forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩემი იაპონელები, სოლიდარობა/თანაგრძნობა/ადამიანი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21974
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:01  #24409974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
იაპონია საქართველოსთვის ერთერთი ქვეყანა არ არის, ჩვენ მათთან ვალში ვართ.


უბრალოდ ვუთანაგრძნოთ
და გავიხსენოთ
პირადად ჩვენი იაპონელები

აქ დღეა, დაახლ 17 სთ, დედამიწა მრგვალია, იაპონიაშ ღამეა, ეს დღე, ჩენთან ჯერ კიდევ რომ არის, იაპონელთათვის საშინელი დღე, უკვე დამთავრდა.
მერფის ცინიკური კანონების ჟურნალისტთათვის განკუთვნილი,ერთერთი ცინიკური კანონის მიხედვით მსხვერპლი მით უფრო მეტი უნდა იყოს, რაც უფრო შორსაა რეპორტაჟის ადგილი, რათა წარმატებული სიუჟეტი გამოგივიდეს.

დღეს წარმატებული სიუჟეტების ფეიერვერკმა მთელი მსოფლიოს მასშტაბი მიიღო -
მსხვერპლი ძალიან დიდია,
ნგრევა აპოკალიფსური მასშტაბის,
დინამიური კარდები სხვადასხვა რაკურსებით,

11.03.11 იაპონიას საშინელი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა.

ანიმაციაა, მიმტკიცებდა ჩემი ვაჟი, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული სიენენის ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს შეესწრო.

ნგრევა და წარღვნა მართლაც გასცდა სუპერმარკეტებს, ოფისებს, ლანდშაფტებს, აეროფოტო სივრცეებს და საუკეთესო ჰოლივუდურ უახლის ციფრულ-ტექნოლოგიურ სანახაობაში ჩაჯდა.
კ/ფ "2012 წელი " ბევრ ჩვენთაგანს ალბათ თვალწინ დაუდგა.

ამბობენ პანაშვიდზე აუცილებლად გაიცინებს ვიღაცაო, ფორუმ.გე-ზე ასეთი ვიღაცა რამდენიმე აღმოჩნდა, არა უშავს, ემოციებმა იცის.
ერთერთი ვიღაცა მაგალითად ამ უბედურების ახსნას იაპონელთა სიხარბით ცდილობს, რომლებმაც რუსეთი და განგება ერთად აღაშფოთეს, როცა კურილის კუნძულები მოითხოვეს.

მე კი სურვილი მიჩნდება (ალბათ ისევე, როგორც თქვენ, არავიღაცებო) ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მივაწვდინო დიდ იაპონელ ერს.
რა ჩემი საქმეა, მაგრამ.
თუ მერფის ფხას გამოვიჩენ, ახალ ჟურნალისტურ "კანონს" შევეთამაშები - ტრაგიკული რეპორტაჟის დაზარალებულ ობიექტებადმი მაყურებელთა თანაგრძნობა მით უფრო მეტია, რაც უფრ მეტი მადლიერება გააჩნდა მაყურებელს რეპორტაჟამდე ამ ობიექტების მიმართ.
ამ კანონის მიხედვით ჩვენ იაპონელთადმი გაცილებით დიდი თანაგრძნობა მოგვეთხოვება, ვიდრე სხვა საშუალოსტატისტიკურ 100 მილიონიან ქვეყანასთან.
შეგახსენოთ?
იმ მშიერ წლებში ტრანშები და გრანტები გახსოვთ?
საავადმყოფოების აღჭურვა?
გზების დაგება?


მე პირადად მადლიერი ვარ იაპონელების იმისთვის, რომ ჩემი საავადმყოფო 2002 წელს აღადგინეს და აღჭურვეს(აშშ-მ და იაპონიამ საავადმყოფო აღადგინა, თბილისის მერიას მხოლოდ ეზოში ასფალტის დაგება ევალებოდა, და ისეთი დააგეს, ფეხი გეფლობოდა, მეორე წელს კი ბალახი აბიბინდა).

