forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (119) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ✔ თბილისის "დინამო" . VOL 28, Tradition, Honour, Power
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 13:59  #25083836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image
წინა თემები :
1: სკ "დინამო" - თბილისი 1925
2: სკ "დინამო" - თბილისი 1925
3: თბილისის დინამო
4: დიდი გუნდი!!!
5: დიდი გუნდი!!!
6: გზა ევროპისკენ!!!
7: Made in Tbilisi
8: კვლავ ჩემპიონობისკენ..
9: Just #1
10: ევროპის დროა..
11: Mes Que Un Club
12: XII ნაწილი
13: მაგრად დაჰკარით
14: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 30-30
15: Pride of Georgia
16: The Rise Of The Fenix
17: დინამო მერებას გარეშე
18: საქართველოს საუკეთესო გუნდი
19: Semper Fidelis
20: ლურჯ-თეთრი სამყარო
21: საამაყო ლურჯ-თეთრი სამყარო
22: Best in East
23: Tradition, Honour, Power
24: is comming
25: მზადება ჩემპიონატისთვის
26: The best club of the best city
27: რაც დარჩა უნდა მოვიგოთ...


კლუბის ისტორია -
1925-1936 ეტაპი პირველი -


1925 წელს სპორტსაზოგადოება ”დინამოს” თბილისის საბჭოსთან შეიქმნა გუნდი, რომელიც თავიდან ქალაქის პირველობის მეორე ჯგუფში გამოდიოდნენ , თუმცა მალევე მიაღწიეს წარმატებას და პირველ ჯგუფში გადავიდნენ... მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება....
გუნდის პირველი კაპიტანია ანდრო ჟორდანია გახლდათ...
პირველი საერთაშორისო შეხვედრა ”დინამომ” კი სტუმრად ჩამოსულ მოსკოვის ქარხანა ”რუსკაბელის” საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელთა გუნდთან ჩაატარა...სტუმრებმა 3-2 მოიგეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ანდრო ჟორდანიას, თბილისელთაგან კი დუბლი ვლადემიერ ცომაიამ მიითვალა.

1926 წელს ”დინამომ” ერთთვიანი ტურნე მოაწყო რუსეთსა და უკრაინაში, სადაც 18 შეხვედრა ჩაატარა და შედეგი ერთობ სასიამოვნო აღმოჩნდა: 11 მოგება და 5 ფრე ძლიერ , პროფესიონალურ საკლუბო გუნდებთან.
დაიწყო ინფრასტრუქტურის განთვითარება...1927 დაიწყო საკუთარი სტადიონის და სპორტული ბაზის მშენებლობა, შეიქმნა ”დინამოს” ჭაბუკთა გუნდი .. შეიქმნა ”დინამოს” გუნდები ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. დინამოს ორგანიზაციებმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

1936 წელი ღირსახსოვარია დინამოს ისტორიისთვის. გაზაფხულზე მწყობრში ჩადგა ”დინამოს” სტადიონი შესანიშნავი ბალახის საფარითა და სავარჯიშო მინდვრებით,30 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნებით, ყველა აუცილებელი სათავსით და სპორტდარბაზით. დინამოელებს როგორც იქნა მიეცათ ბალახიან მინდორზე ვარჯიშისა და ასპარეზობის შესაძლებლობა...

თბილისის ”დინამო” ქართული ფეხბურთის ერთობაა... როგორც მთის წყაროები ერთმანეთს ერწყმის და ბობოქარ მდინარეს წარმოქმნიან , ისე ამ გუნდში იყო თავმოყრილი და ვლინდებოდა ყოველივე საუკეთესო, რაც კი საქართველოში იშვებოდა. ამ მტკიცე ფესვებშია თბილისის ”დინამოს” წარმატება და დიდება.


1936-1945 - ეტაპი მეორე

1936 წელს სსრკ-ს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებულმა ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილა, რომელმაც ახალი ეტაპი დასახა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. ”დინამო” კიდევ 6 გუნდთან ერთად ”ბ” ჯგუფში მოხვდა , სადაც 5 შეხვედრა მოიგო, მხოლოდ ერთხელ დასჯერდა ფრეს და უმაღლეს ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვა: 5 მოგება,1ფრე,0წაგება,19-4ბურთები;
ბომბარდირი ბორის პაიჭაძე გახდა 7 გატანილი გოლით, თუმცა დინამოელთაგან მხოლოდ მან ითამაშა 5 შეხვედრა ( ამ დროს ცვლილებები არ ხდებოდა ; ათმა ფეხბურთელმა ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთ შეხვედრაში კი პაიჭაძე ალექსანდრე აბაშიძემ შეცვალა)

სსრკ-ს მორიგი ჩემპიონატი იმავე 1936 წლის შემოდგომაზე გაიმართა...
მაშ ასე, 1936 წლის 7 სექტემბერს მოსკოველი არბიტრის ნ.ვასილიევის სასტვენზე თბილისის ”დინამომს” სტადიონზე დაიწყო უმაღლესი დონის პირველი მატჩი:
დინამო (თბილის) 2-2 დინამო (კიევი)
დინამო თბილისი (2-3-5) : დოროხოვი - შავგულიძე, ჯორბენაძე - ანიკინი, ვ.ბერძენიშვილი, გაგუა - სომოვო, მ.ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ასლამაზოვი, პანინი
შეხვედრის 17-ე წუთზე ჩინებულად მოთამაშე თბილისელთა მარცხენა გარემარბმა სომოვმა მოატყუა ორი მეტოქე და ბურთი კიეველთა კარში გაგზავნა....
ასე გავიდა პირველი თბილისური გოლი...

სულ 7 შეხვედრა: 3 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი, ბურთბი 14-9, ადგილი - 3
თასის გათამაშება:ფინალში დამარცხდნენ მოსკოვის ”დინამოსთან”
ბომბარიდი:ბ.პაიჭაძე და მ.ბერძენიშვილი 6-6 გოლი
მწვრთნელი:გ.ფაჩულია
კაპიტანი:შ.შავგულიძე

ამ წელს გაიმართა სსრკ თასის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი მატჩი... ¼ ფინალი თბილისის (დინამო) VS სპარტაკი (მოსკოვი)
”პირველ შეხვედრაში მოსკოველები 3-1 იგებდნენ, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა და დინამოელებმა შეძლეს 2 ბურთის გატანა... 3-3. დამატებითი დრო აღარ დაუნიშნავთ, რადგან უკვე დაბინდდა, განათება არ იყო.
კვლავ გაჭედილია ტრამვაი, ავტობუსები. კვლავ გაჭიმულია ლენინგრადის გზატკეცილზე ავტომობილთა ქარავანი. მთელი სპორტული მოსკოვი მიემართებოდა ”სპარტაკისა” და ”დინამოს” მატჩზე 20 აგვისტოს...
სპარტაკი ფავორიტია. დღეს მან უბრალოდ კი არ უნდა მოიგოს, რომ მეოთხედფინალში გავიდეს, არამედ უნდა გაანადგუროს თბილისელები 4 დღის წინანდელი თავხედობისთვის, დასვას სხვაობის ნიშანი დედაქალაქის პრემიერსა და პერიფერიის გუნდს შორის...
დიახ ასეა, მაგრამ ”დინამო” არ აპირებს ქედი მოიხაროს მეტოქის სახელის წინაშე...
ლენინგრადელმა ნ.უსოვმა შეხვედრა 7 წუთის დაგვიანებით დაიწყო..
მატჩი სპარტაკის შეტევით დაიწყო...წითელმაისურიანები თეთრებზე უფრო სწრაფად და ენერგიულად თამაშობენ..თითქოს არ სცილდებიან მოწინააღმდეგის ნახევარს, თუმცა 25 წუთის შემდეგ ანგარიში საყაიმოა 1-1 (მოსკოველებმა თერთმეტრიანი დარტყმით გახსნეს ანგარიში, ხუთ წუთში კი სომოვმა საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაქვითა)
ცოტა წამოჟინჟღლა , ბალახი და ბურთი დასვლედა, რაც მეკარეებისთვის ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ თბილისელთა კიპერი მშვიდად იღებს რამდენიმე ძნელ ბურთს...
”სპარტაკი” ნერვიულობს - დრო გადის, სასურველი შედეგი კი არ ჩანს. მეტოქე არათუ გატყდა, არამედ ტოლს არ უდებს და უფრო უმატებს თამაშს.
ასპარეზობის 40-ე წუთზე თბილისელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბორის პაიჭაძე მარცხენა შუამარბის ადგილზე გადის და ლამაზი გოლი გააქვს , 1-2. სტადიონი ტაშს უკრავს და მიესალმება ”დიდ ურუგვაელთა” წარმატებას, როგორც უკვე დაარქვეს თბილისელებს ძლიერი აღნაგობის და ტემპერამენტისთვის...
დამარცხების საფრთხე რეალური ხდება, ”სპარტაკი” ამწვავებს თამაშს, რათა ფრედ მაინც დაასრულოს პირველი ტაიმი. სტადიონი გუგუნებს, გაჰყვირის, ნერვიულობს, გატაცებულია ბრძოლით..კვლავ შეტევა დინამოს კართან და დოროხოვი 4 მეტრიდან ტყვიასავით დარტყმულს იგერიებს...ანალოგიური სიტუაცია განმეორდა მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე... დოროხოვის მორიგი სასწაული.
თბილისელები მხოლოდ საჭიროების დროს იხევენ უკან და პირველივე შესაძლებლობაზე გზავნიან ბურთს წინ. მოედანზე თერთმეტივენი თამაშობენ : როგორც კი ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაინაცვლებს დოროხოვი კარიდან გამოდის და საჯარიმოს ხაზთან ”მორიგეობს”, ბურთის მოძრაობის მიხედვით ხან ერთ,ხან მეორე კუთხეში გადადის. პრანჭიაობაა? არა! თავისებური მანერა , ცოტა ნერვიულობა, ცოტაც - თავდაჯერებულობა. არაერთხელ ჩართულა მცველსავით .

სპარტაკი კვლავ ნერვიულობს, მაგრამ უტევს, თუმცა უსისტემოდ . თბილისელები კი, თითქოს ასეთი ბრძოლა მათთვის ჩვეულიაო, არ ნებდებიან და არც ტემპში ჩამორჩებიან.
68-ე წუთზე ბურთის ”სპარტაკის” ნახევარზეა.სომოვი მარჯვენა ფრთიდან აწვდის ბურთს ასლამაზოვს. მისკენ ორი წითელმაისურიანი მიეშურება, მაგრამ მანდ მოასწრო შეუჩერებლივ დაერტყდა და... ”სპარტაკის” კარში გავიდა მესამე ბურთი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. 3-1 დამთავრდა ბრძოლა? შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთია დარჩენილი...
სტეპანოვმა გვერდი აუარა ორ თბილისელს და უეცარი ზუსტი დარტყმით ანგარიში მინიმუმდე დაიყვანა. ყველა მაყურებელი, რომელიც აპირებდა გასულიყო სტადიონიდან კვლავ ტრიბუნებს მიაჯაჭვა.. ერთი გოლიც და ანგარიში 3-3 გახდება.
ყოველ წამს ნერვიული დაძაბულობის მრუდი ზემოთკენ მიემართბოდა, რათა მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე შეძახილებისა და ტაშის ახალი გრგვინვა წარმოეშვა. სტეპანოვმა კვლავ გაარღვია მოწინააღმდეგის რიგები და ბურთი ბადეში გაახვია. ანგარიში 3-3. ხუთი წუთის მანძილზე ერთი კაცის ენერგიითა და შეუპოვრობით დამატებითი დრო დაინიშნა...
მოთამაშეები მინდვირდან გავიდნენ..შედეგით განცვიფრებული მაყურებელი ადგილიდან არ დაძრულა.
დამატებითი ტაიმის 12-ე წუთზე პაიჭაძე გაუსხლტა დაცვასა და მოსკოველთა კიპერმა ბურთი გამოიტანა ბადიდან, სამი წუთის შემდეგ ინიშნება საჯარიმო 30 მეტრიდან ”სპარტაკის” კარისკენ... ურტყამს ასლამაზოვი და 5-3! გრიგალი ჩადგა...
გაიმეორებს სპარტაკი სტეპანოვის ნომერს? არა, საოცრებები არ ხდება ხოლმე. გუნდი საბოლოოდ დემორალიზებულია, და როცა თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დინამოელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს, სპარტაკელები ბედს შეურიგდნენ.
”დინამომ” მოსკოვის ”სპარტაკი” 6-3 დაამარცხა... იგი რჩება როგორც ყველაზე მკაფიო ფურხელი, საინტერესო მატჩი საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში...

1937 წელს დინამოელებმა კვლავ გააღწიეს თასის ფინალში, თუმცა ამჯერადაც დამარცხდნენ მოსკოვის ”დინამოსთან”...ჩემპიონატში კი მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბასკოინის ნაკრები გუნდის ჩამოსვლა... ესპანელმა ფეხბურთელებმა თბილისამდე მთელი ევროპა გააოცეს მათი თამაშით (ე.წ დუბლ-ბე-ს სისტემით 3-2-2-3)...
მატჩზე დასწრების ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონის დირექციამ 110000 ბილეთის განაცხადი მიიღო, თუმცა სტადიონმა მხოლოდ მისი მეოთხედი თუ დაიტია...
პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა დინამომ 1937 წლის 24 ივლისს ჩაატარა:
დოროხოვი,შავგულიძე,ჭუმბურიძე,ჯორბენაძე,მინაევი,გაგუა,გავაშელი,ბერძენიშვილი,პაიჭაძე,ლოლაძე, ასლამაზოვი...
”დინამოელები” 0-2 დამარცხდნენ, თუმცა შედეგის მიუხედავად მათ მაღალი შეფასება ხვდათ...
1937 წელი: სულ 16 შეხვედრა,7მოგება,4ფრე,5წაგება, ბურთები 30-21,ადგილი 4
თასის გათამაშება:ფინალში დამარცხდნენ მოსკოვის ”დინამოსთან”
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი
კაპიტანი - შ.შავგულიძე
ბომბარდირი - ბ.პაიჭაძე 8 გოლი

1938 წელს პირველად ვიხილეთ ბორის პაიჭაძის ტალანტის სრული და მკაფიო გამოვლინება. იგი სხვა ფორვარდებისგან განსხვავებით გამოირჩეოდა მანევრებით შეტევის მთელ ფრონტზე და ამიტომ სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს მანევრული ფეხბურთის დამწყებად სსრკ-ს ფეხბურთის ისტორიაში. შემთხვევით როდია, რომ მას მაშინვე შეარქვეს” მოხეტიალე ფორვარდი”. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ევარაუდათ, რომ პაიჭაძის მოქმედება დასაბამს მიცემდა ფორვარდთა სამოქმედო ვიწრო ”ჩარჩოების” საყოველთაო უარყოფას....
თბილისელებმა გათამაშება წარმატებით დაიწყეს - 10 ტური წაუგებლად განვლეს, მაგრამ შემდეგ უთანაბროდ ითამაშეს - შესანიშნავ მატჩებს ცვლიდა უღიმღამო, უნათოდ ჩატარებული შეხვედრები, რის შედეგადაც გუნდმა მხოლოდ მეექვსე საფეხური დაიკავა...
სულ 25 შეხვედრა, 11 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება, ბურთები 54-39, ადგილი 6
თასის გათამაშებაში ½ ფინალში დამარცხდნენ ლენინგრადის ”ელექტრიკთან”
ბომბარდირი ბ.პაიჭაძე 14 გოლი
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი
კაპიტანი - შ.შავგულიძე

1939 წლის სეზონმა დინამოელებს დიდი წარმატება მოუტანა - ისინი პირველად ავიდნენ სატურნირო ცხრილის ასეთ მაღალ საფეხურზე - დაიკავეს მეორე ადგილი...
სეზონი იმითაც იყო აღსაღნიშნავი, რომ მათ მოახერხეს მოსკოველი თანაკლუბელების დამარცხება . მანამდე ჩატარებულ 6 შეხვედრაში თბილისელებს არცერთი გამარჯვება არ ჰქონდათ, 1938 წლის 12 მაისს კი 4-1 გავანადგურეთ მოსკოველები...
სეზონი ძალიან არასტაბილურად ჩავატარეთ , განსაკუთრებით გვიჭირდა გასვლით შეხვედრებში გამარჯვება (12 შეხვედრაში მხოლოდ 4 მოგება), ამიტომაც მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდით...
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 24-ე ტურის შეხვედრა მატჩი მოსკოვის ”ცდკა-სთან”... დინამოელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ საშუალებას მოეპოვებინათ ვერცხლის მედლები, პირველი ტაიმის შემდეგ კი ანგარიში 4-1 იყო მოსკოველთა სასარგებლოდ...
ორთაბრძოლოს შედეგი, თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. ასეთი უპირატესობით დაიმედებულმა მოსკოველებმა შესვენების შემდეგ თამაში გულდაჯერებულად დაიწყეს , მაგრამ დინამოს თავდამსხმელებმა განსაკუთრებულად სწრაფად წარმართეს თამაში, და როცა საბოლოოდ თავგზა აუბნიეს მეტოქის მცველებს, თითქმის ყოველწუთს ქმნიდნენ საფრთხეს მათ კართან.. დინამოელთა ფორვარდთა მაღალტექნიკურ, ერსულოვან, შეთანხმებულ თამაშს შესანიშნავი შედეგი მოჰყვა... ანგარიში 4-4 გახდა.
მოსკოველები მთელი გუნდით დაცვაში გადავიდნენ და მჭიდროდ კედლად აღიმართნენ თავიანთი კარის წინ, მაგრამ ამანაც არ უშველათ. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მარჯვენა გარემარბის ჯეჯელავას ჩინებულმა დარტყმამ დინამოელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი და მეორე ადგილისთვის ბრძოლაშიც უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა.
სსრკ-ს თასზე დინამოელებმა ამჯერად ნახევარფინალში გააღწიეს , სადაც ”სპარტაკთან” გადათამაშებაში დამარცხდნენ 2-3.
გუნდის ბომბარდირი კვლავ ბორის პაიჭაძე გახდა 19 გატანილი გოლით
სულ 26 შეხვედრა, 14 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება, ბურთები 60-41, ადგილი 2
კაპიტანი - შ.შავგულიძე
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი

“იერიში, მეტოქის კარის მუდმივი დალაშქვრის სურვილი იყო დინამოელებისთვის თამაშის არსი. როცა ბევრი გუნდი ხარკს უხდიდა მოდას, გადააჯგუფებდა ხოლმე ძალებს,განამტკიცებდა ზურგს, თბილისელები მაშინაც შეტევითი ფეხბურთის ერთგულნი რჩებოდნენ.


