forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (93) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სასიყვარულო ჰოროსკოპი
Marikuna.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2637
წევრი No.: 51260
რეგისტრ.: 12-January 08

  გამოგზავნილია: 25 Oct 2009, 12:20  #16140017      · პროფილი · პირადი მიმოწერა
აბა გისმენთ user.gif baby.gif
ინტერეს.გეზე რაც დევს ეგ ძაან ცოტაა
ვინმემ არიცით რამე დამატებითი ინფო?
user posted image



პარტნიორთან შეხვედრის დროის ზოდიაქო და მისი როლი
ურთიერთობათა ევოლუცია
როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულს

ვერძი და კურო მამაკაცები სიყვარულში
ტყუპები,კირჩხიბი,ლომი,ქალწული,სასწორი,მორიელი მამაკაცები სიყვარულში
მშვილდოსანი,თხის რქა,მერწყული,თევზები (მამაკაცთა დახასიათება)

შეყვარებული ზოდიაქოს ნიშნები (სექსუალური ჰოროსკოპი)'
ღირს თუ არა უცხოელზე დაქორწინება პირადი რუკის მიხედვით
მთვარე მშვილდოსნების სასიყვარულო ურთიერთობები

მერწყულისა და მშვილდოსნის შეთავსება

კურო კაცი და თევზი ქალი
კურო კაცი და მორიელი ქალი
კურო კაცი და თხის რქა ქალი

თხის რქა კაცი და თხის რქა ქალი

კაცი მორიელი-12 ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეთავსება

Love Chart

This post has been edited by Papillon on 11 Feb 2012, 21:51
Bubbly
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1064
წევრი No.: 94442
რეგისტრ.: 25-June 09

გამოგზავნილია: 25 Oct 2009, 12:43  #16140290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მეც მაინტერესებს სად რა შეიძლება წავიკითხო.... ნუ კი ვიცი რომ პირად ჰოროსკოპზე უფროა დამოკიდებული მაგრამ მაინც..... tongue.gif


--------------------
Nothing is Not Worth Trying

Кстати, что ты делаешь сегодня вечером ?
Ну нет так нет :(

folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15029
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2009, 16:23  #16158782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Marikuna.
QUOTE
აბა გისმენთ
ინტერეს.გეზე რაც დევს ეგ ძაან ცოტაა
ვინმემ არიცით რამე დამატებითი ინფო?

არც ისე ცოტაა. უბრალოდ უნდა იცოდე შენი მზის ნიშანი ანუ ზოდიაქო, მთვარის ნიშანი და ვენერა, მისი(ბიჭის) მზის და მთვარის ნიშანი და ვენერას ნაცვლად მარსის ნიშანი, ანუ სად ჰყავს მარსი, შემდეგ ამ ნიშნების შეხამება წაიკითხე და ეგაა.
ანუ თუ შენ მზე გყავს ვერძში, მთვარე კუროში და ვენერა ტყუპებში, მას კი ვთქვათ, მზე კირჩხიბში, მთვარე ლომში და მარსი ქალწულში, ჯერ დაიწყე მისი კირჩხიბით. როგორ ეწყობა შენს ვერძს, კუროს და ტყუპებს, შემდეგ მისი ლომი როგორ ეწყობა შენს ნიშნებს და ბოლოს ქალწული.

იმედია გასაგებად ავხსენი, თუმცა მეეჭვება. biggrin.gif


საბოლოოდ 9 ბალიანი სისტემიდან ნახავ რამდენ ქულას მიიღებ. biggrin.gif
ანუ განვიხილოთ ეს ნიშნები.

მისი კირჩხიბის მზე შენს ვერძს არ ეწყობა -
მისი მზე(კირჩხიბში) შენს მთვარეს(კუროში) ეწყობა+
მზე შენს ვენერას(ტყუპებში) არ ეწყობა-

გადავიდეთ მთვარეზე ლომში.

ლომი ვერძი +
ლომი კურო-
ლომი ტყუპები+


და ბოლოს ქალწულზე ანუ მარსზე რომელიც წარმოვიდგინოთ ქალწულში ჰყავს.
ქალწული ვერძი-
ქალწული კურო+
ქალწული ტყუპები-

გამოვიდა 4+ და 5 - ანუ 9 ბალიანი სისტემით 4 ქულა.

