forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 1921 წელს საქართველომ არ იბრძოლა დამოუკიდებლობისათ, მაშინ დილემა, ახლა არჩევანი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21537
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 15:56  #28528487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მაშინ თურქეთის ოტომანთა იმპერიას სულთანი მუჰმედ VI ვაჰდედინი მართავდა, სულთანი იყო მისი წოდება.

დამოუკიდებლობა საშიშროებას შეიცავდა, თურქეთში იგივე ჩალმიანი ფეოდალიზმი ყვაოდა, რაც მანამდე  საუკუნეების განმავლობაში.

 თურქეთს აჭარა  ისევე ჰქონდა ჩაბღუჯული, როგორც დღეს სამაჩაბლო რუსეთს. არც აქეთ დაუშლიდა ვინმე, სამცხე ჯავახეთში. 
მთლად თბილისს ვეღარ აიღებდა, ერთა ლიგა უკვე არსებობდა.
მაგრამ მოინდომებდა კია. 


1921 წელს ქართველთა დუნე წინააღმდეგობა იყო შედეგი არჩევანისა ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტების სასარგებლოდ.  


დღეს საქართველოს არ აქვს ისეთივე მწვავე დილემა , ან ჩალმიანი ან ხიშტიან მაუზერიანი. 
დღეს არშევანი არის ასეთი, ან რუსეთი თავისი "კუთვილი"  იმპერიით, ან ნატო - აგრესიული და ძლიერი რუსეთის საპირწონედ განვითარებული ქვეყნების მიერ შექმნილი ხელშეკრულებით გაფორმებული სამეგობრო. 
რუსეთს უნდა  შეგითრიოს, ნატოში კი უნდა მოინდომო, იწვალო, ითმინო და იქნებ დაიმსახურო მიღება.  


ნატო არ დაგვიპყრობს 
და არ გადაგვარჩენს რუსეთის აგრესიისგან ისე როგორც რუსეთმა დაგვიპყრო და გვიხსნს სულეიმან ფაშას თურქეთის აგრესიისგან. 
რუსეთს ჩვენს ვირაჟებიან ისტორიაში ნებსით თუ უნებლიედ ხშირად მოუწია დადებითი როლის თამაში, ყოველ შემთხვევაში უარესზე უკეთესი ვარიანტი იყო. 
დღეს რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დესტრუქციულია  თავის ისტორიაში. 
მას მხოლოდ ცუდი უნდა და ცდილობს. ადრე ცუდის კეთების პარალელურად უარესის ალტერნატივა მაინც იყო, დღეს ის ყველაზე უარესი ვარიანტია. იმდენად ცუდი, რომ არც გაღიარებს ქვეყნად საქართველოს ფარგლებში. სსრკს დროინდელ,  ერთა ლიგის დროინდელზე შეკვეცილ საზღვრებშიც არ გაღიარებს.

საქართველოსთვის დღევანდელი რუსეთი  ყველაზე უარესია დროში და სივრცეში


ჩვენ ვბრაზობთ ერეკლეზე, რომელიც რუსეთთან საეჭვო დათმობაზე წავიდა
ვბრაზობთ ჟორდანიაზე, რომელმაც რუსებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია
ვბრაზობთ ორჯონიკიძეზე, რომელიც რუსებს შემოუძღვა. 


არადა, ყველა მათგანს ჰქონდა საქართველოსთვის სასიკეთო არგუმენტები, თვით სერგო ირჯონიკიძესაც. 

ის ხალხი, რომელიც დღეს ცდილობს რუსეთის გახარებას ყველა ჩამოთვლილზე უარესია. 






პ.ს. მათ კი, ვინც თვლის, რომ რუსეთს სიყვარული უნდა ანახო და ის სიკეთეს დაგანახებს, ვეტყვი.
რუსეთი ჩვენს სიყვარულს კარგად შეირგებს, მაგრამ არაფერს მოგვცემს.
ერთადერთი შანსი, საქართველო რუსეთს ოდესმე რამეს გამორჩეს, ეს პატივისცემაა.


ანუ, რუსეთი საქართველოს გაერთიანებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსადმი პატივისცემა იგრძნო.
ხოლო ის თუ როგორ უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ, აქ ჩამოწერეთ.

This post has been edited by axalirevolucia on 29 Nov 2011, 16:04


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
Le Roi
Legal Alien


********
ჯგუფი: Members
წერილები: 33048
წევრი No.: 50609
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 15:57  #28528506      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ კაი რა...

რა აუცილებლობა და საჭროებაა ეხლა ამ თემაში?