1940 წლის ჩემპიონატში დინამოელებმა ღირსეულად დაიცვეს ვიცე-ჩემპიონის ტიტული - სატურნირო ცხრილში ზედიზედ მეორედ დაიკავეს ჩემპიონთან ყველაზე მახლობელი ადგილი, ეს მიღწევა მით უფრო შთამბეჭდავი იყო, რომ ამჯერად მესამე ადგილზე გასულ ”სპარტაკს” მიახლოების საშუალება არ მივეცით. თბილისელებმა დაამარცხეს პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასული გუნდები, თუმცა დაიკარგა ქულები ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან , ამიტომ პირველი ადგილი, რომელსაც დიდხანს მფლობდნენ დინამოელები მოსკოველ თანაკლუბელებთან მარცხისას საბოლოოდ დაიკარგა.

დინამოელთაგან ყველაზე მეტი ბურთი გ.ჯეჯელავამ და ბ.ბერეჟნოიმ გაიტანეს 13-13, ბორის პაიჭაძემ მხოლოდ 11.
სუ 24 შეხვედრა, 15 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება, ბურთები 56-30, ადგილი 2
მწვრთნელი - მ.ბუტუსოვი
კაპიტანი - შ.შავგულიძე


1941 წლის ჩემპიონატი მხოლოდ 2 თვეს გაგრძელდა - მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შეჯიბრება შეწყდა.
ამ წლის შედეგები გაუქმებულია, არადა დინამოელებს ძალიან კარგი შედეგი ჰქონდათ, 7 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი...
კიდევ ერთი ლამაზი შეხვედრა ჩაატარეს დინამოელებმა 1 ივნისს ლენინგრადის ”სპარტაკთან”...
შეხვედრის დამთავრებამდე 27 წუთით ადრე დინამოელები 3-1 იგებდნენ, ამ დროს კი ჩვენ მეკარეს, ტყებუჩავას ფეხში ხელი სტაცეს, იგი შეეცადა თავი დაეღწია ”კლანჭებისგან” და სპარტაკის მოთამაშეს დაეჯახა, მოსკოველმა მსაჯმა ეს უხეშობად მიიჩნია და ქართველი კიპერი მინდვირდან გააძევა. მისი ადგილი კარში კი თბილისელთა ფორვარდმა პანიუკოვმა დაიკავა...
მეკარის გაძევებით გამხნევებული სპარტაკელები ყოველ შესაძლებლობას იყენებდნენ ამ ”სუსტი” ადგილის დასათრგუნავად , მაგრამ პანიუკოვი მალე შეეგუა ახალ როლს და სპარტაკელთა იმედები არ მართლდებოდა... იგი მშვიდად და აუღელვებლად იგერიებდა მეტოქის ხშირ იერიშებს..
70-ე წუთზე მ.ბერძენიშვილმა ხელით ითამაშა საჯარიმოში და მსაჯმა პენალტი დანიშნა. სპარტაკელმა ძლიერად დაარტყა დაბალ მარჯვენა კუთხეში... პანიუკოვმა მაყურებლთა ტაშის გრიალში ბურთი ლამაზი ნახტომით აიღო.. მეკარის გაბედულმა თამაშმა ახალი ენერგია შემატა თბილისელებს და მატჩის დასრულებამდე 17 წუთით ადრე ბორის პაიჭაძის გარღვევის წესების დარღვევით გაჩერებისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი მ.ბერძენიშვილმა , როგორც ყოველთვის ზუსტად შეასრულა.... მალე დინამოელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა... ბურთთან იგივე სპარტაკლები მივიდე, მაგრამ ეტყობა, პირველი მარცხით ნირწამხდარმა, ბურთი საერთოდ კარს ააცილა...
ასე დამთავრდა ეს შეხვედრა, რომელშიც პანიუკოვმა 2 გოლი გაიტანა როგორც ფორვარდმა და ორი მკვდარი ბურთიც აიღო როგორც მეკარემ...
ბოლო შეხვედრა 24 ივნისს გაიმართა...მაშინ, როცა ქვეყანას უკვე გერმანელთა თვითმფრინავები ბომბავდნენ...

1942-44 … ომმა შეაფერხა ნორმალური სპორტული ცხოვრება, მაგრამ იმართებოდა ამხანაგური შეხვედრები... 1942 წელს საქართველოში გაიმართა ”კონსტიტუციის ექვსთა თასი”, რომელიშიც დინამომ სათადარიგო შემადგენლობით გაიმარჯვა..1943 წელს ერევანში გაიმართა ამიერკავკასიის მოძმე რესპუბლიკების სპარტაკიადა, სადაც ფეხბურთელთა ტურნირში დინამოელებმა გაიმარჯვეს.
1944 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყ გამგზავრება ირანში...ეს იყო თბილისელთა პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა. ამისთვის დიდხანს ემზადებოდნენ, თუმცა უშუალოდ გამგზავრების წინ გაირკვა, რომ ირანში წასვლის პრეტენზია ბაქოს დინამოსაც ჰქონდა, ამიტომ საკავშირო კომიტეტმა გადაწყვიტა გაემართა შესარჩევი მატჩი და უპირატესობა გამარჯვებულისთვის მიეცა...რა თქმა უნდა შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა...
ამხანაგური შეხვედრები: ირანის ნაკრები 1-5 დინამო (პაიჭაძე 2, ღოღობერიძე 2,ჯეჯელავა)
თეირანის ნაკრები 0-4 დინამო (პაიჭაძე 2, ჯეჯელავა, პანიუკოვი)
1944 წელს გაიმართა სსრკ თასის გათამაშებაც, რომელშიც დინამოელები 1/8 ფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას.



1945-1953 ეტაპი მესამე
1945 წელი...ფაშიზმზე საბოლოო გამარჯვებიდან ოთხი დღის შემდეგ 1945წლის 13 მაისს - კვლავ განახლდა პირველობა და სიმბოლურია, რომ პირველი ომისშემდგომი ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის ”დინამოს” სტადიონზე იმავე გუნდებმა ითამაშეს, რომლებსაც თითქმის ოთხი წლის წინათ უკანასკნელად მოუხდათ ამავე მინდორზე ოფიციალური შეხვედრის ჩატარება. ესენი თბილის და ლენინგრადის დინამოელები იყვნენ...
დინამოელებმა სეზონი როგორც ხშირად არასტაბილურად ჩაატარეს და საბოლოოდ მეოთხე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.
დინამოელებმა სეზონის ბოლოს ტურნე მოაწყვეს რუმინეთში, სადაც სამივე შეხვედრა მოიგეს (ჩფრ 2-1, იუვენტუსი 10-5, ტიმიშოარა 5-0) ...
რუმინულმა პრესამ ბორის პაიჭაძეს ფეხბურთის კარუზო შეარქვა...
სულ 22 შეხვედრა, 9 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება, ბურთები 37-22, ადგილი 4
ბომბარდირი - გ.ანთაძე 9 გოლი
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე.
მწვრთნელი ა.გალპარინი
გუნდის უფროსი - შ.შავგულიძე

1946 წლის პირველი წრე თბილისელებმა იდეალურად ჩაატარეს..მოიგეს რა 11 შეხვედრიდან 10,მათ შორის დაამარცხეს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მოსკოვის ”დინამო”, თუმცა დასკვნითი ნაწილი დინამოელების ნამდვილად არ იყო...საბოლოოდ მესამე ადგილი (მეორე ადგილი ბურთების უარესი შედეგის გამო დაკარგეს)...
1946 წელს პირველად ჩატარდა დუბლების ჩემპიონატი, სადაც დინამოელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ეს წელი კიდევ იმით იყო აღსაღნიშნავი, რომ მოთამაშეთა მაისურებზე პირველად გაჩნდა გვარები, ასევე პირველად მოხდა ფეხბურთის მატჩების რადიორეპორტაჟი ქართულ ენაზე რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობის ეროსი მანჯგალაძის შესრულებით...
თბილის ეწვია ბელგრადის ”პარტიზანი” და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა 2-1
სულ 22 შეხვედრა, 15 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება, ბურთები 47-26, ადგილი 3
სსრკ-ს თასი ფინალი : სპარტაკი (მოსკოვი)3-2 დინამო (თბილისი)
ბომბარდირი - ბ.პაიჭაძე 14 გოლი
კაპიტანია - ბ.პაიჭაძე
მწვრთნელი - ა.ჟორდანია

1947 თბილისის დინამოს დაუმკვიდრდა ისეთი გუნდის სახელი, რომელიც სხვებზე ადრე იძენს გაზაფხულზე საბრძოლო ფორმას და განსაკუთრებით წარმატებით თამაშობს ჩემპიონატის სტარტზე, მითუმეტეს, თუ პირველი მატჩები მშობლიურ ქალაქში ეწყობა...
გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იყო ბორის პაიჭაძის ტრავმა, მის არ ყოფნაში გუნდის მთავარი ბომბარდირი გაიოზ ჯეჯელავა გახდა..
აღსაღნიშნავია ისიც, რომ ჩემპიონმა ცდკა-მ ჩეხოსლოვაკიურ ტურნეში ავთანდილ ღოღობერიძე თავისთან მიიწვია...
სულ 24 შეხვედრა, 14 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება, ბურთბი 57-30, ადგილი 3
სსრკ-ს თასზე დინამოელები მოსკოვის ტორპედოსთან მეოთხედფინალში გამოვარდნენ ...
ბომბარდირი გ.ჯეჯელავა 12 გოლი
კაპიტანია ბ.პაიჭაძე, გ.ჯეჯელავა
მწვრთნელი ა.ჟორდანია
1948 სულ 26 შეხვედრა, 13 მოგება, 7 ფრე, 6 წაგება, ბურთები 54-35, ადგილი 4
სსრკ-ს თასი - დამარცხდნენ ნახევარფინალში მოსკოვის სპარტაკთან...
კაპიტანი - გ.ჯეჯელავა
მწვრთნელი - მ.ბერძენიშვილი
1949 წელი , 34 შეხვედრა, 15 მოგება, 10 ფრე, 9 წაგება, ბურთბი 62-45, ადგილი 6
სსრკ-ს თასი , გათამაშებას მოსკოვის დინამოსთან მარცხით გამოეთიშნენ...
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე
მწვრთნელი მ.მინაევი (ა.სოკოლოვი)
1950 - სულ 36 შეხვედრა, 20 მოგება, 7ფრე, 9 წაგება, ბურთები 78-50, ადგილი 3
ბომბარდირი ავთანდილ ღოღობერიძე გახდა 25 გატანილი გოლით, ეს შედეგი გუნდის ისტორიაში დღემდე სარეკორდოა.
სსრგ-ს თასზე დინამოელები 1/8 ფინალში გამოეთშნენ ასპარეზობას.
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი

1951 - გუდნმა 1940 წლის სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა ვერცხლის მედლები
“თბილისელებმა ცხადყვეს მაღალი სპორტული თვისებანი, ამასთან გვიჩვენეს, რომ ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად კარგად მომზადებულნი არიან. გუნდი ერთნაიერად ძლიერია ყველა რგოლში და განსაკუთრებით თავდასხმაში, რომლის თამაში სამხრეთელთათვის ჩვეულ სისწრაფესთან ერთად ტაქტიკურად უფრო გააზრებული და მწვავე გახდა. წინა წლებისგან განსხვავებით დინამოელები ბოროტად არ იყენებენ ბურთის ტარებას, გონივრულად მიმართავენ ბურთის ერთი შეხებით გადაცემებს. გაცილებით უკეთ თამაშობონ ისენი თავითაც...”
დინამოელებმა 6წლიანი პაუზის შემდეგ ჩაატარეს საერთაშორისო შეხვედრებიც... 3 მოგება და ერთი ფრე პოლონეთის უძლიერეს გუნდებთან (გასვლაზე)
ეს წელი იმითაც არის აღსაღნიშნავი, რომ კარიერა დაასრულა დიდმა დინამოელმა - ბორის პაიჭაძემ

სულ 28 შეხვედრა, 15 მოგება, 6 ფრე, ბურთები 59-36, ადგილი 2
მწვრთნელი - მ.იაკუშინი
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე
1952 წლის ჩემპიონატი მსოფლიო ოლიმპიადის ნაცვლად მხოლოდ 13 ტური გაგრძელდა, დინამოელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. სსრკ კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში კი ა.ღოღობერიძე, ა.ჭკუასელი, ვ.მარღანია და გ.ანთაზე მიიწვიეს...
სსრკ-ს თასს 1/8 ფინალში გამოეთიშნენ, ჩაატარეს ერთი საერთაშორისო შეხვედრა ქ.სოფიის ნაკრებთან და გაიმარჯვეს 2-1
სულ 13 შეხვედრა, 5 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება, ბურთები 19-12
მწვრთნელი - მ.იაკუშინე
კაპიტანი - ა.ღოღობერიძე
1953 - ამ სეზონში დინამოელები ყველაზე ახლოს იყვნენ ოქროს მედლებთან, მაგრამ...
ბოლო ტურის წინ დინამოელები უშუალო კონკურენტ მოსკოვის ”სპარტაკს” 1 ქულით უსწრებდნენ, ბოლო შეხვედრა კი მოსკოვის ტორპედოსთან ჰქონდათ დარჩენილი, რომელსაც 2-1 იგებდნენ , თუმცა მსაჯის ქმედებით უკმაყოფილო მაყურებელი ტრიბუნიდან მოედანზე გადაეშვა და თამაში ჩაშალა... მაშინ არ არსებოდა წესები ”მასპინძელთა პასუხისმგებლობის” შესახებ და ტორპედოს წაგება არ ჩაეთვალა... საერთოდ გააუქმეს შედეგი და გადათამაშება დანიშნეს...
გულგატეხილმა დინამოელებმა 1-4 წააგეს და მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ...
თასის გათამაშებას ¼ ფინალში გამოეთიშნენ... ცუდად ჩაატარეს ძალიან საერთაშორისო შეხვედრები.
სულ 20 შეხვედრა, 11 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება, ბურთები 39-24, ადგილი 2
კაპიტანი - ა.ღოღობერიძე
ბომბარდირი - ა.ღოღობერიძე (14 გოლი)
მწვრთნელი - მ.იაკუშინი (ბ.პაიჭაძე მეორე წრიდან)


1954-1963 მეოთხე ეტაპი
1954-1958 წლებში დინამოს ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა სსრკ-ს ჩემპიონატში...
რაც ხშირი ტრავმიანობოს და თაობათა ცვლით იყო გამოწვეული...
1954წლის სეზონში კი სულაც ანტირეკორდი დაამყარა, როდესაც 10 შეხვედრა წააგო...
გუნდს ა.ღოღობერიძე კაპიტნობდა, ყოველ წელის იცვლებოდა მთავარი მწვრთნელი...
თუმცა წარმატებით თამაშობდნენ საერთაშორისო შეხვედრებში, დაამარცხეს რა ფრანგული (ბორდო), გერმანული, პოლონური, ბულგარული, ირანული , რუმინული, ჩეხური გუნდები, ასევე ბირმის, ჩინეთის, ეთიოპიის და ინდონეზიის ნაკრებები...

1959 წელს გუნდის თავკაცად ანდრო ჟორდანია დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი თითქოს გარდაიქმნა - იპოვა თავისი თამაში. მარჯვედ იყენებდა მოთამაშეთა დამახასიათებელ ინდივიდუალურ თვისებებს კოლექტიურ თამაშში... გამოასწორეს თამაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში..
შედეგიც გამოჩნდა, გუნდმა კვლავ დაიკავა საპრიზო სამუელში ადგილი...
გავიდნენ თასის გატამაშების ფინალშიც, სადაც მოსკოვის ტორპედოსთან 4-3 დამარცხდნენ დამატებით დროში.
თბილისელებმა ტურნეები მოაწყვეს ჩეხოსლოვაკიაში,ბელგიაში, ლუქსემბურგსა და საფრანგეთში.. პარიზული ”რესინგის” 6-2 დამარცხების შემდეგ კი სპორტულმა გაზეთმა ”ეპიკმა” დინამოელებს ”საბჭოთა ფეხბურთის ბრაზილიელები” უწოდა...
სულ 22 შეხვედრა, 12 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება, ბურთბი 48-33, ადგილი 3
ბომბარდირი - ზ.კალოევი (16 გოლი)
კაპიტანი - ა.ღოღობერიძე
მწვრთნელი - ა.ჟორდანია

1960-1963 წლების სეზონები არცთუ ისე წარმატებული გამოდგა თბილისელთათვის, მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, თასზეც საწყის ეტაპზე ეთიშებოდნენ გათამაშებას .
დინამოელები 1960წლის თასის გათამაშების ფინალშიც გავიდნენ, მაგრამ ლუჟნიკის სტადიონის დათოვლილმა და მოყინულმა მინდორმა, ასევე კიეველი ა.ცაპოვეცკის საშინლად არაობიექტურმა მსაჯობამ არ მისცა თბილისელებს ნორმალური ფეხბურთის საშუალება.
მის უხეშ შეცდომებზე დიდხანს იწერებოდა გაზეთებში...დინამოელებმა ბოლომდე იბრძოლეს...ისინი სამჯერ აგებდნენ და სამივეჯერ გაათანაბრეს..მატჩი წაგებული იქნა დამატებითი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე ... უბრალოდ დრო აღარ იყო ანგარიშის გასათანაბრებლად....
დინამო ცოცხალი ორგანიზმი იყო - ”დინამო ბრაზობს, ეშმაკობს, ატყუებს - გუნდი ერთიანი შერწყმული კოლექტივი იყო”
ამ წლების განმავლობაში გუნდის მთავარი ბომბარდირი ზაურ კალოევი იყო, კაპიტანი ა.ღოღობერიძის შემდეგ შოთა იამანიძე გახდა, რომელიც თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

დინამომ საერთაშორისო შეხვედრებში დაამარცხა ინგლისური ”შეფილდი”,”ასტონ ვილა”, ჰოლანდიის ”ფეინოორდი”, ბრაზილიური ”ბაია”, მოაწყო ტურნე კუბაში, ბოლივიასა და ეკვადორში, სადაც 10 შეხვედრიდან 9 მოიგო და მხოლოდ 1 დაამთავრა ფრედ, ბურთები 39-9-ზე, მოაწყო ასევე ტუნრნე ინგლისში (1 ფრე, 2 მარცხი), გერმანიაში (3 ფრე), დანიაში (2 მოგება, 1 ფრე)...
user posted image
ვლადმიერ ბარქაია მცველთა გარემოცვაში...



