forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლომისობა ეს კერპთაყვანისმცემლურია თუ ქრისტიანული, ხარი რომელმაც ხალხი გადაარჩინა წმინდა გახდა
_k_a_n_t_
`licemer გაჩერებული რო იყო ფორუმი ჩასული იყავი?


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 566
წევრი No.: 53301
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 18 Jun 2008, 14:01  #10094020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
მაინტერესებს ლომისობა მართმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა?




მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm


--------------------
მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,
რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,
რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე
და ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.
NAVARA
Soulsick


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10224
წევრი No.: 1445
რეგისტრ.: 26-November 02

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:18  #10125609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
თქმულება
კიდევ კარგი.
_k_a_n_t_
`licemer გაჩერებული რო იყო ფორუმი ჩასული იყავი?


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 566
წევრი No.: 53301
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:20  #10125641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
მიმაჩნია რომ კერპია ლომისა და ხალხი კერპს ეთაყვანება
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11265
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:32  #10125857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
მიმაჩნია რომ კერპია ლომისა და ხალხი კერპს ეთაყვანება


კერპად შეიძლება ყველაფერი გადააქციო, მათ შორის ქრისტეც smile.gif
Taba
ლოგიკას გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17855
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:36  #10125915      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მნათეუსი
QUOTE
კერპად შეიძლება ყველაფერი გადააქციო, მათ შორის ქრისტეც 

და ნებისმიერი კერპი ჩააყენო ქრისტეანობის სამსახურში wink.gif

QUOTE
მშვიდობა იწყება ღიმილით smile.gif

მშვიდობა კი არა მეგობრობა , სამყარო კი ლურჯი წყაროდან smile.gif


--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
NAVARA
Soulsick


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10224
წევრი No.: 1445
რეგისტრ.: 26-November 02

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:41  #10126000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქრისტიანობა კაკრას ისეთი იდეოლოგიაა კერპებს და ფეტიშებს რომ ვერ იტანს. ნებისმიერი კომპრომისის მცდეოლობა მაგ სფეროში მარაზმამდე დადის საბოლოოდ.
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11265
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:44  #10126036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ქრისტიანობა კაკრას ისეთი იდეოლოგიაა კერპებს და ფეტიშებს რომ ვერ იტანს. ნებისმიერი კომპრომისის მცდეოლობა მაგ სფეროში მარაზმამდე დადის საბოლოოდ.


იმიტომ, რომ ქრისტიანობა უფრო ფსიქოლოგიურ-პნევმატური რელიგიაა...
_k_a_n_t_
`licemer გაჩერებული რო იყო ფორუმი ჩასული იყავი?


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 566
წევრი No.: 53301
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:50  #10126132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
QUOTE
ქრისტიანობა კაკრას ისეთი იდეოლოგიაა კერპებს და ფეტიშებს რომ ვერ იტანს.

საინტერესოა რატომ აღიარებს კერპებს თუ ეწინაღმდეგება
* * *
მნათეუსი
QUOTE
კერპად შეიძლება ყველაფერი გადააქციო, მათ შორის ქრისტეც

ქრისტიანობა აღიარებს რომ ქრისტე უფალია
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11265
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:56  #10126248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
საინტერესოა რატომ აღიარებს კერპებს თუ ეწინაღმდეგება


კერძოდ?

QUOTE

ქრისტიანობა აღიარებს რომ ქრისტე უფალია


ქრისტიანობა აღიარებს რომ ქრისტე აბსოლუტური პიროვნებაა, რომელიც იმავდროულად არის სრული სიყვარული, ადამიანი კი მისი ხატია, რომელიც მოწოდებულია სრულიყოს smile.gif

ის არ არის ქვაში ამეტყველებული, დროს დაქვემდებარებული ღმერთი... smile.gif
_k_a_n_t_
`licemer გაჩერებული რო იყო ფორუმი ჩასული იყავი?


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 566
წევრი No.: 53301
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 16:59  #10126294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
მნათეუსი
QUOTE
კერძოდ?

