forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (29) « პირველი ... 4 5 [6] 7 8 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მზე-მთვარე, კომბინაცია
letodiniusi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5217
წევრი No.: 108884
რეგისტრ.: 10-January 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 11:26  #23437234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Tropical
QUOTE
გარეგნული თავშეკავება ჩემი ფარია, განსაკუთრებით ღიმილი

ჩემიც,მაგრამ ხანდახან არ გამომდის და ვფეთქდები ხოლმეbiggrin.gif
მთვარე სად გყაავს?


--------------------
u are my everything :*

siyvaruli tu gaqreba....

წარსულისთვის მენანები... :* :(
vinchenz@
Acid member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3866
წევრი No.: 12240
რეგისტრ.: 17-August 05

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 11:35  #23437329      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მზე კურო მთვარე მორიელი
ძლიერი, იმპულსიური და ვნებიანი არსება ბრძანდებით. იცით რა გსურთ და თქვენთვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ აღწევთ მას. თავნება, დამოუკიდებელი და მიზანმიართული ხართ, რომელიც ადრეული ასაკიდან ირჩევს თავის გზას და ნებისმიერ ბარიერს გადალახავთ, როემლიც თქვენს შეჩერებას შეეცდება. თქვენ უცბად დაიხურავთ ქუდს და გაუდგებით თვქენს გზას, ხშირად გაფრთხილების გარეშეც. ვინც თქვენ ბედს დაგიკავშირებთ, გაუჭირდება, რადგანაც სამსახურის მიტოვება მოუწევს. გამოკეტავთ პარტნიორს სახლში, როცა თავად მოივლით ათას ადგილს, ახალი საინტერესო საქმინობის სფეროების ძიებაში.
ტვინის ერთი ნაწილით გრძნობთ, მეორეთი აზროვნებთ, ამიტომაც საღი აზრი და გრძნობები ცალკე სახელმწიფოებია თქვენთვის და თუ გრძნობებმა გადაწონა, მაგალითად სიყვარულმა, ეჭვებმა და სიძულვილმა, საღი აზრის ადგილი იქ აღარ რჩება. დრამატულობისკენ მიდრეკილება საშუალებას მოგცემთ იყოთ კარგი მსახიობი ან ორატორი, რადგანაც თქვენი მომხიბვლელობა უმალ იპყრობს ყურადღებას, მაგრამ აუდიტორიის შერჩევა უნდა ისწავლოთ და ყველას თავი არ გაუყადროთ. ხახლის მოზიდვის ნიჭი, მხოლოდ მაშინ იმუშავებს კარგად თქვენში, თუ საჭირო თავმოყვარეობას მიამატებთ.
პირველობა მოგწონთ, მაგრამ მისკენ სვლა არა, ამიტომაც ხშირად ებრძვით თქვენს თავს, რადგანაც გინდათ რომ ხელები ჩამოუშვათ და წყნარად გაატაროთ ცხოვრება. ერიდეთ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, ისინი მხოლოდ განთვირთვას თუ გაგიადვილებენ და არანაირად მიზნის მიღწევას.
* * *
მზე კურო მთვარე მშვილდოსანი
ძალიან კონტაქტური ხართ, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ნაცნობოაში გამორჩევა იცით ადამიანების ( ანუ ყველას არ დაუმეგობრდებით). გირჩევნიათ დარჩეთ სახლში და საინტერესო წიგნი წაიკითხოთ, ვიდრე ვიღაც შტერებთან მოიწყინოთ და დაკარგოთ დრო მათთან, ვინ არ გაინტერესებთ. ყველა სფეროში გიმართლებთ რადგანაც ყოველთვის საჭირო დროს და ადგილას გამოთქვამთ თქვენს მომსაზრებებს. იქნებით კარგი ხელმძღვანელი, მასწავლებელი, ან ლექტორი. თქვენს აზრს გამოატავთ პირდაპირ და გულწრფელად.
თქვენი ჯიუტი ხასიათი გამოიხატება იმაში, რომ თQვენს აზრზე დგახართ, ილაპარაკებთ სხვა რაღაცეებზე, მაგრამ ნელნელა საუბარს სათავისოდ წაიყვანთ, რომ ბოლოს თქვენი მოსაზრებით დაუსვათ წერტილი. მაღალ მორალურ პრინციპებს ატარებთ, როგორ პირად ასევე საქმიან ცხოვრებაში. სიმართლის სადარაჯოზე ხშირად აკრიტიკებთ მეზობლებს და მეგობრებს, მაგრამ საშუალებას არ აძლევთ გაიგონ თქვენი რეალური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. თვქნეი აზრი თქვენთან რჩება, მაგრამ ვერ აიტანთ მათ, ვინც თქვენს თვალში მორალურ კანონებს, ან კეთილსინდისირი თამაშის წესებს არღვევს.
ცოტათი ჭორიკანა ხართ, ეგრევე მოყვებით ახალ ჭორებს, კარგი მსმენელიც ხართ, განსაკუთრებით სხვა ადამიანებისს "ცოდვებზე" თუა საუბარი.
მამაცი ადამიანი ხართ და თქვენს აზრებს გასაგებად და მყარად დააფქსირებთ ნებისმიერ გარემოებაში. დისკუსიისას კკეთილსინდისიერად იმოქმედებთ და არ უმუხთლებთ ოპონენტს, ლოგიკურად გაუცამტვერებთ არგუმენტებს. სამართლიანობა და მიმზიდველობა ის თვისებებია, რომელბიც წარმატებას მოგიტანთ სასურველი ასპექტების პირობებში მზესთან,მთვარესთან და მერკურთან.
* * *
მზე კურო მთვარე თხისრქა love.gif
ამბიციები გამოძრავებთ და ეს ყოველთვის წარმატების მომტანია. ძნელია თქვენზე გამარჯვება, რადგანაც ზუსტად იცით რა გინდათ, როგორ მიაღწიოთ ამას და ვერაფერი შეგაჩერებთ ამ ყველაფრის გზაზე, მათ შორის ქება დიდება სხვების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოს და თავაზიანის შთაბეჭდილება ტოვებთ და ხშირად ასეთიც ხართ, შიგნიდან კლდე ხართ, რომელიც ვერაფით ვერ შედრკება. კარგი ბიზნესმენი ხართ, შეგიძლიათ ადამიანებით ხელმძღვანელობა, თუ სხვა პოზიციებიც შეუწყობს ხელს თქვენს ჰოროსკოპს, საზოგადოების ყველაზე დიდ მწვერვალებზე აღმოაჩენთ თავს ან უნებლიდ შეათრევთ იქ თავს.
თქვენ შეგიძლიათ თავი მოუყაროთ ერთად ყველა თქვენს დადებით თვისებას ( ენერგიულობა, ენთუზიაზმი, მაგნეტიზმი) და მკაცრი თვითკონტროლის საშუალებით მიაღწიოთ დასახულ მიზანს. აზრს გამოხატავთ ძალიან ლაკონურად და გასაგებად, შეურაცხყოფის გარეშე, ინსტინქტურად იცით სად და როდის რა უნდა თქვათ, დასაწყისში გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან, ისევე, როგორც თქვენ დაეხმარებით შემდგომში სხვებს.
თქვენთვის მნიშვნელოვანია აღიარება, ის თქვენი გზამკვლელი ვარსკვლავია. ძალიან მიწიერი ადამიანი ხართ, თქვენი იდეალიზმი პრაქტიკულ ხასიათს ატარებს და წარმატებას ბევრ მსხვერპლს შესწირავთ. ეს კომბინაცია ხელს უწყობს ბედნიერ ქორწინებას, თუმცა არ წარმოადგენს ცხოვრების აზრს, არამედ ცხოვრეის ერთ ერთ ეტაპს. ხშირად ამ კომბინაციის ადამიანები გათვლით ქორწინდებიან და არა სიყვარულით, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ კარგი ქმრები ან ცოლები ხართ. თქვენ საღად მოზაროვნე ადამიანი ხართ, რაც ემოციურობის ნაკლებობას უკეთებს კომპენსაციას.
თქვენი გონება ლოგიკურადაა მოწყობილი, რაც გარეთ პრაქტიკულობაში ჰპოვებს გამოხატულებას. აბსტრაქტულ ცოდნას ფასი არ აქვს თქვენთვის, თუმცა მშვენივრად ითვისებთ მასაც. გონებას იყენებთ რეალური მიზნების მისაღწევად. ამის ხარჯზე კარიერის გაკეთება ბევრ სფეროში შეგიძლიათ, ჰოროსკოპის სხვა პოზიციებიდანაც გამომდინარე, ყველა ვარიანტში კარიერა თქვენთვის პირველადი მნიშვნელობისაა, რაზეც ყველა ემოციონალურ და ინტელექტუალურ ძალისხმევას მიმართავთ. ყოველთვის იყენებთ მოცემულ შანსს, ან თავად ქმნით მას. ერთი ან ორივე მშობელი ბევრ ნიშნავს თქვენთვის, როგოც მორალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით.






