forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წაბლი, თხილი, კაკალი, ნუში
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 26 Jun 2009, 17:59  #14449164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
წაბლის სუპი
მასალა: 1 კგ წაბლი, 1 ლიტრი ნებისმიერი ბულიონი (სოკოსიც შეიძლება), ცოტა ზეთი და მუსკატის კაკალი, 1 მოზრდილი პრასის ღერო (მოყვითალო ნაწილი), გამოყენებული ბულიონის შესაბამისად ფრინველის, საქონლის ღვიძლი 150 – 200 გრ ან 3 –4 ცალი სოკო. 1ლ-მდე რძე ( სუპის სისქეს გააჩნია – ვის როგორ უყვარს), 1 კვერცხი, 2 –3 ღერი ქინძი, მარილი და შ/წიწაკა გემოვნებით (თუ ბულიონის კუბიკს ვხმარობთ ნაკლები დასჭირდება)

მოხარშული წაბლი ( რამოდენიმე ცალის გარდა) დავამიქსეროთ კვერცხთან და ერთი ლიმონის წვენთან ერთად. ზეთში მოვშუშოთ რგოლებად დაჭრილი პრასის ღერო დაფქულ მუსკატის კაკლთან და შ/წიწაკასთან ერთად. წაბლის პიურე და მოშუშული პრასი ბულიონში გავქნათ. წამოვადუღოთ. თუ საჭიროა დავუმატოთ მარილი და წიწაკა. 10-დე წუთი ვაცალოთ დუღილი და დავუმატოთ ანადუღარი რძე. მივიყვანოთ ადუღებამდე მაგრამ აღარ ავადუღოთ.
სუპი თეფშზე მოვრთოთ დაჭრილი წაბლით ( რომელიც გადანახული გვქონდა), მოხარშული ღვიძლის ( სოკოს) თხელი ნაჭრებითა და 1-2 ფოთოლი ცოცხლი ქინძით.

წაბლის სუპი II
ხახვი დავკეპოთ ძალიან წვრილად და ზეთში კარგად მოვშუშოთ. მერე დავასხათ 6 ჩაის ჭიქა წყალი, რომელშიც შერეულია 1 სუფრის კოვზი წაბლის ( ან მჭადის) ფქვილი და ძმარი. 10 წუთი დუღილის შემდეგ შევაზავოთ მარილით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი და მთლიანი კვერცხები შევაზილოთ მოხარშული წაბლის პიურეს. ეს მასა ცალკე ჯამში გავხსნათ რამოდენიმე კოვზი გაციებული სუპით და ფრთხილად ჩავასხათ დანარჩენ სუპში ისე რომ არ აიჭრას. ერთი წამოავდუღოთ. შეგვიძლია მოვრთოთ ცოცხალი კამით და მაგრად მოხარშული კვერცხის ¼ ნაჭრით
მასალა:
წაბლი - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
წყალი - 6 ჭიქა
წაბლის ( ან მჭადის) ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
კვერცხი - 2 - 3 ცალი
მწვანილი, ძმარი, მარილი - გემოვნებით


მიმაგრებული სურათი
wabli.jpg


--------------------
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ

http://geosons.blogspot.com/
auau
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4261
წევრი No.: 14891
რეგისტრ.: 26-November 05

გამოგზავნილია: 30 Jun 2009, 09:33  #14493035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
August
სხვათა შორის, ბათუმში გამასინჯეს წაბლის მურაბა. არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ ჭამა შეიძლებოდა.

ისე, მე მასწავლეს ასეთი რამ: 1ჩაის ჭიქა ნიგოზი, ამდენივე თხილი და ამდენივე ნუში გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად ავურიოთ, დავყოთ 17 ნაწილად და ყოველ დილით თითოეული ნაწილი მივიღოთ უზმოზე.ჯერ ერთი, უგემრიელესი საუზმეა, მეორეც, სისხლს ასუფთავებს და სასარგებლო მინერალებით ამდიდრებს ორგანიზმს, კალიუმის საბადოა. ამ 17 დღიანი კურსის შემდეგ, პირადად მე შაქარი 300-დან 120-ზე ჩამომივიდა და მეტი აღარც შევუწუხებივარ. წელიწადში რამდენჯერმე ვაკეთებ
ასეთ პროფილაქტიკას. მიუხედავად იმის, რომ ქოლეცისტიტი მაქვს, არ მწყენს, რადგან მარილთან, შაქართან და სხვა პროდუკტებთან ერთად კომბინაციაში არ არის მაწყენარიო, ასე მითხრეს.


--------------------
არ ვიყეფები, ბატონო,არა!
აუაუ ყოველთვის ძაღლებთან და ყეფასთან კი არაა დაკავშირებული...
აუუუუუუუუუუუუ!
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 30 Jun 2009, 11:55  #14494584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
auau,
აი, შენი დანახვა ძალიან გამიხარდა...
სამწუხაროა, რომ ბევრი რამ რაც ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ დღეს უკვე დავიწყებულია ... იმედია რომ არა საბოლოოდ და ახალგაზრდებს აღმოაჩნდებათ თუნდაც მხოლოდ კომერციული ალღო-გამჭრიახობა და მიხვდებიან, რომ წაბლის ტყეების არა მხოლოდ "შეშად" გამოყენება შეიძლება...
სხვაგან არ ვიცი და პოლონეთში 1კგ წაბლის ფქვილი თითქმის 15 დოლარი ღირს... საფრანგეთიდან ჩამოაქვთ დაკონსერვებული წაბლი, ჯემი, მურაბა, მუსი, ფქვილი ...

