forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ეკლესიები
avelumia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 48659
რეგისტრ.: 6-December 07

გამოგზავნილია: 22 Dec 2007, 19:19  #7830295      · პროფილი · პირადი მიმოწერა
რაც შეეხება ახალი ეკლესიების აგებას, ჩემი აზრით ახლის აგება ცუდი არაა, მაგრამ ხომ არ ჯობდა, რომ იმ ეკლესიებისთვის მიგვეხედა, რომლებიც კულტ. მემკვიდრეობის ძეგლებია....


--------------------
"კრიტიკა მადლია, ოღონდ პილპილმოყრილი მადლი და პირს შუშხავს, ზოგჯერ ძალიან მწარედაც...”
samsoni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 287
წევრი No.: 48754
რეგისტრ.: 8-December 07

გამოგზავნილია: 22 Dec 2007, 21:05  #7831322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქართულ ატქიტექტურაში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში,არსებობს განვითარების ხაზი


--------------------
zomiereba
centrifuge
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 817
წევრი No.: 17728
რეგისტრ.: 28-February 06

გამოგზავნილია: 22 Dec 2007, 23:20  #7832822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (avelumia @ 22 Dec 2007, 18:19 )
ხომ არ ჯობდა, რომ იმ ეკლესიებისთვის მიგვეხედა, რომლებიც კულტ. მემკვიდრეობის ძეგლებია....

ერთი მეორეს არ გამორიცხავს. თუმცა ამ ბოლო დროს იმდენი ახალი ეკლესია აშენდა, არ მგონია ეკლესიების ნაკლებობას განიცდის მრევლი.


--------------------
Stadt Luft Macht Frei
samsoni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 287
წევრი No.: 48754
რეგისტრ.: 8-December 07

გამოგზავნილია: 23 Dec 2007, 19:37  #7840488      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან კარგია ქართულს რომ გამოარჩევ სხვა ქვეყნების არქიტექტურისგან
სემირამიდა
XO ARA ? !!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2929
წევრი No.: 11510
რეგისტრ.: 13-July 05

გამოგზავნილია: 12 Jan 2008, 08:23  #8103149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
მე მგონი აქ რაღაც გაუგებრობას ააქვს ადგილი. აზროვნების და არქიტექტურის ცვლილებასაც ეხება ეს...ჯერ ერთი , ეკლესია არ არის მარტო არქიტექტურა და მეორეც ის რაც ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში (ანუ ეკლესის არქიტექტურულ ფორმებს ვგულისხმობ) განპირობებული იყო გარკვეული ლიტურგიული წესებით (არა მარტო , მაგრამ ძირითადად), მეორეც თანამედროვეეკლესია ქორწინების სასახლეს უნდა გავდეს? თუ რას ნიშნავს გამორჩეული ფორმა? თანაც რელიგია კონსერვტული რომ არის მე მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს..არა მგონია ათმი მცნება და "მამაო ჩვენო" XXII საუკუნეში სხვანაირად გაჟღერდეს


--------------------
arsebobs zalian cota ram -sityvebi da siCume @ pedro

მე თავს მოვიკლავდი დღესვე...
რომ შემეძლოს.
დამღალა ჩადრებმა
და ცილისწამებამ
რომელი ხიდიდან გადავხტე
ვერ მეტყვით?
მითხარით! სანამდე
ხელ-ფეხიც დამება.
vinigreti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 147
წევრი No.: 4551
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 12 Jan 2008, 08:27  #8103150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აგება არ არის ცუდი მაგრამ ძველებს მოუარონ კარგი იქნება.
სემირამიდა
XO ARA ? !!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2929
წევრი No.: 11510
რეგისტრ.: 13-July 05

გამოგზავნილია: 12 Jan 2008, 08:41  #8103158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn

[QUOTE]აგება არ არის ცუდი მაგრამ ძველებს მოუარონ კარგი იქნება. უვლიან უვლიან ნუ გეშინიათ. შეძლებისდაგვარად

This post has been edited by სემირამიდა on 12 Jan 2008, 08:43
Qilila
WhySoWintery


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 258
წევრი No.: 48058
რეგისტრ.: 28-November 07

გამოგზავნილია: 12 Jan 2008, 19:08  #8108962      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საეკლესიო არქიტექტურის შეცვლა, ვფიქრობ, დაგეგმვადი არ არის. ჯერ ერის სულიერ ცხოვრებაში უნდა მოხდეს სიახლე და მერე მოხდება მისი მატერიალიაცია და გამომსახველობითი საშუალებებით იმ სულიერი სიახლისა თუ ამაღლების გამოხატვა,.... ასეთი მოვლენა იყო როდესაც თავის დროზე ბაზილიკა შეცვალა ჯვარ-გუმბათოვანმა არქიტექტურამ. თანამედროვე ეკლესიების არქიტექტურაც და ფრესკებიც გამოხატავს "დაკარგულ ძველ გზაზე" დაბრუნებას...
@A@
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3001
წევრი No.: 48099
რეგისტრ.: 29-November 07