This post has been edited by acdachi on 21 Apr 2011, 14:02


--------------------
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN

acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:02  #25083907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
"ოქროს ბიჭები" - 1964
1964 – 25 სეზონის განმავლობაში უტევდა სამხრეთული ტემპერამენტით, მგზნებარებით, მდიდარი ტაქტიკური არსენალის გამოყენებით ჩემპიონობის მწვერვალს..
ამ შეუპოვარ ბრძოლაში გადიოდა წლები, თაობები თაობებს ცვლიდა....მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დინამოელთა სამმა თაობამ გაიარა... რომლებმაც მოუტანეს ქართულ ფეხბურთს დიდება, მაგრამ გამარჯვებულის დაფნის გვირგვინი კი - არა და არა.
იყო აღმაფრენა, შემართება, გამარჯვების მძაფრი წყურვილი და მიზანსწრაფვა, იყო ჩავარდენიბც, გულსაკლავად ხანგრძლივი წარუმატებლობა ... ასეთ რთულ გზაზე მოდიოდა ახალი თაობა, სანამ იგი დენთის კვამლით არ გაირუჯა და გამარჯვებისათვის შერკინების უმაღლეს ხელოვნებას არ ეზიარა. შემდეგ კი - მთელი ძალით აფეთქდა თბილისის ”დინამოს” ტრადიციული, დაჟინებული, დაუოკებელი ლტოლვა იმ სანუკვარი და ჯერ ისევ მიუწვდომელი მწვერვალის დასალაშქრად...
დინამოელებმა XXVI ჩემპიონატი პირველ საფეხურზე დაასრულეს, დაამარცხეს რა გადათამაშებაში მოსკოვის ”ტორპედო” 4-1...
18 ნოემბერი, 1964 წელი
ტაშკენტი, ”დინამო” 4-1 ”ტორპედო”
გოლები დინამოელთაგან ილია დათუნაიშვილმა (2), სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა გაიტანეს...

ჩემპიონი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ : ს.კოტრიკაძე, ბ.სიჭინავა, გ.პეტრიაშვილი, ჯ.ზეინკლიშვილი, გ.ცხოვრებოვი, გ.სიჭინავა, შ.იამანიძე, ს.მეტრეველი, ვ.ბარქაია, ა.აფშევი, მ.მესხი, ი.დათუნაიშვილი და ვ.რეხვიაშვილი ; 12 ფეხბურთელი დაჯილდოვდა მცირე ოქროს მედლებით...
დუბლიორთა ტურნირშიც საუკეთესონი თბილისელები გახდნენ...
გუნდის ბომბარდირი ილია დათუნაიშვილი გახდა 13 გატანილი გოლით.
სულ 32 შეხვედრა, 18 მოგება, 10 ფრე, 4 წაგება, ბურთბი 48-30, ადგილი 1
კაპიტანი შოთა იამანიძე გახლდათ, უფროსი მწვრთნელი გ.კაჩალინი

1965-1976 ეტაპი მეხუთე
ჩემპიონმა დინამომ მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა სეზონი არასტაბილურად ჩაატარა და საბოლოოდ მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა...
წარუმატებელი იყო მომდევნო სეზონიც, რომელიც დინამომ მეშვიდე ადგილზე დაასრულა. აღსაღნიშნავია ფაქტი, რომ დინამომ ქულების უმეტესი ნაწილი ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან დააგროვა - ეს ყველაფერი მეტოქის შეუფასებლობით შეფასდა
გუნდის მთავარი მეგოლე ილია დათუნაიშვილი იყო, კაპიტანი შოთა იამანიძე...
2 წლიანი პაუზის შემდეგ დინამოელებმა კვლავ დაიკავეს საპრიზო სამეულში ადგილი, რაც გუნდში მომხდარი რეკონსტრუქციის შედეგი იყო... გუნდში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, მათ შორის გივი ნოდია, რომელიც გუნდის მთავარი ბომბარდირი გახდა ...
36 შეხვედრა, 16 მოგება, 13 ფრე, 7 მარცხი, ბურთები 53-33, ადგილი 3
სსრკ-ს თასზე 1/8 ფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას, ამ წელს აღსაღნიშნავია საერთაშორისო-ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიური ფლამენგოს განადგურება 4-0

1968 წლის სეზონი გუნდმა შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას, ილია დათუნაშვილის და ბორის სიჭინავას გარეშე დაიწყო, თუმცა იყო მატებაც : რევაზ ძოძუაშვილს და მანუჩარ მაჩაიძეს ძირითად შემადგენლობაში ჰქონდათ დებიუტი...
1969 წლის სეზონი გუნდმა ძალიან წარმატებულად დაიწყო, მოიგო რა ზედიზედ 6 შეხვედრა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
გუნდის კაპიტანი სლავა მეტრეველი გახდა, მწვრთნელი გივი ჩოხელი...
1970 წელს დინამოს 5 ფეხბურთელი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წასული, ალბათ ამანაც იქონია გავლენა, რომ მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ
წარმატებით იასპარეზეს სსრკ-ს თასის გათამაშებაში, სადაც ფინალამდე მიაღწიეს და მოსკოვის დინამოსთან დამარცხდნენ 1-2

1971 წელს გუნდმა კვლავ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები, თუმცა რომ არა სრულად წარმოუდგენელი ჩავარდნები და დიდი ანგარიშით მარცხები შედეგი უკეთესი იქნებოდა...
გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა დიდი ათიანი - დავით ყიფიანი
30 შეხვედრა, 14 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება, ბურთბი 33-33, ადგილი 3
ბომბარდირი - გ.ნოდია 7 გოლი, კაპიტანი ს.მეტრეველი, მწვრთნელი - გავრილ კაჩალინი

1972 წელს გუნდი კვლავ ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, მაგრამ ამ სეზონში აღსაღნიშნავი სხვა მოვლენაა: გუნდი პირველად გამოვიდა ევროპის საკლუბო ტუნრირში - უეფას თასზე.
დინამოს პირველივე ეტაპზე ჰოლანდიის უძლიერესი გუნდი ენსხედენის ”ტვენტე” შეხვდა. პირველი შეხვედრა დინამოელებმა 3-2 მოიგეს, თუმცა 2 კვირაში საპასუხო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
13 სექტემბერი, 1972 წელი - დინამო 3-2 ტვენტე
დინამო : გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლ.ნოდია), გ.ნოდია, ყიფიანი
გოლები : გივი ნოდია -2, ყიფიანი

1973 წელს გუნდი მეხუთე ადგილზე გავიდა, სსრკ-ს თასის გათამაშებასაც ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. გუნდის ბომბარდირი ზედიზედ მეხუთეჯერ გივი ნოდია გახდა.
სსრ კავშირის ჩემპიონატის გათამაშების ახალი დებულებიდან გამომდინარე (ფრედ დასრულებული შეხვედრის მერე ინიშნებოდა პენალტების სერია) გუნდს 7-ჯერ მოუწია 11-მეტრიანი დარტყმების შესრულება, საიდანაც 5 წარმატებული აღმოჩნდა...
დინამოელებმა უეფას თასის პირველ ეტაპზე სოფიის ”სლავია” დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 4-1,0-2; შემდეგ ეტაპზე კი ბელგრადის ”ოფკ” გაანადგურეს 5-1,3-0; ბოლოს ლონდონის ”ტოტენჰემთან” დამარცხდნენ 1-1, 1-5
ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი გამარჯვებები კი გუნდმა ესპანეთში, საერთაშორისო ტურნირ ”კოლუმბის ხომალდზე” მიაღწია, რომელიც ქალაქ უელვაში გაიმართა.

ტუნრირი საკმაოდ პრესტიჟული იყო, თუმცა არასდროს არ ყოფილა, რომ ერთდროულად მიეღო მონაწილეობა ასეთ ძლიერ გუნდებს : ინგლისის ჩემპიონი დერბი ქაუნთი, ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის ატლეტიკო , პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის ბენფიკა და თბილისის ”დინამო”...
18 აგვისტოს ტურნირის ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხეს პენალტების სერიაში 4-2, ფინალში კი ბენფიკა 3-1 დაამარცხეს ვლადიმერ გუცაევის და ყიფიანის გოლებით..

1974 წლის სეზონის დასრულებამდე რამოდენიმე ტურით ადრე გუნდის მთელი არსებობის მანძილზე პირველად შეიქმნა სიტუაცია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე რამოდენიმე ტურით ადრე ”დინამო” საშიშ ზონაში აღმოჩნდა, თუმცა ბოლო სამ ტურში გამარჯვებებმა გუნდი საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გაიყავანა...სსრკ-ს თასზე გუნდი ნახევარფინალში გავიდა...
გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გახდა...
1975 წელს გუნდმა კვლავ გააღწია თასის გათამაშების ნახევარფინალში, თუმცა ჩემპიონატში კვლავ წარუმატებლად გამოვიდნენ - 8-ე ადგილი.
გუნდის ბომბარდირი დავით ყიფიანი გახდა 12 გატანილი გოლით.
ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა ვიტალი დარასელიას...

1976 წელს გუნდი 8წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ სტადიონს, რომელიც რეკონტსტრუქციის შემდეგ მწყობრში ჩადგა...
კვლავ შეიცვალა გათამაშების სისტემა, გაიმართა ორი საკავშირო ჩემპიონატი - საგაზაფხულო და საშემოდგომო... გუნდმა ორივე შემთხვევაში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, გარდა ამისა პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი...
დინამოელებმა ფინალში ერევნის არარატი 3-0 გაანადგურეს შემდეგნი შემადგენლობით :
გოგია,ხიზანიშვილი,კანთელაძე, ხინჩაგაშვილი,ებრალიძე, ჩივაძე, მაჩაიძე, კოპალეიშვილი, გუცაევი, ყიფიანი (წერეთელი), ჩელებაძე
გოლები ყიფიანმა, კანთელაძემ და ჩელებაძემ გაიტანეს...

დინამოელები კვლავ მიიღეს მონაწილეობა ევროთასებზე...
თასების თასის გათამაშების პირველ ეტაპზე კარდიფ სიტი დაამარცხეს 3-0,0-1, თუმცა შემდეგ ეტაპზევე უნგრულ ”მტკ”-სთან ბრძოლაში გამოეთიშნენ ასპარეზობას...


"შვილო, ძალიან გთხოვ, პირგაუპარსავი ნუ წახვალ ”დინამოში”. იქ ყოფნა ქართველი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია. მთელი ქვეყნისგან სიყვარული გუნდისა იმსახურებს იმას, რომ შენ არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნულადაც ეთაყვანო საქმეს, გუნდს”.
დავით ყიფიანი (უფროსი) დავით ყიფიანის მამა."


1977-1982 ეტაპი მეექვსე
1977 წელს დინამომ 24 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ვერცხლის მედლები...
30 ჩატარებული შეხვედრა, 13 მოგება, 13 ფრე, 4 წაგება, ბურთბი 43-26, ადგილი 2

გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავას და რამაზ შენგელიას.
გუნდი შესანიშნავად გამოვიდა უეფას თასზე, სადაც მილანის ”ინტერი” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 1-0, 0-0..ორთაბრძოლაში გადამწყვეტი გოლი ჯუზეპე მეაცაზე დავით ყიფიანმა გაიტანა.
დინამოელებმა ადვილად განვლეს დანიური კოპენჰაგენის ბარიერი, 4-1, 2-1
დაამარცხეს პირველ მატჩში ”გრაასჰოპერსიც”, მაგრამ საბოლოოდ ორიმატჩის ჯამში დამარცხდნენ .

1978 წლის მთელი სეზონის განმავლობაში, აპრილიდან ნოემბრამდე, ჩვენი გუნდი ლიდერებოდა ტუნრირს და ჩემპიონობა ფაქტიურად ოქტომბერში გაინაღდა...
კანონზომიერი იყო ეს გამარჯვება.იგი შრომატევადი მუშაობის და ძიების დაგვირგვინება გახლდათ, რომელიც 2 წლის წინ, გუნდში ნოდარ ახალკაცის მისვლისთანავე დაიწყო... ბრინჯაოს მედგლები, საკავშირო თასი, ვერცხლის მედლები - სეზონი კი ჩემპიონის ოქროს მედლებით დაასრულა.
თბილისელებმა ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგოს, ყველაზე ცოტა წააგეს, გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი, პირველზე გავიდა დუბლშემადგენლობაც, წლის 33 საუკეთესო სპორტსმენს შორის 8 დინამოელი აღმოჩნდა, ქვეყნის ნაკრებში 5 დინამოელი მიავლინეს... წლის საუკეთესო ფეხბურთელი - დინამოელთა გარემარბი რამაზ შენგელია გახდა...
სულ 30 შეხვედრა, 17 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება, ბუთები 45-24,ადგილი 1
ბომბარდირი რამაზ შენგელია გახდა 15 გატანილი გოლით
სსრკ-ს თასზე 5 ეტაპი გადალახეს დინამოელებმა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვის ლოკომოტივთან დამარცხდნენ.
უეფას თასზე გუნდმა კიდევ ერთი იტალიური გრანდი ნაპოლი დაამარცხა ორი მატჩის ჯამში - 2-0,1-1
დაამარცხა ბერლინის ჰერტაც 1-0, თუმცა პირველ შეხვედრაში წაგებული 0-2ის აღმოსაფხვრელად ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო....
გუნდს მანუჩარ მაჩაიძე კაპიტნობდა...
ჩემპიონის ოქროს მედლებით დაჯილდოვდა : ვ.ქორიძე, მ.მაჩაიძე, რ.შენგელია, ვ.გუცაევი, ფ.კანთელაძე, ა.ჩივაძე, დ.ყიფიანი, დ.გოგია, გ/მაჩაიძე, შ.ხინჩაგაშვილი, ვ.დარასელია, ნ.ხიზანიშვილი, დ.მუჯირი, თ.კოსტავა, რ.ჩელებაძე

1979 წელს გუნდი მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა ეს ყველაფერი ჩემპიონატის დებულებაში შეტანილმა კიდევ ერთმა გაუმართლებელმა ცვლილებამ გამოიწვია (სეზონში მერვე ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდებს ფრეზე ქულები აღარ ემატებოდათ)...
დინამოელებმა სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრა წააგეს, ისე როგორც ჩემპიონმა სპარტაკმა, და დონეცკის ”შახტარსა” და კიევის ”დინამოზე”, რომელთაც 8-8 წაგება ჰქონდათ, დაბლა აღმოჩნდნენ...
დინამო შესანიშნავად გამოვიდა სსრ კავშირის გათამაშებაში , სადაც ფინალამდე 7 გუნდი დაამარცხა, ფინალში კი მოსკოვის ”დინამოსთან”, რომლის ძირითად დროში მეტოქეებს გოლი არ გაუტანიათ, მატჩის შემდგომ პენალტებში თავი ისახელა ოთარ გაბელიამ და ორი გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია...
ამ წელს გაიმართა სსრ კავშირის ხალხთა მეშვიდე სპარტაკიადა, სადაც მოკავშირე რესპუბლიკების ნაკრები გუნდები გამოდიოდნენ. საქართველოს მთლიანად თბილისის ”დინამო” წარმოადგენდა...
დინამოელებმა პირველ ეტაპზე დაამარცხეს ლატვიის ნაკრები 5-0, ყირგიზეთი 3-0, ფრედ დაასრულეს აზერბაიჯანთან 0-0, მეორე ეტაპზე დაამარცხე ლენინგრადის ნაკრები 4-2, ყაზახეთი 3-2, ფრედ დაასრულა რსფსრ-ს ნაკრებთან 1-1... გავიდნენ ფინალში, სადაც მოსკოვის ნაკრებთან (სპარტაკი,დინამო,ტორპედო,ლოკომოტივი) 1-2 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
1980 წელს მოიპოვეს დინამოელებმა ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დიდებული გამარჯვება: დინამო 3-0 ლივერპული

1980წლის ჩემპიონატში კვლავ მეოთხე ადგილზე გავიდა დინამო...
სსრკ-ს თასის გათამაშებაში კვლავ ფინალში გავიდნენ, თუმცა დონეცკის შახტართან დამარცხდნენ 1-2
თასების თასის გათამაშებაში გოლ გაუშვებლად დაამარცხა ბერძნული კასტორია და ირლანდიური უოტფორდი.
გუნდმა მოაწყო ტუნრე არგენტინაში (2 მოგება,1ფრე,2 მარცხი), რუმინეთში (3გამარჯვება,1ფრე), ესპანეთში (2ფრე)

1981 წლის მოგონებები, რაც ამ სეზონთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ერთი მოვლენით არის განპირობებული, რომელიც არა მარტო კლუბის, არამედ მთელი ერის საფეხბურთო ისტორიაში - თვალსაჩინოა. დინამომ მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი!!!

user posted image

კავშირის ჩემპინატი დინამომ მესამე ადგილზე დაასრულა ..
ბომბარდირი 23 გატანილი გოლით რამაზ შენგელია გახდა, კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე გახლდათ

1981 წლის ევროთასებზე გამოსვლა




ამავე წელს გაიმართა ტუნრირი მადრიდში, სადაც თბილისელებმა მიუნხენის ბაიერნი დაამარცხეს შენგელიას დუბლის წყალობით, რამაზმა 2 გოლი მადრიდის რეალთანაც გაიტანა , მაგრამ 2-4 დავმარცხდით

1982 ამ სეზონის შემდეგ დინამოს საპრიზო ადგილები აღარ დაუკავებია...თუმცა გუნდი ევროთასებზე კვლავ შესანიშნავად გამოვიდა და მხოლოდ ნახევარფინალში გამოეთიშა ასპარეზობას ლიეჟის სტანდარტთან... (გზად კი გრაცის ”გრაცერი”, ფრანგული ”ბასტია” და ვარშავის ”ლეგია” ჩამოიშორა)

1983-1989 ეტაპი მეშვიდე
მოხდა დიდი ცვლილებები გუნდის შემადგენლობაში , წავიდა გუნდიდან დ.ყიფიანი, შ.ხინჩაგაშვილი, თ.კოსტავა, ნ.ხიზანიშვილი, რ.ჩელებაძე... საავტომობილო კატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა ვიტალი დარასელია...
რისი შედეგიც იყო ჩავარდნა, რაც ათწლეულის ბოლომდე გაგრძელდა.....
გუნდი გამოვიდა ევროთასებზე... დამარცხდა რო იტალიურ ”ნაპოლთან” ბურთების უარესი შედეგის გამო.2-1,0-1, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებით შეხვედრაში მსაჯმა თბილისელებს 1000% გატანილი ბურთი გაუგებარი მიზეზით არ ჩაუთვალა.
გუნდის ბომბარდირი კვლავ რამაზ შენგელია ხდებოდა, კაპიტანი კი ალექსანდრე ჩივაძე, მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი...
2 წლის განმავლობაში გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი იყო
გუნდმა უამრავი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ...
1986-წლიდან იმართებოდა სსრკ ფეხბურთის ფედერაციის თასი, თუმცა დინამოელები არცერთხელ არ გასულან ქვეჯგუფიდან...

