forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კარგი ადამიანები vs კარგი ადამიანები, იპოვე მათში (ოპო–პო) კარგი თვისება
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 11:54  #28246031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი



პიკის ყოფილმა დირექტორმა, ბატონმა პარსონსმა დასკვნით ინტერვიუში ("ლიბერალში") დაგვისვა დიაგნოზი:
თქვენი მასმედია არ ვარგა, ძალიან პოლარიზებულია და რეალობას ვერცერთი მხარე გამოხატავს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თვითონ საზოგადოებაა პოლარიზებულიო.
ახალი პრინციპში არაფერი უთქვამს, ოღონდ კარგია, რომ ერთი ავტორიტეტული პირის მიერ ითქვა ორივე მხარის არაობიექტურობის შესახებ.

ერთ მხარეს მეორე მხარე ცუდი ადამიანების საკრებულოდ მიაჩნია, მეორეს კი პირველი. ანუ ჩვენ "კარგები ისინი ცუდები" მარტივი, იაფი და იორღა თეზა ძალაშია მოსახლეობის ძირითად მასაში.
ფორუმი კიდევ უფრო პოლარიზებულია, ვიდრე მოსახლეობა, და ეს კარგია, ბევრი ბუზღუნ–ჯაჯღანი რომ შეგვძლებოდა 91–ში, იქნებ აღარ აგვეყირავებინა ქვეყანა.

პარსონსმა თქვა, ორივე მხარე (მასმედია ჰქონდა მხედველობაში) ცუდიაო .
მოსახლეობაზე რომ გადავიტანოთ ეს ფრაზა, გამოვა რომ ორივე მხარეს ცუდები ვართ.


მაგრამ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ კარგები ვართ, უნდა შევძლოთ დავინახოთ, რომ მეორე მხარეც კარგია. ან სხვანაირად რომ ვთქვათ, რამდენადაც კარგები ვართ ჩვენ, იმდენად კარგები არიან ისინი.

და რადგან დღეს არსებული საზოგადოების პოლარიზება რეალობაა, ესეიგი ჩვენ ერთმანეთის სიკარგეს ვერ ვხედავთ.

არადა სამყარო ჭრელია, საქართველო განსაკუთრებით, დღევანდელი საქართველო კიდევ უფრო მეტად. ჩვენ ვართ კულტურათა, ფორმაციათა, ეპოქათა, გეოპოლიტიკურ ბანაკთა, კონტინენტთა, მენტალიტეტთა, რელიგიათა, მოლოდინთა, ნავთობ და ელექტროსადენთა გზაჯვარედინზე.
ეს გზაჯვარედინი ჭკუას გვირევს, ჩვენი რაკურსი ცვალებადია, ჩვენი მხედველობა ვერ ასწრებს ფოკუსირებას, იმდენად სწრაფად იცველება ინტერესის ობიექტი, ჩვენს გარშემო ცვლილებათა მასშტაბები ძნელი აღასაქმელია, წვრილმანი დიდი გვგონია, დიდი კი უმნიშვნელო, ბუნებრივი მოპოვებული გვგონია, ძნელად მიღწეული კი ისედაც კუთვნილი.

და რაღა გასაკვირია, რომ ჭრელია ჩვენი აზრებიც, პოზიციებიც, ორიენტირებიც.


ვცდილობთ გავიმარტივოთ, გარემო, მარტივ სქემაში ჩავსვათ და ზედმეტი დავივიწყოთ, მტრის ბანაკში მოთავსებით მისდამი თანაგრძნობა მაინც მოვაკლოთ ჩვენს მრავალნატანჯ ტვინებს.

არადა ეს გამარტივება რეალობას გვშორებს.

უნდა დავინახოთ ერთმანეთში კარგი. პოლარიზება მუდმივად ბორბლებში ჯოხით მთავრდება, არადა ამ ველოსიპედს ბორბალში კი არ უნდა ჯოხი, არამედ საჭეს, მუხრუჭს, წონასწორობის ცენტრს ჭირდება მუდმივი ყურადღება და სწორი რეაგირება, წონასწორობის დასაცავად და სვლის გასაგრძელებლად.

დღეს ფორუმზე ვხსნი თემას, სადაც ფორუმელებს მხოლოდ მოწინააღმდეგის (ნუ, მოპაექრის) კარგის დანახვა და დაწერა ჩაეთვლება სიყოჩაღედ.

