forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აპოსტილი და ლეგალიზაცია, თუ რამე გაინტერესებთ მკითხეთ არ მოგერიდოთ
mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 23 Dec 2009, 18:25  #17088064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამ თემის გახსნით თუ რამე წესს ვარღვევ მართალი გითხრა (მოდერ) არ ვიცი, ამიტომ იმედია მაპატიებთsmile.gif

მოკლედ თუ ვინმეს გყავთ ნაცნობი თუ ნათესავი საზღვარგარეთ და დაჭირდა რაიმე ქართული ოფიციალური დოკუმენტი, წესით ამ ორი პროცედურიდან ერთერთის გაკეთება მოგიწევთ...

ესეც პრტეზიდენტის ბრძანებულებები:

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
№ 404 2009 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების

შესახებ

1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი (დანართი № 1);
ბ) აპოსტილის ნიმუში (დანართი № 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის № 398 ბრძანებულება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტმა ამ წესის ამოქმედებიდან 5 დღეში უზრუნველყოს აპოსტილითა და ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.

მიხეილ სააკაშვილი

დანართი № 1

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი

თავი I.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას.
2. ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებიც მიერთებული არიან „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას.
3. ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისწარმოებისათვის მიიღოს „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 15 ოქტომბრის კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 2.
აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა.

თავი II.
აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტები და დამოწმებაზე
უფლებამოსილი ორგანოები

მუხლი 3.
1. ამ წესის შესაბამისად აპოსტილით მოწმდება შემდეგი დოკუმენტები:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
გ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
დ) სანოტარო აქტები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
ზ) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.
2. აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურებას.
4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურებას.

მუხლი 4.
აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება:
ა) საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების (გარდა სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების) მიერ გაცემული დოკუმენტები;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
ე) სამხედრო ბილეთი;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
თ) სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.

მუხლი 5.
1. საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლო – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო (შემდეგში – უფლებამოსილი ორგანო).

თავი III.
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესი

მუხლი 6.
1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. აპოსტილით დამოწმება ხდება დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით.
3. აპოსტილი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუხლი 7.
1. უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას.
2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას და დოკუმენტზე დასმული ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობას.
3. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღეში.

მუხლი 8.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);
ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;
გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;
დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;
ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა;
ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;
ზ) აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.

მუხლი 9.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დოკუმენტი, რომელზედაც უნდა დაისვას აპოსტილი;
ბ) სახელმწიფო ბაჟის ან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 10.
1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს ადმინისტრაციული ორგანოებისა და ლიცენზირებული საგანმანათლებო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში – მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
3. თუ აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, აპოსტილით დამოწმება შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ორგანოს/დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ ხერხდება აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დოკუმენტის აპოსტილით დამმოწმებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა და განახორციელოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.

მუხლი 11.
დაუშვებელია აპოსტილის ტექსტში ცვლილების შეტანა.

მუხლი 12.
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტიკურობას, უსაფრთხოებას და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.
4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადაამოწმოს შეესაბამება თუ არა აპოსტილში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებს.

მუხლი 13.
აპოსტილის ელექტრონული და მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ უფლებამოსილი ორგანოები.

თავი IV.
აპოსტილის ფორმა და მისი დასმის წესი

მუხლი 14.
1. აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი ან შტამპი - ზომით 10X10, რომელზეც დაიტანება შესაბამისი ტექსტი (დანართი № 2).
2. აპოსტილის ქვეშ შესაძლოა მიეთითოს საჯარო დაწესებულების ელექტრონული გვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების შესახებ მონაცემთა ბაზა.

მუხლი 15.
1. აპოსტილი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე, ან მის მეორე გვერდზე, ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე.
2. ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს დოკუმენტზე ლენტით, რომელთა განცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც, თუ დოკუმენტს მყარი გარეკანი აქვს.
3. ჩანართზე აპოსტილი დაისმება ისე, რომ შტამპის ერთი ნაწილი იყოს თვით დოკუმენტზე, ხოლო მეორე ჩანართზე.
4. უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ ჩანართისათვის გამოიყენონ სპეციალური ქაღალდი.

თავი V.
დასკვნითი დებულებები

მუხლი 16.
1. აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელია აპოსტილის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა.
3. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან მიერთებული „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლეგალიზაციის წესები.

