forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბავშვის აყვანა., კითხვა
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2042
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 16:15  #20277067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საქმე ბოლო დროს გახმაურებული ამბავს ეხება. იმ ბავშვს, რომელც დაიბადა და - ძმისგან რამოდენიმე დღის წინ.

საქართველოში ამ ბავშვის გაშვილების შანსი 0-ს უდრის.
მე მყავს ახლობელი, რომელმაც დიდი სურვილი გამოთქვა ბავშვის აყვანის მას მერე რაც გაიგო რომ ბავშვზე მშობელმა უარი თქვა და საკმაოდ საეჭვოა გამოუჩნდება თუ არა მას ოჯახი, რომელიც მოისურვებს შვილად მიიროს.

ქალი არის 43 წლის, ცხოვრობს იტალიაში, არის წარმატებული იურისტი და ფინანსურად ძლიერი ოჯახიდან, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს აღზარდოს ბავშვი. მაგ ქალთან ერთად ვცხოვრობდი 6 თვე და შემიძლია ვთქვა რომ არაჩვეულებრივი პიროვნებაა (ეს ზოგადი დახასიათებისთვის, ანუ დარწმუნებული ვარ ბავშვი ამ შემთხვევაში მიირებს საუკეთესოს).

რა უნდა გააკეთოს იმ ქალმა, რომ ბავშვი აიყვანოს, კონკრეტულად ეგ ბავშვი. ტუ ვინმეს აქვს გამოცდილება ამ საკითხში ან იცის კონკრეტულად რა ქმედებებია საჭირო მადლობელი დავრჩები რჩევისთვის და კონსულტაციისთვის!

This post has been edited by Alfa_Omega on 21 Jun 2010, 16:34


--------------------
"Dear God, please save me from your followers"
revolutie
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1294
წევრი No.: 29869
რეგისტრ.: 13-February 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 17:05  #20278171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Alfa_Omega
ბოდიში და გკიხტავ რათ უნდა მაინცდამაინც ეგ ბავშვი? სხვა ბავშვი რატომ არა? როგორც ცნობილია ასეთი კავშირსგან დაბადებული ბავშვი ვერ არის სრულფასოვანი ფიზიკურად, გონებრივად და ნუ სხვაზე არას ვამბობ


--------------------
Revolutie is de Solutie!!!!!!!!
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2042
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 17:15  #20278408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (revolutie @ 21 Jun 2010, 17:05 )
Alfa_Omega
ბოდიში და გკიხტავ რათ უნდა მაინცდამაინც ეგ ბავშვი? სხვა ბავშვი რატომ არა? როგორც ცნობილია ასეთი კავშირსგან დაბადებული ბავშვი ვერ არის სრულფასოვანი ფიზიკურად, გონებრივად და ნუ სხვაზე არას ვამბობ

ამ ბავშვზე მოვუყევი და შეეცოდა. საერთოდაც უნდა ბავშვის აყვანა. მაგრამ ამ შემთხვევაში ეგ ბავშვი შეეცოდა, + მეეჭვება უცხოელმა ჯანმრთელი ბავშვის აყვანა შეძლოს საქართველოში.

This post has been edited by Alfa_Omega on 21 Jun 2010, 17:17
revolutie
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1294
წევრი No.: 29869
რეგისტრ.: 13-February 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 17:45  #20279120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Alfa_Omega
ძალიაა კარგ რამეს იზავს, მაგ ბავშვის სიცოცხლე მაინც არ ეღირება საქართველოში

იმ დრეს წავიკიტხე ბავშვის აყვანა ფრიად მარტივდება, მით უმეტეს მასეთ შემთხვევაში ალბატ.

ერთი უნდა მოვიძიო ეგ და დავდებ აქ

* * *
10:13 / 14-06-2010
შვილად აყვანის პროცედურა მარტივდება
საქართველოში "შვილად აყვანის შესახებ" კანონში ცვლილებებია, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 მაისიდან შევიდა. გასაშვილებელი ბავშვების შვილად აყვანისას უპირატესობა ენიჭება ნათესავთა წრეს, რომელიც, ამავე კანონის მიხედვით, გაფართოვდა.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის გაშვილებისას უპირატესობა ენიჭებოდათ მის ნათესავებს - და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი-ძმისშვილი, გერი-დისშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ან მათი შვილები. აღნიშნული ცვლილებების თანახმად წრე გაფართოვდა და დაემატა ბიოლოგიური მშობლების ახლობლები, მეგობრები, მეზობლები და შორეული ნათესავები.

