forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (103) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მშვილდოსანი, მასხარა თუ ბრძენი?იუპიტერო, თუ ბრაზობ, უკვე მართალი არ ხარ!
ni ka
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 945
წევრი No.: 135857
რეგისტრ.: 13-September 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 10:01  #28364090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რუსა, შენს დავალებას პირნათლად ვასრულებ smile.gif სენივე პოსტის დაკოპირებით ვიწყებ smile.gif


user posted image

22 ნოემბერი – 21 დეკემბერი
ზოდიაქოს IX ნიშანი.
ცეცლის III ნიშანი.
III ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – იუპიტერი.
მედნიერი რიცხვები : 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: კენტავრი, მოისარი – მითოლოგიური არსება, რომელსაც თავი, ხელები და სხეულის ზედა ნაწილი კაცისა აქვს, მკერდს ქვემოთ კი – ცხენისა.
ასტროლოგიური ფერები: ლურჯი, მწვანე, იისფერი, მეწამული.
ასტროლოგიური თვლები: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.
მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.

23 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -მამაცი და გაბედული, მტკიცე სულის, მგრძნობიარენი არიან, მათ იტაცებს ნადირობა და სპორტი.
3 – დან 12 დეკემბრამდე დაბადებულებს მთვარის გავლენით -გააჩნიათ წარმოსახვა და ფანტაზია, უყვართ შორეული მოგზაურობა, აქვთ ცვალებადი გუნება.
13 - დან 21 დეკემბრამდე დაბადებულები - მტკიცე, მგრძნობიარე, ფუფუნების მოყვარული და გურმანები არიან, რომელთაც უყვართ ჭამა და განმარტოება თავიანთი გასტრონომიული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

ქალი მშვილდოსანი
მისი ნაუბარი ყოველთვის არ მოგეწონებათ. ხანდახან ისეთ რამესაც კი წამოროშავს, შეიძლება თმები ყალყზეც კი დაგიდგეთ. თუმცა თქვენს რეაქციას რომ დაინახავს, შეცდომის მხიარული ხუმრობით ან კოცნით გამოსწორებას შეეცდება.
მართალია ექსტრავაგანტურია და შესაძლოა, მწვანე პეპლებით მორთული ვარდისფერი სათვალით გამოგეცხადოთ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით სულაც არ უყურებს.
მშვილდოსანი ქალი იმდენად გულმართალი არსებაა, რომ ხანდახან სურვილიც კი გიჩნდებათ, რომ რაღაც მაინც მოგატყუოთ, იმდენად მომაბეზრებელია მისი უსაშველო პირდაპირობა.
იგი ძალზე დამოუკიდებელი არსებაა, არ უყვარს ნათესაური კავშირები და უპირეტესობას განმარტოებით ცხოვრებას ანიჭებს. ეს შესაძლოა, მისი მოგზაურობისა და ხეტიალისადმი გადამეტებული სიყვარულით და სახლში არყოფნის სურვილითაც აიხსნას.
თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, კი არ უბრძანოთ, სთხოვეთ. ბავშვობაშიც კი, დედას მასზე მბრძანებლობის უფლებას არ აძლევდა და თქვენ გინდათ თქვენს ბრძანებებს დაუქვემდებაროთ? ამის იმედი ნუ გექნებათ, მშვილდოსანი თავისუფლებას, ინდივიდუალიზმსა და დამოუკიდებლობას, არავის და არაფრის გულისთვის არ შეელევა.
სულის სიღრმეში იგი მიმნდობი ბავშვია, მისი მსოფლმხედველობა და შეხედულებები იმდენად სუფთაა, რომ აქედან გამომდინარე, ძალზე ხშირად და ადვილად ტყუვდება.
მართალია არც უჭკუოა და არც ლოგიკურად აზროვნება უჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, გონებაზე კი არა გულზე გვაქვს. გული და გონება კი, მოგეხსენებათ სრულიად სახვადასხვა რამაა.
მშვილდოსან ქალს, ნებისმიერი რთული პრობლემის გადაჭრის ძალა შესწევს, თუმცა ამ დროს, მისი გული აბსოლუტურად დაუცველია და ამის გამო ხშირად იტანჯება.
ამას გარდა, თავისი გულწრფელობითა და სიალალით, მშვილდოსანი ქალი ხშირად ყველაზე მეტად, საკუთარ თავს აყენებს ზიანს. ხანდახან შესაძლოა გული დარდით უკვდებოდეს, მაგრამ სხვა ამას ვერასოდეს შეამჩნევს. პირიქით, ასეთ დროს მშვილდოსანი, განსაკუთრებით ბევრს ხუმრობს და მხიარულობს. სამაგიეროდ ღამ-ღამობით ბალიშს ცემლებით დაასველებს. თუმცა ამას ვერავინ დაინახავს და ყველა იფიქრებს, რომ მას არაფერი უჭირს.

მშვილდოსანი ქალები, ისევე როგორც ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლები, ქორწინებისკენ მიდრეკილინი ნაკლებად არიან და მათ ბადეში გასაბმელად, არა ერთი მახის დაგება დაგჭირდებათ.
ჯერ ერთი, იგი არავის გამო არ იტყვის უარს, პროფესიული კარიერის გაგრძელებაზე, სამსახურის სულ მიტოვებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ და აჯობებს ამ საკითხში მისი შეზღუდვა არც სცადოთ.
ზოგჯერ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ იგი ცოტა არ იყოს პირქუშია. მაგარამ ასე არ არის. პირიქით, თქვენი მშვილდოსანი ცოლი ძალზე სენტიმენტალური ნატურაა, იგი მელოდრამებზე იტირებს, საგულდაგულოდ ექნება შენახული ოდესღაც თქვენი მიწერილი სასიყვარულო ბარათები, ნიშნობის დღეს ნაყიდი თაიგულიდან გადარჩენილი, დამჭკნარი ვარდი, იმ სპექტაკლის ბილეთი რომელზეც ერთმანეთი გაიცანით და ა.შ. მისი დიასახლისობის ნიჭს რაც შეეხება, ამ მხრივ საქმე გაცილებით რთულადაა. რეცხვა, დალაგება და სხვა მოსაწყენი, საოჯახო საქმეები მშვილდოსანს გულზე მაინც და მაინც არ ეხატება.
მართალია სახლის სისუფთავესა და კომფორტულად მოწყობაზე, მაინც ზრუნავენ. მაგრამ საშუალება თუ აქვს, სიამოვნებით იყოლიებს სახლში მოსამსახურეს.
მშვილდოსანი ქალი ცუდ ხასიათზე იშვიათადაა. თუ გაანაწყენეთ გესლიანობას დაიწყებს, მაგრამ ბოღმის გულში ჩახვევა არ ახასიათებს და წყენას მალევე ივიწყებს. მელანქოლიური ბუნების მამაკაცები მშვილდოსანს არ შეეფერება, დარდს და პესიმიზმს, მისი დაავადმყოფება შეუძლია.
რაკი მათი სახლი ცირკს უფრო წააგავს, შვილები მშვილდოსან დედას აღმერთებენ. მხიარულება, სიცილი და ოპტიმიზმი ბავშვების აღსაზრდელად მართლაც, რომ საუკეთესო გარემოა. ერთადერთი ნაკლი რაც მშვილდოსანი დედის შვილებს გააჩნიათ, დისციპლინის არქონაა.
მშვილდოსან დიასახლისს ძალიან უყვარს სტუმრების მიღება და გართობა. ამას იგი ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშნის წარმომადგენელ ქალბატონზე უკეთ ახერხებს. მისი გულითადი მასპინძლობისა და კეთილგანწყობის ფონზე