This post has been edited by vinchenz@ on 13 Jan 2011, 12:42


--------------------
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle
Tata_Sonne



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6355
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 13:28  #23438802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ასეთი შეუგნებელი და არაადეკვატური ხალხი არ მინახავს რა... biggrin.gif biggrin.gif

\\\\\\\\\\\\\

გაგრძელება...

მზე – მერწყული, მთვარე – ტყუპები

რომანტიკულები ხართ, თუ ამ თვისების რეალიზებას ხელოვნების სფეროში ვერ მოახდენთ ან ვერ გადალახავთ, ემოციები თავიდან ბოლომდე გშთანთქავთ. თქვენი იდეალიზმი შერწყმულია კრიტიკულობასთან და იმედგაცრუება, როცა ადამიანები ისეთი რომანტიკულები არ აღმოჩნდებიან, როგორც გეგონათ. რომანებში თავით ხტებით )) გამოძრავებთ ყველაზე გულწრფელი გრძნობები. საკმარისია ეჭვი შეგეპაროთ ამ ამაღლებულ განცდებში, ეგრევე უკან იხევთ.
ყველაფრის გადაჭარბება გიყვართ და თქვენს ისტორიებს შელამაზებულად ყვებით. თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაზე საუკეთესოა მსოფლიოში და როცა ის თქვენი ცხოვრებიდან ქრება, მაინც აგრძელებთ ამ იდეალზე ჩაბღაუჭებას და გამართლებას უძებნით თქვენს წასვლას. გჯერათ, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს დრამატული დასასრული უნდა ჰქონდეს და თქვენს მაგალითზეც ასეა.
სწრაფი, ინტუიციური და ზედაპირული გონება გაქვთ. გჯერათ, რომ სჯობს იცოდე ყველაფერზე ცოტ – ცოტა, ვიდრე კონკრეტულ საკითხში ერკვეოდე ბოლომდე. ასეთმა მიდგომამ კარიერაში, განსაკუთრებით ბიზნესში, შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. ყველაფერი სწრაფად გბეზრდებათ და თუ წარმატებული არ ხართ, სამსახურს ხშირ–ხშირად იცვლით. ასევეა სიყვარულშიც. მამაკაცისთვის უფრო რთულია ეს მდებარეობა, რადგან გადაჭარბებული რომანტიზმი ხდის არასანდოს, გადაწყვეტილებების მიღების უუნაროს და სამყაროს მიმართ, თავისი უსუსურობის გრძნობა უჩნდება.
გადალახეთ აქეთ–იქით ხტომიალი პირად ცხოვრებაში და სამსახურეობრივ სფეროში. თქვენი ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება დიდი ღირსება იქნება, როცა გადაწყვეტთ რა გსურთ ცხოვრებაში.



