forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება, Georgian Young Dentist Society
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 16:27  #14160341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
დავიწყოთ სენატით:

პრეზიდენტი - ანა გიბიშვილი
ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ხაჭაპურიძე
II ვიცე-პრეზიდენტი - ქეთევან დოლიძე

გაცვლითი პროგრამების ოფიცერი - თამარ ნიბლაძე

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ზურაბ ალხანიშვილი
  • მოადგილე - გვანცა ტაბაღუა
საზოგადოებასთან ურთიერთობა - ნინო გვასალია & ნინო ცინცაძე
ედიტორი - ლანდა ლურსმანაშვილი
გენერალური მდივანი - ლილე კვაცაშვილი
ფინანსური მენეჯერი -ნატო თათრიშვილი


ეს - არჩევნები :
user posted image


პირველი პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტს სტომაოლოგთა ასოციაციის ეგიდით გაკეთდა იყო სამედნიერო კონგრესი და ის 2008 წლის 27 მაისს საქართველოში პირველად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა. ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, თსსუ-ს სტომატოლოგიის ფაკულტეტი და კომპანია ქოლგეითი.
კონფერენცია წარიმართა ორ ეტაპად.
პირველ ნაწილში ლექცია წაიკითხა გერმანიიდან მოწვეულმა პროფესორმა -ჰერმან შნორბახმა, თემაზე “Introduction in Dental Implantology” ; თსსუ-ს პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ თემაზე “უჯრედული თერაპია სტომატოლოგიაში”.
კონფერენციის მეორე ნაწილში სამეცნიერო რეფერატული ნაშრომები წარადგინეს თსსუ-ს, თსუ-ს და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
სამეცნიერო ნაშრომები შეაფასა კონფერენციის ჟიურიმ. ჟიურის წევრები იყვნენ: მამუკა მარგველაშვილი, ქეთი კობახიძე, ლეილა აწყვერელი, სოფო სამხარაძე და ეკა ბერიშვილი. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი.
კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველ ადგილი-სალომე იმნაიშვილი(თსსუ-ს მე-4 კურსი)
მეორე ადგილი-ნინო ცინცაძე(თსუ-ს მე-2 კურსი)
მესამე ადგილი-ლიკა გოგილაშვილი(თსსუ-ს 1-ლი კურსი)
გამარჯვებულები დააჯილდოვა სასს-ამ, GSA-მ და კომპანია COLGATE-მა.
user posted image
user posted image

This post has been edited by აღასპერი on 13 Nov 2009, 02:34


--------------------


აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 16:37  #14160443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2008 წლის 14-15 ივლისს, ბათუმში, კინო ,,თბილისში” ჩატარდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-4 საერთაშორისო კონგრესი. კონგრესის სტუმრები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თსსუ-ს რექტორმა, პროფ. გ. მენაბდემ; ასოციაციის გენ.მდივანმა - ვ. მარგველაშვილმა; ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, GSAnews-ის მთავარმა რედაქტორმა, თსსუ-ს სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა - ქ.გოგილაშვილმა.
კონგრესის მიმდინარეობისას გაიმართა სტომატოლოგიური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სტომატოლოგიური ტექნიკის და მასალების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ფირმები. კონგრესში მონაწილეობას ღებულობდნენ: პროფესორი, დოქტორი-ჰ.შნორბახი(გერმანია), დოქტორი - ა.შტერნბერგი(კანადა), პროფ. დოქტორი ნ.იამალიკი(თურქეთი), პროფ. დოქტორი - ო.გორდუისუსი (თურქეთი), პროფ. – გაროდნიკოვი (რუსეთი), დოქტორი - ჰ.პლოკე (გერმანია), დოქტორი - მ.პუეტენი (გერმანია), დოქტორი ფ.ავერბახი (ისრაელი), პროფ. -დ.ტრუნინი(რუსეთი), პროფ. ძ.კაკაბაძე (საქართველო), დოქტორი - ზ.ალიევი (აზერბაიჯანი), პროფ. ი.ზაბლოცკი (უკრაინა), დოქტორი - ი.სულეიმანოვი (აზერბაიჯანი), დოქტორი გ.ასადოვი (აზერბაიჯანი), პროფ. - მ.უგრინი (უკრაინა), დოქტორი - ო.პრიტულა (უკრაინა).
მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, აღიარებული ევროპული კრედიტ საათებით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასს-ს დიდი როლი მიუძღვის კონგრესში სტუდენტების აქტიურად ჩართვის თვალსაზრისით. წინა წლებისაგან განსხვავებით, სადაც კონგრესს მხოლოდ რამოდენიმე სტუდენტი ესწრებოდა, წელს დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა რეკორდული იყო.





