forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დაგვლოცე მამაო., ათეისტის დაბრო მართლმადიდებლობას
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:23  #19668327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
(არასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ თემაზე დავწერდი)
ახალი თემა "ჰომოფობის დაბრო გეიპარადს" შემქმენელებისაგან.


ათეისტი ვარ. მტკიცე ათეისტი. თქვენგან განსხვავებით, ჯვარი გწერიათ, ჭიები შემჭამენ. ისე ვიცხოვრებ, რომ სიკვდილის წინა წამს, როცა სიკვდილი გარდაუვალი იქნება , ბედნიერი ვიყო ჩემი დანატოვარით, ჩემი მონაწილეობით საქართველოს უკეთესობისკენ თრევაში.


მიყვარს ჩემი სამშობლო, დღესვე მოვკვდები კურიერამდე, თუკი ჩემი სიკვდილი საკმარისი იქნება საქართველოს ცოტათი მაინც გაერთიანებისთვის.

ვამაყობ საქართველოთი, ვამაყობ მისი ისტორიული მაღალი საბრძოლო სულით, რომელმაც გოლიათი მტრების გარემოცვაში შეანარჩუნებინა სახე, სამოთხესავით ტერიტორია და ჩვენი, შთამომავლების სიცოცხლეები.

ვთვლი, რომ კაცობრიობა ცალკეულ ერებს აფასებს ჟილკით, ნებით, სულის სიძლიერითა და პრინციპულობით.


ჩვენ ვერ ვართ ჩვენი წინაპრების საამაყო შვილები, ნაგავში მქექავ ძაღლად ქცეული მგლები ვართ, ყოფილი მგლები.


ყველაფერი მიყვარს რაც საქართთველოს გააძლიერებს, ყველაფერი მიყვარს რაც საქართველოს ხერხემლობას უწევდა ცვალებადი და ბოროტი ისტორიის განმავლობაში.

მიყვარს და მეამაყება ჩემი რელიგია, მიუხედავდ იმისა რომ მართლმადიდებლობა ჩემთვის ძირითადად სოციალურ-კულტურული კატეგორიაა და არა თეისტური.
მეამაყება ქართული საეკლესიო არქიტექტურა.
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ეკლესიების მონახულება - ასინი ხომ შეზღუდული რესურსების პირობებში ჩემმა წინაპრებმა ააგეს, და ასი ეკლესია რომ ჰქონდათ ასმეერთე სასახლე კი არ ააშენეს, ისევ ეკლესია ააგეს. ეს ჩემი წინაპრების მაღალ მორალურ სულზე მეტყველებს და მეამაყება.


დღეს საზოგადოება (და ფორუმიც) უჩვეულო პოლარიზაციის წინაშე ვართ.

ერთმანეთისათვის მწარე კლიშეების მოხვევის ბუმია. ამაში ყველა ვართ ჩართულები:
პიდარასტებო, გოიმებო, ირანელებო, ოხროხინეებო, უჯიგროებო, გარყვნილებო, შეზღუდულებო, გაუნათლებელბო, ...

ამ ეპითეტების ნახევარი მაინც თქვენი მისამართით ალბათ უკვე ითქვა.

არ ღირს ეს შიდა ბრძოლა შედეგად.


მოგმართავთ ჩემსავით ათეისტებს.

(ზამოთ ნახსენებ ჩემს წინა თემაში ჩემსავით ჰომოფობებს მივმართავდი, მაგრამ შემოვიდნენ ფომოფილები და თემის შინაარსი დაიკარგა)

ამჯერად მხოლოდ ათეისტებს მოგმართავთ.
ჩვენ ათეისტები რომ ვართ ეს არა მარტო ჩვენი მსოფმხედველობაა, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა.
ქვეყანა ჩვენს გარშემო ძალიან მსხვრევადია და ობიექტურად სუსტი, შეფარდებითაც სუსტი.

საქართველოს სიძლიერე დღესაც ერთ ჯიუტ აზრზე მდგომი ხალხია.


