ალბათ ყველანი დაიღალეთ ამდენი გამოკითხვებით და ამავდროულად გვიანიც არის ახალი გამოკითხვის ჩატარება, მაგრამ ბოლო დღეებში სურათი მეტ ნაკლებად შეიცვალა და მაინც საინტერესო იქნება გამოკითხვის ჩატარება.
ახლა კი ორიოდე სიტყვით იმის შესახებ თუ რა უპირატესობა აქვს ჩემს მიერ შემოთავაზებულ გამოკითხვას სხვებთან შედარებით. ფორუმის გამოკითხვებისგან განსხვავებით ის უპირატესობაა რომ სხვადასხვა ნიკებით(ასეთი რამ იშვიათობა ნამდვილად არაა ფორუმზე) ხმას ვერ მისცემენ, ხოლო სხვა ონლაინ გამოკითხვებისგან გასხვავებით კი ის უპირატესობაა რომ პროქსი სერვერებს და ეგეთ მამაძაღლობებსაც ვერ გამოიყენებენ ჩვენი ღრმად პატივცემული მომხმარებლები...
ასე რომ ხმების გაყალბების მცდელობა მაქსიმალურად დაყვანილია მინიმუმამდე.
http://www.httptunnel.ge/vote.aspxთუ ვინმე მუშაობთ დიდ ორგანიზაციაში რომელიც იყენებს პროქსის დამიპიემეთ და თვენი პროქსის მისამართს ჩავამატებ პროქსების "თეთრ" სიაში (მიუხედავად ამისა ერთი მომხმარებელი მაინც ერთხელ შეძლებს ხმის მიცემას)...
ხმის ონლაინ გაყალბებები მეხერხება (პოტენციური გამყალბებელი საიტის მიხედვით მიხვდება რომ არ ვიტყუები) ასე რომ თუ ვინმე მაინც რამეს მოახერხებს აუცილებლად დავაფიქსირებ (ლოგები ინახება) და ხმები გაუქმდება...
http://www.httptunnel.ge/vote.aspxრეზულტატების უფრო ნათლად წარმოსაჩენად (პროცენტული მაჩვენებლები და ასე შემდეგ) გამოკითხვის დიზანის მოგვიანებით დავხვეწავ...
This post has been edited by LOTI on 30 Dec 2007, 16:56
######## დემოკრატია კი არა და გავკარი პრომეთეს...