მამაკაცი მშვილდოსანი

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი, ძალზე ძნელად მოსახელთებელი პიროვნებაა ამ სიტყვის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

დავიწყოთ იქედან, რომ იგი ყოველთვის რაღაც საქმით არის დაკავებული. ვინმეს შველის გაჭირვებაში, ან სადღაც გადაუდებელ მოლაპარაკებაზე ეჩქარება, ხოლო თუ ერთ ადგილას მდგომი მოიხელთეთ, უთუოდ უამრავი ხალხითაა გარემოცული და რაღაც მხიარულ ამბავს ყვება. ამიტომ ან სწრაფი სირბილი უნდა იცოდეთ, ან იდაყვებით მუშაობა, რომ მშვილდოსნამდე როგორმე მიაღწიოთ.

ბედი ხშირად ანებივრებს, იუპიტერის მფარველობაში მყოფ ამ ადამიანებს და მათი ძირითადი ღირსებაც, რომელიც უჩვეულო ოპტიმიზმში მდგომარეობს, სწორედ აქედან იღებს სათავეს. მშვილდოსანს გარს ყოველთვის უამრავი მეგობარი ახვევია, მტერი კი თითქმის არ ჰყავს. მის მხიარულ და ბედნიერ პიროვნებას ცხადია, ესეც განაპირობებს.

აი სიყვარულის პრობლემებს რაც შეეხება, აქ საქმე უფრო რთულადაა. ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ქალები ხშირად მშვილდოსანი მამაკაცის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ვერ გებულობენ და რაიმე უფრო სერიოზული გონიათ.
არადა თავქარიანმა მშვილდოსანმა, შესაძლოა ადვილად შეიყვაროს ვინმე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი კუბოს კარამდე ეყვარება. ხშირად მისი მხრიდან ეს უბრალო გატაცებაა და თუ გატაცების ობიექტმა მას, ჭეშმარიტი ზრახვები ვერ გაუგო და საქმისთვის უფრო სერიოზული მსვლელობის მიცემა სცადა, მშვილდოსანი ან ყოველივეს ხუმრობაში გაატარებს, ან მოულოდნელად და ისე სწრაფად გაქრება, რომ ”სატრფო” თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს.

მაგრამ თუ თქვენ გონიერი ქალიშვილი ხართ, რომელსაც თავი მხოლოდ ლამაზი ვარცხნილობის გასაკეთებლად არ აბია, შეძლებთ ეს მოუხელთებელი არსება თქვენს ბადეში, ძალზე ოსტატურად გააბათ.
ნუ იქნებით ეჭვიანი. ნუ შეზღუდავთ, არასოდეს ჰკითხოთ სად იყო, ნუ დაემუქრებით რომ მიატოვებთ, ნურასოდეს მოუწყობთ ისტერიკებს და საშუალება მიეცით, თავის ნებაზე მოიქცეს ხოლმე. საერთოდაც, ეცადეთ ცხოვრებას მისი თვალებით უყუროთ და მისი თამაშის წესებით იხელმძღვანელოთ. იყავით ისეთი, როგორიც მას უნდა რომ იყოთ. მოძრავი, სპორტული, აქტიური... იარეთ მასთან ერთად ლაშქრობებზე, იყოლიეთ ძაღლი (სასურველია დიდი), იყავით გულუხვი და უშუალო. აგრძნობინეთ რომ თქვენშიც ისევე ცოცხლობს თავისუფლების სული, როგორც მასში. ყოველთვის დაუფიქსირეთ ის, რომ მის გარდა ცხოვრებაში უამრავი სხვა ინტერესიც გაგაჩნიათ. ნუ იქნებით მასზე ზედმეტად დამოკიდებული და ნუ შეზღუდავთ ვალდებულებებით.
თუ მშვილდოსანთან ურთიერთობისას, თამაშის ამგვარი წესებით იხელმძღვანელებთ, თქვენი ერთი შეხედვით, მოუხელთებელი სატრფო, ერთ მშვენიერ დღესაც გამოგიცხადებთ: სწორედ შენისთანა ქალი მჭირდებოდა ცხოვრების თანამგზავრადო.
ამ ეტაპზე, ცოტა კიდევ უნდა შეაგულიანოთ. გადაჭრით უარს ნუ ეტყვით, მაგრამ თქვენი პირობებიც წამოუყენეთ. ცოტა რომ წააეჭვიანოთ, არც ეს იქნება ურიგო, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და მერწმუნეთ, თქვენი ურთიერთობა მალე მენდელსონის მარშით დასრულდება.
გაითვალისწინეთ, რომ მშვილდოსანი ნათესაური კავშირების დიდი მოყვარული და პატივისმცმელი არ გახლავთ, თავისი ნათესავებით თავს არ მოგაბეზრებთ და თქვენც, შესაბამისად ეცადეთ, თქვენიანებით არ შეაწუხოთ.

მისი მეუღლე რომ გახდებით, იგივე პოლიტიკას მიმართეთ, რამაც ქორწინებამდე მიგიყვანათ. საშუალება მიეცით სადაც უნდა იქ იაროს. ნუ გამოკითხავთ სად იყო, თუ ხანდახან გაფიცხდება, გულის მოოხების საშუალება მიეცით. ნუ აჰყვებით ჭორებს და გჯეროდეთ მისი. მამაკაცი მშვილდოსანი, ბუნებით ძალზე აზარტული ნატურაა, ამიტომ მასთან ერთად, ტელევიზორში სპორტული გადაცემების ყურება ხშირად მოგიწევთ. რაიმე ნიჭის დემონსტრირება, თქვენს ქმართან თამამდ შეგიძლით, მას ეს ძალიან მოეწონება. მისი ცოლი რომ გახდებით, წიგნების კითხვას არ შეეშვათ, მშვილდოსანს უინტელექტო ქალები არ უყვარს.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი ხშირად გაგაკრიტიკებთ და ხანდახან არც თუ მთლად ტაქტიანად. გაიხსენეთ, რომ დიპლომატიის არ ქონა, მშვილდოსნების მთავარი ნაკლია.
პატარა ბავშვები მშვილდოსან მამაკაცს თითქმის არ აინტერესებს. სამაგიეროდ რაც უფრო წამოიზრდებიან ისინი, გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს. მისთვის ბიჭები უფრო ახლობლები არიან, მაგრამ გოგონებთან განსაკუთრებული, ნაზი დამოკიდებულება ექნება.
მშვილდოსანი მამა, სიამოვნებით გაერთობა ბავშვებთან ერთად სპორტით და ხშირად მოაწყობს ხოლმე მათთვის მხიარულ პიკნიკებს. მშვილდოსნები საერთოდ ძალზე ლიბერალური მშობლები არიან და შვილებთან სიმკაცრეს, მხოლოდ ტყუილის შემთხვევაში იჩენენ.