2008 წლის 26 დეკემბერს თსსუ-ს მე-3 კორპუსში ჩატარდა სტუდენტური საშობაო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ,,საინტერესო კლინიკური შემთხვევები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ-ს სტომატოლოგიის ფაკულტეტი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, თსსუ-ს სტუდენტური თვითმართველობა და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება. ჟიურის წევრები იყვნენ: სრული პროფ. მ.ივერიელი, სრული პროფ. თ.შიშნიაშვილი, სრული პროფ. ვ.მარგველაშვილი, ასოც. პროფ. - ლ.ჯაში, ასისტ. პროფ. - ლ.აწყვერელი, ნატალია შონია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ს, თსუ-ს და გრ.რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ღონისძიება განხორციელდა ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე მოხსენება გააკეთა პროფ. თამარ ბარამიძემ თემით – ”პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ავთვისებიანი სიმსივნეები”, რის შემდეგაც გამოცხადდა 20 წუთიანი შესვენება .
მეორე ეტაპზე სტუდენტებმა წარადგინეს საკონფერენციო თემები. ღონისძიების დასრულებისთანავე სამეცნიერო ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი და ჩატარდა საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი. გამარჯვებული თემების ავტორები სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმართველობის მიერ დაჯილდოვდნენ ქ.ნინო ვადაჭკორიას მიერ ნათარგმნი სახემძღვანელოთი - “რესტავრაციული და ესთეტიური სტომატოლოგია”. ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო საუკეთესო ნაშრომის მქონე სტუდენტის ჩართვა გაცვლით პროგრამაში, რომელიც გულისხმობდა მის ნახევარდაფინანსებით გაგზავნას გერმანიაში. თსსუ-ს რექტორმა პროფ. გ.მენაბდემ ყველა მონაწილეს გადასცა სერტიფიკატი. შესაბამისი სერთიფიკატები ასევე გადაეცათ კონფერენციაში მონაწილე მსმენელ სტუდენტებსაც.

მიმაგრებული სურათი
logo_gaketebuli2.JPG
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 16:44  #14160520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2008 წლის 19 მაისს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებისა და თსსუ-ს სტომატოლოგიის ფაკულტეტის მხარდაჭერით თსსუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სტომატოლოგიური ჟურნალის GSAnews-ის პრეზენტაცია .GSAnews არის პირველი სტომატოლოგიური ჟურნალი საქართველოში. მასში ქვეყნდება ინფორმაცია სტომატოლოგიურ სფეროში არსებული სიახლეების და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ. ჟურნალში ადგილი ეთმობა სტუდენტურ გვერდსაც, სადაც იბეჭდება სასს-ის წევრი სტუდენტების მიერ განხორციელებული პროექტების და ნამუშევრების შესახებ. GSAnews-ის პრეზენტაცია ჩატარდა სტუდენტების თხოვნით. პრეზენტაცია გახსნა GSAnews-ის მთავარმა რედაქტორმა და GSA-ს ვიცე პრეზიდენტმა, თსსუ-ს სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა ქ. ქეთი გოგილაშვილმა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდა თსსუ-ს რექტორი-პროფ. გ.მენაბდე, GSA-ს გენ. მდივანი პროფ. მ. მარგველაშვილი და თსსუ-ს სრული პროფ. მ.ივერიელი.პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპატიოდ მოწვეული სტუმრები და თსსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები. სტუდენტებს დაურიგდათ GSAnews-ის მანამდე გამოცემული ყველა ნომერი. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა ალა-ფურშეტი,სადაც საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.
user posted image
user posted image

