forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თმის მოშორება , ან ზრდის შეჩერება
ququn
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 53547
რეგისტრ.: 16-February 08

  გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:08  #10033049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მაინტერესებს არის თუ არა ისეთი წამალი ან "ხალხური საშუალება" თმის ზრდას რო აჩერებდეს, ასე ვთქვათ "სპობდეს". spy.gif
არ ვგულისხმობ ლაზერულ ეპილაციას და ა.შ

იქნებ იცით ვინმემ?
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:29  #10033228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
ququn

ეფლორნიტინი

http://en.wikipedia.org/wiki/Eflornithine#...inhibitor_cream

http://www.nlm.nih.gov/medlineplus/druginf...er/a604031.html

http://www.medicinenet.com/eflornithine/article.htm

საქართველოში იყიდება თუ არა, არ ვიცი mo.gif


--------------------
It's not so much where you stand in life, but in what direction you are moving
ququn
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 53547
რეგისტრ.: 16-February 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:31  #10033248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვნახავ . მადლობა

p.s ისე რომელ ექიმს უნდა მივმართო ხო არ იცით?

ეხლა ვნახე, მაგრამ ეგ ზრდის პროცესს ანელებს მეტი არაფერი. sad.gif

This post has been edited by ququn on 13 Jun 2008, 20:34
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:37  #10033295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
ququn

და ეპილაცია რატო არა?

თუ ჰორმონული დარღვევების გამოა ჭარბთმიანობა, მაშინ ენდოკრინოლოგი უნდა მაგას, კრემებით ვერ უშველი yes.gif
Prankster
God


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 53990
წევრი No.: 1829
რეგისტრ.: 20-February 03

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:39  #10033301      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ზოგს მოსპობა უნდა
ზოგს მომატება

რას გაუგებ ამ ხალხს...

ვისაც ზედმეტი გაქვთ - ჩემკენ გამოუშვით biggrin.gif


--------------------
ჩემი ჰალსტუხი მიმართულებას უჩვენებს მათ ვისაც მე არ მოვწონვარ...
-
“Each of us is full of shit in our own special way. We are all shitty little snowflakes dancing in the universe.”
(C) Lewis Black
ququn
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 53547
რეგისტრ.: 16-February 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:42  #10033329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mtvareuli

ჰორმონალური დარღვევების გამო არაა. უბრალოდ მაინტერესებს რა საშუალებება არსებობს. ალბათ კრემი მარა რომელი! biggrin.gif

This post has been edited by ququn on 13 Jun 2008, 20:42
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:52  #10033444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
ququn

რაც ზემოთ დავწერე, იმაზე მეტი ეფექტის მქონე კრემი არამგონია არსებობდეს..... ნუ დეპილატორი კრემები არსებობს კიდე, მაგრამ ეგ არამგონია გაინტერესებდეს smile.gif
ququn
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 53547
რეგისტრ.: 16-February 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 20:55  #10033480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ე.ი მივიდე უნდა ენდოკრინოლოგთან! biggrin.gif
polaren21
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 302
წევრი No.: 42717
რეგისტრ.: 26-September 07

გამოგზავნილია: 18 Jun 2008, 13:41  #10093769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
გამარჯობათ , მოკლედ მაინტერესებს , არსებობს თურმე რაღაც კრემი , რომლის წასმის შემდეგ , ჩამოიბანთ და სასურველ ადგილას ბეწვი აღარ იქნება , ესეთი რამე არსებობს და სახელს ხომ ვერ მეტყვით , მე წინ მუცელსა და მკერდზე მინდა მეწვის მოშორება , წინასწარ გმადლობთ yes.gif


--------------------
Gaiwie ra da mec chamovjdebi ...........
Bala
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 738
წევრი No.: 33063
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 18 Jun 2008, 14:01  #10094017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
როგორც მივხვდი ბიჭი უნდა იყო

რომელიმე ფირმის დეპილატორი აიღე, მაგრამ კაცებისთვის თუ არის ეგენი არ ვიცი, ანუ ქალის და კაცის თმა სხვადასხვანაირია და კრემების გამოყენებაც არ შეიძლება ერთნაირის (ალბათ)
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 18 Jun 2008, 15:40  #10095485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
სილამაზე&მოდის განყოFილებაში არსებობს თემა ეპილაციაზე, მაგრამ აქ მაინც ხსნიან თმის მოშორებაზე თემებს. მე ადრე შევაგროვე ამაზე რაღაც ინFორმაციები და დავწერე იმ თემაში, მაგრამ აქაც დავწერ, კაი biggrin.gif

დღეისთვის თმის მოშორების ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ არცერთი არაა ისეთი, რომ სამუდამოდ მოაშოროს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ელექტრო, ლაზერული და ფოტო ეპილაცია, დიდი ხნით აცილებს თმებს და საკმაოდ ამცირებს მათ რაოდენობას, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მილიონობით თმის ფოლიკული გვაქვს, ზოგიერთი ისევ იზრდება. Eს მეთოდები საკმაოდ ძვირადღირებულიცაა. თმის მოშორების უფრო იაფ მეთოდებს მიეკუთვნება გაპარსვა, მექანიკური ეპილატორები, დეპილატორები, აფხრეწვა(ვოქსი). მათი ეფექტი შედარებით მოკლეა.

მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება კანის გაღიზიანების ხარისხით, რისკით, ფასით, პროცედურის ხანგრძლივობის და თმის ამოსვლის დროით, აგრეთვე შედეგით. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე, მის სიხშირეზე, ჰორმონალურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. თუმცა ქვემოთ მოყვანილია თითოეული მათგანის მოკლე დახასიათება.

მექანიკური ეპილატორები:
ისინი თმას ძირიდან აძრობენ და არ არის რეკომენდირებული ისეთ ადგილებზე, სადაც კანი მგრძნობიარეა, მაგალითად სახეზე, ბიკინის ზონაში, იღლიებში, რადგან პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია. გარდა ამისა, თმას უნდა ჰქონდეს გარკვეული სიგრძე, რომ ეპილატორმა ის ამოაძროს, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი მათგანში მაინც გამოტოვოს. მისი ხანგრძლივი გამოყენებისას თმა შედარებით სუსტი ხდება და შეიძლება რაოდენობამაც იკლოს, მაგრამ, ამ პროცედურეს დიდი მინუსი არის ის, რომ თმა შეიძლება ჩაიზარდოს კანში.
user posted image

დეპილატორები:
ისინი შეიძლება ითქვას, ქიმიურად პარსავენ თმას. დეპილატორი კრემები ან ლოსიონები შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებშიც იხსნება თმის ცილები და შედეგად ისინი ცილდება კანს. ზოგიერთმა დეპილატორმა შეიძლება გამოიწვიოს აკნეს მომატება კანზე, ან კანის გაღიზიანება ან დამწვრობა, თუ მისი ფორმულა ზედმეტად ძლიერია ან კანზე დროზე მეტხანს იქნება გაჩერებული. შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც გაპარსვის შემდეგ, რამოდენიმე დღიანი.

ვოქსი:
ცვილით ან სპეციალური ასაფხრეწი ლენტებით კანის რაღაც მონაკვეთიდან ხდება თმების მოშორება, მათი ძირებიდან ამოძრობის გზით. ეს მეთოდი საკმაოდ მტკივნეულია. შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ან თმის ფოლიკულიების ანთება. ვოქსი არ შეიძლება დაიდოს კანზე, რომელიც არის დაზიანებული, მზით დამწვარი, აგრეთვე არ შეიძლება მისი გამოყენება სახეზე, რადგან სახის კანი უფრო მგრძნობიარეა და შეიძლება დაზიანდეს კიდეც. უკეთესია თუ პროფესიონალთან ჩაიტარებთ ამ პროცედურას. თმა უნდა იყოს გარკვეული სიგრძის, რომ პროცედურა ეფექტური იყოს. ეფექტი გრძელდება დაახლოებით 3-8 კვირა.
user posted image

ელექტროლიზი:
ელექტროლიზი, ანუ ელექტროეპილაცია არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რადგან ხდება თითოეული თმის ინდივიდუალურად მოშორება. ამ დროს ნემსით ჩადიან თითოეული თმის ძირამდე და ელექტრული იმპულსით აზიანებენ მის ფოლიკულს. ამის გამო ელექტროლიზი საკმაოდ მტკივნეულია. კანი რაღაც დროის განმავლობაში შეიძლება იყოს გაღიზიანებული, (შესაძლოა ნაჩხვლეტის ადგილებზე პატარა წერტილები გაჩნდეს, რომლებიც წესით რამდენიმე დღეში ქრება, ამაზე დადებით გავლენას ახდენს მზის სხივები). ერთ ადგილას შეიძლება რამდენიმე პროცედურეს ჩატარება გახდეს საჭირო, თუმცა შედეგი საკმაოდ ეფექტურია. ზოგიერთი თმა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული რაოდენობით და გაცილებით სუსტი და შეუმჩნეველი. პროცედურა აუცილებლად პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს. ფასი ისაზღვრება დროის ხანგრძლივობით და არის საშუალოდ 10 ლარი საათში.
user posted image user posted image

