forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნამუსი, ნამუსიან პოლიტიკანთა გულახდილი სატრაბახო
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 22:39  #28718068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ნამუსი, უნამუსო, ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის ფორუმზე.




ამაზე ადრეც მიფიქრია, როცა ფილოსოფიური აზრები გაწუხებს, პირველი თემა რელიგია და რელიგიასთან შენი დამოკიდებულებაა

ხოდა, მე როგორც ჯიუტ ათეისტს მიფიქრია, რომ რელიგია სოციუმს მორალს უქმნის და შესაბამისად საჭიროა. მორწმუნე ადამიანს მეტი შანსი აქვს იყოს ნამუსიანი. 

მას შემდეგ რაც ბიძინათი ზურგმოცემული ოპოები განსაკუთრებით კმაყოფილი  აგრესიულნი გახდნენ  ფორუმზე, ჩემთან კამათის ნაცვლად ერთიორმა მორალურად მდგრადმა სუბიექტმა მე როგორც უნამუსოთა ერთობის წევრი, შესაბამისად მეც უნამუსო მომიხსენია. მტკიცე იმედი გამოთქვა, რომ ჩემნაირი უნამუსოები დაისჯებიან. 
შევეშვათ პოლიტიკურ პლათფორმებს, ვილაპარაკოთ ნამუსზე, წესიერებაზე, 
ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია. 

ვინც ჩემზე ნამუსიანია იმან მისაყვედუროს. 
ვინც ომში ჩემზე ხანგრძლივად იყო იმან მიკითხოს ნოტაციები.



ნამუსი  პირადულია, და მეც პირადულს ჩამოვწერ. 








ფორმატი ასეთია:




მოდი მე მესროლოს ჩასაქოლი ქვა იმან, ვისაც ჩემსავით: 





 არ დარეგისტრირებულა აფხაზეთის ომის მონაწილედ იმიტომ რომ მის მიერ სახელმწიფოსთვის ხელფასის დანამატის გამორთმევით წელიწადში 10 პენსიონერის პენსია უნდა წაერთმია თავისი ღატაკი ქვეყნისთვის ( ქვეყანა კი 14 ლარიან პენსიებს ვერ არიგებდა) და ეს არ უნდოდა

ვისაც მანქანის და ტანსაცმლის ჯიბეებში უდებს თავისივე ნაგავი, რათა მერე როდესმე ჩაყაროს სანაგვეში



ვინც 30 ლარიანი სასურსათო ბარათი სპეციალურად უცნობ ადამიანს აჩუქა, რომ მერე მისგან მადლობები არ მიიღოს და ამით თავი უხერხულად არ იგრძნოს

ვინც ექიმად მუშაობისას არასდროს მოუთხოვია ფული ავადმყოფისგან მკურნალობისთვის და ბოლო 9 წელია არ აუღია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უცდიათ ფული ჯიბეში ჩაეტენათ

ვინც ზღვაში საკუთარი ახალცურვადაწყებული ბავშვი მიატოვა და უცნობ ბავშვს უშველა ნაპირისკენ შებრუნება

ვინც გადარჩენადი სომეხი ბავშვი უპერსპექტივო, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ ავადმყოფს მიუწვინა გვერდზე, როცა სხვა ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ ჰქონდა, გადარჩენად ბავშვს კი სუნთქვის უკმარისობა გაუძლიერდა, იმ მიზნით, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი უპერსპექტივო მდიდარი ქართველი ოჯახისშვილი ბავშვისთვის ჩაეხსნა და მეორესთვის მიეერთებინა ( ღმერთმა დამიფარა მაშინ, მეორეს აპარატი აღარ დასჭირდა) . 
ეს ამბავი უპერსპექტივო ბავშვის გავლენიანმა ( თუ არ ვცდები პროკურორის ოჯახი იყო) მშობლებმა გაიგეს მაგრამ შუაზე არ გამგლიჯეს, კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ.
სომეხი ბავშვის მშობლებს კი არ გაუგიათ, არავის უთქვამს. 


ვისაც სამზარეულო მაგიდის გარშემო მუდმივი ადგილი  არ აქვს, იმიტომ რომ ეშინია, სახლში გაუტავებელი მორიგეობებიდან დაბრუნებულს საუკეთესო ადგილიდან რომელიმე შვილის წამოგდება არ მოუწიოს, რომელზეც მისი არყოფნის დროს ჯდებოდა. 