გამოგზავნილია: 13 Jan 2008, 13:03  #8118770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კაცია და გუნებაო ნათქვამია, მაგრამ როდესაც საქმე რწმენას და მის ატრიბუტიკას ეხება, შეიძლება ადამიანებს ქონდეთ განსხვავებული აზრი, ამაზე საუბარიც არ არის დანაშაული, მაგრამ სალოცავი ტაძარი როგორი უნდა იყოს, ეს მარტო ეპოქალური გემოვნების საკითხი ნამდვილად არ არის.... ჯერ რომ ბაზილიკა იყო და მერე გუმბათი, ამას თავისი სიმბოლური დატვირთვა ქონდა და აქვს, ყველა წვრილმან დეტალს ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ტაძარში, ეს დარწმუნებული ვარ ყველამ იცის.

თუმცა ერთი უნდა ითქვას, როდესაც ქართველი იმას იტყვის რომ ქართული ტაძრები ერთმანეთს გავს და 21-ე საუკუნეში დროა ცოტა გავათანამედროვოთო, რა ვიცი რა გითხრა აბა, ცოტა არასერიოზულია.... ქართული საკულტო არქიტექტურა ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანია მსოფლიოში. და ალბათ ჯობია სანამ ზედაპირულ შეფასებას გააკეთებ ადამიანი, ან პროფესიონალს შეეკითხო, ან უფრო კარგად დააკვირდე ძეგლებს....
იმედი მაქვს შეურაცყოფად არ მიიღებთ ჩემს აზრს smile.gif
სემირამიდა
XO ARA ? !!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2929
წევრი No.: 11510
რეგისტრ.: 13-July 05

გამოგზავნილია: 14 Jan 2008, 10:38  #8131897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
Qilila
QUOTE
ასეთი მოვლენა იყო როდესაც თავის დროზე ბაზილიკა შეცვალა ჯვარ-გუმბათოვანმა არქიტექტურამ. თანამედროვე ეკლესიების არქიტექტურაც და ფრესკებიც გამოხატავს "დაკარგულ ძველ გზაზე" დაბრუნებას...

მემ გონი ცოტა ისეთი მიდგომაა აი ...როგორ გითხრა ..მე რომ ქიმიაზე დავიწყოპ მსჯელობა ( მე ქიმიაში მარტო ჰ2ო ვიცი biggrin.gif ) ხო მიხვდი არააsmile.gif
სეპია
Danger! Mad architect!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1020
წევრი No.: 49189
რეგისტრ.: 13-December 07

გამოგზავნილია: 14 Jan 2008, 13:07  #8133415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
QUOTE
ხშირად მყავდა უცხოელები დასათვალიერებლად და არ დაუმალავთ რომ ყველა ერთმანეთის მსგავსია

მასე, სულ ერთნაირია მთელი ევროპის რომანული სტილი, ასევე გოთიკა, ასევე რენესანსი, ასევე ბაროკო და ა.შ. (ასეთი მსჯელობა არასერიოზულია!)

QUOTE
ანჩისხატი და ქაშუეთი ორი განსხვავებული სტილია, მაგრამ იგივე ქაშუეთი ან სამება მსგავსი არქიტექტურული სტილის მატარებელია

ქართული სტილი არ არსებობს!!! არსებობს ქართული ფორმები!!!
ქართულიც და სომხურიც, ბიზანტიური სტილის გაგრძელბა და განშტოებებია.

ის რომ ბაზილიკის ფორმა სხვაა და გუმბათოვანისა სხვა ეს სტილის სხვაობას არ ნიშნავს -
არის გოთიკური სტილში აშენებული ბაზილიკებიც და საკრებულო კათედრალებიც, და უფრო მეტიც საქალაქო რატუშებიც.

QUOTE
ჯერ რომ ბაზილიკა იყო და მერე გუმბათი, ამას თავისი სიმბოლური დატვირთვა ქონდა და აქვს, ყველა წვრილმან დეტალს ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ტაძარში, ეს დარწმუნებული ვარ ყველამ იცის.