This post has been edited by აღასპერი on 6 Jun 2009, 16:44
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 17:15  #14160894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2009 წლის 20-22 თებერვალს ბაკურიანში სასტუმრო “რიმა”-ში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობისა და საქათველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ეგიდით ჩატარდა ახალგაზრდა სტომატოლოგთა ზამთრის სემინარი “ბაკურიანი 2009”. სემინარის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ და კომპანია “COLGATE”-მა.
user posted image
user posted image


სემინარში მონაწილეობდა 80 სტუდენტი და რეზიდენტი რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თსსუ, თსუ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პ.შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია, ბათუმის უნივერსიტეტი.
სემინარიაზე ლექციებს კითხულობდნენ თსსუ-ს პროფესორები პრ. ირინა და პრ, შალვა ზარნაძეები შემდეგ თემატიკებზე: “ზოგადი მენეჯმენტი”, “სტომატოლოგიური მენეჯმენტი”, “სტომატოლოგიური ფინანსების მოძიება და მართვა”, “პროექტის მართვის ციკლი”.
user posted image

სემინარის გახსნის ცერემონიაზე ჩატარდა პრეზენტაცია საზოგადოების მიერ განხორციელებულ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ GSA- ს მიერ დაწესებული ჟურნალები და კომპანია colgate – ს მიერ დაწესებული ჰიგიენური საშუალებები.

სემინარი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დამუშავდა რამოდენიმე პროექტი სტუდენტების მიერ.
user posted image
user posted image
სემინარის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდა საუკეთესო პროექტის ავტორი, რომლის განხორციელებას ხელს შეუწყობს თსსუ-ს და თსუ-ს თვითმმართველობა.
ვოტ:
user posted image
user posted image


სემინარის ფარგლებში მოეყო რამდენიმე გასართობი ღონისძიებაც. შეჯიბრი - ცეკვასა და სიმღერაში. biggrin.gif
user posted image

სემინარის ორგანიზატორები იყვნენ:
-საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება;
-ქოლგეითი;
-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობა;
-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა,
-საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

This post has been edited by აღასპერი on 6 Jun 2009, 17:15
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 17:27  #14161020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2009 წლის 27 თებერვალს გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების პირველი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - DENTAL SPRING.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
კონფერენცია ორი ბლოკისგან შედგებოდა. პირველ ბლოკში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის და
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოისმინეს ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ბნ. ოთარ ვასაძის მოხსენება მენეჯმენტის საფუძვლებზე.
user posted image
ფარმაცევტული კომპანია “პალინგენესის” აღმასრულებელი დირექტორმა, პათანატომმა, ქნ. დეა ყოლბაიამ ისაუბრა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ცვლილებებზე - ენდოკრინული დაავადებების დროს და მოკლედ მიმოიხილა მედიცინის და სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორიული განვითარება,
user posted image
ქნ. თეონა ნატროშვილმა წაიკითხა ლექცია გლაქსოსმიტკლაინის პირის ღრუს მოვლის ჰიგიენურ საშუალებებთან დაკავშირებით, რასაც პროდუქციის შესახებ აქტიური მსჯელობა და დებატები მოჰყვა.
user posted image


მეორე ბლოკში ალმა მატერის მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელებმა წარმოადგინეს თავიანთი სამეცნიერო თემები. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებული: ქეთევან ნინუა და თემურ უბირია, ეკატერინე მაჭავარიანი, ნინო გვასალია. მარი ჩიხრაძემ დაიმსახურა პრიზი – ჟიურის სიმპატია. კონფერენციის ყველა მონაწილემ მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები კომპანია გლაქსოსმიტკლაინისგან.
ნინო გვასალიას თემა - "ხელოვნება და სტომატოლოგია" დაკაბადონდა GSAnews-ის მეცხრე ნომერში.
user posted image
პროექტი გულისხმობდა:
-სტომატოლოგიური მენეჯმენტის სწორი და სრულფასოვანი სწავლებას;
-ზოგადი სამედიცინო განათლების, პრაკტიკისა და უნარჩვევების გაზიარებას
მომავალ სტომატოლოგებთან;
-სტუდენტურ პროექტებზე მუშაობის უნარჩვევების გამომუშავებას,
-სტუდენტ სტომატოლოგთა შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ:
-ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება;
-გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები.
user posted image