დანართი № 2


აპოსტილის ნიმუში

APOSTILLE
(Convention de La Haye du 5 octobre 1961)
1. ქვეყანა/ Country: საქართველო/ Georgia
მოცემული ოფიციალური დოკუმენტი/This public document
2.ხელმოწერილია / has been signed by: ----------------
------------------------------------------------------------
3. რომლის თანამდებობაც არის/acting in the capacity of: -----
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------––––––––––––––
4. დამტკიცებულია/Bears the seal/stamp of -------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–––––––
ბეჭდით/შტამპით
დამოწმებული/Certified
5. ადგილი/at: ქ. თბილისი/ Tbilisi
6. თარიღი/ the -----------------------------
7. დამოწმებულია/by:

თვითწებადი ქაღალდი დაფარულია ოთხი სხვადასხვა ტიპის ეკსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით, რომლის ხაზების ნაწილი მიკროტექსტია. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობილი საღებავით.
წარწერები „საქართველო“ და „Georgia“ შესრულებულია უხილავი საღებავით.



საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
№ 406 2009 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი

დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ


1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) დოკუმენტის ლეგალიზაციის წესი (დანართი № 1);
ბ) ლეგალიზაციის I ეტაპის შტამპის ნიმუში (დანართი № 2);
გ) ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის ნიმუში (დანართი № 3).
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის № 69 ბრძანების ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა.
3 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტმა ამ წესის ამოქმედებიდან 5 დღეში უზრუნველყოს ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.

მიხეილ სააკაშვილი

დანართი № 1

დოკუმენტის ლეგალიზაციის წესი

თავი I.
ზოგადი დებულებები

მუხლი 1.
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელების წესს.
2. ამ წესის შესაბამისად, ლეგალიზებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებთანაც საქართველოს არა აქვს დადებული ლეგალიზაციის გამარტივებული პროცედურის ან/და ლეგალიზაციისაგან გათავისუფლების შესახებ საერთაშორისო შეთანხმება.
3. ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საქმისწარმოებისათვის მიიღოს მხოლოდ მათი ლეგალიზაციის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 2.
საქართველოში ლეგალიზაციის განხორციელებით დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტსა და სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა.

მუხლი 3.
ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
უფლებამოსილი ორგანო – ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორგანოები;
მონაცემთა ბაზა – ადმინისტრაციული ორგანოებისა და ლიცენზირებული საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა.

თავი II.
ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები და ლეგალიზაციის
განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები

მუხლი 4.
1. ამ წესის შესაბამისად ლეგალიზაციას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე ლიცენზირებული საგანმანათლებო დაწესებულებების მიერ თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ბ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
გ) სანოტარო აქტები;
დ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი;
ზ) ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.
2. ლეგალიზაციას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს ორიგინალზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურებას.
4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურებას.

მუხლი 5.
ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის (გარდა სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების) მიერ გაცემული დოკუმენტები;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი (გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა);
ე) სამხედრო ბილეთი;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
თ) სანოტარო აქტები – დედანთან ასლის იდენტურობის და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიულ სამართლებრივი აქტები;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.

მუხლი 6.
1. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება ორ ეტაპად: უფლებამოსილი ორგანო ახდენს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დამოწმებას, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს პირველ ეტაპზე განხორციელებული ლეგალიზაციის შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტიკურობის დამოწმებას.
2. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები არიან:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლო;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს თანამდებობაზე დანიშვნის დღესვე წარუდგინონ სალეგალიზაციო შტამპზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერისა და შესაბამისი ბეჭდის ნიმუშები.
4. უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტების ლეგალიზაციისას იყენებენ ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის შტამპს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ლეგალიზაციის მეორე ეტაპის შტამპს.

მუხლი 7.
1. ლეგალიზაციის პირველ ეტაპზე უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში გაცემული დოკუმენტების, ასევე ლიცენზირებული საგანმანათლებო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახდენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში გაცემული დოკუმენტების, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლო ახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახდენს ლეგალიზაციას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტის ლეგალიზებას, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის ლეგალიზებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის უფლებამოსილი ორგანო.

თავი III.
დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელების წესი

მუხლი 8.
1. ლეგალიზაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. ლეგალიზაცია ხორციელდება დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით.
3. ლეგალიზაციის შტამპზე ტექსტი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუხლი 9.
დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი:
ა) დოკუმენტი, რომლის ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს;
ბ) სახელმწიფო ბაჟის ან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მუხლი 10.
1. უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი ლეგალიზებას.
2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება ლეგალიზებას, უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას და დოკუმენტზე დასმული ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობას.
3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები დოკუმენტის ლეგალიზაციას ახდენენ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღეში, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ლეგალიზაციის მეორე ეტაპს ახორციელებს განცხადების წარდგენის დღესვე.

