forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა განახლებული  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (21) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ინტერნეტიდან მოქაჩული თამაშების დაინსტალირება, მცირე ტუტორიალი დამწყებთათვის
7th Guest
ქართული ცელოკრატიის მამა


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17756
წევრი No.: 7777
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 24 Dec 2008, 08:09  #12003248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
user posted image

შესავალი

როგორც წესი, ინტერნეტში თამაშები დევს ეგრეთწოდებული CD იმიჯების სახით. ეს არის ერთი ან რამდენიმე დიდი ფაილი, რომელსაც შეიძლება მოყვებოდეს ასევე ერთი ან რამდენიმე პატარა ფაილი. CD იმიჯი წარმოადგენს ვირტუალურ კომპაქტ-დისკს, რომელსაც სჭირდება ვირტუალური CD-ROM-ი, ამიტომ საჭიროა თქვენს სისტემაში შეიქმნას ასეთი ვირტუალური მოწყობილობა.

ამისათვის საჭიროა დაინსტალირდეს რომელიმე პროგრამა, რომელსაც აქვს ვირტუალური CD დრაივის შექმნის ფუნქცია. ასეთი პროგრამები მრავლად არსებობს, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია ორი მათგანი -- Daemon Tools და Alcohol 120%. ამიტომ აქ ლაპარაკი იქნება ამ ორ პროგრამაზე. ისინი ბევრ რამეში იდენტურია, თუმცა არის განსხვავებებიც.

Daemon Tools

Daemon Tools მუშაობს შემდეგ იმიჯ-ფაილებთან:

cue/bin
iso
ccd (CloneCD)
bwt (BlindWrite)
mds (Media Descriptor File)
cdi (Discjuggler)
nrg (Nero)
pdi (Instant CD/DVD)
b5t (BlindWrite 5)

პროგრამის დაინსტალირების შემდეგ შესაძლოა დაგჭირდეთ სისტემის გადატვირთვა. My Computer-ში დაემატება კიდევ ერთი CD/DVD მოწყობილობა, ხოლო system tray-ში ჩაჯდება პატარა ხატულა, საიდანაც ხდება ყველა ძირითადი ფუნქციის მართვა.

იმისათვის, რომ თქვენს ახალ ვირტუალურ CD-ROM-ში ”ჩაიდოს” ინტერნეტიდან მოქაჩული ვირტუალური კომპაქტ-დისკი, ანუ CD-იმიჯი, საჭიროა მისი ”დამაუნტება” (Mounting). ეს ხდება შემდეგნაირად:

1) Daemon Tools system tray icon-ზე მარჯვენა კლიკით გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ
2) ამოირჩიეთ Virtual CD/DVD-ROM
3) ამოირჩიეთ Device ...
4) დააწკაპუნეთ Mount image
5) მოძებნეთ თქვენს მიერ მოქაჩული იმიჯ-ფაილი
6) დააწკაპუნეთ OK ან ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე, რის შემდეგაც ის ”დამაუნტდება”, ანუ ჩაიდება CD-ROM-ში.

user posted image

თუმცა, არსებობს დამაუნტების გაცილებით მარტივი და სწრაფი ხერხი: system tray icon-ზე დაკლიკეთ თაგვის მარცხენა ღილაკით, გამოვა ე. წ. "სწრაფი მენიუ", დააწკაპუნეთ მასზე და პირდაპირ მოხვდებით იმიჯის დამაუნტების ფანჯარაში (იხ. სურათი ქვემოთ).

user posted image

ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერი მანიპულაცია ”დამაუნტებულ” კომპაქტ-დისკთან, ისევე როგორც ნებისმიერ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკთან.

