forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მორალი და 21-ე საუკუნის ადამიანი
 
როგორ ფიქრობთ,არის თუ არა უგულვებელყოფილი მორალი დღევანდელ ქართველ ადამიანის მიერ?
1.კი. [ 53 ]  [24.42%]
2.არა.ამორალური ადამიანები ყველა დროში იყვნენ,არაფერ შუაშია 21-ე საუკუნე. [ 92 ]  [42.40%]
3.აზრზე არ ვარ. [ 9 ]  [4.15%]
4.მორალი და სინდისი მკდია,მთავარია მე ვიგრძნო თავი კარგად. [ 26 ]  [11.98%]
5.არ შემიძლია მორალური პრინციპების გარეშე ცხოვრება. [ 37 ]  [17.05%]
Total Votes: 217
Guests cannot vote 
<<დოლორეს>>
Pimiento picante


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 13055
წევრი No.: 31785
რეგისტრ.: 22-March 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:04  #20132688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გუშინ რამდენიმე ქართველი მეგობარი ვსაუბრობდით ამ საკითხზე და საკმაოდ ვიკამათეთ.დღეს საღამოს ისინი ამ თემას წაიკითხავენ სტუმრის სტატუსით,იმიტომ რომ არ არიან დარეგისტრირებულნი ფორუმზე და ვთხოვ აქაურ საზოგადოებას თავი შეიკავონ ზედმეტი ღლიცინისგან.
+ ამას,სპეციალურად ვწერ დიდ ტექსტს,მოღლიცინე საზოგადოებას წაკითხვა რომ შეეზაროს. biggrin.gif
მხოლოდ მოაზროვნე ადამანებისთვისაა ეს თემა wink.gif


ე.ი.

მორალის ზოგადი განმარტებითი ფორმულირების დაკონკრეტება ჩემი აზრით არ არის აუცილებელი.არსებობს მორალის ისევე როგორც საზოგადოდ აღიარებული ნორმატიზირებული ფორმები,ასევე არსებობს ინდივიდუალურად აღიარებული მორალური პრინციპების სისტემა,სადაც პრიორიტეტი ენიჭება სუბიექტის პიროვნულ შეხედულებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულ ქცევისა თუ აზროვნების ნორმებს.

ამ თემაში კონკრეტულად მინდა ისაუბროს იმ ადამიანებმა,ვისაც ასე თუ ისე ამ ორი კატეგორიის არსთან მიმარტებაში თავისი პერსონალური აზრი გააჩნია.


მორალის მოკლე განსაზღვრება:
სისტემა ---ნორმების,დანაწესების,მოვალეობის,პასუხსიმგებლობის,სინდისის,ქცევის ნორმების,ზნეობრივი პრინციების,სულიერ/იდეალისტური ფასეულობების,საზოგაოებრივი ურთიერთობების კონტროლისა.

ყურადღება მინდა გავამახვილო ჩემს მიერ მორალის მოკლე განსაზღვრებიდან პირველ ორ ცნებაზე---ნორმებზე და დანაწესებზე.

მოგეხსენებათ,21 საუკუნის ქალი და მამაკაცი მიისწრაფვის გენდერული დაბალანსებისკენ.ამ ბალანსის აშკარა ასახვა საზოგადოების დიდ ნაწილს სურს როგორც სოციალურ ყოველდღიურობაში,ისევე კონკრეტული ეროვნული ტრადიციურ/მენტალური ადათის მქონე მორალის თანამედროვე განმარტებაშიც.ანუ ქართული ზნის ამოტრიალება სურთ აზროვნების თანამედროვე ელემენტების ჩანაცვლებით.
ამ პრინციპის განხორციელებას აშკარად აფერხებს ადამიანის ინდივიდუალიზმის ნაწილობრივი უარყოფაც კი.რისი კარგი მაგალითიცაა ჩემეული დაკომპლექტების მქონე - მორალის ზოგადი განსაზღვრების პირველი მეორე პუნქტი---ნორმა და დანაწესი.
ცნებები ,,ნორმა'' და ,,დანაწესი'' თავისთავად მეტყველებენ თავიანთ არსზე და გამცნობენ რომ ამ კონკრეტულ მომენტში საუბარია საზოგადების დაუწერელი კანონების -- ნორმატირებული და დაწესებული წესებისა (ქცევის და მსოფლმხედველობის) ამ საზოგადოების წესების მიერ.ეს კი ნაწილობრივ უარყოფს ადამიანის სუბიექტურ ინდივიდუალიზმს.

მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი მტავარი მიზეზია,21-ე საუკუნის ადამიანის მიერ მორალის უგულვებელყოფისა.
მინდა დავაკონკრეტო,21-ე საუკუნის ქართველი ადამიანისა.
წინათ უფრო მეტად იყო მორალი გამჯდარი საზოგადოებაში,ახლა თვითგადარჩენის ინსტინქტმა დაჩრდილა მორალური პრინციპები.ადამიანი იმდენად ცდილობს ლოგიკური ახსნა/გამართლება მოუძებნოს ადამიანის ინსრტინტქებს,რომ მორალი საერთოდ გვერდზე გადადო.
ამ განყოფილების კონტესქტის მხრივ მინდა განვავრცო და დავაკონკრეტო,ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში მორალურ პრინციპებზე წინ გადმოინაცვლა ინსტინქტების მორჩილებამ.საშუალო დონეზე განათლებული ადამიანი ამტკიცებს რომ უნდა მიჰყვე სხეულის ხმას(სექსუალურ ინსტინქტებს) და არა გონების/გრძნობების ხმას,რომელიც ძირითადად ინდივიდის მსოფმხედველობის ფონზე წარმოიშობა თავის აზროვნებისა და შეხედულებების შესაბამისად.
და არა მარტო ეს.
ადამიანი ამართლებს ღალატს,ტყუილს.და ამ გამართლებას უპირისპირებს იმ მორალს,რომელსაც მისი ქვეცნობიერი და ცნობიერი ერთდროულად უარყოფს.
ღალატს ამართლებს სექსუალური მრავალფეროვნების არგუმენტით,ხოლო ტყუილს ამართლებს ოჯახის დაუნგრევლობის ,,ფსევდო''-სურვილითა და შვილების ინტერესების ,,ფსევდო''-დაცვით.
რა ხდება?მორალი ,,ანულირებულია'' ,,ფსევდო''-მორალითვე.
სინდისი,მორალის ერთ ერთი მტავარი პუნქტი საერთოდ გაუქმებულია.
ასე ხომ არაფრით განსხვავდება მაშინ ადამიანი ცხოველისგან?
ნუთუ მორალის უგულვებელყოფაა მაინცდამაინც ადამიანის პიროვნული თავისუფლების ერთადერთი პირობა?

ქალის და კაცის ურთიერთობაში ცნება მორალის როლი აბსოლუტურად გაუფასურებულია.მორალი სანაგვეზე მოისროლა საზოგადოებამ.ვფიქრობ დრომ შეცვალა ადამიანი.მორალი აღარვის სჭირდება არაფერშI.მთავარია ,,ეგო''.


აბა გისმენთ boli.gif

პ.ს. მოდერებს ვთხოვ არსად გადაისროლონ თემა.კონკრეტულად ამ განყოფილების აქტივის აზრი არის საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით.


--------------------
პროგრესი გარედან გარეგნული და შიგნიდან შინაგანი-ჯამი პროგრესი ეროვნული, თანამედროვე ხელოვნება.ეძღვნებათ კეკლუც ინტელექტუალებს.გ.რჩეულიშვილი
---
აღარაფერია თქვენს სულში. თვით ზამთარსაც კი ვერ ვუწოდებ თქვენს ჩაყინულ ჯიგარს.ა.მორჩილაძე
---
გძულდეს ის,ვინც გიცნობს და არ უყვარხარ. ხ.ყალაბეგაშვილი
Gnida
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26826
წევრი No.: 32034
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:08  #20132771      · პროფილი · პირადი მიმოწერა
<<დოლორეს>>მხოლოდ მოაზროვნე ადამანებისთვისაა ეს თემა,



გადავხარშო კარგად და დავწერ ჩემს აზრს , ძაან ცხელა და........................ user posted image

კაი თემაა დოლი ................... user posted image
Ninuka82
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3466
წევრი No.: 66930
რეგისტრ.: 9-July 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:10  #20132786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


QUOTE
არა.ამორალური ადამიანები ყველა დროში იყვნენ,არაფერ შუაშია 21-ე საუკუნე.