ყურადღება ხომ არ გადაგაქ? wink.gif



--------------------
მარადისობა თვით მომავლისა!
გასკდა ნარიყალა ტირილით გრუზინებო
No Regrets
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12665
წევრი No.: 46934
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 16:01  #28528559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სიყვერული უნდა ანახო


spy.gif biggrin.gif


--------------------
«Так кто же из нас чудовище, Бленак?
Тот, который отдает идиотский приказ,
или тот, который готов безоговорочно его исполнить
и показать всем свой голый зад
из-за боязни потерять работу?».
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21537
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 16:03  #28528591      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Le Roi
სხოდუ გამშიფრე.




QUOTE
აუ კაი რა...

რა აუცილებლობა და საჭროებაა ეხლა ამ თემაში?


ყურადღება ხომ არ გადაგაქ?



No Regrets
ხარონი
ჩავასწორე. არ მიყვარს კომბინირებული სიტყვები, მაგალითად ალდაგი, მაგთი, გედაგო, სიყვერული, ივანიუკოვიჩი ...

დავუბრუნდეთ თემას;
QUOTE
ხოლო ის თუ როგორ უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ, აქ ჩამოწერეთ.



This post has been edited by axalirevolucia on 29 Nov 2011, 16:07
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 16:03  #28528594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE (No Regrets @ 29 Nov 2011, 16:01 )
QUOTE
სიყვერული უნდა ანახო


spy.gif biggrin.gif

გამოიჭირე ხომ? lol.gif


-------------------------------------


--------------------
მოგიდღანთ დემოკრატია (c) შარკი
mtavrishvili
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8140
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 17:35  #28530031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
არადა, ყველა მათგანს ჰქონდა საქართველოსთვის სასიკეთო არგუმენტები, თვით სერგო ირჯონიკიძესაც. 
როგორც ვხედავ საქართველოს პოლიტიკაში დასამკვიდრებლად დღესაც ბევრს აქვს სერგო ორჯონიკიძის მსგავსი "პატრიოტული" არგუმენტები. ოღონდ ყველამ იციდეს საქართველო განთავისუფლდება და ყველა ასეთი არგუმენტების მქონე სამშობლოს ღალატისათვის ძალიან მკაცრი სასამართლოს წინაშე დადგება.


--------------------
ვაჟა მთავრიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდა. ტელეფონი; 593 542 861 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 17:45  #28530191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის © ოთარ ჭილაძე

ეს სიტყვები ბოლომდე უნდა გავიზროთ ქართველებმა, მტერს მტერი უნდა დავრქვათ და თავის მივუზღოთ
უბრალოდ უნდა ვიშრომოთ რომ უკეთესობა დავიმსახუროთ, სხვის იმედზე არ უნდა ვიყოთ
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21537
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 18:01  #28530431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
საქართველოს პოლიტიკაში დასამკვიდრებლად დღესაც ბევრს აქვს სერგო ორჯონიკიძის მსგავსი "პატრიოტული" არგუმენტები.

mtavrishvili


საქმე რაშია იცი, მათ ( ძველ მოღალატეეებს ) მართლა ჰქონდათ რაღაც არგუმენტები, დღევანდელებს არ აქვთ.

თავს ირწმუნებენ რომ აქვთ, სინამდვილეში არ აქვთ.



"დავიბრუნოთ რუსული ბაზარი" რის ფასად?
"რუსეთს ჩვენზე აგრესია აღარ ჰქონდეს" რის ფასად?

massera
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 297
წევრი No.: 86965
რეგისტრ.: 19-March 09

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 18:15  #28530672      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რუსეთი მტერია და არც არასდროს ყოფილა ჩვენი მოკეთე, ისტორიულ მიმოხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ჩვენი მოსაშორებელი ჭირია და სახადი რუსული ოკუპაცია, რომელიც აუცილებლად დასრულდება.
mtavrishvili
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8140
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11

გამოგზავნილია: 29 Nov 2011, 19:02  #28531395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE

QUOTE
საქართველოს პოლიტიკაში დასამკვიდრებლად დღესაც ბევრს აქვს სერგო ორჯონიკიძის მსგავსი "პატრიოტული" არგუმენტები.

mtavrishvili


საქმე რაშია იცი, მათ ( ძველ მოღალატეეებს ) მართლა ჰქონდათ რაღაც არგუმენტები, დღევანდელებს არ აქვთ.

თავს ირწმუნებენ რომ აქვთ, სინამდვილეში არ აქვთ.



