forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლექსები სამშობლოზე!...., უნდა იყოს ამ განყოფილებაში ეს თემა!
bocmani
ღმერთმანის ძმა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12357
წევრი No.: 46477
რეგისტრ.: 11-November 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 11:58  #13124031      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მოკლედ ყველა ვდგავართ და ჩვენს ქვეყანაზე და მის მომავალზე ვფიქრობთ, ვდაობთ, ვბჭობთ!

ამასობაში გამიჩნდა იდეა რომ დავდოთ სამშობლოზე ლექსები, მშვიდობაზე, ომზე, ვაჟკაცობაზე, თავგანწირვაზე!.....

დაე ეს იყოს ყველზე მშვიდობიანი თემა ამ განყოფილებაში!....

მე დავიწყებ ჩემი მეგობრის მიერ დაწერილი ლექსით....
არაა პოეტი, თუმცა დაწერა ის რასაც ფიქრობდა და გრძნობდა!

ლამზი, ღამის თბილისი მინდა
მისი ლამაზი კაშკაშა მთვარე!
ჩვენი მთაწმინდა ლურჯი და წმინდა
მუდამ ვეფერო ჩემს ქალაქს მინდა
ისევ გაბრწყინდეს მზე მმისი მინდა
მშვიდობა მინდა! მშვიდობა მინდა!
წყნარი დუდუნი მტკვარისა მინდა
ლამაზი ქუჩა და სახლი მინდა.
ზარბაზნის ზალპით ჩამონგრეული,
ჩემი სამშობლოს ნახვა არ მინდა!
განა ბევრს ვითხოვ?!
მშვიდობა მინდა! მშვიდობა მინდა



ალექს, კაი კაცი ხარ ძმა!


პ.ს. მოდერ მიაქციე ყურადღება ამ თემას ძმურად რაააა!.....

პოსტები ლექსების გარეშე წაიშალოს.....

შეურაცხყოფაზე ეგრევე ვორნს არა მაგრამ დედის ამადუღებელ გინებას გამოვუშვებ!

ვინც არ უდნა იყოს ის!

მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, დავწეროთ ლექსები!

სულს გაიხარდება!


--------------------
ფორუმზე პოსტვა ბიძინას პრესკონფერენციის მერე დავიწყე...
სერიოზული საფრთხეები დავინახე და იმიტომ.. - rusa1960

კაპიტალისტური სამყარო ასეა მოწყობილი ბუნებას ხეებს ჩიტების ჭიკჭიკს ჩაანაცვლებს ბეტონი და მშენებლობა საიდანაც გაკეთდება ფული - ფრიდრიხა

Грузия не прадайоца...
levan_s
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 202
წევრი No.: 34134
რეგისტრ.: 1-May 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 12:19  #13124322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bocmani

კაი კაცი ხარ შენ, გაიხარე ამ თემის გახსნისთვის!

სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება,
საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების.
მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა;
იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი.


მუხრან მაჭავარიანი

რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

ორ ზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა....