მშვილდოსანი არის ცეცხლი ტრანსფორმაციის ზონაში, ანუ ეს ცეცხლი ძირითადად ვლინდება არა ქცევაში, არამედ იდეებში, აზრებში...

განვითარებული მშვილდოსანი არის სულიერი ლიდერი, რელიგიური ლიდერი, რომლის იდეებს და სიტყვებს შეუძლიათ აანთოს ადამიანები და წაიყვანოს ისინი მშვილდოსნის მიერ მითითებულ გზაზე...

მის მიერ ნასროლი ისრების სიზუსტე განსაცვიფრებელია, იმიტომ რომ ეს ისრები არ კლავენ ადამიანების გულებს, არამედ უმორჩილებენ მშვილდოსნურ იდეებს.

მიწის სტიქიის ფონი მშვილდოსანში ვლინდება იმით, რომ მისი იდეები პრაქტიკულ საფუძველს ეყრდნობა, და რეალურად მიმზიდველია.

საკუთარი თავისთვის მშვილდოსანი სრული პრაქტიკოსია, მას აინტერესებს პრაქტიკული და მიწიერი პრობლემები, მაგრამ ხშირად დეტალებს ვერ ამჩნევს(მაგალითად თანამოსაუბრის განწყობას)...

მშვილდოსანს არასოდეს არა აქვს ერთი ვიწრო იდეა... მას ან აქვს ძალიან ბევრი იდეა, ან ერთი, მაგრამ საკმარისად ფართო, რომელიც ერგება ყველაზე მრავალფეროვან სიტუაციებს...

თუ მშვილდოსანმა დაიანახა რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ის შეიცვლის მიდგომას, ან წავა... მაგრამ არცერთ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ტრამვამდე არ მიიყვანს საქმეს.

მისი ოპტიმიზმი და მხიარულება ულევია, და თუ მოხვდება ის გამოუვალ სიტუაციაში, თუ მოხვდება ენერგოვამპირების გარემოცვაში, მაშინ მის ფეხებს და სიჩქარეს ვერ დათვლი...მშვილდოსანი ყველაზე სწრაფი ნიშანია (მე კი 2მაგად ყველაზე სწრაფი როგორც რაჭველი )

მშვილდოსანს არ აქვს მოვალეობის გრძნობა ცალკეული ინდივიდების მიმართ, ის ხომ მთლიან კაცობრიობაზე და მთელ სამყაროზე ფიQრობს. მას აწუხებს გლობალური პრობლემები, მაგალითად პლანეტის წყლის რესურსების დაზოგვა, მაგრამ გაფუჭებულ ონკანს ყურადღებას არ მიაქცევს და მან შეიძლება წლობით იწვეთოს.
მშვილდოსანი უყურადღებოა დეტალებისადმი , ვერ ამჩნევს ნიუანსებს და არ ცნობს მათ. ის ხშირად ზუსტად აფასებს გარშემომყოფებს, მაგრამ თავისი თავის შეფასებაში სულ ცდება. ამიტომ ის ცუდი ფსიქოლოგია, მაგრამ კარგი დემაგოგია. დამაწყნარებელი და გმირობების შთამაგონებელი.
კიდევ მშვილდოსანი შესანიშნავად გრძნობს თავის და სხვების სხეულის მოთხოვნილებებს. "იყავი მარტივი და ხალხი შენსკენ გამოიწევს", "პრობლემა არაა", "სხეულთან ახლოს"- ეს ყველაფერი მასზეა ნათქვამი. მშვილდოსანი გამოუსწორებელი ოპტიმისტია და სჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ იცვლება. რომ ცხოვრება მშვენიერი და განსაცვიფრებელია, რომ წარუმატებლობებზე დარდი არ ღირს. ის თვითონაც ამ პრინციპს ატარებს- არ დარდობს.
მშვილდოსანი გატაცებების ადამიანია. მიდის იქით , სადაც ყველა. მაგრამ თუ მეგობრული თაბუნი კურსა არ შეიცვლის, მშვილდოსანი წინააღმდეგობრივი სულის გამო ახალი გზის, მიზნის და ლურჯი ფრინველის საპოვნელად გაემართება. გათელილი გზები და განაწესის მიხედვით ცხოვრება საიმისო არაა. როცა სიტუაცია გაურკვეველია, მშვილოდოსანი მზადაა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. მაგრამ როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, ის მიდის თითქოს არც არაფერი ყოფილა. მშვილდოსანი ხვდება, რომ მისი მისია შესრულებულია და დანკო თავისი ანთებული გულით მანამ არის საჭირო, სანამ ბნელა და ცივა.
მშვილდოსანი ხშირად ცდება, მაგრამ გულწრფელია თავის ცდომილებაში. ეს გასაგებიცაა - როგორ უნდა დაიცვას ობიექტურობა, როცა სულში ამდენი რამ ხდება! მისი გამონათქვამები არამდგრადია, საუბარი ურთიერთსაწინააღმდეგო, მტკიცებულებები ცვალებადი. მშვილდოსანი ფიქრს რომ ასწრებდეს, სანამ რაიმეს გააკეთებდა, ის ფასდაუდებელი იქნებოდა.! მას უნდა რომ ყველა კარგად იყოს. და შედეგები როგორც წესი მისი მოლოდინის საწინააღმდეგოა.

დავსვათ კითხვა, არიან კი მშვილდოსნები მასხარები, ცანცარები?! კარგად დავუკვირდეთ ამ შეკითხვას, იქნებ სჯობს უფრო ღმად ჩავხედოთ მათ თვალებში?! ისინი მართლაც რომ უზარმაზარი ენერგიის აკუმლიატორები არიან, გასცემენ, გასცემენ ოპტიმიზმს, ენერგიას, სიმხიარულეს, სულს, გულს, მაგრამ ამავ დროს მეოცნებე ბავშვებად რჩებიან, ბავშვებად, რომლებიც მუდამ ვარკსვლავებთან თამშობენ... მისდევენ ჰორიზონტს და ეს დევნა უსასრულობამდე გრძელდება... რა აქვთ მათ ასეთი, რაც ე.წ. შარმად აღიქმება?! იქნებ, უაზროდ გადამეტებული ოპტიმისტობა? ოღონდაც, არასდროს დააბრალოთ მშვილდოსანს, რომ ის ვარდისფერი სათვალით იყურება... ნუ ეცდებით ამ სათვალის მოხსნას მათთვის. ზუსტად ამ ავანტიურიზმით, ვარდისფერი სათვალით და სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულით გხიბლავთ ყველას smile.gif შეგვიყვარეთ და მიგვიღეთ ისეთნი, როგორნიც ვართ, ნუ ეცდებით ჩვენს შეცვლას, მიგვიღეთ და ისიამოვნეთ იმით, რაც ჩვენ გვაქვს და რასაც მართლა უანგაროდ ვაძლევთ სხვებს smile.gif