სამწუხაროდ ყველამ არ იცის სიმბოლოთა დატვირთვა და მნიშვნელობა!
არსებითად გუმბათიანი ტაძარი პირდაპირი განვითარებაა ბაზილიკის (რომელიც მოგეხსენებათ არაა ქრისიანული პირმშო), არა მარტო არქოტექტურული თვალსაზრისით, არამედ სიმბოლური, შინაარსობრივი განვითარება, სალოცავი ეს არის სიმბოლოთა კრებული, დიდი შინაარსის მატარებელი:

ბაზილიკა, მოგეხსენებათ ქრისტიანობაში უკვე განასახიერებს იერუსალიმს - აფსიდა არის სამოთხის სიმბოლო, კანკელი იერუსალიმის აღმ. კარიბჭე, საიდანაც ქრისტე შევიდა ბზობას და ა.შ. ანუ ბაზილიკა არის ისრაელიანთა კრებული, რომელთათვისაც მოვიდა ქრისტე (მაგრამ არ მიიღეს), გუმბათი კი - სამყაროს ღერძია, მისგან ამოდის სამყაროს ოთხი მხარე - მკლავები ტაძრისა. ე.ი. ეს ტაძარი არის სამყაროს კრებული - რადგან ქრისტემ რჩეულის ერის მერე მოუწოდებს დანარჩენთ "საქორწილო სუფრაზე"!

არსებითად არა სწორია დღეს ბაზილიკების აგება, რადგან ეს ეტაპი გავლილია, როგორც არქიტექტურულად ისე სულიერადაც!
სამწუხაროა რომ არა მარტო მრევლის უდიდესმა ნაწილმა არ იცის სალოცავის შინაარსი, არამედ არქიტექტორების უმეტესობამაც ვინც "ქმნის" ასლებს!!!
ესაა გაუაზრებელი გადმოღება და ამიტომაც არის მსგავსი დღეს პირადაპირ გადმოღებული ტაძრები ერთნაირი.
უკანასკნელი ქართული ტაძარი შექმნილი ასევე ძველების მიბაძვით, თუმც თავისი სახის დამკვიდრებით, იყო სამების ძველი ტაძარი XVII ს, საჯარო ბიბლიოთეკასთან. ამის მერე ქართული ტაძარი 1990–იან წლებამდე აღარ აშენებულა.
centrifuge
QUOTE
ჯერ თავში უნდა შეიცვალოს აზროვნება და არქიტექტურის შეცვლა ბუნებრივად მოჰყვება. საპატრიარქოში უნდა მოხდეს აზროვნების შეცვლა და ქართულ მრევლში.

რას ნიშნავს აზროვნების შეცვლა?! ქრისტიანობა კაი ხანია ჩამოყალიბდა და გააზრებულ იქნა ერთხელ და სამუდამოდ!
თუ იმას გულისხმობ რომ თავად არიან ძველ ფორმებს მიჯაჭვულნი, ეგ სხვა საკითხია და ასეთი მიძაჭვულობის
მოხსნას ვუჭერ მხარს!!!


ახლა, სხვა საკითხია რისი განვითარება გინდათ თქვენ და საერთოდ რას მოითხოვთ სატაძრო ხუროთმოძღვრებისგან:
კორბუზიეს - რონშანის ნოტრდამს, მარიო ბოტას - ივრის კათედრალს, ტადაო ანდოს სინათლის ეკლესიას, თუ წყლის ეკლესიას, ან კიდევ ო.ნიმეიერის ბრაზილიის კათედრალს?!

ყველა ეს ტაძარი არის სიმბოლოთა ახალი კრებული, ახალი არქ. კოდი დევს ყველა მათგანში - გააზრებული არქიტექტორის მიერ და არა ეკლესიის მიერ!
მართლმადიდებლური ტაძარი ვერ შეიცვლის იმ სიმბოლოებს რაც ჭეშმარიტია, ეს კი ნიშნავს იმას რომ ვერ მოაძრობს არქიტექტორი გუმბათს, ვერც მკლავებს, ვერც აფსიდას (არც-ერთი არაა ზემოთ მოყვანილებში).

შეიძლება შეცვალოს სტილი, მაგრამ არა სიმბოლოები!!!
აი, მაგალითდ რუსული სტილი - იგივე სიმბოლოებია განსხვავებული აღნაგობისა.


გახსოვთ ყველას პარლამენტის ადგილზე რუსული სამხედრო ტაძარი! მისი სტილი იყო ფსევდომავრიტანული, მაგრამ სიმბოლოები ქრისტიანული!!!

შეიძლება შეცვალოს სიმბოლოთა გამომხატველი ფორმები და არა თავად სიმბოლოები!