ამ დროს ბიოლოგიურ მშობელს უფლება აქვს, პოტენციურ მშვილებელთან ერთად "ერთობლივი მიმართვის" საფუძველზე, შვილი კონკრეტულ პირს ოფიციალურად მიაშვილოს. ამ და სხვა ცვლილებების შესახებ "რეზონანსს" სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკა სანებლიძემ განუცხადა.

ეკა სანებლიძე: "ძველი კანონის თანახმად ბავშვის გაშვილებისას, სხვა მშვილებლებთან განსხვავებით, უპირატესობა ნათესავს ენიჭებოდა, რომელთა წრე განსაზღვრული იყო, რასაც ახალი კანონმდებლობის თანახმად არანათესავთა წრეც დაემატა.

"მშვილებელი და ბავშვის ბიოლოგიური დედა ერთად მოდიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და აცხადებენ თანხმობას ბავშვის გაშვილებასა და შვილობის შესახებ. ანუ, მოდის ბიოლოგიური დედა და აცხადებს, რომ შვილი თავის ახლობელს, ნათესავს, მეგობარს უნდა მიაშვილოს. ეს არის თანხმობის ფორმა, რომელიც ერთობლივად ივსება, რის შემდეგაც იწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩვეულებრივი პროცედურა".

სანებლიძე დასძენს, რომ ცვლილება ბავშვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭებაშიც არის. ბავშვთა სახლებში მოხვედრის შემთხვევაში იწყება კვლევა, თუ რატომ მოხვდა ბავში სააღმზრდელო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური მშობლები ვერ მოიძებნა, მშობლებს ჯერ ბავშვზე უფლებები შეეზღუდებათ, შემდეგ კი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ეს უფლებები საერთოდ ჩამოერთმევათ.

ეკა სანებლიძე: "გაფართოვდა ბავშვის მიტოვებულად აღიარების ინსტიტუტი. დღეისათვის ჩვენ მიტოვებულად შეგვიძლია ვაღიაროთ არა მხოლოდ ის ბავშვი, რომელიც ნაპოვნია და რომლის მშობლებიც იდენტიფიცირებულები არ არიან, არამედ ასევე ის ბავშვებიც, რომლის მშობლებიც სახეზეა და რომლებმაც ქმედებით ან სიტყვიერად ბავშვზე განაცხადეს უარი.

"ქმედებაში შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის ბავშვთა სახლში დატოვება და აღარ ნახვა. შვილის უნახველობის ხანგრძლივობა კანონით დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ დედის ქმედება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევუზღუდოთ ან ჩამოვართვათ მისი უფლებები. კანონში მითითებულია, რომ მშობელს უფლება შეეზღუდება მაშინ, როდესაც დატოვება საპატიო მიზეზებითაა გამოწვეული - ავადმყოფობით ან საპატიმროში იმყოფება. ასეთ შემთხვევაში ვახორციელებთ ზრუნვას და ბავშვს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მიმღებ ოჯახებში ვათავსებთ ან ინსტიტუციაში ვტოვებთ.

"მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ბავშვს მიენიჭება გასაშვილებლის სტატუსი და გაშვილების პროცედურა დაიწყება. ბავშვი ყველაზე კარგად თავს ბიოლოგიურ ოჯახში გრძნობს, მაგრამ როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა და ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ყოფნას გარკვეული საფრთხე ემუქრება, მაშინ სახელმწიფო გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს.

"თუ მიმღები ოჯახი 6 თვის განმავლობაში ზრუნავს ბავშვზე და ბავშვს დაუდგინდა გასაშვილებელის სტატუსი, ეს ოჯახი მოიაზრება, როგორც გარკვეული უპირატესობის მქონე.
"ასევე, ახალი კანონის ფარგლებში, გამარტივდა მშვილებელი კანდიდატის დარეგისტრირება. მშვილებელი კანდიდატი რეგისტრირდება განცხადების შევსების საფუძველზე. ის საბუთები, რომლებიც წარსადგენად უშუალოდ დარეგისტრირებისათვის იყო საჭირო, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითხოვდა და გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ახლა საჭირო აღარაა. მშვილებლებს საბუთებს ვთხოვთ მაშინ, როცა რიგი მოუწევთ.

