forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა
Homo`Sentimentalis
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 92
წევრი No.: 7739
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 8 Apr 2009, 09:40  #13284777      · პროფილი · პირადი მიმოწერა
რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდა ორგანიზმში და როგორ ვებრძოლოთ? (წიპა კალციუმის შემცველი პრეპარატების, რძის ნაწარმის, თევზეულის მიღება..და ა.შ.)

საინტერესოა ექიმების აზრიც და ჩვეულებრივი "მოკვდავი" იუზერების პირადი გამოცდილებიდან მოსაზრებებიც smile.gif


--------------------
Carpe diem baby...:)
SoulTaker
Funny


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 22787
რეგისტრ.: 1-September 06

გამოგზავნილია: 8 Apr 2009, 09:59  #13284885      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Homo`Sentimentalis
ეს მეც მაინტერესებს
ორსულობის მეშვიდე თვიდან დამეწყო ცარცის მოთხოვნილება
შეთეთრებულ ჭერზე ლომკა მაქვს
კალცი გლუკონატს ვსვამ კი არ ვსვამ ვღეჭავ იმიტომ რომ ცარცის გემო აქვს.
რამე ცუდს ხო არ ვაკეთებ? user.gif


--------------------
http://leluka25.wordpress.com/
Homo`Sentimentalis
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 92
წევრი No.: 7739
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 8 Apr 2009, 11:02  #13285156      · პროფილი · პირადი მიმოწერა
SoulTaker კალცი გლუკონატის "ღეჭვა" მეც დამინიშნეს, მაგრამ ორსულებზე ალბათ ცალკე არის რაღაც სტანდარტები - სავარაუდოდ, შენს მკურნალ ექიმს უნდა უთხრა, ან ანოტაციაშიც ეწერება, რა დოზებით შეიძლება მიღება. ისე, შენს შემთხვევაში ხაჭოს თუ მიიღებ ყოველდღიურად დიდი დოზებით, შენთვისაც კარგი იქნება და ბავშვისთვისაც (რძე მგონი არ არის დიდად რეკომენდირებული ამ შემთხვევაში)
lizofobi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1407
წევრი No.: 55428
რეგისტრ.: 11-March 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2009, 11:24  #13285373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Homo`Sentimentalis
კბილების პრობლემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემა (ტკივილები მაგალითად ძვლებში და სახსრებში), მოზარდი თუ ხარ მაშინ სიმაღლეში ზრდას აფერხებს (მარა შენ ეს არ გემუქრება love.gif )... "კალცი დ 3" არის კარგი, საღეჭი ტაბლეტებია ლიმნის გემოთი, მარა მადას ზრდის სასწაულად gigi.gif


--------------------
я oчень вежливa и когда посылаю человека нахуй, то всегда перезваниваю и спрашиваю, как он добрался...

Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5153
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 2 May 2009, 00:00  #13660568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გიპოკალცემია იწვევს მოხუცებში ოსტეოფოროზს , ხოლო ახალგაზრდებში გიპოკალცემიური კრუნჩხვა შეიძლება გამოიწვიოს , ამითომ პრობლემა არ არის ვსაც გაქვთ სურვილი ღეჭეთ პრობლემა არ არის..............................უ.პ


--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
rock in rose
delirious


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11576
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 2 May 2009, 18:36  #13669157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ისე მის სასარგებლო თვისებებზე ბევრი გიწერიათ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ რომ კალციუმის გადამეტებულმა მიღებამ, შარდ-კენჭოვანი დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს
და მისი შემცველი პრეპარატები თქვენით არ მიიღოთ, მიდით ლაბორატორიაში, ჩაიტარეთ ანალზი კალციუმზე და თუ გაკლიათ, მაშინ ექიმი შესაბამის მედიკამენტს გამოგიწერთ
Dru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 691
წევრი No.: 45514
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 2 May 2009, 20:19  #13670342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
SoulTaker
ცარცზე მოთხოვნოლება და "ლომკა" არ არის კალციუმის ნაკლებობის სიმპტომი!!
ეს სიმპტომი ხშირად აღენიშნებათ პაციენტებს ვისაც აქვთ რკინის ნაკლებობა და შესაძლო ანემია (სისხლნაკლებობა). ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია ორსულებში. თხოვეთ თქვენს ექიმს გაგიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, და სისხლში რკინის ანალიზი (რკინის კონცენტრაცია და ferritin). მკურნალობა მარტივია - რკინის პრეპარატების მიღება (და არა ინექციები და "გადასხმა", უხშირეს შემთხვევებში)


* * *
რაზეა ამ თემაში საუბარი, სისხლში კალციუმის ნაკლებობაზე (სათაურის მიხედვით) თუ ჯანსაღ დიეტაზე (პოსტების მიხედვით)??

