიანი კრემი მეცადა ამ ნაღების მაგივრად!
შემდეგ ტორტს ასეთი ბეზეთი გავაკეთებ..ნაღებს რაც დამრჩა სუფლეში გამოვიყენებ...მოკლედ, სურათს არ დავდებ ალბათ, კმაყოფილი არ ვარ მაინცდამაინც..ხლა მაცივარში დევს, ცოტა ხანში შევხედავ და ვნახოთ smile.gif
shtori
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1949
წევრი No.: 47423
რეგისტრ.: 21-November 07

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 16:26  #10044125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინ იცის ტორტის ბისკვიტის გამოცხობა? დამეხმარეეთ help.gif
1-2ჯერ გავაკეტე და არ გამომივიდა, ჩავარდა sad.gif დაწვრილებით დაწერეთ რა რა და როგორ უნდა. სოდა უნდა? ქურაში ჯობია გამოცხობა თუ გაზზე? ხო და თAვზე ზოგი ტილოს აფარებს, და როგორ უნდაა? jump.gif 2kiss.gif


--------------------
მხოლოდ მე...
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6508
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 17:57  #10044941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საქართველოში რომ ნამცხვრებს აკეთებენ, ისეთები არსად არ მინახია, ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი smile.gif

shtori
QUOTE
ვინ იცის ტორტის ბისკვიტის გამოცხობა? დამეხმარეეთ


7 კვერცხი,
7 სუფრის კოვზი შაქარი,
7 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი,
ოდნავ მარილი, ვანილი საკმაოდ.

კვერცხი გავტეხოთ და ცილა და გული დავაცალკევოთ.

ცილას ჩავამატოთ მარილი ოდნავ, დანის წვერით და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ ( სასურველია თასი არ იყოს პლასტმასის), ვთქვიფოდ მანამ, სანამ მდგრად მასას არ მივიღებთ (მე ვაყირავებ თასს და ათქვეფილი ცილა იმდენად მდგრადია, რომ არ იღვრება), ჩავამატოთ 1 ცალი კვერცხის გული და 1 კოვზი შაქარი, ვთქვიფოთ კიდევ კარგად, ასე გავიმეოროთ და შევურიოთ რიგრიგობით ყველა კვერცხი და შაქარი,ასევე ვანილი. სულ ბოლოს ჩავამატოთ ფქვილი ასევე პორციებად და ვთქვიფოთ. მიღებული ცომი ჩავასხათ გაცხელებულ "ნამცხვრის ქაღალდ"-ჩაფენილ ტორტის ფორმაში (მრგვალი სქელძირიანი თუჯის მაღალი ტაფაც წავა), ჭურჭლის გვერდებს კი ცხიმი წავუსვათ მანამდე. საშუალოზე ოდნავ დაბალ სიმხურვალეზე ვაცხოთ. საქართველოში იყო ე.წ. გამანაწილებელი, რომელიც ქურაზე იდება და სიმხურვალეს თანაბრად ანაწილებს, მანდ მაგას ვიყენებდი. ქვაბს უნდა ეხუროს სახურავი. თუ კარგად მახსოვს, 20-25 წუთში ცხვება, შემოწმება ხდება ასანთის ღერით: უნდა ჩაარჭო და თუ არ მიეკრო ცომი, ე.ი. მზადაა შიგნითაც.

პ.ს. შეიძლება გაზქურაშიც გამოცხობა, ოღონდ თავსახური არ უნდა.

ახლა კი კლასიკურ ბისკვიტს სახლში არც ვაცხობ, არამედ ვყიდულობ "ვენური ტორტის " ფირფიტებს და მერე ვრთავ კრემით შესაბამისად. ფორთოხლალს ვაწურავ ოდნავ ამ ფირფიტებს ან მაგარ ყავას. გააჩნია, როგორი ტორტი მიინდა რომ იყოს.




--------------------
Am I pretty then cut me in the face,
Am I stronger - break my neck in disgrace,
Am I smarter - kill me and eat my brain,
Am I braver - kill me and eat my heart...
Kill me and eat me all up and lick the table clean!
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10988
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 17:59  #10044968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
deditu
QUOTE
აუ დამტანჯა!!! სისხლი გამიშრო!!! დნება მორთვის პროცესში და წურწურით გასდის წვეთები, გადავირიე!