"ერთი მხრივ ეს კანონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიოლოგიურ მშობლებს ოჯახში ჰყავდეთ ბავშვები და მეორე მხრივ ჩაბარებული ბავშვები გამოვიყვანოთ და იმ ოჯახებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, (მათი აყვანის) პროცედურები გავუმარტივოთ. რადგან გაცილებით მეტ ბავშვს მივანიჭებთ გასაშვილებლის სტატუსს, უფრო მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება და უფრო მეტი ბავშვი იქნება გასაშვილებელი. ჩვენი პროგრამა მაქსიმალურადაა მიმართული იქითკენ, რომ ბავშვის უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული".


აი, მოვიძიე
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/21810-shv...l#ixzz0rUlD6sLI
natalir
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4098
წევრი No.: 22351
რეგისტრ.: 9-August 06

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 17:49  #20279217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამონარიდი კანონიდან:
მუხლი 19. საერთაშორისო გაშვილება
1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას.
3. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადა შეამციროს სასამართლომ.
4. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
5. საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის მათთან ინფორმაციას.
6. თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანო, მაშინ მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. სააგენტოს მიერ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებს.
7. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში.
8. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.


--------------------
А что подумал Кролик - никто не узнал. Потому что он был очень воспитанный

revolutie
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1294
წევრი No.: 29869
რეგისტრ.: 13-February 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 17:52  #20279277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კიდევ http://liberali.ge/node/968

ოჯახი - ყველა ბავშვის უფლება

მარიკა ქოჩიაშვილი,

გაშვილების პროცესი მარტივდება. ეს, ერთი მხრივ, მიტოვებულ ბავშვებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მეორე მხრივ კი, მათი უფლებების შელახვის საშიშროებებსაც აჩენს.
« პირველი ‹ წინა 1 2
არსებობს კიდევ ერთი საფრთხე. კანონში ჩაიდება პუნქტი, რომელიც აღადგენს პირდაპირი მიშვილების პრაქტიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელს უფლება ექნება, აირჩიოს, ვინ იშვილებს მის შვილს. ეს პრაქტიკა შევარდნაძის დროს არსებობდა და რეალურად კორუფციის წყარო იყო - მაშინ ბავშვებს მშობლები ფაქტობრივად ყიდდნენ. "ევრი ჩაილდის" დირექტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მშობლებისთვის ამ უფლების ხელახლა მინიჭებას. ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი, კორუფციის საფრთხე ახლა აღარ გაჩნდება, რადგან ეს მუხლი კანონში იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ჩაიდო. შესაბამისად, დანაშაულის პრევენციაზე იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა ერთად იზრუნებენ; თანაც, საბოლოოდ ისევ სასამართლო გადაწყვეტს, მიაშვილოს თუ არა ბავშვი, ბიოლოგიური მშობლის მიერ არჩეულ პირს.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ სოციალური მუშაკები ოჯახებს, რომელთაც ბავშვი აიყვანეს, მინიმუმ 6 თვეს მაინც უნდა აკვირდებოდნენ. "არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, არამედ ისევ მშობლის დასახმარებლად, რომ ის უკეთესი მშობელი გახდეს. კი არ უნდა დასაჯონ და წაართვან აყვანილი შვილი, არამედ დაეხმარონ". თუმცა, კანონი ამგვარ დაკვირვებას არ ითვალისწინებს.

"კონტროლის მექანიზმი ჩვენ არ გვაქვს და არც იქნება სწორი. მაშინ ნებისმიერი ოჯახი უნდა ვაკონტროლოთ. თუ სიგნალები იქნება, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა და ის ძალადობის მსხვერპლია, ჩვენ ამის საფუძველზე შეგვიძლია ისევ მივმართოთ სასამართლოს, რომელმაც შეიძლება ბათილად ცნოს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ისარგებლოს ბავშვის უპირატესი უფლებით", - მიიჩნევს დავით ლომიძე.

