forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კლარა ცეტკინი თუ ნინო ბურჯანაძე?, 100 წლის წინ და გუშინწინ
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21950
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 8 Mar 2010, 14:04  #18370388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩემი ცხოვრების 43 წლიან ბიოგრაფიაში არ მახსენდება დღე, როდესაც მე თუნდაც ერთი ყვავილი მეჩუქნოს ქალისთვის "ქალთა ინტერნაციონალური დღის - 8 მარტის" აღსანიშნავად.
მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ შორეულ სოციალისტურ ბავშვობაშიც კი სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ტაშფანდურს და ჩემთვუის მასში მონაწილეობა არასდროს მოუთხოვიათ.
100 წლის წინ 8 მარტს, კოპენჰაგენში მანამდე ცოტა ხნით ადრე აბობოქრებული ქალთა მოძრაობა გაერთიანდა და ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ კრების ერთერთი აქტივისტი და ამ მოძრაობის მდივანი გახლდათ გერმანელი ქალი კლარა ცეტკინი, რომლემაც ეს თანამდებობა და რეპუტაცია ქალთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა.

ის თავისი მიზნის აღსასრულებლად მთავარ მოკავშირედ კომუნისტებს და 1917 წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა.
საბჭოთა კავშირიც ხელისგულზე ატარებდა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქალს, 1933 წელს, როცა ის მოსკოვში გარდაიცვალა, სასაფლაო ლენინის მავზოლეუმისაგან ახლოს, კრემლის კედელთან მიუჩინეს.

ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ ისეთივე იყო როგორიც სხვა ათასი რევოლუციური ავტორიტეტის, რომელთაც მთელი ბავშვობა თავში გვიდებდნენ თაყვანისცემის ობიექტად.
ანუ არ მიყვარდა, ვერ ვუგებდი და ჩუმად ვაპროტესტებდი მათ დეკლარირებულ ბუმბერაზობას.


არადა ახლა რომ ვუყურებ, რას მიშავებდა, კონკრეტულად როზა მყავს მხედველობაში. ის მართლაც უშველებელი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. მაშინ ევროპაში ქალებს საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდათ, მათ მეორეხარისხოვანი ადამიანების სტატუსი ჰქონდათ და პოლიტიკაში მათი წონა ოფიციალურად იყო 0-ის ტოლი.
კარგადაც მოიქცა რომ იბრძოლა, ღირსება ჰქონია, ენერგიული , მიზანდასახული ყოფილა, საკუთარი მიზნის აღსასრულებლად გონიერი ნაბიჯების გადაგმის უნარი ცოდნა და განათლება ჰქონია,
რითაა ფლორა ნაითინგეილზე ნაკლები პატივისცემის ღირსი (რომელმაც წითელი ჯვარი დააარსა)?
ამ მხრივ ჩემს თვალში რეაბილიტირებულია.
მეორე საქმეა კლარა და რუსეთი.
ის ცხოვრების მეორე ნახევარში 1933 წლამდე ნებივრობდა კომუნისტურ პატივისცემაში, ღებულობდა ლენინის ორდენებს, დასეირნობდა საბჭოთა კურორტ-სანატორიუმენბში და დითირამბებს არ იშურებდა საბჭოთა რუსეთის მიმართ.
რაც ჩემთვის განსაკუთრებული კომპრომატია - ვერ ხედავდა იმ ქვეყანაში გასაპროტესტებელ საკითხს.

ერთადერთი, რასაც შეიძლება დაეტყვევებინა სამართლიანებისთვის მებრძოლი ქალი, დაეტყვევებინა იმდენად, რომ საკუთარი პრინციპი, დაჩაგრულის დახმარება, თანაბარი უფლებები ადამიანებს ეროვნების, რასის, სქესის მიუხედავად, გვერდზე გადაედო, იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის სიდიდე და სიძლიერე.
მან რუსეთში ის დასინახა, რაზეც ნინო ბურჟანაძეს 100 წლის შემდეგ "თვალები აეხილა"
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გრძნობთ, რუსეთის დედაქალაქში რომ დადიხართო, ნინომ ანთებული თვალებით უპასუხა " ვგრძნობ, რომ ეს არის დიდი, ქვეყანა, ქვყანა, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო, რომლის სიძლიერე საქართველომ არათუ უნდა გაითავალისწინოს, არამედ გულშიც კი არ უნდა გაივლოს მისი შეწუხება საკუთარი ინტერესებისთვის".
ბოდიში არაზუსტი ციტირებისთვის, მაგრამ დამოკიდებულება აშკარად დოკუმენტურია - დიდება დიდ რუსეთს.
შემდეგი თეზა კიდევ უფრო ილუზიური აღმოჩნდა, თურმე მას ჰქონია რუსეთთან პრობლემების მოგვარების პროგრამა, და ამ პროგრამის მთავარი ღერძი ყოფილა თავაზიანობა!
რუსეთი კეთილია, ზრდილობიანი მიმართვა საკმარისი ყოფილა მისი გულის ასაჩუყებლად. პუშკინი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი და.. პრაშუ, პრაშუ ვ აპხაზიუ ი ასეწიუ.


მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუკი როზა ლუქსემბურგს 100 წლის წინ თავისი სამართლიანობისათვის მებრძოლის დროშის შენახვა რუსეთის სიდიადემ, რეალურმა სუპერმასშტაბურმა ცვლილებებმის ეიფორიამ და მებრძოლის ოპტიმიზმმა აიძულა, ნინო ბურჯანაძეს არც არასდროს ჰქონია ამ ქვეყნის მიმართ არც იმედი და არც ეიფორია, მას გათვლილი და აწონ-დაწონილი საკუთარი სარგებელი აქვს.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
Abinus_Nelon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 702
წევრი No.: 89050
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 8 Mar 2010, 14:14  #18370576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხლა ორზო შემოვა, გაგვანათლებს ამ საკითხთან დაკავშირებით და თემასაც მიკეტავს.


--------------------
ტრიალ მინდორში, გვირილების კრეფისას, უეცრად თუ ქარმა იბრუნა პირი - შეიძლება გაგიჟდეს კაცი!
Freedom
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1236
წევრი No.: 6846
რეგისტრ.: 15-October 04

გამოგზავნილია: 8 Mar 2010, 14:47  #18371280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავტორს კარგი ნიკი აქვს, საინტერესო.

ბურჯანაძეს რაც შეეხება, ანთებული თვალების გარეშე მისი ინტერვიუ არ მახსოვს მე smile.gif


--------------------
ისე მსოფლიოს თვალში რა სასაცილო სანახავი ქვეყანა ვართ, ჩვენ მტერი რათ გვინდა@Mesaplave
ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან (დაბადება, 19:12)and@Johnnie Walker
Свободен лишь тот, кто потерял все, ради чего стоит жить
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21950
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 8 Mar 2010, 18:09  #18375094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი



Freedom
QUOTE
ავტორს კარგი ნიკი აქვს, საინტერესო.



ახალი რევოლუცია!
ჰოდა, თუ დაინტერესდი აქ შემო.
miamiti
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4270
წევრი No.: 17753
რეგისტრ.: 1-March 06

გამოგზავნილია: 8 Mar 2010, 18:15  #18375181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კლარა ცეტკინი თუ ნინო ბურჯანაძე?, 100 წლის წინ და გუშინწინ

შემდეგი თემა იქნება "ლენინი თუ სააკაშვილი?",როგორ მეორდება ისტორია.)))
mamuka-SRV
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10299
წევრი No.: 83158
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 8 Mar 2010, 18:21  #18375299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (miamiti @ 8 Mar 2010, 18:15 )
შემდეგი თემა იქნება "ლენინი თუ სააკაშვილი?",როგორ მეორდება ისტორია.)))

lol.gif up.gif ===================================================================


--------------------
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.

ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)
orzo
მლიქვნელთმტკენი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 10455
რეგისტრ.: 28-May 05

გამოგზავნილია: 8 Mar 2010, 18:59  #18375960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim
QUOTE
ეხლა ორზო შემოვა, გაგვანათლებს ამ საკითხთან დაკავშირებით და თემასაც მიკეტავს.


--------------------
©MURDER ატორი™
Per aspera ad astra
Non enim paranda nobis solum, sed fruenda sapientia est

უკვე ბევრს ჩაუჯდა ტვინში და პოლიტიკის განყოფილებაში პოსტვის დროს, გონიათ რომ სხდომაზე სხედან და ახალ კანონებს იღებენ და ქვეყანას მართავენ ©
Nok

მე ყველა თემაში მართალი ვარ(c) kardu
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0156 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]