forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> არასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ თემაზე დავწერდი, ჰომოფობის დაბრო გეიპარადს.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20978
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 12 May 2010, 19:47  #19566161      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ თემაზე დავწერდი.

თავიდანვე მობოდიშებით დავიწყებ. ეს წერილი აიპოდში ჩემი ბოლო ერთი თვის ამ მიმართულების ჩანაწერების გაერთიანებით შევადგინე. ანუ ფორუმის მიღებული დინების მიუხედავად პოსტი ინტერნეტში არ დამიწერია, ჩემთვის დავწერე, უსაქმურობის ჟამს, ამიტომაც დიიიდი გამომივიდა.


გნებავთ დიაგონალზე წაიკითხეთ,გვებავთ, ნაწილ-ნაწილ, გნებავთ ბოლოდან, გნებავთ სულაც ნუ წაიკითხავთ და მერე შემოიხედეთ პოლემიკაში.

ხელები ამიწევია, ვერ მოგთხოვთ ამ მოცულობის ტირადის ყურადღებით და კირკიტით წაკითხვას.


თუმცა, ვინც ამ შესავალს გაუძელით, დამიჯერეთ, თქვენ შეძლებთ და თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს.




რამოდენიმე დღის (ახლა უკვე ერთი თვის) წინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში მოწვეული ჰყავდა შორენა შავერდაშვილი და მალხაზ გულაშვილი. მსჯელობდნენ, რეალურად კი ჩხუბობდნენ ჰომოსექსუალების უფლებაზე, ჩაატარონ გეიაღლუმი თბილისში. გულაშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად ჩნდება რუსეთში და რაღაც პათეტიკური ფრაზებით გვამდიდრებს იქიდან, თურმე მართლმადიდებლურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავისი 5000 წევრით პირობას დებს, რომ გეიაღლუმს თბილისში არ დაუშვებს. შორენა შავერდაშვილი, რომელიც ორი ჟურნალის გამომცემელია "ცხელი შოკოლადისა" და "ლიბერალის", ჟურნალების, რომელთა დონეზე ასვლას მალე ვუსურვებ საქართველოს, ადამიანთა საყოველთაო უფლებებს იშველიებდა და ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალებს უფლება აქვთ გეიპარადის ჩატარების.

მალხაზ გულაშვილი იმდენად ენერგიული და აგზნებული იყო, ლაპარეკს ფაქტიურად ვერავინ აწყვეტინებდა, ქალის ხმის ფიზიოლოვიურიგაჭრადობის მიუხედავად გულაშვილი აშკარად დომინირებდა, წამყვანზეც კი.

ეს თემა იმდენად ხშირად დატრიალდა, რომ მაიძულა პოზიცია მეც გამჩენოდა.
და დღეს პოზიცია მაქვს.
ალბათ თქვენც გაქვთ პოზიცია ამ საკითხზე.






ჩემი პოზიცია სექსუალურმა უმცირესობათა წარმომადგენლებმა შეიძლება ჰომოფობიურად ჩამითვალონ ტრადიციულებმა კი გრანტომანიაში, ჰომოფილიაში თუ ჰომოსექსუალობაში დამდონ ბრალი, მაგრამ მე ჩემ სათქმლს მაინც მოვუყრი თავს.





ჰომოსექსუალობა იმდენად მიუღებლად მიმაჩნჯა რომ მამაკაცმა სახალხოდ თუ არ იკეკლუცა ბიკინჩაცმულმა, არ მჯერა რომ ჰომოსაქსუალია . განსხვავებულობის მცირე ნიშანზე ადამიანისათვის პიდარასტის დარქმევა მიმაჩნია უსამართლო დიდ ბრალდებად, და უდიდეს შეურაცხყოფად.
ამ თემას იმდენად ვერიდები, რომ თბილისის ფორუმზე ხშირად გადამწყდარ თემაში დაახლოებითი სათაურით "გეიპარადი თბილისში" არცერთხელ შსვსულვარ იმის შიშით, გეის როგორ დაველაპარაკო მეთქი. შიში ფობიაა,




ანუ ჰომოფობი ვარ.









