forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩემს ქვეყანას გამარჯვების შანსი აქვს, შენი ქვეყანა 3 დღეში სამუდამოდ დამარცხდა
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 14:40  #28545283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გუშინ ერთერთ ენერგიულ და კატეგორიულ ფორუმელ ოპოზიციონერს – დეგას , რომელმაც ჩემი ჩაკითხვის შემდეგ მომწერა, კი ჩემი პოზიციაა, ესო (ერთი თბილისელის ხმა ურჩევნია 10 არათბილისელის და 100 არაქართველის ხმას, წუხს რომ არამართლმადიდებელ და არაქართველ მოქალაქეებს იგივე ხმა ეკუთვნით ად ა. შ.) საპასუხოდ მივწერე, კარგია ასეთი ხმალამოწვდილი ოპოზიციონერი ასეთი რომ ყოფილხარ მეთქი, აღარ მექნება გაორება შენთან კამათისას მეთქი.

მხედველობაში ის მქონდა, რომ ოპო ფორუმელებთან კამათისას თითქმის ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ჩემს თანამოაზრეს ვეკამათები, რომლის ორიენტირები ჩემსას სულ ცოტათი ცდება, ეგაა რომ ჩვენი რაკურსებია უფრო განსხვავებული, შესაბამისად ერთი მოვლენა მისთვის პოლიტიკოსთა სიბოროტით, კორუმპირებულობით, ბნელი ზრახვებით იხსნება, ჩემთვის იგივე პოლიტიკოსთა ენერგიული სწრაფვით, რაღაცა შეცვალონ, რაღაცა მოასწრონ.

ჩემი რაკურსიდან ახალი ცივი ომი დაიწყო 17.07.08, როცა რუსეთმა და მისმა ოკუპირებულმა ქართულმა ავტონომიებმა საქართველოს შტაინმაირეის ჩატანილი ახალი სამშვიდობო ინიციატივები პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. გაგრძელდა 06.08.08, უკვე სისხლიანი ომით, დღესაც გრძელდება და ამ ომში საქართველოს გამარჯვების შანსი არ დაუკარგავს.
მათთვის კი საქართველოს ბოლო ომი 3 თუ 5 დღიანი იყო. საქართველოს ხელისუფლების ყველა ენერგიულ ფაფხურს მე ამ რაკურსით ვხედავ, ის კი მარტივ ახსნას უძებნის, ბოროტ ბიჭებს უნდათ ხელისუფლება გაიხანგრძლივონ.
ასეთ ხალხთან კამათისას მე როგორც იტყვიან "ერთი ფეხი უკან მაქვს", იმიტომ რომ ვიცი ძნელია ადამიანმა ომის შემდეგ თავი ისევ ომში იგრძნოს, ომი მათთვის მორჩა, მართალია საშინელი მარცხით, მაგრამ მორჩა. იმ წაგებულ ომს მათთვის კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს და ზუსტად იციან რა კონკრეტული ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომა არ უნდა დაშვებულიყო, რომ ეს ომი არ წაგვეგო.
ძნელია ასეთ ხალხს დაუმტკიცო, რომ ომი ისევ გრძელდება.

ეს ალბათ აფხაზეთის ომიდან მომყვება.

ომი ძალიან ძვირია, ომი არ არის გულანთებული 100 გინდ 1000 მებრძოლი + 1000 კალაშნიკოვი და 10000 ტყვია.



ომი უძირო ქვევრია, რომლის ყოველი წუთი მილიონებს ნთქავს.