ეს კი წინა თემის ლინკი smile.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სამაგიდო წიგნი "გაიცანით მშვილდოსანი"

ზოგადი დახასიათება
მშვილდოსნების სიმბოლო
მშვილდოსნის თანავარსკვლავედი
მშვილდოსანი-დახასიათება
მშვილდოსნის ორი ტიპი-ჰარმონიული და არაჰარმონიული (დაზიანებული)
მშვილდოსნის დახასიათება (2)
მშვილდოსნის დახასიათება (3)
მშვილდოსანი -დახასიათება (4)
ცალკეული გრადუსების მნიშნელობა
ხარბი და გულუხვი ზოდიაქოს ნიშნებში-მშვილდოსანი
საჩუქრების ჰოროსკოპი-მშვილდოსანი
მშვილდოსანი და სტილი
როგორ მივხვდეთ გვატყუებს თუ არა მშვილდოსანი
მშვილდოსნის სიზმრები
მშვილდოსნების ფერი
მშვილდოსანი და მეგობრული ურთიერთობები სხვა ნიშნებთან


სხვადასხვა ჰოროსკოპები-რას წერენ მშვილდოსნებზე
სლავური ჰოროსკოპი-მშვილდოსანი (22-30 ნოემბერი)
სლავური ჰოროსკოპი-მშვილდოსანი 1-10 დეკემბერი
სლავური ჰოროსკოპი-მშვილდოსანი 11-21 დეკემბერი
ფინური ჰოროსკოპი-მშვილდოსანი
ინდიელთა ჰოროსკოპის მიხედვით მშვილდოსნების დახასიათება
მშვილდოსანი-ეგვიპტური ჰოროსკოპი (23-26 ნოემბერი)
მშილდოსანი-ეგვიპტური ჰოროსკოპი (27 ნოემბერი-18 დეკემბერი)
მშვილდოსანი- ეგვიპტური ჰოროსკოპი (19-21 დეკემბერი)
მშვილდოსანი დაბადებული თხის წელში
ღორის წელში დაბადებული მშვილდოსანი
ვირთხის წელში დაბადებული მშვილდოსანი
ხარის წელში დაბადებული მშვილდოსანი
ვეფხვის წელში დაბადებული მშვილდოსანი
კატის (კურდღლის) წელში დაბადებული მშვილდოსანი
დრაკონის წელში დაბადებული მშვილდოსანი
გველის წელში დაბადებული მშვილდოსანი

სიყვარული/სექსი
მშვილდოსანი და სიყვარული
სიყვარულის ჰოროსკოპი მშვილდოსნებისთვის
მშვილდოსნის სექსუალურობა
ეროგენული ზონები
მშვილდოსნის საკურორტო რომანი
ვინ არ უნდა შეიყვაროს მშვილდოსანმა
როგორ დავიპყროთ მამაკაცი მშვილდოსანი
მშვილდოსნების შეწყობა სხვა ნიშნებთან-იღბლიანი და უიღბლო შეთავსება
ლესბი ჰოროსკოპი
გეი ჰოროსკოპი


პლანეტები
მზე მშვილდოსანში

კვირის რომელ დღეს დაიბადა მშვილდოსანი?
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა

დახასიათება დაბადების რიცხვისა და თვის მიხედვით
24 ნოემბერი

მშვილდოსნების დახასიათება ასცენდენტის მიხედვით
ასც. ვერძი
ასც. კურო
ასც. ტყუპები
ასც. კირჩხიბი
ასც. ლომი
ასც. ქალწული
ასც. სასწორი
ასც. მორიელი
ასც. მშვილდოსანი
ასც. თხის რქა
ასც. მერწყული
ასც. თევზები

მორიელსა და მშვილდოსანს შორის დაბადებულნი-გველისმჭერნი


შეთავსებები

კაცი მშვილდოსნისა და ქალი ვერძის შეთავსება
ქალი მშვილდოსნისა და კაცი ლომის შეთავსება
ქალი მშვილდოსანი-კაცი ქალწული/ კაცი მშვილდოსანი-ქალი ქალწული
ქალი მშვილდოსნისა და კაცი მორიელის/ კაცი მშვილდოსნისა და ქალი მორიელის შეთავსება
ქალი მშვილდოსნისა და კაცი მერწყულის შეთავსებადობა

სიყვარულში წარმატების გასაღები
ტიპიური 7 პრობლემა-სიყვარულში მისაღწევი ბედნიერების 7 გასაღები
ტიპიური 7 პრობლემა-სიყვარულში მისაღწევი ბედნიერების 7 გასაღები (გაგრძელება)
ტიპიური 7 პრობლემა-სიყვარულში მისაღწევი ბედნიერების 7 გასაღები გაგრძელება

This post has been edited by Papillon on 21 Mar 2012, 18:20
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 11:18  #28364716      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ni ka

8-ე თემა განსაკუთრებული უნდა იყოს yes.gif მეც ვიზრუნებ ამაზე და თხოვნა მაქვს დანარჩენმა მშვიდებმაც მოინდომეთ smile.gif


--------------------
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...
aca baca banci bunca



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11802
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 11:32  #28364824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim
დავასწრებ ახლკა ყველა ვერძს და ვიტყვი რომ აქეთ მე ვარ ვერძისგან მიტოვებული და მსხვერპლი. ვოტ ტაკ. smile.gif

QUOTE
წარმატებები, მშვილდებო, ერთი კვირაც და.... ბოლომდე ვავლენთ ჩვენს შესაძლებლობებს...

სამწუხაროდ ზურგზე დავეცი და არც არავინ მყავს რო წამომაყენოს. smile.gif წარმატებები თქვენ. 2kiss.gif

This post has been edited by aca baca banci bunca on 18 Nov 2011, 11:35


--------------------
პიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.

რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 11:35  #28364853      · პროფილი · პირადი მიმოწერა


aca baca banci bunca

ე მორჩა აქ ვერძებზე საუბარი, გადაღეჭილი გვაქვს უკვე 9-ჯერ. ახლა რამე ინფორმაციული, საინტერესო სხვა რამე საინტერესო შინაარსის დადე ვახ biggrin.gif თუ ვერძებზე გინდა საუბარი, აქვეა მათი თემა >>>>>> ♈ ვერძი biggrin.gif

This post has been edited by Papillon on 18 Nov 2011, 15:53
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 12:17  #28365310      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სლავური ჰოროსკოპი მშვილდოსანი . "ზამთარი" (22-30 ნოემბერი)




user posted image სლავური ჰოროსკოპი იქმნებოდა იმ შორეულ დროში როდესაც სლავებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამწერლობა. მათ თავისი ცოდნა გადმოგვცეს შთამომავლობას თქმულებებში და ზღაპრებში, გამოცანებში , ანდაზებში და მინიშნებებში.