ლაზერი:
მისი მოქმედების მექანიზმი არის კანის მცირე მონაკვეთებზე ლაზერის სხივით მოქმედება. სხივი აზიანებს თმის ფოლიკულას და მის შემდგომ ზრდას უშლის ხელს. ტკივილი თითქმის არ არის, შესაძლებელია მცირედი დისკომფორტი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მცირე ხანს გრძელდება პროცედურა. შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიწითლე (როგორც წესი 10-15 წუთში უნდა გაიაროს) და კანის პიგმენტური ცვლილება (კანზე საჭიროა მზისგან დამცავი კრემის წასმა პროცედურიდან 1-2 კვირის განმავლობაში) ლაზერის სხივი მოქმედებს პიგმენტ მელანინზე და ამიტომ მისით მკურნალობა ყველაზე ეფექტურია მუქი თმისა და ღია კანის მქონე ადამიანებისთვის, ქერებისთვის შედარებით არაეფექტურია. ლაზერულმა ეპილაციამ შეიძლება არ იმოქმედოს ისეთ ადგილებზე, სადაც თმის ფოლიკულები შედარებით ღრმად მდებარეობენ, მაგალითად იღლიის, ან ბიკინის ზონებში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თხელ და უფერო ბუსუსებზე და მათი ზრდაც კი გამოიწვიოს. პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაატაროს ლიცენზირებულმა პროფესიონალმა. საკმაოდ ძვირი ჯდება(ერთი იმპულსი დაახლოებით 1-2ლარი მგონი და ეს იმპულსი მოქმედებს სადღაც სანტიმეტრნახევარი დიამეტრიც მონაკვეთზე) და რამოდენიმე პროცედურაა საჭირო (2-3 თვის ინტერვალებში) ეფექტი საკმაოდ ხანგღძლივი და კარგია, თუმცა არ ხდება თმის სრულიად მოშორება, ისევ შეიძლება ამოვიდეს, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული და შეთხელებული.
user posted image

ფოტოეპილაცია:
ეს მეთოდი ითვალისწინებს ინტენსიური, პულსირებადი სინათლის მოქმედებით თმის ფოლიკულების დაზიანებას. ის მოქმედებს ყველგან, ყველა სახის კანსა და თმაზე. მოქმედებს უფრო დიდ ფართობზე ერთდროულად და შესაბამისად, უფრო ნაკლები დრო ჭირდება პროცედურას. ის უნდა ჩაატაროს ლიცენზირებულმა პროფესიონალმა, რომელიც პაციენტს თმისა და კანის ფერის მიხედვით ინდივიდუალურად შეურჩევს მკურნალობის სახეს. აქვს მინიმალური გვერდითი ეფექტები, თუმცა აქაც რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო. შედეგი ხანგრძლივი და კარგია. შეიძლება კვლავ გაიზარდოს თმები, თუმცა გაცილებით ნაკლებრიცხოვანი და თხელი. პროცედურა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა საქართველოში საერთოდ არის თუ არა სადმე ეს აპარატი, არ ვიცი.
user posted image

თუ ეს ყველაფერი არაკომფორტული ან ძვირია, მაშინ ისევ მამაპაპურ გაპარსვას მიმართეთbiggrin.gif
user posted image

ინფორმაცია შეიძლება სრულყოფილი არ არის, მაგრამ რაღაც ელემენტარულს მაინც გაიგებთ. მე მეტი რაღა გიყოთ biggrin.gif უFრო დეტალურად თქვენ მოიძიეთ და გაერკვიეთ და რაც მთავარია, გამოსცადეთ yes.gif
*tamtam*
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2079
წევრი No.: 52198
რეგისტრ.: 23-January 08

გამოგზავნილია: 18 Jun 2008, 16:12  #10095968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე რაც ვცადე რეალური ეფექტი ელექტროეპილაციის შემდეგ დავინახე..
ლაზერმა უფრო გამიუარესა, მაგრამ მერე ელექტროთი გავიკეთე და სადაც გავიკეთე ორჯერ, იქ აღარ ამომსვლია smile.gif
naa
free bird


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1583
წევრი No.: 53975
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 21 Jun 2008, 09:37  #10134325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეპილატორი ძაან კაია, პირველად ძაან მტკივნეულია, მაგრამ მერე ეჩვევი და საერთოდ არგტკივა, თან ძაან ასუსტებს თმას და უფრო იშვიათად გიწევს


--------------------
love is in the air.. ♪♫♪♪♫♪♫♪♪♫...
mgeli556
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2405
წევრი No.: 64104
რეგისტრ.: 11-June 08

გამოგზავნილია: 21 Jul 2008, 02:20  #10489170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძაღლის რძე უნდა წაისვა და გიშველის
ლაბუ
Busuna


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1159
წევრი No.: 16720
რეგისტრ.: 30-January 06

გამოგზავნილია: 21 Jul 2008, 12:02  #10491343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ძაღლის რძე უნდა წაისვა და გიშველის

და კიდევ ყვავის ქონი biggrin.gif givi.gif
ეფრემ ვერდის გამოცდილებიდან გეუბნები yes.gif biggrin.gif


--------------------
Behind every great woman is a man checking out her ass..
Верьте людям на слово..... заверенное подписью и печатью
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0484 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]