1993 წლის ოქტომბერში როცა 5 ლიტრი ბენზინის დახარჯვისთვის ჩემი მეზობლები სამუდამო მტრებად გადაიქცნენ, ხორცი კი ისევე არავის გვენახა, როგორც კენიიდან გამოგზავნილი გემი, მე სოხუმში იმდენი სანატრელი ტუშონკა გეახელით, რამდენიც ჩემმა ოჯახმა მთელი იმ წლის განმავლობაში, ჩემს გვერდით ტანკისტები ტანკებს ქოქავდნენ დილაობით გასათბობად, ტანკის ძრავი კი ერთ საათში წვავს 30 ლიტრს ალბათ, და ასეთი ტანკი ჩემს თვალწინ ალბათ 100-ზე მეტი იყო (ტ-36 თუ ტ-53, მაშინვე გადასაყრელები).
მარტო საწვავი და ტუშონკა ხომ არ მიჰქონდა ომს, მთელი სოხუმი ომის ხარჯში იყო, მთელი ეს ხარჯიც უმნიშვნელოა ომის კიდევ უფრო დიდ ხარჯთან - ადამიანების ლტოლვილობასთან, სახელმწიფო არტერიების გადაკეტვასთან, მოქალაქეების(თუნდაც სეპარატისტების) დაკარგვასთან.



მოკლედ, ომი უძირო ქვევრია,
რომელსაც ერთ უსახელო წვიმიან დღეს შეუძლია ჩანთქას -100 პროვინციული შადრევანი, 10 რეგიონული ქალაქის ცენტრალური გზის რემონტი და 4 ანაკლიის ხიდი.


ომის წაგების შემთხვევაში მთელი ეს რესურსი უსხელოდ იკარგება და ეს ლოგიკურია.





საქართველოს მონაწილეობა დღეს ომში ორი ხერხით გრძელდება –

პირველი,

ფიზიკური (და არა პათეტიური) გაბრწყინებით.
ამაში შედის შადრევნები, გირლიანდები, პოლიციის შენობები, საავადმყოფოები, ავტობანები, ელექტრონული ტაბლოები ავტობუსის გაჩერებეზე, ხიდი ანაკლიაში და აეროპორტი მესტიაში.



და

მეორე,

ცხრაჯერ მწარედ გაღიმებით (ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიღიმებ) ამაში შედის ომახიანი პროპაგანდა მტრის და მოყვარის გასაგონად.





ვინც ჯერ კიდევ მეომარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვაქვს უნარი წავუყრუოთ 8 წლის ხელისუფლებას მიხონხლილ მაფიას, რომელიც სხვა ხელისუფლების 8 წლის თავზე უფრო ძლიერი იქნებოდა ალბათ, შევეგუოთ სასამართლო სისტემის მანკიერებას, რომლის ღერძი დღეს ხელისუფლების–პროკურატურის სასარგებლოდაა გადახრილი.
გავამართლოთ ჩვენნაირი ადამიანების პირადი უიღბლობები, სამსახურის დაკარგვა, იერარქიაში ახალგაზრდა ბრენდირებულის ხელქვეით ყოფნა და ა. შ.


ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობს, რომელმაც ომი უჭკუობით დაიწყო და 3 დღეში სამუდამოდ წააგო, მე ვერასდროს გამიგებს.


არადა ისეთივე ჩემიანია ეგ ხალხი, როგორც ჩემი ნათესავების 80%. მათი ქვეყანაც "სააკაშვილის ამბიციებს შეეწირა".
გუშინ ერთ ჩემიანთან რეალური კამათი მქინდა მაესტროში ივანიშვილის ინტერვიუსთან სინქრონში. ხშირად და ხანგრძლივად გვიკამათია ერთმანეთში 2007 წლიდან მოყოლებული, არ ვიბუტებით, ვერც ერთმანეთს ვუახლოვებთ პოზიციებს. ვართ ასე ფორუმივით, ოღონდ რეალში.
ფორუმელ დეგას იმიტომ ვუთხარი, გამეხარდა რომ ასეთი პოზიცია გაქვს მეთქი (ქსენოფობია ეტქ.), რომ მისი პოზიცია მომავალში აღარ მეტკინება, მისი სანატრელი საქართველო ალთასაა, ჩემი კი ბალთას.

აი ის ჩემი რეალური ნათესავი კი რომელსაც წლებია ორი კუსტბის წრის ხანგრძლივობით ვეკამათები, ზუსტად ჩემ სანატრელ საქართველოს ნატრულობს. ფაქტიურად ჩემი თანამოაზრეა, მხოლოდ ერთი სხვაობით. იმ სხვაობით რაზეც აქ ვილაპარაკე – ომით.