QUOTE
წინათ უფრო მეტად იყო მორალი გამჯდარი საზოგადოებაში,ახლა თვითგადარჩენის ინსტინქტმა დაჩრდილა მორალური პრინციპები.ადამიანი იმდენად ცდილობს ლოგიკური ახსნა/გამართლება მოუძებნოს ადამიანის ინსრტინტქებს,რომ მორალი საერთოდ გვერდზე გადადო.



რის საფუძველზე მტკიცდება, რომ წინათ უფრო მეტად იყო მორალი გამჯდარი საზოგადოებაში?



--------------------
No another man!

Sabbiii, I belong to you...
<<დოლორეს>>
Pimiento picante


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 13055
წევრი No.: 31785
რეგისტრ.: 22-March 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:10  #20132798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Gnida
არაფერი გადახარშვა არ უნდა მაგას.ტექსტის წაკითხვა უნდა პროსტა biggrin.gif
Shady.



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18176
წევრი No.: 33469
რეგისტრ.: 20-April 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:12  #20132821      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მორალი წესებია სუსტებისთვის, რომელიც იმ ძაღლს გავს საკუთარ კუდს რომ დასდევს.
arthasa
შეგნებული ჩლუნგი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4584
წევრი No.: 98545
რეგისტრ.: 27-August 09

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:16  #20132898      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
მხოლოდ მოაზროვნე ადამანებისთვისაა ეს თემა


უკვე დაყავი მოაზროვნეებად და არამოაზროვნეებად ფორუმი? აა, მივხვდი ვინც არიან მოაზროვნეები:
QUOTE
ამ განყოფილების აქტივის



ეს დაყოფა მორალურია თუ ეგოცენტრული?

ჩაქრი შენ.
Dorian
Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3286
წევრი No.: 11155
რეგისტრ.: 2-July 05

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:20  #20132973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq · aim · yim · msn
არანაირი მორალი ... "მორალი" ეს პირობითი ცნებაა ...
არ ვცნობ მორალს, როგორც ასეთს ... და ეს არ ნიშნავს, რომ ვარ ამორალური ... ნორმები, დოგმები, სტერეოტიპები - შექმნილია ადამიანის ფსიქიკისა და სულის "დამუხრუჭებისათვის" ... ადამიანისა, რომელშიც სჭარბობს, ცხოველური ანუ ბარბაროსული საწყისი ... ეს კი უკვე წარსულია ... ყოველ შემთხვევაში იდეურად მაინც, სხვა საკითხია როგორ აცნობიერებს და არეალიზებს ამას კაცობრიობა (!)
... სექსის თავისუფლება არ ნიშნავს ამორალურობას. ამორალურობაა სექსის საკრალურად და ტაბუდადებულ თემად მონათვლა (!) - იგივე პრობლემა, ჩარჩოებიდან ამოვარდნის საშიშროება - აქედან : კიდევ ერთი მტკიცე სტერეოტიპის შექმნის აუცილებლობა თავისუფალი ურთიერთობების აღსაკვეთად და მერე ამ დოგმის "მორალურობით" გამართლება ...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ : არანაირი მორალი არ არსებობს - ეს გახლავთ აბსოლუტურად პირობითი ცნება, ხელოვნურად შექმნილი ბუტაფორია (!!) ... მანიპულირებისათვის ... (!!!!)



Post Scriptum:

- გამოკითხვაში აშკარად იგრძნობა კიდევ ერთი ვარიანტის უკმარისობა :

"არ ვცნობ მორალის არსებობას - იგი სრულიად ზემდეტი და უსარგებლოა მე -3 ათასწლეულის ადამიანისათვის"


თუ ავტორი წინააღმდეგი არ იქნება მოდერატორისადმი თხოვნა - ჩაამატეთ ეს ვარიანტი.

This post has been edited by Dorian on 13 Jun 2010, 15:26


--------------------
დიახ, მე ბატონი ბიძინასთვის ჩავიხადე. © ჯიმი ლევი
<<დოლორეს>>
Pimiento picante


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 13055
წევრი No.: 31785
რეგისტრ.: 22-March 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:21  #20132987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Shady.
QUOTE
მორალი წესებია სუსტებისთვის, რომელიც იმ ძაღლს გავს საკუთარ კუდს რომ დასდევს.