სისხლში კალციუმი კარგადაა რეგულირებული, და ადამიანს ამ რეგულაციის საკმაოდ მძლავრი მექანიზმი აქვს. ამიტომ, "დაბალი კალციუმი" იშვიათი პრობლემაა, და არანაირი პრევენცია ან ბრძოლა არ ჭირდება.
კალციუმის ნორმალური რაოდენობით მიღება ძირითადად საჭიროა ოსტეოპოროზის პრევენციისათვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ძვლების სიჯანსაღისათვის.
სასურველია ჯამნრთელმა (ზრდასრულმა) ადამიანმა მიიღოს დღეში ~1200 მგ კალციუმი, რა ფორმით, ამას არა აქვს მნიშვნელობა (საკვებით თუ კალციუმის ტაბლეტებით).
ყველაზე მეტი კალციუმი არის რძის პროდუქტებში. ერთი ჭიქა რძე შეიცავს ~230-300 მგ კალციუმს.
ტაბლეტირებული ფორმებიდან ცალციუმის კარბონატში არის ყველაზე მეტი "ელემენტარული კალციუმი", 40%. ანუ: 1000 მგ კალციუმის კარბონატის მიღებსას ფაქტიურად ვიღებთ 400 მგ კალციუმს. ზოგ პროდუქტს პორდპირ აწერია "ელემენტარული კალციუმის" შემცველობა. კალცუმის პრეპარატები უფრო კარგად იწოვება საკვებთან ერთად მიღებით.
ვიტამინ D დღიური ნორმაა 400-800 ერთეული (IU), რაც აუცილებელია კალციუმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის. თუ მზეზე დიდ დროს ატარებთ, მაშინ ვიტამინ D შემატება აუცილებელი არაა (თუმცა ამ რაოდენომის მიღებითაც არაფერი არ დაშავდება)

mivarus
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 91473
რეგისტრ.: 15-May 09

გამოგზავნილია: 29 May 2009, 13:11  #14046044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დედაჩემს აღმოაჩნდა ოსტეოპოროზი და გვირჩიეს დენსიტომეტრიის (ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა) გაკეთება. ასეთი ულტრასონოგრაფიის აპარატი არც კი ვიცოდი, თუ არსებობდა. მედლაინში მიგვასწავლეს და ამ აპარატით დაგვიდგინეს ოსტეოპოროზის ხარისხი და შესაბამისი მკურნალობა. კმაყოფილი დავრჩით ძალიან მომსახურებით...თურმე ოსტეოპოროზი უფრო 55 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება და მიზეზია ხანდაზმულ ასაკში გახშირებული იოლი მოტეხილობებისა. ეხლა მაგათი საიტიც ვნახე http://www.carapsmedline.ge/index.php?body=5&subbody=2
*hedgehog*
Frozen


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2295
წევრი No.: 29573
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 29 May 2009, 13:17  #14046159      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Dru
შენ მგონი ერკვევი ხომ კალცის ნაკლებობაში.

მე სისხლში არ ვიცი კალცის ნაკლებობა როგორ იზომება, რაღაც აპარატში ჩამადგმევინეს ფეხი და იმით გამიზომეს და აღმოჩნდა ნორმალური დონის უკიდურესად ქვედა ზღვარზე. ასე არ უნდა გაეზომათ? თუ ეს სხვა ნაკლებობაა და სისხლის სხვა კალცის ნაკლებობას ზომავენ? ანუ კარგად ვერ ვსვამ კითხვას, მაგრამ იმედია მიხვდები რასაც ვგულისხმობ. უფრო სწორი გაზომვა როგორ ხდება?


--------------------
"First they ignore you, then they laugh at you, then they fight you, then you win."
- Mahatma Gandhi

Time goes by fast, and people go in and out of your life so quickly, so you should never miss the opportunity to tell these people how much they mean to you.
Dru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 691
წევრი No.: 45514
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 30 May 2009, 09:01  #14058850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
*hedgehog*
მივხვდი რასაც გულისხმობ.
აპარატში ფეხის ჩადგმით იზომება ქუსლის ძვლის სიმკვრივე, და არა კალციუმის შემცველობა. ამ მეთოდს გამოიყენებენ ოსტეოპოროზზე სკრინინგისათვის, მაგრამ ეს ტესტი არაზუსტია და მასზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება.
ოსტეოპოროზის დიაგმოსტიკა ხდება დენსიტომეტრიით, და თქვენს ზემო პოსტს რომ ვუპასუხო, დენსიტომეტრი ულტრასაუნდის აპარატი არაა. დენსიტომერტი რენტგენის აპარატია, რომელიც ორმაგი სხივით განსაზღვრავს ძვლის სიმკვრივეს. იმის მიხედვით, თუ როგორია ძვლის სიმკვრივე, ანუ რამდენად მყიფეა ძვალი, დგინდება ოსტეოპოროზის დიაგმოზი. ამდენად, ოსტეოპოროზი არის "მყიფე ძვლების" დაავადება, და არა კალციუმის ნაკლებობის. ოსტეოპოროზს სხვადასხვა მიზეზები აქვს, და აქედან ყველაზე ხშირია ესრტოგენის ნაკლებობა (მენოპაუზის შემდეგ).