გალაკტიონ ტაბიძე


dimaopena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2940
წევრი No.: 51434
რეგისტრ.: 14-January 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 12:21  #13124362      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
კეთილდღეობის სტრიქონის წერას არ უნდა დიდი ფული
ერთმა ქაღალდმა ასე წაბილწა დედამიწაზე სული
შემოელევათ წამსვე უსკდებათ ინფაქტებისგან გული
მაგრამ აზრშიდაც გონებაშიდაც სულ ფული ფული ფული
რა არის ნეტა ეს ფენომენი რომ მოდებულა სენივით ხალხში
კარგი საქმისთვის ცოტაა ძაან ცუდი ოხრად მთაში და ბარში
რომ გაუტოლდა ნეტარ გრძნობებსაც რომ შეაფურთხა სიყვარულს თვალში
და რომ სინდისიც პატიოსნებას მოხარშა ერთად
ეშმაკის კასრში
გარეთ კი ცივა უბერავს ქარი
მოდის პატარა გზის მათხოვარი
პურისთვის უნდა მას ერთი ლარი
ავადმყოფ დედის პატრონი არის
ცივა პატარას ძალიან ცივა
ვინ იცის სახლში ის როდის მივა
თუ ფული არ გაქ შეჭამე თივა
ვიღაცა დასცინის აჩერებს ნივას
ქრთება პატარა ქრთება ძალიან
ნივაში ვიღაც ბოზი ქალია
წადი მოკალი ან მოიპარე
ფური რომ არ გაქ შენი ბრალია
ყმაწვილის ფიქრში იღვიძებს გრძნობა
გრძნობა ველური და ცხოველური
იღვიძებს ბავშვში შური და მტრობა
არავინ უთხრათ მას საყვედური
ქალმა ჩაისვა ის მანქანაში
გაათბო კარგად მოელაქუცა
შენი სახელი მითხარი ბიჭო
ბიჭი სირცხვილით მე ვარ ქაქუცა
გინდა რომ ფული ვიშოვოთ ერთად?
გინდა რომ დედას პური წაუღო?
მაშინ წამოდი შენ ჩემთან ერთად
ვინმეს საფულე რომ ამოუღო
დროა ისწავლო შენ ფულის გემო
დრო ისწავლო რანაირია
ქალმა ჩახედა ყმაწვილს თვალებში
თვალები უკვე სხვანაირია
კეთილდღეობის სტრიქონის წერას არ უნდა დიდი ფული
ერთმა ქაღალდმა ასე წაბილწა პატარა ქაქუცას სული.

This post has been edited by dimaopena on 27 Mar 2009, 12:22
Codex
Carpe Diem


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6464
წევრი No.: 19810
რეგისტრ.: 20-May 06

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 14:28  #13125984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გენიალური თემაა,
სა9აპრილო

ესეც ჩვენი სუფრიდან - დედა სამშობლოს!

motherland


ნუთუ გაგეხსნა ვენები დედა სამშობლოვ?
მომეცი ნება დავეწაფო შენ ძარღვებს
და მოვითხვარო ჩემი უძღები ტუჩები
შენი მრავალნაწოვი სისხლით...

მე პატარა და უსაშველო ვარ
იმისთვის,რომ მსურდე
მაგრამ დიდი და ნოყიერი
იმისათვის, რომ შემჭამო...

მაგრამ არა,

შენ დედა ღორიც არ ხარ საქართველოვ,
შენ ჭაობი ხარ
საყვარელი
მშობლიური ჭაობი
რომელიც გითრევს და გახრჩობს
შენებურად და მშვიდად
იავნანითურთ, მთების ჩრდილქვეშ

მოვა ის დრო და
დამპალ პანტასავით
გადმოგიგდებ - ჩემ სიცოცხლეს
სავსეს შენივე
ენით და ჯიშით
ნაწვალებსა და გაყიდულს
შენ საცეცებში - 27 ვერცხლად...

ალალი იყოს...

არ გადაგცდეს ოღონდ
სასულეში და არ დაგახრჩოს
დედა სამშობლოვ - დამღუპველო
ამდენი სიცოცხლისა და ოცნების
შენი ათასწლოვანი მძორისთვის...
leopardi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2566
წევრი No.: 29910
რეგისტრ.: 14-February 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 15:48  #13126911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რა უნდა ვთქვა საქართველოსსისხლმოწყურებული კოდექსების გოდებებზე...
აბა ჰა, აღსდექით დაჩაგრული კოდექსების სიცოცხლისა და ოცნების
გადასარჩენად - დაასამარეთ ის ათასწლოვანი მძორი საქართველო რომ ჰქვია.