მადლობელი ვარ ჩემი იაპონელებისთვის.
ჩემი იაპონელები:
"სონი" ტელევიზორისთვის,
"სონი-ერიქსონი" ტელეფონისთვის,
"ტოიოტასთვის"
ძიუდოსთვის, რომელზეც დავდიოდი
კარატესთვის, რომელშიც ჩემი სრული სეხნია (გვარით და სახელით) ძმიშვილი საქართველოს ჩემპიონია,
კარაოკესთვის, რომელიც ჩემი მეუღლის მთავარი სურპრიზი იყო ჩემი გოგონას მიმართ რომელიც ამ დღეებში 20-ის გახდა,
შესანიშნავი შვიდეულისთვის, რომლითაც მე ამერიკა მიყვარს,
"ნიჰონ კოჰდენის" ავადმყოფთა შეფასების ფერადი მონიტორებისათვის
და

უამრავი მსხვილმან-წვრილმანისათვის.

ამ დღეებში სხვადასხვა ადამიანებთან საუბრებში იაპონელები 2 ჯერ მოვიხსენე დიდ ერად.


სულ ცოტა ხანში ამაში მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება.

იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.


დაწერეთ თქვენი.

პოლემიკას არ მივესალმები..


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
comus-74
Tyis zonderi


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10217
წევრი No.: 66026
რეგისტრ.: 29-June 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:15  #24410215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.

QUOTE
იმ მშიერ წლებში ტრანშები და გრანტები გახსოვთ?
საავადმყოფოების აღჭურვა?
გზების დაგება?


მე პირადად მადლიერი ვარ იაპონელების

დედაჩემი დღესაც იაპონელების გრანტით ასაშენებელ გზას აპროექტებს


--------------------
ჯიგარი ფაშისტზე უარესია! @ remediosi
იოხან ბოსხკამპი მიშისტია?!
მაინც ვერ გვაიძულებს რუსეთი უაერი გვათქმევინოს მასთან მეგობრობაზე@ ქoci – ministri

ამერიკელებო, ჯერ ოლივერ სტოუნის ხელა გააკეთეთ ამერიკისთვის და მერე აკრიტიკეთ. თქვენ მაგის "ოცეული" ნანახი გაქვთ?
vaniko1978
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8717
წევრი No.: 121198
რეგისტრ.: 17-September 10

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:19  #24410295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
მოდი რა ტვინს ნუ წაიღებ ეხლა ნიანგისხელა ცრემლებით, სამწუხარო ამბავი მოხდა გასაგებია დიდი ტრაგედია


--------------------
„ქართველო ხელი ქაფჩას იკარ“
Gio100
ეჰ, ”ჩამოიშალა” !


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11919
წევრი No.: 39105
რეგისტრ.: 29-July 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:22  #24410357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.


yes.gif

This post has been edited by Gio100 on 11 Mar 2011, 18:23


--------------------
Nissan - это японский Москвич :)
rsebobs
თავისუფლება


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6421
წევრი No.: 126293
რეგისტრ.: 22-January 11

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:25  #24410426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ვუთანაგრძნოთ


+


--------------------
ხმა უნდა აიწონოს და არა დაითვალოს

მთავრობა ფასდება ხალხის დღეგრძელობით

ბატონი ფლობს კერძო საკუთრების 50% ზე მეტს
narnari
ჩემი ქვეყნის ისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15663
წევრი No.: 11420
რეგისტრ.: 11-July 05

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:26  #24410445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vaniko1978
QUOTE
მოდი რა ტვინს ნუ წაიღებ ეხლა ნიანგისხელა ცრემლებით

ეუF

axalirevolucia
+10000000000000000000000000000000000000000000000


--------------------
ამათ ფონზე ის კიდო გიჟია?

დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი
http://forum.ge/?f=29&showtopic=34232324&st=0
7-november
ყველაზე სწრაფი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27195
წევრი No.: 58838
რეგისტრ.: 18-April 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:27  #24410459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

აუ რა საშინელება მოხდა



sad.gif


--------------------
ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ორი გვამი პრემია იქმება დიდი - ვანო მერაბიშვილ
https://www.youtube.com/watch?v=KgpGcLEwncU

ნაცებს არ ვუღალატე და ცოლს ვუღალატებ (C) LEVANY-M

ნაცი - ნაწყლი, უკანა კარი (C) სუხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა
d_tsabo
რუხი კარდინალი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22932
წევრი No.: 59672
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:29  #24410487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.