ეს გამოთვლა ძაან უხეში იქნება, მაგრამ მაინც წავა. აქვე შეიძლება მამაკაცის მზეს და ქალის მთვარეს, ასევე მამაკაცის მარსს და ქალის ვენერას, 2 ქულა მივანიჭოთ, რადგან ესენი უფრო მნიშვნელოვანია. ანუ ორი + ან - დავუწეროთ. დანარჩენებს ერთი+ -.

This post has been edited by folkman on 26 Oct 2009, 16:37
Marikuna.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2637
წევრი No.: 51260
რეგისტრ.: 12-January 08

გამოგზავნილია: 26 Oct 2009, 18:30  #16161140      · პროფილი · პირადი მიმოწერა
folkman
დიდი მადლობა 2kiss.gif
და როგორ გავიგო ჩემი მზის ნიშანი ანუ ზოდიაქო, მთვარის ნიშანი და ვენერა
და იმის მზის და მთვარის ნიშანი და ვენერას ნაცვლად მარსის ნიშანი ? user posted image
რამე საიტი არ არის სადაც ჩავწერ დაბადების რიცხვებს და ამოყრის ამ ყველაფერს? თუ როგორ უნდა გაგება?
folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15029
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2009, 18:46  #16161364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
woman_



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9687
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 29 Oct 2009, 21:35  #16214048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (folkman @ 26 Oct 2009, 16:23 )
Marikuna.
QUOTE
აბა გისმენთ
ინტერეს.გეზე რაც დევს ეგ ძაან ცოტაა
ვინმემ არიცით რამე დამატებითი ინფო?

არც ისე ცოტაა. უბრალოდ უნდა იცოდე შენი მზის ნიშანი ანუ ზოდიაქო, მთვარის ნიშანი და ვენერა, მისი(ბიჭის) მზის და მთვარის ნიშანი და ვენერას ნაცვლად მარსის ნიშანი, ანუ სად ჰყავს მარსი, შემდეგ ამ ნიშნების შეხამება წაიკითხე და ეგაა.
ანუ თუ შენ მზე გყავს ვერძში, მთვარე კუროში და ვენერა ტყუპებში, მას კი ვთქვათ, მზე კირჩხიბში, მთვარე ლომში და მარსი ქალწულში, ჯერ დაიწყე მისი კირჩხიბით. როგორ ეწყობა შენს ვერძს, კუროს და ტყუპებს, შემდეგ მისი ლომი როგორ ეწყობა შენს ნიშნებს და ბოლოს ქალწული.

იმედია გასაგებად ავხსენი, თუმცა მეეჭვება. biggrin.gif


საბოლოოდ 9 ბალიანი სისტემიდან ნახავ რამდენ ქულას მიიღებ. biggrin.gif
ანუ განვიხილოთ ეს ნიშნები.

მისი კირჩხიბის მზე შენს ვერძს არ ეწყობა -
მისი მზე(კირჩხიბში) შენს მთვარეს(კუროში) ეწყობა+
მზე შენს ვენერას(ტყუპებში) არ ეწყობა-

გადავიდეთ მთვარეზე ლომში.

ლომი ვერძი +
ლომი კურო-
ლომი ტყუპები+


და ბოლოს ქალწულზე ანუ მარსზე რომელიც წარმოვიდგინოთ ქალწულში ჰყავს.
ქალწული ვერძი-
ქალწული კურო+
ქალწული ტყუპები-

გამოვიდა 4+ და 5 - ანუ 9 ბალიანი სისტემით 4 ქულა.

ეს გამოთვლა ძაან უხეში იქნება, მაგრამ მაინც წავა. აქვე შეიძლება მამაკაცის მზეს და ქალის მთვარეს, ასევე მამაკაცის მარსს და ქალის ვენერას, 2 ქულა მივანიჭოთ, რადგან ესენი უფრო მნიშვნელოვანია. ანუ ორი + ან - დავუწეროთ. დანარჩენებს ერთი+ -.

