forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მუხრანი - ნოდარი, საით უნდა წავიდეს საქართველო?
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20601
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:00  #28425803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ერის ე-მენტალიტეტის მოდელატორებო, შეკითხვა მაქვს.

მუხრან მაჭავარიანი ყოველთვის ზექართველი მეგონა და ვეთაყვანებოდი, ვოცნებობდი მუხრანმაჭავარიანის საქართველოზე.


ნოდარ დუმბაძე ნიჭიერი, ძალიან ნიჭიერი მწერალი მაგრამ მერკანტილი ადამიანი მეგონა.
ნოდარდუმბაძის საქართველო გვღუპავს მეთქი ვფიქრობდი (ნუ, გამიფიქრია მაინც).

დღეს ამ პოლუსებში (მუხრანი - ნოდარი) დავცურავ. დიდი სიჩქარით ნოდარისკენ და რაც მთავარია მუხრანისგან შორს.

მუხრანი ჩემთვის ასოციაციებში ეწეპება გუბაზ და ლევან სანიკიძეებს.

არ მინდა მათი საქართველო. ნოდარისა მირჩევნია.
ჯერ არ ვართ ნოდარის საქართველოში, მისაღწევია ეგ.






საით წავიდეთ და რატომ?


პ.ს. არ თქვათ ახლა ლიტერატურაშია ამ თემის ადგილიო.

This post has been edited by axalirevolucia on 22 Nov 2011, 18:03


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:05  #28425873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბარემ ისიც გეთქვა თუ როგორად წარმოგიდგენია "მუხრანის საქართველო" და "ნოდარის საქართველო"?


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:10  #28425931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ოთარ ჭილაძე: „ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის“

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი.

მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც.

მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურ-თიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს.

რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია.

მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…“




QUOTE
საით წავიდეთ და რატომ?

ოთარ ჭილაძესკენ




--------------------
მოგიდღანთ დემოკრატია (c) შარკი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20601
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:13  #28425994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
forumeli64
QUOTE
ბარემ ისიც გეთქვა თუ როგორად წარმოგიდგენია "მუხრანის საქართველო" და "ნოდარის საქართველო"?


ნახევარს ვიტყვი - მუხრანის საქართველო.


იყო უკვე ფაქტიურად ზვიადის დროს, ახლაც ძალაშია, სახალხო ფორუმის სახით გაფორმებულ პოლიტ ერთეულს წარმოადგენს.



სირთულე ისაა, რომ ჩვენ ახლა, და ასეა ბოლო 20 წელია, მუხრანის საქართველოში ვცხოვრობთ.
ზვიადიც მუხრანის საქართველო იყო, ყარყარაშვილიც, მხედრიონიც მუხრანის საქართველო იყო, კიტოვანიც, ოქრუაშვილიც.გრეჩიხაც.


მაგრამ ...

საქმე კიდევ უფრო რთულადაა, ყველა ჩვენთაგანში ზის მუხრანის საქართველო, რომელიც ჩვენ სისხლს აყივლებს და უგუნურ ნაბიჯებზე გვიშვებს.

This post has been edited by axalirevolucia on 22 Nov 2011, 18:16
Frankens†ein
^_*


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43270
წევრი No.: 47750
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:16  #28426041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჯემალის საქართველოში ვართ:

QUOTE
კაცი შეიძლება ან მეფე იყოს, ან ლაქია, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად მეფეც იყო და ლაქიაც. ჩვენ ეს ვერ გაგვიგია. ჩვენ ბაქიობას ვერ გავცდით და მეფედ კი გვინდა ვიწოდებოდეთ. თათქარიძეობას ვერ შევლევივართ და დანიის პრინცობას კი ვეპოტინებით. ჩვენი სახელი ჰამლეტია, ჩვენი გვარი - თათქარიძე. ჩვენ პირის გემო და გონების ნავარდი რა ხანია ერთმანეთში ავურიეთ. და სიმართლეს რომ არ გადავეყაროთ, თავის მოტყუებაში დავოსტატდით. ”ნიჭიერები ვართ”, ვამბობთ და თუ ეს ნათქვამი როგორმე დავიჯერეთ კიდეც, ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ნიჭიერება რომ არსებობა კი არაა, არამედ გამოვლენაა, ეს ამბავი სულაც არ გვადარდებს. ჩვენ პატრიოტები ვართ. საშინელი პატრიოტები ვართ. რომელიმე ორატორი ჩინებულ სიტყვას იტყვის, სულ დარჩეულ-გადარჩეული სიტყვებით ასხამს ხოტბას სამშობლოს, მსმენელს თვალზე პატრიოტული ცრემლი მოადგება. მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა. ორატორი კმაყოფილია, რადგან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, მსმენელს თვალზე ცრემლი მოჰგვარა. მსმენელი კმაყოფილია, რადგან პატრიოტული სიტყვა ტირილამდე განიცადა. მეტი რაღა გვინდა? მიზანი მიღწეულია, ჩვენ ჩვენი პატრიოტობა დავამტკიცეთ და სამშობლოს, თუ გინდა, კისერი უტეხია! ჩვენ ძალიან გვიყვარს წაკეკლუცება ჩვენი გამორჩეული მდგომარეობით დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მაგარმ, როცა ევროპის ინტელექტუალურ სიღრმეში გადავიხედავთ და სიმაღლის შიში დაგვზაფრავს, კუდამოძუებული გამოვრბივართ უკან და აღმოსავლეთს ვაფარებთ თავს, ხოლო როცა აღმოსავლეთის ღვთიური ნაპერწკლით განათებულ სიბრძნეს თვალს ვერ გავუსწორებთ, სასწრაფოდ დასავლეთისკენ ვიბრუნებთ პირს. და ასე ხიდად გაჩენილები უფსკრულად ვცხოვრობთ. ხიდი მაშინ ხარ, თუ ორივე ნაპირს მყარად ებჯინები. თუ ორივე ნაპირს მოწყდი, მაშინ უფსკრული ხარ. ყველაფერი კი პატივმოყვარეობიდან მოდის..


--------------------
Mens sana in corpore sano...
May21
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25431
წევრი No.: 87236
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:22  #28426109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მუხრანის საქართველო.

ეს საჭირო იყო 50-80 წ.წ.ამ კაცმა თAვისი სათქმელი თქვა.......ეროვნულობამდე მივდით და დავდექით ჯორებივით....რადგან ,არც მომავლისა გაგვეგებოდა რამე და არც წარსული არა გვცოდნია ჯეროვნად......
ჰოდა რო მივხვდით რა გვაკლდა გვიანი იყო უკვე.......თუმცა სწავლა არასდროს არ არის გვიანი....
rezo77_77
მოდერაცია მდევნის :cry:


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6976
წევრი No.: 72521
რეგისტრ.: 28-October 08

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:24  #28426145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
მუხრანის საქართველო იყო, კიტოვანიც, ოქრუაშვილიც.გრეჩიხაც.


კარგით რა, აი კარგით რა!!!


--------------------
რუსი ღორების სისხლი... მდინარეებად!
------------------------------------------
კიდევაც ვნახავ, უხვადა
ვარდნი, იანი ჰყვავოდენ.
ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზვაობდენ;
------------------------------------------
ნაც-ბანდა უნდა განადგურდეს! მთელ ვერტიკალზე!
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:25  #28426164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სირთულე ისაა, რომ ჩვენ ახლა, და ასეა ბოლო 20 წელია, მუხრანის საქართველოში ვცხოვრობთ.
ზვიადიც მუხრანის საქართველო იყო, ყარყარაშვილიც, მხედრიონიც მუხრანის საქართველო იყო, კიტოვანიც, ოქრუაშვილიც.გრეჩიხაც.


მასე არქიფომაც უკმია მას (მუხრანს) გუნდრუკი.

თუმცა სიმართლე გითხრა მე ორივე საქართველო მიყვარს, ნოდარასიც და მუხრანისიც, თუნდაც იმიტომ რომ ესენი ორივენი საქართველოში დაიბადნენ ქართველებად.
ნოდარ დუმბაძესაც ემჩნეოდა სიმპატიები რომ ჰქონდა ქურდებთან (სახელიან) მიმართებაში, მაგრამ მას (მის შემოქმედებას) ამით არაფერი დაუკარგავს, პირიქით...
ზუსტად იმ ცხოვრებას აღწერდა როგორიც მისი პერიოდის საქართველოში სუფევდა, და აღწერდა ძალიან ლამაზადაც. ("მხოლოდ თეთრ ბაირაღებს" არ ვიხსენებ, "მარადისობის კანონს" უფრო ადრე მოვიტანდი მაგალითად) smile.gif

საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა. იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.