მზე – მერწყული, მთვარე – კირჩხიბი

კონტაქტური ხართ, გჭირდებათ მეგობრული ურთიერთობები. ძალიან ფაქიზი ხართ, როგორც საკუთარი ასევე სხვა ადამიანების ემოციებთან და გრძნობებთან მიმართებაში. უცნაურად შეიგრძნობთ ადამიანებ, რის გამოც ისინი დიდი სიმპატიით არიან განწყობილი. ნებისმიერ სოციალურ ჯგუფებთან გულწრფელად ურთიერთობთ, მაშინაც თუ დახვეწილი წრიდან ხართ, რადგან თქვენი ჭეშმარიტად დემოკრატიული ნატურის დამალვა შეუძლებელია.
მოსამსახურეებს და ქვეშევრდომებს უყვარხართ და ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიყვარული დაიმსახუროთ. ეს თვისება მნიშვნელოვანი კომერციული ღირებულებაა: თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის ვინც ხართ და ამავდროულად ადამიანები დადებითად განაწყოთ და „აიძულოთ“ გადაგიხადონ. ამიტომ ფართო საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობთ, საქმიანობთ პოლიტიკაში, ბიზნესში თუ ხელოვნების სფეროებში. დელიკატური, ტაქტიანი ადამიანი ხართ, სხვებს ყოველთვის უწევთ ანგარიშს. ინტუიცია კარგად გადგებათ ტაქტიკაში. თქვენი იდეები შესაძლოა უტოპიური იყოს.
უცრო ზუსტები ხართ გრძნობებში, ვიდრე იდეებში. ხელოვნებაში საქმიანობის ნაყოფი მიმართულია უფრო გრძნობებისკენ, ვიდრე ადამიანების აზრებისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი გონება გაქვთ, აზროვნებაში სწრაფი და მიხვედრილი ხართ, უბრალოდ ემოციები უფრო მაღლა დგას ვიდრე გონება და ამ ემოციებს მიყავხართ იქ, სადაც არასდროს აღმოჩნდებოდით, ტვინით რომ გეხელმძღვანელათ. რომანტიკოსი ხართ და განურჩევლად იმისა, როგორი ცხოვრების წესს მიყვებით, სული თავგადასავლების სურვილით გაქვთ სავსე და ნებისმიერ საქმიანობაში ვლინდება.

This post has been edited by Tata_Sonne on 13 Jan 2011, 13:29


--------------------
You’re dining with a psychopathic murderer.
radiohead_lover
Restless ♎


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5231
წევრი No.: 84210
რეგისტრ.: 8-February 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 13:48  #23439055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
მზე მშვილდოსანი / მთვარე ვერძი

ამ ნიშანთა კომბინაცია ქმნის თქვენს ენერგიას და ნოვატორულ სულისკვეთებას, გაქვთ უნარი იმუშაოთ საერთო კეთილდღეობისთვის, მანამ, სანამ ის ხელს უწყობს თქვენს პირად ამბიციებს და აკმაყოფილებს თქვენს სურვილს იყოთ ყურდღების ცენტრში. ხართ უტიფარი ( givi.gif ) და უკიდურესად თვითდაჯერებული. თქვენს დარწმუნებული ხართ თქვენს მოქმედებების სისწორეში. გიყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ყველგან შედგამთ ფეხს(ჩაეკვეხებით biggrin.gif ) სადაც მოახერხებთ. კარგად არის შერწყმული მშვილდოსნის გულწრფელობა, მოქმედების სისწორე, ექსპრესიულობა და მრავალფეროვნება , ვერძის მტკიცე ხასიატთან, ამბიციურობასა და ენთუზიაზმთან. მღელვარება, თავგადასავლები, წარმატება, ეს არის რაც თქვენ გსურთ. ზოგჯერ თქვენი აგრესიული ტემპერამენტი გაპოვნინებთ თქვენს გზას. დაუდგრომელი და იმპულსური ქმედებები სარგებლობას მოგიტანთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში. თუმცა უნდა იყოთ მეტად მიზანმიმართული რადგან სისწრაფემ არ გამოიწვიოს უყურადღებობა. გამოცადეთ იდეები და გეგმები სანამ განახორციელებთ. თქვენ გაქვთ მაღალი იდეალები და ძლიერი პრინციპები პასუხისმგებლობასთან ერთად. თქვენ გაქვთ მოქნილი აზროვნება და შეგიძლიათ სწრაფად შეცვალოთ გეგმები. თქვენ ლიდერი ხართ და როცა თქვენ ხართ პასუხისმგებელი პირი, მაშინ ყველაფერი სწრაფად ხდება. არ გეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების, თქვებნი წარმატების გასაღები ზომიერებაა




მზე მშვილდოსანი / მთვარე კურო love.gif


ეს კომბინაცია ქმნის თბილ, გულკეთილ და რომანტიულ პიროვნებას. თქვენ იმდენად იდეალისტი ხართ, თქვენი იდეალები ხშირად პრაქტიკულ მიზნებში შთაინთქმება ხოლმე. თქვენ ხართ მიზანსწრაფული მაგრამ არა ამბიციური. თქვენ ყურადღებას აქცევთ არა ცხოვრებისეულ სიამოვნებას, არამედ იდეალებს.თქვენ განსაკუტრებულ ყურადღებას არ იჩენთ ყოველდღიური საკითხების მიმართ. მაგალითად ცხოვრების მოწყობა... თქვენ მუშაობთ იმის მოლოდინით რომ თქვენი სურვილები გათვალისწინებული და შესრულებული იქნება. გაქვთ ძალიან დიდი რწმენა ადამიანების მიმართ, მათი უმეტესობა გიპასუხებთ ისე როგორც თქვენ იმედოვნებდით. გაქვთ ბევრი ოცნება და ილუზია, მაგრამ თქვენ მიწაზე ეშვებით როცა მათ ბოროტებას ხედავთ. თქვენ ხართ დიდი რომანტიკოსი, ერთგული და თავდადებული biggrin.gif

This post has been edited by radiohead_lover on 13 Jan 2011, 14:10


--------------------
http://www.last.fm/user/restless4
resurgam
warning!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 117904
რეგისტრ.: 2-July 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 14:55  #23440010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
radiohead_lover
QUOTE
მზე მშვილდოსანი / მთვარე ვერძი

QUOTE
ამ ნიშანთა კომბინაცია ქმნის თქვენს ენერგიას და ნოვატორულ სულისკვეთებას, გაქვთ უნარი იმუშაოთ საერთო კეთილდღეობისთვის, მანამ, სანამ ის ხელს უწყობს თქვენს პირად ამბიციებს და აკმაყოფილებს თქვენს სურვილს იყოთ ყურდღების ცენტრში.