ათეისტი ვარ. ჩემი კავშირი უსასრულო სამყაროსთან და მარადიულობასთან საქართველოს ისტორიაში თუნდაც უმნიშვნელი, მაგრამ მაინც მონაწილეობაში და შვილების გაზრდა აღზრდაშია.

აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასების კრიტერიუმები მარტივია:
საქართველოს და ჩემს შვილებს რაც დაეხმარება მიყვარს, რაც არ დაეხმარება არც მიყვარს და არც მძულს, რაც უმტრობს, ჩემი მტერი იქნება.

მაგალითად პაციფისტ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ეს პრეტენზია მაქვს, მიმაჩნია ისინი ჩემი ქვრყნის ლაშქარიდან ნებაყოფლობით არიან ამოწერილნი, და თავის რიგებში სხვასაც ეპატიჟებიან.
სულ არ მანაღვლებს ღმერთი ერთსახაა თუ სამსახა, იეღოვა ქვია თუ შრი შარმად სვამი პრობხუპატრა. ადამიანებს იმის მიხედვით არ ვანაწილებ ჯვარს ატარებს თუ ჩასაბან ბოთლს.

იგივე კრიტერიუმები სექსუალურ უმცირესობებს რომ მივუყენო, საქმე აქაც მარტივად იქნება - ამ წაგებულ და შეურაცხყოფილ ქვეყანაში ვინც არათუ ომისთვისაა მზად, არამედ ფარშევანგის ბუმბულებითა და ნებიერი მანჭვით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ამ ქვეყნად მისი სათქმელი საკუთარი ანუსის პენეტრირების უფლებით სიამაყეა, ჩემს პატივისცემას ვერ მიიღებს, მაგრამ მტერიც არ არის.

პატარა მინუსია, ორ მილიონ ქართველ მამრთაგან ასაკობრივი და ჯანმრთელობის სტატუსით ალბათ 300.000 არის ბრძოლისუნარიანი, მათგან ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთი დღე მაინც ომში ნამყოფია არაუმეტეს 30.000. არ უბრძოლია და თვლის, რომ სათანადო აუცილებლობისას და პირობებისას იბრძოლებს კიდევ ალბათ 20.000მამაკაცი. დანარჩენი 260.000მამაკაცი თვლის, რომ არ იბრძოლებს, თუ არ იბრძოლა ყველამ. ამ ნეიტრალურ-ინერტული პატრიოტების შემხედვარე, საქართველოს ყველა ომმა საყოველთაო მობილიზაციის გარეშე ჩაიარა.

ომის მთავარსარდლებს არ ჰქონდათ იმედი, რომ მათ მოწოდებაზე პასუხად მასიურ დეზერტირობას არ მიიღებდა.
260.000 პოტენციურ მაგრამ სათუო მებრძოლის გარდა საქართველოში აგრეთვე არის სადღაც 300 ან 3000 კატეგორიული არამებრძოლი სექსუალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი არ არის დიდი დანაკლისი. პოტენციურ მებრძოლთა მხოლოდ 1-2%_ია.













მე სხვა კანონზომიერება მომხვდა თვალში. გეი პარადი მხოლოდ იმ ქვეყნებშია ჩატარებული, სადაც ღირსებისათვის ომები ჩვენზე ბევრი გადაუტანიათ და ქვეყნის ღირსებას დღესაც უყოყმანოდ შეეწირება მისი ჯარისკაცების ის რაოდენობა, რამდენსაც სამშობლო მოითხოვს. ევროპა, ამერიკა, ისრაელი ის ქვეყნებია სადაც თავგანწირვისთვის მზადმყოფნიც ბევრი ჰყავთ და გეიპარადებსაც 30 წლის წინანდელი პირველი მაისისა და 7 ნოემბრის
პარადებზე არანაკლები მასშტაბით იმართება.