ვინც საკუთარი გაფუჭებული ტელევიზორი ახლით რომ შეცვალა, მერე ის გაფუჭებული ტელევიზორი ტელეატელიეში შეაკეთებინა და ბავშვთა სახლს აჩუქა.

ვისაც გაკეთებული აქვს პროექტები, რომლის ფარგლებში  დაახლოებით 20000 სახელმძღვანელო მშობელთათვის უფასოდ დაურიგდათ ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდა დედებს. 

ვინც ამ ფორუმზე არა იმიტომ შემოდის, რომ თავისი გაიტანოს, არამედ რომ ოპონენტი  ( ჩემ შემთხვევაში ოპო ოპონენტი)    ანუგეშოს, რომ მის ქვეყანას ბოროტი გველეშაპი არ დაპატრონებია. 

ვისაც სამსახურეობრივად არ ეკუთვნოდა ( ჩემს შემთხვევაში მორიგე არ ვიყავი) და მაინც წაყვა პრეზიდენტს გორში  ომის დროს და თბილისშიც 4 ჯერ საკუთარი სურვილით  თან  ახლდა.  


ვისაც შეუძლია ადვილად გაიკეთოს კარიერა თავისი პოლიტიკური პოზიციისა და ხელისუფლების პოლიტიკური პოზიციის თანხვედრისა და ხელისუფლებასთან ფიზიკურად ახლო ტრიალის გათვალისწინებით, მაგრამ არასდროს მოუთხოვია ტაში, სკამი პოლიტიკოსებში ან კარიერაში წინსვლა.


ვისაც მტკიცედ ( გულითაც და ლოგიკითაც) სწამს, რომ ყველა პრობლემის გადაჭრის გასაღები სიყვარული,  თანაგრძნობაა და წესიერებაა. 

ვისაც შევარდნაძის დროინდელ ხელფასთან შედარებით შემოსავალი  მხოლოდ 40% ით მოემატა მაგრამ მაინც ამართლებს ბიუჯეტის ფულის შადრევნებში, ფასადებში და გზებში, თუნდაც კონცერტებში დახარჯვას.

ვისაც აბიტურიენტობამდე ალტერნატიულ პროფესიად არქეოლოგობა ესახებოდა


ვისაც დაწესებულების ტუალეტში  თავისი შემთხვევით დაფსმული წვეთები მოუწმენდია

ვინც  მამამისის ჩერეზ ძმაკაც საავადმყოფოს მთავარ ექიმს, როცა მან  ინსტიტუტახალდამთავრებულს ექიმად მუშაობა შესთავაზა ( საოცნებო მიზანი) , პირველ რიგში მადლობა კი არ  გადაუხადა,  იმას, მეორეს, დათოს, ჩემზე უფრო ხამგრძლივად რომ მორიგეობს ვოლონტიორად რეანიმაციაში ( ორივე წლების განმავლობაში ვმორიგეობდით ექთნის უშტატო დამხმარეებად),  იმას თუ მიიღებო, ჩაეკითხა. 
მთავარმა ექიმმა ორივე მიიღო ექიმად და იმ მეორემ ახლაც არ იცის ამ დიალოგის შესახებ. ( მაშინ თბილისში ექიმად მუშაობის დაწყება 1000$ ღირდა, 1000$ კი ფანტასტიკურად დიდი ფული იყო)
ვისაც  თავის შრომით ბიოგრაფიაში 8 ექიმად მუშაობის დაწყებისათვის არასდროს ქრთამი არ მიუცია და სუფრაც კი არ უკისრია, სამსახურებში კი იმიტომ იღებდნენ, რომ სანდო ვირი ყველას ჭირდება და რეანიმაციაში პრაფანს კი ვერ დასვამ, შარია. 

ვინც  აფხაზეთში დაჭრილ ჯარისკაცებს მორფს რომ უკეთებდა ( თავის ნაშოვნ, წაღებულს) ამბობდა ანალგინს გიკეთებო, რომ მერე ნარკომანები არ მისეოდნენ

ვისაც  დღემდე თვეში 8 ჯერ ნარკოტიკების უზარმაზარი სეიფის გვერდზე სძინავს გასაღებით ჯიბეში  და  არასდროს გაუჩხერია ნარკოტიკი. 

ვისაც ტრასაზე მანქანა გაუჩერებია , მობრუნებულა და გზაზე სახიფათოდ დაგდებული ნივთი (ფიცარი) გზიდან გადაუგდია. 