--------------------
დაზდრავსტვუეტ ნაშა მოდერაცია, სამაია სპრავედლივაია მოდერაცია ვ ინეტე

ბიძინა ზედმეტად ჭკვიანია საიმისოდ რომ ჩაიკუკოს.....// kvarkvare

ვკაიფობ 180% ვორნით
silver_ranger
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13180
წევრი No.: 61803
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 15:55  #13126968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,
ვწუხვარ ქართულად, ვმღერი ქართულად,
მადლობა ღმერთს ნება დართულად,
შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად
ვზივარ და ფეხი-ფეხზე მიძევს ეგეც ქართულად,
თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო თარგმნეთ ფრანგულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, მე მწამს, მე ვწერ ქართულად,
მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.
************************************************************************************
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად-
ღალატიაო
მაგვარი
ფიქრი!
*****************************************************************************************
"ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!"_
მე ვიმეორებ ყოველ ცისმარზე.
სხვის მიწის ხვეჭა არა გვჩვევია,
ჩვენ საკუთარი ჩვენიც ვიკმარეთ.

"ეს მთა ჩვენია! ეს ხე ჩვენია!"
მე ვიმეორებ ყოველ განთიადს.
თუკი რომ კარგი გადამრჩენია,
ისიც სამშობლოს დროშად ანთია.

სამშობლოს დროშა, როგორც ფოლადი,
ერთი მიზნისკენ ჩვენს გულებს იკრებს...
გულო! მებრძოლებს გაუტოლადდი,
თოფის ლულაზე აწყობდე ფიქრებს!

* * *
მე ვარ საქართველო და ვარ ღმერთო,რა დიდი!
ვარ ქრისტეს ნაწილი,ვარ სისხლად დაცლილი.
მე ცარ საქართველო და ვარ გულში დაჭრილი,
ვარ ცრემლად დაღვრილი,ვარ ომით დაღლილი.
მე ვარ საქართველო და ვარ ცისა და მიწის,
ვარ მუხა აკვნისთვის,ვარ ბუდე არწივის,
მე ვარ საქართველო და ვარ ცამდე აზრდილი.
ვარ პირმშო აპრილის,ვარ წრფელი,ბავშვი ვით.
მე ვარ საქართველო და ვარ გრემი,მარტვილი,
ვარ ჯვარი კრწანისი,ვარ ბევრი ყვავილი.
მე ვარ საქართველო და ვარ თეთრი მანდილი,
ვარ მლოცველ ქალი ვით, ვარ დედა კაი ყმის.
მე ვარ საქართველო და ვარ მტრისთვის შხამი ვით,
ვარ ბასრი ხმალი ვით,ვარ მტკიცე ფარი ვით.
მე ვარ საქართველო და ვარ ძველი,ვაზი ვით,
ვარ ზარი ტაძრისთვის,ვარ რწმენით აღვსილი.
მე ვარ საქართველო და ვარ წმინდა,ხატი ვით,
ვარ ერი ნამდვილი,ვარ ღმერთო,რა დიდი!
**************************************************************************
იმედით ანთია სამრეკლო,
ზარსაც დარეკავს ვინმე.
უმღერს მომავალს მოხუცი
მძლავრად ჩამოკრავს სიმებს.
კვლავ ააჟღერებს სალამურს,
კვლავ გაზრდის დედა გმირებს,
ჩემი სამშობლოს გათელვა
აბა გაბედოს ვინმემ!!!
***************************************************************
ნუ ეძებთ ქებას ხალხისგან,
ვინც ხართ მამულის მხედარი,
კარგი ვაჟკაცის ჯილდოა
მისივე ნამოქმედარი.
*******************************************************
საქართველო ორი არის,
მიწის ზედა,მიწის ქვედა.
მიწის ზედა ეს ჩვენა ვართ
და სამშობლო ჩვენი დედა.
ქვედა ჩვენი წარსულია
და საფლავი წინაპართა,
ვინც სამშობლო შეგვინახა,
მტერმა იგი ვერ წაგვართვა.
მოდი,შევსვათ ერთად ყველამ
ქვედას,ზედას სადღეგრძელო,
ორივე კი ერთად არის
მთელი ჩვენი საქართველო!!!
********************************************************
მადლობელი ვიქნებოდი ღმერთის,
რომ მოეცა ხატვის ნიჭი ჩემთვის,-
დავხატავდი თბილისის ცის ფერებს-
რომ შეხედავ და რომ აგამღერებს,
დავხატავდი ძველი უბნის ქუჩებს,
ლამაზების თვალებსა და ტუჩებს,
დავხატავდი მთაწმინდას და სიონს,
დავხატავდი მზეს და წვიმის ფარდას
ყველა ფერით,მუქი ფერის გარდა.