This post has been edited by forumeli64 on 22 Nov 2011, 18:28
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20601
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:33  #28426267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
May21
მშვენიერი პოსტია. მე დღესაც ზეკაცად ვთვლი მუხრანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხვალინდელი, ჩემი შვილების საქართველო მუხრანის საქართველო უნდა იყოს.


Frankens†ein
ხარონი
ოთარი, ჯემალი, ვაჟა ილია და აკაკი ცალკე თემაა. აქ ნუ გავრევთ. ლიტერატურაზე არ ვსაუბრობთ.


სიტუაციური ამოცანა ასეთია.

გვყავს ორი ორიენტირი, ორი პოლუსი, აბსოლუტურად განსხვავებული ნატურები.

ორივე დიდი პლიუსების მატარებელი, ორივე საჭირო. ჩვენ დღეს ერთისკენ ვართ უპირობოდ მიმართულები, მუხრან მაჭავარიანისკენ.
რომლის საქართველოს ეკუთვნოდა ადგილი ლუდოვიკოს კარზე მაგრამ გაანაწყენეს, რომლის ადგილს იჭერს ხეჩუა, გვეცლება ქართლი თვალდახელშუა, რომლის სისხლს ხვრეპდა ყორანი, ...

მოკლედ მუხრანი დიდი პატრიოტიზმი ამბიცია და იმედია, რომ ჩვენ ჩვენი კუთვნილი (წინაპრების მოპოვებული) მოგვენიჭება.


ნოდარი სულ სხვა სოციალური პასუხისმგებლობის ადამიანია. განვითარებული, დემოკრატიული საქართველოს დასაბადებლად საჭირო იმპულსები აქვს.
ფსიქოტიპიც სხვანაირია, უფრო დალაგებული, იერარქიაში მჯდარი, ოღონდ ადამიანის სიყვარულის გამო ყველა კედლის დამანგრეველი - კანონის, წესის, ტრადიციის.


Angel Rolan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3730
წევრი No.: 65733
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:35  #28426289      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ოთარ ჭილაძის საქართველო მინდა. love.gif love.gif
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:38  #28426319      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 18:47  #28426456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
ოთარი, ჯემალი, ვაჟა ილია და აკაკი ცალკე თემაა. აქ ნუ გავრევთ. ლიტერატურაზე არ ვსაუბრობთ.

ლიტერატურაზე არც მე ვსაუბრობ, მაგიტომაც დავდე ის ინტერვიუ, თორემ სხვანაირად ან სულ არ დავდებდი პოსტს

QUOTE
გვყავს ორი ორიენტირი,

თუ სხვა არჩვენი არაა, მაშინ ნოდარისკენ უნდა წავიდეთ, მუხრანი კი სულ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ მომავალში არ განმეორდეს
QUOTE
ზვიადიც მუხრანის საქართველო იყო, ყარყარაშვილიც, მხედრიონიც მუხრანის საქართველო იყო, კიტოვანიც, ოქრუაშვილიც.გრეჩიხაც.


This post has been edited by ხარონი on 22 Nov 2011, 18:50
May21
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25431
წევრი No.: 87236
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 19:00  #28426618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
მშვენიერი პოსტია. მე დღესაც ზეკაცად ვთვლი მუხრანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხვალინდელი, ჩემი შვილების საქართველო მუხრანის საქართველო უნდა იყოს.

მე მგონი ვერაფერსაც ვერ მიხვდით....


30 ზეკაცი user.gif
vefxvi



********
ჯგუფი: Members
წერილები: 22009
წევრი No.: 114796
რეგისტრ.: 30-April 10

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 19:08  #28426716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიშას საქართველო love.gif









........................................


--------------------
შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
Angel Rolan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3730
წევრი No.: 65733
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 22 Nov 2011, 19:20  #28426901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიშას საქართველო უკვე გვაქვს. wink.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0193 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]