ჟელატინით გაკეთება არ გიცდია? - მე სულ მასე ვაკეთებ, ჯურნალებიდან თუ წიგნებიდან რეცეპტებს რომ ვიღებ, ყველგან ასე წერია. smile.gif
nu_nuka
სამი გოჭის დედა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 328
წევრი No.: 61904
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 19:24  #10045834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ჟელატინით გაკეთება არ გიცდია? - მე სულ მასე ვაკეთებ, ჯურნალებიდან თუ წიგნებიდან რეცეპტებს რომ ვიღებ, ყველგან ასე წერია.

ეგბ რა კარგი რამე მასწავლე მაგრამ პროპორციები როგორ უნდა?


--------------------
გიო,საბა,ლუკა
shtori
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1949
წევრი No.: 47423
რეგისტრ.: 21-November 07

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 19:36  #10045950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
CZ88 მადლობა
2kiss.gif
ამ დღეებში ვაპირებ და იმედი მაქვს გამომივაა smile.gif
მონიკა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 15466
წევრი No.: 38527
რეგისტრ.: 19-July 07

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 20:46  #10046521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
deditu
QUOTE
აუ დამტანჯა!!! სისხლი გამიშრო!!! დნება მორთვის პროცესში და წურწურით გასდის წვეთები, გადავირიე!

პატარა პაკეტებშია, загуститель сливок ქვია, ეგ დაამატე,და თავს კარგად დაიჭერს. გამიგია დაბალპროცენტიანი ნაღებიც ამოყავსო მაგრამ მე არ მიცდია.

This post has been edited by მონიკა on 14 Jun 2008, 20:53


--------------------
"თუ ჩემი მტერი შეჭამა ნიანგმა, ეს არ ნიშნავს რომ ნიანგი ჩემი მეგობარია"
(აფრიკული ანდაზა)

"Any girl can be glamorous. All you have to do is stand still and look stupid"
Hedy Lamarr
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10988
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 21:18  #10046840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nu_nuka

QUOTE
ეგბ რა კარგი რამე მასწავლე მაგრამ პროპორციები როგორ უნდა?


ჟელატინსაც გააჩნია, ზოგი კარგია, ზოგი ცუდი, მაგრამ დაახლოებით 2 ჭიქა კრემზე გაულეთე 1 ძალიან სავსე ან 1,5 ს/კ ჟელატინი. (ფხვნილს ვგულისხმობ, რომელიც უნდა დაალბო წყალში და ცეცხლზე დაადნო) უბრალოდ კრემს ცოტა მეტ შაქარს გაუკეთებ, რომ ჟელატინმა სიტკბო არ გაუნეიტრალოს.
კრემი რომ გაქვს გათქვეფილი, აურევ მზა ჟელატინს და მაცივარში 2-3 საათით შედგამ. სულ ესაა. smile.gif

_Burzum
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5826
წევრი No.: 2895
რეგისტრ.: 16-October 03

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 22:02  #10047255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · msn
1 წლის წნაც ვიკითხე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი...
რა ენაზე და რა სახელებით აღარ ვეძებე რეცეპტი, ხალხი არა ხართ, ნამცხვარი "ზღაპარი" როგორ კეთდება? ან რუსული შესატყვისი რა არის მისი? მედოკით ვეძებე და სულ სხვა რამეები ამომიგდო.


--------------------
A true traveller has no fixed plan, and is not intent on arriving.
A journey of a thousand miles starts with a single step.
მონიკა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 15466
წევრი No.: 38527
რეგისტრ.: 19-July 07

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 23:53  #10048771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
_Burzum
QUOTE
1 წლის წნაც ვიკითხე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი...
რა ენაზე და რა სახელებით აღარ ვეძებე რეცეპტი, ხალხი არა ხართ, ნამცხვარი "ზღაპარი" როგორ კეთდება? ან რუსული შესატყვისი რა არის მისი? მედოკით ვეძებე და სულ სხვა რამეები ამომიგდო.