მშვილდოსანი რომელიც დაიბადა 22-30 ნოემბრის პერიოდში , მფარველობს "ზამთარი" ძველი სლავური წარმოდგენით სულიერი წელიწადის დრო . ამიტომ "ზამთარს" ისინი წარმოიდგენდნენ როგორც ცოცხალ არსებას, ულამაზეს ქალღმერთად , რომელიც ჩამული იყო ფითქინა ყინულსიფერ -ციფერ ქურქში. დაიარებოდა ცხენით მთებში, სახლებში და ყინულოვანი სუნთქვით აფრთხობდა უწმინდურ ძალას და ბნელეთის სულებს. ზამთარის მსახურია - ქარბუქი და ნამქერი. მას უყვარს როდესაც გარშემო ყველაფერი თოვლიანი და ქათქათაა.


ზამთრის დადგომის წინა პერიოდი -მაძღარია. მარნები და ბეღლები სავსეა შემოდგომაზე აღებული მოსავლით. ამიტომ ადამიანები ზამთარს იმედიანად ელოდებიან. საკუთარ თავში დარწმუნებული და აქტიურები არიან. "ზამთარმა" დააჯილდოვა თავისი მფარევლობის ქვეშ მყოფი ადამიანები ცხელი გულით, რომელიც ათბობს თავად ამ ადამიანს და გარშემომყოფებსაც. თუმცა გვერდიდან ეს ადამიანები შეიძლება ემოციურად ცივი მოგეჩვენოთ. მაგრამ ეს შეხედულება მცდარია . "ზამთრის" ადამიანებს აქვთ ნათელი ძალების მხარდაჭერა , თუნდაც ამას თავადაც ვერ აცნობიერებდნენ. ეს ძალა გავლენას ახდენს მათზე მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეხმარება მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მშვილდოსანები რომელებიც დაიბადა 22 -30 ნოემბრის პერიოდში. ინტერესდებიან უჩვეულო ბუნებრივი მოვლენებით. გატაცებული არიან ფანტასტიკით, ვარსკვლავებით და პლანეტებით , ინტერესდებიან პარალელური სამყაროებით. ისინი ცნობისმოყვარე მკვლევარები არიან . უყვართ ვარსკვლავების ყურება და ცდილობენ ამოკითხონ სამყაროს შექმნის საიდუმლო. "ზამთრის" ადამიანები ყოველთვის ჩაეძიებიან ჭეშმარიტების ამოსახსნელად ნებისმიერ საკითხში. ამ ადამიანებს აქვთ თავისი ზნეობრივი კანონები და მათი მიზნები (სურვლები) ყოველთვის სუფთაა.


"ზამთრის" ადამიანები კარგი, გულკეთილი ხასიათის ადამიანები არიან . დაჯილდოვებული არიან კარგი ჯანმრთელობით , თუ არ ავიწყდებათ დაკავდნენ სპორტით და ორგანიზმის გაკაჟებით. ოჯახური ცხოვრების დროს ამ ადამიანებს შეუძლიათ გაანეიტრალონ კონფლიქტები. მათი ცხოვრების მთავარი საზრისია ბრძოლა მოწინააღმდეგე ძალებთან, რის გამოც მათი მსოფმხედველობა შეიძლება გახდეს "შავ-თეთრი" . მათი მისიაა - დარჩნენ სიკეთის მხარეზე. ეს ბრძოლები საშუალებას არ მისცემს მოდუნდეს. ზუსტად ამ ადამიანების წყალობით გაჩნდა შემდეგი გამოთქმა : «Мир не без добрых людей».

To be continued .....

This post has been edited by რუსა on 18 Nov 2011, 12:19
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 12:57  #28365761      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image მშვილდოსანი "ვირგონი " ( 1- 10 დეკემბერი )


მშვილდოსნებს დაბადებულს 1-10 დეკემბრის მონაკვეთში მფარველობს "ვირგონი". ძველი სლავები "ვირგონს" წარმოიდგენდნენ როგორც ქალს რომლის მზერაც იყო სასიკვდილო და თავზე თმის მაგივრად ეზრდებოდა გველები . ის ერთდროულად მშვენიერი და საზარელია. ის ცხოვრობს კუნძულზე ზღვა-ოკეანეში რომელზეც "მსოფლიოს ხესთან" (პ.ს http://ru.wikipedia.org/wiki/Мировое_древо ) მტელი წელი მხიარულობს , მაგრამ როდესაც მოდის სიყვარულის დრო უხმობს ლომს და შემდგომ სხვა ცხოველებს და ფრინველებს , მან იცის ცხოველების ენა და ისინი მორჩილად მოდიან მის დაძახილზე.


მშვილდოსნები რომლებსაც მფარველობს "ვირგონი" ახასიათებთ დამოუკიდებლობა , დაჟინებული ქცევა , დაუშრეტელი ფანტაცია და მგრძნობიარობა. მათ აქვთ მებრძოლი ბუნება მაგრამ უყვართ კომფორტი . არ უყვართ მძიმე სამუშაო. ხშირად უყვარდებათ სხვა რელიგიური შეხედულებების , რასის ან ეროვნებისას ადამიანები. ამ ნიშნის ქალები კონკურენციას უწევენ მამაკაცებს.


ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ვირგონი შეესაბამება მედუზა გორგონას. ორივე სიკვდილის მბრძანებელი ქალღმერთია. ის ხსნის უმაღლესი სიყვარულის შესაძლებლობებს სისკვდილის საშუალებით . მის ენაზე საუბრობენ ჯადოქრები რომლებიც ვარსკლავების განლაგებით ადგენენ სიკვდილ- სიცოცხლეს. ვირგონი ხშირად მიჩნევა როგორც სამოთხის შესასვლელის და სამყაროს მცველი.







This post has been edited by რუსა on 18 Nov 2011, 13:49
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 13:48  #28366359      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image მშვილდოსანი "კიტოვრას/კარაჩუნი" (11-21 დეკემბერი)


11-21 დეკემბერს დაბადებულ მშვილდოსებს მფარველობს კიტოვრასი. ესაა კენტავრი , ნახევრად ცხენი-ნახევრად ადამიანი. მას აქვს ეშმაკობა და შეუძლია ჭკუაში აჯობოს ნებისმიერს. რის გამოც ხშირად იტანჯება. "ბენილი წელიწადის ნახევრის " ღმერთებმა იციან მისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობების შესახებ და ხშირად ათრობენ მას, რათა კენტავრის სიბრძნე და ძალა გამოიყენონ ანგარებიანი მიზნებისთვის. ამის გამო ნატელი წელიწადის ნახევრის ღმერთები სჯიან მას. მშვილდოსნები რომლებიც დაიბანენ კიტოვრასის მფარველობის ქვეშ აღწევენ წარმატებას ნებისმიერ ცხოვრებისულ საკითხებში . ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვიან მიწიერ ცდუნებაზე და სიამოვნებებზე .


11-21 დეკემბრის მეორე მფარველია "კარაჩუნი". ძველი სლავებისთვის ეს იყო ღმერთი რომელიც განაგებდა ყინვას. მგლები რომლებიც წარმოქმნიდნენ ქარბუქს და დათვები რომლებიც იწვევდნენ ნისლებს ,იყვნენ მისი მსახურები . ღმერთ კარაჩუნის პერიოდი ემთხვეოდა წლის ყველაზე მოკლე დღეს , მშვილდოსნიდან თხის რქაში გადასვლის დროს. კარაჩუნი დაუდობელი და მრიხანეა, ეს ის ძალაა რომელიც აიჩულებს დღეს შემცირდეს.

