forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (100) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძაღლების თავშესაფარი გააჩუქებს ძაღლებს - II ნაწილი, დავეხმაროთ დაკარგულ და გამოგდებულ ცხოველებს
Zuziki
Over The Rainbow


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3710
წევრი No.: 4040
რეგისტრ.: 8-January 04

  გამოგზავნილია: 3 May 2010, 17:27  #19390139      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · msn
თემის პირველი ნაწილი იხილეთ აქ:
I ნაწილი

თავშესაფარის მისამართი:
თბილისი, სვანიძის ქ. 30. (ყოფილი თამარაშვილის შესახვევი, ვაკეში)
ტ: (99) 51 68 86. თამაზ ელიზბარაშვილი
www.Doghome.ge



dachieliziko
ბ-ნო თამაზ, თავს უფლება მივეცით გაგვეხსნა ჩვენთვის უკვე ძალიან მშობლიური და თბილი (თუმცა ტკივილით სავსე) თემა.

აქვე კითხვა #1 - სომპი როგორაა... sad.gif

This post has been edited by Zuziki on 3 May 2010, 17:38

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
tavsh.jpg
valfar
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1499
წევრი No.: 82700
რეგისტრ.: 18-January 09

გამოგზავნილია: 3 May 2010, 17:57  #19390737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხომ კარგადაა სომპი? sad.gif ??????..............
fermina
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9697
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 3 May 2010, 19:30  #19392371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატომ არაფერი არ ისმის?????? sad.gif sad.gif

ამ საწყალს პატრონი მოუკვდა მაინც და ზოგს რომ შეგნებულად ტოვებს... ისინი კი ვერ ივიწყებენ პატრონებს და გაუთავებლად ელოდებიან sad.gif



--------------------
убийца с ангельским лицом
dachieliziko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 468
წევრი No.: 82335
რეგისტრ.: 13-January 09

გამოგზავნილია: 4 May 2010, 04:14  #19401955      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
Zuziki

დიდი მადლობა თემის გახსნისათვის. სომპი ქალბატონი ვიოლას წყალობით გადარჩა, მარტო მისი ხელიდან ჭამს. მთელი დღის განმავლობაში მოწყენილი წევს ვოლიერში ხის სახლის უკან, საღამოს გამოდის ვოლიერის კარებთან და ვიოლას ელოდება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ვიოლას სომპის გადარჩენისათვის.

ჩემი გაუჩინარების მიზეზი იყო სამი დღის უკან თავშესაფარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა.
სამი თვის უკან თავშესაფარში მოიყვანეს ახალშობილი ლეკვი, ძალიან პატარა და სასაცილო. ციცქნა დავარქვი.
user posted image
* * *
ზუსტად მაგ პერიოდში თავშესაფარში მყავდა კიდე ერთი ლეკვი , სახელად ბუჩი-მურანო, რომელიც მძიმედ იყო ავად და სიკვდილს ებრძოდა.

user posted image

ბუჩი გადარჩა.
* * *
ბუჩი და ციცქნა ერთად იზრდებოდნენ, ერთ საწოლში იწვნენ და ერთი ჯამიდან ჭამდნენ.

user posted image

user posted image
* * *
სამი დღის უკან ციცქნამ მიიღო თავის ქალის ძლიერი ტრამვა. ბუჩი არ მოშორებია ციცქნას საწოლს, გვერდით ეწვა და ეფერებოდა.

user posted image

user posted image

user posted image


* * *
სამი დღის უკან ციცქნამ მიიღო თავის ქალის ძლიერი ტრამვა. ბუჩი არ მოშორებია ციცქნას საწოლს, გვერდით ეწვა და ეფერებოდა.

user posted image

user posted image

user posted image


* * *
ციცქნა გონებაზე არ მოსულა, დღეს გამთენიისას მოკვდა.
camomle
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11374
წევრი No.: 35812
რეგისტრ.: 1-June 07

გამოგზავნილია: 4 May 2010, 08:10  #19402257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sad.gif((((((( (
Zuziki
Over The Rainbow


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3710
წევრი No.: 4040
რეგისტრ.: 8-January 04