ორ ერს ვეთაყვანები, ებრაელებს და ინგლისელებს, გარდა იმისა რაც მათ საქებად შემიძლია ჩამოვთალო, ორივე ძალიან ჯიუტი ხალხია, უკიდურესად ჯიუტი, პრინციპული, პრინციპულად არარაციონალური რიტუალურ საკითხებში.

ორივე ერის სიძლიერის საიდუმლო სულიერ სიძლიერეს, განსაკუთრებულობის შეგრძნებასა და რელიგიაზე დგას.


მინდა საქართველო მიუჩოჩდეს თვისებებით ამ ერებს.

არადა წინაპირობები გვაქვს:

წინაპართა რელიგიის სიძლიერე და გავლენა.
ოტომანთა იმპერიის შუაზე გაწყვეტის (თურქეთი---- აზერბაიჯანი, შუა აზია) უნარის მქონე ჟილკა.
განსაკუთრებულობის შეგრძნება.


ეს ჩვენი კონსერვატიული და მძიმე საქართველო მართლაც შეურაცხყვეს სიტყვებმა.

გულწრფელ მართლმადიდებლებს აქვთ ლეგიტიმური უფლება აღშფოთდნენ. სხვანაირად არ გამოვა, მაშინ ფარისევლები ყოფილან, თუ არ აღშფოთდებიან.


მე რელიგიური ექსტაზით მჯერა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, პროგრესის, შრომის, განათლების, სამომავლო განვითარებული საზოგადოების.

შესაბამისად რაც არ უნდა ხლეობა დაწეროს ვინმემ თუკი მას ფიწლებით გამოეკიდებიან ვფიცავარ წინ გადავუდგები.
იმ ბიჭსაც დავიცავ თუ სიტუაციამ მოიტანა.

მითუმეტეს დავიცავ იმ ხალხისგან ვინც მართლმადიდებლობით ისევე უნდა ქულების დაწერა, როგორც ნოღაიდელს პუტინის ძმაკაცობით.


ჩვენი პასუხისმგებლობა ვახსენე. ვართ თუ არა ღირსეულები ამ დროს?

ვცდილობთ თუ არა, რომ მართლმადიდებლობა - საქართველოს სიჯიუტის ისტორიული ხერხემალი არ გადატყდეს?
ვუთანაგრძნობთ თუ არა პატრიარქს, რომელიც ამ სიტუაციაში არ მხოლოდ პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს, არამედ გულწრფელი რელიგიური შეხედულებებით?


მოდი ცოტა უკან დავიხიოთ (ჩვენი მსოფლმხედველობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს):

ა. გავარჩიოთ ეკლესია პოლიტ აჟიტირებული რაზმეულებისგან.
ბ. დავიწესოთ ტაბუ პატრიარქის ლანძღვაზე
გ. გულწრფელად ვუთანაგრძნოთ ყველა გულწრფელ მხარეს
დ.უპირობოდ შევეწინააღმდეგოთ ფიზიკური ტერორის ნებისმიერ გამოვლინებას
ე. გავაერთიანოთ და არა დავაქუცმაცოთ.
ვ.
ზ.
თ.

ჩამოყარეთ.


პ.ს. ზემოხსენებული ჩემი თემა ფაქტიურად ერთეულებმა გამიგო. იმედია ეს თემა უფრო გასგებად დავწერე.

This post has been edited by axalirevolucia on 18 May 2010, 13:29


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
kvarkvare
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41428
წევრი No.: 49424
რეგისტრ.: 17-December 07

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:29  #19668412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე რელიგიური ექსტაზით მჯერა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, პროგრესის, შრომის, განათლების, სამომავლო განვითარებული საზოგადოების.

დემოკრატია თავისი უზენაესი გაგებით აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერის და ეროვნულობის ცნებას....ანუ დემოკრატია საბოლოო ეტაპზე არის გლობალიზაცია....
ჩვენი მიზანია ამ ორის დაბალანსება......ანუ როგორმე უნდა შეჯერდეს დემოკრატია და ეროვნულობა.....ადრე თუ გვიან ალბათ გლობალიზაცია მაინც გარდაუვალია...

