forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მშვიდობიანი ომი - სატიაგრაჰა, მოგების შანსი სუსტისათვის
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21981
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 20:44  #27315435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
შენ არა, ეს წერილი სხვამ უნდა წაიკითხოს, მოცლილმა.






მაჰათმა განდის - სატიაგრაჰა, ინდოეთისათვის დამოუკიდებლობის უომრად მომპოვებელი,


მარტინ ლუთერ კინგის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა -აშშ-ში სეგრეგაციის დამამთევრებელი,


ნელსონ მანდელა–სისხლიანი მაჩეტეების და შუბების გზის უარმყოფელი სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის დამმარცხებელი.




ეს სამი მწვერვალი წარმატებული მშვიდობიანი ომებისა ყველამ ვიცით.


მშვიდობიანი ომი მომავლის ომია, ის კიდევ ბევრჯერ იქნება ეფექტური.


მაგრამ როდის დაიწყო მშვიდობიანი ომები დედამიწაზე, როდის მოიგონეს ის ადამიანებმა?
იყო თუ არა მაჰათმა განდი პირველი?




ჩვეულებრივი მეომრისგან განსხვავებით, სატიაგრაჰას მეომარმა წარმატებას უნდა მიაღწიოს არა მტერის განადგურებით, არსმედ გადარწმუნებით.

მტრის გადარწმუნებას კი ის აღწევს მტრისთვის თავისი სიმართლისათვის თავგანწირვის მზადყოფნის ჩვენებით.


მშვიდობიან ომს აზრი აქვს მტრის განვითარებულობის შემთხვევაში.

განუვითარებელი მტერი ვერ ირეაგირებს სენტიმენტებზე, ჯალალ ედდინი, თემურ ლენგი და შაჰ აბასი ვერ შეადრკო ქართველთა მსვიდობიანი თავგანწირვის ხილვამ.

მშვიდობიან ომებში "დამარცხდნენ" ბრიტანელები, ამერიკელი თეთრკანიანები, სამხრეთაფრიკელი ბურები.
შორი გადასახედიდან ყველა ეს დამარცხებული მონაწილე გამარჯვებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ახალი სიმბიოზის აღმოჩენით მათი ახალი ზემოქმედება "მოწინააღმდეგეზე" უფრო სტაბილური გახდა. მაგრამ გამარჯვებული დარჩა "მოგებული" მახარეც. მათ თავისი მიზნის მიღწევას მინიმალური მსხვეროლით შეძლეს.


მაშ ასე მშვიდობიან ომს ჭირდება თავგანწირვა, დისციპლინა და ... განვითარებული მტერი.




როდის მოიგო კაცობრიბამ თავისი პირველი მშვიდობიანი ომი?

თურმე ძალიან დიდი ხნით ადრე განდიმდე.

რომის იმპერიაში ქრისტეშობიდან 313 წლამდე მთავარ გასართობად გლადიატორების ბრძოლები რჩებოდა. ბრძოლები წარიმართებოდა სხვადასხვა იმპროვიზაციით – სხვადასხვა იარაღით,ჯგუფები ჯგუფებზე, ასიმეტრიული ჯგუფები,ადამიანი მტაცებელთან, დამნაშავის დასჯა, იღბლიანის გათავისუფლება.

ქრისტიანობის რომში გავრცელების შემდეგ სისხლიან ბრძოლებს არენაზე კიდევ ერთი იმპროვიზაცია დაემატა – ქრისტიანების შეგდება არენაზე დამშეულ მხეცთან.


313 წლამდე ძალიან ბევრი ქრისტიანი ემსხვერპლა რომაელთა ამ სასტიკ გართობას.

ქრისტიანები სიკვდილს მშვიდად ხვდებოდნენ, სიკვდილის წინ ლოცულობდნენ, პირჯვარს ისახავდნენ გააფთრებული ლომისა თუ ვეფხვის წინაშე.

ამ სცენას იმპერატორი კონსტანტინეც არაერთხელ შეესწრო, არაერთხელ იხალისა, რომ ახალი რწმენის მქონე ადამიანებს მათი ღმერთი ვერ შველოდა, ისინი კი მშვიდად განაგრძობდნენ კვდომას.
მსხვერპლთა თავდაჯერება და სიმშვიდე იმდენად სტაბილური და ძლიერი იყო, რომ ...
ეჭვისა და თანაგრძნობების რაოდენობა ხარისხში გადავიდა – არის თუ არა სული უკვდავი? არის თუ არა იმქვეყნიური ცხოვრება და სამუდამო სამსჯავრო?