კანონპროექტი ბავშვების გაშვილების პროცესს აშკარად ამარტივებს. თუმცა საკამათოა, რამდენად სრულყოფილად იცავს ბავშვების უფლებებს. ამას ემატება საკითხებიც, რომელთა გადაჭრაც კანონის ძალას აღემატება. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარების საკითხი, რომელთა გაშვილების პრეცედენტი საქართველოში არც ერთხელ არ დაფიქსირებულა. "საქართველოში ეს ორი მიზეზის გამო ხდება, - ამბობს ანდრო დადიანი, - სტიგმა - ანუ შეზღუდული ბავშვი ოჯახის სირცხვილია, და მეორე - მათი მკურნალობა ძალიან ძვირია". ამიტომაა, რომ შეზღუდული უნარების მქონე პატარები თუკი ოჯახურ გარემოს ეღირსებიან, მხოლოდ უცხოელი მშობლების დამსახურებით.

ბუნდოვანია, 10 წელზე უფროსი ბავშვების მომავალიც. როგორც წესი, პოტენციურ მშობლებს ძალიან მცირე ასაკის, ანდა სულაც ჩვილების აყვანა სურთ და უარს ამბობენ მოზრდილებზე. ამიტომ მათ დიდ ნაწილს, თუკი მშობლიურ ოჯახებში ვერ დაბრუნდნენ, კანონის ამოქმედების შემდეგაც, სავარაუდოდ, ისევ დიდ ბავშვთა სახლში მოუწევთ ცხოვრება. ამიტომ ამ სახლების დახურვაც დროში დიდხანს გაიწელება.

დღეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებში 1680 ბავშვია. შვილად აყვანის მსურველთა რიგში კი 1100 ოჯახი. ეს არ ნიშნავს, რომ კანონის ამოქმედებისთანავე ყველა ოჯახი იპოვის შვილს, თუმცა, მსურველებს რიგი მაინც სწაფად მოუვათ. ეს პროცესი მშობლების უფლებების ჩამორთმევის პრეცედენტების შექმნისთანავე დაიწყო. ბოლო 2 თვის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგანტომ 9 ბავშვი გააშვილა. "ასეთი რამ არ მომხდარა", - ამბობს სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსი, ეკა სანებლიძე.

შვილად აყვანის მსურველთა ლეგალური რიგი კანონის ამოქმედებამდე რომ დაიძრა, იმის დამსახურებაცაა, რომ ბავშვებს საიდენტიფიკაციო ნომრები დაბადებისთანავე ენიჭებათ. სოციალური სააგენტოს ნუსხა კი ცენტრალიზებული გახდა და უკვე ერთ სიაშია თავმოყრილი ყველა ის ოჯახი, რომელთაც ბავშვის აყვანა სურთ და ყველა ის ბავშვი, რომელიც გაშვილებას ელოდება.

ის, რომ ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში არ აღინიშნებოდნენ და საიდენტიფიკაციო ნომერი მხოლოდ სრულწლოვნობის ასაკში ეძლეოდათ, ბავშვებით ვაჭრობის შავ ბაზარს ასაზრდოებდა.

მართალია, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ სფეროში რადიკალური ძვრები ხდება, მაინც დიდი დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში ბავშვთა უფლებები დაცულად ჩაითვალოს.

* * *
საქართველოს კანონი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

http://www.ssa.gov.ge/index.php?id=888&lang=1
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2042
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 18:07  #20279549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
revolutie
natalir
დიდი მადლობა,

ანუ ეს ქალი უნდა დარეგისტრირდეს აქ როგორც მსურველი და 8 თვე ელოდოს? სად და რა საბუთები სჭირდება დასარეგისტრირებლად?

QUOTE
მშვილებელი და ბავშვის ბიოლოგიური დედა ერთად მოდიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და აცხადებენ თანხმობას ბავშვის გაშვილებასა და შვილობის შესახებ. ანუ, მოდის ბიოლოგიური დედა და აცხადებს, რომ შვილი თავის ახლობელს, ნათესავს, მეგობარს უნდა მიაშვილოს. ეს არის თანხმობის ფორმა, რომელიც ერთობლივად ივსება, რის შემდეგაც იწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩვეულებრივი პროცედურა".

ეს დავუშვათ მოქმედებს უცხოელზეც?

*************

ვინმემ თუ იცით ადვოკატი რომელიც დაკავდება ამ საქმით? თავისთავად ქალი ამ მომენტში არაა საქართველოში, მაგრამ საჭირო თუ იქნება ჩამოვა და ყველაფერს გააკეთებს რაც საჭირო იქნება.

ამ ბავშვისთვის (ნებისმიერი სხვა მიტოვებული ბავშვისთვისაც) ეგ შესაძლებლობა მეორედ დაბადებას ნიშნავს.