1987 წელს გუნდი უეფას თასზე გავიდა (დაიკავა რა მეხუთე ადგილი ჩემპიონატში) , სადაც პირველ ეტაპზე ბულგარული ლოკომოტივი გამოთიშა ასპარეზობას 3-0,1-3; შემდეგ ბუქარესტის ”ვიქტორია” 2-1, 0-0; ასპარეზობას კი ბრემენის ვერდერთან ბრძოლაში გამოეთიშა 1-2,1-1

სსრკ კავშირის ბოლო თაობას ა.ჩივაძე, ს.ჭედია, ო.გაბელია, რ.შენგელია, თ.სულაქველიძე, ა.ცვეიბა, გ.გურული, ო.კორღალიძე, გ.კეტაშვილი, ზ.სვანაძე, გ.ცაავა, მ.მესხი უმცროსი, ნ.კაკილაშვილი, მ.არზიანი, გ.ჯიშკარიანი , თ.ქეცბაია, კ.გოგიჩაიშვილი, კ.ცხადაძე, ო.თეთრაძე, კ.კაჭარავა, ბ.თედეევი და ა.შ წარმოადგენდნენ....

„დინამო“ თავისი საფეხბურთო წარმატებებით „დამოუკიდებლობაწართმეული“ საქართველოს იდენტობას, ნიჭიერებასა და სიძლიერეს უსვამდა ხაზს . ყოველი თამაშისას საქართველოს ბრძოლის ხაზი სტადიონზე გადიოდა. სტადიონზე, რომელსაც უბრძოლველად არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ ტოვებდა. „დინამო“ ყველაფერი იყო ქართველებისთვის, უპირველესად კი, განუზომელი, გიჟური სიამაყის წყარო . . .

„დინამო“ ქართველობაში აღვიძებდა პატრიოტიზმს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში თანდათან იფერფლებოდა, კვდებოდა . . .

„დინამოს“ თამაშებზე დადიოდნენ არა მარტო ფეხბურთის მოყვარულები, არამედ ყველა, ვისაც სამშობლოს გამარჯვების ბედნიერების წუთის განცდა სურდა.

და ბოლოს, დიდი იმპერიის საზღვრებში მოქცეულ საქართველოს ხშირად სწორედ „დინამოთი“ აცნობდნენ უცხოელებს . . .


ამ პერიოდის მერე დინამო ეროვნულ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას... ხალხის ინტერესმა გუნდისადმი მრავალი მიზეზის გამო იკლო... „დინამო“, რომლის ფეხბურთელებიც „მარაკანასა“ და „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკებს აოცებდნენ, საქართველოს ჩემპიონობასაც ვეღარ ახერხებს.

20– წლიანი უძრაობის ხანა „დინამოში“ და ჭაობივით ჩამთრევი წარუმატებლობა მთლიანად ქართულ ფეხბურთში . . . მაგრამ ფეხბურთს, რომელსაც ჰყავდა პაიჭაძე, ღოღობერიძე, იამანიძე, დათუნაშვილი, მესხი, მეტრეველი, მაჩაიძე, ყიფიანი, შენგელია, მთლიანად „დინამო“ და ჰქონდა ასეთი ტრადიციები, მომავალი აუცილებლად ექნება: კიდევ ერთი „ოქროს თაობა“ აუცილებლად გამოჩნდება

user posted image

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:07  #25083984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
1990-2000 ეტაპი მერვე
1990 წლის 30 მარტს, ეროვნულ სტადიონზე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწყო! ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სწორედ ფეხბურთმა შეუწყო ხელი;
...ადრე თუ გვიან, საბჭოთა კავშირი მაინც უნდა დაშლილიყო და ყველა რესპუბლიკა დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდა; თუმცა, საქართველოს შემთხვევაში სწორედ... ფეხბურთით დაიწყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. და აი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე გადაწყდა, რომ ამიერიდან ყველა ქართული გუნდი საკუთარ, ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებდა.
...ჩემპიონატის პირველი ტური მარტის ბოლო რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო; თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალდაარსებულმა ხელმძღვანელობამ, ვფიქრობთ, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო: ტურის რვა შეხვედრა 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, ერთი დღით ადრე კი ჩემპიონატის საზეიმო გახსნის პატივი თბილისის იბერიას და ფოთის კოლხეთს უნდა რგებოდათ.
გოლი: გელა კეტაშვილი (იბერია, საკუთარ კარში)
იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა.
შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი 1913: მ. გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, დ. მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი.
შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე.
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე
არასასურველი შედეგით დასრულებული პირველი ტურის მიუხედავად თბილისის ”იბერია” დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონი გახდა...
დინამოელებმა 78 ქულა მოიპოვეს და 91 გოლი გაიტანეს...
ჩემპიონატის ბომბარდირი 23 გატანილი გოლით გ.გურული გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად ასევე დინამოელი თემურ ქეცბაია დაასახელეს, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა გიორგი ნემსაძე გახდა, წლის საუკეთესო მცველი კი კახა ცხადაძე..
დინამოელებმა საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში სამი ეტაპი უპრობლემოდ გადალახეს, თუმცა ½ ფინალში ლანჩუხითის გურიასთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში 0-1.0-2
გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი გახლდათ, კაპიტანი კი კახი ცხადაძე
1991 წლის სეზონი ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადავიდა შეჯიბრების ახალ - გაზაფხული-შემოდგომის კალენდარზე, ამის გამო ჩემპიონატი მხოლოდ ერთ წრედ ჩატარადა - გაზაფხულზე. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი წაუგებლად განვლო და კვლავ პირველი ადგილი დაიკავა.
ბომბარდირი დინამოელი მიხეილ ყაველაშვილი გახდა 12 გატანილი გოლით
შემდეგ სეზონში დინამოელებმა არაჩვეულებრივი მაღალი შედეგიანობა აჩვენეს..გაიტანეს რა 115 გოლი 38 შეხვედრაში , 26 გატანილი გოლით ბომბარდირი კახა კაჭარავა გახდა.
კვლავ პირველი ადგილი 27 მოგებული შეხვედრით სეზონში.
გუნდი პირველად გახდა ქვეყნის თასის მფლობელიც, დაამარცხა რა ფინალში სოხუმის ”ცხუმი” 3-1

1992-1993 წლის სეზონიდან გუნდს დაუბრუნდა ტრადიციული სახელი ”დინამო”, სახელი, რომლითაც მოიპოვა პოპულარობა და ხალხის სიყვარული ათწლეულების განმავლობაში.
გუნდმა კვლავ დუბლი შეასრულა, მოიგო რა ქვეყნის ჩემპიონატი და ქვეყნის თასიც.
ფინალში ბათუმის ”დინამო” დაამარცხეს 4-2.
ბომბარდირი შოთა არველაძე გახდა, მთავარი მწვრთნელად კი დავით ყიფიანი რევაზ ძოძუაშვილმა შეცვალა.
5 წლიანი პაუზის შემდეგ 93-94 წლების სეზონში დინამო ევროთასებსაც დაუბრუნდა:
ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში ჩრ.ირლანდიური ”ლინდფილდი” დაამარცხეს 2-1;1-1, თუმცა მსაჯების მოსყიდვის მცდელობის გამო გუნდი რამოდენიმე წლით გათამაშებიდან მოიხსნა...
მთელი სეზონი ლიდერობდნენ და საბოლოო ჯამშიც პირველ საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი, თასის ფინალში კი ამჯერად რუსთავის მეტალურგი დაამარცხეს 1-0.
საუკეთესო ფეხბურთელად შოთა არველაძე დასახელდა, ბომბარიდირები კი მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე იაშვილი გახდნენ 28-28 გატანილი გოლებით. კაპიტნის სამკლაური გიორგი ნემსაძემ გადაიბარა, მთავარი მწვრთნელი კი გივი ნოდია გახდა.
1994-1995 სეზონში გუნდმა ეროვნულ პირველობაზე კვლავ დუბლი გაახერხა
90 შესაძლო ქულიდან გუნდმა 78 მოიპოვა, გაიტანა 125! გოლი...
ორი შეხვედრა მოიგო 9 ბურთიანი უპირატესობით, გარდა ამისა დაამარცხა თავის მეტოქეები 4-0,6-0,5-0,6-1,7-0,7-1,8-2...
ბომბარდირი 24 შეხვედრაში 24 გატანილი გოლით ალექსანდრე იაშვილი გახდა, კაპიტანი მიხელ ყაველაშვილი და გოჩა ჯამარაული.
დინამომ მონაწილეობა მიიღო უეფას თასის გათამაშებაში, სადაც პირველ ეტაპზე ორივე შეხვედრაში დაამარცხა რუმინული ”უნივერსიტატია”, 1/32 ფინალში კი პირველ შეხვედრაში ავსტრიული ”ინსბრუკის” 1-0 დამარცხების მიუხედავად ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა
1995-96 წლების სეზონში დინამომ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა, მოიპოვა რა პირველი ქართული სუპერთასი, ფინალში დაამარცხა ბათუმის დინამო (4-0), ისე როგორც თასის ფინალში (1-0)
ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ისე გახდა ჩემპიონი, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გახდა, რომელმაც კარიერა სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტიში გააგრძელა.
გუნდს სათავეში დავით ყიფიანი დაუბრუნდა, ბომბარდირი კვლავ იაშვილი გახდა, კაპიტნის სამკლაურით კი მოედანზე გუნდი ირაკლი ზოიძეს გაყავდა.
წარუმატებელი გამოდგა უეფას თასზე მეორეჯერ ასპარეზობა ( ბულგარულ ბოტევთან 0-1;0-1)
1996-97 წლებში დინამოელებმა კვლავ სამივე ტიტული მოიპოვეს:
ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილოსანს სარეკორდოდ 17 ქულის სხვაობით გაუსწრო, სუპერთასის და თასის ფინალში კვლავ ბათუმის დინამო დაამარცხა 1-0 და 4-1
დინამომ უეფას თასზეც მიაღწია წარმატებას...პირველ ეტაპზე ლუქსემბურგის ”გრევენმახერი” გაანადგურა, მეორეში ნორვეგიული ”მიოლდე” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 2-1,00...
გათამაშების 1/32 ფინალში დინამოს მეტოქედ მოსკოვის ”ტორპედო” შეხვდა, რომელიც ჯამარაულის გატანილი გოლებით იქნა დამარცხებული.. გავიმარჯვეთ 1/16 ფინალის პირველ ეტაპზეც პორტუგალიურ ”ბოავიშტასთან” 1-0, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 0-5 მარცხი..
1997-98 წლის სეზონში დინამო მხოლოდ ჩემპიონი გახდა (10 ქულიანი უპირატესობით)
ბომბარდირი ლევან ხომერიკი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელი დავით მუჯირი.
დინამოელი დისკვალიფიკაციის შემდეგ უპირველეს ევროთასს დაუბრუნდნენ სადაც პირველ ეტაპზე კვლავ ჩრ.ირლანდიური კლუბი შეხვდათ (კრუზეიდერსი 3-1,5-1), მეორეზე კი დინამოელთა მეტოქე გერმანული ლევერკუზენის ”ბაიერი” გახდა,რომლის განმეორებით შეხვედრაში დამარცხება საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად (1-6,1-0)
user posted image
შემდეგ სეზონში დინამოელები ყველაზე ახლოს იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან, თუმცა მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით ეს უფლება ბილბაოს ”ატლეტიკმა” მოიპოვა.
ჩემპიონატში კი პირველად შეირყა მისი პოზიციები...ქუთაისის ”ტორპედომ” და თბილისის ”ლოკომოტივმა” სერიოზული კონკურენცია გაუწიეს დინამოელებს...
ქუთაისელებმა სეზონის თითქმის ბოლომდე იბრძოლეს ჩემპიონობისთვის, ლოკომოტივმა კი დინამო თასის 1/8 ფინალში გამოთიშა ასპარეზობა.
აღსაღნიშნია ფაქტი, რომ დინამოში პირველად მოიწვიეს უცხოელი სპეციალისტი (იოჰან ბოსკამპი)
ფეხბურთელებმა მასობრივად დაიწყეს გუნდიდან გადინება...რამაც შედეგი შემდეგ სეზონშივე ჰპოვა ასახვა, დინამომ ჩემპიონობა ქუთაის ტორპედოს 3 წლით დაუთმო , ვერც თასის გათამაშებაში აღწევდნენ წარმატებას და ვერც ევროთასებზე...
ერთადერთი ტიტული 2000 წელს საქართველოს სუპერთასი მოპოვება იყო, როდესაც ქუთაისის ტორპედო დაამარცხა 1-0.

2001-2010 ეტაპი მეცხრე
2002 წელს გუნდში ახალი ფეხბურთელებით შეივსო, მეორე წრიდან გუნდს სათავეში ხორვატი ივო შუშაკი ჩაუდგა, რომელთან ერთადაც გუნდმა კვლავ დაიბრუნა ჩემპიონის ოქროს მედლები, მოგიო საქართველოს თასი, მოიგო დსთ-ს თასი და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად გააკეთა...
ი.ზოიძე, დ.გვარამაძე, გ.შაშიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ა.ამისულაშვილი, კარლოსი, ი.კანდელაი, ა.გოგობერიშვილი, ვ.ბურდული, ვ.დარასელია, მ.ბობოხიძე, გ.ანჩაბაძე, ს.იაშვილი, რ.ალექსიძე - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს მთლიანი სეზონი და გაიმარჯვეს, დაამარცხეს ბოლნისის ”სიონი” თასის ფინალში, ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზეც ალბანეთის ჩემპიონი 3-0 გაანადგურეს , თუმცა ამ წარმატებას სამწუხაროდ იმ სეზონში გაგრძელება აღარ მოყვა...
შემდეგ სეზონშიც დინამოელებმა ჩემპიონატის პირველი ნახევარი 8 ქულიანი უპირატესობით მოიგეს, იანვარში კი მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც ყოველწლიურ დსთ-ს ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ექვსივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ტურნირის ტრიუმფატორებიც გახდნენ...
user posted image
თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგიც ჰქონდა - დინამოს წამყვანმა ფეხბურთელებმა კარიერის გაგრძელება რუსეთსა და უკრაინაში ცადეს, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ივო შუშაკიც, რომლის ადგილიც გია გეგუჩაძემ დაიკავა . მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ვერ შეძლო არსებული ფორის შენარჩუნება და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა გუნდი, თუმცა მის სახელთან სხვა წარმატებაა დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ გუნდმა მერვეჯერ მოიპოვა ქვეყნის თასზე წარმატებით იასპარეზა უეფას თასზე, სადაც შეძლო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ითამაშა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე...
გუნდმა სამჯერ შეძლო საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის შემობრუნება : პირველად ბორისოვოში, პირველ ტაიმში 2-0 წაგებული შეხვედრა 3-2 მოიგო, შემდეგი იყო პრაღაში 1-3 დამარცხების მიუხედავად ”სლავიას” ჩამოტოვება ,
user posted image
გადამწყვეტი შეხვედრა კი პოლონეთის ჩემპიონთან - კრაკოვის ”ვისლასთან” გველოდა, რომელშიც იმ დროს პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული... დრამატულ ბრძოლაში 4-3 დავმარცხდით კრაკოვში, თუმცა თბილისში 35 000 გულშემატკივრის წინაშე გიორგი ნემსაძისა და მიხეილ კაკალაძის გატანილი გოლებით ”დინამომ” პირველად შეძლო ევროთასებზე წლის ბოლომდე ეთამაშა...
ჯგუფურ ეტაპზე დინამომ ოთხივე შეხვედრა წააგო ფრანგულ სოშოსთან, ინგლისის ნიუკასლთან, პორტუგალიურ სპორტინგთან და ბერძნულ პანიონისთან
user posted image
ამ წლის შემდეგ დინამოს ევროთასებზე წარმატება აღარ მიუღწევია, თუმცა იყო რამოდენიმე დასამახსოვრებელი და ღირსეული შეხვედრა ...

ბოლო 5 წლის განმავლობაში დინამოს გამოსვლას ერთი სიტყვით არადამაკმაყოფილებელი შეგვიძლია ვუწოდოთ.

მხოლოდ 2 ჩემპიონობა, ერთი თასი და 2 სუპერთასი სწორედ ასე უნდა შევაფასოთ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მონაგარი ეროვნულ პირველობაზე...