გამოგზავნილია: 4 May 2010, 08:55  #19402363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · msn
QUOTE
ბუჩი არ მოშორებია ციცქნას საწოლს, გვერდით ეწვა და ეფერებოდა.

cry.gif cry.gif cry.gif
ეს პოსტი უნდა დაუდოს კაცმა პოლიტიკის გაყოფილებაში მოღვაწე ხისთავიან ურჯულოებს, იქნებ ცოტა ადამიანობამ გაიღვიძოს მათში...
gogitam
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 101341
რეგისტრ.: 1-October 09

გამოგზავნილია: 4 May 2010, 09:06  #19402395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
”ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია”

მიღებულია 1977 წლის 23 სექტემბერს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ ქ.ლონდონში. გამოცხადებულია 1978 წლის 15 ოქტომბერს გაეროს განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შტაბში ქ.პარიზში. 1989 წელს მოხდა დეკლარაციის ტექსტის გადახედვა ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ, 1990 წელს დეკლარაცია წარედგინა იუნესკოს გენერალურ დირექტორს და იმავე 1990 წელს მოხდა მისი მსოფლიო აღიარება.
პრეამბულა:

თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სიცოცხლე – ერთია, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთი წარმოშობისაა და მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახეობათა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა,

თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ყველა ცოცხალ არსებას აქვს მინიჭებული ბუნებრივი უფლებები და რომ ნერვული სისტემის მქონე ნებისმიერ ცხოველს გააჩნია გარკვეული უფლებები,

თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ცხოველთა ამ ბუნებრივი უფლებების უგულებელყოფა, აბუჩად აგდება, ან უბრალოდ მათი არცოდნა სერიოზულ ზიანს აყენებს დედა-ბუნებას და ადამიანებს ცხოველების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ უბიძგებს,

თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ცხოველთა სხვადასხვა სახეობის არსებობა უკვე გულისხმობს ადამიანის სახეობის მხრიდან სხვა სახეობის ცხოველთა სიცოცხლის უფლების ცნობას,

თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ადამიანის მიერ ცხოველთა ჰუმანური პატივისცემა განუყოფელია ადამიანის მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემისაგან, მაშინ აღიარებული იქნება:

მუხლი 1 ყველა ცხოველს აქვს თანაბარი უფლება იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში;

მუხლი 2 ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრან პატივისცემით;

მუხლი 3 3.1 არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად;

3.2 თუ აუცილებელია ცხოველის მოკვლა, ეს უნდა მოხდეს მყისიერად, ტკივილის და ტანჯვის მიყენების გარეშე;

3.3 მკვდარ ცხოველს არ უნდა მოვეპყრათ უკადრისად;

მუხლი 4 4.1 გარეულ ცხოველებს აქვთ საკუთარ ბუნებრივ გარემოში თავისუფლად
ცხოვრების და გამრავლების უფლება;

4.2 გარეული ცხოველებისათვის თავისუფლების ხანგრძლივად წართმევა, ნადირობა და თევზაობა გართობა-დროსტარების მიზნით, აგრეთვე ცხოველების ნებისმიერი გამოყენება არასაციცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნით, არღვევს გარეულ ცხოველთა ძირითად უფლებებს;

მუხლი 5 5.1 ადამიანზე დამოკიდებული ნებისმიერი ცხოველის უფლებაა მიიღოს შესაფერისი მოვლა და ზრუნვა;

5.2 დაუშვებელია ცხოველის უმიზეზოდ, გაუმართლებლად მიტოვება ან მოკვლა;

5.3 ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების ნებისმიერი სახე უნდა პასუხობდეს სახეობისათვის დამახასიათებელ ფიზოლოგიურ და ქცევით ნორმებს;

5.4 გამოფენები, დემონსტრაციები, აგრეთვე ფილმები ცხოველთა მონაწილეობით არ უნდა ლახავდნენ მათ ღირსებას და არ უნდა შეიცავდნენ ძალადობის ელემენტებს;

მუხლი 6 6.1 ცხოველებზე ისეთი ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ მათ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, არღვევენ ცხოველთა უფლებებს;

6.2 სისტემატურად უნდა ვითარდებოდეს და ხორციელდებოდეს ცხოველთა სულადობის აღდგენის მეთოდები;