ამის მაგალითებს თვალსაჩინოდ გაჩვენებთ მოგვიანებით smile.gif

This post has been edited by სეპია on 14 Jan 2008, 13:26


--------------------
...მუდამ თქვენი იდეების ერთგული, ნოშრევან კუჭუხიძე!
...ხო გითხარი გაფრინდებიან-მეთქი, შე გალსტუკიანო!
...It's getting better all the time, I used to get mad in my school!
...There's nothing you can do that can't be done!
VAR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1885
წევრი No.: 23943
რეგისტრ.: 3-October 06

გამოგზავნილია: 14 Jan 2008, 14:50  #8134832      · პროფილი · პირადი მიმოწერა
teushki
QUOTE
ვიცი ამ თემის გახსნის გამო ბევრი იეღოველად მომნათლავს, მაგრამ მე ისეთივე იეღოველი ვარ როგორც თქვენ ინგლისის დედოფლები smile.gif მოდერსაც ვთხოვ თუ იყო ასეთი თემა, იმას მიაბას.

მინდა ერთი დაკვირვების შესახებ დავწერო, რომელზეც ადრეც მითქვამს და ალბათ თქვენც დაფიქრებულხართ: ჩვენი ეკლესიების არქიტექტურა, მუდამ ერთნაირი,მიუხედავად ეპოქისა. ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნა და ყველგან შეძლებისდაგვარად მივდვარ ეკლესიების დასათვალიერებლად. იქ ეკლესიებს ემჩნევათ რომელ ეპოქაში არიან აგებულნი, სხვადასხვა სტილი, ფორმები, იერი. (არ ვგულისხმობ სხვადასხვა მიმართულების ეკლესიებს, ისინი რა თქმა უნდა განსხვავებულია. მაგრამ ერთი და იმავე მიმდევრობაც კი განსხვავდება ეპოქით) ჩვენი ქართული ტაძრები კი ერთი შეხედვით მსგავს იერს ტოვებს. კი, იყო ბაზილიკა, მერე გუმბათი.. მაგრამ ჯამში მაინც ერთნაირია ყველა.ხშირად მყავდა უცხოელები დასათვალიერებლად და არ დაუმალავთ რომ ყველა ერთმანეთის მსგავსია. ახლაც კი, 21-ე საუკუნეში რომ ვაგებთ ტაძრებს, მათაც იგივე სტილით ვქმნით. იქნებ რამე შეგვეცვალა? იქნებ აღარ ღირს ასეთი კონსერვატიულობა? ამით განა უფრო საინტერესო არ იქნება? არა, არ ვგულისხმობ რომ შუშის და მეტალოპლასტმასის უნდა იყოს, მაგრამ იქნებ რაღაც გვეცადა? ახლა ნუ ჩამქოლავთ კომენტარებით რომ "ეკლესიები ტურისტებისთვის არ შენდება", "ასეთია ჩვენი ტრადიცია", "ეს წმინდა ადგილებია" და ა.შ. დრო მიდის და მასაც თავისი ცვლილებები შეაქვს ცხოვრებაში...


კარგი ხარ გენაცვალე smile.gif გარჩევა არც თუ ისეთი ძნელია დამიჯერე.. ფორმითაც და ორნამენტითაც, მაგრამ შენ ალბათ უფრო მეტი გინდა smile.gif დიდი ნაბიჯების მომხრე ხარ. მეც, მაგრამ ეს ხელოვნურად ვერ მოხდება. ეს საერთო ფონი/დონეა. აზროვნებამ უნდა მოიტანიოს (რა თქმა უნდა თუ გვინდა რომ ქართული იყოს) ჯავახიშვილი წერს: "განვითარების ტალღამ გვერდი აგვიარა და დასავლეთში დაიბანაკაო..." რას ვიზამთ... დღეს ასეა user.gif
iakhsari
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11842
წევრი No.: 50205
რეგისტრ.: 27-December 07

გამოგზავნილია: 14 Jan 2008, 17:26  #8136911      · პროფილი · პირადი მიმოწერა
იცით რას გეტყვით!!!! ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ და აქ ენის ფხანას თავი გაანებეთ.............
სეპია
Danger! Mad architect!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1020
წევრი No.: 49189
რეგისტრ.: 13-December 07

გამოგზავნილია: 14 Jan 2008, 18:09  #8137650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
iakhsari
არქიტექტურა სწორედ რომ ჩემი საქმეა yes.gif
gigi.gif
VAR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1885
წევრი No.: 23943
რეგისტრ.: 3-October 06

გამოგზავნილია: 14 Jan 2008, 22:15  #8141440      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
იცით რას გეტყვით!!!! ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ და აქ ენის ფხანას თავი გაანებეთ.............


ვინ რას იფხანს?!iakhsari
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.2749 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]