ბავშვს არც ყურადღება არც სითბო არც განათლება და არც პერსპექტივა არ მოაკლდება იმ ოჯახის ხელში და აქ რა ელის?

This post has been edited by Alfa_Omega on 21 Jun 2010, 18:12
revolutie
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1294
წევრი No.: 29869
რეგისტრ.: 13-February 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 18:27  #20279869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Alfa_Omega
QUOTE
ბავშვს არც ყურადღება არც სითბო არც განათლება და არც პერსპექტივა არ მოაკლდება იმ ოჯახის ხელში და აქ რა ელის?

აქ ძაან ცუდი რამე ელის. sad.gif
მაგ ბავშვის მადლს მოისხავ თუ ამ საქმეს გააკეტებ.
შენ ადგილზე მივწერ პირდაპირ მაგ სამინსიტროს,
http://www.ssa.gov.ge/index.php?id=888&lang=1
აი, მეილ მისმარტი info@ssa.gov.ge
პირდაპირ მათ რომ დაუკავშირდე სჯობს, მეტს გეტყვიან ვიდრე აქ ვინმე გეტყვის
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2042
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2010, 18:28  #20279889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
revolutie

გმადლობ smile.gif მივწერ დღესვე
natalir
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4098
წევრი No.: 22351
რეგისტრ.: 9-August 06

გამოგზავნილია: 26 Jun 2010, 19:00  #20373923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გაარკვიე რამე?
...............
smile.gif
Alfa_Omega
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2042
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 30 Jun 2010, 17:18  #20438828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ზევით, არავინ იცის როგორ დამეხმაროს? ხმას არ იღებს არავინ ვისაც არ მივწერე sad.gif
nananana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 116484
რეგისტრ.: 1-June 10

გამოგზავნილია: 27 Jul 2010, 20:06  #20859590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მაინტერესებს ვის უნდა მიმართოს სხვა ქვეყნის მოქალაქემ , რომელიც ამჟამად იმყოფება საქართველოში და უნდა შვილის აყვანა. რა პროცედურებია საჭირო და როგორ ხდება. იქნებ დამაკვალიანოთ.წინასწარ გმადლობ
GrigolS
ٮ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3451
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 28 Jul 2010, 01:49  #20865105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
Alfa_Omega
nananana
საქმე იმაშია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შვილად საქართველოს მოქალაქის აყვანა ძალიან რთული და ხანგძლივი პროცედურაა.
ამის მიზეზი არის ის, რომ მსგავსი ქმედების მსურველმა ჯერ თავისი ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და შემდეგ უკვე საქართველოსი.
თუ თავისი ქვეყნის კანონი აძლევს მას ასეთ საშუალებას, მაშინ მოდის საქართველოში და მოქმედებს "საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ"-ის მიხედვით. იქ კიდევ მთელი თავი მარტო პროცედურებზეა, რომელიც ციტირებული მაქვს.

ასე რომ სანამ აქ დაიწყებთ რამის გაგებას და ადვოკატის აყვანას და ა.შ., მანამდე გაარკვიეთ რა ხდება უშუალოდ იმ სახელმწიფოში სადაც მომავალში იცხოვრებს ეს ბავშვი.

რაც მთავარია, შვილებაზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს, ამიტომ ადვოკატის აყვანა არც ისე ცუდი იდეაა, მაგრამ ვიმეორებ, იმის შემდეგ რაც ადგილობრივ კანონმდებლობას გადახედავთ და დარწმუნდებით რომ მის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