ზუსტად biggrin.gif lol.gif
QUOTE
ხართ უტიფარი ( ) და უკიდურესად თვითდაჯერებული. თქვენს დარწმუნებული ხართ თქვენს მოქმედებების სისწორეში. გიყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ყველგან შედგამთ ფეხს(ჩაეკვეხებით  ) სადაც მოახერხებთ

სხვა ფაქტორები თუ თრგუნავენ არა biggrin.gif ისე მართლა ასეთები არიან baby.gif
QUOTE
მზე მშვილდოსანი / მთვარე კურო

ეს მართლა "კამფეტი" იქნება დარწმუნებული ვარ yes.gif chups.gif


--------------------
www.astrologi.ge


Не важно, какая я. Важно, что с вами я буду именно такой, какой вы меня заслуживаете


vinchenz@
Acid member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3866
წევრი No.: 12240
რეგისტრ.: 17-August 05

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 15:34  #23440598      · პროფილი · პირადი მიმოწერა
კურო მზე მთვარე მერწყული

თქვენი სიკეთე, ნათელი სახე ,სასიამოვნო გარეგნობა და თავაზიანობა ფარავს არაჩვეულებრივ მიზანმიმართულობას, რომელიც გააოგნებდა თქვენს მეგობრებს შეხება რომ ჰქონოდათ მასთან.
თქვენ იხევთ უკან, ტრიალებთ შორი ახლოს, თმობთ, ტაქტიანო ხართ, მაგრამ არასდროს ივიწყებთ მიზანს. იშვიათად შედიხართ ღია კონფლიქტში , რადგანაც ბარიერების გვერდის ავლა გეხერხებათ, იმის მაგივრად რომ მათ შეასკდეთ და ისე გადალახოთ და დიდ დროს არ ხარჯავთ ტაქტიკის მოფიქრებაში, გირჩევნიათ მოხიბლოთ ადამიანი, ვიდრე დააქვემდებაროთ თქვენს ნებას. ეს გაძლევთ დიდი უპირატესობა წარმატების გზაზე ნებისმიერ სფეროში, რადგან მრავალმხრივი ადამიანი ხართ და შეგიძლიათ გააკონტროლოთ ადამიანები როგორც ბიზნესის ასევე პოლიტიკურ სფეროში.
ღრმად რომანტიულმა და სენტიმენტალურმა ადამიანმა, იცით, ემოციური ენერგიის მიმართვა პრაქტიკული მიზნების მისაღწევად. ჭეშმარიტად გაინტერესებთ ადამიანები, თქვენ შეგიძლიათ მათი გაგება, რადგან თავად გესმით საკუთარი თავის, . არასრულფასოვნების კომპლექსი აბსოლუტურად უცხოა თქვენთვის ამიტომ ხართ დამოუკიდებელი, საკუთარი თავის მბრძანებელი , იშვიათად ითხოვთ დახმარებას , თუმცა ბევრი თქვენი გავლენიანი მეგობარი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. თქვენი სიამაყე გკარნახობთ, რომ დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარი შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ წარმატებას.

ალბათ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმენით , რადგან თქვენს ნატურაში შერწყმულია იდეალისტი რომანტიკოსის და ღრმად გამჯდარი ტარდიციების მოყვარულის ხასიათი, თუმცა ადრევე მიხვდებით რომ ყველა ადამიანი არ ფიქრობს ისე, როგორც თქვენ.
ზედმეტად გულწრფელი ხართ და მაშინც კი როცა წყენას გულში იყოვებთ, არ მიმართავთ ბინძურ მეთოდებს ოპონენტის დასამარცხებლად.


* * *
მზე კურო მთვარე თევზები და ჰალილუიაააააააააააააააააააა

თქვენ ჩაფირქებული და სევდიანი ხართ, კაპრიზული და ტემპერამენტიანი,ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ შინაგანად მორცხვი ხართ, გეშინიათ გარემოსი და საკუთარი მიზნებშიც გეპარებათ ეჭვი. ამ შინაგანი შიშების გამო ხშირად გატყუებენ, რაც ძAლიან გტკენთ გულს თQვენი საუბარი სადა და თავისუფალია, რადგანაც ფიქრობთ რომ ბევრის თქმა შეგიძლიათ ადამიანებზე. კასანდრას პოზიციაა, რომელმაც იცის ბევრი სიმართლე, მაგრამ ვერ აჯერებს თავის სიმართლეში.
მიხედავად თქვენი სიცოცხლის უნარიანობისა და გამძლეობისა, ჯანმრთელობაზე ძალიან ნერვიულობთ. ამ ნერვიულობით შეიძლება მართლა დაგემართოთ ის, რასაც ეჭვობთ რომ უკვე დაგემართათ. გარეგნულად ლომივით მამაცს, შინაგანად შიშები გაქვთ, რომ რამე "ისე" არ გააკეთოთ.
დროდადრო მარტოობა გჭირდებათ, რომ აღიდგინოთ ძალები და საკუთარ თავში რწმენა. ხალხმრავლობა გაღიზიანებთ და გიბიძგებთ ცუდ ხასიათზე დადგეთ. გიყვართ საკუთარი თავის შეცოდება და თAვად იქმნით ბევრ პრობლემას. შამბეჭდავი ნატურა ხართ და უცნაური მეგობრები გყავთ. სულელურ სასიყვარულო ურთიერთობებს წამოიწყებთ და თავს მიუძღვნით უღირს ადამიანებს, მერე თავი შეგეცოდებათ იმის მაგივრად რომ სარგებელი გამოიღოთ ამ სიტუაციიდან. კაცის ჰოროსკოპში ავადმყოფ ცოლზე მიანიშნებს, ქალის ჰოროსკოპში საკუთარ ავადმყოფობებზე, აგრეთვე გაფრთხილებაა ცხოვრების მაქსიმუმზე გატარებისგან თAვის შესაკავებლად.

ყველაზე კარგი სფერო თქვენი საქმიანობისთვის არის მუსიკა, ლიტერატურა, პოეზია და ხელოვნება, სადაც თქვენი მიდრეკილება ოცნებებისთ სავსე მსჯელობისა კარგად იქნება რეალიზებული. ბევრ რთულ საკითხში ერკვევით და როდესაც მოძებნით სფეროს სადაც უშიშრად შეძლებთ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, გააკვირვებთ აუდიტორიას და ხალხს. ბიზნესი დიდ ბედნიერებას ვერ მოგიტანთ, თუმცა უნარი ამ სფეროში საქმიანობისა გაქვთ.
Summer_Rain
take it easy


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1268
წევრი No.: 105017
რეგისტრ.: 15-November 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 16:34  #23441518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მზე და მთვარე მორიელი