მუხლი 11.
1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს მონაცემთა ბაზაში არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, ლეგალიზება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
3. თუ ლეგალიზაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, მისი ლეგალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ან ლიცენზირებული საგანმანათლებო და სამკურნალო დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ იქნა მოპოვებული ლეგალიზაციისათვის წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა და განახორციელოს დოკუმენტის ლეგალიზაცია, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.

მუხლი 12.
დაუშვებელია ლეგალიზაციის ტექსტში ცვლილების შეტანა.

მუხლი 13.
დოკუმენტის ლეგალიზებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);
ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;
გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;
დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;
ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა;
ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;
ზ) დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ.

მუხლი 14.
1. ლეგალიზაციის ფაქტი რეგისტრირდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის შტამპი;
ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი;
გ) ლეგალიზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ


--------------------
www.audiclub.ge
apsaros
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 78070
რეგისტრ.: 11-December 08

გამოგზავნილია: 24 Dec 2009, 02:17  #17096198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობა, გუშინ მინდოდა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, ვცოვრობ ბათუმში, ბათუმის სამოქალაქო რეესტრში მითხრეს ჩვენთან ვერ ვამოწმებთო უნდა ჩაიტანო თბილისშიო, მითხარი თუა ნორმალური მოვლენა ერთი თაბახის ფურცლის აპოსტილით დამოწმებისათვის ამხელა გზის გავლა, შემდეგ დავრეკე თბილისის სამსახურში და ვთხოვე რო, გადავრიცხავდი საფასურს მომსახურების, მოეცათ აპოსტილის ნომერი და საიტზე ამოვიღებდი ჩვეულებრივად, მაგრამ საქაჯეთში რო ვცოვრობთ თბილისმაც დამიდასტურა რო უნდა ჩამოხვიდეო. თუარადა მინდოდა "ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან" აპოსტილით დამოწმებული.
mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 24 Dec 2009, 09:59  #17097419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
apsaros
QUOTE
ბათუმის სამოქალაქო რეესტრში მითხრეს ჩვენთან ვერ ვამოწმებთო უნდა ჩაიტანო თბილისშიო

მართალი უთქვამთ, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება,
მომავალში გეგმავენ ბათუმშიც და ქუთაისშიც რომ ამოქმედდეს ეს სერვისი, თიმცა მაგისთვის ჯერ კადრები
უნდა მომზადდეს სათანადოდ და მერე...

QUOTE
მოეცათ აპოსტილის ნომერი და საიტზე ამოვიღებდი ჩვეულებრივად


არა ესე ვერ იზავ, ტექნიკურად არის შეუძლებელი,
მუხლი 14.
1. აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი ან შტამპი - ზომით 10X10, რომელზეც დაიტანება შესაბამისი ტექსტი
უნი წებოვანი სტიკერია რა, რომელიც ეწებება დოკუმენტს მას შემდეგ რაც იგი გადამოწმდება.....

QUOTE
ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან" აპოსტილით დამოწმებული


რაც შეეხება ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, ეს ცნობა აუცილებლად აიღე ბათუმის სამოქალაქო რეესტრიდან
და არა მუნიციპალიტეტიდან! მიდი ბათუმის სრს-ში უთხარი საინფორმაციო ბარათი მინდა თქო (ოფიც. ესე ჰქვია)
და მოგცემენ უპრობლემოდ..

P.S. თუ მეტყვი რომელი ქვეყნისთვის გესაჭიროება დამატებით აგიხსნი კიდე რაღაც-რაღაცეებს...smile.gif

* * *
apsaros
QUOTE
მითხარი თუა ნორმალური მოვლენა ერთი თაბახის ფურცლის აპოსტილით დამოწმებისათვის ამხელა გზის გავლა

ხო დამავიწყდა რომ მეთქვა რომ თუ გყავს ვინმე ნაცნობი ან ნათესავი თბილისში გამოუგზავნე დოკუმენტი და ის მივიდეს,
პირადად შენი მისვლა არაა სავალდებულო...smile.gif
apsaros
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 78070
რეგისტრ.: 11-December 08

გამოგზავნილია: 24 Dec 2009, 13:06  #17099260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
P.S. თუ მეტყვი რომელი ქვეყნისთვის გესაჭიროება დამატებით აგიხსნი კიდე რაღაც-რაღაცეებს...