ამ ოცნებით ვესალმები თბილისს
და ცხოვრების მეცხრამეტე ივლისს.

* * *
მთელ საქართველოს ფეხით მოვივლი,
ჩემს დიდ სიყვარულს და მარად დიადს.
მილიარდებზე არვის გავუცვლი
ამ სიყვარულის ერთ ციცქნა ხმიადს.

ჩემს საქართველოს ფეხით მოვივლი,
მისი ძეგლების ხილვა მწყურია,
მე ყველა კუთხის ღვიძლი შვილი ვარ,
ყველასთვის ოფლი მომიწურია.

ჩემს საქართველოს ფეხით მოვივლი,
არ ვუშინდები მთებსა და ქედებს.
ხან ბულბულების მღერას მოვუსმენ,
ხან მეც ვუმღერებ ღუღუნა მტრედებს.

ჩემს საქართველოს ფეხით მოვივლი,
წინაპართ ქებას მეტყვის ძეგლები.
მაშ ვინ ჩამთვალოს მამულის შვილად,
თუ კი მას ზრუნვით თავს არ ვევლები!
**************************************************************
ჩემი ენა უკვდავების
საბუთია დიდზე დიდი,
მე ამ ენით მამულს ვიცავ,
მე ამ ენით როდი ვყიდი.

ჩემი ენა-ეს თვით მე ვარ,
ჩემი ცით და ჩემი მიწით,
მე ამ ენით ერს და მამულს
ერთგულების მივეც ფიცი.

მე ამ ენით მამულს ვეტრფი,
მე ამ ენით შევთხოვ ზეცას-
წინაპართა სულის ნათელს
შუქის ფრთას ნუ შეაკვეცავს.

ჩემი ენა თუ დავკარგე,
დაიკარგა რჯულიც ჩემი.
სხვაც მრავალიც კარგი მახლავს
ეროვნული თავის მჩენი.

საქართველოს სიცოცხლეში,
ჩვენს ფალავანს უდევს წვილი,
ერთი ათთან გადიოდა
მისი ძალით გამოზრდილი.

ყველა წყაროს გულით ვეტრფი,
უპირველეს კი ჩემს ენას.
მარადისად ო, გამჩენო,
არ მოშალო მისი დენა!
*********************************************************
ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და
ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო, _ ჩემი დედა!..
ტრადიცებიდან გავირიყო.

არვინ გაიკვირვოს, _ შეიძლება,
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმა გადავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო.

ვინატრო ანტალია, ან ის `რიო~
სულ არ გავიხსენო ვარძია,
როკზე და რემიქსზე გადვირიო,
ქართულზე ჩავიუბნო: _ `ბანძია~ ...

კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო,
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა,
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო,
გერები მივიღო საკუთრად.

კაცმა, ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია!
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო,
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია,
მაგრამ ... ქართველობას რა ვუყო???

* * *
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი...
********************************************************
უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი,
- ასე ხუმრობდა ერთი კაცი,სიტყვით ქველობდა.
-კაცო,არავინ გამიღოო სამოთხის კარი -
შენ თვითონ ხარო სამოთხიდან, საქართველოდან!
***************************************************************************
პაპიჩემის ანდერძი
შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!

ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.

აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, სანამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.
***********************************************
სქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოუკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ,
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
*****************************************************************8
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

* * *
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გაიარე---რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდაყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა,მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!...
დავდივარ...ვწუხვარ და მენანება!
*****************************************************
თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო
ქედაწვდილებო ზეცადა,
რამ გაგაჩინათ, ნეტარა,
ჩემფერის კაცის ბედადა?!
ხან კი რომ დაითოვნებით,
ხან დაგედებათ ნისლიო...

