forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზაალ ერისთავი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ზურაბ ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ზეზვა
Gio_Choloka
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 24
წევრი No.: 32981
რეგისტრ.: 13-April 07

გამოგზავნილია: 16 Apr 2007, 05:14  #5339613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მემგონი ეს ადამიანები იმსახურებენ ცალკე თემის გახსნას ამ ხალხმა გადაარჩინა ჯერ კახეთი გამაჰმადიანებსას და მერე მთელი საქართველო

სუყველა ერთი მეორეზე უდიდესი გმირები და პატრიოტები


--------------------
We are the champions - my friends
And we'll keep on fighting - till the end -
We are the champions -
We are the champions
No time for losers
'Cause we are the champions - of the world
Dave
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5433
წევრი No.: 744
რეგისტრ.: 19-March 02

გამოგზავნილია: 16 Apr 2007, 05:33  #5339648      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ზაალ ერისთავი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ზურაბ ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ზეზვა

ზეზვა და კიდევ ორი ბელადი მთიელებისა. სახელები არ მახსოვს ამ მომენტში, სამწუხაროდ. ეს სამი ადამიანი იყვნენ ფშაველების, ხევსურების და თუშების ბელადები.


ეს ხალხი - აჯანყების ორგანიზატორ-ხელმძღვანელები და სხვა მონაწილეები რომ არა, კახეთი დღესდრეობით აღარ იარსებებდა. როგორც ტაო-კლარჯეთი და ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი აღარ არსებობენ, ზუსტად ასევე.

იქნებოდა ახლა აზერბაიჯანელი ერის საცხოვრებელი არეალის ერთერთი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში კი დანარჩენი აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობაც ადვილი წარმოსადგენია...
დიდი საქმე გააკეთეს, მე ბახტრიონის აჯანყებას ვთვლი ერთერთ გადამწყვეტ მომენტად საქართველოს ისტორიაში.

თანაც მაშინდელი ამაზრზენი საქართველოს პირობებში საოცარია რომ:
1. ასეთი მასშტაბური აჯანყება არ იყო გაცემული და თათრებისთვის სრული მოულოდნელობა გამოდგა;
2. აჯანყება იყო საოცრად კარგად დაგეგმილი და ამ გეგმის მიხედვით პრაქტიკაშიც გატარებული. ორგანიზებულობის დონე იყო ძალიან მაღალი.

ამის გამო ამ აჯანყების მოვლენები აშკარად გამოვარდნილია იმ ეპოქის საქართველოის ისტორიის კონტექსტიდან.
ეტყობა არ ეწერა მაშინ კახეთს განადგურება.
Gio_Choloka
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 24
წევრი No.: 32981
რეგისტრ.: 13-April 07

გამოგზავნილია: 16 Apr 2007, 05:46  #5339670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Dave

ნადირა ხოშარაული , გურგენ ჭინჭარაული , გოგოლაური , ძმანი გულუხიძენი და ალავერდის ეპისკოპოსი

ესენი უბრალოდ აღარ დამეტიენ სახელში smile.gif

-------------

ესეიგი ჩემი აზრით კახეთი რომ გამჰმადიანებულიყო მთელი საქართველო იქნებოდა დაღუპული იმ პერიოდში მხოლოდ კახეთი ცდილობდა განთავისუფლებას ყველაზე მეტად და ყველაზე მეტადაც იგი იყო შევიწროვებული ამ აჯანყებამ ბიძგი მისცა საქართველოს რო ბრძოლა დაეწყოთ თავისუფლებისთვის

---------------
თანაც მაშინდელი ამაზრზენი საქართველოს პირობებში საოცარია რომ:
1. ასეთი მასშტაბური აჯანყება არ იყო გაცემული და თათრებისთვის სრული მოულოდნელობა გამოდგა;
2. აჯანყება იყო საოცრად კარგად დაგეგმილი და ამ გეგმის მიხედვით პრაქტიკაშიც გატარებული. ორგანიზებულობის დონე იყო ძალიან მაღალი.

გადარჩენის ინსტიქტი და მამულიშვილობა მეტი არაფერი ჩემი აზრით ყველა გრძნობდა რამხელა საფრთხე ელოდა საქართველოს
spinoza
კოფე და პაპიროსი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10081
წევრი No.: 5971
რეგისტრ.: 17-August 04

გამოგზავნილია: 16 Apr 2007, 10:58  #5340197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თქვენ თუ იცით რამ მისცა ბიძგი ამ აჯანყებას??