ვისაც ქარში უცნობი ხალხი ჩაუსვამს მანქანაში და მეტრომდე მიუყვანია

ვისაც  მის მანქანაში დამგზავრებული ნაცნობ მეგობრები ბოლომდე მიჰყავს სადაც მიდიან სიტყვებით - აბა რული რისთვინ აქვს ამ მანქანას. 

ვინც ბავშვობაში თხილამურზე წაქცევისას  თითი რომ ამოუვარდა, წაქქცევამდე კი ქალი წააქცია, თავისი ამოვარდნილი თითი კი მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ის თოვლში წაქცეული ქალი წამოაყენა და მოუბოდიშა. (არადა წაქცევაც იმ ქალის ბრალი იყო, უაზრო ადგულას იდგა) .   

ვინც დღემდე ჩხუბების ეპიცენტრში (ემერჯენსში) მუშაობს და დღემდე არასდროს უჩხუბია პაციენტთან, რამდენად უსამართლოც არ უნდა იყოს პაციენტი, მისივე მოგონილი ტაბუს გამო არ უჩხუბია პაციენტთან.  
აი პაციენტის პატრონებთან კი თვეში არანაკლებ სამჯერ უწევს ჩხუბი, იმიტომ რომ მთვრალ და ამბიციურ ხალხტან უჩხუბრად იმ დროს დათმობს, რომელიც სხვა პაციენტს უფრო მეტად  ჭირდება.

ვინც მტკიცედ იცის, რომ ყველაფერს გააკეთებს მასთან პაციენტად მოხვედრილი  მოსისხლე მტერის გადასარჩენად ( მყოლია კიდევაც, რუსი პილოტი, ოსი ბოევიკი) . 

ვინც იცის, რომ სიკვდილი ბოლოა, მაგრამ წესიერად ცხოვრობს იმიტომ, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამს, როცა სიკვდილი გარდაუვალი იქნება, იყოს მშვიდი და კმაყოფილი განვლილი სიცოცხლით,  დატოვებული  კვალით, შთამომავლებით და საქართველოთი. 
(საქართველოთი და შვილებით ვუკავშირდები მარადისობას და არა სამოთხე- ჯოჯოხეთით და განკითხვის დღით)

19 წლის ოპელ ომეგა დაშლილებში ჩავაბარე, ვთვლიდი, რომ მას ამ ქალაქში აღარ უნდა ევლო, სახიფათო იყო. 






ხო, მესროლოს ჩემზე უფრო ნამუსიანმა.







ჰა, რატო ვარ უნამუსო? არა ვარ უნამუსო. 


უი,
ცოტათი კი  გავხდი უნამუსო ეს ყველაფერი რომ ჩამოვწერე იმით. 
მანამდეც ვიყავი ალბათ ეს ყველაფერი რომ გავაანალიზე და დავიმახსოვრე ( და ახლა ივანიშვილივით "უანგაროდ" ვიყენებ).

  მოიმატეთ  უნამუსობა თქვენც, ჩამოწერეთ რაც  გიქნიათ ნამუსიანი, თქვენს ნაგავს მანქანის ჯიბეში ინახავთ?


იყოს "პოლიტიკანთა გულახდილი ფოტოსესიის"  პარალელურად.            


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ჩოხა
მტერი!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28560
წევრი No.: 23359
რეგისტრ.: 18-September 06

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 22:50  #28718251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia

და რას ემსახურება ეს თემა?

ან ვის რას უხსნი აქ? smile.gif

ეგ ყველაფერი ძალიან ლიჩნი მომენტია, გარეთ გამოტანა არ ეგების

აპლოდისმენტებსაც ნუ ელი smile.gif


--------------------
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"

მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა
t-90
უტანკესი და უტონკესი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 36435
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 22:54  #28718311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ხოდა მერე რატომ ფლანგავთ თქვენს დროს რაღაცა იდიოტობების და ვიღაცა იდიოტების გაპრავებით?


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30320
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 22:56  #28718352      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia

გაგიმარჯოს ღმერთმა, მაგრამ ასეთი პირადი მონეტების ასე აფიშირება, რავი...

ყველას თავის გაგება აქვს...