დინამოს სამწვრთნელ შტაბში დიდი ცვლილებები იყო, თუმცა მესამე სეზონია გუნდს სათავეშე დინამოს ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი ბომბარდირი კახა კაჭარავა უდგას, რომელმაც გუნდი ყველაზე რთულ სიტუაციაში ჩაიბარა (გუნდს უჭირდა როგორც ფინანსურად, ტრავმიანობის მხრივ გუნდში ნამდვილი ეპიდემია იყო) .
გუნდში ითამაშა ბევრმა ლეგიონერმაც, რომელთა შორისაც აღსაღნიშნავია მსოფლიოში ცნობილი ნედ ზელიჩი, გაბონის ეროვნული ნაკრების მთავარი კიპერი დიდიე ოვონო და ა.შ
user posted image
დინამო ფონს სწორედ ლეგიონერების და მისი აღზრდილი ფეხბურთელებით გადიოდა, რომელთაგანაც ბევრმა კლუბი დატოვა და კარიერა უცხოეთში გააგრძელა, თუმცა დინამოში დღემდე რჩებიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში 5 წელია ძირითად ბირთვს ქმნიან და მის ბოლო დროინდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით...
user posted image

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:25  #25084239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

საქართველოს 13 გზის ჩემპიონი:1990-1999,2003,2005,2008
საქართველოს თასის 9 გზის მფლობელი:1992-1997.2003.2004,2009
საქართველოს სუპერთასის 5 გზის ფლობელი:1996,1997,1999,2005,2008
სსრკ-ს 2 გზის ჩემპიონი:1964,1978სსრკ-ს თასის 2 გზის მფლობელი:1976,1979დსთ-ს თასის მფლობელი:2004
თასების მფლობელთა თასის მფლობელი:1981

XX საუკუნის ციფრები

დინამო თბილისის XX საუკუნის სიმბოლური შემადგენლობა:
მეკარე: სერგო კოტრიკაძე
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი , ალექსანდრე ჩივაძე , მურთაზ ხურცილავა , გივი ჩოხელი
ნახევარმცველები: ვიტალი დარასელია , ავთანდილ ღოღობერიძე , დავით ყიფიანი
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი , ბორის პაიჭაძე , მიხეილ მესხი
მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი

-დინამო თბილისს ეკუთვნის საქართველოში ყველაზე გრძელი სერია საშინაო წაუგებელ თამაშებზე...99 მატჩი 1994 წლის 5 ოქტომბრიდან 2000 წლის 27 აგვისტომდე
-ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული მატჩები შეადგენს 23-ს (1995/96 სეზონის 18 ტურიდან 1996/97 სეზონის მე-11 ტურის ჩათვლით
-შინ ზედიზედ მოიგო 18 მატჩი (1994/95 - 1995/96 სეზონებში)
-სტუმრად ზედიზედ მოიგო 13 მატჩი (1993/94 -1996/97)
-1993-1994 წლებში მოიგო 31 მატჩი ერთი სეზონის განმავლობაში
-ამავე წელს გაიტანა 130 გოლი ერთ სეზონში
-ყველაზე ცოტა გოლი 9 გაუშვა 1991 წლის სეზონში
-ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება აქვს ბორჯომთან 12-0 2008-2009 სეზონში
-17 ქულით მოიგო 1996-1997 წლების ჩემპიონატი
-არასდროს არ გავარდნილა სსრკ-ს უმაღლესი ლიგიდან ,ხოლო საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილზე ნაკლები არ დაუკავებია...
5-ჯერ გავედით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მეორე ადგილზე,მესამეზე 14-ჯერ...მეექვსე შედეგი სსრკ-ს მასშტაბით
6-ჯერ წააგეს სსრკ-ს თასის გათამაშების ფინალში...ამ მხრივ მეშვიდე შედეგია სსრკ-ს მასშტაბით..
ყველა დროის სსრკ-ს საუკეთესო გუნდებს შორის დინამო მეოთხეა მოსკოვის სპარტაკის,მოსკოვის დინამოს და კიევის დინამოს შემდეგ...
51ჯერ მიიღო მონაწილეობა სსრკ-ს გათამაშებაში,1424 შეხვედრიდან 621 მოიგო ხოლო 406 შეხვედრა ფრედ დაასრულა,მოიგო თამაშების 58%...ბურთების სხვაობა 2176-1677=+499
რამაზ შენგელია 2-ჯერ,ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი თითო-თითოჯერ გახდნენ წლის საუკეთესო მოთამაშეები...
სერგო კოტრიკაძე(1962) და ოთარ გაბელია(1979) გახდნენ წლის საუკეთესო მეკარეები......
ზაურ კალოევი ორჯერ,ილია დათუნაშვილი,გივი ჩოხელი,გიორგი გავაშელი,რამაზ შენგელია თითოჯერ გახდნენ გათამაშების ბომბარდირები..
ასევე დინამოელებს ეკუთვნით მრავალი პრიზი სსრკ-ს გათამაშებისა......

- დინამოს ღირსება 500-მდე ფეხბურთელს დაუცავს, მათ შორის კი ყველაზე ადრე ნ.ანიკინი დაიბადა 1904 წელს, იგი ნახევარმცველი იყო და დინამოში 1936-1937 წლებში თამაშობდა, ყველაზე გვიან კი ნიკა კვეკვესკირი... 1992 წელს დაბადებული უნივერსალი "დინამოს" მიმდინარე სეზონში შეუერთდა გუნდს...


უხერხული და პრინციპული მეტოქეები
სსრკ კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში სულ 3 გუნდია, რომელსაც თბილისის დინამოსთან ურთიერშეხვედრებში დადებით ბალანსი აქვს : კიევის დინამო, მოსკოვის დინამო და სპარტაკი (აგრეთვე არის ლენინგრადის სპარტაკი და დუშამბეს პამირი, თუმცა ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ თბილისელებს...)

ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გვაქვს მოსკოვის ტორპედოსთან, ცსკ-სთან, ლოკომოტივთან, ლენინგრადის ზენიტთან, დონეცკის შახტართან...
ძალიან რთული შეხვედრები უწევდა დინამოს ბაქოს ნეფთჩისთან და ერევნის არარატთან (განსაკუთრებული პრინციპულობით სწორედ ამ უკანასკნელთან შეხვედრები ითვლებოდა):
ნეფთჩი 52 შეხვედრაში 25 მოგება და 16 ფრე, ბურთები 75-48
არარატი 58 შეხვედრა 23 მოგება და 19 ფრე, ბურთები 75-62
ამას დამატებული თასზე ჩატარებული 7 შეხვედრა, საიდანაც დინამომ 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი კი 1976 წლის თასის ფინალია, სადაც დინამოელებმა სწორედ არარატის ფეხბურთელები გაანადგურეს 3-0.

ქართული კლასიკო

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ძალიან უხერხული მეტოქე იყო დინამოსთვის თბილისის ”ამერი”, რომელმაც მისი ხანმოკლე არსებობის ისტორიაში შეძლო და დინამოსთან უარყოფითი შედეგი აიცილა თავიდან...
საკმაოდ უჭირს დინამოს ასევე თბილისური ”ვიტ ჯორჯიას” დამარცხება, თუმცა ბოლო სამი შეხვედრა დინამოელთა დამაჯერებელი გამარჯვებებით დასრულდა.
თბილისური გუნდების გარდა დინამოს პრინციპული მეტოქეები რუსთავის ”ოლიმპი” და ”ზესტაფონი” არიან, თუმცა დინამოს ყველასთან დადებითი ბალანსი აქვს.
ტორპედო - 52 შეხვედრა და 28 გამარჯვება...
ამერი - 8 შეხვედრა, 3 გამარჯვება, 2 ფრე
ოლიმპი - 18 შეხვედრა, 8 გამარჯვება, 4 ფრე
ზესტაფონი - 29 შეხვედრა, 13 გამარჯვება, 7 ფრე
ვიტ ჯორჯია - 40 შეხვედრა, 13 გამარჯვება, 16 ფრე

დინამო - ოლიმპი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


დინამო - ზესტაფონი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




მიმაგრებული სურათი
1414opj.jpg
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:38  #25084466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
1925-დან დღემდე : კაპიტნები, მწვრთნელები, ბომბარდირები, შეხვედრები...

ყველაზე დიდხანს დინამოს ავთამდილ ღოღობერიძე და ბორის პაიჭაძე კაპიტნობდნენ...
დინამოს ყველა კაპიტანი - ანდრო ჟორდანია (1925-1928,1930-1931), შოთა შავგულიძე (1936-1940), ბორის პაიჭაძე (1941-1947; 1949-1951), გაიოზ ჯეჯელავა (1947-1948), ავთანდილ ღოღობერიძე (1952-1961), ვლადიმერ ელოშვილი (1957 ½), შოთა იამანიძე (1961-1967), სლავა მეტრეველი (1968 – 1971), მურთაზ ხურვილავა (1971 – 1975), ზორბეგ ებრალიძე (1975), ვოვა ჭელიძე (1976), მანუჩარ მაჩაიძე (1977 – 1980), ალექსანდრე ჩივაძე (1980 – 1985,1987 ),
user posted image
ვიტალი დარასელია (1981), ოთარ გაბელია (1986,1988-19989), თენგიზ სულაქველიძე (1988), ---------------- კახი ცხადაძე (1990-1991), გია ჯიშკარიანი (1991-1992) , (1992-1993), გიორგი ნემსაძე (1993-1994,2004)), მიხეილ ყაველაშვილი (1994), გოჩა ჯამარაული (1994-1995), ირაკლი ზოიძე (1995-1998,), მამუკა მაჭავარიანი (1995-97), ნუგზარ ლობჟანიძე (1997-98), რატი ალექსიძე (1998-2000), ლევან ცქიტიშვილი (1998-99), გივი დიდავა (1999-2000), თენგიზ სიჭინავა (2000-01), სოსო გრიშიკაშვილი (2000-01), გიორგი შაშიაშვილი (2001-2004),
ბოლო წლებში დინამომ ბევრი კაპიტანი გამოიცვალა, ამიტომ ზუსტ თარიღებს ვერ შემოგთავაზებთ : ლევან სილაგაძე, შოთა კაშია,სერგი ორბელაძე, დავით დიღმელაშვილი,დავით ოდიკაძე, ლევან ხმალაძე, გურამ კაშია (2009-2010),ალექსანდრე კოშკაძე (2010-2011)
user posted image



დინამოს ბომბარდირები:
ბომბარდირები : ბორის პაიჭაძე 1936 – 7; 1936 – 6;1937 – 8;1938 – 14;1939 – 19;1946 – 14;
გ.ჯეჯელავა და ბ.ბერეჟნოი 1940 – 13
გ.ანთაძე 1945 – 9
გ.ჯეჯელავა 1947 – 12;1948 – 11;
ა.ზაზროევი 1949 – 19
ავთანდილ ღოღობერიძე 1950 – 25;1951 – 16; 1953 – 14; 1954 – 10; 1955 – 9;
(დინამოს საუკეთესო ბომბარდირი სსრკ-ს ჩემპიონატში)
ა.ჭკუასელი 1952 – 7; 1956 – 11
ბ.ხასაია 1957 – 7
შოთა იამანიძე 1958 – 11;
ზაურ კალოევი 1959 – 16; 1960 – 20; 1961 – 14; 1962 – 12;
user posted image
დინამოს პირველი ბომბარდირი ბორის პაიჭაძე და ზაურ კალოევი
(დინამოს საუკეთსო ბომბარდირი სათასო შეხვედრებში (პაიჭაძე) და საუკეთესო საერთაშორისო შეხვედრებში (კალოევი) )
ვლადიმერ ბარქაია 1963 – 15; 1965 - 9
ილია დათუნაშვილი 1964 – 13; 1966 – 20
გივი ნოდია 1967 – 13; 1969 – 10; 1970 – 17; 1971 – 7; 1972 – 8; 1973 - 11
გ.გავაშელი 1968 – 22
მანუჩარ მაჩაიძე 1974 – 7
დავით ყიფიანი 1975 – 12; 1976 – 9 ; 1977 – 14;
რამაზ შენგელია 1978 – 15; 1980 – 17; 1981 – 23; 1982 – 16; 1983 – 11; 1984 – 9; 1985 – 6; 1987 – 9;
user posted image
რამაზ შენგელია, დინამოს ყველა დროის ბომბარდირი 170 გატანილი გოლით
რევაზ ჩელებაძე 1979 – 9; 1986 – 10;
გ. გურული 1988 – 9 ; 1990 - 23
კახი კაჭარავა 1989 -8; 1992 - 26
მიხეილ ყაველაშვილი 1991 – 12; 1994 – 28;
შოთა არველაძე 1993 – 18;
ალექსანდრე იაშვილი 1994 – 28; 1995 – 24; 1996 – 26 (26 გოლი 25 მატჩში),
user posted image
დინამოს საუკეთესო ბომბარდირი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
გიორგი დემეტრაძე 1997 – 26
ლევან ხომერიკი 1998 – 23
მიხეილ აშვეთია 1999 – 26
რატი ალექსიძე 2000 – 12
რობერტ ზირაქიშვილი 2001 – 21
მიხეილ ბობოხიძე 2002 – 13
დარასელია 2003 – 15
ლადო ახალაია 2004 – 14
ლევან მელქაძე 2005 - 27
ჯაბა დვალი 2006 – 21
სანდრო იაშვილი 2007 – 20
მიხეილ ხუციშვილი, 2008 – 16
გიორგი მერებაშვილი,ილია სპასოევიჩი 2009 – 13
ჯორჯ აკირემი 2010 - 11



ყველა მწვრთნელი :
გ.ფაჩულია 1936,
ა.სოკოლოვი 1937-39,1950,1958, ,
მ.ბუტუსოვი 1939-40,
პ.ფილიპოვი 1941,
ა.ჟორდანია 1945-1947-1955, 1959-1961
მ.ბერძენიშვილი 1948,
მ.მინაევი 1949-50,
მ.იაკუშინი 1951-53, 1963-1964,75
ბ.პაიჭაძე 1952-54,
გ.ჯეჯელავა 1956-57,
ა.ღოღობერიძე 1961-1962,
გ.კაჩალინი 1964-65,71-72
ა.კოტრიკაძე 1966,73
ვ.სოლოვიოვი 1967-68
გ.ჩოხელი 1969-70,74
ნ.ახალკაცი 1976-86
user posted image
დ.ყიფიანი 1984-85,88-91,96-98
კ.ასათიანი 1987
გ.ზონინი 1987,88
რ.ძოძუაშვილი 1991-93;98
გივი ნოდია 1993-95,2002
მურთაზ ხურცილავა 1999
იოჰან ბოსკამპი 1999
ოთარ კორღალიძე 2000
ჯემალ ჩიმაკიძე 2000
რევაზ არველაძე 2001
გოჩა ტყებუჩავა 2001
ივო შუშაკი 2002,03,04
user posted image
გია გეგუჩაძე 2004,05
კახა ცხადაძე 2005
ა.ჩერნიშოვი 2006
დ.უჰრინი 2006-07
რ.ცობელი 2007-08
კახა კაჭრავა 2006,2008-2010


დინამომ 80 წლის განმავლობაში 500-მდე საერთაშორისო-ამხანაგური მატჩი გამართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან. ძირითადად დინამო საზღვარგარეთ მართავდა ტურნეებს და შეხვედრათა უმრავლესობაც სტუმრად არის ჩატარებული:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



დინამო ოთხთა ტურნირზე
რეალი 2-4 (შენგელია 2)
ბაიერნი 2-1 (შენგელია 2)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დამოუკიდებლად ჩატარდა დინამოელთა მიერ საზღვარგარეთ ჩატარებულ ტურნეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა...
გუნდი ზამთარ-ზაფხულ მოსამზადებელ ეტაპზე მართავდა ამხანაგურ შეხვედრებს, რომელთა უმრავლესობა ისტორიას არ შემორჩა, თუმცა იყო რამოდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი თუ მოვლენა...

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გამარჯვება თანამეგობრობის თასზე 2004 წელს...
დინამოელებმა ჯგუფში დაამარცხეს ყირგიზეთის ჩემპიონი ”ჟაშტიკი” 7-1, ყაზახური ”ირტიში” 5-3, ხოლო ლატვიის ”სკონტოსთან” ფრედ დავასრულეთ შეხვედრა 2-2

მეოთხედფინალში ბელარუსის გომელი 4-1 გავანადგურეთ, ხოლო ნახევარფინალში მოლდოვის ჩემპიონი დავამარცხეთ 2-1
ფინალი 25 იანვარს გაიმართა, სადაც ჩვენი მეტოქე კვლავ რიგის ”სკონტო” გახლდათ...
პირველი გოლი ლატვიელების ანგარიშზეა, თუმცა შემდეგ ვიტალი დარასელია, რატი ალექსიძემ და დავით კვირკველიამ ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს და საბოლოოდ 3-1 დინამოს სასარგებლოდ:
გვარამაძე - ახალაია, შაშიაშვილი, კანდელაკი - ბურდული, კვირკველია, გოგობერიშვილი, დარასელია, ანჩაბაძე - მელქაძე (ბობოხიძე), ალექსიძე
ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ვიტალი დარასელია უმცროსი გახდა...

გარდა ამისა სხვადსხვა წლებში იყო დასამახსოვრებელი ამხანგური შეხვედრები :
შახტარი დ.2-1 (1995); ალანია 3-3 (1996); ჰოფენჰაიმი 8-1 (1999); ბრონდბიუ 3-2 (2004), ბაზელი 1-0 (2004); სპარტაკი მ. 2-1 (2005); ლიბერეცი 1-0 (2008);



თბილისის დინამო ევროთასებზე

ინტერტოტო:

სტანდარტი 2-2, 1-1, გოგოლაძ,ზირაქიშვილი - ზირაქიშვილი
კილიკია 3-0 5-1, როდრიგო ტორნინი,დვალი 2,ხუციშვილი, ბობოხიძე,გრიგალაშვილი, გიგაური, იაშვილი
რიდი 0-1 1-3, გრიგალაშვილი


თასების თასი:

კარდიფ სიტი 3-0, 0-1, გუცაევი,ყიფიანი,ფ.კანთელაძე
მტკ ბედაპეშტი 1-4, 0-1, მ.მაჩაიძე
კასტორია 2-0 0-0 შენგელია, გუცაევი
უოტფორდი 4-0 1-0 დარასელია 2,ჩივაძე,ჭილაია-შენგელია
ვესტ ჰემი 0-1 4-,1 ჩივაძე,გუცაევი,შენგელია 2
ვესტ ჰემი 1-4 დინამო

ფეინოორდი 3-0 0-2 სულაქველიძე 2,გუცაევი
დინამო 3-0 ფეინოორდი

კარლ ცეისი 2 1 გუცაევი, დარასელია
თასების მფლობელთა თასი (ნაწილი 1)

თასების მფლობელთა თასი (ნაწილი 2)

თასების მფლობელთა თასი (ნაწილი 3)


გრაცერი 2-0 2-2, ჟვანია,შენგელია-შენგელია 2
ბასტია 3-1, 1-1, შენგელია 2,სულაქველიძე - გუცაევი
ლეგია 1-0 1-0 შენგელია - სულაქველიძე
სტანდარტი 0-1 0-1


უეფას თასი (ევროპის ლიგა) :

1972 ტვენტე 3-2, 0-2 გ.ნოდია, ყიფიანი 2
1973 ტოტენჰემი 1-1, 1-5, კ.ასათიანი, ზ.ებრალიძე
1977 ინტერი 0-0 1-0 ყიფიანი
ინტერი 0-1 დინამო


კოპენჰაგენი 2-1, 4-1, ჩელე 2 - ჩივაძე,ყიფიანი,ჩელე,შენგელია
გრაასჰოპერსი 1-0, 0-4 შენგელია
1978 ნაპოლი 2-0 1-1, ყიფიანი, შენგელია - დარასელია
ჰერტა 1-0 0-2 შენგელია
1982-1983 ნაპოლი 2-1, 0-1 შენგელია,ხიზანიშვილი
1987 ლოკომოტივი ს 3-0 1-3, სულაქველიძე,გურული,ჩივაძე - შენგელია
ვიქტორია ბ 0-0 2-1, ჭედია, შენგელია
ვერდერი 1-1, 1-2, სულაქველიძე - შენგელია
დინამო 1-0 ვერდერი