ბოლო გეიპარადი, რომელსაც ტელეეკრანზე მოვკარი თვალი ისრაელში იყო, სადაც ბოლო ომი ახალი ჩამთავრებული იყო. იმ ომში ებრაელებმა თავისივე აღიარებით 1000 პალესტინელი მოკლეს და მათგან უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო. თუკი ისრაელში ადრე ტერორისტების ბუნაგებზე მაღალტექნოლოგიური წერტილოვანი დარტყმების ტაქტიკას მისდევდნენ, ამჯერად რუსული ტაქტიკა აირჩიეს - მასობრივი ნგრევა და ხოცვა მიზნის მისაღწევად. რუსეთს ეყო სისასტიკე ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად და ჩეჩნეთისაგან კადიროვი გამოძერწა, ისრაელს არ ეყო , მთელი მსოფლიოს ზეწოლის ორი კვირის შემდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულება გამოაცხადა და სტალინგრადს დამსგავსებული ქალაქის ნგრევისა და უამრავი უცოდველი ადამიანის მოკვლის ცოდვა აღიარა. ისრაელის წინა ომიც ფორმალურად უშედეგო იყო. მაშინ ისრაელმა ორი დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის გამოხსნის მოტივით მეზობელი ლიბანის ქალაქები გადააქცია ფრონტის ხაზად. 2 კვირიანი სისხლისღვრა მაშინაც შედეგის გარეშე დასრულდა.
ისრაელი ამ სათუო შედეგის მომცემი ომების წამოწყებით ერთ შედეგს აღწევს- ის ეუბნება თავის გარშემომყოფ არაბულ სამყაროს, მე ვიომებ ღირსებისთვის, მე ამ ომში დავკარგავ ჩემი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეებს, ისრაელს არ შეაჩერებს არც სამხედრო პასუხი, არც არაბული გარემოცვა, არც მსოფლიოს კიცხვა, არც პაციფისტური საპროტესტო მიტინგები თელავივში.


და ამ, საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისათვის მსოფლიოს მიმართ ყირაზე დგომის უნარის მქონე ქვეყანაში გეიპარადი ჩატარდა.
ჯერ ერთ წუთით დავუფიქრდეთ რას ნიშნავს მსოფლოს მიმართ ყირაზე დგომა. ერთ მხრივ ეს ცუდია, ყველა თუ გამტყუნებს ესეიგი დამნაშავე ხარ, მეორე მხრივ არავინ არის დაინტერესებული შენი პრობლემის გადაჭრაში. რომც დაინტერესდეს მოისურვებს შენი კონფლიქტის გადჭრას არა ისე, როგორც შენ მიგაჩნია სამართლიანად, არამედ ისე როცა ორივე მხარე ბრძოლას შეწყვეტს. ანუ მედიატორის პრიორიტეტია ბრძოლაზე უარი გათქმევინოს შენ და შენს მოწინააღმდეგეს. ამით მსოფლიო უფრო ჰარმონიული ხდება, მედიატორი კი ავტორიტეტული.
შენს სიმართლესა და ღირსებაზე უარის თქმას ყველა დიდი სიხარულით შეხვდება.


ისრაელი როგორც ქვეყანა და ებრაელები როგორც ერი არის მაგალითი თუ როგორ უნნდა გაუძლო დემოგრაფიულ, გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ, იერარქიულ, რელიგიურ წნეხს და შეინარჩუნო ღირსება და ბრძოლის უნარიანობა. საშუალო ისრაელელი ამბობს - მე ვიომებ მე არ შევშინდები, მე არ გადავაყირავებ ჩემს ხელისუფალს თუ ის დღევანდელ ვითომ მშვიდობას შეეწინააღმდეგება, მე არ გადავაყირავებ ჩემს ხელისუფალს თუკი მას მთელი მსოფლიო გაკიცხავს ამ ბრძოლისთვის.

ქართველებს შორი, ფაქტიურად მოსეს მასშტაბების გზა გვაქვს გასავლელი ებრაელთა პატრიოტიზმამდე ასამაღლებლად.

მაშ რატომ გეიპარადი თელავივში?