როგორ მოვხსნათ CD-იმიჯი:

1) გამოიძახეთ იგივე კონტექსტური მენიუ system tray icon-ის მეშვეობით
2) ამოირჩიეთ Virtual CD/DVD-ROM
3) ამოირჩიეთ Device ...
4) დააწკაპუნეთ Unmount image

Alcohol 120%

ეხლა რაც შეეხება Alcohol 120%-ს. ამ პროგრამას გააჩნია პრაქტიკულად ყველა ის ფუნქცია, რაც აქვს Daemon Tools-ს, იმ განსხვავებით რომ მას შეუძლია თავად შექმნას CD-იმიჯი არსებული კომპაქტ-დისკიდან და ჩაწეროს იგი ცარიელ კომპაქტ-დისკზე.

Alcohol 120%-ის ინსტალაციისას ავტომატურად ჩნდება ახალი CD/DVD-ROM. სისტემის გადატვირთვა საჭირო არაა. ეს პროგრამა არც system tray-ს იყენებს. იმიჯის ”დასამაუნტებლად” უბრალოდ დააწკაპუნეთ ვირტუალურ CD/DVD-ROM-ზე თაგვის მარჯვენა ღილაკით, კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Mount Image, შემდეგ Open. მოძებნეთ სასურველი იმიჯ-ფაილი და დააწკაპუნეთ OK. იმიჯის მოსახსნელად ისევ გამოიძახეთ ვირტუალურ CD/DVD-ROM-ის კონტექსტური მენიუ, სადაც დამაუნტებული იმიჯის შემთხვევაში Mount Image წარწერის ქვემოთ გაჩნდება Un-mount Image. დააწკაპუნეთ მასზე და იმიჯი მოიხსნება.

ორი ან მეტ-დისკიანი თამაშების დაინსტალირება

როდესაც აინსტალირებთ ორ ან მეტ-დისკიან თამაშს და ინსტალატორი გთხოვთ შემდეგი დისკის ჩადებას, პანიკას ნუ მიეცემით -- უბრალოდ მოხსენით წინა დისკის იმიჯი და ”დაამაუნტეთ” შემდეგი დისკის იმიჯი. რომელი რომელია, მიხვდებით სახელწოდების მიხედვით (როგორც წესი, მრავალდისკიანი იმიჯების სახელწოდებაში ფიგურირებს ციფრები 1, 2, 3... ან ასოები a, b, c...).

როდესაც პროგრამა ვერ ხედავს თამაშის იმიჯს

ზოგიერთ იმიჯს მოყვება პატარა აღწერილობის ფაილი, რომელიც დამატებით ინფორმაციას შეიცავს და უადვილებს Daemon Tools-ის მსგავს პროგრამებს მათთან მუშაობას. მაგალითად, .BIN იმიჯებს მოყვება .CUE ფაილები, .MDF-ებს .MDS-ები და ასე შემდეგ.

პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ეს იმიჯები ინტერნეტში დევს აღწერილობის ფაილების გარეშე, პროგრამები კი მათ გარეშე ვერ ხედავენ ამ იმიჯებს. ეს პრობლემა ძალიან მარტივი გადასაჭრელია -- უბრალოდ დიალოგის ფანჯარაში აირჩიეთ All files (*.*), რის შემდეგაც პროგრამა შეძლებს იმიჯის დანახვას.

user posted image

როდესაც თამაში ითხოვს დისკს

ინსტალაციის შემდეგ, როგორც წესი, საჭიროა თამაშის გამშვები ფაილის გამოცვლა ე. წ. დაკრეკილი ვერსიით, რომელსაც No-CD ეწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაში მოგთხოვთ ორიგინალ დისკს. ეს დაკრეკილი ვერსია თავზე უნდა გადააწეროთ თამაშის ფოლდერში არსებულ იგივე სახელის მქონე ფაილს.

ინფორმაცია ამ No-CD კრეკების შესახებ, როგორც წესი, მოცემულია NFO ფაილებში, რომლებიც მოყვება პირატულ რელიზებს. მათ სანახავად მოქაჩეთ პროგრამა Damn NFO Viewer ან უბრალოდ გახსენით ისინი Notepad-ში. ამ NFO ფაილებში, ზოგადი ინფორმაციის გარდა, მითითებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ თამაშმა დისკი აღიქვას როგორც ორიგინალი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში იქვე მოცემულია სერიული ნომერი ან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც თამაშის გასაშვებადაა საჭირო.