კორაჩუნის დრო ყველაზე ცივი და ბნელი დროა წელიწადში. გაზაფხული ჯერ ისე შორიაა. ამიტომ კარჩუნს თან მოაქვს ენერგიის ნაკლებობა, დედამიწა უსიცოცხლოა. მზე ნაკლებადაა , მდინარე და ტბები დაფარულია ყინულით. მხოლოდ ცივი ყინულოვანი ქარია , კარაჩუნის საუკეთესო მეგობარი. მშვილდოსანი დაბადებული "კარაჩუნის" პერიოდში უწევთ ყველაფრის მიღწევა საკუთარი შრომის ფასად არაფერი მათ არ ეძლევა უანგაროდ. ხშირად ისინი ეხვევიან საკუთარი ფანტაზიების და ოცნებების ბურუსში. ადამიანი კარაჩუნები აღმერთებენ მოგზაურობას. უხილავი ძალა მათ ეწევათ თბილ, ტროპიკულ ქვეყნებში. სადაც ისინი დატკბებიან სითბოთი და მზით რომელიც ჩამოერთვათ დაბადებიდან.


ამ ადამიანებს უყვართ ცხოველები , შეუძლიათ მოათვინიერონ ყველაზე ველური ცხოველიც კი (მათ შორს შინაგანი ცხოველიც) მათ აქვთ მოღუშული , ცივი და ბუზღუნა ხასიათი. მაგრამ ეს ნიღაბი მათ არ უხდებათ. არის კარაჩუნის მეორე მხარეც - მას კარგად გამოსდის სხვების გამოჯავრება, ამიტომ მათგან კარგი პაროდისტები გამოდის. მხიარული და ენამოსწრებული ხუმრობა ეხმარება კარჩუნს დამალოს თავისი შინაგანი დარდი. ის ადვილად სწავლობს უცხო ენებს . შეუძლია გახდეს მთარგმნელი ან პოლიგლოტი. კარაჩუნი აქტიურია და არ შეუძლია უსაქმურად ჯდომა. თუ დარჩა უსამსახუროდ ვარდება დეპრესიაში.
* * *
პ.ს ცაგარელმა თქვა ეს პერიოდი გვიჩვენებს რამდენად "კარგად" ვიცხოვრეთ მთელი წლის განმავლობაშიო.

This post has been edited by რუსა on 18 Nov 2011, 13:53
aca baca banci bunca



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11802
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 14:00  #28366492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim
QUOTE
მშვილდოსანი "კიტოვრას/კარაჩუნი" (11-21 დეკემბერი)

3 ვიცნობ ამ პერიოდში დაბადებულს და სამივე ნაძირალაა. smile.gif


პ.ს. ნოემბერში დაბადებულ მშვილდოსნებს თუ "მშვილდოსნებს" ეხება ეს ინფო. smile.gif
და გველისმჭერი კი ემთხვევა მორიელის ბოლო 7 გრადუსსა და მშვილდოსნის პირველ 7 გრადუსს. ანუ ძველი ტრადიციით მისი გავლენის პერიოდია 16 დან 30 ნოემბრამდე.
კლასიკური ასტროლოგია გველისმჭერს, როგორც ადამიანის მახასიათებელ ზოდიაქოს არ აღიარებს…

მზე, სანამ მშვილდოსნის თანავარსკვლავედში აღმოჩნდება, რამოდენიმე დღის გან-ში (26.11- 16.12) გადის გველისმჭერის თანავარსკვლავედს, მაგრამ რადგან ზოდიაქოს თანავარსკვლავედები მხოლოდ 12 უნდა იყოს, შესაბამისად წელიწადის 12 თვისა, გველისმჭერს არ თვლიან ზოდიაქოში. ასტროლოგია ანიჭებს მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან თვლის, რომ ამ დროს დაბადებული ადამიანი ატარებს ხასიათის ინფერნარულ (адский, дьявольский) თვისებებს. ეს თანავარსკვლავედი მოიცავს ეკვატორიალური ცის ვრცელ რეგიონს და კარგად არის შესწავლილი.

უფრო ვრცლად: http://ucnauri.com/2011/%E1%83%B0%E1%83%9D...%83%A8%E1%83%90

user posted image

This post has been edited by aca baca banci bunca on 18 Nov 2011, 14:06
serapiti
:)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1275
წევრი No.: 78485
რეგისტრ.: 13-December 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 14:31  #28366851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
"ზამთრის" ადამიანები კარგი, გულკეთილი ხასიათის ადამიანები არიან

ვიცნობ ამ პერიოდში დაბადებულ მშვილდოსანს და
QUOTE
კარაჩუნის

ტიპის მშვილდოსანსაც. ორივე შემთხვევაში ემთხვევა ეგ კლასიფიკაცია yes.gif
TeTeTeT
ქსენოფობი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 511
წევრი No.: 126087
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 14:52  #28367092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მშვილდოსნებო მეც დაგიფიქსირდებით რა თემაში biggrin.gif

QUOTE
"ვირგონი " ( 1- 10 დეკემბერი )
ეს ყველაზე მეტად დაემთხვა smile.gif ან ამ დროს დაბადებული უფრო მეტი ნაცნობი მყავს და ამიტომ smile.gif

ისე ესეც დაემთხვა
QUOTE
"ზამთარი" (22-30 ნოემბერი)
smile.gif
ni ka
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 945
წევრი No.: 135857
რეგისტრ.: 13-September 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 14:52  #28367105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სიყვარული

მშვილდოსნის ცეცხლი არ ჰგავს ლომისა და ვერძის ალს. ეს არის ცეცხლი, ნაცრის ქვეშ გაღვივებული - გადამწვარი, მაგრამ ჯერ კიდევ შინაგანი ვნებებისგან ჩაუქრობელი. უსასრულოდ ცვალებად მშვილდოსანს შეუძლია ყოველთვის თქვას თავისი სათქმელი.

ერთნი - მრავალი სხვადასხვა საშულებით მიმართავენ თავიანთ ისრებს ვერტიკალურად და ეს ისრები მიმართულია მაღალი სულიერი მწვერვალებისკენ, თვლიან, რომ სიყვარულის ფიზიკური აქტი მისტიკურად აბსტრაქტირებულია ანდა საზოგადოებრივი მიმართულებაა. ისინი ეძებენ პარტნიორს, რომელიც დგას მათზე მაღლა, რომელსაც ისინი აძლევენ თავის იდეალურ ვნებას.

სხვები ირჩევენ ჰორიზონტალურ მიზანს და არ აქვს სასრული მათ დაპყრობებს. სიყვარული, სპორტი, თავგადასავლები, გონების დაკარგვამდე დალევა, მოკლედ - დონ ჟუანი ცხენზე, მაგრამ ცხოვრების გაკვეთილის შეცნობამდე _ "ისარი და მიზანი საბოლოო ჯამში ერთი მთლიანობაა" - დამიზნებული საკუთარ გულზე.