This post has been edited by kvarkvare on 18 May 2010, 13:31


--------------------
ყვარყვარა პიარის ასული არგუმენტოვნა-ობიექტურობისა
@ მერკუციო
iviko18
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6310
წევრი No.: 56617
რეგისტრ.: 24-March 08

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:31  #19668436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გულწრფელად ვუთანაგრძნოთ ყველა გულწრფელ მხარეს


ამ უკანასკნელ დაპირისპირებაში არც ერთი მხარე არ მეგულება გულწრფელი, უფრო მეტიც ისინი ერთმანეთის თამაშს ნამდვილად გულწრფელი გრძნობების ხარჯზე თამაშობენ.

This post has been edited by iviko18 on 18 May 2010, 13:31


--------------------
ამაშია საქმე ...............................

რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30179
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:33  #19668467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ორატორობა ნიჭია და მომნუსხველია მისი ზეგავლენა.

მე კი როგორც ათეისტი, პირდაპირ ვიტყვი, ნებისმიერი რელიგია ბოროტებაა.

მაგრამ რასაც ვაფასებ რელიგიაში, ეს ისაა, რომ ყველა ცივილიზაციაში ის ჰქმნიდა მორალის საფუძვლებს. რელიგიის მიერ შექმნილი მორალი კი ხშირად უნივერსალურობის პრიინციპით ხასიათდებოდა. უნივერსალურობის ხარისხი კი იზრდებოდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით თანამედროვე ეპოქას.

საქართველოს მაგალითზე ეკლესიის დამსახურებაა, რომ ქართველი ერი, როგორც ეთნიკური ერთეული შემორჩა. შემთხვევითი არ არის რომ ჩვენთვის (და სომხებისთვის) ქრისტიანობა ეროვნული იდენტობის კომპონენტად იქცა. არც ისაა შემთხვევითი რომ ქართული (და სომხური) ეკლესია საკუთარ თავს თვლის ქრისტიანობის ფორპოსტად აღმოსავლეთში.

მაგრამ მეფის რუსეთში იძულებითი ინკორპორირების შემდეგ რუსეთის შავრაზმულმა ეკლესიამ თავისი ბილწი მეტასტაზები გადასდო ქართულ ეკლესიასაც. ამიტომ დღევანდელი ქართული ეკლესია ბევრად განსხვავდება თავისი ისტორიული წინაპრისგან. და როდესაც ამაზე ხმას იმაღლებს ვინმე, მაშინვე აწყდება ფანატიკოსი მარგინალების ველურ ხავილს. ასეა ეს.


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

vivika
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 530
წევრი No.: 83095
რეგისტრ.: 23-January 09

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:34  #19668484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (axalirevolucia @ 18 May 2010, 13:23 )



ათეისტი ვარ. მტკიცე ათეისტი. თქვენგან განსხვავებით, ჯვარი გწერიათ,

keh.gif keh.gif keh.gif keh.gif keh.gif keh.gif
UTUFURS
დამეხსენი ჩრდილოელო!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39171
წევრი No.: 24057
რეგისტრ.: 5-October 06

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:34  #19668494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia

კარგი პოსტია მომეწონა ძალიან. smile.gif



up.gif


--------------------
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულხმა-ყო, ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და ემსგავსა მათ. (ფსალმუნი 48.20.)
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:36  #19668527      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
iviko18
QUOTE
ამ უკანასკნელ დაპირისპირებაში არც ერთი მხარე არ მეგულება გულწრფელი, უფრო მეტიც ისინი ერთმანეთის თამაშს ნამდვილად გულწრფელი გრძნობების ხარჯზე.თამაშობენ


კარგი ასე დავწერ:
გულწრფელად ვუთანაგრძნოთ მხოლოდ ყველა გულწრფელ მხარეს.


kvarkvare
QUOTE
დემოკრატია თავისი უზენაესი გაგებით აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერის და ეროვნულობის ცნებას....ანუ დემოკრატია საბოლოო ეტაპზე არის გლობალიზაცია....
ჩვენი მიზანია ამ ორის დაბალანსება......ანუ როგორმე უნდა შეჯერდეს დემოკრატია და ეროვნულობა.....