QUOTE
მუხლი 13. გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა
1. ყველა ტიპის საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად აღნიშნული დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა ან/და მისი დაქვემდებარებისა, ვალდებულია ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ასეთივე ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს ნებისმიერმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა.
2. ყველა ტიპის საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად აღნიშნული დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა ან/და  მისი დაქვემდებარებისა, ვალდებულია თავის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ან/და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მოთხოვნით წარუდგინოს მას ინფორმაცია ამ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების ბიოგრაფიული მონაცემების, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აწარმოებს ადგილობრივ რეესტრს, რომელშიც აღრიცხულია მშვილებლები და გასაშვილებელი ბავშვები.
4. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ინფორმაციის მიღებისთანავე გადასცეს იგი ერთიან რეესტრს.
5. ცენტრალური ორგანო მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე აწარმოებს ერთიან  რეესტრს.
6. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების წესი განისაზღვრება ერთიანი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მოთხოვნით ცენტრალური ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს მის ხელთ არსებული მოთხოვნილი ინფორმაცია.
8. ერთიანი რეესტრის აღრიცხვიდან ბავშვი მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების ან გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის შემთხვევაში. (26.12.2008 N 885)
9. გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 14. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების
          ხელშემწყობი ღონისძიებები
1. სამედიცინო დაწესებულების  ადმინისტრაცია ვალდებულია მელოგინის აღნიშნულ დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში აცნობოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შესული მელოგინის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო ამ უკანასკნელმა 48 საათში უნდა აცნობოს ცენტრალურ ორგანოს.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დახმარებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ადგენს ჩვილის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი დედის სოციალურ მდგომარეობას და სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის მისამართს.
3. სამედიცინო დაწესებულების  ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის  მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულების  ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მელოგინის გაპარვის შეუტყობინებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. ბავშვის მიტოვებულად აღიარება
1. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას ბავშვის დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც, ამასთანავე, მშობლის (მშობლების) ვინაობის დასადგენად დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
2. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ევალებათ, ბავშვის აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში განახორციელონ ღონისძიებები ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობის დასადგენად. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა ბავშვის ან/და მშობლის (მშობლების) ვინაობის დადგენა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს ნაპოვნი ბავშვის მიტოვებულად აღიარებისათვის.
3. სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ვერ ხერხდება მშობლის (მშობლების) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში წარდგენა ან მასთან (მათთან) სხვაგვარად დაკავშირება ან/და ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლება-მოვალებების შესრულებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც რეგისტრაციაში გატარებულია ნაპოვნი ბავშვი ან/და მისი მშობელი (მშობლები), რომლის (რომელთა) ვინაობაც დადგინდა, მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლების ჩამორთმევის ან შეზღუდვის მოთხოვნით.    

მუხლი 16. თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე
1. ამ კანონის  მე-17 მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ბავშვის გაშვილების აუცილებელი პირობაა მშობლის (მშობლების) თანხმობა, რომელსაც იგი (ისინი) განაცხადებს (განაცხადებენ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის წინაშე. ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმების შევსებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. მშობლის (მშობლების) მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის ან მშობლის უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, არსებობს მშობლის (მშობლების) თანხმობის ორი ფორმა:
ა) პირველად ფორმაში აღინიშნება  მშობლისა (მშობლებისა) და ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემები, და მას ახლავს წერილობითი განმარტებები მშობლის უფლება-მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების შესახებ;
ბ) ძირითადი ფორმა  არის ბავშვის გაშვილების საფუძველი და გაიცემა პირველადი ფორმის გაცემიდან არა უადრეს 6 კვირისა და არა უგვიანეს 12 კვირისა.
3. მშობლის (მშობლების) მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი ფორმის შევსების შემდეგ მშობლის უფლება-მოვალეობებს ბავშვის გაშვილებამდე  ახორციელებს (ახორციელებენ) მშობელი (მშობლები) ან ეს უფლება-მოვალეობები შეთანხმების საფუძველზე გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. თუ მშობლის უფლება-მოვალეობები მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაეცემა, მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება. სასამართლო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოიტანს მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას.  
4. თუ პირველადი ფორმის შევსების მიუხედავად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მშობელი (მშობლები) არ გამოცხადდა (გამოცხადდნენ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში თავისი (თავიანთი) საბოლოო გადაწყვეტილების დასადასტურებლად და ბავშვი იმყოფება მეურვეობის/მზრუნველობის გარეშე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაუყოვნებლივ მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით. (26.12.2008 N 885)
5. 10 წლის ან მეტი ასაკის ბავშვის გაშვილებისას აუცილებელია მისი თანხმობა.
6. მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას საჭიროა ორივე მეუღლის თანხმობა.

მუხლი 17. ბავშვის გაშვილება მშობლის (მშობლების) თანხმობის
          გარეშე
1. ობოლი ან/და მიტოვებული ბავშვის გაშვილება დასაშვებია მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე.
2. ბავშვის გაშვილებაზე მშობლის (მშობლების) თანხმობა არ არის საჭირო, თუ იგი (ისინი) აღიარებულია (აღიარებული არიან) ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ან/და ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება.