მადლობა რო ყურად იღე ჩემი გამოხმაურება, მე მინდა დოკუმენტი გავაგზავნო კვიპროსში.
თუ ხარ კომპეტენტური მაგ საქმეში გთხოვ მითრა თუ მიიღებენ ზემოთ ხსენებულ დოკუმენტს იმ შემთხვევაში რო ვათარგმნინო და დავამოწმებიო ნოტარიუსს.
mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 24 Dec 2009, 16:16  #17102432      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მადლობა რო ყურად იღე ჩემი გამოხმაურება, მე მინდა დოკუმენტი გავაგზავნო კვიპროსში.
თუ ხარ კომპეტენტური მაგ საქმეში გთხოვ მითრა თუ მიიღებენ ზემოთ ხსენებულ დოკუმენტს იმ შემთხვევაში რო ვათარგმნინო და დავამოწმებიო ნოტარიუსს.

არაფრის, ზუსტად იმიტომ გავხსენი ეს თემა რომ კითხვებზე ვუპასუხო აქაურებს..smile.gif wink.gif
მაგრამ სათაურში შეცდომა გამეპარა და არ ვიცი როგორ შევასწორო givi.gif

ეხლა რაც შეეხება კვიპროსს და თარგმანს:

ესე იგი დოკუმენტს, მოცემულ შემთხვევაში ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, უეჭველი ჭირდება აპოსტილის ბეჭედი,
ასევე შესაძლებელია რომ კვიპროსი ამ აპოსტილის ბეჭედს ითხოვდეს ცალკე ამავე დოკუმენტის თარგმანზეც, ამ შემთხვევაში, ანუ
თუ მოთხოვნილია აპოსტილი ცალკე თარგმანზეც, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი არ გამოგადგება, დოკუმენტი უნდა
თარგმნოს თვითონ სამოქალაქო რეესტრმა, ყავთ მაგათ თავიანთი თარჯიმნები და ისინი გადათარგმნიან, ნოტარიულად გაკეთებულ
თარგმანზე ბეჭდის დარტყმას კანონი უკრძალავს. აი შესაბამისი მუხლი:

მუხლი 4.
აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება:
თ) სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;

ასე რომ პირველ რიგში უნდა გაარკვიო კვიპროსი როგორ ითხოვს აპოსტილს, ანუ მხოლოდ დოკუმენტზე თუ დოკუმენტზეც და თარგმანზეც! (ცალცალკე)
თუ ითხოვს თარგმანზეც ათარგმნინებ თვითონ სრს-ს, თუ ითხოვს მხოლოდ დოკუმენტზე, მაშინ მას შემდეგ რაც სრს დოკუმენტზე დაარტყავს აპოსტილს, თარგმანი
შეგიძლია გააკეთო ნებისმიერ მთარგმნელობით ბიუროში და დაამოწმო ნოტარიულად!


* * *
კითხვები თუ გაგიჩნდებათ ვინმეს და აქ დაწერთ შეიძლება ეგრევე ვერ გიპასუხოთ სამსახურის გამო,
თუმცა პასუხს აუცილებლად გაგცემთ ისე არ დაგტოვებთ.......... wink.gif
giviko_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1171
წევრი No.: 34773
რეგისტრ.: 13-May 07

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 00:13  #17110518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · icq
mambu


მშვენიერია, მაგარი თემა გაგიხსნია, ძალიან საჭიო მაგალითად ჩემთვის სულ მაინტერესებდა,

mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 01:14  #17111548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
giviko_
QUOTE
მშვენიერია, მაგარი თემა გაგიხსნია, ძალიან საჭიო მაგალითად ჩემთვის სულ მაინტერესებდა,

გაიხარე! მომავალშიც თუ რამე დაგაინტერესებს შეძლებისდაგვარად გიპასუხებ... wink.gif
agentivar
Лё


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2097
წევრი No.: 46035
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 01:36  #17111865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mambu
ზაფხულში რაც მე აპოსტილზე ვირბინე...
მაშინ გავიგე что это такое и с чем едят


--------------------
Жизнь там. Любовь тоже там. Здесь только virt.
mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 01:43  #17111955      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
agentivar
QUOTE
ზაფხულში რაც მე აპოსტილზე ვირბინე...
მაშინ გავიგე что это такое и с чем едят

smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
დ არატო მოგიწია სირბილი? ეტყობა რამე პრობლემა ქონდა დოკუმენტებს...
ისე რაც სრს-ში გადავიდა ეს სერვისი, საგრძნობლად დაიხვეწა...
dacapo
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 107537
რეგისტრ.: 25-December 09