ყოველთვის შეწუხებული ვრჩები რომ ჩემი თანამოაზრე ბარიკადის (იმედია "ბარიკადის") მეორე მხარეზეა, მაგრამ ვერც მე ვუხერხებ რამეს მის არგუმენტებს (ჩაიგდეს ხელში ყველაფერი, ხალხს ცხვარივით ატყუებენ და ატყავებენ, ეს ქვეყანა თავის ჯიბეში გონიათ, სასამართლო პროკურატურის სანოტარო ბიუროა, ესენი არიან საქართველოს ჭირი, მთავარია ჭირი მოგვცილდეს და ვინც გინდა ის მოსულა და ა. შ.)

ვერც ის მიცვლის ჩემი შეფასების რაკურსს – ყველაფერი ფრონტისთვის, ხვალ გვიან იქნება, საქართველოს არ არგებს წარმეტება, საქართველოს ჭირდება მხოლოდ დიდი წარმატება.

ვიცი რომ ფორუმს არ კითხულობს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ, დამიჯერე, ჩემი ქვეყანა ისევ იმ ომშია, რომელშიც მე ვიყავი 1993 წლის შემოდგომაზე, იქაც რუსები მესროდნენ.
იყო მერე სიმბოლური პერემირიე, რომელიც
17.07.08. დამთავრდა.

მშვიდობა დამთავრდა იმ დროს, როდესაც შტაინმაიერი გალიდან უპასუხოდ გამოუშვეს.


ომი გრძელდება
და ამ ომს საქართველო მხოლოდ აგებს, ჯერ არ წაუგია.

This post has been edited by axalirevolucia on 30 Nov 2011, 14:47


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
Hyperzet
ჰიპერზეტ


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12562
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 14:59  #28545542      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა გულუბრყვილოები ხართ, მართლა გგონიათ, რომ ეს ყველაფერი "ომია" ?

ეს არის საქართველოს კოლონიზაციის გაწელილი პროცესი .
არშემდგარი, გაჭიანურებული ეკონომიური გადანაწილებების ფონზე.

ომი "ბექგრაუნდია"

ჩვენთვის კი სულ ერთია, მგელი შეგვჭამს თუ მგლის მოსვლამდე შიმშილით გაგვძვრება სული,
მაგრამ ეს , თავისი არსით ,ომი არ არის .




--------------------
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 81791
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:02  #28545575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
QUOTE
ერთი თბილისელის ხმა ურჩევნია 10 არათბილისელის და 100 არაქართველის ხმას

უკვე იტყუებით
yes.gif yes.gif yes.gif
დანარჩენს აღარ ვკითხულობ,
ფორუმზე ახალი წესებია და დეზინფორმაციებს არ ვართო smile.gif


--------------------
დათიკია მღვდელი წებოს სვამს ღამღამობით, ხმა დაირხა მრევლში, სული რომ ჩეიმაგროს სტომაქში და არ გაეპაროს, იმიტომო...
Choncxis mzera
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14737
წევრი No.: 136506
რეგისტრ.: 1-October 11

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:03  #28545592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჩემს ქვეყანას გამარჯვების შანსი აქვს

iz gaimarjvebz :*
shenc gamarjvebuli xar :*
kargi iuzeri xar da imitom :*
mixarixar
QUOTE
გაწელილი პროცესი .

:*


--------------------
წამოწიეთ ხოლმე ეს თემა კაცურად https://forum.ge/?f=29&showtopic=34800156&st=0
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:09  #28545700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
dega
QUOTE
უკვე იტყუებით

დანარჩენს აღარ ვკითხულობ,
ფორუმზე ახალი წესებია და დეზინფორმაციებს არ ვართო


ცუდი ადამიანები VS ცუდი ადამიანები (post #28515056)

აქ კი ყველაფერი ნათლად გაქვს ჩამოწერილი და, რა ვიცი.
სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიტანო?