ეს შეკითხვები იმპერატორთან ერთად რომის მოქალაქეებსაც ხშირად უჩნდებოდათ.


რომალემა ქრისტიანებმა მსოფლიო ისტორიაში პირველი მშვიდობიანი ომი მოიგეს.


მათ არცერთი მტერი არ მოუკლავთ ისე დაარწმუნეს იმპერატორი კონსტანტინე 313 წელს აეკრძალა ქრისტიანთა მტაცებელთათვის შეჭმევინება და მთავარი .. 325 წელსმოეწვია ნიკეას კრება და რომის იმპერიის ერთადერთ რელიგიად ქრისტიანობა დაედგინა.


Born: c. 275
Birthplace: Naissus (modern Serbia)
Died: 337
Best Known As: The first Christian ruler of the Roman Empire


Name at birth: Flavius Valerius Aurelius Constantinus

Constantine I came to the throne when his father, Constantius, died in 306. After defeating his rivals, Constantine became the sole ruler of the Roman Empire in 324, and is credited with social and economic reforms that significantly influenced medievаl society. In 313 his Edict of Milan legally ended pagan persecution of Christians, and in 325 he used imperial power to bring unity to the church at the Council of Nicea. He also moved the capital of his empire to Byzantium, renaming it Constantinople in 330. Constantine's embrace of Christianity eventually led him to be baptized in 337.




მშვიდობიან ომებს მინიმუმ ორი გმირი ჰყავთ – ურთიერთ მოწინააღმდეგე მხარეების ლიდერები, მაგალითად:

მანდელა ვარ გახდებოდა გმირი დე კლერკის გარეშე,
მარტინ ლუტერ კინგი პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის გარეშე,
რომაელი ქრისტიანები კი იმპერატორ კონსტანტინეს გარეშე.


მეორე მხარის ლიდერი განუსაზღვრელად დიდი ძალის მქონე იდეალისტი ადამიანი უნდა იყოს, იმპერატორ კონსტანტინეს მსგავსი, პუტინისა და მედვედევის სრული ანტიპოდი.
მაგრამ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს დასაბრუნებლად მაინც აქვს აზრი, ისტორიული მშვიდობიანი ბრძოლებისგან განსხვავებით ის დროში ეკიდება.


რუსეთი კი კიდევ ერთი განვითარებული ცივილიზაციაა, რომელმაც მშვიდობიანი ომი წააგო.
ნახევარ ევროპას და სსრკ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობა ფაქტიურად უსისხლოდ დაუთმო.
ეს დიდი პლიუსია მის ბიოგრაფიაში.
მისი დარწმუნება, დაეშალა ბოროტების ზემძლავრი იმპერია, მშვიდობიანი თავგანწირვით შეძლეს იანუშ პალახმა, ქართველებმა და ბალტიისპირელებმა.
ამერიკელებს მაშინ თავგანწირვა არ დასჭირდათ, მხოლოდ დაამუნათეს რუსები.

თითქოს დღევანდელი რუსეთი აცრილია ამგვარ სენტიმენტებზე, მაშინ "სისუსტე" რუსებს ჩეჩნეთად, ნორდ–ოსტად, თათრეთის პრეზიდენტად, ოქრუაშვილის ფეკალიებად, შეურაცხყოფად და დამცირებად დაუჯდა.

რუსეთი ისევ მზად იქნება ახალი სენტიმენტების მისაღებად მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაძლიერდება, თავდაჯერებული გახდება და დეზინტეგრაციის საფრთხეს განვლილ კოშმარულ სიზმარად მიიჩნევს.

ანუ, ჩვენ შანსი გვაქვს დავამარცხოთ მხოლოდ განვითარებული , თავდაჯერებული რუსეთი, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებში მიგვიშვებს, მაგრამ რუსულ ენას სახელმწიფო ენად გაგვიხდის (ინდოეთის ანალოგია).

ანუ რა, გაუმარჯოს ერთიან თვითდაჯერებულ განვითარებულ რუსეთს, ისეთს, რომელსაც კვლავ შეეძლება სირცხვილი ისტორიული მეგობარი ქვეყნის, მეორე მსოფლიო ომის გულწრფელი თანამებრძოლის საქართელოს ხორცის პირში მოგდებისა და ნეტარი ნება–ნება ლოღვნისათვის.

სანამ რუსეთი იმდენად განვითარდება, როგორიც აქ მე ვისურვე, მანამ იქნებ საქართველოც განვითარდეს ისე, როგორი განვითარებულებიც იყვნენ განდის ინდოელები და მარტინ ლუთერ კინგის ზანგები.