წესების და ნორმების გარდა სხვას არაფერს მოიცავს მორალის განმარტება?

საინტერესოა სხვა დანარჩენსაც მასეთი მარტივი ინტერპრეტაციით თუ უდგები boli.gif


Ninuka82
QUOTE
რის საფუძველზე მტკიცდება, რომ წინათ უფრო მეტად იყო მორალი გამჯდარი საზოგადოებაში?

1)არა მარტო ,,მოდერნისტულ'' სტერეოტიპებზე მორგების უნარით.
2)დაკვირვების და მერე გაანალიზების უნარის ქონით.


თქვენც მოწყალება მოიღეთ და დაასაბუთეთ თქვენი შეხედულება რადგან ამ თემაში პოსტავთ.


და კითხვა თქვენ ორის მიმართ Shady. Ninuka82და არა მარტო:


ღირსების თქვენეული განსაზღვრება დაწერეთ ძალიან თუ არ შეწუხდებით.

,,მთავარია სხვას არ ავნო'' და მსგავსი დეტსკი სად არ გვინდა ოღონდ.boli.gif

This post has been edited by <<დოლორეს>> on 13 Jun 2010, 15:22
mariami-78
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 599
წევრი No.: 96573
რეგისტრ.: 27-July 09

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:26  #20133085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ღალატს ამართლებს სექსუალური მრავალფეროვნების არგუმენტით,ხოლო ტყუილს ამართლებს ოჯახის დაუნგრევლობის ,,ფსევდო''-სურვილითა და შვილების ინტერესების ,,ფსევდო''-დაცვით.

მგონია რომ ცოლ-ქმრული ღალატი და ტყუილი მე-20 საუკუნეში უფრო მეტი იყო საქართველოში.
ახლა იგივე გენდერული თანასწორობის გამო ნაკლებად ცხოვრობენ ქართველი ქალები ტყუილში.
QUOTE
ქალის და კაცის ურთიერთობაში ცნება მორალის როლი აბსოლუტურად გაუფასურებულია.მორალი სანაგვეზე მოისროლა საზოგადოებამ.ვფიქრობ დრომ შეცვალა ადამიანი.მორალი აღარვის სჭირდება არაფერშI.მთავარია ,,ეგო''.

მაშინ სიტყვა ამორალური ამოღებული იქნებოდა ლექსიკიდან.
საზოგადოება ჭრელია , ზოგი ინსტიქტებით ცხოვრობს მარტო, ზოგი როგორც ადამიანი.
Gnida
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26826
წევრი No.: 32034
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:28  #20133123      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (Shady. @ 13 Jun 2010, 15:12 )
მორალი წესებია სუსტებისთვის, რომელიც იმ ძაღლს გავს საკუთარ კუდს რომ დასდევს.

+ ამას –––> Никакое моральное удовлетворение не может сравниться с аморальным.
Dorian
Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3286
წევრი No.: 11155
რეგისტრ.: 2-July 05

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:30  #20133159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq · aim · yim · msn
... აქტიურობა მომიტევეთ ... მაგრამ, ნუ დააწვრილმანებთ თემას, ნუ დააკნინებთ და ნუ დაიყვანთ ისეთ რიგით მარაზმულ ურთიერთობამდე, როგორიცაა ქალისა და მამაკაცის ყოველდღიური დამოკიდებულება ... ვიმსჯელოთ უფრო მასშტაბურად - ასე უფრო ნათლად წარმოგიდგებათ ე.წ. "მორალის" საჭიროება თანამედროვე კაცობრიობისათვის ...

<<დოლორეს>>
Pimiento picante


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 13055
წევრი No.: 31785
რეგისტრ.: 22-March 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:40  #20133309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მაგრამ, ნუ დააწვრილმანებთ თემას, ნუ დააკნინებთ და ნუ დაიყვანთ ისეთ რიგით მარაზმულ ურთიერთობამდე, როგორიცაა ქალისა და მამაკაცის ყოველდღიური დამოკიდებულება ... ვიმსჯელოთ უფრო მასშტაბურად - ასე უფრო ნათლად წარმოგიდგებათ ე.წ. "მორალის" საჭიროება თანამედროვე კაცობრიობისათვის ...