მაგალითად ასეთის:

მე როგორც "მიშისტი" დავწერ:
ის კაცი კარგია, ვინც იბრძვის, საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემის ნაკლოვანების წინააღმდეგ – პროკურორი უგებს ადვოკატს ანგარიშით 98:2 რაც ამ ქვეყანაში პროკურატურის არაობიექტური აღმატებულობის უტყუარი ნიშანია.

კარგო კაცო, იბრძოლე, რათა ჩემს ქვეყანაში ეს სიმახინჯე აღმოიფხვრას.

მან, ოპოზიციონერმა უნდა დამიწეროს, (მაგალითად) შენ მახსოვრობა მოკლე არ გაქვს, გახსოვს წონასწორობის დარღვევა და მისი შედეგები და ცდილობ ეს ქვეყანა სტაბილური განვითარების გზით ატარო, ამიტომ კარგი კაცი ხარ.

მოვნახოთ ერთმანეთში კარგი.


გაიმარჯვებს ის, ვინც მეტოქის მეტ ქებას შეძლებს.

ირონია არ ჩაითველება, გამეორება იქნება. აქ ახალი აზრები უნდა დაწეროთ.
ტვინის ვარჯიშია, ერთგვარი.


ვნახოთ თუ გამოვა რამე (თემა მაქვს მხედველობაში).

ღლიცინს არ მივესალმები.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
kvarkvare
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41428
წევრი No.: 49424
რეგისტრ.: 17-December 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 11:58  #28246078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
..........
QUOTE
ვნახოთ თუ გამოვა რამე (თემა მაქვს მხედველობაში).

ღლიცინს არ მივესალმები.

გამოვა ის რომ დედის გინებით დამთავრდება........ givi.gif





This post has been edited by kvarkvare on 10 Nov 2011, 12:07


--------------------
ყვარყვარა პიარის ასული არგუმენტოვნა-ობიექტურობისა
@ მერკუციო
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9013
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 12:00  #28246104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გამოვა რომ ორივე მხარეს ცუდები ვართ.



ორი მხარე არა ისა...


არის ნორმალური ხალხი, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას და ადამიანს უჭერს მხარს, და არის შავბნელი აზროვნების უმცირესობა, სულ რომ მთავრობისკენ არიან.

ორად გაყოფა მთავრობის მოფიქრებული ლოზუნგია სხვა ტყუილებთან ერთად, ეგ იმას გავს ყველა სქესის ადამიანი პიდარასტებად და არაპიდარასტებად რომ დავყოთ და ორივე "მხარედ" ჩავთვალოთ.


Saturn
QUOTE
ან პირიქით


ეგ "პირიქით" ნორმად ითვლება. ამაშია საქმე.

This post has been edited by m e r a on 10 Nov 2011, 12:03
Saturn
Admin


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32755
წევრი No.: 21369
რეგისტრ.: 5-July 06

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 12:01  #28246114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
m e r a
QUOTE
არის შავბნელი აზროვნების უმცირესობა, სულ რომ მთავრობისკენ არიან

ან პირიქით smile.gif


--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე
arioli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 320
წევრი No.: 113325
რეგისტრ.: 21-February 10

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 12:02  #28246119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
თითქოს გარეთ ცივა
sazageli iezuiti
NO DARKNESS


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9416
წევრი No.: 89326
რეგისტრ.: 19-April 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 12:03  #28246129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

QUOTE
გამოვა რომ ორივე მხარეს ცუდები ვართ.



ორი მხარე არა ისა...


არის ნორმალური ხალხი, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას და ადამიანს უჭერს მხარს, და არის შავბნელი აზროვნების უმცირესობა, სულ რომ მთავრობისკენ არიან.

ორად გაყოფა მთავრობის მოფიქრებული ლოზუნგია სხვა ტყუილებთან ერთად, ეგ იმას გავს ყველა სქესის ადამიანი პიდარასტებად და არაპიდარასტებად რომ დავყოთ.

ვეთანხმები.



--------------------
´´Oranges and lemons, say the bells of St.Clement´s,
You owe me three farthings, say the bells of St.Martin´s,
When will you pay me? say the bells of Old Bailey,
When I grow rich, say the bells of Shoreditch.´´
gz06
აფხაზეთი მაინც ჩვენი იქნება!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9185
წევრი No.: 18071
რეგისტრ.: 11-March 06

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 12:04  #28246149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
პიკის ყოფილმა დირექტორმა, ბატონმა პარსონსმა დასკვნით ინტერვიუში ("ლიბერალში") დაგვისვა დიაგნოზი:


მაგან ჯერ თავის თავს დაუსვას დიაგნოზები და მერე იმ მენეჯმენტს რაც იქნა მანდ, პიკზე გატარებული და მერე კი ბატონო, მოვუსმენთ. ჯერ კი მაგის დიაგნოზები არ გაიშვა.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 12:39  #28246545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მოვნახოთ ერთმანეთში კარგი.