ჩემი ვერსიით ჩვეულებრივი თაფლის ნამცხვარია შესქელებული რძის კრემით.
1 ს.კ. თაფლი გავაცხელოთ+150 გრ. კარაქი, ჭიქანახევარი შაქარი, 1 ჩ.კ. სოდა ძმრით, 3 კვერცხი. მოვათავსოთ ორთქლზე 20 წუთი. შემდეგ ვაცალოთ შეგრილება და დავუმატოთ ფქვილი იმდენი რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ. გავყოთ 5 ნაწილად და გამოვაცხოთ.(გათვლილია საშუალო ზომის ფორმაზე) ფირფიტები შევაერთოთ კრემით: ერთი ქილა შესქელებული რძე ნელ-ნელა შევათვიფოთ 200 გრამ ათქვეფილ კარაქს, დავუმატოთ ვანილი. კრემწასმულს მოვაყაროთ ნამცხვრის ნაფხვენი.
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 15 Jun 2008, 15:40  #10055095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
_Burzum,
მონიკას უკვე დაუწერია მაგრამ ჩემი ვარიანტიც გქონდეს ... იქ ცომია თეთრი და კრემი მუქი და ცემთან პირიქითაა...
"ზღაპარი"
3 კვერცხი +1ჭ შაქარი კარგად ათქვიფე და + 3 ჩ.კ კაკაო + 2 ს.კ. თაფლი + 100 გრ გადამდნარი და გაცივებული კარაქი 2 ჩ.კ სოდა + ძმარი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და 5 წთ-ით დავდგათ ორთქლზე და განუწყვეტლად ვურიოთ.
გადმოვდგათ და სევაზილოთ 3 ჩ.ჭ ფქვილი. ცხიმწასმულ ტაფაზე გამოვაცხოთ 4 ნორმალური და მე- 5 პატარა ფირფიტა.
კრემი:
1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი + 4 ჩ.კ. კარტოფილის ფქვილი + 2.ჩ.ჭ რძე.
ამით ფაქტიურად ვაკეთებთ რძის კისელს. გავაცივებთ და შევათქვიფავთ 200 გრ კარაქს და ვანილს.

მე-5 ფირფიტა დაიფხვნება და ზემოდან მოეყრება
* * *
ალუბლიანი ნამცხვარი უნდოდა კიდევ ვიღაცას ...

"ალუბლიანი ფუნთუშები პორტუგალიურად"

250 გრ ხაჭო კარგად გავსრისოთ და დავუმატოთ წინასწარ სოდა და ძმარ დამატებული 200 გრ. არაჟანი.
შემდეგ 2 კვერცხი, 1 ჭ შაქარი და 2 ჭ ფქვილი, მარილი, ვანილი და კარგად მოვზილოთ.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ და დავახვიოთ რულეტად.
თითოეული ეს რულეტი დავჭრათ 10 ნაწილად (სულ 20 ცალი გვექნება).
თითოეული დავდოთ ისე რომ რულეტის რგოლები ზემოთ მოექცეს შუაში თითით ჩავჭყლიტოთ და ჩავდოთ 5 7 ალუბალი როგორც ბუდეში. ლამაზად მოვუკრათ პირი. გადავუსვათ კვერცხის გული.
ერბოჭასმულ ტაფაზე გამოვაცხოთ


--------------------
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ

http://geosons.blogspot.com/
deditu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 344
წევრი No.: 58268
რეგისტრ.: 12-April 08

გამოგზავნილია: 15 Jun 2008, 16:18  #10055462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miau
ჟელატინით გამოდის სუფლე, მაგ მასით თუ მორთვა შეიძლება არ ვიცი, არ მგონია. სუფლე კეთდება ხაჭოთი, მერე ემატება ჟელატინი, ნახევარი საათი მაცივარში და მერე ითქვიფება ნაღებთან ერთად. მერე ესმევა ბისკვიტს და ისევ მაცივარში.
პროპორციები: 250გ ხაჭო, 12გ ჟელატინი, 200გ ნაღები. ჯერ არ გააკეთოთ, დავაზუსტებ პროპორციებს biggrin.gif
* * *
მონიკა
გაიხარეე! smile.gif ამ დღეებში ვცდი.
ჟელატინს მე გუდვილში ვყიდულობ ლურჯ პაკეტებშია ძალიან მომწონს.
მაგ ფირმის არის კიდე ჟელესავით , ტორტზე გადასასხამი, აი ხილს რომ დააწყობ და აპრიალდება smile.gif მაგარია ესეც ძალიან.
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 10988
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 15 Jun 2008, 18:10  #10056532      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
deditu
QUOTE
ჟელატინით გამოდის სუფლე


ახლაც გავაკეთე კრემი ჟელატინით და მშვენივრად მოვრთე smile.gif
სუფლე კიდევ სხვაა, უფრო მეტი ჟელატინი სჭირდება.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (98) « პირველი ... 51 52 [53] 54 55 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0460 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]