მუხლი 18. მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვა
1. საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, შვილად აიყვანონ ბავშვი, განცხადება შეაქვთ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს მათი მომზადებისა და შეფასების პროცედურებს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესის შესახებ გამოცემული ბრძანების შესაბამისად.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს მშვილებელი ოჯახის/პირის მომზადებას საქართველოს შრომის, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით. ამ პროცედურების გავლის შემდეგ ხდება მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასება და მისი მონაცემები იგზავნება ცენტრალურ რეესტრში.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შვილად აყვანის შესახებ განცხადება თანდართული დოკუმენტებით შეაქვს ცენტრალურ რეესტრში. 
5. შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის დასრულების შემდეგ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) დაკავშირებით არსებულ ყველა მასალას აგზავნის ცენტრალურ რეესტრში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამტკიცებს შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესს.
6. მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

მუხლი 19. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება
1. ცენტრალური ორგანო ან/და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას მშვილებლის ცენტრალურ ან ადგილობრივ რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 1 კვირის ვადაში.
2. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება:
ა) მშვილებლის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, შვილად აყვანის მოტივი;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
გ) ბიოლოგიური  მშობლის (მშობლების) სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის გაშვილების მოტივი, თუ ცნობილია ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) ვინაობა.
3. საჭიროების შემთხვევაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის აღზრდის შესაძლებლობას ეთნიკური, რელიგიური და კულტურული გარემოს გათვალისწინებით.
4. ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე გაშვილების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება  შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
5. საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში დასკვნა მომზადებიდან 2 კვირის ვადაში წარედგინება  შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
6. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

მუხლი 20. საერთაშორისო გაშვილება
1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმა, თუ არ შეიძლება ბავშვი დაუბრუნდეს ბიოლოგიურ ოჯახს, ან შვილად იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ და მისი საქართველოში გაშვილება შეუძლებელია.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს ცენტრალურ რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც ცენტრალურ რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 18 თვეში ვერ იქნა შვილად აყვანილი საქართველოს მოქალაქის მიერ. ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკი ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე წარმოდგენილ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე ცენტრალური ორგანო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურის განხორციელებას.
21. ბავშვის ჯანმრთელობისათვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ვადის შემცირება შესაძლებელია სასამართლოს მიერ. (26.12.2008 N 885)
3. საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა ცენტრალური ორგანო,  რომელიც „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის ინფორმაციას.
4. თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული გაშვილების საკითხებში ცენტრალური ორგანო, მაშინ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. ცენტრალური ორგანოს მიერ მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებს.
5. ცენტრალური რეესტრის თანამშრომლები ვალდებული არიან, იცნობდნენ ამ სფეროში არსებული საერთაშორისო კონვენციების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა საკანონმდებლო მოთხოვნებს. მათ უნდა განუმარტონ ეს მოთხოვნები იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა.
6. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია ცენტრალურ რეესტრში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრალურ რეესტრში აღრიცხვის მოთხოვნა არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.
8. უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რასაც ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობის წესს, მის შემადგენლობასა და კომისიის მიერ უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
9. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ცენტრალური ორგანო ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.


This post has been edited by GrigolS on 28 Jul 2010, 01:51


--------------------
A diplomat is a man who always remembers a woman's birthday but never remembers her age.” – Robert Frost
kodeqsi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3652
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 29 Jul 2010, 16:32  #20887448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საინტერესოა, რო აშვილებთ ამ მოცემულ საწყალ ბავშვს, ვინ თქვა, რომ ეგ საერთოდ გასაშვილებელია? პირუტყვ ყვერებით ჩამოსაკიდ მამა-ბიძას თავი დავანებოთ, მარა დედა ხომ ჰყავს და ის რა, უარზეა ამ ბავშვის თუ რა? არ ვიცი ეხლა ის მწვავე ფსიქო-სტრესულ მდგომარეობაშია თუ არა, მარა რომც იყოს და ამ განცდების ფონზე ბავშვი არ მინდაო იძახდეს, ასეთ მდგომარეობაში მისი რაიმე ნების გამოვლენას ჩალის ფასი აქვს კანონისთვის... აცალეთ ბავშვის დედას ცოტა აზრზე მოსვლა...


--------------------
go, go, go...

უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან დუეტში ვირთხაც კი აყეფდებისა...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:

Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1484 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]