This post has been edited by აღასპერი on 6 Jun 2009, 17:28
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 17:34  #14161104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2007 წლის 22 დეკემბერს თსსუ-ს თვითმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ეგიდით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ორ ბავშვთა სახლში: `სათნოებასა~ და `მომავლის სახლში~. LACALUT-მა და “სახალხო აფთიაქმა” ბავშვები დაასაჩუქრა მედიკამენტებით და პირის ღრუს მოვლის საშუალებებით. მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ წაკითხულ იქნა ლექცია-სემინარი ზოგადი ჰიგიენისა და პირის ღრუს მოვლის შესახებ. ბავშვებს აგრეთვე დაურიგდათ ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები. აქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ბავშვებისა და ბავშვთა სახლების დირექტორების თხოვნით ის მიიღებს მრავალჯერად ხასიათს.


user posted image
2009 წლის 14 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებამ მოაწყო აქცია გლდანის ბავშვთა სახლში.პროექტი გულისხმობდა მათთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას, საჩუქრად მათ ასევე გადაეცათ ტკბილეული. საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების წევრებმა მიიღეს გლდანის ბავშვთა სახლის მიერ გამართულ აუქციონში მონაწილეობა და შეიძინეს ბავშვების ნამუშევრები: დეკორაციები, სათამაშოები, თმის სამაგრები და სამკაულები.
user posted imageuser posted image


აქციის ორგანიზატორები იყვნენ:
-ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება;
-თსსუ;
-თსუ,
-გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.


user posted image

This post has been edited by აღასპერი on 6 Jun 2009, 17:34
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 17:43  #14161184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
საქარველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში სასს-ის წევრ სტუდენტ სტომატოლოგებს და რეზიდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ პრაქტიკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
უცხოელ სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება სტაჟირება გაიარონ თსსუ-ს სტომატოლოგიურ ბაზებზე.
user posted image
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება არის მსოფლიო სტუდენტ სტომატოლოგთა და ევროპის სტუდენტ-სტომატოლოგთა ასოციაციების სრული წევრი და შესაბამისად სასს-ში გაწევრიანებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში აირჩიონ IADS-ის და EDSA-ს წევრი ნებისმიერი ქვეყანა.ესენია: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბრიტანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ჰოლანდია, შვედეთი, ბელორუსია, ბოსნია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, სლოვაკეთი, უკრაინა, რუსეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუსეთი, ნორვეგია, ქუვეითი, მაკედონია, ხორვატია, მალტა, განა, სერბეთი, სლოვენია, პალესტინა, დანია, სუდანი, ლიბანი, ალბანეთი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2007წელს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო შვიდმა სტუდენტმა (2-პოლონეთი, 2-თურქეთი, 1-რუმინეთი). 2008 წელს კი თვრამეტმა სტუდენტმა (5-პოლონეთი, 9-გერმანია, 4-ეგვიპტე) ერთი პოლონელი სტუდენტი სტაჟირებაზე ჩამოვიდა საქართველოში.
user posted image

This post has been edited by აღასპერი on 6 Jun 2009, 17:43
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 17:53  #14161285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
წინაპრებიც გავიხსენოთ და ვიტყვი, რომ საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ისტორია რამდნეიმე წლის წინ დაიწყო.
მაშინ საქართველოს სტუდენტ სტომატოლოგთა ასოციაიცა ერქვა და სწორედ იმ პერიოდის ხელმძღვანელობის, პრეზიდენტს ვალერი ნადირაშვილის და გაცვლითი პროგრამების ოფიცერის, თინა მოხევიშვილის დამსახურებაა ის, რომ დღეს სასს ასე აქტიურად მუშაობს.
სწორედ იმ გუნდის დროს გახდა საქართველო IADS-ის წევრი და გაცვლითი პროგრამებით ძალიან ბევრი სტუდენტი გაგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში.
მიყვარხართ, ბოვშებო, ამ ყველაფერს არაფსდროს დაგივიწყებთ, ხომ იცით 2kiss.gif