მაინც კარგია რომ უარყავი, ეს კარგი შტრიხია შენს პორტრეტში .
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 81791
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:12  #28545740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
და მაქ სად წერია
QUOTE
10 არათბილისელის

??????????????
ნახე აბაsmile.gif
თან მახსოვდა ის "10 არათბილისელი" ამოვჭარი და ისე ვუპასუხე კი.......
,,,,,
თანაც მკითხე და გიპასუხე ის ,რასაც ვფიქრობ,ხომ არ მოგატყუებდი,ან თავს ხომარ მოვიტყუებდიsmile.gif
yes.gif
რაც იქ პასუხები მოგწერე ისე ვფიქრობ დღესაც და ვფიქრობდი 30 წლის წინაც

This post has been edited by dega on 30 Nov 2011, 15:16
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:25  #28545940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი

დეგა



"-ერთი თბილისელის ხმა 100 არაქართველისას ურჩევნიათ.



კი"


არა?
ბოდიში, ერთი თბილისელისა გიმჯობინებია 100 არაქართველისას.

ჩემი ციტატა არაზუსტია, 10 კი არა, 1 ხმადაც არ გიღირს 100 არაქართველის ხმა.

ანუ არათბილისელებს არ ერჩი, მხოლოდ არაქართველებს.

რომ არ მომატყუე ეგ კარგია.

This post has been edited by axalirevolucia on 30 Nov 2011, 15:25
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 81791
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:28  #28545985      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
რახან გამოსწორდა შეცდომა ახლა ქე წავიკითხავ რა დაწერე მის შემდეგsmile.gif

This post has been edited by dega on 30 Nov 2011, 15:28
ირაო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2379
წევრი No.: 120805
რეგისტრ.: 9-September 10

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:29  #28546001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაკვირვებული ვარ,ტელევიზიებში თუ იქნმება რამე პროპაგანდისტული ფილმი ან გადაცემა

რამდენიმე წუთში უკვე აქ იხსნება თემა და ისე წერენ თითქოს საკუთარი ნაფიქრი და ნააზრევი იყოს.


--------------------
ემოცია ცუდი მოკავშირეა
ბესიკის26
Fuck Russian Dream


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8143
წევრი No.: 86352
რეგისტრ.: 10-March 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:30  #28546013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ომი გრძელდება
და ამ ომს საქართველო მხოლოდ აგებს, ჯერ არ წაუგია.

ძალიან ბევრს ეს "ომიც" წაგებული ეგონებოდა 4:50-მდე smile.gif


This post has been edited by ბესიკის26 on 30 Nov 2011, 15:31


--------------------
3,14დაрoccия
Vox populi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2108
წევრი No.: 124521
რეგისტრ.: 6-December 10

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 15:32  #28546039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (axalirevolucia @ 30 Nov 2011, 14:40 )
გუშინ ერთერთ ენერგიულ და კატეგორიულ ფორუმელ ოპოზიციონერს – დეგას , რომელმაც ჩემი ჩაკითხვის შემდეგ მომწერა, კი ჩემი პოზიციაა, ესო (ერთი თბილისელის ხმა ურჩევნია 10 არათბილისელის და 100 არაქართველის ხმას, წუხს რომ არამართლმადიდებელ და არაქართველ მოქალაქეებს იგივე ხმა ეკუთვნით ად ა. შ.) საპასუხოდ მივწერე, კარგია ასეთი ხმალამოწვდილი ოპოზიციონერი ასეთი რომ ყოფილხარ მეთქი, აღარ მექნება გაორება შენთან კამათისას მეთქი.

მხედველობაში ის მქონდა, რომ ოპო ფორუმელებთან კამათისას თითქმის ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ჩემს თანამოაზრეს ვეკამათები, რომლის ორიენტირები ჩემსას სულ ცოტათი ცდება, ეგაა რომ ჩვენი რაკურსებია უფრო განსხვავებული, შესაბამისად ერთი მოვლენა მისთვის პოლიტიკოსთა სიბოროტით, კორუმპირებულობით, ბნელი ზრახვებით იხსნება, ჩემთვის იგივე პოლიტიკოსთა ენერგიული სწრაფვით, რაღაცა შეცვალონ, რაღაცა მოასწრონ.