მე

თევზები
მშვილდოსანი
თევზები

ის

თხის რქა
ქალწული
მშვილდოსანი


რა გავიგო ასე მე spy.gif


--------------------


ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტები გთავაზობენ ტრენინგებს არტ-თერაპიაში, მასწავლებლების კვალიციკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე, ორსულების მოსამზადებელ ფსიქოთერაპიაზე, ნლპზე, ემოციურ-ხატოვან ფსიქოთერაპიაზე, გეშტალტ-თერაპიაზე. მსურველებმა მომწერეთ.
10 კაციან ჯგუფზე მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება!
folkman
☉♌conjunction☽♒


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15029
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07

გამოგზავნილია: 29 Oct 2009, 21:53  #16214413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მე

თევზები
მშვილდოსანი
თევზები

ის

თხის რქა
ქალწული
მშვილდოსანი

შედი ინტერეს ჯიზე და წაიკითხე როგორ ეწყობა თხისრქა, ქალწული და მშვილდოსანი, თევზებსა და მშვილდოსანს.

ისე უნდა დაგეწერა რა სადაა. რადგან რიგითობით დაწერე პირველია ალბათ შენი მზე, შემდეგ მთვარე და ბოლო ვენერა.

თხისრქა:

თევზებთან-კავშირი რთულია, თევზებისათვის გაუგებარია თხის რქის ერთფეროვნება და მიუხედავად ამისა, ისინი ერთად ცხოვრობენ და სექსუალურ ურთიერთობებშიც კარგად შეეფერებიან. მაგრამ პარტნიორებს მეტი არაფერი აერთიანებთ. თხის რქა ცდილობს თევზებს განერიდოს, რადგან დაუსრულებლად გრძელდება თევზების კაპრიზები, რომელიც ისტერიკაში გადაიზრდება. ასეთი ურთიერთობა დინებას მიჰყვება, რომელსაც მათი გარშემომყოფებიც კარგად ხედავენ.

მშვილდოსანთან – კავშირი ძალიან რთულია, მაგრამ მყარი და მუდმივი. სექსუალურად პარტნიორები კარგად შეეფერებიან ერთმანეთს. ამავე დროს ასეთ ურთიერთობებში თავს იჩენს საოცრად დიდი მოწყენილობა, რომლისგანაც თვითონვე იღლებიან და თავიანთი გარშემომყოფებიც.

ქალწული:

თევზებთან – ქალწულისათვის ძალზედ რთული კავშირია. ქალწული ყოველთვის მკაცრად რეაგირებს თევზებზე, ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას, თამაშობს მოსიყვარულე პარტნიორის როლს და შეიძლება გახდეს სენტიმენტალური. მათ ახასიათებთ გემოვნებებისა და შეხედულებების ურთიერთგანსჯა, რაც მათში გაღიაზიანებას გამოიწვევს. ერთადერთი რაც მათ კავშირს გადაარჩენს, ეს ბავშვებზე ზრუნვაა. მხოლოდ ქალწული შეასწავლით თევზებს იყვნენ ქალურნი, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ შეეცდება, რომ ის იყოს მეტად მგრძნობიარე.

მშვილდოსანთან – მათი ქორწინება წარუმატებელია. დინამიურ მშვილდოსანს ყველაფერი ერთად უნდა, სწრაფად და ბევრი... ქალწულს ეს აღიზიანებს. იგი თავისი შიშებით ცოტათითაც კმაყოფილია. ქორწინება შეიძლება დაინგრეს აქტიური მშვილდოსნის არაგონიერი მოთხოვნებით, რომლის შემდეგაც იგი ანგრევს ოჯახს და ბავშვებიც კი ვერ შეაჩერებს ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

მშვილდოსანი:

თევზებთან_ეს კავშირი ნაკლებიღბლიანია და იშვიათი. დასაწყისში თევზებს მშვილდოსანი წარმოუდგენია ყველაზე საუკეთესოდ, საუცხოოდ და მხოლოდ დროთა განმავლობაში გააკვირვებს მშვილდოსანის ძალაუფლება. ენერგიულ და უხეშ მშვილდოსანს არ ძალუძს ჩაწვდეს თევზების აზრებს. პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. მშვილდოსანი კარგად ეჩვევა ასეთ ურთიერთობებს.