"დავიბრუნოთ რუსული ბაზარი" რის ფასად?
"რუსეთს ჩვენზე აგრესია აღარ ჰქონდეს" რის ფასად?
ყველა დამნაშავეს ჰგონია, რომ ჩადენილი დანაშაულის არგუმენტი აქვს. ჯიბის ქურდს ჰგონია, რომ ქურდული კანონით არის მართალი. ხან მკვლელი ამბობს მე არ მისროლია, ჩემმა ხელმა ისროლაო. ოღონდ როცა დამნაშავე სასამართლოს წინაშე დგება, ასეთი არგუმენტები უკვე აღარც პროკურორზე სჭრის, აღარც მოსამართლეზე და მსაჯულებზე და აღარც განაჩენის აღმსრულებელზე. საქართველოს ღალატი სამშობლოს ღალატია და ასეთი დანაშაული მკაცრად დაისჯება. დღეს ეს არ ისჯება იმიტომ რომ გლობალისტურ კაგებეშნიკური ხელისუფლებაა საქართველოს სათავეში და თანაც აქ მარტო ხელისუფლების პერსონალური შემადგენლობის პრობლემა არაა. მთავარი პრობლემა ჯერ ის არის, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ჯერაც არ აღდგენილა. ამიტომ ბევრს არც ის აქვს გარკვეული თუ რა არის სამშობლო და არც სამშობლოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია. ოღონდ ეს მალე შეიცვლება და მოღალატეს უკვე ვანო მერაბიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან კი არა უკვე სულ სხვა ჩამოსხმის "ბიჭებთან" ექნებათ საქმე. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ასეთი დანაშაულის კანონი არ არსებობს. არსებობს და ძალიან მკაცრიც არის. როგორც მინიმუმი ეს კანონი ითვალისწინებს მთელი მოძრავ-უძრავი ქონების კონფისკაციას. კანონის უცოდინარობა კი გამამრთლებელ გარემოებად არ ითვლება.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21537
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 00:08  #28537833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ხოლო ის თუ როგორ უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ, აქ ჩამოწერეთ.


დავუბრუნდეთ მთავარ თემას. როგორ გავუჩინოთ რუსებს / რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ?
giooobibiii
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 323
წევრი No.: 75555
რეგისტრ.: 21-November 08

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 00:33  #28538417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან რთული საკითხია, მოდი სხვანაირად შევხედოთ ამ მდგომარეობას, მსოფლიოში ორი ძლიერი "ძერჟავა" არის, ამერიკა და რუსეთი,(არაბული სამყარო მიანც ამერიკის გავლენის ქვეშ არის) და შენ თუ გგონია,რომ ამერიკას მართლაც ობამა მართავს და ნატო ყველაზე კეთილშობილური ორგანიზაციაა მაშინ ცდები.რუსეთის შემთხვევა ცოტა რთულია, ვერ გაიგებ ვინ მართავს ქვეყანას, რომელი იმპერია დაგიპყრობს მნიშვნელობა აქვს? ნატო თუ რუსეთი??? უბრალოდ მასონებმა,რომ დამიპყრონ ნამდვილად არ მინდა , რუსეთი აშკარად არ არის მასონური, მართმადიდებლური ძლიერი სახელმწიფოს არსებობა აუცილებელია ჩვენ, რომ გადავრჩეთ გინდ რუსულუი იმპერიალიზმი ერქვას,ახლა წარმოიდგინე ბიზანტია ,რომ არ ყოფილიყო ოქროს ხანამდე მივახწევდით? ცოტა მოთმინება გვინდა და გავბრწყინდებით ბოიშვილიყოsmile.gif

ჰიტლერ
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 89
წევრი No.: 101741
რეგისტრ.: 6-October 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 00:35  #28538455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ხოლო ის თუ როგორ უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ, აქ ჩამოწერეთ

უნდა ვიყოთ ძლიერები ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში
stelss93
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8438
წევრი No.: 90646
რეგისტრ.: 5-May 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 01:38  #28539801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხოლო ის თუ როგორ უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ, აქ ჩამოწერეთ

არავითარი პატივისცემა რუსეთის მიმართ და არავითარი ურთიერთობა–ვიდრე არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს რომ რუსეთმა გადაიხადოს რეპარაციები საქართველოს ოკუპაციის დროს მიყენებული მატერიალური და სულიერი ზარალისთვის.
karlsoni
ズラじゃない。桂だ。


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38874
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 01:41  #28539845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
axalirevolucia
QUOTE
დავუბრუნდეთ მთავარ თემას. როგორ გავუჩინოთ რუსებს / რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ?

ახალი სტალინი გავაკეთოთ და გავუგზავნოთ. biggrin.gif


--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.

Et facta est lux!

無名天地之始,
有名萬物之母。

http://iaponia.ge/
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0224 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]