QUOTE
ვისაც დაწესებულების ტუალეტშითავისი შემთხვევით დაფსმული წვეთები მოუწმენდია


მოდი ვაღიარებ. ეს მეც გამიკეთებია. biggrin.gif


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 22:57  #28718368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩოხა

შენი ჩამოწერე,

აქ ხომ ანონიმურ პოეტთა ნავსაყუდელია, ასე რომ აპლოდისმენტები უხმო იქნება და გაბღენძვა–პატივმოყვარეობაში არ ჩაგეთვლება.

QUOTE
და რას ემსახურება ეს თემა?


ეს თემა პრიმიტივების ტვინის ნაოჭებზე ასხამს წყალს იმ იმედით, რომ უფრო დახუჭუჭდნენ (ეს ნაოჭები) და რთულ სამყაროს თვალი გაუსწორონ.
შავ–თეთრად დაყოფა პრიმიტივიზმია.



ჩოხა
QUOTE
ეგ ყველაფერი ძალიან ლიჩნი მომენტია, გარეთ გამოტანა არ ეგების

ქაფქიანა
QUOTE
მაგრამ ასეთი პირადი მონეტების ასე აფიშირება, რავი...
არ შემშლია, სწორედ ეს გთხოვეთ – პირადულის გარეთ გამოტანა.

სხვათა შორის, სურათების დადების წინააღმდეგი ვარ ფორუმზე. ეგ უფრო პირადულია, ზედმეტად.
იტრაბახეთ საკუთარ ნამუსიანობაზე.


ან ვერ იტრაბახეთ მასალის არქონის გამო.


This post has been edited by axalirevolucia on 11 Dec 2011, 23:02
ჩოხა
მტერი!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28560
წევრი No.: 23359
რეგისტრ.: 18-September 06

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:06  #28718524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE
შენი ჩამოწერე,

აქ ხომ ანონიმურ პოეტთა ნავსაყუდელია, ასე რომ აპლოდისმენტები უხმო იქნება და გაბღენძვა–პატივმოყვარეობაში არ ჩაგეთვლება.


არა!

ეს ჩემი, პირადია, თუ ვინმე თვალს ჰკიდებს შემთხვევით, თავისი საქმეა, ამაზე ლაპარაკი მე არასწორედ მიმაჩნია


QUOTE
ეს თემა პრიმიტივების ტვინის ნაოჭებზე ასხამს წყალს იმ იმედით, რომ უფრო დახუჭუჭდნენ (ეს ნაოჭები) და რთულ სამყაროს თვალი გაუსწორონ.
შავ–თეთრად დაყოფა პრიმიტივიზმია.


და მერე რა

ვისაც ეგ ყველაფერი უკეთებია, ცუდს ვერ ჩაიდენს?

თუ ვისაც ცუდი ჩაუდენია მაგ ყველაფერს ვერ გააკეთებს?

ვნახეთ, წავიკითხეთ, ჩოხ საღოლ გითხარით

მერე?
triumpi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13101
წევრი No.: 71118
რეგისტრ.: 16-October 08

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:06  #28718533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ხო, მესროლოს ჩემზე უფრო ნამუსიანმა.

სწორედ ისინი არ გესვრიან ქვებს არასოდეს....
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30320
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:07  #28718547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia

რავიცი. მე არ შემიძლია მასე ,,ტრაბახი." არაა ჩემი სტილი.
Frankens†ein
^_*


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43735
წევრი No.: 47750
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:07  #28718548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
შენი ჩამოწერე

დაიცა, ვინც აქ ჩამოწერას არ ვაპირებთ თვლი რომ გვჯობიხარ?
ანუ მაგალითად მე მჯობიხარ მაგ რაღაცეებით რაც ჩამოწერე?


--------------------
Mens sana in corpore sano...
Civilian
Big Brother


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4573
წევრი No.: 111494
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:07  #28718556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

This post has been edited by Civilian on 11 Dec 2011, 23:08


--------------------
Operation Unthinkable
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:14  #28718678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Frankens†ein
QUOTE
დაიცა, ვინც აქ ჩამოწერას არ ვაპირებთ თვლი რომ გვჯობიხარ?
ანუ მაგალითად მე მჯობიხარ მაგ რაღაცეებით რაც ჩამოწერე?




შენ ნაღდად არ მიგულისხმიხარ,
ან სად ნახე რომ მეწეროს ვიღაცას ვჯობივარ მეთქი?
მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ბევრს ვჯობივარ, ვინც მე აქ უნამუსოების რიგში მთვლის და ჩემთვის "უნამუსოებს დაგენძრევათ... ეტკ" მოუმართავს.