ჩემი შეფასებით გლობალიზაცია ჩვენში ჯერჯერობით იმაზე ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს. ავიდეთ ჯერ იაპონიისა და ბრიტანეთის დონეზე გლობალიზაციაში და მერე დავატორმუზოთ. პრინციპში გავიზიარე შენი ნათქვამი.
გიგლა
Lazy Ass Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4212
წევრი No.: 98743
რეგისტრ.: 30-August 09

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:38  #19668550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მაგრამ მეფის რუსეთში იძულებითი ინკორპორირების შემდეგ რუსეთის შავრაზმულმა ეკლესიამ თავისი ბილწი მეტასტაზები გადასდო ქართულ ეკლესიასაც.


კონკრეტულად?


--------------------
ping your conscience
pinging your conscience with 32 bytes of data:

request time out.
request time out.
request time out.
Destination Host unreachable.
Melisa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4645
წევრი No.: 27039
რეგისტრ.: 16-December 06

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:40  #19668584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ა. გავარჩიოთ ეკლესია პოლიტ აჟიტირებული რაზმეულებისგან.

ეკლესიამაც გაარჩიოს თავისი კომპეტენციის ფარგლები...

axalirevolucia
საინტერესო დო სერიოზული მსჯელობის მაპროვოცირებელი პოსტია. სამწუხაროა, რომ დრო არ მაქვს.
benjamen glonti
უჯიშო კოსმოპოლიტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17763
წევრი No.: 27200
რეგისტრ.: 19-December 06

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:41  #19668588      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ათეისტი რას ნიშნავს?

---------------------------


--------------------
-Бенжамен, вот ты в Петербурге учился, скажи, там кто нибудь камни ел?
-Нет.
-Вот видишь! Только мы, грузины можем всё!
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30179
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:44  #19668645      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გიგლა

QUOTE
კონკრეტულად?


სასულიერო ფენა ნელ-ნელა დისტანცირდა დაბალი ფენისგან. გახდა ბევრად უფრო ჩაკეტილი, იერარქიული და ნაკლებად ტოლერანტული. ამასთან, სწრაფი ტემპებით დაიწყო სიმდიდრის მოხვეჭა და ბოლოს, პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა სცადა პროცესებზე და მათ მართვაზე.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:45  #19668659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ქაფქიანა
QUOTE
მე კი როგორც ათეისტი, პირდაპირ ვიტყვი, ნებისმიერი რელიგია ბოროტებაა.

აქ სხვა თემა გვაქვს, მოდი არ განვავრცოთ. ატეისტური პოზიცია ამ სიტუაციისთვის ჯერ კიდევ ვოლტერმა დაგვიწერა - ღმერთი რომ არ არსებობდეს, ის ჩვენ უნდა მოგვეგონებინაო.

QUOTE
მაგრამ მეფის რუსეთში იძულებითი ინკორპორირების შემდეგ რუსეთის შავრაზმულმა ეკლესიამ თავისი ბილწი მეტასტაზები გადასდო ქართულ ეკლესიასაც. ამიტომ დღევანდელი ქართული ეკლესია ბევრად განსხვავდება თავისი ისტორიული წინაპრისგან. და როდესაც ამაზე ხმას იმაღლებს ვინმე, მაშინვე აწყდება ფანატიკოსი მარგინალების ველურ ხავილს. ასეა ეს.

სრულებით გეთანხმები.
მაგრამ იქნებ ჩვენგან მოფერება დააკლდა ჩვენს ეკლესიას და ამიტომ ეძებს მფარველს "ახალ კონსტანტინოპოლში"?