თქვენ ფლობთ არაჩვეულებრივ ენერგიას და იპოვის თუარა იგი გამოხატულებას შემოქმედებაში, ბიზნესში ან ხელოვნებაში დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გამოიყენებთ საკუთარ ენერგიასა და მაგნიტიზმს. .
თქვენ ძალიან სექსუალური ხართ და შეგიძლიათ საკუთარი თავი მთლიანად სიყვარულს (შეყვარებულებს) მიუძღვნათ. საჭიროებთ დიდ დისციპლინას, რომ თავი აარიდოთ საკუთარი ძალების გამოცდას ყველასთან ვისთანაც გაქვს კონტაქტი, რადგანაც თქვენში ნაკლებია თანამშრომლობის უნარი და ცდილობთ ყველას სძლიოთ პირად ურთიერთობებში. თქვენ უდგებით ადამიანებს პრინციპით "დაიმორჩილე ან მოკალი" და თუ თქვენ შეეჯახეთ ვინმეს, ვისი დამორჩილებაც ვერ შეძელით - რათქმაუნდა თავიდან იბრძოლებთ, შემდეგ კი შეეშვებით და შეურაწყოფთ (ცუდად ახსენებთ) მას ზურგს უკან.

თუ თქვენ ერთგული ხართ ვინმესი, თქვენ უერთგულებთ მას ბოლომდე. მაგრამ იმისთვის, რომ შეგინარჩუნოთ მან აუცილებელია ძალა და ტაქტი, პირფერობაც კი, რადგანაც თქვენ სულ საჭიროებთ საკუთარი ძალაუფლების აღნიშვნას. (რომელსაც ამ ურთიერთობაშიც კი თქვენ ფლობთ).

თუ თქვენ ქორწინდებით ამაყ ადამიანზე (ვერ იტანთ რა ადამიანების ამ თვისებას), ეს უკვე არის ნიშანი იმისა, რომ თქვენს ურთიერთობაში იქნება კამათი და შესაძლოა დაშორებაც კი. თქვენ გაქვთ ჩვევა დაიმორჩილოთ ადამიანები და შემდეგ შეიძულოთ ისინი იმის გამო, რომ გამოიჩინეს სისუსტე და ვერ შეგეწინააღმდეგნენ. ასე რომ თქვენ "კერკეტი კაკალი" ხართ და თქვენი დაკმაყოფილება სულაც არაა ადვილი რამ.

თქვენი ლიდერობის წყურვილის მიუხედავად, ნაკლებად გიზიდავთ "სცენაზე" გამოჩენა ბიზნესში ან პოლიტიკაში და საკუთარი ამბიციების რეალიზებას უფრო პირად გეგმებში ცდილობთ.
პლანეტების ეს განლაგება სასიკეთოა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუ თქვენ არ ხარჯავთ თქვენს ენერგიას და არ ასუსტებთ სასიცოცხლო ძალებს სასიყვარულო თავგადასავლებში და სხვა დანარჩენზე გასცემთ მხოლოდ რისხვასა და ღალატს.
თქვენში არის მისიონერის სული და სულიერი განვითარების უმაღლეს ეტაპზე შეგიძლიათ გახდეთ რეფორმების დიდებული მოქადაგე.

თქვენი ყველაზე საოცარი თვისება ეს ურთიერთგაგებაა საკუთარი თავისა და სხვების. თქვენ ისე გამჭოლად ხედავთ ყველას და ყველაფერს, რომ კარგი იქნება გიჯერებდნენ, ღებულობდნენ თქვენგან რჩევებს, დაგეყრდნონ ან სულაც ეშინოდეთ თქვენი.
* * *
მზე მშVილდოსანი, მთვარე მორიელი

თქვენ ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელი ხართ.
ადრე ვითარდებით და ცდილობთ თვითონვე იპოვოთ საკუთარი გზა ცხოვრებაში. ყოველთვის იცით რა გინდათ და სხვადასხვა საშუალებბებით ყოველთვის ასრულებთ თქვენს სურვილებსsmile.gif ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებთ, ფლობთ მახვილ, ჩქარ აზროვნებას, გამოკვეთილ გრძნობებს არამხოლოდ საკუთარი ღირსებების არამედ სხვების უფლებებისა და თავისუფლების მიმართ.

არასდროს ერევით მეგობრების ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქციელს ხან ამართლებთ ხან კი არა, იცავთ პრინციპს "იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით და სხვას ხელს ნუ შეუშლი". იცით რა არის სწორი და რა არასწორი, არ გჩვევიათ დამრიგებლობა ამიტომაც ადამიანები თამამად გიზიარებენ საკუთარ პრობლემებს, პოულობენ რა თქვენი სახით თანამგრძნობ მსმენელს.
თქვენ მგრძნობიარე, მაგრამ თავშეკავებული ხართ. არ ამჟღავნებთ საკუთარ სიმპათიებს აშკარად, მიმართავთ რა სხვა ხერხებს მათ გამოსახატავად.
რაც შეეხება სწავლას, თქვენ არაჩვეულებრივი სტუდენტი ხართ, დინჯი და ინტუიციური, ადვილად ითვისებთ საგნის არსს. შეგიძლიათ გადმოსცეთ მიღებული ინფორმაცია ისე, რომ მან მიიღოს ახალი და უჩვეულო მნიშვნელობა. თქვენ მხიარული ხართ, ფლობთ არაჩვეულებრივ იუმორის გრძნობას- კამპანიის სული ხართ, თუ არ განიცდით მორიგ ფილოსოფიურ შეტევას ან არხართ უჟმურ ხასიათზე.

სიყვარულში ეფლობით მხურვალედ, თუმცა საღი აზროვნებით, თქვენი რომანები გამოირჩევიან კეთილშობილებით (სხვანაირად ვერ ვთარგმნე) და გარშემორტყმულნი არიან რომანტიული ფილისოფიით. ცოტათი ნერვიულიც ხართ, თუმცა თქვენივე დისციპლინისა და შეზღუდვების წყალობით ახერხებთ საკუთარი მისწრაფებების კალაპოტში ჩასმას და მათთვის კონკრეტული მიზნის მისაღწევი მიმართულების მიცემას.
ცხოვრებას უყურებთ ძალიან სერიოზულად, და მიუხედავად თქვენი იუმორის მოყვარულობისა, არ უდგებით დაუფიქრებლად თქვენს მოვალეობებს.
ასე რომ თქვენ შორს უნდა წახვიდეთ ცხოვრებაში ... (თქვენ იიცით biggrin.gif )
* * *


This post has been edited by Summer_Rain on 13 Jan 2011, 17:10


--------------------
i have never been an angel..but i had a try to be a human....