1994-1995 უნივერსიტატია წინასწ 2-0 2-1, ყაველაშვილი,ქინქლაძე - ქინქლაძე,შ.არველაძე
ინსბურკი 1/32, 1-0, 1-5, რ.არველაძე - შ.არვე;აძე
1995-1996 ბოტევი (ბულ) წინასწ 0-1 0-1
1996-1997 გრევენმახერი წინასწ 4-0 2-2, იაშვილი 2,გოგიჩაიშვილი , დემე - კიკნაძე, კერძევაძე
მიოლდე წინასწ 2-1, 0-0 გოგიჩაიშვილი, იაშვილი
ტორპედო მ 1/32, 1-0 1-1, ჯამარაული - ჯამარაული
ტორპედო (მოსკოვი) 0-1 დინამო

დინამო 1-1 ტორპედო (მოსკოვი)


ბოავიშტა 1/16, 1-0 0-5 გოგიჩაიშვილი, იაშვილი
დინამო 1-0 ბოავიშტა

2001-2002 ბატე 2-1, 0-4 დარასელია, მიკუჩაძე
2002-03 ტვმკ 4-1, 1-0, კარლოსი, დარასელია, შაშიაშვილი 2 - ახალაია
ლიბერეცი 0-1 2-3, დარასელია, ანჩაბაძე
2004-2005 ბატე 1-0 3-2, კვირკველია - კაკალაძე,გონჩაროვი,რომერო
სლავია 2-0 1-3, მელქაძე, კანკავა - მელქაძე
ვისლა 2-1, 3-4, ნემსაძე,კაკალაძე - კანკავა,ალადაშვილი,კვირკველია
სოშო ჯგ 0-2
ნიუკასლი ჯგ 0-2
სპორტინგი ჯგ 0-4
პანიონისი ჯგ 2-5, კაკალაძე, ახალაია
2007-2008 ვადუცი 2-0 0-0 აკირემი, მერებაშვილი
რაპიდი 0-3 0-5
2009-2010 მეტალურგსი 3-1, 1-2, მერებაშვილი 2,გ.კაშია - ხმალაძე
ცრვენა ზვეზდა 2-0 2-5, მერებაშვილი, ხმალაძე - ვაწაძე, ს.კ-ში
2010-2011 ფლორა 2-1, 0-0 კახელიშვილი, ხმალაძე
გეფლე 2-1, 2-1, ვაწაძე,ხმალაძე - ვაწაძე,ფირცხალავა
შტურმი 1-1, 0-2 რობერტინიო


ჩემპიონთა თასი (ლიგა):

1979 ლივერპული 3-0 1-2, გუცაევი,შენგელია,ჩივაძე-ჩივაძე
დინამო 3-0 ლივერპული

ჰამბურგი 2-3, 1-3, გუცაევი,ყიფიანი-ყიფიანი
1993-94 ლინდფილდი 2-1, 1-1, შ.არველაძე, ინალიშვილი - შ.არველაძე
1997-1998 ბელფასტი 5-1, 3-1, კიკნაძე,გოგიჩა,მუმუ - იაშკა 2,მუმუ 2, ხომერიკი
ლევერკუზენი 1-6, 1-0 იაშვილი - მუჯირი
1998-1999 ვლაჟნია 1-0 (3-0) 1-3, ხომერიკი - აშვეთია
ბილბაო 2-1, 0-1 ხომერიკი, ცქიტიშვილი
1999-2000 ზიმბრუ 2-1, 0-2 წიტაიშვილი, ხომერიკი
2003-2004 ტირანა 3-0 0-3 (2-4პ) ანჩაბაძე,დარასელია,გოგობერიშვილი
2005-2006 ლევადია 2-0, 0-1 მელქაძე, ორბელაძე
ბრონდბიუ 0-2,1-3
2008-2009 რუნავიკ 3-0 0-1 გ.კაშია, ოდიკაძე, გველესიანი
პანათინაიკოსი 0-0 0-3

This post has been edited by acdachi on 21 Apr 2011, 14:39

მიმაგრებული სურათი
29gd9vq.jpg
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:44  #25084558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
თაობათა ცვლა თბილისის დინამოში...
თითქმის 90-წლოვან ისტორიაში თბილისის ”დინამომ” ძალიან ბევრი დიდებული თაობა გამოიცვალა, ყოველთვის იყვნენ იმ დროისთვის ყველაზე გამორჩეულები და საუკეთესოები არამხოლოდ საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოშიც....

თბილისის დინამოს პირველი თაობა ნაკლებად ცნობილია ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან იმ პერიოდში მხოლოდ ქალაქის პირველობები და ამხანაგური შეხვედრები ტარდებოდა, თუმცა გუნდის პირველი კაპიტნის, ანდრო ჟორდანიას შესახებ ბევრი თქმულა და გაგებულა...
მასთან ერთად დ.ცომაია, ა.ფოჩხუა, ნ.ბლანმანი, ს.ფედოროვი, ნ.ანიკინი, ა.გონელი, ა.პივაროვი, ო.გოლდობინი, ა.გალპერინი, ს.მასლენიკოვი, ვ.ცომაია, ს.იოკამიდი, ნ.ქოიავა, გ.თედეევი იყვნენ დინამოს პირველი თაობის წარმომადგენლები...
ანდრო ჟორდანია იყო სპორტის დამსახურებული ოსტატი,მწვრთნელი,თბილისის ”დინამოს” ფეხბურთლი და კაპიტანი 1925-28,1930-31 წლებში და მწვრთნელი , რომელთან ერთადაც საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 2-ჯერ გახდა გუნდი, ასევე ორჯერ გავიდა თასის ფინალში.

ტყავის ბურთის თაობა (შ.შავგულიძე, ბ.პაიჭაძე, გ.ჯეჯელავა, ა.ხარბედია, ა.დოროხოვი, მ.ბერძენიშვილი, ვ.პანიუკოვი და სხვები) , რომელმაც საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატიდან საუკუნის შუაწელამდე თავისი ეპოქა და სახელი დატოვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში...

”იერიში, მეტოქის კარის მუდმივი დალაშქვრის სურვილი იყო დინამოელებისთვის თამაშის არსი. როცა ბევრი გუნდი ხარკს უხდიდა მოდას, გადააჯგუფებდა ხოლმე ძალებს,განამტკიცებდა ზურგს, თბილისელები მაშინაც შეტევითი ფეხბურთის ერთგულნი რჩებოდნენ” - ეს სიტყვები სწორედ ბორის პაიჭაძეს და მის თაობას ეკუთვნის....

შოთა შავგულიძე - დინამოს პირველი კაპიტანი ოფიციალურ შეხვედრებში... 1926-წელს ბავშვთა გუნდში მისულმა შავგულიძემ მთელი მისი სპორტული კარიერა ”დინამოს” დაუთმო და ბევრი რამ გააკეთა მისთვის. თავი გამოიჩინა როგორც ჩინებულმა მარჯვენა მცველმა, ისე ორგანიზატორმა, რამაც დიდი როლი ითამაშა ამ შესანიშნავი გუნდის ჩამოყალიბებასა და ავტორიტეტის მოპოვებაში. (1926-40 წლებში ჩაატარა 112 შეხვედრა დინამოს მაისურით)

ბორის პაიჭაძე - ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ძლიერი სპორტსმენი. დინამოში 1936-წელს გამოჩნდა, 1940 წელს კაპიტნის სამკლაური მიიღო და 10 წლის განმავლობაში სათავეში ედგა გუნდს...
1936-1951 წლებში სსრკ-ს ჩემპიონატში 181 მატჩი 98 გოლი გაიტანა, თასის 40 შეხვედრაში 25 გოლი, ხოლო საერთაშორისო 7 შეხვედრაში 5 გოლი.
იგი საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც დრიბლინგის, ფინტის, კარში დარტყმის ოსტატი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელისა და რაინდული კორექტულობის ნიმუში. ბორის პაიჭაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
user posted image


შემდეგი ბრწყინვალე თაობა დინამოს რეკორდსმენს, ავთანდილ ღოღობერიძეს და მის ბრწყინვალე თანაგუნდელებს უკავშირდება : გ.ანთაძე, ნ.ძიაპშიპა, ვ.მარღანია, ი.სარჯველაძე, ვ.ელოშვილი, ა.ჭკუასელი, ზ.კალოევი და ა.შ...

ავთანდილ ღოღობერიძე - 1944-წლიდან ,17! წლის განმავლობაში იცავდა თბილისის დინამოს ღირსებას, ომის წლები კი არმიაში გაატარა, სადაც ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას...
17 წლის განმავლობაში მან ”დინამოს” მაისურით 341 შეხვედრა ჩაატარა და 127 გოლი გაიტანა - ორივე შედეგი სარეკორდო და დღემდე მიუღწეველია გუნდის ისტორიაში...
user posted image


ოქროს ბიჭები - მ.მესხი, ს.მეტრეველი, გ.ჩოხელი, შ.იამანიძე, ვ.ბარქაია, გ.სიჭინავა, ს.კოტრიკაძე, მ.ხურცილავა, ი.დათუნაშვილმა - ამ თაობამ ჩაიბარა სახელოვანი წინაპართაგან ქართული ფეხბურთის ღირსების დაცვის მძიმე მისია , და ოქროს ბიჭებიც სულ მცირე ხანში თამამად დაიძრნენ ახალი სიმაღლეების ასაღებად...

მიხეილ მესხი - ✔ FC DINAMO TBILISI . VOL 26 (post #24118965)
user posted image


სლავა მეტრეველი - ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" მარჯვენა გარემარბი და კაპიტანი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. კარიერის ძირითადი ნაწილი მოსკოვის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" გაატარა. 1960 და 1964 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა - ტიტული პირველად მოსკოველთა შემადგენლობაში მოიპოვა, 1964 წელს კი უკვე ქართული კლუბის ღირსებას იცავდა. 1960 წელს "ტორპედოს" შემადგენლობაში სსრკ-ის თასიც აღმართა. არაერთხელ დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, აქედან 6-ჯერ პირველ ნომრად.

გივი ჩოხელი - http://www.open.ge/index.php?m=21&y=2002&art=15137

შოთა იამანიძე - http://www.georgian-press.net/index.php?m=18&y=2002&art=7991

ვლადიმერ ბარქაია - http://www.georgian-press.net/index.php?m=18&y=2002&art=7719

სერგო კოტრიკაძე - თბილისის “დინამოს” გოლკიპერი (1957-70). 1969 წელს თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში.” ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატების 260 მატჩი და 58 საერთაშორისო შეხვედრა. შედიოდა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. მონაწილეობდა 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და მეჩვიდმეტე ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში. მიღებული აქვს სსრ კავშირის ჩემპიონის (1964) და სამი ბრინჯაოს (1959, 1962, 1967) მედალი. 1969 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1962 წელს აღიარეს სეზონის საუკეთესო მეკარედ და მიეკუთვნა ჟურნალ “ოგონიოკის” პრიზი. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საკავშირო ნაკრების განაცხადში იყო. ოთხჯერ შედიოდა “33 საუკეთესოს” სიაში (1960-63). მუშაობდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად (1971-73). ღირსების ორდენის კავალერი.


მურთაზ ხურცილავა - მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის პირველობებისა და ოლიმპიადის პრიზიორია. წლების განმავლობაში იყო თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და 1972 წლის ოლიმპიადაზე (მიუნხენის ტურნირზე ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი) მოიპოვა ბრინჯაოს მედლები, ხოლო 1972 წლის ევროპის პირველობის ვერცხლისმედალოსანია. მონაწილეობა მიიღო 1970 წლის მუნდიალზეც. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. მურთაზ ხურცილავა თამაშობდა თბილისის ”დინამოსა” (1961-75) და ქუთაისის ”ტორპედოში” (1975-76). ”დინამოს” კაპიტანი იყო 1971-75 წლებში. საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 293 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. მურთაზ ხურცილავამ 1964 წლის საჩემპიონო სეზონში ჩაატარა რვა შეხვედრა და ტრავმის გამო ოქროს მედლის მოპოვება ვერ მოახერხა. ხურცილავას მოპოვებული აქვს საკავშირო პირველობების ბრინჯაოს მედლები და არაერთხელ დაასახელეს პირველ ნომრად ”33 საუკეთესოთა შორის”.
user posted image


ილია დათუნაშვილი - http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=16...1&comments=show

შემდეგ იყვნენ რ.ძოძუაშვილი, კ.ასათიანი, მ.მაჩაიძე, გ.გავაშელი გ.ნოდია, რ.ურუშაძე, ფ.კანეთელაძე მ რომელთა ჩინებულმა თაობამაც დიდი საფუძველი ჩაუდო დინამოს დიდი გამარჯვებების მომტანი პლიადის აღზრდა-განვითარებაში...

მანუჩარ მაჩაიძე - http://www.internet.ge/index.php?action=ne...ry=6&news=68430
user posted image

ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვლადმიერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, შოთა ხინჩაგაშვილი და ...
ყველაზე გამორჩეული თაობა, რომლებმაც ორჯერ მოიპოვოს საბჭოთა კავშირის თასი, ერთხელ სსრკ-ს ოქროს მედლები და რაც მთავარია, პირველი ევროთასი - თასების მფლობელთა თასი

1976 წლის საბჭოთა კავშირის თასი ნოდარ ახალკაცის, როგორც მწვრთნელის, პირველი მონაპოვარია. გუნდი აწყობილი საათივით იწყებს მუშაობას. ნოდარ ახალკაცს ეხმარებიან: გუნდის უფროსი ნიაზბეი ძიაპშპა, მწვრთნელები: გივი ნოდია და კახი ასათიანი. მინდორზე საუკეთესო 11 ფეხბურთელი თამაშობს: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე, დათო ყიფიანი, ვოვა გუცაევი, ვახტანგ ქორიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, ვიტალი დარასელია, რეზო ჩელებაძე... 1978 წელი. ნოდარ ახალკაცის პირველი ტიტული - „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონია. გუნდს სამი ბრწყინვალე ვარსკვლავი ემატება ქუთაისის „ტორპედოდან“: მეკარე ოთარ გაბელია, საიმედო მცველი თამაზ კოსტავა, „გოლების მანქანა“ რამაზ შენგელია. თავის უნიკალურ ადგილს პოულობს (ნოდარ ახალკაცის საოცარი ალღოს წყალობით) ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც ცენტრალურ დაცვაში კედელივით დგება. მთელი სეზონი „დინამო“ „დაფრინავდა“ და შედეგიც - ჩემპიონის ტიტული გათამაშებადე რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვა. 1979 წელს საბჭოთა კავშირის თასი მოსკოვის „დინამოსთან“ ფინალში თბილისელებმა პენალტების სერიაში მოიგეს. მოუხელთებელმა ვალერი გაზაევმა, მოსკოველების სიამაყემ, ვერაფერი გააწყო ოთარ გაბელიასთან....

იგივე 1979 წელი. თბილისი. 90 000 მაყურებელი. „დინამო“–„ლივერპული“. პირველი მატჩი ინგლისში – წაგებული, თუმცა ინგლისელებისთვის საჩოთირო ანგარიშით: 2:1. სტუმრად გატანილი გოლის ფასი ნოდარ ახალკაცის ბიჭებმა კარგად იციან. უგოლო პირველი ტაიმი. გუცაევი, ჩივაძე, შენგელია და 3:0 . . . „დუღდა“ სტადიონი, ზეიმობდა მთელი საქართველო - „დინამომ“ მსოფლიო გრანდი „დასცა“ . . .

1981 წელი. 13 მაისი. ქართველთა ყურადღება, რომლის გაზომვა, შეფასება, გამოხატვა შეუძლებელია, დიუსელდორფისკენ არის მიმართული. თასების მფლობელთა თასის ფინალი - „დინამო“– „კარლ ცაისი“. წაგებული პირველი ტაიმი. მაგრამ იმავე პირველმა ტაიმმა გამოაჩინა გერმანელების სუსტი ადგილები, რომლების გამოუყენებლობა ნოდარ ახალკაცს არ შეეძლო. მეორე ტაიმში გუნდი განსხვავებული ტაქტიკით გავიდა მოედანზე, ერთადერთი ამოცანით: მოწინააღმდეგისთვის არ მიეცა უფლება, გაეწყვიტა „დინამოს“ ნახევარდაცვა–თავდასხმის რგოლი. ამოცანა შესრულდა. გერმანელებს ამ ტროსისგან მხოლოდ „ძაფების გამოძენძვა“ თუ შეეძლოთ, მეტი არაფერი. ვლადიმერ გუცაევის გოლმა და მას მოყოლილმა შეტევების კასკადმა შექმნა მოლოდინი, რომ გამარჯვებულის გამოვლენას არც დამატებითი დრო დასჭირდებოდა და არც, მით უმეტეს, პენალტების სერია. გამარჯვების გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. არ არსებობს არც ერთი ფეხბურთის ქომაგი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონდეს მოსმენილი, თუნდაც ჩანაწერის სახით, კოტე მახარიძის აღტაცებული ხმა, რომელმაც იტალიელი მსაჯის, რიკარდო ლატანცის, საფინალო სასტვენის ხმა გადაფარა: „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში!“ თბილისი კი გიჟური სიხარულითა და სიამაყით ზეიმობდა!
user posted image


ა.ცვეიბა, გ.გურული, ო.კორღალიძე, გ.კეტაშვილი, გ.ცაავა, მ.მესხი უმცროსი, მ.არზიანი, გ.ჯიშკარიანი , თ.ქეცბაია, კ.გოგიჩაიშვილი, კ.ცხადაძე, ო.თეთრაძე, კ.კაჭარავა, ბ.თედეევი სსრკ კავშირის ბოლო თაობას წარმოადგენენ... 1990 წლიდან კი გუნდში გიორგი ქინქლაძე, შოთა, არჩილ და რეზო არველაძეემ, მიხეილ ყაველაშვილი, ალეკო რეხვიაშვილი, მურთაზ შელია, გიორგი ანჩაბაძე, ი.ზოიძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გივი დიდავა, გიორგი დემეტრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, კახა კალაძე, დავით მუჯირის თაობა გამოჩნდა, რომელიც საუკეთესო იყო საქართველოში, დროთა განმავლობაში კი ევროპის სხვადასხვა ლიგების და კლუბების წამყვანი მოთამაშეები გახდნენ...