ცივილურმა მსოფლიომ პასუხს ადამიანების განსხვავებულ ფუნქციებზე ინგლისის მეჩვიდმეტე საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად მიაგნო. აღმოჩნდა რომ ვიწრო პროფილის სპეციალობის მქონე პროფესილნალები ერთად შემძლენი არიან გააკეთონ ის საქმე, რომელსაც მანამდე არადიფერენცირებული პატიოსანი მუშების ერთობლიობა ვერ აკეთებდა.


შემდეგ საუკუნეში კი ამერიკაში პროფესიულ მრავალფეროვნებას ადამიანების საყოველთაო უფლებების სახდლმწიფოს მიერ დაცვა დაემატა და დაიბადა ის ქვეყანა, რომელიც დანარჩდნი მსოფლიოსათვის მიზიდულობის ცენტრი, საოცნებო, შესაშური და მისაბაძი გახდა. დღეს ეს ქვეყანა კიდევ ერთ ფუნქციას ითვისებს, თავისი უპირობო უპირატესობით მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფებთან შედარებით, ის უდიდესი გავლენის მქონეა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მორალურ მოდუსზე. ის ამკვიდრებს სწორ მორალურ პრინციპებს: ვაჟკაცობა, სამართლიანობა, კანონდამჯერობა, ტოლერანტობა, წარმატებისკენ სწრაფვა, ოპტიმიზმი ეს ის მახასიათებლებია, რითაც ჰოლივუდი მთელი მსოფლიოში მორალურ მდგრადობას აძლიერებს.
განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია გაითავისეს, რომ ცალკეულ პიროვნებას უნდა მოსთხოვონ მაქსიმალური პროფესიონალიზმი და ეფექტურობა და მისცენ სრული ინდივიდუალური თავისუფლება მის პირად ცხოვრებაში. ანუ სახელმწიფო და სოციუმი არის მკაცრი და უშეღავათო მოქალაქეების მიმართ პროფესიონალური ფუნქციის აღსრულების უნარების შეფასებაში. სოციალური (პროფესიული, საზოგადო, პატრიოტული) ფუნქციის ხარისხიანი შესრულება ადამიანის შეფასების პრიორიტეტული კრიტეფიუმია, ის გადაწონის პიროვნულ განმასხვავდბელ მახასიათებლებს, რომლითაც კონკრეტული პიროვნება შეიძლება "ჩვენ" ერთობისგან გარეთ დარჩეს.


"ისინი ჯგუფი"; არათეთრკანიანები, არაევროპული რასის წარმომადგენელი, არა ჰეტეროსექსუალი, არამამაკაცი, არასტანდარტულად ჩაცმული, არასტანდარტული ვარცხნკლობის მთარებელი, არადომინანტი ეროვნების წარმომადგდნელი განვითარებულ ქვეყნებში არ არიან გარიყულები. მათ სრული პირობები ეძლევათ საკუთარი პროფესიული უნარების გამოვლენისა და შედდგად ეს ქვეყნები უზარმაზარ პლიუსებს ღებჯლობენ. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაკლისი იქნებოდა არამხოლოდ კონკრეტული ქვეყნისთვის, არედ მსოფლიოსათვის "ჩვენიანი-უცხო" პრინციპით ასპარეზი რომ დახშობოდა პუშკინს, მერკურის, ზიდანს, ჭაბუკიანს, ოსკარ უაილდს, ელა ფიჟერალდს. ყველა ეს ადამიანი უცხო იყო რაღაც კრიტერიუმით უცხო იყო უმრავლესობისათვის. ისინი ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში გაირიყებოდნენ და გაუჩინარდდბოდნენ.


საქართველოს ისტორია ეს ტოლერანტობისა და ამ ტოლერანტობით მიღებული წარმსტებების ძეწკვია: ფარნავაზი, შუშანიკი, აბო თბილელი, თამარ მეფე, ბაგრატ მესამე, დამიანე, საიათნოვა, იეთიმ გურჯი, აზარიანცი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ფარაჯანოვი, ვიტალი დარასდლია და ვოვა გუცაევი ეს ის ვარსკვლავებია, რომელთა გარეშეც საქართველოს წარმატების ისტორია წარმოუდგენელია, და რომელთა დაკარგვა საქართვდლოს შეეძლო არაშემწყნარებლური რომ ყოფილიყო "ჩვდნიანი -სხვანაირი" პრინციპით.