სიცოცხლე მშვენიერია, როდესაც მას აფასებ : )

"პირადად მე ისე არაფერი მაშინებს, როგორც მარტოობა; ალბათ, ყველა ასეა, ოღონდ არავის უნდა, რომ აღიაროს. მე კი ზოგჯერ ლამის ვიბღავლო: მეშინია! მეშინია! შემიყვარეთ!"
between 3 and 32
Optimist


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 517
წევრი No.: 116826
რეგისტრ.: 8-June 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 17:12  #23442148      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქალწული/ვერძი
მზისა და მთვარის კომბინაცია სხვადასხვა სახის კონფლიქტს წარმოშობს შენს ხასიათში რადგან ეს ორი ნიშანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. საერთო მხოლოდ ის აქვთ რომ ორივე ნიშანი მტკიცე და მიზანდასახულია. ჭეშმარიტინ ემოციები შენს ბუნებაში არ ზის. ამ ორ ნიშანს შორის უთანხმოება გაძლევს უნარს იყო გამბედავი, მებრძოლი და კრიტიკული პიროვნება. სოციალურობა მეორე თვისებაა, რომელიც არ გახასიათებს. უფრო მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან გარევას ამჯობინებ.ხარ ძალიან მომთხოვნი და ყოველთვის დიდი პერფექციონისტი. ათვისების უნარი უფრო დიდი გაქვს, ვიდრე თავდაჯერებულობა. ახერხებ შენი თავი წარმოაჩინო ენერგიული და ხერლმძღვანელი ადამიანის სახით. დაფიქრებული და ზუსტი ხარ. იჩენ დიდ გამჭრიახობას სიტუაციებში და საერთოდ ადამიანში. არც ისეთი ცუდი განწყობის მქონე არ ხარ რომ შენი უკმაყოფილება გამოხატო სხვების მიმართ ამიტომაც ბევრი შენში დაინახავს განსაკუთრებით მომთხოვნ ლიდერს. განცალკევება და ემოციების ნაკლებობა ხელს უშლის საკუთარი თავის შეფასების უნარს, ამიტომაც ხშირად არ ხარ ობიექტური საკუთარი თავის მიმართ. გრძნობებს მხოლოდ იმ შემთხვევში გამოხატავ თუ გეცოდინება რომ შენს მიზანს წაადგება. სენტიმენტალობას და მოზღვავებულ ემოციებს ხედავ როგორც სუსტ მხარეებს, რომლებიც აუცილებლად უნდა აიცილო თავიდან. ამ თვისებების საქვეყნოდ დემონსტრირება ხშირად არ სიამოვნებთ გარშემო მყოფებს.

ქალწული/კირჩხიბი
შენ ხარ მგრძნობიარე, მაგრამ ჰარმონიული პიროვნება, რომელსაც შეუძლია იფიქროს და იგრძნოს ძალიან ღრმად. ქალწულის ანალიტიკურობა, დისკრიმინაცია და ანალიზის უნარი კარგად 'მიდის' კირჩხიბის მგრძნობიარეობასთან. შენს ტემპერამენტს შეგუების უნარი აქვს , ხშირად ექცევი გარშემომყოფების გავლენის ქვეშ. შინაგანად ძალიან პრაქტიკული და შორსმჭვრეტელი ხარ , მაგრამ გარეგნულად ჩანხარ მერყევი. შენმა გონებამ,გრძნობებთან და ფანტაზიის დიდ უნართან ერთად შეიძლება გაგიადვილოს ნათესავებთან ურთიერთობა.
გაქვს ინტუიცია რაც გხშირად გიმართლებს. შეგიძლია შეაფასო კარგად რაც გიადვილებს გამოიცნო რა რად ღირს. შენ იცნობ ადმაიანის ფსიქოლოგიას კარგად, ანუ იცი რა სურს ხალხს ეს კი ბიზნესში ძალიან დაგეხმარება.მჭიდრო კავშირი გაქვს მათთან ვისაც იცნობ კარგად, მაგრამ მუდად ძალიან მორცხვი ხარ მათთან ვისაც ჯერ არ იცნობ. შენ ხარ ტრადიციების,ჩვეულებების და ადათ-წესების მოყვარული,ცვლილებას ეგუები ნელა.

ქალწული/ლომი
ასეთი მდებარეობები ძალიან შეუთავსებელია ერთმანეთთან.ირევა ქალწულის გონებრივი უნარი,ანალიზის უნარი და დისტკრიმინაცია ლომის სიცოცხლისუნარიანობასთან, ნდობასთან და ავტორიტეტულობასთან. შენს სულში მუდმივი ქაოსია, მაგრამ ქალწულში ყოველთვის მზადაა ის მართოს. არ აკეთებ იმას რაც უნდა გააკეთო, აკეთებ იმას რაც გინდა.ბუნებით ხარ კეთილსინდისიერი,გულღია,მოვალეობისადმი ერთგული,საქმეს ასრულებ კარგად.გაქვს ძალიან საიმედო და პოზიტიური ბუნება,ზოგჯერ აგრესიულიც. შენმა დადებითმა იმპულსებმა შეიძლება გამოიწვიოს ის რომ თავიდან ღელავ, უკვე ბოლოში კი აანალიზებ რა თქვი ან რა გააკეთე. გირჩევნია დაიხიო უკან სანამ არ იქნები დარწმუნებული რომ გზა საითკენაც მიდიხარ სწორია. შენ ხარ ადამიანი ამაღლებული ხასიათით და მყარი პრინციპებით. შენ ენდობი ადამიანებს, ითხოვ მათგან დაინახონ შენი გულწრფელობა რასაც ყოველთვის ღებულობ. შენი ბუნება პრაქტიკული და გამომცნობია. შენი ხასიათის ძალა და მრალი პრინციპები დაგეხმარება იპოვო შენი ცხოვრების პოტენციალი.