არა უშავს, დაწერე.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
karlsoni
ズラじゃない。桂だ。


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39279
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 20:49  #27315529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
axalirevolucia
QUOTE
ამ სცენას იმპერატორი კონსტანტინეც არაერთხელ შეესწრო, არაერთხელ იხალისა, რომ ახალი რწმენის მქონე ადამიანებს მათი ღმერთი ვერ შველოდა, ისინი კი მშვიდად განაგრძობდნენ კვდომას. მსხვერპლთა თავდაჯერება და სიმშვიდე იმდენად სტაბილური და ძლიერი იყო, რომ ... ეჭვისა და თანაგრძნობების რაოდენობა ხარისხში გადავიდა – არის თუ არა სული უკვდავი? არის თუ არა იმქვეყნიური ცხოვრება და სამუდამო სამსჯავრო?

ეს შეკითხვები იმპერატორთან ერთად რომის მოქალაქეებსაც ხშირად უჩნდებოდათ.

რომალემა ქრისტიანებმა მსოფლიო ისტორიაში პირველი მშვიდობიანი ომი მოიგეს.

და აი მაშინ დაერხა რომს. . . . biggrin.gif


--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.

Et facta est lux!

無名天地之始,
有名萬物之母。

http://iaponia.ge/
onlyfighter
მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4456
წევრი No.: 116333
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 20:54  #27315628      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არის რაღაც ყურადსაღები.. boli.gif


--------------------
არსებობს ერთადერთი სიკეთე-ცოდნა, არსებობს ერთადერთი ბოროტება-უვიცობა

--------------------
ყველაზე მძიმე დანაკარგი - დროა

--------------------
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 20:58  #27315703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისტორიული მიმოხილვა საინტერესოა,
დასკვნები - საკამათო.
გაძლიერებული რუსეთი და სენტიმენტები სასაცილოა.
მასკვა სლეზამ ნე ვერიტ.
მუშტი უნდათ მაგათ დრუნჩში, თუ დინგში.


--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile

We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30436
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:06  #27315866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩვენ როგორ შევუწყოთ ხელი რუსეთის განვითარებას, ეგეც გეცოდინება.


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21981
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:07  #27315877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მასკვა სლეზამ ნე ვერიტ.
მუშტი უნდათ მაგათ დრუნჩში, თუ დინგში.



ვისგან?

ჩემგან არ ეტკინებათ, იქნებ აქავებული მოეფხანოთ და ესიამოვნოთ კიდევაც (როგორც 080808-ში) .

სხვა კი ხელს არ გაანძრევს. გიჟები კი არ არიან.


QUOTE
გაძლიერებული რუსეთი და სენტიმენტები სასაცილოა.

crocodile
არსებობს ერთი კანონი, მერფის კანონი (ერთერთი კანონი) რომელიც უბნობს:
"ყველა დიდ პრობლემას აქვს წვრილმანი და არასწორი გადაჭრის გზა"

"კაჟდაია ბალშაია პრაბლემა იმეეტ მელკიე ნეპრავილნიე რეშენია"
მუშაობს.
jangi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3790
წევრი No.: 106616
რეგისტრ.: 4-December 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:13  #27315982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არავითარი სენტიმენტები ღრუსეთს არ გაუღია...საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო და ამას მიხვდნენ, ოღონდ იფიქრეს სნგ-თი რაღაცას მაინც შევინარჩუნებ ახალი რმის მოფიქრებამდეო...

გამორიცხულია მათი იმ დონემდე განვითარება, როგორც ინგლისი, რომი და ამერიკა...

ცდები ძმაო...

ეგ აზრი ჩამოყალიბებულ ერს ეხება და არა რუსეთს...

მაგათი ჯიში მოვდღან მე!
May21
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25480
წევრი No.: 87236
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:17  #27316052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ანუ რა, გაუმარჯოს ერთიან თვითდაჯერებულ განვითარებულ რუსეთს, ისეთს, რომელსაც კვლავ შეეძლება სირცხვილი ისტორიული მეგობარი ქვეყნის, მეორე მსოფლიო ომის გულწრფელი თანამებრძოლის საქართელოს ხორცის პირში მოგდებისა და ნეტარი ნება–ნება ლოღვნისათვის.