ნუ რომ მაინც კულინარიაში დავრჩეთ აგერ წაბლის "ჩაროზი":
მოხალული წაბლი მოვათავსოთ მოხარშული წაბლის პიურე + თაფლის მასაში და მივცეთ რაიმე ფორმა (მაგ. გავაკეთოთ ბურთები) _ ამოვგინგლოთ კაკაოში, მოვაყაროთ შაქრის პუდრი, ამოვავლოთ გამდნარ შავ, ან თეთრ შოკოლადში ...

This post has been edited by August on 30 Jun 2009, 13:21

მიმაგრებული სურათი
1.JPG
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 30 Jun 2009, 17:53  #14499546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნაყინი თაფლში და კონიაკით (რომით) კარამელიზირებული წაბლით ...



მიმაგრებული სურათი
3.jpg
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 6 Oct 2009, 16:14  #15856017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იხვის მკერდი წაბლით, ლეღვითა და კომშით ( 4-6 ულუფა)

12 ცალი წაბლი, იხვის 4 მკერდი, 12 ლეღვი, 1ს/კ შაქარი, 1 კომში, 1 ჭ. ქათმის ბულიონი, 1ს/კ ბალსამიკო ( ან სსხვა ძმარი), მარილი, წიწაკა, მწიკვი ქონდარი

მოვხარშოთ წაბლი, იხვის მკერდი სევწვათ ტაფაზე 4 - 4 წთ ორივე მხრიდან (ჯერ კანიანი მხარე). გამომდნარი ცხიმი გადავწუროთ. ხორცი თბილად შევინახოთ. წვენს ვინახავთ. იხვის ცხიმში დაბალ ცეცხლზე შევწვათ ლეღვები 10 წთ-ის შემდეგ მოვაყაროთ შაქარი და დავუმატოთ წინასწარ მოხარშული და დაჭრილი კომში..
იხვის ხორცი თხლად დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ ბულიონი, დავუმატოთ ძმარი და იხვის სენაწვავი წვენი, რომ გაცხელდება ცავამატოთ ლეღვი, კომში და წაბლი ბოლოს ხორცი. სულ ბოლოს მარილი, წიწაკა და ქონდარი. ლანგარზე გადავიტანოთ მოვრთოთ
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 9 Mar 2010, 16:20  #18391192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამ წაბლიან ფრანგულ საშობაო ნამცხვარს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ... ცოტა მოგვიანებით იქნებ დავდო თარგმანი ...

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
10.jpg
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 11 Mar 2010, 13:31  #18425461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს "განცხრომა-ნეტარება" კი არ ითვალისწინებს წაბლს, მაგრამ ასეთი "უკიდეგანო" შესაძლებლობების რეცეპტურა ბევრი არ მოიძებნება ...

მიმაგრებული სურათი
2.jpg
forumeli007
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1508
წევრი No.: 87352
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2010, 14:54  #18426853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
August


რა მაგარიააააააააა და ეს რა არის??? ნამცხვარია ხო როგორც ვხვდები??? მაგრამ წაბლი??? თან გასარჩევი???
mariaa
Live Love Laugh


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1979
წევრი No.: 96384
რეგისტრ.: 24-July 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2010, 16:25  #18428418      · პროფილი · პირადი მიმოწერა
forumeli007
QUOTE
მაგრამ წაბლი??? თან გასარჩევი???

შოკოლადში ამოვლებული იქნება და არა კანით smile.gif
forumeli007
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1508
წევრი No.: 87352
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2010, 17:26  #18429517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mariaa
აააააააააააა რა ჭუკი ვარ biggrin.gif:D:D:D:D
sofia_bad
რეალისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 412
წევრი No.: 95831
რეგისტრ.: 15-July 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2010, 19:17  #18431445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

QUOTE
შოკოლადში ამოვლებული იქნება და არა კანით


იტალიაში იყენებენ ძალინ ხშირად როგორც ახლობლისგან ვიცი. კიდევ იძახიან წაბლის პიურე გადასარევიაო. rolleyes.gif rolleyes.gif


--------------------
იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,
რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო
დაიცვათ თქვენი წილი საქართველო.
დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

ილია II
cheese1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1576
წევრი No.: 108108
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 6 May 2010, 16:28  #19450188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

user posted image
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27655
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 27 Jul 2010, 11:50  #20851576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

ასე 10 წლის წინ რას წარმოვიდგენდი რომ ჩემი მოძველბიჭო კურსელი ,,ჩორტი", რომელიც გამოცდების წინ ჩემი კონსპექტების გადაკითხვას მთხოვდა, ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა. © Polaris
rockataka
Music & Peace


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14205
წევრი No.: 53989
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 27 Jul 2010, 12:24  #20852169      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ახლობელმა ქალმა დაამთავრა ჯანსაღი კვების კურსები. სერთიფიკატიც აიღო და შეუძლია მუშაობა მაგ სფეროში.

მისგან გავიგე, რომ დამბალი ნუშის ჭამა ძალიან სასარგებლო ყოფილა ორგანიზმისთვის.
smile.gif


--------------------
Библия учит любить ближнего своего, а Камасутра - как именно
"Определяйте значения слов, этим Вы избавите человечество от половины его заблуждений" Рене Декарт

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i073.radikal.ru/1008/4a/cdeb9921e078.gif[/IMG][/URL]
surrealisti
voodoo doll


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 139
წევრი No.: 57136
რეგისტრ.: 30-March 08

გამოგზავნილია: 3 Aug 2010, 07:53  #20954791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
წაბლი love.gif
ოღონდ წაბლის სუპი რა უბედურებაა biggrin.gif


--------------------
Kiss My Royal Ass


А не выкурить ли мне рюмочку чаю...?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0526 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]