ვინაიდან კალციუმი ძვლის ერთ-ერთი ძირითადი "საშენი მასალაა" კალციუმის ცვლის მოშლამ შეიძლება გააუარესოს ან გამოიწვიოს ოსტეოპოროზი. სისხლში კალციუმის რაოდენობა იზომება ვენიდან სისხლის ანალიზით. როგორც წინა პოსტში დავწერე, ორგანიზმს კალციუმის რეგულაციის ძლიერი მექანიზმები აქვს, ამიტომ კალციუმის ცვლის მოშლა გაცილებით იშვიათია, ვიდრე ოსტეოპოროზი.
*hedgehog*
Frozen


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2295
წევრი No.: 29573
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 1 Jun 2009, 17:43  #14089694      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Dru
ანუ მე რომ დენსიტომეტრია გამიკეთეს და იქ კალცის ნაკლებობა აღმოჩნდა ნიშნავს იმას, რომ კოჭში და მიმდებარე რაიონებში კალცის ვერაა საკმარისი დოზით ჩალაგებული?
Dru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 691
წევრი No.: 45514
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 2 Jun 2009, 01:28  #14095932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
*hedgehog*
მოკლედ:

-ქუსლის/კოჭის დენსიტომეტრია არასაიმედო ტესტია და მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. ძვლის სიმკვრივე იზომება (ანუ დენსიტომერტია ტარდება) წელის მალებზე და ბარძაყძე (ბარძაყის ყელზე)

-ოსტეოპოროზი არ ნიშნავს კალციუმის ნაკლებობას. ოსტეოპოროზი (ამუ "მყიფე, მსხვრევადი ძვლები") სხვაა დაავადევაა, და კალციუმის ნაკლებობა სხვა. ოსტეოპოროზი ხშირია; კალციუმის ცვლის დაავადებები-შედარებით იშვიათი

-კალციუმის ცვლის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, მაგრამ ეს იშვიათია. უხშირესად ოსტეოპოროზი გამოწვეულია ესტროგენის ნაკლებობით მენოპაუზის დროს

-ოსტეოპოროზს რთული მექანიზმი აქვს, და ოსტეოპოროზი არ არის "კალციუმის ნაკლებობა"
tete-
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2759
წევრი No.: 73030
რეგისტრ.: 1-November 08

გამოგზავნილია: 2 Jun 2009, 01:38  #14096057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
საჩემო თემაა, წლებია ვეგეტარიანელი ვარ, რძის ნაწარმსაც იშვიათად..
სახსრები და ძვლების ტკაცუნი მაქ საშინელი
ე.ი მაგის ბრალია?
Dru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 691
წევრი No.: 45514
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 2 Jun 2009, 03:30  #14097056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სახსრების და ძვლების ტკაცუნი ოსტეოპოროზის სიმპტომი არაა
ოსტეოპოროზი უხშირესად არანაირ სიმპტომებს არ იძლევა; ზოგჯერ ოსტეოპოროზი გამოიხატება სპონტანური (თავისთავადი ) მოტეხილობებით, რაც უფრო ხშირია ხერხემლის მალებში (კუზი მოხუცებში, ასევე რენტგენზე გამოვლენილი ხერხემლის მალების კომპრესიული მოტეხილობა/მოტეხილობები). ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ სიმაღლეში კლება (ძირითადად >65 წლის ასაკში)

კალციუმის შემატება რძის პროდუქტით აუცილებელი არ არის. შეგიძლეათ კალციუმი და ვიტამინი D მიიღოთ ტაბლეტირებული ფორმით (ყველგან იყიდება ურეცეპტოდ). ამის შესახებ ნახეთ ჩემი პირველი პოსტი ამ გვერდზე, მეორე ნაწილი
tete-
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2759
წევრი No.: 73030
რეგისტრ.: 1-November 08

გამოგზავნილია: 2 Jun 2009, 12:01  #14099042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Dru
კალციუმს ვსვავ ხოლმეsmile.gifაბა რისი ბრალი უნდა იყოს ტკაცუნი? მარილების? კალცის ნაკლებობაც რო მაქ ეგეც ფაქტია დაsmile.gif თავის დროზე ექმითან რო მივედი იმდენი მარბენინა და ისე დამღალა რომ გადავიფიქრე მისვლა, არადა 3 წლის წინ ვიყავი და მითხრა კალცის ისეთი ნაკლებობა გაქ შეიძლება ქუჩაში რო მიდიხარ უაზროდ მოგტყდეს ფეხიოtongue.gif
და კალციუმ კარბონატი მადის ან წონის მომატებას ხო არ იწვევს?

This post has been edited by Te0 on 2 Jun 2009, 12:04
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0428 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]