ანუ კონკრეტული ფაქტი რომელმაც მოთმინების ფიალა გადაავსო smile.gif



--------------------
Меня постоянно преследуют мудрые мысли... но я быстрее...
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6811
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 16 Apr 2007, 11:56  #5340556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
spinoza
მღვდელის ამბავი? user.gif
spinoza
კოფე და პაპიროსი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10081
წევრი No.: 5971
რეგისტრ.: 17-August 04

გამოგზავნილია: 16 Apr 2007, 12:05  #5340628      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Dehumanizer

ხო user.gif user.gif user.gif
Gio_Choloka
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 24
წევრი No.: 32981
რეგისტრ.: 13-April 07

გამოგზავნილია: 17 Apr 2007, 17:54  #5352776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
როგორც მახსოვს მღვდელი დაიჭირეს ყიზილბაშებმა და გააუპატიურეს და ეს მღვდელი ზაალ ერისთავთან მივიდა და უთხრა რო ღმერთი შენ მოგთხოვს პასუხსო ესე იყო მგონი
Dave
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5433
წევრი No.: 744
რეგისტრ.: 19-March 02

გამოგზავნილია: 17 Apr 2007, 20:17  #5353853      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ეგ ამბავი იყო ბიძგი, მაგრამ ამ რეგულარული წამება-გაუპატიურობის პირობებში იმყოფებოდა მთელი კახეთის მოსახლეობა, თათრული ტომების მასობრივი ჩასახლების ფონზე.
მიმდინარეობდა უბრალოდ ერთი ეთნოსის მიერ მეორე ეთნოსის ჩანაცვლება მოცემულ ტერიტორიაზე. ასე ბევრგან მომხდარა: ანგლოსაქსები და ბრიტები ინგლისში, თურქულ-ქურთული ტომები და სომხები დასავლეთ სომხეთში, თეთრკანიანები და ინდიელები ამერიკაში, ჩინელები და მანჩჟურები მანჩჟურიაში... ბოლოს და ბოლოს იგივე თათრები და ქართველები სამხრეთ ქვემო ქართლში.

მაგრამ ამ შემთხვევაში საბედნიეროდ სხვაგვარად მოხდა. ამ მუდმივმა წამება-გაუპატიურება-მკვლელობებმა და გადაშენების აშკარა საფრთხემ კი გამოიწვია აჯანყების უაღრესად მიმწოლი და სრულიად დაუნდობელი ხასიათი.
Gio_Choloka
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 24
წევრი No.: 32981
რეგისტრ.: 13-April 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2007, 00:14  #5355920      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხალხნო აქ ერთი რაღაცა არ მესმის და იქნებ გამარკვიოთ რატომ დასაჯა ვახტანგ მეფემ ზაალ ერისთავი და მისი შვილები ამ აჯანყების გამო ? მათ ხომ საქართველო გადაარჩინეს გამაჰმადიანებას და როგორც ვიცი ამ აჯანყების შესახებ ვახტანგმაც იცოდა რო მზადდებოდა და ხელი არ შეუშლია
Dave
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5433
წევრი No.: 744
რეგისტრ.: 19-March 02

გამოგზავნილია: 18 Apr 2007, 00:28  #5356104      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Gio_Choloka
QUOTE
ხალხნო აქ ერთი რაღაცა არ მესმის და იქნებ გამარკვიოთ რატომ დასაჯა ვახტანგ მეფემ ზაალ ერისთავი და მისი შვილები ამ აჯანყების გამო ? მათ ხომ საქართველო გადაარჩინეს გამაჰმადიანებას და როგორც ვიცი ამ აჯანყების შესახებ ვახტანგმაც იცოდა რო მზადდებოდა და ხელი არ შეუშლია

კი, როგორც ჩანს იცოდა და ხელს არ უშლიდა. მაგრამ ფარულად. ოფიციალურად კი ვახტანგ V იყო შაჰის ვასალი და მისი მმართველობის დამცველი. ამიტომ მან დასაჯა ქართლელი (ანუ მის დაქვემდებარებაში მყოფი) აჯანყების ორგანიზატორები, რათა შაჰს არ ჰქონოდა საბაბი ღალატში დაედო მას ბრალი, არ გადაეყენებინა იგი, ან სულაც ჯარი არ გაეგზავნა ქართლის ასაოხრებლად.