ქალწული/თხის რქა
ასეთი ადამიანი კარგად ინტეგრირებულია მაგრამ უფრო კრიტიკულობისაკენ იხრება ვიდრე შემოქმედებითობისაკენ. ქალწულის გონება, ანალიზის უნარი კარგად ეწყობა თხის რქის რეალიზმს,კონსერვატიზმს და ღრმა ამბიციებს.შენ ხარ შენი თავის ძალა და მორალური მხარდამჭერიც.ცოტა თუა ისეთი მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ როგორც შენ. ქალწული/თხის რქა ასტროლოგიაში ქმნის ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ კომბინაციას, ის გაძლევს შენ უამრავ უნარს, ბიზნესში გამჭრიახობას, გამომთვლელ და რეალისტურ გონებას. შენს ჯანმრთელ, ჯანსაღ ამბიციას სჭირდება ქონება და ძალა.შენი გონება არ დაწვრილმანდება და ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ მნიშვნელოვან ფაქტებზე რაც ძალიან კარგია. ხარ პირიანი, ხალხი ამას ხვდება და გენდობა.შენ ყოველთვის იცავ დადგენილ წესებს და მიყვები რეჟიმს. ხარ დამოუკიდებელი და არ გიყვარს სხვების შევიწროვება და კონტროლი.შენთვის ბევრს ნიშნავს როცა ხალხი გიცნობს ან ხარ აღმასრულებლის პოზიციაზე, გჭირდება რაიმე ობიექტი რაზეც იქნები მიმართული,

* * *
ქალწული/ტყუპები
ასეთი კომბინაცია ქმნის უძლეირეს და ძალიან მაღალი შესაძლებლობის გონებას. სწრაფი ხარ ბრწყინვალედ მსჯელობ. ხარ გონიერი,ათვისების უნარი დიდი გაქვს, ვერ ძღები დეტალებით და ჩახლართულობებით :დ მოწოდებული ხარ იცხოვრო რაიმე მიზეზის გამო, შენი ბუნები კი პირიქითაა.ეს არ ნიშნავს რომ არ ხარ მგრძნობიარე ან ემოციური, უბრალოდ ცივი ლოგიკა ხშირად ამ შეხედულებას ტოვებს. უნარი გაქვს გამოააშკარავო ძირითადი მოტივები და გრძნობები ადვილად, რაც შენი სიფრთხილის დამსახურებაა. გიჭირს შენი გრძნობების და გონების ერთმანეთთან შეთავსება. ცოდნას მოწყურებული ხარ , უნივერსალური და ფილოსოფიური ხედვა გაქვს. შეიძლება ჩანდე მერყევი და ცვალებადი, რადგან შენი გონებრივი ინტერესები მრავალფეროვანია. ფიზიკურად, შეიძლება გქონდეს გაკოტრების ტენდენცია, თუ არ შეინარჩუნებ ფორმას. ვერასდროს გასუქდები რადგან ნერვული ენერგია წვავს მიღებულ კალორიებს მაგრამ შეიძლება შენი მუცლის კუნთი გაფუჭდეს, გახდე ფერმკრთალი თუ არ გააკეთებ რეგულარულ ვარჯიშებს . ახალგაზრდობაში გიტაცებს სპორტი მაგრამ დიდი ხნის შემდეგ შეიძება მჯდომიარედ გადაიქცე.ვარჯიში არის საუკეთესო წამალი შენი მოზღვავებული ნერვული ენერგიის ფორმაში მოსაყვანად.
Miss_Manette
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6680
წევრი No.: 81362
რეგისტრ.: 4-January 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 17:39  #23442542      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
resurgam
არ გინდა "რამე" თარგმნო და თემას შემატო ან აქ, ან მარსის თემაში? rolleyes.gif


--------------------
http://en.wikipedia.org/wiki/Lucie_Manette
resurgam
warning!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 117904
რეგისტრ.: 2-July 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 17:42  #23442586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Miss_Manette
QUOTE
არ გინდა "რამე" თარგმნო და თემას შემატო ან აქ, ან მარსის თემაში?

სურვილით კი მინდა მაგრამ ჯერ არ მაქვს დრო, აი იქნებ გამოვნახო შაბათ-კვირას და დავწერ რამეს yes.gif 2kiss.gif
Tata_Sonne



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6355
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 18:12  #23443021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მზე – მერწყული, მთვარე – ლომი

თქვენს ცნობიერში ინტელექტსა და ემოციებს შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. ინტელექტუალური წყობის ადამიანი ხართ, აქტიურ წარმოსახვას ფლობთ, რომელიც მოქმედებს აზროვნების პროცესზე. გახასიათებთ მერყეობა მეცნიერულ და თეორიულ (გამოუცდელ/დაუდასტურებელ) აზრებს შორის. რაც შეეხება ადამიანებს, თქვენი ექსპანსიური და ვნებიანი ნატურის გაცურებას შეძლებს ყველა, ვინც სხვადასხვა მეთოდით ითამაშებს სიყვარულის და მიჯაჭვულობის თქვენს მოთხოვნილებაზე ან ილუზიას შეგიქმნით, თითქოს ესაჭიროება ეგ თვისებები. იდეალისტი, რომანტიკოსი და ხათრიანი ხართ, ადვილად იხიბლებით, ადამიანებს უშვებთ თქვენს სულში და ყოველთვის უძებნით ამ საქციელს გამართლებას, მაშინაც თუ თქვენი სიყვარულის ღირსნი არ აღმოჩნდებიან.
ამაყი, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ. თუ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, არ გიყვართ აზრის შეცვლა. ამიტომ სიყვარულსა და მეგობრობაში თვალს ხუჭავთ ბევრ რამეზე და დიდხანს ინარჩუნებთ ურთიერთობას. თუმცა თუ პირდაპირ შელახავენ თქვენს ღირსებას მომენტალურად და სამუდამოდ წყვეტთ ურთიერთობას.
არტისტული ხართ. ჯ(ჟ)ინიანი, მაგრამ თუ მყარად დგახართ მიწაზე და არ დაფრინავთ ღრუბლებში.