დავუბრუნდეთ ღირსებისათვის ბრძოლის უნარს. როგორც თავიდან დავწერე, გეიპარადები ჩატარდა იმ ქვეყნენში, რომელთაც უკანასკნელი 200 წლის უფრო დატვირთული საომარი ისტოროა აქვთ, ვიდრე ჩვენ, ქართველებს. დღესაც ეს ქვეყნები მსოფლიო ტერორიზმის საწინააღმდეგო კოალიციაში საომრად თავოს ნარჩევ გაწვრთნილ სიცოცხლით სავსე და ბედნიერი პენსიით უზრუნველყპფილ ვაჟკაცდბს აგზავნის და ეს ვაჯკაცები იქ, მსოფლიოს დასალიერში თავისი ქვეყნის ღირსებისთვის თავს სწირავდნ. ეს დღეს ხდება არათუ ბნელ ისტორიაში.



ალბათ პროფესიული სპეციალიზაცია ამ ქვეყნებში ასე მუშაობს : მამაკაცთა 5-10%_ მა იცის რომ ის სამხედროა და საჭიროების შემთხვევაში თავისი მძიმე საამე სასიცოცხლო საფრთხის ქვეშაც უნდა გააკეთოს.
მამაკაცთა 0,005 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის მამაკაცის ფუნქციის შემსრულებელი და არცერთ შემთხვევაში არ აიღებს სამშობლოს დაცვის ფუნქციას თავის თავზე.
90%. კი თვლის, რომ თვითონ განსხვავდება ფარშევანგის კუდიანი ჰაეროვანი კოცნების მფრქვეველი უმცირესობისაგან და ამას დაამტკიცდბს, თუკი მის სამშობლოს მისი ვაჟკაცობა დასჭირდა.




ამის საწინააღმდეგოდ რა ვითარებაა ისეთი დაბალი პატრიოტიზმის და განვითარების ქბეყნებში როგორიც საქართველოა?
ბრძოლიდუნარიან მამაკაცთა 99,95% თვლის, რომ უნდა იომოს საკუთარი სამშობლოსთვის. რომ დაუშვებელია ვინმე მოაკლდეს საქართველოს ლაშქარს იმ საბაბით, რომ სექსუალური ან რელიგიური უმცირესობაა.
მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება დაიმალება და თავისარიდებას ომისათვის ამით გაამართლდბს, რომ თვითონ არ უნდა იბძოლოს იეღოველებისა და პიდარასტების ნაცვლად.



არადა განვითარებულმა, ღირსეულმა ქვეყნებმა ეს კონფუზი დიდი ხანია გადაწყვიტეს. მამაკაცმა უნდა იბრძოლოს თუ ის არ არის რელიგიური სექსუალური უმცირესობა ან იდეური პაციფისტი. თუკი შენ მიგაჩნია, რომ თუკი მტერი შენი ოჯახისა და ქვეყნის ღირსებას, სიცოცხლესა და მიწას დაემუქრება, და ამავე დროს თუკი არა ხარ ზემოჩამოთვლილთა წარმადგენელი, მტერს იარაღით უნდა შეებრძოლო.



ანუ სპეციალიზაციასა და დიფერენციაციას შედეგად ის მოაავს, რომ 0,5 როცენტის ბრძოლისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ქვეყანა ღებულობს 99,5 პოტენციურ მებრძოლს.



ჩვენი საზოგადოების არადიფერენცირებული იმპერატივი, რომ სამშობლოსათვის ყველა ბრძოლიდუნარიანმა მამაკაცმა, 100-მა პროცენტმა უნდა იბრძოლოს, შედეგად გვაძლევს ბრძოლისუნარიან მამაკაცთა 90%_ს, რომელიც არ იბრძოლებს და სუფთა სინდისით არც ეცოდონება, რომ იმავე მდგომარეობაშია, რომელშიც ყოფნა ღირსეულ ქვეყნებში მხოლოდ მამაკაცთა ძალიან მცირე ნაწილს ეძლევა, ეძლევა საჩუქრად როგორც უუნაროს.

