ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი ეძახდა ასე:
გЁტე
ახლაც მახსოვს მისი ტუჩების მოძრაობა, როცა მის გვარს წარმოთქვამდა ხოლმე

ეს მხოლოდ ასოთწყობა არ იყო:
ეს იყო თაყვანისცემა, აღფრთოვანება, სიყვარული, ლტოლვა
აი ნამდვილი ლტოლვა
აი ისეთი ლტოლვა, რომელსაც იცი, რომ ვერასდროს დაიკმაყოფილებ, მაგრამ თავს არ უტყდები.
შეეძლო დაუსრულებლად ბევრი ელაპარაკა მასზე და ამ დროს იყო ხოლმე აღტკინებული, ისეთი აღტკინებული, რომ სუნთქვასაც ვერ ვბედავდი,
მეშინოდა, ჩემს სუნთქვას მისი ინტიმი არ დაერღვია
როდესაც მასზე იწყებდა საუბარს, მეგონა იმქვეყნიდან მელაპარაკებაო: იჯდა თავის გЁტე - ს გვერდით და ნეტარებდა.
This post has been edited by ameliamelia on 29 Aug 2010, 22:04