ლომისა
NAVARA
Soulsick


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10224
წევრი No.: 1445
რეგისტრ.: 26-November 02

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 17:00  #10126311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
_k_a_n_t_
მარტივადაა საქმე. ხსენებულ რეგიონში ქრისტიანობამდელი რელიგიის(ცხოვრების წესის/მსოფმხედველობის/მორალის რაც გინდათ ის დაუძახეთ) ჩაკვლა უფრო პრობლემატური იყო ვიდრე კერპების(იმიჯების) "ჩაყენება ქრისტიანობის სამსახურში". შესაბამისად გადაწყვეტილებას ვინც იღებდა მოიქცა როგორც რიგითი ჰუმანი და წავიდა მარტივი და ეფექტური გზით. ორიგინალური რელიგიის კონცეპტი როგორც წესი ყველგან და ყველა დროში ეკიდა ყველა მმართველს. როგორც საეროს ისევე სასულიეროს. სვისატი პციჩევა პალёტა ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ასე რომ მათ დაძრახვას ნამეტანი ნუ იჩქარებთ.
მნათეუსი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11265
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 17:01  #10126331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE

ლომისა


ასე უცბად ნუ შეაფასებ, რამდენადაც ქრისტიანული თეოლოგია ებრძვის არა მხოლოდ დოგმატურ ცდომილებას, არამედ ეკლესიის შიგნით, მითოლოგიურ წარმონაქმნს... ლომისაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს იქ ეკლესიური ცნობიერების გავლენა ძალიან სუსტია, ადგილობრივი მოსახლეობა მძლავრ წარმართულ-ტრადიციულ გავლენას განიცდის...

საზოგადოდ, მთიანი საქართველო... smile.gif
_k_a_n_t_
`licemer გაჩერებული რო იყო ფორუმი ჩასული იყავი?


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 566
წევრი No.: 53301
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 17:09  #10126430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
NAVARA
QUOTE
ორიგინალური რელიგიის კონცეპტი როგორც წესი ყველგან და ყველა დროში ეკიდა ყველა მმართველს. როგორც საეროს ისევე სასულიეროს. სვისატი პციჩევა პალёტა ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ასე რომ მათ დაძრახვას ნამეტანი ნუ იჩქარებთ.

რომ ეკიდათ ამიტომ მივიღეთ ეს ფორმა ხარს ეთაყვანებიან
yes.gif
NAVARA
Soulsick


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10224
წევრი No.: 1445
რეგისტრ.: 26-November 02

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 21:27  #10129466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
_k_a_n_t_
QUOTE
რომ ეკიდათ ამიტომ მივიღეთ ეს ფორმა ხარს ეთაყვანებიან
მარტო ხარს არა. ავტორიტარულ პერსონებს ამ პერსონების გვამის კუსოკებს და შმოტკებს gigi.gif, ნახატებს, სკულპტურებს, შენობებს და ათას წვრილმანს. თაყვანისცემის ფორმები და ობიექტები საზოგადოებაზე იძლევა წარმოდგენას.

ვოპშემ რელიგიას ვინც ქმნის და ასაპორტებს მათთვის რელიგია არის მართვის ინსტრუმენტი, საშუალება და არა მიზანი. რათქმაუნდა როცა კონტროლს დაამყარებ მერე შეგიძლია დახვეწო გემოვნების მიხედვით. მარა მანამდე აუცილებელია გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებდეს. ერთერთი პირობაა სამიზნე აუდიტორიაზე ოპტიმიზაცია. რაც უფრო ახლო დგას რელიგია საზოგადოებაში გავრცელებულ პარადიგმებთან მით უფრო ადვილია ამ საზოგადოებისათვის ამ რელიგიის თავზე მოხვევა.
sidhartha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1437
წევრი No.: 19686
რეგისტრ.: 12-May 06

გამოგზავნილია: 20 Jun 2008, 22:09  #10129916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
NAVARA
QUOTE
ვოპშემ რელიგიას ვინც ქმნის

ვინ ქმნის რელიგიას?


--------------------
Any road followed precisely to its end, leads precisely nowhere.

Frank Herbert ,"Dune"
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0407 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]