ალბათ ფარშევანგბუმბულიანი მამაკაცების გეიპარადი ამ სიტუაციაში პირადი პოზიციის პოლარიზებას უწყობს ხელს - "მე თუ არ ვიბრძვი, ესეიგი გეიპარადის მონაწილე ვარ", "მე ვიბრძვი, გეიპარადის პოტენციური მონაწილე კი არა ვარ!".

და კიდევ.
მე მინდა განვითარებული ქვეყნების კლუბში იყოს საქართველო. მე მინდა ღირსებისათვის მებრძოლ ქვეყამათა რიგში იყოს საქართველო.

თუკი ამისათვის საჭიროა თბილისში გეიპარადის ჩატაება, მე თანახმა ვარ.
გეიპარადი უფრო დიდი პლიუსი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე კიორლინგში კარგი გუნდის გამოყვანა. კიორლინგიც ხომ განვითარებული გონებრივი შესაძლებლობების ელიტარული არაფორმალური კლუბის სპორტია.
გეიპარადს თბილისში უფრო მეტი მედიარეზონანსი ექნება მსოფლიოში, ვიდრე კიორლინგში წარმატებას. და კიდევ ერთი.
ჩვენ შევძსლით ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩატარებული გრანდიოზული და კვირების ხანგრძლივობის პერმანენტული მიტინგები ერთი ვიტრინის გატეხვის გარეშე ჩატარება. ანუ ტოლერანტულები ვართ და ეს ჩვენ ვიცით.
ვაჩვენოთ სხვასაც. თუნდაც ჩვენ განდგომილ ეროვნულ უმცირესობებს, რომ მომავალ საქართველოში განსხვავებულობას, არაუმრავლესობას შეეძლება პარადი წაიყვანოს.



და აი ჩემი პოზიცია. მე ჩემი გადასახადებით დაფინანსებულ პოლიციას ჩემი ძალის დელეგირებას ვუწევ, რათა მან დაიცვას გეიპარადი იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც უფრო მეტი ღირსების შელახვა მის ქალაქში ჰომოსექსუალების არსებობაა, ვიდრე უკლებლივ ყველა კურიერსა და ქრონიკაში მოთხრობილი ამბები რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ, თუნდაც მანამდე.[B]

This post has been edited by axalirevolucia on 12 May 2010, 19:52


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
just_for_today
/\/\/\/\/\/\/\/\/\/


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9238
წევრი No.: 3802
რეგისტრ.: 4-December 03

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:09  #19566533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

QUOTE
რელიგიური სექსუალური უმცირესობა


რელიგიური სექსუალურობა

სექსუალური რელიგიურობა


--------------------
Ещё не было ни одной волны терроризма чтобы она не поднималась в ситуации когда население против которого обращен террор тоже уже подготовлено к этому.Если мы хотим с ним бороться то мы должны искать не кретинов в горах,а бороться с собственными жалкими, пассивными, трусливыми штампами реакций © А П
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20978
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:18  #19566665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
just_for_today
QUOTE
რელიგიური სექსუალურობა

სექსუალური რელიგიურობა



არის ამაში რაღაც... რასაც ნახავ მშრალი ხიდის გამოფენა-გაყიდვაზე.
ერთი ორი შიშველი ქალი მაინც შეგხვდება, უბიწო სახით რომ ლოცულობს სანთლით დაჩოქილი.
iberiana21
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3505
წევრი No.: 87244
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:24  #19566777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
შორენა შავერდაშვილი, რომელიც ორი ჟურნალის გამომცემელია "ცხელი შოკოლადისა" და "ლიბერალის", ჟურნალების, რომელთა დონეზე ასვლას მალე ვუსურვებ საქართველოს,


როდის იყო ჭაობში ადიოდნენ?