user.gif yes.gif


--------------------
მოლაშქრეთა კლუბი " იეტი "
http://www.facebook.com/club.YETI
ილაშქრე და აღმოაჩინე შენი საქართველო!!!
""""""""" IN OMNIA PARATUS """""""""
"მარმარილოზე ტალახი დიდხანს არ ჩერდება"
M-4
ხოხ USA დო EVROPA


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1985
წევრი No.: 62390
რეგისტრ.: 26-May 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:34  #24410586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვუთანაგრძნობ



yes.gif yes.gif yes.gif


vaniko1978


QUOTE
მოდი რა ტვინს ნუ წაიღებ ეხლა ნიანგისხელა ცრემლებით, სამწუხარო ამბავი მოხდა გასაგებია დიდი ტრაგედია


ლაკონურობას მოითხოვ თუ მურტალ პახმელიაზე ხარ ?
xox283
The Swiss Army Knife


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3312
წევრი No.: 53952
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:40  #24410691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (axalirevolucia @ 11 Mar 2011, 18:01 )
იაპონია საქართველოსთვის ერთერთი ქვეყანა არ არის, ჩვენ მათთან ვალში ვართ.


უბრალოდ ვუთანაგრძნოთ
და გავიხსენოთ
პირადად ჩვენი იაპონელები

აქ დღეა, დაახლ 17 სთ, დედამიწა მრგვალია, იაპონიაშ ღამეა, ეს დღე, ჩენთან ჯერ კიდევ რომ არის, იაპონელთათვის საშინელი დღე, უკვე დამთავრდა.
მერფის ცინიკური კანონების ჟურნალისტთათვის განკუთვნილი,ერთერთი ცინიკური კანონის მიხედვით მსხვერპლი მით უფრო მეტი უნდა იყოს, რაც უფრო შორსაა რეპორტაჟის ადგილი, რათა წარმატებული სიუჟეტი გამოგივიდეს.

დღეს წარმატებული სიუჟეტების ფეიერვერკმა მთელი მსოფლიოს მასშტაბი მიიღო -
მსხვერპლი ძალიან დიდია,
ნგრევა აპოკალიფსური მასშტაბის,
დინამიური კარდები სხვადასხვა რაკურსებით,

11.03.11 იაპონიას საშინელი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა.

ანიმაციაა, მიმტკიცებდა ჩემი ვაჟი, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული სიენენის ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს შეესწრო.

ნგრევა და წარღვნა მართლაც გასცდა სუპერმარკეტებს, ოფისებს, ლანდშაფტებს, აეროფოტო სივრცეებს და საუკეთესო ჰოლივუდურ უახლის ციფრულ-ტექნოლოგიურ სანახაობაში ჩაჯდა.
კ/ფ "2012 წელი " ბევრ ჩვენთაგანს ალბათ თვალწინ დაუდგა.

ამბობენ პანაშვიდზე აუცილებლად გაიცინებს ვიღაცაო, ფორუმ.გე-ზე ასეთი ვიღაცა რამდენიმე აღმოჩნდა, არა უშავს, ემოციებმა იცის.
ერთერთი ვიღაცა მაგალითად ამ უბედურების ახსნას იაპონელთა სიხარბით ცდილობს, რომლებმაც რუსეთი და განგება ერთად აღაშფოთეს, როცა კურილის კუნძულები მოითხოვეს.

მე კი სურვილი მიჩნდება (ალბათ ისევე, როგორც თქვენ, არავიღაცებო) ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მივაწვდინო დიდ იაპონელ ერს.
რა ჩემი საქმეა, მაგრამ.
თუ მერფის ფხას გამოვიჩენ, ახალ ჟურნალისტურ "კანონს" შევეთამაშები - ტრაგიკული რეპორტაჟის დაზარალებულ ობიექტებადმი მაყურებელთა თანაგრძნობა მით უფრო მეტია, რაც უფრ მეტი მადლიერება გააჩნდა მაყურებელს რეპორტაჟამდე ამ ობიექტების მიმართ.
ამ კანონის მიხედვით ჩვენ იაპონელთადმი გაცილებით დიდი თანაგრძნობა მოგვეთხოვება, ვიდრე სხვა საშუალოსტატისტიკურ 100 მილიონიან ქვეყანასთან.
შეგახსენოთ?
იმ მშიერ წლებში ტრანშები და გრანტები გახსოვთ?
საავადმყოფოების აღჭურვა?
გზების დაგება?