ჩემი რაკურსიდან ახალი ცივი ომი დაიწყო 17.07.08, როცა რუსეთმა და მისმა ოკუპირებულმა ქართულმა ავტონომიებმა საქართველოს შტაინმაირეის ჩატანილი ახალი სამშვიდობო ინიციატივები პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. გაგრძელდა 06.08.08, უკვე სისხლიანი ომით, დღესაც გრძელდება და ამ ომში საქართველოს გამარჯვების შანსი არ დაუკარგავს.
მათთვის კი საქართველოს ბოლო ომი 3 თუ 5 დღიანი იყო. საქართველოს ხელისუფლების ყველა ენერგიულ ფაფხურს მე ამ რაკურსით ვხედავ, ის კი მარტივ ახსნას უძებნის, ბოროტ ბიჭებს უნდათ ხელისუფლება გაიხანგრძლივონ.
ასეთ ხალხთან კამათისას მე როგორც იტყვიან "ერთი ფეხი უკან მაქვს", იმიტომ რომ ვიცი ძნელია ადამიანმა ომის შემდეგ თავი ისევ ომში იგრძნოს, ომი მათთვის მორჩა, მართალია საშინელი მარცხით, მაგრამ მორჩა. იმ წაგებულ ომს მათთვის კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს და ზუსტად იციან რა კონკრეტული ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომა არ უნდა დაშვებულიყო, რომ ეს ომი არ წაგვეგო.
ძნელია ასეთ ხალხს დაუმტკიცო, რომ ომი ისევ გრძელდება.

ეს ალბათ აფხაზეთის ომიდან მომყვება.

ომი ძალიან ძვირია, ომი არ არის გულანთებული 100 გინდ 1000 მებრძოლი + 1000 კალაშნიკოვი და 10000 ტყვია.



ომი უძირო ქვევრია, რომლის ყოველი წუთი მილიონებს ნთქავს.






1993 წლის ოქტომბერში როცა 5 ლიტრი ბენზინის დახარჯვისთვის ჩემი მეზობლები სამუდამო მტრებად გადაიქცნენ, ხორცი კი ისევე არავის გვენახა, როგორც კენიიდან გამოგზავნილი გემი, მე სოხუმში იმდენი სანატრელი ტუშონკა გეახელით, რამდენიც ჩემმა ოჯახმა მთელი იმ წლის განმავლობაში, ჩემს გვერდით ტანკისტები ტანკებს ქოქავდნენ დილაობით გასათბობად, ტანკის ძრავი კი ერთ საათში წვავს 30 ლიტრს ალბათ, და ასეთი ტანკი ჩემს თვალწინ ალბათ 100-ზე მეტი იყო (ტ-36 თუ ტ-53, მაშინვე გადასაყრელები).
მარტო საწვავი და ტუშონკა ხომ არ მიჰქონდა ომს, მთელი სოხუმი ომის ხარჯში იყო, მთელი ეს ხარჯიც უმნიშვნელოა ომის კიდევ უფრო დიდ ხარჯთან - ადამიანების ლტოლვილობასთან, სახელმწიფო არტერიების გადაკეტვასთან, მოქალაქეების(თუნდაც სეპარატისტების) დაკარგვასთან.



მოკლედ, ომი უძირო ქვევრია,
რომელსაც ერთ უსახელო წვიმიან დღეს შეუძლია ჩანთქას -100 პროვინციული შადრევანი, 10 რეგიონული ქალაქის ცენტრალური გზის რემონტი და 4 ანაკლიის ხიდი.


ომის წაგების შემთხვევაში მთელი ეს რესურსი უსხელოდ იკარგება და ეს ლოგიკურია.





საქართველოს მონაწილეობა დღეს ომში ორი ხერხით გრძელდება –

პირველი,

ფიზიკური (და არა პათეტიური) გაბრწყინებით.
ამაში შედის შადრევნები, გირლიანდები, პოლიციის შენობები, საავადმყოფოები, ავტობანები, ელექტრონული ტაბლოები ავტობუსის გაჩერებეზე, ხიდი ანაკლიაში და აეროპორტი მესტიაში.