ბოლო 10-წლეულში დინამოს შემადგენლობა სამწუხაროდ ბევრჯერ შეიცვალა, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახა გუნდის შედეგებზე....
საუკუნის დასაწყისში გუნდის ძირითადი ბირთვს ზოიძე, გვარამაძე, შაშიაშვილი, ხიზანეიშვილი, ამისულაშვილი, კარლოს და როჩა, ბურდული, კვირკველია, გოგობერიშვილი, ახალაია, ვიტალი დარასელია უმცროსი, გამოცდილი გიორგი ანჩაბაძე, რატი ალექსიძე წარმოადგნდნენ, ათწლეულის შუაში გუნდის ლიდერები ჯაბა კანკავა, ლევან მელქაძე, საქართველოში დაბრუნებული გიორგი ნემსაძე, სანდრო იაშვილი გახდნენ, შემდეგ კი შოთა და გურამ კაშიები, დავით ოდიკაძე, გიორგი მერებაშვილი, მათე ვაწაძე, გულვერდ თომაშვილი, ლევან ხმალაძე, დავით დიღმელაშვილი ....
რამოდენიმე მათგანი დღემდე დინამოშია, მათთან ერთად დინამოს აკადემიის აღზრდილები და დღევანდელი გუნდის ლიდერები არიან გიორგი ლორია, ლევან კაკუბავა, ნიკოლოზ ფირცხალავა.. კაპიტანი - ალექსანდრე კოშკაძე......
user posted image

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:51  #25084674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
… მერე იყო 9 აპრილი, ომი, შიმშილი და სიბნელე. თბილისური კორპუსების წინ, კოცონებს შემორტყმული ადამიანები ზამთრის ცივ და მკვდარ საღამოებს მიაშტერდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ…



… ის დაუცხრილავთ… მერე მის ძმაკაცებს მკვლელი აუფეთქებიათ… იმის მეზობელი კაიფში გაპარულა… ამის ბიძაშვილი იმის საძმოშია, უკვე სამი ”ტრუპი აქვს აკიდებული”… პურის რიგში ვიღაცამ ვიღაცას დაახალა…



და გადამალა გონებამ ის, რაც ადრე უმთავრესი იყო, რაზეც ათეულობით ათასები ფიქრობდნენ, რაც მათ ცხოვრებას ალამაზებდა. გაქრა წამი, როდესაც ჯერ კიდევ ვ.ი.ლენინის სახელობის ”დინამოს” სტადიონზე, მოედნის ცენტრში ბურთს დათო მიიღებდა, სულ ცოტას დააყოვნებდა და უცბად სასწაულს ჩაიდენდა. სხვა ვერავინ მოიფიქრებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეტევა შეიძლება ასეც გაგრძელდეს. ჰაერში აფრენილი ბურთი მოწინააღმდეგეებს გადმოსძახებდა აბა, თუ მიხვდებით, საით მივქრივარო და სიცილით კვდებოდა, როდესაც ხედავდა, როგორ ეძაბებოდათ სახეები, როგორ შემოიკრავდნენ თავში ხელს და თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ იქით, საითაც ვეღარ მიასწრებდნენ. და განა მარტო შემცბარ მოწინააღმდეგეს ეთამაშებოდა ბურთი? ის ტრიბუნებსაც გასცქეროდა ეშმაკური მზერით. სიამოვნებდა, რომ სანამ მინდორზე დაეშვებოდა, სუნთქვაშეკრული მაყურებელი უკვე ფეხზე იყო წამომხტარი. გრძნობდა, რომ თავიდან ვერც გულშემატკივარი მიმხვდარიყო მის გეზსა და იმ კაცის ჩანაფიქრს, რომელმაც მოედნის შუაში ფეხი ამოჰკრა.



მაშინ არავის აინტერესებდა, ვინ ვინ მოკლა. მაშინ დათოს პასი იყო მთავარი, პასი, რომელიც არავის აბოროტებდა, პირიქით, გაბოროტებულს არიგებდა.



მაშინ ხალხი თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთით არსებობდა.



რა რიცხვია დღეს? ჩვიდმეტი. ნამდვილად? რა თქმა უნდა, ოცში ფეხბურთია, სამი დღე დარჩა.



ამ გაზაფხულზე ინგლისურ ჟურნალ ”ტოტალ ფუტბოლს” ვათვალიერებდი. მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მიშელ პლატინის უშველებელი ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული. საუბარი ძირითადად საფრანგეთში სტადიონების მზადყოფნას, ბილეთების განაწილებას, შემოსავალსა და გასავალს ეხებოდა, თუმცა აქა-იქ ისეთი კითხვებიც იყო, მაესტროს თამაშზეც რომ ათქმევინა ორიოდ სიტყვა. ერთ-ერთ კითხვაზე პლატინი პასუხობდა: სადღა არიან ახლა დიდი ათი ნომრები. აი, ჩვენ დროს…



ო, პლატინის დროს სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად პლატინი თამაშობდა. ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. ეს ეპოქა სწორედ დიდ ათი ნომრებისა გახლდათ და მადლობა უფალს, ჩვენც გვყავდა ჩვენი გამორჩეული ნომერი ათი.



რა დრო გასულა?! დღეს 1998 წელია. დავით ყიფიანის მოედნიდან წასვლის შემდეგ თექვსმეტჯერ შემოუვლია დედამიწას მზის გარშემო. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი კარგი, საქმიანი ადამიანი ტრიალებს, თემებიც საერთო გვაქვს, ინტერესებიც, მაგრამ უცებ, თითქოს მეხი გავარდაო: ყიფიანის თამაში არ მახსოვს, მართლა ასე ძლიერი იყო? - შემეკითხება ხოლმე რომელიმე. მაშინ ვხვდები, რომ მართლაც სხვა ეპოქა დამდგარა და გეგონება ბერიკაცი ვიყო, მოყოლას ვიწყებ:



ყიფიანი როგორი ფეხბურთელი იყო, იცი? აი, წარმოიდგინე გამთამაშებელი, ოღონდ ისეთი კია არა, თავდამსხმელების უკან და ნახევარმცველების წინ რომ დარბის, ლამის დაცვიდან რომ იწყებს შეტევას. ხომ ყველამ ვიცით, რას აკეთებს გამთამაშებელი? ის შეტევის მიმართულებას ცვლის, ტემპს აწევს და დაწევს, თავდამსხმელს პასს გადააწოდებს და ასე შემდეგ… ყიფიანიც ამასვე აკეთებდა, ოღონდ ისე, რომ… კაცმა არ იცის, როგორ. ასე მგონია, ის ჩვეულებრივ პასებსაც მოულოდნელად აწვდიდა. ხომ გინახავს კარგი გადაცემა? ჰოდა, კარგი გადაცემა მხოლოდ და მხოლოდ კარგი გადაცემაა და მეტი არაფერი, ყიფიანის შესრულებით კი პასი სულ სხვანაირი იყო. იმას კარგს ან ცუდს ვერ დაარქმევ, ასეთ კატეგორიას არ განეკუთვნება.



ამდაგვარს ბევრს რომ ვიტყვი, მერე ვჩერდები. თანამოსაუბრეს თვალებში შევხედავ და ვატყობ, რომ სჯერა, მაგრამ ვერ მიმხვდარა, ვერ წარმოუდგენია. ვგრძნობ, სანამ დროა, უნდა გაჩერდე, ვინაიდან ცოტაც თუ გავაგრძელე, შესაძლოა მეზღაპრედ შემრაცხოს, ეს კი არ მინდა, რადგან მგონია, რომ ამით ყიფიანს გავუფუჭებ საქმეს. კაცს ვაფიქრებინებ, ლეგენდებს უთხზავსო. ამიტომაც მოკლედ მოვჭრი ხოლმე:



აღწერა შეუძლებელია. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო.



სწორედ ესაა ჭეშმარიტება. სიტყვამ კი შეუძლებელია გადმოსცეს და გააცოცხლოს წამი, როდესაც დავით ყიფიანი მოედნის ცენტრში ბურთს იღებდა.



… დღეს პრაგმატიკოსთა დროებაა, ყველაფერი რიცხვებით უნდა გამოისახოს. მაშ, ყიფიანი დიდი ფეხბურთელი იყო? საერთაშორისო მასშტაბის? აბა, რა ტიტულები აქვს? რამდენი თასი მოუგია ევროპაში? ერთხელ თასების თასი? დი ლივიოს ექვსი თასი აქვს მოგებული: უეფა-ს, ჩემპიონთა, საკონტინენტთაშორისო, ევროპის სუპერთასი, იტალიის თასი და სუპერთასი, პლუს მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია და სკუდეტოც მოუპოვებია…



მაგრამ ყიფიანი ხომ ”იუვენტუსში” არ იყო? აი, ”სენტ-ეტიენმა” პლატინი რომ გაყიდა, დათოს ყიდვა უნდოდა, შემიცვლისო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ხომ იცი…



იანოვსკიში ”პარი სენ-ჟერმენმა” მილიონები გადაიხადა - გიპასუხებს ურწმუნო.



თუმც, ურწმუნოსთან საუბარი არ ღირს. ის ცოდოა, რადგან დაჯერება არ შეუძლია და კიდევ იმიტომ არის ცოდო, რომ ყიფიანის თამაში არ უნახავს.



მაშინ ნიჭი რიცხვებით არ იზომებოდა, დათოს თამაშს კი უფრო სხვანაირად აღიქვამდნენ, აბა, რატომაა გალაქტიონის ”ლურჯა ცხენები” უჩვეულო ლექსი? იმიტომ, რომ მასში ამდენი ასეთი რითმაა, იმდენი ისეთი, ამ სიტყვას ის ენაცვლება, იმ სიტყვას ეს, შემასმენელი აქეთ წერია და ქვემდებარე, იქეთ? არა, ბატონებო, ”ლურჯა ცხენები” იმიტომაა ასეთი, რომ… ასეთია. ბევრი გაწაფული პოეტი გამოთლის კარგ ლექსებს, მაგრამ, ჰე, სად ის და სად ”ლურჯა ცხენები”.





უამრავმა ფეხბურთელმა იცის, როგორ გამართოს საყრდენი ფეხი, როგორ შეასრულოს მოჭრილი დარტყმა, საით უნდა გაიქცეს კუთხურის დროს, მაგრამ ჯადოქარი არაა. ყიფიანი კი იყო!



მხოლოდ რომანტიკოსადაც ნუ წარმოვიდგენთ ქართველთა დიდ მეათე ნომერს. მან და მისმა თაობამ ჩვენს ფეხბურთს ისეთი ტიტულები მოუტანეს, იქნებ მნიშვნელობითაც სხვათა მეათე ჩემპიონთა თასზე ნაკლები არც იყოს, რადგან ეს ჯებირის გარღვევა გახლდათ.



რაო? საბჭოთა კავშირის ნაკრებში მუდმივად რად არ იწვევდნენო?



1982 წელია, ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატია გახურებული. საუცხოო ჩემპიონატი გამოდგა ესპანეთი 82. ჰოდა, სსრკ-ის ნაკრების ერთ-ერთი მატჩის დროს, მაშინ ცნობილი რუსი კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი იური გავრილოვის ფერმკრთალი თამაშის ცქერისას კითხულობს, ნეტავ გავრილოვმა დირიჟორის ჯოხი სად დაკარგაო. მგონი, თბილისის ყველა ბინიდან საშინელი ყვირილის ხმა გამოვარდა. ბოლო წლებში ასეთი ერთსულოვნება ახალ წელსაა ხოლმე, მთელი მოსახლეობა ცას ავტომატს რომ ესვრის.



გავრილოვის ჯოხი დიდხანს ეკერა პირზე მთელ საქართველოს. მოსკოვის ”სპარტაკის” ეს ფეხბურთელი მაშინ ყიფიანს ამჯობინეს. იქ, სადაც ჩვენს დათოს უნდა გაებრწყინა, გავრილოვმა ვერ ივარგა, მაშინ, როდესაც დათოს პასებს ხალხი უნდა აელაპარაკებინა, მსოფლიო გავრილოვის უსახურ ფეხბურთს უყურებდა.



არადა, იური გავრილოვი განა ასეთი ცუდი ფეხბურთელი იყო? სულაც არა, ის უბრალოდ ჯადოქარი არ გახლდათ. დავით ყიფიანისთვის კი დიახაც ალალი იქნებოდა მსოფლიოს პირველობაზე თავის გამოჩენა. მას ეს შეეძლო, ნიჭთან მეომრებს კი დიდი მეათე ნომრისთვის ასპარეზის დათმობა მართებდათ.



იმ წელიწადს ყიფიანმა კარიერა დაასრულა. ის ჩემპიონატამდე ნაკრების შეკრებაზე ჰყავდათ. მაგრამ განაცხადში აღარ შეიყვანეს. მიზეზი: ერთი ხნით ადრე ტრავმა ჰქონდა. ასე ჩაიარა ქართველი ვარსკვლავის გარეშე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ულამაზესმა ჩემპიონატმა.



იმ წელიწადს, მის დაბადების დღეს, დავით ყიფიანისთვის გამოსათხოვარ შეხვედრაში ერთხელაც უნდა შეგვევლო თვალი. საოცარი, საშინელი, მშვენიერი გრძნობაა, როდესაც შენს კერპს ბოლოჯერ უნდა შეხვდე, იცი, რომ მერე დიდ სიცარიელეს შეეჯახები და გინდა ერთხელაც მოახდინოს სასწაული, რომელიც არასდროს გადავიწყდება.



როდისაა დათოს გაცილება? იცი, დათოს თვრამეტში აცილებენ?! ქალაქი თვრამეტისთვის ემზადებოდა.



დათოს გაცილება არ შედგა. ნოემბრის დასაწყისში არსთა გამრიგეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა მიაბარა სული. ყველაფერი აიკრძალა, მოისპო, გადაიდო…



მას მერე დედამიწამ მზეს თექვსმეტჯერ შემოუარა…



”დათოს ნაკრებში ძალად არ იწვევდნენ, ქართველი რომაა, იმიტომ” - ძალიან გავრცელებული აზრი გახლდათ ჩვენში. ერთხელ, მახსოვს, წაიყვანეს. უნგრეთში იყო თამაში. ტელევიზიითაც აჩვენეს. ნერვები მომეშალა, რადგან დავით ყიფიანი სათადარიგოთა სკამზე დაესვათ. ხომ იცით, ამ დროს რა მოუსვენრობაც იპყრობს ადამიანს: იქნებ ახლა მაინც შეიყვანონ მინდორზე… დრო კი გადის, საათი წიკწიკებს.



და ვხედავ, საბჭოთა გუნდში ცვლილება მზადდება. ყიფიანი შეჰყავთ. გამიხარდა და დავიძაბე. უხ, ერთი სული მაქვს, დათომ კარგად ითამაშოს, დაანახოს ყველას, ვინაა ნაკრებში წასაყვანი, ხოლო ვინ დასატოვებელი. აი, ბლოხინი ფლანგიდან მაღალ პასს აწვდის, ყიფიანი ხტება და თავურით ბურთს ლურსმანივით აჭედებს კარში!



გოლ! მე იმ დღეს გამარჯვებული ვიყავი, რუსის კომენტატორები კი უხასიათოდ გახლდნენ - უნგრელებმა 2:1 მოიგეს. მახსოვს (თუ არ ვცდები, სხვა ცნობილი კომენტატორის ვლადიმირ მასლაჩენკოს) ნათქვამი: აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩააწოდო მაღალი პასი და როგორ უნდა გაიტანო თავური გოლი. ეს მონრეალის ოლიმპიადის (1976) მერე იყო, არგენტინის მსოფლიო პირველობის შესარჩევში.





მაინც, რატომ არ ბრწყინავდა დავით ყიფიანი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ისევე და იმდენ ხანს, როგორც თბილისის ”დინამოში”?



ალბათ იმიტომ, რომ ყიფიანი ძალიან ქართველი ფეხბურთელი გახლდათ, დიდი, მაგრამ ქართველი მეათე ნომერი. იმიტომ, რომ სსრკ-ის ნაკრები მაინც რუსებისა იყო, გუნდი მათი ფილოსოფიით იგებდა და მასში უფრო კარგ ხელოსანს შეიყვანდნენ, ვიდრე ხელოვანს. ალბათ იმხანად საზღვრები ღია რომ ყოფილიყო, ყიფიანი ევროპის რომელიმე დიდ გუნდში გაითქვამდა სახელს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრები რომ ჰყოლოდა, საფეხბურთო მსოფლიოს მისი გვარის გამოთქმაში დიდი და ხშირი მეცადინეობა მოუწევდა.



იმ დროისთვის კი რაც იყო, ეგ იყო და რაც იყო, დიდებული გახლდათ. საქართველო, ბატონებო, არც იტალიაა და არც ინგლისი, მაგრამ მან შეძლო იტალიისა და ინგლისის სტადიონებზე დიდი გუნდის გაყვანა, შეძლო წითელი საზღვრის გადაღმა გადახტომა და კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს მოპოვება. ამას კი დიდი ნიჭი სჭირდებოდა, ისეთი, როგორითაც დავით ყიფიანი იყო დაჯილდოვებული

ცხრამეტი წლის წინათ დავით ყიფიანი არ შეიყვანეს იმ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ მიემგზავრებოდა. ეს იყო მისი ბოლო სათამაშო სეზონი. წინა წელიწადს თბილისის ”დინამომ” თასების თასი მოიგო, შემოდგომაზე კი ყიფიანს ტრავმა ჰქონდა. ამის გამო გულშემატკივრები ნერვიულობდნენ. ცხადია, ყველას უნდოდა, რომ ნაკრებში მიეწვიათ და ესპანეთში ეთამაშა. იანვარში წაიყვანეს კიდეც გაფართოებულ სანაკრებო შეკრებაზე ასევე ესპანეთში, იქაურ მინდვრებს გასაჩვევად. მახსოვს კადრი პროგრამა ”ვრემიადან”, როცა ის საგოლე პასს აწვდიდა ვიღაცას, იმ შეკრებისას ჩატარებული ამხანაგური თამაშისას.

მერე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და ყიფიანიც ნაკრებში არ მიიწვიეს. 1982 წლის შემოდგომაზე თითქოს მისი გამოსათხოვარი მატჩიც უნდა შემდგარიყო, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ბრეჟნევი მოკვდა და მერე გაცილება აღარავის უხსენებია. თვითონ კი თქვა, ფეხბურთიდან ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ტრავმებიაო. ტრავმები მართლაც ხშირი იყო. უმოწყალოდ ურტყამდნენ შინაც და გარეთაც, მაშინ წითელი ბარათების დღევანდელი სისტემა არ არსებობდა. მუხლისთავები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მისი უკანასკნელი გოლი, რთული, ძალიან ტექნიკური საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ლვოვის ”კარპატის” კარში გაიტანა. ასე მახსოვს, ეგებ, ვცდები კიდეც, მაგრამ სწორედ იმ ხანებში იყო, როცა ესპანეთის ჩემპიონატზე ვლაპარაკობდით. იმიტომ მახსოვს, რომ გავიფიქრე კიდეც, პლატინისავით გაიტანა-მეთქი და ის ფიქრი დამამახსოვრდა.