This post has been edited by Dave on 18 Apr 2007, 00:32
Gio_Choloka
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 24
წევრი No.: 32981
რეგისტრ.: 13-April 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2007, 00:41  #5356250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Dave

მაგრამ შაჰაბასი ჯარით რო წამოსულიყო ჩემი აზრით ვერც ვერაფერს იზამდა smile.gif მთაში და ბარში ერთიანად დუღდა აჯანყება და ჩემი აზრით ვახტანგმა დიდი შეცდომა დაუშვა ამით sad.gif და ის ერთი ბეწო იმედიც ჩაკლა თავის საქციელით რაც ბახტრიონის და ალავერდის მერე გაჩნდა ქართველებში sad.gif
Dave
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5433
წევრი No.: 744
რეგისტრ.: 19-March 02

გამოგზავნილია: 18 Apr 2007, 01:01  #5356501      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Gio_Choloka
QUOTE
მაგრამ შაჰაბასი ჯარით რო წამოსულიყო ჩემი აზრით ვერც ვერაფერს იზამდა smile.gif მთაში და ბარში ერთიანად დუღდა აჯანყება და ჩემი აზრით ვახტანგმა დიდი შეცდომა დაუშვა ამით sad.gif და ის ერთი ბეწო იმედიც ჩაკლა თავის საქციელით რაც ბახტრიონის და ალავერდის მერე გაჩნდა ქართველებში

მაშინდელ ქართველ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ჩოლოყაშვილს აშკარად განსხვავებული აზრი ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ რას იზამდა საქართველოში შაჰის მიერ გაგზავნილი ჯარი...
იმისათვის რომ მას ჯარი არ გაეგზავნა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ერისტავებმა სიცოცხლე გასწირეს, რითაც დემეტრე II-ს გმირობა გაიმეორეს.

აჯანყებისას გაჟლიტეს კახეთში ჩასახლებული ტომები, რომლებიც ანადგურებდნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას. ირანის სახელმწიფოს დამარცხება კი როგორც ჩანს არ მიაჩნდათ შესაძლებლად.

ეს არ იყო ფორმალურად შაჰის წინააღმდეგ აჯანყება. მისმა ერთმა ვასალებმა გაანადგურეს მისი სხვა (უფრო ლოიალური და სანდო) ვასალები.
რა თქმა უნდა ეს არ ეხება თავისუფალ ხევსურებს, თუშებს და ფშავებს, რომლებმაც ირანის უღელში მყოფი ქართველების დახმარება გადაწყვიტეს.

This post has been edited by Dave on 18 Apr 2007, 01:01
ჩოლოყა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2084
წევრი No.: 50559
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 6 Jan 2008, 04:10  #8008292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Dave @ 18 Apr 2007, 01:01 )
მაშინდელ ქართველ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ჩოლოყაშვილს აშკარად განსხვავებული აზრი ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ რას იზამდა საქართველოში შაჰის მიერ გაგზავნილი ჯარი...
იმისათვის რომ მას ჯარი არ გაეგზავნა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ერისტავებმა სიცოცხლე გასწირეს, რითაც დემეტრე II-ს გმირობა გაიმეორეს.

აჯანყებისას გაჟლიტეს კახეთში ჩასახლებული ტომები, რომლებიც ანადგურებდნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას. ირანის სახელმწიფოს დამარცხება კი როგორც ჩანს არ მიაჩნდათ შესაძლებლად.

ეს არ იყო ფორმალურად შაჰის წინააღმდეგ აჯანყება. მისმა ერთმა ვასალებმა გაანადგურეს მისი სხვა (უფრო ლოიალური და სანდო) ვასალები.
რა თქმა უნდა ეს არ ეხება თავისუფალ ხევსურებს, თუშებს და ფშავებს, რომლებმაც ირანის უღელში მყოფი ქართველების დახმარება გადაწყვიტეს.