ესეც წინა თემის ლინკი სსსა

This post has been edited by აღასპერი on 6 Jun 2009, 17:54
ikebana
Volunteer


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13270
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 18:43  #14161923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
აღასპერი
ზურა, 3 ივნისის კონფერენციაში მონაწილეობდი?
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 19:08  #14162208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
2009 წლის 20 მაისს ჩატარდა ახალგაზრდა სტომატოლოგების უნივერსიტეტთაშორისი გასართობ-შემეცნებითი ინტელექტუალური შეჯიბრი DENTAL CELEBRATION 2009 "ოქროს კბილი" წლის ლოზუნგით - "ყველა ერთად".
user posted image
პროექტის იდეა ბაკურიანის ზამთრის სემინარზე დაიბადა, გაიმარჯვა, დაფინანსება მოიპოვა და რამდენიმე თვეში განხორციელდა.
ჩატარდა შიდაშესარჩევი ტურები, გამოვლინდა გუნდები და საბოლოოდ ივანე ჯავახიშივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის მენეჯმენტის და სტომატოლოგიის ინსტიტუტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს "დაუპირისპირდნენ".

user posted image
თამაში მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
I - ბლიც ტური, კითხვა -პასუხის რეჟიმი.
თერაპიული, ორთოპედიული, ორთოოდონტიული, ქირურგიული და ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგიებიდან, ფიზიოლოგიიდან, ანატომიიდან და ჰისტოლოგიიდან გუნდებს 25 შეკითხვისთვის უნდა ეპასუხათ.
შეკითხვები ოთხივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მოამზადეს, დალუქეს და გადასცეს პროფესორ სოფიო სამხარაძეს, რომელიც შემდეგ ჟიურის ხელმძღვანელობდა. მან შეკითხვები თავად დაახარისხა.
user posted imageuser posted image
user posted imageuser posted image



II - პრაქტიკული, ორთოპედიის და ორთოდონტიის ბონის ტურები.
ორთოპედიის ტური ჩაცავას სახელობის კლინიკის სახელით მედიცინის დოქტორმა, ლევან თადიმაძემ მოამზადა. ეს იყო სიტუაციური ამოცანა. პაციენტის და ექიმის დიალოგი სტომატოლოგიურ კაბინეტში. მოთამაშეებს დიაგნოზი უნდა დესვათ და მკურნალობის გეგმა უნდა ჩამოეყალიბებინათ.
ორთოდონტიის ტური კი მედიცინის დოქტორმა ნატო მოსემღვდლიშვილმა მოამზადა. სტუდენტებს ორთოდონტული მოდელები უნდა გაერჩიათ, დაესვატ დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა შემოეთავაზებინათ.

III და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ეს იყო დებატები.
დებატ-ტურნირი პირველად ჩატარდა სტომატოლოგებში და ისიც ამ პროექტის ფარგლებში. საგანმანათლებლო დებატ-ასიცოაციის და მედიკოსთა ასოციაციის დახმარებით, ცნობიი მსაჯი, ბატონი ილია მესხი მოტამაშეებს მასტერ-კლასებს უტარებდა.