კაცები _ მშვილდოსნებს უყვართ კომფორტი, სიმსუბუქის განსაზღვრული ატმოსფერო, ფუფუნება, უპირატესობას ანიჭებენ ქალს, რომელიც არამარტო ამაღლებს მათ ამაყ აზრს საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე, არამედ კარგადაც ეწევა საოჯახო საქმეებს, ქმრის არყოფნის დროს საკუთარ თავზე იღებს ამ ყველაფერს. ისინი შეიძლება იყვნენ შესანიშნავი მამები და მცველები, მაგრამ უყვართ გამოცადონ თავიანთი მამაკაცური ბუნებრივობა. შეუძლიათ იყვნენ ყველაზე ორგული/არაერთგული ქმრები, რადგანაც ამას თვლიან საკუთარ მამაკაცურ უპირატესობად.

მათსავით არცერთი სხვა ნიშანი არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლებიც კარგად იგებენ სამყაროს ორსახოვნებას. ისინი ვარდებიან განრისხებულ, გაცოფებულ სიბრაზეში, თუ მათ იგივეთი არ პასუხობენ. ისინი არ პატიობენ გამცემლობას და ღალატს, განსაკუთრებით, თუ ფიქრობენ, რომ ამის შესახებ იციან სხვებმაც. მშვილდოსანს სძულს სკანდალები, არცერთი სხვა ნიშანი ისე არ გაურბის სკანდალებს, როგორც მშვილდოსანი.

ქალი - მშვილდოსანი ან უკიდურესობამდე ამაყები, მებრძოლები არიან, ან ეს არის დიდებული პატრონესსა, რომელსაც სურს, რომ ის უყვარდეთ, პატივსცემენ და აიყვანენ პიედესტალზე, უყვარდეს იმ კაცს, რომელსაც ის შეიყვარებს.

ყველაზე მეტად მათთვის ძვირფასია სახელი. ზოგიერთს ზედმეტად უყვარს, რომ განადიდონ და თაყვანი სცენ. ისინი ისევე არ პატიობენ ღალატს, როგორც მამაკაცი მშვილდოსნები, ოღონდაც, მათგან განსხვავებით კი არ გარბიან, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რათა თავი აარიდონ სკანდალებს, სხვებს (ანუ მეორე კატეგორიას) არ უყვართ იყვნენ დამოკიდებულნი და ოჯახის შექმნას/გათოხოვებას უპირატესობას ანიჭებენ თავისუფალ სიყვარულს ანდა კონკურენციას უწევენ მამაკაცებს სხვა ქალებთან მიჯაჭვულობის გამო.

ქალებიც და კაცებიც, უპირატესობას ანიჭებენ ისეთ პარტნიორს, რომელიც გარშემოყოფებისგან გამოკვეთილია და გამორჩეულია. უპირატესობას ანიჭებენ ადამიანს, რომელიც მარტო თავისი სოცილური წრიდან კი არ არის გამოკვეთილი ან გამორჩეული, არამედ სხვა რასიდან ან რელიგიური ანდა სხვა მხრივ არის გამორჩეული, ასეთ პარტნიორთან სიხარულით გადავლენ და იცხოვრებენ თუნდაც დევნილობაში, მაგრამ ნებაყოფლობით "ემიგრაციაში".

მშვილდოსანი ბედნიერია ქორწინებაში, მეგობრობაში ან საქმეში - ტყუპებთან, ვერძებთან, მერწყულთან, სასწორთან და ლომებთან.
* * *
aca baca banci bunca
QUOTE
სამწუხაროდ ზურგზე დავეცი და არც არავინ მყავს რო წამომაყენოს.  წარმატებები თქვენ. 



მშვილდს არასდროს არავინ ეხმარება smile.gif ამიტომ, წამოდგომაც დამოუკიდებლად უწევს... ამიტომ ცალ გვერდზე გადატრიალდი და წამოდგომაც უფრო გაგიადვილდება smile.gif

ისე, არ მინახავს მშვილდი, რომელიც ორივე მუხლზეა დაჩოქილი, ის უბრალოდ ცალ მუხლზე დგება... ცალ მუხლზე დადგომა კი ან თაყვანისცემის გამოხატვაა, ან საყრდენის შენარჩუნება smile.gif ასე, რომ ვიშე ნოს და ვსტავაი smile.gif ვ პერედი ნაშა ზვეზდა smile.gif

This post has been edited by ni ka on 18 Nov 2011, 15:03
t-90
უტანკესი და უტონკესი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11312
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 15:12  #28367359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მშვილდოსანი, მასხარა თუ ბრძენი?!,

თუ ჩემს ძმას და გარკვეულ სუბიექტებს ავიღებთ მაშინ მასხარაა მაშ რა.


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
-----------------------------------------------------------------
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
-----------------------------------------------------------------
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 15:24  #28367515      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image ასტროლოგია გამოხატავს მშვილდოსანს, როგორც მითიური კენტავსრ- ქიმერას, რომელიც სიმბოლოა- გონების და სხეულის კონფლიქტისა, რომანტიკულობის და პრაქტიკულობისა, იდეალიზმის და სურვილების განმეორებისა. ის თვითონაც ისარს ჰგავს მიზანში გასროლილს. ის ცვალებადია როგორც ფორტუნა და დაუმორჩილებელი გაუხედნავი ცხენივით. იდეალიზზმა ის შეიძლება ცამდე აამაღლოს, იქიდან კიდევ დიდხანს ვარდებიან.
სიყვარული და ლოგიკა, ასევე გენია და ბოროტმოქმედება- შეუთავსებელი ნივთებია, მაგრამ მშვილდოსანი ათავსებს მათ ან ცდილობას რომ შეათავსოს. გადაწყვეტს რა მორიგ კონფლიქტს გონებასა და ემოციებს შორის და დააგროვებს რა დაუმთავრებელი პროექტების გროვას. მშვილდოსანი მიილტვის ახალ იგამარჯვებების, დამარცხებების და კონფლიქტებისაკენ. გრძნობები მას წინ ეზახიან, გონება ადგილზე დარჩენას კარნახობს.
მას უმართლებს, მაშინ როდესაც ის არ ფიქრობს წარმატებაზე და არ უმართლებს როცა მიზანმიმართულად ესწრაფვის დიდებას. თუ ის მარტო ერთ საქმეს აკეთბს, მაშინ თავდაჯერებულობას კარგავს და მარცხს განიცდის. და თუ ის ერთი კუთხიდან მეორეს აწყდება, ყველაფერს ერთად ეჭიდება, დარწმუნებულია თავის ძალებში და აღწევს დასახულს.
უკიდურესობები მშვილდოსნისთვის მისაღებია, რადგანაც ის ხედავს სამაყაროს ერთიანობაში, მთელი სხვადასხვაობით და ურთიერთკავშირით თითქოსდა გარედან. ის მზადაა გააერთიანოს ურთიერთსაწინააღმდეგოები და ყოველთვის იპოვის კარგში ცუდს და ცუდში კარგს.
ამიტომ მშვილდოსანი პრაქტიკოსი რომანტიკოსია, პრაგმატული იდეალისტი, მორწმუნე უღმერთო, სენტიმენტალური ცინიკოსი, მასწავლებელია რომელიც გაკვეთილებს ვერ იტანს, ლოიალური რევოლუციონერია, ფრთხილი გმირია, ღორმუცელა ბერია... კენტავრი კენტავრად რჩება.