გაიმარჯვებს ის, ვინც მეტოქის მეტ ქებას შეძლებს.


მარტივი პირობებია, უმარტივესი.


ვაგრძელებ;

უქარქაშო ხმლების კითხვისას თქვენში წინაპართა სისხლი დუღს, ნაღდი ჯიგარი იწვის, მიყვარს პატრიოტი ადამიანები.




შედეგად,
2:0 მიშისტების სასარგებლოდ.

This post has been edited by axalirevolucia on 10 Nov 2011, 12:41
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24091
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 13:02  #28246824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
m e r a
ეს ციტატა შენ გეხება სწორედ:
QUOTE
ვცდილობთ გავიმარტივოთ, გარემო, მარტივ სქემაში ჩავსვათ და ზედმეტი დავივიწყოთ, მტრის ბანაკში მოთავსებით მისდამი თანაგრძნობა მაინც მოვაკლოთ ჩვენს მრავალნატანჯ ტვინებს.
არადა ეს გამარტივება რეალობას გვშორებს.





--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
gogilord
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6399
წევრი No.: 83335
რეგისტრ.: 26-January 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 13:22  #28247089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მე ვიცი ერთი ხელისუფლების მომხრე ადამიანი.
50/50 არ ეთანხმება ამათ ნამოქმედარს, მაგრამ ამათი გაკეთებული ბევრი უაზრობის ავტორია (ეკონომიკის კუთხით და ისეც არა ქვეყნის მასშტაბით).

axalirevolucia
ესეთი ადამიანი კარგი ადამიანია სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე?
ჩემი აზრით არა!!!

ნუ დანარჩენ 50%-ი კარგ გაკეთებულზე ყოველთვის ვეუბნები კარგია-თქო.

ანუ ამ მონაყოლით დავაკმაყოფილე თქვენი თემის მოცემულობა?

პ.ს.
QUOTE
2:0 მიშისტების სასარგებლოდ.


იმით, რომ 50%-ით (ისიც მხოლოდ გამონაკლისები) საქმეს აკეთებენ და 50%-ს უმსგავსობას?


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება!!!
vili
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7527
წევრი No.: 36167
რეგისტრ.: 8-June 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 13:25  #28247126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Geronti @ 10 Nov 2011, 13:02 )
m e r a
ეს ციტატა შენ გეხება სწორედ:
QUOTE
ვცდილობთ გავიმარტივოთ, გარემო, მარტივ სქემაში ჩავსვათ და ზედმეტი დავივიწყოთ, მტრის ბანაკში მოთავსებით მისდამი თანაგრძნობა მაინც მოვაკლოთ ჩვენს მრავალნატანჯ ტვინებს.
არადა ეს გამარტივება რეალობას გვშორებს.

+1
მგრამ ზოგჯერ კი არ ცდილობ ამას, უბრალოდ მეტს ვერ ქაჩავ
Marcha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1173
წევრი No.: 122044
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 13:35  #28247248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვიცი კარგი ვარ თუ ცუდი, მაგრამ ვისგანაც მეტს მოვითხოვ მისადმი უფრო კრიტიკული ვარ.

ოპოებისგან მეტს მოვითხოვ, ამიტომ ხშირად ვაკრიტიკებ, მინდა უკეთესები იყვნენ

მაგრამ

ხელისუფლებას იმდენად არაპროპორციული, ობიექტურად რაც ეკუთვნით იმაზე იმდენად გადამეტებული მდგომარეობა აქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩემი კრიტიკით ხელისუფლების საქმეს ვაკეთებ.

ქვეყანა რომ სამართლიანი იყოს მე კარგი ადამიანი ვიქნებოდი.