--------------------
http://iberiana.wordpress.com/
mdogvi
ჯვაროსანთა ოჯახი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10347
წევრი No.: 37283
რეგისტრ.: 27-June 07

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:26  #19566801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iberiana21
QUOTE
როდის იყო ჭაობში ადიოდნენ?


up.gif up.gif up.gif


--------------------
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!!


შეიკარი ,,რემენი''–,,პრეჟდევრემენი''.


ქვეშევრდომი გაპატიებს მამის მოკვლას, მაგრამ არ გაპატიებს ქონების წართმევას და ქალის წაგვრას@ მაკიაველი
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29701
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:32  #19566910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE
ანუ ჰომოფობი ვარ.

რა მაინტერესებს იცი? ცხოველებში რომ არის ჰომოსექსუალიზმი - იმათაც ვერ იტან? lol.gif



--------------------
რეგვენებს რომ ფრენა შეეძლოთ, აქაურობა აეროპორტი იქნებოდა ☁️
wano
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2932
წევრი No.: 12030
რეგისტრ.: 6-August 05

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:35  #19566964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ადამიანებს იმის მიხედვით არ ვანაწილებ ჯვარს ატარებს თუ ჩასაბან ბოთლს

აქ დავამთავრე კითხვა.
მაგარი შედარებაა - ავტორივით მაგარი (მომიტევეთ)


--------------------
ქართველ ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების წინააღმდეგნი არინ:

-სომხები, კუბელები, ჩრ.კორეელები, ნიკარაგუელები, რუსები,
შრი-ლანკელები, სუდანელები, სირიელები, ვიეტნამელები,
ბელორუსები, ლაოსელები, მაინმარიელები და ნაურუელები
laci
თავისუფლება SPLIYVI-ს


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29074
წევრი No.: 90488
რეგისტრ.: 4-May 09

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:39  #19567032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
რა მაინტერესებს იცი? ცხოველებში რომ არის ჰომოსექსუალიზმი - იმათაც ვერ იტან?


უი მაგაზე გამახსენდა, ძაღლებში ვიცოდი რო იყო, მაგრამ
ჩემ ეზოში კატები დაძრწიან და ერთმანეთზე გადადიან, (მამრები)


--------------------
https://www.facebook.com/Feedatleastonechild/

ქალაქში ჩართული ვიბრატორი რომ ააგდო, ისეთი სიმჭიდროვეა, მშენებლობა კი არა დაცემისას 10 კაცი შემოეტყვნება@ozzy_ka10
T_M
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 956
წევრი No.: 7068
რეგისტრ.: 2-November 04

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:43  #19567103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia

ყოჩაღ ბიძიკო biggrin.gif

აწი არ იწვალო ამდენი, არ ღირს lol.gif
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16360
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:45  #19567136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Internet_Contraband
QUOTE
რა მაინტერესებს იცი? ცხოველებში რომ არის ჰომოსექსუალიზმი - იმათაც ვერ იტან?

lol.gif lol.gif lol.gif


ერთ შესწორებას შევიტანდი, ჰომოსექსუალობა რ ნIშნავს ქალოიობას და ნაზობას ძალიან მაგრად გეშლებათ.
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24230
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:48  #19567205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
axalirevolucia
QUOTE
გეიპარადი უფრო დიდი პლიუსი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე კიორლინგში კარგი გუნდის გამოყვანა. კიორლინგიც ხომ განვითარებული გონებრივი შესაძლებლობების ელიტარული არაფორმალური კლუბის სპორტია.
გეიპარადს თბილისში უფრო მეტი მედიარეზონანსი ექნება მსოფლიოში, ვიდრე კიორლინგში წარმატებას.

ქერლინგთან რა გინდა კაცო?
ოლომპიური ჩემპიონები ხო გახვდით და ვის რა დავუშავეთ?
ორი გეი გვყავდა გუნდში. კონტ ამირინდოს მეთAურობით.