მუხლი 7 ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმრთლებელ სიკვდილ, წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს;

მუხლი 8 8.1 ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, მიმართული გარეული ცხოველის სახეობის განადგურებისაკენ, გენოციდის ექვივალენტურია, ანუ არის დანაშაული მიმარტული სახეობის წინააღმდეგ;

8.2 გარეული ცხოველების დახოცვა, ბიოსფეროს დაბინძურება და დაზიანება – გენოციდური ქმედებებია;

მუხლი 9 9.1 ცხოველთა გარკვეული იურიდიული სტატუსი და უფლებები უნდა განისაზღვროს სახელმწიფო კანონმდებლობით;

9.2 ცხოველთა დაცვა და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზე; მუხლი 10 საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს
veragi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1536
წევრი No.: 87613
რეგისტრ.: 28-March 09

გამოგზავნილია: 4 May 2010, 09:46  #19402589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბუჩი იდარდებს ეხლა... საწყალი ციცქნა, და რა იყო ტრავმის მიზეზი ?


--------------------
--------------------------------------------------
tamuna_mpt
30 30


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3070
წევრი No.: 18570
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 4 May 2010, 10:54  #19403125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიხარია რომ სომპი უკეთ არის 2kiss.gif


cry.gif cry.gif cry.gif
არც ვიცი ეს ამბავი როგორ უნდა დავაკომენტარო.. გული შემეკუმშა
ბუჩი როგორ იდარდებს წარმომიდგენია : (((

ბატონო თამაზ რამდენი რამის გადატანა გიწევთ : (


--------------------
მერე რა რომ სველია...სველი იასამანი ..
rawerfas
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2608
წევრი No.: 90018
რეგისტრ.: 28-April 09

გამოგზავნილია: 4 May 2010, 10:57  #19403152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dachieliziko
QUOTE
სომპი ქალბატონი ვიოლას წყალობით გადარჩა, მარტო მისი ხელიდან ჭამს. მთელი დღის განმავლობაში მოწყენილი წევს ვოლიერში ხის სახლის უკან, საღამოს გამოდის ვოლიერის კარებთან და ვიოლას ელოდება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ვიოლას სომპის გადარჩენისათვის.


ძალიან გაგვახარეთ! სულ ვფიქრობდი, რა შემეძლო გამეკეთებინა სომპისთვის და არაფერი არ მომდიოდა თავში. შემიძლია ქალბატონ ვიოლას დავეხმარო გადაადგილებაში - თუ შორს ცხოვრობს, ვატარებ თავშესაფარამდე მანქანით და მერე სახლში წავიყვან. დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამ საქმეს და სომპის გულიც იქნებ მოვიგო (ქალბატიმი ვიოლას დახმარებითwink.gif). ველი თქვენ პასუხს. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე არადა ძალიან მინდა რამენაირად დავეხმარო სომპის... (ძაღლი უკვე მყავს, თორემ ნამდვილად წავიყვანდი, როგორც ნებისმიერი სხვა ფორუმელი ვინც ამ თემაში შემოდის და სომპის გულშემატკივრობს. უბრალოდ სურვილი და შესაძლებლობა ყოველთვის ერთმანეთს ვერ ემთხვევა, სამწუხაროდ)
fermina
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9697
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 4 May 2010, 11:02  #19403214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატომ ხდება ასეთი რაღაცები, რატომ რატომ რატომ.... sad.gif sad.gif sad.gif

ფოტოებზე როგორ ეხუტება, გული დამეწვა. ამ ბოლო დროს აშკარად ცხოველები უფრო მიყვარს და მეცოდებიან, ვიდრე ადამიანები. ამ განყოფილებაში რაც შემოვდივარ მას მერე ხომ საერთოოოოდ.
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8911
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 4 May 2010, 12:08  #19404009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაიიიიიიიიიიიიიიიი
cry.gif cry.gif cry.gif


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
guineapig34
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 94
წევრი No.: 102674
რეგისტრ.: 19-October 09

გამოგზავნილია: 4 May 2010, 12:31  #19404313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (dachieliziko @ 4 May 2010, 04:14 )
QUOTE
Zuziki

დიდი მადლობა თემის გახსნისათვის. სომპი ქალბატონი ვიოლას წყალობით გადარჩა, მარტო მისი ხელიდან ჭამს. მთელი დღის განმავლობაში მოწყენილი წევს ვოლიერში ხის სახლის უკან, საღამოს გამოდის ვოლიერის კარებთან და ვიოლას ელოდება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ვიოლას სომპის გადარჩენისათვის.