--------------------
"ჩემი თავის პატრონი მე ვარო, - თქვა მონამ და ფეხი მოიჭრა"

ჯობია არ გამოთქვა აზრი თემაზე, როცა ასე საფუძვლიანად დეზინფორმირებული ხარ
Dedi Co
მზეო ამოდი, ამოდი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15577
წევრი No.: 53238
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 13:47  #28247385      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia

ორივეს დავახასიათებ, თუ შეიძლება:

პოც და ოპოც
შეიძლება იყოს--კარგი მამა, კარგი დედა, კარგი შვილი და ა.შ. კარგი ნათესავი.
ასევე კარგი მეგობარი, კარგი შეყვარებული, კარგი მეზობელი, კარგი თანამშრომელი
ასევე კარგი სპეციალისტი, კარგი მუსიკოსი, კარგი მსახიობი, კარგი მწერალი, კარგი პოეტი...
კარგი პოლიტიკოსი...

ანუ, ყველგან არის "კარგი" ადამიანი.

მართალია, ორივე მხარეს უჭირს მეორე მხარის "კარგ"ობის აღიარება, მაგრამ უნდა დამეთანხმო, რომ ეს განსაკუთრებით ხელისუფლებისა და მათი მომხრეებისთვის დამახასიათებელი სენია.

სიტყვა "კარგს" პოები ძირითადად ანაცვლებენ სიტყვით "რუსეთუმე".

"რუსეთუმე" მამა, "რუსეთუმე"შვილი, "რუსეთუმე"მომღერალი, "რუსეთუმე"რეჟისორი, "რუსეთუმე" სპორტსმენი და რაც ყველაზე მთავარია
"რუსეთუმე "პოლიტიკოსი.

დაპირისპირება და პოლარიზებაც სწორედ აქედანაა გამოწვეული
და ამ შემთხვევაში არშემდგარი პიკის იმპორტული დირექტორის აზრი სულაც არ ეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს..

4 8 15 16 23 42
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 413
წევრი No.: 102883
რეგისტრ.: 21-October 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 13:52  #28247445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პენლებამდე რომ მივა საქმე დამიძახეთ...
wink.gif



--------------------
"If I don't enter numbers every 108 minutes, the whole island's gonna explode."
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2011, 16:48  #28250016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
m e r a
QUOTE
არის ნორმალური ხალხი, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას და ადამიანს უჭერს მხარს, და არის შავბნელი აზროვნების უმცირესობა, სულ რომ მთავრობისკენ არიან.


მერამ ტავის კარში გაიტანა, იმით რომ მოწინააღმდეგის კარგი ვერ დაინახა , პირიქით, გალანძღა.

ანუ 3:0
მაგრამ მას აქყვა გერონტი და ვილი, რის შედეგადაც ანგარიშში სხვაობა ერტი ქულით, 3:2 მდე შემცირდა.
დედი კო-მ ყველა უბედურების სათავე ისევ "რუსეთუმეობის" ძახილში და ხელისუფლებაში დაინახა, ანუ კიდევ ერთი ავტოგოლი ოპოზიციის კარში.

ანუ მიმდინარე ანგარიშია 4:2 მიშისტების სასარგებლოდ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თამაში ჯერ ჯერობით ავტოგოლებით მიმდინარეობს.

გოგილორდმა მოახერხა მოკრძალებული ქათინაურის ამღერღვა (50/50-ზე ადამიანია, ადამიანი რომელიც ამ მთავრობის პროექტების ავტორია, ამ მთავრობას არ ეთანხმება მაგრამ მისი გაკეთებული 50% კარგიაო (ამოღერღვა ქვია აბა შექება?) მაგრამ მაინც ჩავუთვალოთ
ანი 4:3 ოპოზიციის სასარგებლოდ.

ახლა კი პატიოსანი გოლი ოპოთა კარში ( ანუ ოპოთა გულწრფელი ქება)

- თქვენ ინტელექტუალი ინდივიდუალისტები ხართ, თქვენი გადაქცევა ბრბოდ ვერც შევარდნაზემ შეძლო, ვერც სააკაშვილმა და მომავალშიც შეინარჩუნებთ დამოუკიდებლობას სახელმწიფო პროპაგანდისგან.

ანუ 5:2 მიშისტების სასარგებლოდ.

* * *
ვაგრძელებ ოპოთა ქებას;

თქვენ მიწაზე ორი ფეხით დგახართ, რეალისტები ხართ, ფუჭი ოცნებები და გეგემები თქვენს ლოგიკას ვერ შეარყევს, და ამასთანავე მორწმუნეები, მართლმორწმუნე მართლმადიდებლები ხართ.

გამოვიცანი?

This post has been edited by axalirevolucia on 10 Nov 2011, 16:51
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0211 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]