ფინალში ორი გუნდი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გავიდა. დებატების რეცენზია წინასწარ იყო ცნობილი - "საექიმო შეცდომების ფაქტები მასმედიით უნდა შუქდებოდეს".
დამზადდა დიდი ზომის ოქროს კბილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა და საუკეთესო სტუდენტ-სტომატოლოგების ტიტულს ისინი ერთი წლის მანძილზე შეინარჩუნებენ.
user posted imageuser posted image


ჟიურის წევრები იყვნენ მედიცინის დოქტორი ნატო მოსემღვდლიშვილი, ეკა ნატროშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მამუკა მარგველაშვილი. პროფესორი ნატალია შონია, ხათუნა ტვილდიანი მმსი-დან და ჟიურის ხელმძღვანელი სოფო სამხარაძე.
user posted image
პროექტის ფარგლებში ჩატარდა პიარ აქცია "მალე", რამაც დიდი გაუგებრობა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
user posted image
ამას მოჰყვა ახალგაზრდული გაზეთის, თსუ თაიმსის" სპეც ნომერი სპეციალურად ამ პროექტისთვის.
user posted image
გენერალური სპონსორი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობა;
სპონსორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
კომპანია გლაქსოსმიტკლაინი;

ფერები 20 მაისს მნიშვნელოვანი იყო.
მედიცინის მენეჯმენტის და სტომატოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებს ყვითელი გრიგორ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტელებს - მწვანე, თსუ-ელებს - ცისფერი, თსსუ-ელებს კი წითლები მაისურები ეცვათ. ასევე მათ მხარდამჭერებს. შესაბამის ფერებში იყო ყველაფერი - შეკითხვები, მაგიდები, ბუშტები და ტორტები და 'საფლეტკებიც' კი.
user posted imageuser posted image
user posted imageuser posted image




თამაშის ყველა მონაწილეს თსსუ-ის პროფესორებმა, შალვა და ირინა ზარნაძეებმა საჩუქარი გაუკეთეს და ისინი სექტემბერში, ერევანში, V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გაემგზავრებიან.
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 19:10  #14162241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
ikebana


არა, მაკა. არ ვმონაწილეობდი, მაგრამ ვიყავი. მესამე კორპუსში დავრჩი, ქირურგიის და ორთოპედიის სექციაში.
შენ იყავი?

This post has been edited by აღასპერი on 6 Jun 2009, 19:10
Gedsa_Neo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2448
წევრი No.: 25895
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 19:16  #14162314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აღასპერი
შენ მინისტრი უნდა გახდე იცოდე tuk.gif gigi.gif 2kiss.gif

აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 19:18  #14162339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
Gedsa_Neo


gigi.gif 2kiss.gif
უნივერსიტეტის ბოლო ზარზე ხალათზე რაები დამაწერეს, უნდა წაგაკითხო, ყველა მაგას ელოდება lol.gif
**DIMMU***
Tiko


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3275
წევრი No.: 55804
რეგისტრ.: 15-March 08

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 19:24  #14162404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აღასპერი
ვაუ , აღვფრთოვან დი ,ყოჩაღ ნუ ი მალადიჟ, ვიცი რომ ბევრს მიაღწევ წარმატებები 2kiss.gif


--------------------
Just do it like a Lady

miyvarxart chemo patarebo!
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 19:36  #14162547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
**DIMMU***


user.gif

შენ და მაკა ცუდი გოგოები ხართ, ჩვენს პროექტებს რომ არ ესწრებით. yes.gif
**DIMMU***
Gedsa_Neo
ikebana
ახლავე გეუბნებით biggrin.gif ნოემბერში ალმა მატერში იქნება დახურული კონგრესი. პროგრამას არ გეტყვით, მაგრამ უძალიანმაგრესი იქნება, მსოფლიო მნიშვნელობის, მართლა tongue.gif სავარაუდოდ 4 დღე გაგრძელდება. ხოდა თქვენ რომ არ მოხვიდეთ, ავხტები - დავხტები და შუბლზე დავეცემი gigi.gif მოსაწვევებს მოგართმევთ, რა თქმა უნდა.

და "ოქროს კბილის" მეორე თამაშსაც უნდა დაესწროთ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, საერთაშორისო გახდება. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ (რა 'ისე' ჟღერს biggrin.gif ) სომხეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებთან. შეიძლება ჩაერთოს მალტაც. მოკლედ, კარგი უნდა გამოვიდეს და თქვენ გარეშე არ გავაკეთებ gigi.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0744 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]