თქვენ როცა გხედავთ, ტივლებო,
მუხლს გიყრით, გული ღონობსა,
თქვენფერად სიამაყესა
გატაცებული გონობსა.
მაშინ კი უფრო მიყვარხართ
როცა ჩამოგდისთ ღვარია,
ქოთობით, ვაი-ვაგლახით,
ისმის ბუნების ზარია.
ნადირნი დაღალულები
კლდის თავებზედა სხდებიან,
თავ-თავქვე ჩამომცქერლები
აქა-იქ იხედებიან,
და კინჭუხებში ვაჟების
თოფნი ლუჭ-ლუჭად ტყვრებიან.
*************************************************************
ერთხელც იქნება, მოვკვდები,
მივებარები მიწასა, _
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა...
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი,
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემნი წაწალნი იანი.
ამაოდ ჩამოსხდებიან
ციდამ ვარსკვლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,
მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსქდება კლდისა ნაპრალი,
ჩაიჭედება ჭალადა...
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.
**************************************************
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

* * *
თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

- სხვა საქართველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი:
- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.
................................................................................................
ფშაველი ჯარისკაცის წერილი

გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!
თვალებს ნუ ითხრი ტირილით,
გულს ნუ ისერავ დარდითა!
ვინც დავიჭრენით, გამოვრჩით,
კიდევ ცოცხლები დავრჩითა.
ხვალ ისევ ომში გვიწვევენ
გაკვირვებულნი გარჯითა,
თამარ დედოფლის ბარტყების
გულოვანობით, მაჯითა.
ვცდილობთ, რომ საქართველოსა
ვუშველოთ ჩვენის ხარჯითა.
სამშობლოს ბედნიერება
არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა,
ნაღდს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს,
ნამუსი დავიცავითა.
რუსეთში მყოფი ვნატრულობ,
სამშობლო ვნახო თვალითა.
ერთი რამ უნდა გაუწყო,
გავკვირვებულვართ ამითა:
როცა ომი გვაქვ ქართვლის ჯარს,
ნათელი გვიძღვის ღამითა;
კაცი რამ ლურჯცხენიანი,
ამოღებულის ხმალითა,
მაღლიდან თავზე დაგვბრუნავს
ტურფა იერით, ტანითა.
სახე აქვს შავად მოცული
მას დიდის კაეშანითა.
ეს ჩვენი ჩუმი მფარველი
ლაშარის ჯვარად ვსცანითა.

როცა მისწყდება თოფის ხმა
და ზარბაზნების გრიალი,
გრძნობები დამიყუჩდება,
არ მესმის ბრძოლის ზრიალი,
ფიქრით შინა ვარ... საჩეჩლის
კბილების მესმის წკრიალი.
გიცქერ, მატყლსა სჩეჩ, ფარტენას
ცრემლი გისველებს ტიალი!
ეგ ხო ჩემ საჩოხედ გინდა!
ნაკურთხი დედის ცრემლითა
არ გაიჭრება მახვილით,
არ დაიწვება ცეცხლითა.

რა დიდი ღამე გასულა,
შენ კი სძილ-ფხიზლობ კერაზე!
ეგ შენი გლოვა უფალმა,
ვსთხოვ, შაგიცვალოს მღერაზე!
მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,
კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:
საჩხუბრად, სისხლის საღვრელად,
თოფის, ზარბაზნის სროლაზე.
ნეტავ, თუ არ გვატირებენ
ბოლოს ვაჟკაცურ შრომაზე?!
ნეტავ, თუ დაგვიფასდება
ქართველთა შვილებს ამაგი, _
არ იქცა საყოვ-ყორნედა
ჩვენი ლამაზი ალაგი.
მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,
კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:
საჩხუბრად, სისხლის საღვრელად
თოფის, ზარბაზნის სროლაზე.
მხნედ მივალ, ვერვინ დაგცინებს
ლაჩარის შვილის ყოლაზე.