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 17:56  #17120558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mambu
გამარჯობა smile.gif
მთხოვენ, აპოსტილით დავამოწმო თარგმანი. მაინტერესებს, რამდენად ხარისხიან თარგმანს შემომთავაზებენ (სამოქალაქო რეესტრშია ეს სერვისი, თუ არ ვცდები). ადრე ვათარგმნინე საბუთები ერთ-ერთ ბიუროში და ისეთი თარგმანი იყო, გამოჩენაც არ შეიძლებოდა. თუ იცი, მანდ რა ხდება? თავი ხომ არ მომეჭრება, მაგათი თარგმნი რომ სადმე წავიღო?
mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 18:11  #17120820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
dacapo
QUOTE
გამარჯობა 
მთხოვენ, აპოსტილით დავამოწმო თარგმანი. მაინტერესებს, რამდენად ხარისხიან თარგმანს შემომთავაზებენ (სამოქალაქო რეესტრშია ეს სერვისი, თუ არ ვცდები). ადრე ვათარგმნინე საბუთები ერთ-ერთ ბიუროში და ისეთი თარგმანი იყო, გამოჩენაც არ შეიძლებოდა. თუ იცი, მანდ რა ხდება? თავი ხომ არ მომეჭრება, მაგათი თარგმნი რომ სადმე წავიღო?


არა არ მოგეჭრება! პროფესიონალები არიან! განსაკუთრებით ფრანგული! givi.gif baby.gif
dacapo
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 107537
რეგისტრ.: 25-December 09

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 18:18  #17120938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შენ გაიხარე!!!!
ზუსტად ფრანგული მაინტერესებდა.
ისე, როგორ თარგმნიან ფრანგულად შემდეგი ტიპის დოკუმენს: "ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ"?
mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 18:30  #17121124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
dacapo
QUOTE
შენ გაიხარე!!!!
ზუსტად ფრანგული მაინტერესებდა.
ისე, როგორ თარგმნიან ფრანგულად შემდეგი ტიპის დოკუმენს: "ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ"?



spy.gif spy.gif spy.gif eek.gif eek.gif eek.gif
ისე როგორც წესი და რიგია...smile.gif

ისე ეგ დოკუმენტი რისთვის გჭირდება?
ალბათ თხოვდები ან ცოლი მოგყავს და მაგისთვის ხო?...
მოკლედ მიდი სრს-ში და everything will be O.K.!
apsaros
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 78070
რეგისტრ.: 11-December 08

გამოგზავნილია: 26 Dec 2009, 02:36  #17129394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ასე რომ პირველ რიგში უნდა გაარკვიო კვიპროსი როგორ ითხოვს აპოსტილს, ანუ მხოლოდ დოკუმენტზე თუ დოკუმენტზეც და თარგმანზეც! (ცალცალკე)
თუ ითხოვს თარგმანზეც ათარგმნინებ თვითონ სრს-ს, თუ ითხოვს მხოლოდ დოკუმენტზე, მაშინ მას შემდეგ რაც სრს დოკუმენტზე დაარტყავს აპოსტილს, თარგმანი
შეგიძლია გააკეთო ნებისმიერ მთარგმნელობით ბიუროში და დაამოწმო ნოტარიულად!


გავარკვიე უკვე ყველაფერი აპოსტილი ჭირდებაო მითხრეს მაგრამ, დიდი ხნის თანამშრომლობამ და ნდოფის ფაქტორმაც იმოქმედა და ნოტარიულად დამოცმებულ დოკუმენტზეც დამთანხმდნენ.
თქვენ კი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქში არ უნდა ხდებოდეს აპოსტილი და ლეგალიზაცია baby.gif baby.gif baby.gif aba.gif aba.gif aba.gif
mambu
milan & audi loves me :D


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 13004
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 26 Dec 2009, 22:00  #17138834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
გავარკვიე უკვე ყველაფერი აპოსტილი ჭირდებაო მითხრეს მაგრამ, დიდი ხნის თანამშრომლობამ და ნდოფის ფაქტორმაც იმოქმედა და ნოტარიულად დამოცმებულ დოკუმენტზეც დამთანხმდნენ.


მარტო ნოტარიულად დამოწმებული?! ალბათ კერძო კომპანია გთხოვს დოკუმენტებს და არა რომელიმე სახელმწიფო ორგანო ხო?...........
იმიტომ რომ სახელმწიფო დაწესებულება ჩემი აზრით უეჭველი მოგთხოვდა...smile.gif
არ გთხოვენ და ნო გთხივენ! შენთვის უკეთესი!:)

QUOTE
მაგრამ მხოლოდ დედაქალაქში არ უნდა ხდებოდეს აპოსტილი და ლეგალიზაცია


მართალი ხარ აბსოლიტურად, არის მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ ესე მარტივი არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
პირველ ეტაპზე ლაპარაკია მხოლოდ ბათუმში და ქუთაისში ანალოგიური სერვისის ამოქმედებაზე,
შემდეგ კი ნელნელა სხვა ქალაქებშიც აპირებენ, ასე რომ მომავალში ეს პრობლემაც აღარ იქნება yes.gif smile.gif
წარმატებები!!!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0408 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]