This post has been edited by რუსა on 18 Nov 2011, 15:41
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 15:27  #28367550      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image ის გაუწონასწორებელია, ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებაში, მზადაა ყველა ხიდი დაწვას, არ უყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა. შეიძლება იყოს უხეში , უტაქტო. მას ადვილად დაადანაშაულებ თავქარიანობაში, ზედაპირულობაში, არამდგრადობაში, უპასუხისმგებლობაში, ავანტურიზმში და სხვა ბევრ ცოდვაში. მშვილდოსანი კრიტიკული და უპრინციპოა, შეუძლია სხვებს დასცინოს და ტკივილი მიაყენოს თავისი უხეში ხუმრობით. და ამავე დროს თავდაჯერებულია , თითქოსდა ჭეშმარიტებას იბოლომდეა ნაზიარევი.
არაკეთილმოსურნე გარემოში ის თვალთმაქცობს და გეწინააღმდეგება, მაგრამ უხესად, აგრესიულად. სინდისი მას დიდხანს არ აწუხებს, რადგან მას ადვილად შეუძლია დანაშაულის გადაბრალება სხვებზე ან გარემოებებზე. ეს გარემოებებია ცუდი, თვითონ ის კარგია !
მას შეუძლია ტრადიციების და ავტორიტეტების პატივისცემა, თუ ისინი მის წარმოდგენებს შეესაბამებიან. განწყობისდა მიხედვით მას შეუძლია თავისი შეხედულებები დაიცვას ან ითვალთმაქცოს თითქოსდა " გამართლებს და მხარს გიჭერს". იდეალები და პრინციპები მას დაბადებიდან დაყვება, ამიტომ ის დარწმუნებულია თავის თავში და სხვებს ყურებას არ დაუწყებს. მისთვის სულერთია რას ფიქრობენ მასზე , ის თვითონ არის თავისი თავის მსაჯული და ავტორიტეტი. ია არაფრად დაგიდევთ წესებს, რითაც სხვები ხელმძღვანელობენ და ცხოვრობს თავისი წესებით.
მშვილდოსან საკუთარი აზრი აქვს ყველაფრის შესახებ. აზროვნებს ის გახსნილად. თუმცა შეიძლება დღეს ერთს ამტკიცებდეს და ხვალ საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ. და მას ყოველთვის სჯერა იმის რასაც თვითონ ამბობს და თითქმის არასოდეს სჯერა იმისი ვისაც უსმენს.
ასევე განწყობისდამიხედვით მშვილდოსანი შეიძლება უსუსურიც იყოს და დამოუკიდებელიც. რისკის, თავგადასავლების, ავანტურის სიყვარული ადვილად ერწყმება მასში სწრაფვას "გამაძღარი" ვალდებულებებისგან თავისუფალი ცხოვრებისაკენ

This post has been edited by რუსა on 18 Nov 2011, 15:42
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2011, 15:36  #28367669      · პროფილი · პირადი მიმოწერა
user posted image მზე მშვილდოსანში

როგორც ზოდიაქოს მეცხრე საფეხური, მშვილდოსანი წარმოადგენს კაცობრიობის ევოლუციის მეცხრე საფეხურს. თუ მორიელი ეძებს გულის, ემოციების გაგების და კონტროლის საშუალებებს, მშვილდოსანი ეძებს შეიცნოს და აკონტროლოს გონება, ცოდნა. მათ ინტელექტუალური საუბრები აინტერესებთ და ფილოსოფიურ ჭრილში ფიქრობენ. ისინი იწყენენ იმ გარემოში, რომელიც არ აინტერესებთ და არ იქნება ახლის მომცემი. ამ შემთხვევაში ისინი ფსიქიურად ან მენტალურად ცდილობენ გაქცევას. სურთ მოგზაურობა, რადგან თავად შეიცნონ სამყარო, ვიდრე საკლასო ოთახში იხსდნენ და წიგნებიდან. სიარულისადმი სიყვარულიც აქედან აქვთ, თავისუფლების სიყვარულიდან.
ის მსუბუქად ეწყობა ცვლილებებს. ხასიათის ეს თვისება მისთვის სიძლიერეა, რადგან ის მისთვის თავდაცვის მექანიზმია, მაგრამ სისუსტეცაა, რადგან მოთხოვნაში აქვს ცვლილებები.
მისი ასტროლოგიური სიმბოლო კენტავრია (არსება, რომელსაც აქვს ცხენის ტანი და ადამიანის გულმკერდი და თავი) და არჩერი, მოისარი. ეს სიმბოლოები წარმოადგენს მშვილდოსნის მაძიებელ ხასიათს, რომელიც მიმოფანტავს ცოდნას, სიმართლეს, თავგადასავლებს. ის ეხვევა თავგადასავლებში, თამაშის საშუალებით ახვევს სხვებსაც, მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს. აქვს გონებამახვილი იუმორი და ხუმრობით შეუძლია საკადრისის მიზღვევა. უყვარს, როცა გარშემომყოფებს ცდის, აგდებს სასაცილო სიტუაციებში და აკვირდება, თუნდაც სიტუაცია იყოს სასტიკი.
ცხოვრების მანძილზე მოქმედებენ ფილოსოფიურად, სოციალური ხალხია. ისინი ჯერ მწარე სიტყვებს ისვრიან და შემდგომ სვამენ კითხვებს. მათი სიტყვები ყოველთვის მწარეა და მიზანში ხვდება. არიან ენერგიულები. დამოუკიდებლები. შეუძლებელია გააკეთებინო ის, რაც არ უნდა, ყოველთვის ინარჩუნებს თავისუფლებას, ქორწინებაში მყოფიც კი.
მათ ძაღლის ბედი აქვთ. ეს მათი იუპიტერის დამსახურებაა. ბოლოს იმედი მათ უკვდებათ. იციან მაქსიმუმი როგორ აიღონ ცხოვრებისგან. "მეტი უკეთესი იქნებოდა", - ეს მათი ფრაზაა. არასდროს არიან კმაყოფილი არსებულით, ცდილობენ მაქსიმუმი მიიღონ (ამაში სწრაფი სიარული, ნაბიჯებიც ეხმარებათ ). იტაცებთ სპორტი, განსაკუთრებით სპორტის ის სახეობები, სადაც ფიზიკურობა მენტალურ რელაქსაციას ითხოვს. მაგალითად, თევზაობა. უყვართ ასევე მუსიკა, თეატრი, ცეკვა.. სწრაფი ჭამა.
ძველ ასტროლოგებს მის ქვად მიაჩნდათ ბადახში, ახლა თვლიან, რომ ფირუზია მათი.

This post has been edited by რუსა on 18 Nov 2011, 15:43
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (103) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0564 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]