მშვილდოსანთან – კარგი კავშირია მონადირე ბუნების მქონე პარტნიორებისათვის. ეს ქორწინება შესაძლებელია მოხდეს გააზრებულად და ხშირად ანგარიშით. მათ შორის სიყვარული ჭარბად არის, მაგრამ აქვთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. გვერდზე გაჩაღებულ ცოლქმრის სასიყვარულო ურთიერთობებსაც ისე მტკივნეულად არ განიცდიან. ცოლი არ დაიწყებს ეჭვიანობის სცენების მოწყობას, რადგან ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის დიდ ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევს. თუ კი მეუღლე შესძლებს ამ საკითხის მოგვარებას, მაშინ მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტნიორი სასურველი კანდიდატურის შეხვედრისას მზად არიან უკანმოუხედავად გადადგან ეს გაბედული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გაატარეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი.

საბოლოოდ გამოვიდა რომ რთული კავშირია, მაგრამ ეს მაინც ზედაპირულია. სინასტრია უნდა გაკეთდეს. მაგრამ ზოგად წარმოდგენას ესეც შეგიქმნის. რაც ურთიერთგამომრიცხავი წერია ის ბალანსირდება.

This post has been edited by folkman on 29 Oct 2009, 21:55
woman_



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9687
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 31 Oct 2009, 22:44  #16246522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
me vs me
Everlasting


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5847
წევრი No.: 73607
რეგისტრ.: 5-November 08

გამოგზავნილია: 24 Nov 2009, 16:30  #16617878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
folkman
ამ ქულებს ა-კა პითაგორეს ცხრილით აჯენთ თუ სხვანაირად? ანუ ვერ გავიგე რა....


--------------------
Nil admirari
Miss_Manette
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6680
წევრი No.: 81362
რეგისტრ.: 4-January 09

გამოგზავნილია: 16 Mar 2010, 16:29  #18518511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინგლისური თუ იცით,კარგადაა ახსნილი smile.gif

http://www.librarising.com/astrology/fwa/relation.html


--------------------
http://en.wikipedia.org/wiki/Lucie_Manette
Marikuna.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2637
წევრი No.: 51260
რეგისტრ.: 12-January 08

გამოგზავნილია: 26 Mar 2010, 16:54  #18696369      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ჩვენს ცხოვრებაში ყველა მოვლენას და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებსაც საკუთარი საწყისი წერტილი გააჩნია. ამ საწყის წერტილს ასტროლოგიაში ერთ-ერთ უმთავრესი როლი აკისრია, რადგან ეს საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. მაშ ასე, თუ თქვენს პარტნიორს შეხვდით:

ვერძის ზოდიქოში (21 მარტიდან - 20 აპრილამდე)
სწრაფი და ნათელი ნაცნობობის დასაწყისი. თქვენ გმართებთ გამოავლინოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ამის საშუალება პარტნიორსაც მისცეთ. ბევრს მიაღწევთ თუ ერთი მიზანი გექნებათ. ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან მკვეთრ და იმპულსურ მოქმედებებს ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ნუ დაიწყებთ ეგოცენტრიზმის გამოვლენას, იფიქრეთ პარტნიორზეც.

კურო (21 მაისიდან - 20 მაისამდე)
ემოციური და გრძნობისმიერი ურთიერთობების დასაწყისი. თქვენი დავალებაა _ ისწავლოთ ადამიანური სითბოს გამოვლენა ერთმანეთისადმი. არ დაიზაროთ კომპლიმენტების თქმა - ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობების განმტკიცებას. ერთადერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამ პერიოდში დაწყებულ ურთიერთობებს ხელს შეუშლის - ეს სიჯიუტეა.

ტყუპები (21 მაისიდან –20 ივნისამდე)
ამ პერიოდში იმატებს სეირნობისას, მგზავრობისას (ტრანსპორტში) ან ტელეფონით გაცნობის ალბათობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობა ინტელექტუალურ დონეზე წარიმართება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს ყოველივე ზედაპირულ ხასიათს ატარებს. თუ საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ გინდათ, მაშინ კატეგორიულად მოერიდეთ ამავე პერიოდში ახალი ფლირტის დაწყებას.