* * *
მზე – მერწყული, მთვარე – ქალწული

გონების ძალა და უნარი გვერდით გადადოთ პირადი სიმპატიები და ანტიპატიები – თქვენი ყველაზე დიდი ღირსება, თქვენი განსჯები გამოირჩევა საღი აზრით, რადგან გაქვთ უნარი მკაცრი კრიტიკული ანალიზის, ამავდროულად გაქვთ უნარი მოთოკოთ ემოციები. თუ კარგი განათლება გაქვთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ ინტელექტუალურ, ხელოვნების ან ფილოსოფიის სფეროებში. მჭერმეტყველი ხართ, ადვილად დაამტკიცებთ, რომ შავი – თეთრია და თეთრი–შავი ))) კამათში საშიში ხართ, პირად ურთიერთობაშიც კი საქმეში შეგყავთ კამათის და ლოგიკური განსჯის უნარი.
ზეპირი და დაბეჭდილი სიტყვის ძალის გწამთ. იგონებთ მიზეზებს თქვენი ემოციების და მიჯაჭვულობის გასამართლებლად და მოელით, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან. წაგება არ შეგიძლიათ და ძალიან გწყინთ, როცა ადამიანები არ გეთანხმებიან. მიგაჩნიათ, რომ ვისაც უყვარხართ უნდა დაგეთანხმონ, ვინც გეთანხმებიან, უნდა უყვარდეთ მათ. რადგან სხვა ადამიანები ასეთ ლოგიკას არ აღიარებენ, თავს მარტოსულად გრძნობთ. ეს პლანეტარული მდებარეობა გიბიძგებთ საკუთარი თავის სიბრალულისკენ. საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად აღიქვამთ და სხვებისგან თუ იმავეს არ იღებთ გულნატკები რჩებით.
განდეგილის პოზიციას ყველაფერში რაც დაკავშირებულია სიყვარუთან, თქვენთვის იმედგაცრუება მოაქვს, იმის მიუხედავად რომ ახლო ურთიერთობების მოთხოვნილება გაქვთ, არ გამოხატავთ პირდაპირ. მგრძნობიარე ხართ და მძიმედ გადაგაქვთ უარი, იქმნით ილუზიას, თითქოს გაგრიყეს, სინამდვილეში ასე არ არის. ამაყი ხართ, ამიტომ თვითკმაყოფილის შთაბეჭდილებას ტოვებთ, არც ეს არის ასე...
Miss_Manette
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6680
წევრი No.: 81362
რეგისტრ.: 4-January 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2011, 12:21  #23453946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მზე -ტყუპები, მთვარე-ლომი

მზე-მთვარის ამ მდებარეობის მქონე ადამიანი შეუმჩნეველი არასდროს დარჩება. გარშემომყოფებში სარგებლობს პოპულარობით.მისთვის დამახასიათებელი თვისების - ინტერესების,გემოვნების ხშირი ცვლის გამო საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე ჰყავს. შეუძლია დაუმეგობრდეს განსხვავებულ ადამიანებს.
ხსირად იცვლის აზრს, რაც უძრავი და მოძრავი ქონების ხშირირ ცვლაში შეიძლება გამოიხატოს. დიდხანს ვერ გუობს 1 მდგომარეობას და უჩნდება სურვილი რაღაც შეცვალოს. ადამიანებს უჭირთ მათი გაგება ხშირი ცვლილებების გამო.
ამ ადამიანს უყვარს წვეულებების ორგანიზება, მოწყობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეუძლია არგუმენტები ამტკიცოს ისე,რომ ნაკლებად გაითვალისწინოს სხვისი არგუმენტები მარტივი მიზეზის გამო - "მან უკეთ იცის საქმის ვითარება". მთვარით ლომი ტყუპის გარშემომყოფებმა არ უნდა დაივიწყონ მისი სიამაყე-თუ რამე დაუშავეს ან ტავმოყვარეობა სეულახეს, მხიარული, მოლაქლაქე ტყუპები ლომად იქცევა და მთავარი იარაღით-ენით გაანადგურებს "მოწინააღმდეგეს".
ყოელთვის ამაყობს მიღწეული შედეგებით, ტყუპი მზის "წყალობით" კი შედეგები ძირითადად ინტელექტუალურ სფეროს ეხება.
matusala_5
ადიოს!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8127
წევრი No.: 116033
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 14 Jan 2011, 12:39  #23454181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Miss_Manette
ვერძს მთვარე ,ჩემი აზრით ყველაზე მეტად თხის რქაში უხდება,აი პირიქით როცაა უფრო დიდი დომხალია აშკარად 2kiss.gif

This post has been edited by matusala_5 on 14 Jan 2011, 12:39


--------------------
✿⊱╮


"პოლიტიკა კი არ არის ბინძური, კაცობრიობის კულტურის დონეა დაბალი და ამიტომ სუფთა იდეალები და კეთილშობილური მიზნები დამახინჯებულ სახეს იგებენ პოლიტიკაში"
Miss_Manette
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6680
წევრი No.: 81362
რეგისტრ.: 4-January 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2011, 12:47  #23454269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
matusala_5
ანუ თხის რქა მთვარე ვერძით? რატომ? biggrin.gif
ქალის შემთხვევაში უფროა გამოხატული მთვარეო და შენ უფრო ვერძი ხარ, მე უფრო თხის რქა? biggrin.gif

მთავარია დააბალანსო 2kiss.gif შენი შინაგანი მოთხოვნილებები/მოტხოვნები შეუთავსო გარეგანს ან პირიქით, შინაგანი კონფლიქტები ცუდად იმოქმედებს




QUOTE
ვერძს მთვარე ,ჩემი აზრით ყველაზე მეტად თხის რქაში უხდება

user posted image
gigi.gif

თხის რქის პოზიციისთვის-კი , მაგრამ ბევრი არ დაგეთანხმება, ხ'აერიანი და ცეცხლიანი ხალხი
matusala_5
ადიოს!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8127
წევრი No.: 116033
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 14 Jan 2011, 13:12  #23454594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Miss_Manette
ადრე გერმანულ ფორუმზე წავიკითხე და დაახლოებით ასე ეწერა ...
ვერძის -თხის რქის შედარება იყო(მზე-მთვარის კომბინაციებით)
მთვარე ჯობია იყოს მშვიდი ქალისთვის ,ვიდრე ცეცხლოვანი-ვერძივით ,ეს უკანასკნელი სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობაში მეტ სიფრთხილეს საჭიროებს დამუდმივი კონტროლი ჭირდება, რომ არ მოხდეს ურთიერთობის დაძაბვა...აი თხის რქა უფრო მშვიდია და ნაკლებად კონფლიქტურია ვიდრე ვერძი,ასე რომ შენი კომბინაცია უფრო კარგია ამ მხრივ ვიდრე მაგ:ჩემი .
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (29) « პირველი ... 4 5 [6] 7 8 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0481 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]