ახლა არაფერს ვიტყვი მის იერზე, მის საფეხბურთო აზროვნებაზე, მის უზარმაზარ გავლენაზე და ინტელექტზე. ყველაზე მეტად მისი კარიერის ორი მონაკვეთი მიყვარს: 1980 წლის ზაფხულისპირა მატჩების სერია (იმხანად, მოკლე ხნით გუნდსაც კაპიტნობდა), რომელიც ”დინამომ” ზედიზედ მოიგო და ყოველი გამარჯვება მისი იყო და 1981 წლის საგაზაფხულო სიგიჟე, როცა გუნდი მისი უპირობო ლიდერობით მიაბიჯებდა თასების თასისკენ და შიდა ჩემპიონატის ზღაპრულ თამაშებს ატარებდა თბილისში. მაშინ დავით ყიფიანს რამდენიმე გოლი აკლდა ასიანთა კლუბში შესვლამდე და თუ არ ვცდები, ზედიზედ გაიტანა 7-8 ბურთი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყოველ თამაშში შეეძლო გატანა. იმ გაზაფხულზე შეაგდო, ჩემი აზრით, მის კარიერაში ულამაზესი გოლი თბილისში, ”სპარტაკის” კარში. იმ თამაშში დუბლი შეასრულა, ”დინამომ” 3:1 მოიგო, ყიფიანმა კი ფეხის წვერით, ახლო ცხრიანში გაუტანა დასაევს. ამ გოლთან ახლო იყო თავისი სილამაზით 1977 წლის ზაფხულში, თავსხმა წვიმაში ცსკა-სთვის გატანილი გოლი ასევე თბილისში, როცა ”დინამო” 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ კი მისივე ძალისხმევით გადაარჩინა თამაში. ის შორეული დარტყმა, შორეულ ცხრიანში რომ ჩაჯდა, ახლაც თვალწინ მაქვს. მაშინ ათი წლის ვიყავი, ახლა ოცდათხუთმეტის ვარ.



და მერე გვკითხავენ, ვინ და რამ შეგაყვარა ფეხბურთი?



ფეხბურთის რაობას საბოლოოდ და მტკიცედ მაშინ ჩავწვდი, როცა ”დინამომ” 4:1 მოიგო ”აპტონ პარკზე”. ის თამაშიც ყიფიანისა იყო, 1981 წლის გაზაფხულზე.



სწორედ ამ დღეებში ვფურცლავდი ძველ, იმ ”ვესტ ჰემ”-”დინამოს” მატჩის პროგრამას. იქ ასე წერია: ის რომ დასავლეთის რომელიმე კლუბში თამაშობდეს, სუპერვარსკვლავი იქნებოდა.



ის იყო სუპერვარსკვლავი ერთ საზიზღარ, ჩაკეტილ, შიშიან, მღვრიე ქვეყანაში. მუხლები სულ დასისხლიანებული ჰქონდა და მინდორზე მდგომი გამოხატავდა იმას, რითაც ასე ვიწონებდით თავს იმ აუტანელი ქვეყნის ქართველები.



იერი, გონება, შემოქმედება.



და კიდევ, ვღიზიანდებოდი, როცა საბჭოთა ნაკრებში მოხვედრილს ზოგჯერ ცხრანომრიან მაისურს მოარგებდნენ ხოლმე.



ის ათიანი იყო. ყველაზე დიდი ქართველი ათიანი.

წელს დინამოს ლეგენდარული "ათიანი" დავით ყიფიანი 60 წლის გახდებოდა... "დინამო თბილისის" ფან-კლუბმა "გლადიატორები თბილისი" 2011 წელი დათო ყიფიანის წლად გამოაცხადა. ჩვენი გუნდის ყველა საშინაო თამაშზე ფანების სექტორს სპეციალურად დამზადებული დროშა დაამშვენებს. იმედია ეს ინიციატივა დინამოელების მოტივაციას და პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის...




მიმაგრებული სურათი
mlmcjm.jpg
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 14:57  #25084766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
თბილისის ”დინამო” საშინაო შეხვედრებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ატარებს (თბილისი ,ა. წერეთლის გამზ. 2 , ტელ: 27 22 20, ფაქსი: 27 22 42)
"დინამოს" სტადიონი 1976 წელს გაიხსნა, იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი. მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35 ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო, რომელიც 1936 წელს აშენდა. ”დინამოს” სტადიონი შესანიშნავი ბალახის საფარითა და სავარჯიშო მინდვრებით,30 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნებით, ყველა აუცილებელი სათავსით და სპორტდარბაზით. დინამოელებს როგორც იქნა მიეცათ ბალახიან მინდორზე ვარჯიშისა და ასპარეზობის შესაძლებლობა...
user posted image
პირველი თამაში "დინამოს" ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 - გაიმარჯვეს.
სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს "დინამო" ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს "ლივერპულს" მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი (!) გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.

user posted image

მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი.
100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.

ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვისა და კიევის "დინამოებიც" ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს.
უამრავ ქართველ, რუს, ევროპელ, თუ თქვენ წარმოიდგინეთ სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს დაუდგამს მის მინდორზე ფეხი. 1985 წელს "დინამოს" სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელზეც 5:0 დაამარცხა უელსის ნაკრები, 3:0 მოუგო პოლონეთის ნაკრებს.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, ფეხბურთის კარუზოდ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. სხვათაშორის პაიჭაძე ერთ-ერთი პირველი დინამოელი და მისი მდიდარი ტრადიციების დამაარსებელიც იყო.
ქართულ ცნობიერებაში ეს სტადიონი ფეხბურთის მექასთან ასოცირდება და ალბათ ეს არცაა გასაკვირი. მას ახსოვს 1976, 1978 და 1979 წლების "დინამოს" ტრიუმფი და 1981 წელს თასების თასების მომპოვებელი დინამოელების დამხვედრი 80 ათასამდე გულშემატკივარი.
user posted image
მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან გახლდათ დაკავშირებული, ჩვენი გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს.
user posted image

დინამოს სამწვრთნელო ბაზა
"დინამოს" ბაზა 1940 წელს გაიხსნა. იგი თავისი მაჩვენებლებით იმ დროის ყველა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. სამსართულიანი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსი გადაჭიმულია 1651 კვ მეტრის ფართობზე. ბაზის ტერიტორია ნაძვნარსა და ყვავილნარშია ჩაფლული, რაც მას მეტ სიმყუდროვესა და ხიბლს მატებს.
თავისი მნიშვნელობით იგი ქართული ფეხბურთვისათვის ფასდაუდებელი ნაგებობაა, რომელზეც არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელების პლეადა გაიზარდა. ჩივაძე, შენგელია, დარასელია, სულაქველიძე. შედარებით ახალი პლეადის დინამოელები კი მთელს ევროპაში არიან მიმოფანტულნი: კობიაშვილი, კალაძე, ქინქლაძე, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, იაშვილი, ყაველეშვილი, ძმები არველაძეები და სხვანი.
ბაზაზე ორი სტანდარტული ზომის ბალახისაფრიანი და ერთიც სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანია. გარდა ამისა აქვე ორი მინი ფეხბურთის მოედანი, 400 კვ მეტრზე გაჭიმულია სავარჯიშო დარბაზი, რომელიც თანამედროვე ტრენეჟორებითაა აღჭურვილი. ბაზის ტერიტორიაზევეა ჯაკუზი, წყალქვეშა მასაჟების კაბინეტი, საუნა, საცურაო აუზი და მოსასვენებელი ოთახი. ფეხბურთელთათვის განთავსებულია 20 ორადგილიანი ოთახი. დამონტაჟებულია განათების სისტემები რისი დამსახურებითაც აქ შესაძლებელია საწვრთნელი პროცესები დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩატარდეს. სავარჯიშო მოედნებს კი მთლიანად გამოეცვალათ საფარი და დრენაჟი.
ბაზის კომფორტულობის გამო იგი არაერთხელ გამოუყენებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მისით აღფრთოვანებული დარჩენილან ესპანელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი ჟურნალისტები, რომლებიც უეფას თასის მატჩებზე შესაბამისად ახლდნენ: "ატლეტიკს", "ბრაგას", "ვილემს".
სიძველის გამო ბაზა რეკონსტრუქციას მოითხოვდა და 2001 წელს მას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. რის შემდეგაც თანამედროვე, ფეშენებელურთან მიახლოებული იერსახე მიიღო. ბაზის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნას უზრუნველყოფს ათეულობით მოსამსახურე პერსონალი.
თავისი აღჭურვილობითა და სავარჯიშო პირობებით "დინამოს" საწვრთნელ ბაზას ბადალი არ ჰყავს მთელს საქართველოში.
ბაზას რეკონსტრუქცია კიდევ ერთხელ ჩაუტარდება. კლუბის ახალი მფლობელის , რომან ფიფიას სურვილით გარემონტდება როგორც ბაზის შენობა, ასევე “დინამოს” ბაზაზე იგეგმება სავარჯიშო მოედნებისთვის საფარის შეცვლა. უნდა განვითარდეს “დინამოს” საფეხბურთო აკადემია. კლუბს სრული ხელშეწყობა ექნება განვითარებისთვის. მოხდება ბაზის რეკონსტრუქცია, რომელიც სავარაუდოდ, სეზონის ბოლოსკენ დასრულდება. ის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”.
user posted image



მიმაგრებული სურათი
dinamo.png
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:07  #25084961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
<<<<<__დინამო 20010-2011 სეზონი__>>>>>>
user posted image
ჩატარებული 29 შეხვედრის შემდეგ დინამო 56 ქულით მესამე ადგილზეა და პირველადგილოსანს 7 ქულით, ხოლო მეორე ადგილოსანს 1 ქულით ჩამორჩება,

29 ჩატარებულ შეხვედრაში დინამოელებმა 16 თამაში მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 5-ჯერ დამარცხდნენ...
გაიტანეს 43 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 15
გუნდის ბომბარდირი 8-8 გატანილი გოლით ლევან ხმალაძე და ალექსანდრე კოშკაძე არიან

სულ ჩატარებული 38 ოფიციალური შეხვედრა - 21 მოგება, 10 ფრე, 7 მარცხი - ბურთები 56-24(+32)
ევროთასი 6 თამაში - 3 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი, ბურთები 7-6
საქართველოს თასის 3 თამაში - 2 მოგება, 1 მარცხი, ბურთები 7-3
საქართველს ერ.ჩემპიონატის 29 შეხვედრა - 16 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება, ბურთები 42-15

ამ სეზონში დინამოს მაისური 35-მა ფეხბურთელმა დაიცვა, მათ შორის ყველაზე მეტი, 37 შეხვედრა ჩაატარა გიორგი ლორიამ.

გოლი გაიტანა 17-მა ფეხბურთელმა , ყველაზე მეტი კი გუნდის ვიცე-კაპიტანმა ლევან ხმალაძემ - 10


დინამოს შემადგენლობა

მეკარეები

1 - გიორგი ლორია
user posted image

32 - თორნიკე ზარქუა
user posted image

მცველები
3 - გულვერდ თომაშვილი
user posted image

4 - ირჟი ჰომოლა
user posted image

8 - ლევან ხმალაძე
user posted image

14 - მარკო მაროვიჩი
user posted image

23 - გივი კვარაცხელია
user posted image

24 - ლევან კაკუბავა
user posted image

28 - გიორგი ციმაკურიძე
user posted image

22 - თემურ ღონღაძე
user posted image

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:14  #25085080      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:26  #25085305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
გუნდის მთავარი მწვრთნელი - კახა კაჭარავა

user posted image

მეორე მწვრთნელი - ზვაურ სვანაძე
მეკარეების მწვრთნელი - გელა ჭანტურია
ფიზმომზადების მწვრთნელი - მილოშ იევტიჩი
დუბლების მთავარი მწვრთნელი - რამაზ მუმლაძე

კლუბის პრეზიდენტი - რომან ფიფია
კლუბის მმართველი დირექტორი - ზურაბ პოლოლიკაშვილი

კლუბის სპორტული დირექტორი - გიორგი ნემსაძე
კლუბის ხელმძღვანელი - მიხეილ ჯიშკარიანი
user posted image


გუნდის პრეს-მდივანი - გიგა გვენცაძე
გუნდის უფროსი - გია იმნაძე
ვიდეო ოპერატორი - ნუკრი ოქიტაშვილი
ადმინისტრატორი - მევლუდ ქასრაშვილი
ექიმი - მერაბ ვარძუკაშვილი
მასაჟისტი - ირაკლი სახვაძე
მასაჟისტი - ირაკლი ყარსიმაშვილი



დინამოს სეზონის ბოლომდე მხოლოდ 7 ოფიციალური შეხვედრა აქვს დარჩენილი :
რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ...

23.04.2011
XXXI ტური ბაია vs დინამო თბილისი

27,04,2011
XXVI ტური დინამო vs ვიტ ჯორჯია

01.05.2011
XXXII ტური დინამო თბილისი vs კოლხეთი

08.05.2011
XXXIII ტური სამტრედია vs დინამო თბილისი

14.05.2011
XXXIV ტური დინამო თბილისი vs სიონი

18.05.2011
XXXV ტური ვიტ ჯორჯია vs დინამო თბილისი

22.05.2011
XXXVI ტური დინამო თბილისი vs ტორპედო


დინამოს ოფიციალური საიტი
დინამოს ვიდე-გალერეა
დინამოს ფოტო-გალერეა
დინამოს ფოტო-გალერეა 2
დინამოს კალენდარი
დინამოს ჩატარებული შეხვედრები
ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

This post has been edited by acdachi on 21 Apr 2011, 15:29

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:35  #25085484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
!!!!!! გახდი გლადიატორი !!!!!!!

user posted image

დინამოს გვერდით ყოფნა უკვე საამაყოა!
აქ 90 წუთი თავდადებაა! გაწევრიანება - უფასოა,
გულშემატკივრობა - სავალდებულო!


დინამოს გულშემატკივრები იყვნენ ყოველთვის, მსოფლიოს შექმნის პირველივე წამიდან (და მსოფლიო მისი პირველი გაგებიდან, ვისაც დაავიწყდა, შეიქმნა 1925 წელს სპორტსაზოგადოება დინამოს ხელმძღვანელთა ინიციატივით). ასე რომ, დინამოს გულშემატკივრები მოდიან დინამოსთან ერთად დროის დასაწყისიდანვე. ისინი იყვნენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,საბჭოთა კავშირში და ასევე მის საზღვრებს გარეთაც. გავიდა წლები…. დინამოს გულშემატკივრები არიან ახლაც. ისინი არიან ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ქვეყნებში, ახალგაზრდები და ასაკიანები, მდიდრები და არც ისე შეძლებულები. დინამო ყველგანაა, დინამო უსაზღვროა... ასეთია ჩვენი ცხოვრება – თეთრ-ცისფერი დინამო თბილისიდან. და ამიტომ არასდროს – არც ადრე, არც ახლა – ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ძალიან ბევრნი. დინამოს გულშემატკივარი – არ არის ადამიანი "ხროვიდან", დინამოს არ ქომაგობენ გამორჩენისათვის. დინამო – მუდმივი ღირებულებაა, დინამო არ იყო და არასდროს არ იქნება იაფფასიანი და მოდიდან გასული. ჩვენი ქომაგები არიან მშვიდობისათვის, როგორც ვარსკვლავები ღამის ცაზე. ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მთელს ვარსკვლავეთში. იმ წლებში, როცა საფეხბურთო მოედნებზე ჩვენი კლუბის დიდება ცოტა ჩაიკარგა, დინამოელები გახდნენ ხალხი, რომლებიც ატარებდნენ ტრადიციას დაეფიცათ თეთრ-ცისფერ ფერებზე თაობიდან თაობამდე, ხალხი რომელიც არ იყო ბრბო წუთიერი მოდის ამყოლი. ასე იქმნებოდა ტრადიციები დინამოს ფანების დინასტიისა. საბჭოთა კავშირირს დაშლის შემდეგ ცოტა იყო ხარისხიანი მატჩი, შემცირდა გულშემატკივარი ტრიბუნებზე. რამდენიმე წელიწადი ქვეყანას არ ეფეხბურთებოდა. ღრმა კრიზისს განიცდიდა დინამოური მოძრაობაც. და აი 1998-წელს ჩამოყალიბდა დინამოს გულშემატკივართა პირველი სერიოზული ორგანიზებული გაერთიანება. მას უკავშირდება მთელი ეპოქა დინამოს ფანობის. პირველი ორგანიზებული გასვლები ავტობუსით, პირველი ევროგასვლები, პირველი პროგრამები, რომლებიც იბეჭდებოდა კომპიუტერებით და მრავლდებოდა ქსეროქსით, პირველი ფანური გამოცდილება პუბლიცისტიკაში, პირველი საიტი ინტერნეტში, რომელიც ეძღვნებოდა დინამოს ფანობას და ა.შ... პრაქტიკულად ყველაფერი რასაც აკეთებდა ეს ფან-კლუბი, იყო გაკეთებული პირველად ისტორიაში. ყველა ჩვენგანისათვის, ვინც ამზადებდა ახალ გაერთიანებას, ამ სახელწოდებაში ,,გლადიატორები’’ ჩართულია ყველა დინამოური მოძრაობა. ჩვენ არ ვართ არანაირი სახალხო გამოძახილი. ,,გლადიატორები’’ – არის დინამოური არისტოკრატიზმი. დინამოელებო – გავერთიანდეთ! ჩვენ ვართ დინამო! ჩვენ ვართ გლადიატორები!




დინამოს ოფიციალური ფანკლუბის ” გლადიატორების” გვერდი - დაალაიქე wink.gif


მიმაგრებული სურათი
144911w.png
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45560
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:38  #25085537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ახალ თემას გახსნილად ვაცხადებ და გაითვალისწინეთ, რომ უაზროდ არ ჩააკვეხოთ ხოლმე პოსტები

და ნუ გააოფებთ წინასავით ძალიან გთხოვთ...

7 თამაში დარჩა და 7 გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ!!!

მიმაგრებული სურათი
1391531c607d.jpg
Zakharius
Gladiator


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2907
წევრი No.: 73414
რეგისტრ.: 4-November 08

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:40  #25085573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბაია 0-2 დინამო
------------------------------------


--------------------
რეალის ფორმის დედა მ ო ვტ ყ ან ეგ დინამოს ფორმააა!!!! © koba_72
SPIRIT CRUSHER
Hasta La Vista!!! ツ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 50328
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 21 Apr 2011, 15:43  #25085621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
გილოცავთ ახალ თემას


--------------------
▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀
http://www.facebook.com/Khvedeliani.Irakli
▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀
მხოლოდ წარმატება და გამარჯვებები! არსებობენ მხოლიდ დინამოელები - ყოფილი დინამოელი არ არსებობს!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (119) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 2.3810 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]