თბილისის ალტერნატიული ისტორია - II (post #19041768)


--------------------
ეს მუხლი ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველ სხეულში
--
მოკვდა დავით მეფე, ურჯულო, რომელმაც დაიპყრო თბილისი
--
შიზოიდიზმია ეს თემა რა. მკვდრების თემაა ფაქტიურად. მკვდრები შეიყარენ და საუბრობენ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7846
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 12 May 2010, 20:52  #19567273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Internet_Contraband @ 12 May 2010, 20:32 )
რა მაინტერესებს იცი? ცხოველებში რომ არის ჰომოსექსუალიზმი - იმათაც ვერ იტან? lol.gif
ცხოველებში საკუთარი ახალშობილების ჭამაც არის
iverski
კნიაზ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11784
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07

გამოგზავნილია: 12 May 2010, 21:03  #19567480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონ ჰომოსექსუალები არ ითხოვენ იმდენს საქართველოში, რამდენსაც რამდენსაც მათი მოწინააღმდეგენი ლაპარაკობენ გეი პარადის დაუშვებლობაზე...

მე მგონი ჭიქაში ქარიშხალის დატრიალების მცდელობას ააქვს ადგილი.

პს. მშია!



--------------------
კაროჩე რა...
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16360
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 12 May 2010, 21:07  #19567549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iverski
და საერთოდ გეი პარადი არავის მოუიტხოვია


ელემენტარულ უფლებების დაცვაზე გვაქვს საუაბრი და ხელშეუხებლობაზე და იმაზე რომ ჰომოსექსუალობის გამო ვინმეს ტავს არ მოაჩეხავენ და ქუჩაშI არ დაესხმიან ტავს და ამის გამო დაუსჯელნი არ დარჩებიან.

ამაზე ამგონი საუბრი და ამის მიღწევა იქნება პირველ რიგში დიდი პლიუსი.


ვის რად უნდა აპრადი და ქორწინება და მაგი არავის მოუთხოვია.


ეს მოწინააღმდეგეები აბუქებენ ყოველთვის რომ ჰომოსექსუალები დაანახონ ხალხს ცუდებად და საშIნლებად გარყვნილებად
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20978
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 12 May 2010, 21:20  #19567828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
iberiana21
QUOTE
როდის იყო ჭაობში ადიოდნენ?

არა მგონია "ლიბერალი" და"ცხელი შოკოლადი" ჭაობი იყოს.
ორივე გამოწერილი მაქვს და ჭაობის სუნი ერთხელაც არ მიგრძვნია, განსხვავებით დანარჩენი (თითქმის ყველა) პრესისგან.

Internet_Contraband
QUOTE
ანუ ჰომოფობი ვარ.


რა მაინტერესებს იცი? ცხოველებში რომ არის ჰომოსექსუალიზმი - იმათაც ვერ იტან?


ნუ დაიზარებ, თავიდან ჩახედე ჩემს ჰომოფობიის განმარტებას.
ფობია შიშია და არა ზიზღი.

Judas Iscariot
QUOTE
ქერლინგთან რა გინდა კაცო?
ოლომპიური ჩემპიონები ხო გახვდით და ვის რა დავუშავეთ?
ორი გეი გვყავდა გუნდში. კონტ ამირინდოს მეთAურობით.

რაღაცა არ ვიცი ეტყობა. მოჰყევი.


TramwayMan
QUOTE
და საერთოდ გეი პარადი არავის მოუიტხოვია


ელემენტარულ უფლებების დაცვაზე გვაქვს საუაბრი და ხელშეუხებლობაზე და იმაზე რომ ჰომოსექსუალობის გამო ვინმეს ტავს არ მოაჩეხავენ და ქუჩაშI არ დაესხმიან ტავს და ამის გამო დაუსჯელნი არ დარჩებიან.


გულწრფელად გეტყვი, ნაკლებად მაღელვებს ჰომოსექსუალთა უფლებები. თუ ჩემ პოსტს გადაიკითხავ, მიხვდები, რომ ამ სიტუაციიდან საქართველოსთვის სასარგებლო თევზი მინდა დავიჭირო.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0244 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]