QUOTE
კვლავ შეეძლება სირცხვილი

QUOTE
კვლავ შეეძლება სირცხვილი

QUOTE
კვლავ შეეძლება სირცხვილი

QUOTE
კვლავ შეეძლება სირცხვილი

QUOTE
კვლავ შეეძლება სირცხვილი

QUOTE
კვლავ შეეძლება სირცხვილი

ნერვიული გავხდი........... user.gif
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21981
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:21  #27316145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ქაფქიანა
QUOTE
ჩვენ როგორ შევუწყოთ ხელი რუსეთის განვითარებას, ეგეც გეცოდინება.

ფაქტიურად დაწყებული გვაქვს, ვერ ხედავ?
kaatinga
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18882
წევრი No.: 35644
რეგისტრ.: 29-May 07

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:24  #27316191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ანუ რა, გაუმარჯოს ერთიან თვითდაჯერებულ განვითარებულ რუსეთს, ისეთს, რომელსაც კვლავ შეეძლება სირცხვილი ისტორიული მეგობარი ქვეყნის, მეორე მსოფლიო ომის გულწრფელი თანამებრძოლის საქართელოს ხორცის პირში მოგდებისა და ნეტარი ნება–ნება ლოღვნისათვის.

საოცარი დასკვნაა...


--------------------
Bird and bear and hare and fish
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21981
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:26  #27316251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
May21
QUOTE
ნერვიული გავხდი...........

წყლის მაგია ზედმეტი მომივიდა?


QUOTE
ცდები ძმაო...

ეგ აზრი ჩამოყალიბებულ ერს ეხება და არა რუსეთს...

jangi
შენ ისა თქვი, ჩვენი რა მიდის. ვცადოთ.


QUOTE
გამორიცხულია მათი იმ დონემდე განვითარება, როგორც ინგლისი, რომი და ამერიკა...

ყველაზე დიდი იმპერია დათმეს უომრად. არა?
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30436
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:27  #27316265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia

ეტყობა ბრმა ვარ.

აი ასეთ განვითარებულ რუსეთზე ნაღდად თანახმა ვარ:

user posted image

user posted image

user posted image



crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:28  #27316299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
არსებობს ერთი კანონი, მერფის კანონი (ერთერთი კანონი) რომელიც უბნობს: "ყველა დიდ პრობლემას აქვს წვრილმანი და არასწორი გადაჭრის გზა"

ალბათ. პრობლემის არასწორი გადაჭრის ერთ-ერთი გზა აგერ ჩამოაყალიბე.

თუ ჩვენ დღეს იმ დონეზეც კი არ ვართ განვითარებული, როგორც ზანგები
მარტინ ლუთერ კინგის დროს, აღარ ყოფილა საშველი საერთოდ და დავიხოცოთ
თავები. ასე თქვი. არამგონია რომ ჯაზს გულისხმობდე.

This post has been edited by crocodile on 10 Sep 2011, 21:31
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21981
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:35  #27316430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ქაფქიანა
დარწმუნებული ვარ ეგ სურათები რუსის დახატულია. სიძლიერის ნიშანია. ისევე როგორც ამერიკელების მიერ თეთრი სახლის და "ამერიკის დედის" გაუთავებელი დამსხვრევა ჰოლივუდურ ფილმებში.


QUOTE
თუ ჩვენ დღეს იმ დონეზეც კი არ ვართ განვითარებული, როგორც ზანგები
მარტინ ლუთერ კინგის დროს, აღარ ყოფილა საშველი საერთოდ და დავიხოცოთ
თავები. ასე თქვი.

crocodile


სამწუხაროდ არ ვართ. მათ გვაჯობეს.
მომეცი მე 365 (3000-ს არ ვითხოვ, როგორიც მარტინ ლუთერს ჰყავდა) კაცი, რომელიც მზად იქნება დაუდგენელი ვადით ჩაჯდეს სეპარატისტთა ციხეში პროვოკატორობის მუხლით, და მე ერთ წელიწადში სეპარატისტებს მორალურად გავტეხავ.

თუ გინდა დავნაძლევდეთ.

This post has been edited by axalirevolucia on 10 Sep 2011, 21:40
tenochtitlan
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6895
წევრი No.: 90203
რეგისტრ.: 30-April 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2011, 21:35  #27316438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
გაუმარჯოს ერთიან თვითდაჯერებულ განვითარებულ რუსეთს,


გაუმარჯოს, ოღონდ მის მართლაც "ისკოონნო რუსკიე ზემლი"-ს ფარგლებში,
სადაც შეეძლება იყოს განვითარებული და ცივილიზებული.
იმ ტერიტორიაზე, რასაც ეხლა ფლობს ამას ასი წელი კი არა,
ვერასდროდ ვერ შესძლებს.


--------------------
იყო და არა იყო რა
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0177 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]