კირჩხიბი (21 ივნისიდან – 22 ივლისამდე)
ამ დროს დაწყებული ურთიერთობების აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახების შექმნით მთავრდება. ნებისმიერი პირადი ნაცნობობა შესაძლოა, ურთიერთსიმპათიაში და შემდეგ სიყვარულშიც კი გადაიზარდოს. იმ ადამიანებსთვის კი ვისთვისაც ფლირტი გართობას წარმოადგენს, თავშეკავებას ვურჩევთ, რადგან ამას მათი ემოციური მხარის რღვევა მოჰყვება.

ლომი (23 ივლისიდან – 23 აგვისტომდე)
შემოქმედებითი ადამიანებისთვის ეს იდეალური დროა სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად. თეატრი, კინო, კონცერტი, პოდიუმი - აი, ის ადგილები, სადაც შესაძლოა, თქვენი მომავალი მეორე ნახევარი გაიცნოთ. თუმცა, თუ ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობთ, მაშინ თქვენი გულისსწორი საჩუქრებით გაანებივრეთ, ეს თქვენს მომავალ ურთიერთობას რომანტიულობას შესძენს.

ქალწული (24 აგვისტოდან – 23 სექტემბრამდე)
ზედმეტი თავმდაბლობა, კრიტიკულობა და ეჭვიანობა – აი, ის ტენდენციები, რაც ამ პერიოდში წამოწყებილ ურთიერთობას ხელს შეუშლის. იყავით ყურადღებიანი პარტნიორის მიმართ, გათვალეთ და გაანალიზეთ ნებისმიერი წვრილმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომავალში პრობლემებს შეგიქმნით. მოწესრიგებულობა ყველგან და ყველაფერში, ეს დევიზი მეტად გამოგადგებათ.


სასწორი (24 სექტემბრიდან – 23 ოქტომბრამდე)
ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ვერანაირ უხეშობას ვერ იტანს და ორივე პარტნიორის მხრიდან დელიკატურობასა და სიმშვიდეს მოითხოვს. ამ დროს ნებისმიერი წამოწყება და ინიციატივა პარტნიორს უნდა მიანდოთ. შეცადეთ, საკუთარი "ეგო" ნაკლებად გამოავლინოთ. კარგი იქნება თუ ხელოვნების რომელიმე დარგში მოღვაწეობთ, მაშინ ის მოიმატიჟეთ საკუთარი ნამუშევრების გასაცნობად და ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.

მორიელი (24 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრამდე)
ეს პერიოდი ძირითადად ვნებიანი და სექსუალური ადამიანებისთვის იქნება გამოსადეგი. ამ დროს ნებისმიერი დამაინტრიგებელი საშუალება გამართლებულია. შენიღბეთ საკუთარი პიროვნება, მიეცით მას იდუმალი და მისტიკური სახე, ეს კიდევ უფრო აღაგზნებს თქვენს პარტნიორს. თუმცა, ამავე დროს მზად იყავით მხურვალე რომანისთვის, ასევე... სულიერი ტკივილებისთვის.

მშვილდოსანი (22 ნოემბრიდან - 21 დეკემბრამდე)
ისევე როგორც ტყუპების ზოდიაქოში, ამ პერიოდშიც დაწყებული ურთიერთობა რამდენადმე ზედაპირული იქნება. კარგი იქნება თუკი რომელიმე პარტნიორი ინელექტუალური იქნება და თავის თავზე "მასწავლებლის" როლს შეითავსებს. თუმცა, ყველაზე დადებითი მოგზაურობა იქნება, ეს პირდაპირ პოზიტიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე, განსაკუთრებით თუ ეს მოგზაურობა შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყნებში იქნება.