თემის არსი სწორედ რომ ესაა და არა დიდაქტიკური განაცხადი ვინ როგტორ უნდა იცხოვროს ან კონკრეტულად ვინ როგორ ცხოვრობს.
სულ არ მაინტერესებს აქ კონკრეტული იუზერების ცხოვრების სტილი.
თემაში საუბარია ქართული საზოგადოების ზოგად დამოკიდებულებაზე.
ისიც გასაგებია რომ თქვენ მოიაზრებით ქართული საზოგადოების ერთულ ნაწილებად და თქნევ ქმნით ,,საზოგაოდებას'',მაგრამ ისაუბრეთ ზოგადად და არგუმენტირებულად რამ განაპირობა მორალის დეგრადირება ქაღტულ საზოგადოებაში.


დეგრადირებული რომაა მაგაზე არ ღირს კამათი.


რატომ არავინ მიაქცია ყურადღება ამ პუნქტს:

ადამიანი ამართლებს ღალატს,ტყუილს.და ამ გამართლებას უპირისპირებს იმ მორალს,რომელსაც მისი ქვეცნობიერი და ცნობიერი ერთდროულად უარყოფს.

და რატომ არავინ ასახა რეალური სურათI რეალური ახსნით?


და სიტყვა ღირსება ვის როგორ გესმით მაგაზე მესაუბრეთ კიდევ და მერე დამიმტკიცეთ რომ მორალი პირობითი ცნებაა.


თქვენეული დასკვნები დაწერეთ.

ან აცადეთ მათ,ვინც სწორად ჩაწვდა ან ჩაწვდება თემას boli.gif
Ninuka82
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3466
წევრი No.: 66930
რეგისტრ.: 9-July 08

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:40  #20133316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
<<დოლორეს>>



ადამიანი თავად აყალიბებს მორალურ პრინციპებს, რა დროსაც, ვფიქრობ, ყველაზე დიდ გავლენას რელიგიისგან განიცდის.

მე პირადად დიდი ხანია, რაც ჩამოვაყალიბე ჩემი შეხედულება მორალზე, რაც ეფუძნება ქრისტიანულ აზროვნებას. იდეალისტი ვიყავი ბავშვობაში და ძალიან მხიბლავდა სახარებისეული შეგონებები. საბოლოოდ მივედი იმ აზრამდე, რომ უარი მეთქვა საკუთარ სურვილებზე სხვების გამო. დამეთრგუნა საკუთარ თავში ყველაფერი ის, რასაც შეიძლებოდა ზიანი და უსიამოვნება მოეტანა სხვისთვის.



არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ადრე უფრო მეტად იცავდნენ მორალის ჩარჩოებს. შეიძლება ეს შიში იყოს და მორალი დაარქვა.



QUOTE
,,მთავარია სხვას არ ავნო'' და მსგავსი დეტსკი სად არ გვინდა ოღონდ



საბოლოოდ მაინც ეს გამომივიდა biggrin.gif
Dorian
Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3286
წევრი No.: 11155
რეგისტრ.: 2-July 05

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:44  #20133373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq · aim · yim · msn
QUOTE (<<დოლორეს>> @ 13 Jun 2010, 14:40 )



რატომ არავინ მიაქცია ყურადღება ამ პუნქტს:

ადამიანი ამართლებს ღალატს,ტყუილს.`და ამ გამართლებას უპირისპირებს იმ მორალს,რომელსაც მისი ქვეცნობიერი და ცნობიერი ერთდროულად უარყოფს.




აი, ხედავ?
ეს ყბადაღებული მორალი შეიძლება იგივე ამორალური(ე.წ.) საქციელის გასამართლებელ არგუმენტად იყოს გამოყენებული ... Ф топку Мораль ... короче.

This post has been edited by Dorian on 13 Jun 2010, 15:45
xotabich
halt!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 621
წევრი No.: 36129
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2010, 15:53  #20133527      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მორალის მოკლე განსაზღვრება:
სისტემა ---ნორმების,დანაწესების,მოვალეობის,პასუხსიმგებლობის,სინდისის,ქცევის ნორმების,ზნეობრივი პრინციების,სულიერ/იდეალისტური ფასეულობების,საზოგაოებრივი ურთიერთობების კონტროლისა.



სიყვარულს მალვა აღარ უნდა...
სისტემა შეიცვალა...
ეხლა უკვე ჯოლოს არომატით...



user posted image


--------------------
paredise is very nice...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.2168 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]