და

მეორე,

ცხრაჯერ მწარედ გაღიმებით (ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიღიმებ) ამაში შედის ომახიანი პროპაგანდა მტრის და მოყვარის გასაგონად.





ვინც ჯერ კიდევ მეომარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვაქვს უნარი წავუყრუოთ 8 წლის ხელისუფლებას მიხონხლილ მაფიას, რომელიც სხვა ხელისუფლების 8 წლის თავზე უფრო ძლიერი იქნებოდა ალბათ, შევეგუოთ სასამართლო სისტემის მანკიერებას, რომლის ღერძი დღეს ხელისუფლების–პროკურატურის სასარგებლოდაა გადახრილი.
გავამართლოთ ჩვენნაირი ადამიანების პირადი უიღბლობები, სამსახურის დაკარგვა, იერარქიაში ახალგაზრდა ბრენდირებულის ხელქვეით ყოფნა და ა. შ.


ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობს, რომელმაც ომი უჭკუობით დაიწყო და 3 დღეში სამუდამოდ წააგო, მე ვერასდროს გამიგებს.


არადა ისეთივე ჩემიანია ეგ ხალხი, როგორც ჩემი ნათესავების 80%. მათი ქვეყანაც "სააკაშვილის ამბიციებს შეეწირა".
გუშინ ერთ ჩემიანთან რეალური კამათი მქინდა მაესტროში ივანიშვილის ინტერვიუსთან სინქრონში. ხშირად და ხანგრძლივად გვიკამათია ერთმანეთში 2007 წლიდან მოყოლებული, არ ვიბუტებით, ვერც ერთმანეთს ვუახლოვებთ პოზიციებს. ვართ ასე ფორუმივით, ოღონდ რეალში.
ფორუმელ დეგას იმიტომ ვუთხარი, გამეხარდა რომ ასეთი პოზიცია გაქვს მეთქი (ქსენოფობია ეტქ.), რომ მისი პოზიცია მომავალში აღარ მეტკინება, მისი სანატრელი საქართველო ალთასაა, ჩემი კი ბალთას.

აი ის ჩემი რეალური ნათესავი კი რომელსაც წლებია ორი კუსტბის წრის ხანგრძლივობით ვეკამათები, ზუსტად ჩემ სანატრელ საქართველოს ნატრულობს. ფაქტიურად ჩემი თანამოაზრეა, მხოლოდ ერთი სხვაობით. იმ სხვაობით რაზეც აქ ვილაპარაკე – ომით.



ყოველთვის შეწუხებული ვრჩები რომ ჩემი თანამოაზრე ბარიკადის (იმედია "ბარიკადის") მეორე მხარეზეა, მაგრამ ვერც მე ვუხერხებ რამეს მის არგუმენტებს (ჩაიგდეს ხელში ყველაფერი, ხალხს ცხვარივით ატყუებენ და ატყავებენ, ეს ქვეყანა თავის ჯიბეში გონიათ, სასამართლო პროკურატურის სანოტარო ბიუროა, ესენი არიან საქართველოს ჭირი, მთავარია ჭირი მოგვცილდეს და ვინც გინდა ის მოსულა და ა. შ.)

ვერც ის მიცვლის ჩემი შეფასების რაკურსს – ყველაფერი ფრონტისთვის, ხვალ გვიან იქნება, საქართველოს არ არგებს წარმეტება, საქართველოს ჭირდება მხოლოდ დიდი წარმატება.

ვიცი რომ ფორუმს არ კითხულობს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ, დამიჯერე, ჩემი ქვეყანა ისევ იმ ომშია, რომელშიც მე ვიყავი 1993 წლის შემოდგომაზე, იქაც რუსები მესროდნენ.
იყო მერე სიმბოლური პერემირიე, რომელიც
17.07.08. დამთავრდა.

მშვიდობა დამთავრდა იმ დროს, როდესაც შტაინმაიერი გალიდან უპასუხოდ გამოუშვეს.


ომი გრძელდება
და ამ ომს საქართველო მხოლოდ აგებს, ჯერ არ წაუგია.