თხის რქა (22 დეკემბრიდან - 19 იანვრამდე)
ამ დროს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზული იქნება. აქედან გამომდინარე ნებისმიერმა დაუფიქრებელმა და გაუაზრებელმა მოქმედებამ შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგიყვანოთ. თუ სერიოზული მიზნები გამოძრავებთ, მაშინ ძნელი და დაბრკოლებებით სავსე გზაზე გასავლელად უნდა მოემზადოთ. წინააღმდეგობები ნუ შეგაშინებთ და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ.

მერწყული (20 იანვრიდან - 18 თებერვლამდე)
ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები უცნაური და ორიგინალური იქნება. შესაძლოა, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდეს, რომ პარტნიორებმა ერთმანეთის ნორმალურად გაცნობაც ვერ მოასწრონ, ისე აღმოჩნდნენ საქორწინო მოგზაურობაში. ჰუმანიზმი, ზედმეტი იდეალიზმი და ექსტრევაგანტურობა - აი, ის ტენდენციებიც რომლებიც თანმდევი იქნება ამ დროს განვითარებული ფლირტისა თუ რომანისა.

თევზები (19 თებერვლიდან - 20 მარტამდე)
ყველა ნიუანსის თუ დეტალის გასაიდუმლოება - აი, ყველაზე მეტად რა გამოადგებათ ამ პერიოდში სასიყვარულო პარტნიორებს. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ ერთმანეთს სიმართლე უთხრან, ნებისმიერი ტყუილს გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება და მოსალოდნელია ურთიერთობების დანგრევაც კი გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული ერთ-ერთი პარტნიორი მეორეს მსხვერპლადაც კი შეეწიროს (რა თქმა უნდა არა ფიზიკურ პლანში).
zirzikichi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 123
წევრი No.: 111737
რეგისტრ.: 7-February 10

გამოგზავნილია: 6 Apr 2010, 02:26  #18880528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საღოლ ფოლკმენ მაგარი სისტემააა........ ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი მზე და ქალის მთვარე და მამაკაცის მარსი და ქალის ვენერა.......... რა მინდა გკითხო იცი სინასტრიაში სატურნს, ან იუპიტერს რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს????
krikri
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4024
წევრი No.: 85592
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 8 Apr 2010, 20:56  #18932817      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
Marikuna.

http://www.u-mama.ru/read/razdel.php?id=162

თუ რუსული იცი


--------------------
წავედისუპიგავაკეთო
olive oly
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 368
წევრი No.: 68917
რეგისტრ.: 2-August 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2010, 11:53  #18942294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შეგიძლიათ დამეხმარპთ დათვლაში?


გოგო:
მზე თხის რქა
მთვარე კირჩხიბი
მერკური თხის რქა
ვენერა მშვილდოსანი
მარსი ვერძი
იუპიტერი კურო
სატურნი თხის რქა
ურანი თხის რქა
ნეპტუნი თხის რქა
პლუტონი მორიელი
ქირონი კირჩხიბი


ბიჭი:
მზე ქალწული
მთვარე მშვილდოსანი
მერკური ქალწული
ვენერა ლომი
მარსი ქალწული
იუპიტერი მშვილდოსანი
სატურნი ტყუპები
ურანი სასწორი
ნეპტუნი მშვილდოსანი
პლუტონი სასწორი
ქირონი ვერძი
ლილიტი ქალწული

გმადლობთ smile.gif
kalaa
♐ ♐ ♐ Inspire


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9739
წევრი No.: 30295
რეგისტრ.: 21-February 07

გამოგზავნილია: 8 May 2010, 11:23  #19483680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim
QUOTE
მორიელი (24 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრამდე)
ეს პერიოდი ძირითადად ვნებიანი და სექსუალური ადამიანებისთვის იქნება გამოსადეგი. ამ დროს ნებისმიერი დამაინტრიგებელი საშუალება გამართლებულია. შენიღბეთ საკუთარი პიროვნება, მიეცით მას იდუმალი და მისტიკური სახე, ეს კიდევ უფრო აღაგზნებს თქვენს პარტნიორს. თუმცა, ამავე დროს მზად იყავით მხურვალე რომანისთვის, ასევე... სულიერი ტკივილებისთვის.


ყველაფერი ემთხვევა biggrin.gif


--------------------
я достану звезду........... ★

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (93) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0422 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]