ჩემი აზრით ვახტანგ მეფემ მაინც უდიდესი შეცდომა დაუშვა ამით ესე რო ვთქვათ საკუთარი ტრაკის გადარჩენა ამჯობინა ქვეყნის გადარჩენას sad.gif


--------------------
გავჩნდებით ერთხელ, ეს ცხოვრება გვეუცხოვება. .. და ხელმეორედ სიყვარულში დავიბადებით

ჩემი სამშობლო მაღალია , სხვისია ვრცელი , უფალთან ახლოს ამიტომაც უფროა ჩემი
sparrow
primus inter pares


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14479
წევრი No.: 37919
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 6 Jan 2008, 10:27  #8009537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კახეთში საყოველთაო უკმაყოფილება ჩამოვარდა. უკმაყოფილო იყო არა მარტო ბარისა და მთის მშრომელი მოსახლეობა, არამედ ფეოდალთა ფართო წრეებიც, რომელთაც ხელიდან ეცლებოდათ საკუთარი ყმა-მამული.

სახალხო მოძრაობა ელების წინაღმდეგ მათი ჩამოსახლებისთანავე დაიწყო. მთიელთა, განსაკუთრებით თუშების, პარტიზანული გუნდები თავს ესხმოდნენ როგორც ელებს, ისე ყიზილბაშ მეციხოვნეებს[7]. ქართულ ხალხურ საისტორიო პოეზიაში დაცული ცნობების მიხედვით ამ მოძრაობის ბელადი ყოფილა სახალხო გმირი ზეზვა გაფრინდაული. როგორც ჩანს, შეთქმულებისა და აჯანყების იდეაც, რომელსაც შემდეგ ფეოდალებმაც დაუჭირეს მხარი, ხალხის დაბალ წრეებში დაბადებულა[8].

ხალხის წარმომადგენელი იყო თურქმანებისაგან შეურაცხყოფილი ის ხუცესი, რომელიც დუშეთს ეახლა ზაალ ერისთავს, დაუჩოქა და შესჩივლა: “გააოჴრეს სრულიად კახეთი ურჯულოთა აგარიანთა... და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან შენდა რწმუნებულ არს კახეთიო”[9].




ზაალ ერისთავმა, რომელსაც მოსახლეობის ფართო წრეებმა, მათ შორის ფეოდალებმაც, დაუჭირეს მხარი, აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ითავა. თუმცა აჯანყების დაწყების შემდეგ მას აშკარა მონაწილეობა ბრძოლაში არ მიუღია. აჯანყების უშუალო ხელმძღვანელები და ორგანიზატორები კი იყვნენ თეიმურაზ I-ის თანამებრძოლი ბიძინა ჩოლოყაშვილი, ალავერდელი ეპისკოპოსი[10], შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყების ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი იყო თუში ზეზვა გაფრინდაული. აჯანყების აქტიური მონაწილენი იყვნენ ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშაველი გოგოლაური და სხვ.






ჩოლოყა
რას ერჩი შაჰნავაზს? smile.gif








Gio_Choloka
QUOTE
მაგრამ შაჰაბასი ჯარით რო წამოსულიყო ჩემი აზრით ვერც ვერაფერს იზამდა  მთაში და ბარში ერთიანად დუღდა აჯანყება და ჩემი აზრით ვახტანგმა დიდი შეცდომა დაუშვა ამით  და ის ერთი ბეწო იმედიც ჩაკლა თავის საქციელით რაც ბახტრიონის და ალავერდის მერე გაჩნდა ქართველებში

no.gif
ტავის დროზე აყვავებულ კახეთს (თან მაშინ როცა 1615 წელს აჯანყდნენ და წიწამურთან დედა უტირეს 15 000 ყიზილბაშს) შემოვიდა აბასი და კი იცი რაც უქნა 1616 წელს კახეთს,აჯანყების ალში გახვეულ კახეთს wink.gif


This post has been edited by sparrow on 6 Jan 2008, 10:29


--------------------
Ничто не истина, всё дозволено
-----
ჩოლოყა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2084
წევრი No.: 50559
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 6 Jan 2008, 13:59  #8011602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sparrow

რატომღაც მგონია რომ ვახტანგმა მაინც თავის უკანალის გადარჩენაზე იფიქრა sad.gif და ისიც კი მიკვირს როგორ არ გასცა შეთქმულება. ხოდა თუ არ გასცა შეთქმულება ბოლომდე გვერდზე დამდგარიყო... და ერთიანი ძალებით გასწორებოდნენ მტერს. ბიძინა ჩოლოყაშვილი , შალვა და ელიზბარ ერისთავები გმირები არიან სიცოცხლე გასწირეს ქვეყნის გულისთვის და მეფემ კიდე მაგარი დაიკიდე ქვეყანა sad.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0402 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]