უმეტეს შემთხვევაში თამაშის გამშვები ფაილის დაკრეკილი ვერსია დევს დამაუნტებულ დისკზე დირექტორიაში CRACK. ზოგჯერ ასეთ დირექტორიას ქვია არა CRACK, არამედ იმ ხაკერთა ჯგუფის სახელი, რომელმაც ესა თუ ის რელიზი გამოუშვა (მაგ. DEVIANCE, HOODLUM, etc.). ზოგი შეცდომით ეძებს ხოლმე ამ CRACK ფოლდერს უკვე დაინსტალირებული თამაშის დირექტორიაში საკუთარ HDD-ზე. ვიმეორებ -- ეს ფოლდერი მდებარეობს დამაუნტებულ დისკზე, ანუ თვითონ იმიჯ-ფაილში.

თუ No-CD კრეკი არ მოყვა რელიზს, მაშინ მოგიწევთ მისი ინტერნეტში მოძებნა და დაქაჩვა. არის რამდენიმე საიტი, საიდანაც შეგიძლიათ მოიპოვოთ No-CD კრეკები. მათ შორის ყველაზე ცნობილია http://www.gamecopyworld.com, სადაც პრაქტიკულად ყველა თამაშის No-CD კრეკი დევს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტით http://www.megagames.com, თუმცა ეს უკანასკნელი ცოტა მოუხერხებელია იმის გამო, რომ ძებნის ფუნქცია არა აქვს. თან მისი ასორტიმენტი gamecopyworld.com-თან შედარებით საგრძნობლად მცირეა.

იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით როდესაც თამაში ახალი გამოსულია და ჯერ ვერ მოასწრეს მისი ნორმალურად შეტეხვა, ზემოთხსენებულ საიტებზე No-CD-ს ნაცვლად შეიძლება შემოგთავაზონ ე. წ. Backup-CD. ეს არის თამაშის ყალბი იმიჯი, რომლის დამაუნტების შემდეგ თამაში მას ორიგინალად აღიქვამს. ოღონდ ამისათვის, როგორც წესი, საჭიროა თამაშის გაშვება რომელიმე სპეციალური უტილიტის მეშვეობით, რომელიც თამაშის დაცვის სისტემას ატყუებს. ასეთი უტილიტა რამდენიმეა, იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის დაცვას იყენებს თამაში. მაგალითად, SecuROM-ის დაცვის საწინააღმდეგოდ არსებობს SecuROM Loader, SafeDisc-ის საწინააღმდეგოდ -- SafeDisc Hider და ასე შემდეგ.

როდესაც თამაში ითხოვს სერიულ ნომერს

პირველ რიგში, ნახეთ, მოყვება თუ არა თამაშს NFO ფაილი. თუ მოყვება, წესით მასში უნდა ეწეროს სერიული ნომერი (CD-KEY). თუ არ მოყვება, ან მოყვება, მაგრამ არ წერია (ეგეთებიც ხდება ხოლმე), მაშინ სერიული ნომერი უნდა მოძებნოთ ინტერნეტის მეშვეობით. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Google ან სხვა საძებნი საშუალებები. აგრეთვე, არსებობს უამრავი საიტი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ თამაშების და პროგრამების სერიული ნომრები -- მაგალითად, asta-killer.com ან serials.ws

უფრო დაწვრილებით ნახეთ თემა სერიული ნომრები, კრეკები და No-CD ფაილები.

--------------------------------------------

თუ რამე გაუგებარია ან დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, დაპოსტეთ აქ ან მომმართეთ PM-ში.

Sincerely yours,
7th Guest.