ჩემი გაუჩინარების მიზეზი იყო სამი დღის უკან თავშესაფარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა.
სამი თვის უკან თავშესაფარში მოიყვანეს ახალშობილი ლეკვი, ძალიან პატარა და სასაცილო. ციცქნა დავარქვი.
user posted image
* * *
ზუსტად მაგ პერიოდში თავშესაფარში მყავდა კიდე ერთი ლეკვი , სახელად ბუჩი-მურანო, რომელიც მძიმედ იყო ავად და სიკვდილს ებრძოდა.

user posted image

ბუჩი გადარჩა.
* * *
ბუჩი და ციცქნა ერთად იზრდებოდნენ, ერთ საწოლში იწვნენ და ერთი ჯამიდან ჭამდნენ.

user posted image

user posted image
* * *
სამი დღის უკან ციცქნამ მიიღო თავის ქალის ძლიერი ტრამვა. ბუჩი არ მოშორებია ციცქნას საწოლს, გვერდით ეწვა და ეფერებოდა.

user posted image

user posted image

user posted image


* * *
სამი დღის უკან ციცქნამ მიიღო თავის ქალის ძლიერი ტრამვა. ბუჩი არ მოშორებია ციცქნას საწოლს, გვერდით ეწვა და ეფერებოდა.

user posted image

user posted image

user posted image


* * *
ციცქნა გონებაზე არ მოსულა, დღეს გამთენიისას მოკვდა.

აუუუფ. sad.gif რა საშინელებაა sad.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif
Zuziki
Over The Rainbow


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3710
წევრი No.: 4040
რეგისტრ.: 8-January 04

გამოგზავნილია: 4 May 2010, 13:34  #19405382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · msn
fermina
QUOTE
ამ ბოლო დროს აშკარად ცხოველები უფრო მიყვარს და მეცოდებიან, ვიდრე ადამიანები.

მეც...

QUOTE
სომპი ქალბატონი ვიოლას წყალობით გადარჩა, მარტო მისი ხელიდან ჭამს. მთელი დღის განმავლობაში მოწყენილი წევს ვოლიერში ხის სახლის უკან, საღამოს გამოდის ვოლიერის კარებთან და ვიოლას ელოდება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ვიოლას სომპის გადარჩენისათვის.


კარგია რომ გადარჩა სომპი მაგრამ მერე? მერე რა იქნება ... sad.gif

This post has been edited by Zuziki on 4 May 2010, 13:36
fermina
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9697
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 4 May 2010, 13:38  #19405436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან ძალიან საწ###ბი არიაააანნნ sad.gif sad.gif sad.gif რა საყვარელია, როგორ უწევს გვერდით... რა დაემართა იმ პატარა საცოდავ ლეკვს?
რა სასტიკია ბუნება თუ რა ვთქვა უკვე აღარ ვიცი... რა მოხდებოდა გარადჩენილიყო. sad.gif sad.gif
ჩემმა შვილმა არ ნახოს ახლა, რამდენჯერმე დავათვალიერებინე ეს განყოფილება, ფოტოები, სომპიზე იღრიალა უკვე და ამაზე სულ მთლად გული გაუსკდება. sad.gif
* * *
მინდა გკითხოტ, ბატონო თამაზ თქვენ დაკვირვებული იქნებით და სხვებსაც - რამდენად დიდხანს მიყვებათ ძაღლებს სტრესული სიტუაციების მეხსიერება, ნოსტალგია, მონატრება? ალბათ ესეც ინიდივიდუალურია მაგრამ ზოგადად თუ შეიძლება ითქვას? მეცოდება ეს ძაღლი, იმ გარდაცვლილს აღარაფერი ეშველება და ეს როდემდე იდარდებს... sad.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4367 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]