ვაჟა ფშაველა
........................................................................................
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
........................................................................
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!


--------------------
Аурыскуа, шэани, шэаби, шэчи, зеги искусааит!!
--
"Тот, кто готов променять свободу на безопасность, не получит ни того ни другого"
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12227
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 16:59  #13127733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
რატომ მიყვარხარ , თუ ვიცოდე
დამექცეს სახლი!
რატომ ვწერ შენზე ,თუ ვიცოდე
გამიხმეს ხელი!
ორი სიპი ქვა მიჭირავს და
საფეთქლებს ვახლი,
შენ გახსენებ და .... გამოჭრილი
შენგნით მაქვს ყელი !


--------------------
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


http://www.facebook.com/NAPR.gov.ge
chombe
ჟიგართმჟლეტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15501
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 17:20  #13127994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დამეხსენი ჩრდილოელო,
რა მაქვს შენთან საზიარო,
თვით ოხერო მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო!
აკაკი

სამწუხაროდ, დღესაც ძალიან აქტუალურია ჩვენი სამშობლოსათვის ამ ბინძური ჩრდილოელი ღორების კოლტისაგან თავის დახსნის საკითხი ...

This post has been edited by chombe on 27 Mar 2009, 17:23


--------------------
si deus nobiscum quis contra nos !

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)

Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)

გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
შევარდენი1906
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12227
წევრი No.: 16940
რეგისტრ.: 6-February 06

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 17:49  #13128375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · icq · aim · yim · msn
და როდესაც რუსმა ერმა
ძლივს ისწავლა ანი, ბანი
შოთამ მაშინ დაამთავრა
თავის ვეფხისტყაოსანი!!!
kavkazski_lev
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9043
წევრი No.: 52577
რეგისტრ.: 27-January 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 18:10  #13128676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე, ქართველი ბუხაიძე,
ბალყარეთის მთებში ვწევარ...
რომ შემეძლოს საფლავიდან,
ძმებო, მხრების წამოწევა,

მე სიცოცხლეს ხელმეორედ
შევწირავდი მშობელ მხარეს,
შევწირავდი იმავ მიწას,
დღეს რომ გულზე დამაყარეს.

ვინც დამხედოთ, გადაეცით
საქართელოს მთებს და ველებს,
რომ მისი ძე, ბუხაიძე,
აქა ვჟლეტდი სისხლის მსმელებს;

არ ვუშვებდი დარიალთან
გააფთრებულ ყვითელ გველებს...
მე საფლავში არა ვწევარ,
აქ დარაჯად დამაყენეს.

და ვუბარებ ყოველ ქართველს:
მისი წმინდა ვალი არი –
მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას
დერბენტი და დარიალი.
sanakoev
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 362
წევრი No.: 69646
რეგისტრ.: 9-August 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 18:13  #13128713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ღამე ივერიისა
გიორგი ლეონიძე

ისევ აყვავდა გული ვარდივით
და ისევ მინდა შენზე დავწერო...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...

სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,
ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.
ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...
სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო...


This post has been edited by sanakoev on 27 Mar 2009, 18:13


--------------------
"ღმერთო, ნუ მიწყენ ამ ლაყაფს,
ამ ცუდსა მიდმოდებასა."

silver_ranger
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13180
წევრი No.: 61803
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 19:19  #13129544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ღამით, როცა ძუ მგელი
ლეკვებს ყრიდა კლდეში,
ჩვენც მაშინ დავიბადენით,
მგლის ძალაა ჩვენში,
მგლის ძარღვებით შეგვკერეს,
მგლის გული სცემს მკერდში.

ღამით ჯიქის ღრიალში
კავკასიად გვიხმეს,
მთები-ჩვენი მშობლები,
შემოგვერტყნენ ციხედ.
კლდეზე ჯიხვის გაფრენა
მამებისგან ვიცით,
ხოლო დედებისაგან
ერთგულების ფიცი.