This post has been edited by 7th Guest on 22 Jul 2009, 19:21


--------------------
user posted image დაანებეთ ჩემს ცელს თავი!!!
7th Guest
ქართული ცელოკრატიის მამა


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17756
წევრი No.: 7777
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 24 Dec 2008, 08:52  #12003328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
წინა თემა ვისაც აინტერესებს, აი ლინკი:

ინტერნეტიდან მოქაჩული თამაშების დაინსტალირება

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
ikebana
კვალევიჩის მადრატი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11800
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 2 Jan 2009, 21:08  #12105837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
7th Guest
დემონი ვერ ხედავს ბინ ფაილებს და მოუნთს არ უკეთებს და რა ვქნა? ჰეეეეელფ


--------------------
-----------------------------
ირაკლი ლომაიას მესამე ხარისხის ორდენის კავალერი (c) Prankster
------------------------------
-იკებანა მემგონი ჰაერით იკვებება, ----orzo
-არა, ესთეტიკით.---OtsnebisQali
------------------------------
Homo Dentisticus
salvatore
UN-Builder


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14164
წევრი No.: 16419
რეგისტრ.: 20-January 06

გამოგზავნილია: 2 Jan 2009, 21:50  #12106189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq
ikebana
იმ ფანჯარაში სადაც დასამაუნთებელ იმიჯს არჩევ მონიშნე all files


--------------------
ქირავდება სარეკლამო ადგილი(დამატებითი ინფორმაციისათვის ხელახლა დაიწყეთ კითხვა დასაწყისში მდებარე ასო ქდან)
ikebana
კვალევიჩის მადრატი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11800
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 2 Jan 2009, 22:38  #12106667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
salvatore
ქენნოთ ოუფენო sad.gif
Gi0rgius
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8027
წევრი No.: 47709
რეგისტრ.: 24-November 07

  გამოგზავნილია: 3 Jan 2009, 09:47  #12110257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
7th Guest
კაი ტუტორიალია,მაგრამ კოპირაითს გირღვევენ(დაგუგლე).

ikebana
QUOTE
7th Guest დემონი ვერ ხედავს ბინ ფაილებს და მოუნთს არ უკეთებს და რა ვქნა? ჰეეეეელფ

salvatore
QUOTE
ikebana იმ ფანჯარაში სადაც დასამაუნთებელ იმიჯს არჩევ მონიშნე all files

yes.gif
ამას უნდა ეშველა წესით,შეიძლება
1)დაემონის ძველი ვერსია გიყენია
2)სისტემის არაა თავსებადი
3)იმიჯია დაზიანებული.
http://www.disc-soft.com/download/dtproAdv/evаl
აქედან გადმოწერე ბოლო ვერსია და იმით სცადე,ისე წესით cue ფაილიც უნდა ყოფილიყო მანდ.
თუ არ დაგეზარება სცადე BIN ფაილის აისოში გადაყვანა ამითი http://www.winiso.com/
თუ მაგანაც არ გიშველა http://www.slysoft.com/en/gamejackal.html
ამითი გაუშვი.

[OFFTOPIC]თუ მაინც არაფერი გეშველა,დაპოსტე და რამეს მოვიფიქრებ(თ)


--------------------
ვისვენებ და ნუ შემაწუხებთ.
-Annunaki-
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 323
წევრი No.: 59623
რეგისტრ.: 28-April 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2009, 11:45  #12133175      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
კაი ტუტორიალია,მაგრამ კოპირაითს გირღვევენ(დაგუგლე).


მე ვიპოვე biggrin.gif

http://www.gogo.ge/forum/index.php?showtopic=322
http://planeta.ge/lofiversion/index.php/t3027.html

ნუ ბექო თუ 7guest არარი.....
ikebana
კვალევიჩის მადრატი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11800
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 5 Jan 2009, 13:31  #12134282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
Gi0rgius
QUOTE
თუ არ დაგეზარება სცადე BIN ფაილის აისოში გადაყვანა ამითი http://www.winiso.com/

გადმოვწერე მაგრამ როგორ უნდა გადავიყვანო?