მე პირადად მადლიერი ვარ იაპონელების იმისთვის, რომ ჩემი საავადმყოფო 2002 წელს აღადგინეს და აღჭურვეს(აშშ-მ და იაპონიამ საავადმყოფო აღადგინა, თბილისის მერიას მხოლოდ ეზოში ასფალტის დაგება ევალებოდა, და ისეთი დააგეს, ფეხი გეფლობოდა, მეორე წელს კი ბალახი აბიბინდა).

მადლობელი ვარ ჩემი იაპონელებისთვის.
ჩემი იაპონელები:
"სონი" ტელევიზორისთვის,
"სონი-ერიქსონი" ტელეფონისთვის,
"ტოიოტასთვის"
ძიუდოსთვის, რომელზეც დავდიოდი
კარატესთვის, რომელშიც ჩემი სრული სეხნია (გვარით და სახელით) ძმიშვილი საქართველოს ჩემპიონია,
კარაოკესთვის, რომელიც ჩემი მეუღლის მთავარი სურპრიზი იყო ჩემი გოგონას მიმართ რომელიც ამ დღეებში 20-ის გახდა,
შესანიშნავი შვიდეულისთვის, რომლითაც მე ამერიკა მიყვარს,
"ნიჰონ კოჰდენის" ავადმყოფთა შეფასების ფერადი მონიტორებისათვის
და

უამრავი მსხვილმან-წვრილმანისათვის.

ამ დღეებში სხვადასხვა ადამიანებთან საუბრებში იაპონელები 2 ჯერ მოვიხსენე დიდ ერად.


სულ ცოტა ხანში ამაში მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება.

იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.


დაწერეთ თქვენი.

პოლემიკას არ მივესალმები..

+1 up.gif
...........................................................


--------------------
It's a funny thing, when you talk to God, you're religious, but when he talks to you, you're a psychopath.
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:44  #24410759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე კი სურვილი მიჩნდება (ალბათ ისევე, როგორც თქვენ, არავიღაცებო) ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მივაწვდინო დიდ იაპონელ ერს.



--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
vaniko1978
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8717
წევრი No.: 121198
რეგისტრ.: 17-September 10

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:47  #24410814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-4
axalirevolucia
narnari
მლიქვნელებს ვერ ვიტან და ნიანგის ცრემლებს, რაც თავშივე ეტყობა ამ თემას , თანაგრძნობა დანგრეულ იაპონიას კუდაბზიკა არაფრის მკეთებელი შემოდგომის აზნაურებისაგან lol.gif lol.gif
sindiofalacheqmebshi
FUCK RUSSIA!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10710
წევრი No.: 48556
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 18:53  #24410910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.

user.gif მადლიერიც ვარ პრინციპში, კარგი აქვთ განაკეთები, ცუდი არ მახსენდება ... user.gif

vaniko1978
დედას გეფიცები ძაან თუარ მიტყდებოდეს user.gif


--------------------
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს
May21
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25480
წევრი No.: 87236
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 19:01  #24411031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.

ასევე.......მეც.


სიამოვნებით შევთAვაზებდი დროებით საცხოვრებელს ჩვენსა...ცოტა რამ იქნებ გვასწავლონ....ჩვენ თუ ვისაცლეთ...რაღA თქმა უნდა
M-4
ხოხ USA დო EVROPA


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1985
წევრი No.: 62390
რეგისტრ.: 26-May 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2011, 19:02  #24411050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vaniko1978
QUOTE
მლიქვნელებს ვერ ვიტან და ნიანგის ცრემლებს, რაც თავშივე ეტყობა ამ თემას , თანაგრძნობა დანგრეულ იაპონიას კუდაბზიკა არაფრის მკეთებელი შემოდგომის აზნაურებისაგან


თანაგრძნობის უნარი ადამიანს გამოარჩევს სხვა არსებებისგან ... აბა შენი აზრით რა უნდა გამოხატო / გამოთქვა ასეთ დროს ...?

კიდევ ერთი ატომური ბომბი უნდა ესროლო ?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0186 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]