ომში მართლა იყავი?
ტ-36 და ტ-53 რა უბედურებაა? არსებობს ტ-34(რა უნდოდა მაგას აფხაზეთის ომში, ეგ მე-2 მსოფლიო ომისდროინდელი ტანკია) და ტ-55 (ეგენი კი იყო ოხრად ახალციხის დივიზიიდან გადმოცემული) სხვადასხვა მოდიფიკაციები


--------------------
The main thing is an "I" attitude, understanding and humanity

All animals are equal but some animals are more equal than others
mtavrishvili
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8140
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 16:47  #28547162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Hyperzet
QUOTE
ეს არის საქართველოს კოლონიზაციის გაწელილი პროცესი .
არშემდგარი, გაჭიანურებული ეკონომიური გადანაწილებების ფონზე.

ომი "ბექგრაუნდია"

ჩვენთვის კი სულ ერთია, მგელი შეგვჭამს თუ მგლის მოსვლამდე შიმშილით გაგვძვრება სული,
მაგრამ ეს , თავისი არსით ,ომი არ არის .
როცა ომზე ვლაპარაკობთ, ომში ორი მხარე მაინც უნდა იყოს. რუსეთ-საქართველოს პერიპეტიებში ეს არის 1921 წელს ანუ 90 წლის წინ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომი. ოღონდ რუსეთმა უკვე 1921 წლის თებერვალ-მარტში მოსპო ქართული სახელმწიფო და მას შემდეგ დღემდე ეს პროცესი უკვე ქართველი ერის გენოციდია, რომელსაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ანხორციელებს პირველ რიგში რუსეთი, მეორე რიგში დამპყრობლის მიერ შექმნილი ფსევდო ქართული კოლაბორანტი სახელმწიფო და დაწყებული ამერიკით გათავებული ყველა იმ ქვეყნით, რომლებთანაც ამ კოლაბორანტ ფსევდოქართულ სახელმწიფო წარმონაქმნს ქართველი ხალხის სახელით დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.


--------------------
ვაჟა მთავრიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდა. ტელეფონი; 593 542 861 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
operis achrdili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4329
წევრი No.: 129381
რეგისტრ.: 29-March 11

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 17:00  #28547338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ვიცი რომ ფორუმს არ კითხულობს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ, დამიჯერე, ჩემი ქვეყანა ისევ იმ ომშია, რომელშიც მე ვიყავი 1993 წლის შემოდგომაზე, იქაც რუსები მესროდნენ.

ასეთი გულიანი წერილი დიდი ხანია არ წამიკითხავს, ყელში სიმწრის სპაზმმა კინაღამ დამახრჩო.
axalirevolucia მიყვარხარ, ჩემიანი ხარ, გეფერები. 2kiss.gif love.gif


--------------------
ბედნიერება ზომიერებაშია
mtavrishvili
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8140
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 17:16  #28547578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბესიკის26
QUOTE
axalirevolucia
QUOTE
ომი გრძელდება
და ამ ომს საქართველო მხოლოდ აგებს, ჯერ არ წაუგია.

ძალიან ბევრს ეს "ომიც" წაგებული ეგონებოდა 4:50-მდე


მართალი ბრძანდებით, სწორედ კამეჩის ამ ზაქის დღეშია დღეს საქართველო. არ არსებოს გამოუბალი მდგომარეობა. ოღონდ ყველა ომის მოგებას პოლიტიკური ნება სჭირდება. თა საქართველოს გამარჯვება გინდათ, მაშინ ნუ მიჰყვებით მიშას და ბიძინას. მიჰყევით ვაჟა მთავრიშვილს, რომელსაც პოლიტიკური ნება აქვს და ომების მოგების სპეციალისტია.
Bicho
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3241
წევრი No.: 136428
რეგისტრ.: 29-September 11

გამოგზავნილია: 30 Nov 2011, 18:12  #28548550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ომი და თუ კატლეთი არ ვიცი, ვიცი რომ დედისტყვნისზაცია გრძელდება....


--------------------
Trading is an art rather than a science
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0208 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]