GURAMI2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1278
წევრი No.: 50505
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2009, 18:28  #12137613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
7th Guest

გეცოდინება ინტერნეტიდან მოქაჩული პს2 ის თამაშები როგორ ჩავწეროთ დისკზე პს2 ისთვის და იქნებ აგეხსნა.
ძალიან დამეხმარებოდი და ბევრს დააინტერესებდა
pulsar
Kill to live and live to die


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2793
წევრი No.: 21817
რეგისტრ.: 19-July 06

გამოგზავნილია: 5 Jan 2009, 18:59  #12137950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim


--------------------
спроси у эльфа совет – получишь в ответ и „да“ и „нет“

GURAMI2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1278
წევრი No.: 50505
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2009, 21:20  #12139636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
pulsar
გაიხარე კიდე კაი მითხარი თორე dvd+rw ზე ვწერდი smile.gif
7th Guest
ქართული ცელოკრატიის მამა


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17756
წევრი No.: 7777
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 6 Jan 2009, 15:09  #12147647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
-Annunaki-
Gi0rgius

მე არ მაქვს დრო, კოპირაითის დამრღვევებს პეპლების საჭერი ბადით ვდიო. მაგათ სინდისზე იყოს.

GURAMI2
QUOTE
გეცოდინება ინტერნეტიდან მოქაჩული პს2 ის თამაშები როგორ ჩავწეროთ დისკზე პს2 ისთვის და იქნებ აგეხსნა.
ძალიან დამეხმარებოდი და ბევრს დააინტერესებდა


იწერება ჩვეულებრივად, როგორც DATA დისკი. თუმცა Alcohol 120%-ს აქვს PS2 დისკების ჩაწერის ცალკე რეჟიმი, მაგრამ რამდენადაც ვიცი მაგისი რეალური საჭიროება არ არსებობს.

მოკლედ, იღებ DVD იმიჯს და წერ ჩვეულებრივად, როგორც იმიჯებს წერ დისკზე. ერთადერთი რჩევა, მაქსიმალურად ნელი სიჩქარე ჩაწერისას, რადგან სწრაფად ჩაწერილ დისკებს არეკვლის კოეფიციენტი დაბალი აქვთ და PS2-ის თავაკს შეიძლება წაკითხვა გაუჭირდეს, გაჭედოს ადგილებში და ასე შემდეგ.

რამდენადაც ვიცი, მნიშვნელობა არა აქვს პლიუსი იქნება დისკი თუ მინუსი, მაგრამ მე მინუსებზე ვწერდი ხოლმე.
Gi0rgius
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8027
წევრი No.: 47709
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 6 Jan 2009, 17:53  #12150100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ikebana
QUOTE
Gi0rgius QUOTE თუ არ დაგეზარება სცადე BIN ფაილის აისოში გადაყვანა ამითი http://www.winiso.com/

გადმოვწერე მაგრამ როგორ უნდა გადავიყვანო?

მაგ პროგრამით გახსენი და კონვერტაცია აირჩიე
თუ გეძნელება შეგიძლია ეს მანუალი გამოიყენო http://www.weethet.nl/english/cdrw_bintoiso.php
GURAMI2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1278
წევრი No.: 50505
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 6 Jan 2009, 20:46  #12152379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
7th Guest
ხო ეგ გასაგებია მაგრამ იმ ფორუმზე ეწერა რომ მრავალჯერადმა დისკმა შეილება ლაზერი დაგრუზოსო wink.gif
ikebana
კვალევიჩის მადრატი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11800
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 8 Jan 2009, 01:54  #12168568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
Gi0rgius
როგორც ჩანს თვითონ ფაილია დაზიანებული. ავოედან გადმოვწერე sad.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:

Topic Options Pages: (21) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.4803 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]