არ დავუთმობთ, ეს მიწა
რომ გადგვექცეს დენთად,
მთები ჩვენთან არიან,
უფალია ჩვენთან,
სიმღერებით კურნავენ
ჩვენს ჭრილობებს დები,
ხოლო სატრფოს თვალებით
დაგვყურებენ მთები.

ღამით, როცა ძუ მგელი
ლეკვებს ყრიდა კლდეში
ჩვენც მაშინ დავიბადენით
მგლის ძალაა ჩვენში.

მგელი ბორკილს არ დაიდებს და
ძაღლივით არ იყეფებს...
მგელი მაინც მგელი არის
ან მოკვდება,ან იმეფებს...
მგელთან ბრძოლა სიკვდილია,
ან მოგკლავს ან შეგაკვდება,
რომ სიკვდილი საშიშია თუნდ
ბრძოლაში ის ვერ ხვდება...
ყველას მუდამ სულ გახსოვდეთ
რომ მგელია არ იყეფებს!
ბორკილში არ შეგებმევათ
და ცოცხალი სულ იმეფებს!
.......................................................................................
ბევრი ცრემლი დასდენიათ ქართველ დედებს,
ცრემლი ჩვენთვის გასაკვირი როდია.
სიყვარული უსაშველო ვიცით,მაგრამ
სიძულვილიც უსაშველო გვცოდნია.

თუ დაგვჭირდა ძველებურად გავმგელდებით,
ქართულ დროშას ვარსკვლავებში ავიტანთ,
სიკვდილშიაც ლამაზი ვართ ქართველები,
სილამაზეს საფლავებშიც ჩავიტანთ.

ქართლის გულო,ნეტა როდის გამრთელდები,
მომხვდურებმა ასე როგორ გაგთელეს?
ღმერთსაც უყვარს დალოცვილი ქართველები
და ეს მიწაც ღმერთმა მოგვცა ქართველებს.

გაზაფხულზე ვაზის სულში ავფეთქდები,
ჩემი სული შენს სულს ჩახუტებია.
არასოდეს ბერდებიან ქართველები,
ქართველები ჭაბუკებად კვდებიან

……………………………………………….

ვხედავ ჩემს ირგვლივ ხდება ბრძოლები,
ბრძოლებს მოვიგებთ!–"ჩვენ ვართ ლომები!"
ვერ შეგვაშინებს თქვენი ტყვიები,
საქართველოში დგანან გმირები!!!"
დღეს დადგა დრო რომ მოვეგოთ გონს,
მტერი გვიწვევს და ჩვენც ვიწყებთ ომს,
ვერ მოერევით იცოდეთ ლომს,
ქართველის გულს დღეს მოგება სურს...
დავიცვათ ღირსება, ქართული წარსული,
გახსოვდეთ ჩვენი ძმის სისხლია გასული,
დადგება დღე ჩვენ მოვიგებთ ომს,
ზეცაში ვისვრით მოგების თოფს...
მოვიდა, დადგა ერთობის დროება,
გვეყოფა! მორჩეს დღეს განმარტოება!
მოვეგოთ გონს და ვუსმინოთ გულს,
ვერ დააჩოქებთ თქვენ ქართულ სულს,
დღეს ქართულ სულს მოგება სურს,
ვერ დაიბრუნებთ იმ დროს გასულს!!!
დამთავრდა! მოკვდა–თქვენი დრო მორჩა,
ქართველის მტერი რუსი აღმოჩნდა.
ყველამ გაიგო თქვენი ტყუილი,
თავს ნუ იმართლებთ–ჩუმათ, დუმილით,
ჩვენი გულები ტირის წუხილით,
თქვენ ნადგურდებით, ნელა, ჩუმი სვლით!!!