QUOTE
საქართველოს მაგალითზე ეკლესიის დამსახურებაა, რომ ქართველი ერი, როგორც ეთნიკური ერთეული შემორჩა. შემთხვევითი არ არის რომ ჩვენთვის (და სომხებისთვის) ქრისტიანობა ეროვნული იდენტობის კომპონენტად იქცა. არც ისაა შემთხვევითი რომ ქართული (და სომხური) ეკლესია საკუთარ თავს თვლის ქრისტიანობის ფორპოსტად აღმოსავლეთში.

გამეხარდა სომხები რომ ახსენე. მიყვარს ეგ ერი - ცივილიზაციის ერთერთი ფესვი (ჩვენსავით).
UTUFURS
QUOTE
კარგი პოსტია მომეწონა ძალიან.

მეტრისგან შექება? ვეცდები გავამართლო იმედები.
თამარ
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 402
წევრი No.: 87007
რეგისტრ.: 19-March 09

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:46  #19668675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ათეისტი ვარ. მტკიცე ათეისტი.

იბრალებ, რა. რაის ათეისტი ხარ... ნაწერზე გეტყობა, რომ ეგრე არაა. smile.gif თუმცა, ათეისტების მიმართ მიმართვისათვის ასეა უკეთესი, ალბათ... smile.gif დახურულ თამაშს თამაშობ და შენს მიერ გამოხატულ სამშობლოს სიყვარულზე გეტყობა, რანაირი ათეისტიც ხარ... აღარ გავაგრძელებ.
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30179
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:48  #19668717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia

QUOTE
აქ სხვა თემა გვაქვს, მოდი არ განვავრცოთ. ატეისტური პოზიცია ამ სიტუაციისთვის ჯერ კიდევ ვოლტერმა დაგვიწერა - ღმერთი რომ არ არსებობდეს, ის ჩვენ უნდა მოგვეგონებინაო.


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ოკ.

QUOTE
აგრამ იქნებ ჩვენგან მოფერება დააკლდა ჩვენს ეკლესიას და ამიტომ ეძებს მფარველს "ახალ კონსტანტინოპოლში"?


ვისგან? საქართველოს მოსახლეობის 80% ისედაც მაგათი მრევლია. დანარჩენებმა ბოდიში მოვიხადოთ რომ ვარსებობთ?

QUOTE
გამეხარდა სომხები რომ ახსენე. მიყვარს ეგ ერი - ცივილიზაციის ერთერთი ფესვი (ჩვენსავით).


ობიექტური რეალობაა და იმიტომ. ქრისტიანობა ზუსტად ერთიდაიგივენაირად წარმოჩინდებოდა და აღიქმეოდა საქართველოსა და სომხეთშიც.

და საერთოდ, მე იმ დედააფეთქებულ დარეჯან დედოფალს რა ვუთხარი, თორემ საქართველო და სომხეთი ახლა ერთი სახელმწიფო იქნებოდა.

თამარ

QUOTE
შენს მიერ გამოხატულ სამშობლოს სიყვარულზე გეტყობა, რანაირი ათეისტიც ხარ


ჰო, აბა როგორ შეიძლება ათეისტები პატრიოტები ვიყოთ? ყველა ათეისტს კურდღლის ტუჩი გვაქვს, დაბრეცილი ფეხი გვაქვს, ხელებში საწამლავიანი ბოთლები გვიჭირავს და დილ-დილაობით თოთო ბავშვებს ვჭამთ.

ჰარე კრიშნა.

pop.gif pop.gif pop.gif pop.gif

This post has been edited by ქაფქიანა on 18 May 2010, 13:50
mouravi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14769
წევრი No.: 57889
რეგისტრ.: 8-April 08

გამოგზავნილია: 18 May 2010, 13:50  #19668740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ქაფქიანა
მე მართალია ვერაფერი ვერ გავიგე მარა,აი ჯიგარი ხარ ძია ისიდორე, ჯიგარი!@ტიგრანა გულოიანი

This post has been edited by mouravi on 18 May 2010, 13:50


--------------------
ეს ცხოვრება ბავშვის ნიფხავივით მოკლეა და მასავით დასვრილი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0312 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]