ქართული ერი და ქართული ჯარი,
დრო დადგა მტრებზე ვიყაროთ ჯავრი,
გულზე გვკიდია მფარველი ჯვარი,
ჩვენს გულში დღეს ქრის გმირობის ქარი!!!
საქართველოში დგანან გმირები,
გმირებს ეზდებათ გმირი შვილები,
არაფელს ამბობს თქვენი სიტყვები,
თქვენვე მოგხვდებათ თქვენი ტყვიები!!!
ადექი ერო!–დრო დადგა ბრძოლის,
თქვენ ყველას გესმით–ხმებია სროლის,
არ გვეშინია არცერთი ომის,
დათვს შეეშინდეს ქართული ლომის!!!
ერთად დადექით, იხარე ერო,
ერთიანდება დღეს საქართველო,
ყველა ჩვენს მტერთან ჩვენ დავდოთ ლელო,
თუნდ მიწა–წყალი სისხლით ვასველოთ...

…………………………………………………….

ო, აფხაზეთო ქართველთა გულო, ქართველთა ელდავ,
შენთვის დაღუპულ შვილებზე, ტირის მრავალი დედა,
დავბრუნდებით კი? მზიან მიწაზე კითხვა მაქვს, ნეტავ,
და სამყაროში შენი სახელით საქვეყნოდ ელავ.

შენ არ დაცხრები, შენ არ მოკვდები, ჩვენ გეუბნებით ერთად,
ჩვენ უზრუნელი, მომავლის ბედზე ფიქრებსაც ვბედავთ,
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას შემოხვეოდა სევდა,
ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში ჩვენ დავბრუნდებით ერთად.

მეფეებისთვის, და ქართველთათვის აღარ ჩავაგოთ ხმალი,
შენს დასახსნელად სოხუმო მოვემართებით ყრმანი,
დავითის მოდგმას ვაგძელებთ, ჩვენ გადმოვლახეთ ზღვანი,
მოდის ახალი თაობა, ელავს ახალი ალი.
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21210
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 19:22  #13129582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
სამშობლო ხევსურისა
რაფიელ ერისთავი

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ეს როგორ დაგავიწყდათ? biggrin.gif


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
Aiko07
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 541
წევრი No.: 44118
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 19:39  #13129796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ზურმუხტო ანუ ალმასო;
ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ,
გტხოვ მწარე რამე არ მასო.

მშვენიერი გაქვს ბუნება,
სხვებიც ამბობენ ამასო;
მაგ შენმა დაღონებამა
გული დარდებით აღავსო.

სამშობლო ყველას გიყვარდეთ
ვისაც რო ღმერთი კი გწამსო;
სამშობლოს დამვიწყებელი,
მაღალმა ღმერთმა დაამსო.

ვის დედაენა არ მისწონს,
მას ეშმაკები ახლავსო,
ცოცხალ იქნება დევნილი,
მკვდარსაც მატლები დახრავსო.

LEKS86
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1086
წევრი No.: 75345
რეგისტრ.: 19-November 08

გამოგზავნილია: 31 Mar 2009, 17:28  #13177603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მინდა დავჯდე და დავწერო რამე
მინდა გავხედო მთვარიან ღამეს
იქნებ ის მეტყვის მე ამბავს რამეს
ის მომიყვება ნიკალას ღამეს
ძველი თბილისის ხიბლს რომ თვალს ავლებს
მის ძველ აივნებს შუქჩრდილით ავსებს.

მე ამ ქალაქის სიკეთე მავსებს,
მე ხელთ დავიჭერ თასს ღვინით სავსეს
და ისე ვეტყვი ჩემს ქალაქს სათქმელს
მე მას მიუძღვნი ამ ღვთიურ სასმელს
ამ ჩემს ოპტიმიზმს ძალას რომ მატებს,
და ჩემს ქალაქზე ფიქრებით სავსეს
მე მისი ლურჯი სხივებით მავსებს.

bocmani
აი კიდევ ერთი ლექსიც დავწერე
biggrin.gif


--------------------
მიყვარს ღვინო კახური! რქაწითელის ნაჟური!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0453 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]