ქაფქიანა
QUOTE
,,ტრაბახი." არაა ჩემი სტილი.





იტრაბახე, ტრაბახი მუშაობაა ესპანურს ენაზედ.



ჩოხა


QUOTE
ვისაც ეგ ყველაფერი უკეთებია, ცუდს ვერ ჩაიდენს?

თუ ვისაც ცუდი ჩაუდენია მაგ ყველაფერს ვერ გააკეთებს?


კი შეუძლია. მართალი ხარ.
"წმინდა მამა წმინდად წაწყდა" მაგარი აფორიზმია.

This post has been edited by axalirevolucia on 11 Dec 2011, 23:16
ჩოხა
მტერი!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28560
წევრი No.: 23359
რეგისტრ.: 18-September 06

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:17  #28718735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE
კი შეუძლია. მართალი ხარ.
"წმინდა მამა წმინდად წაწყდა" მაგარი აფორიზმია.


აი რას გეტყვი

ადამიანის საუკეთესო საზომი ისაა, რას ამბობენ მასზე და არა რას ამბობს ის თავის თავზე smile.gif

ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30320
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:18  #28718748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia

QUOTE
იტრაბახე, ტრაბახი მუშაობაა ესპანურს ენაზედ.


ეგრე ,,კაცო" ქე ვიცით რაცაა იტალიურ ენაზე, მაგრამ ჩვენ ხომ ქართულად ვაზროვნებთ. რა ესპანური და რის თამილური?
Sharky
El Tiburon


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41653
წევრი No.: 2110
რეგისტრ.: 25-April 03

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:23  #28718818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ვერ დაგეთანხმები, რომ ნამუსი რელიგიური კატეგორიაა, შესაბამისად ვერც იმას დავეთანხმები, რომ მორწმუნე ადამიანს მეტი შანსი აქვს ნამუსიანი იყოს.

ვერც ნამუსისა და წესიერების სინონიმებად გამოყენებაში დაგეთანხმები, ნამუსის სინონიმი სინდისია ქართულში (თუმცა არცერთი ქართული სიტყვა არაა, უცნაურია, ყველა ერს საკუთარი სიტყვა აქვს ამ ფენომენის გადმოსაცემად, ჩვენ კი ორი სიტყვა, ოღონდ ორივე ნასესხები სხვა ენებიდან), წესიერება დაწერილი კანონების დაცვაა, ნამუსი - დაუწერელის. ვიმეორებ, არა აუცილებლად რელიგიურის, არამედ შინაგანი ხმის მიერ (თუ სულის დარქმევა არ გინდა) ნაკარნახები წესების, რომელთა ერთობლიობაზეც აიგო რელიგიები - ანუ ჯერ სინდის-ნამუსი იყო biggrin.gif.

ძალიან ცუდი, თუ ვინმემ უნამუსოდ მოგიხსენია, თუმცა აქ მოტივაციაა საინტერესო (თუ ამ საკითხზე სამსჯელოდ გახსენი ეს თემა) - რაც პირველ პოსტში არ ჩანს, უფრო სწორად მხოლოდ ზოგადად ჩანს, არადა დეტალები მნიშვნელოვანია.

აი მაგეების ჩამოწერის კი რა გითხრა.... მე ასეთ რამეებს არ ჩამოვწერდი, რაში გჭირდებოდა ამის ჩამოწერა, ეგეც ვერ გავიგე. ამას ჯობდა დაგეწერა ის დეტალები, რაზეც ზემოთ გითხარი. ნუ თუ ამ თემაზე საუბარი გინდა მაინცდამაინც. საკუთარ ნამუსზე, ან იმაზე თუ რატომ ჩაგთვალა/მოგიხსენია ვინმემ უნამუსოდ.... smile.gif


--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
IVDIT
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2758
წევრი No.: 81950
რეგისტრ.: 8-January 09

გამოგზავნილია: 11 Dec 2011, 23:24  #28718842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გეთანხმები

ყველაფერში


მგრამ იმ (ამ .მე,)
ცინიზმია ყველაფრის წამალი და მტერი
ის ცინიზმი რომელლსაც ნიშნის მოგება აქვს თავი და ბოლო
ვინ ვის რას უხსენებს
რეალობას მოწყვეტილი
"ვამბობდი"
"გეუბნებოდით"
სირობაა
პროსტა რეალურად შევხედოთ სიტუაციას
არავინ არავისი მტერი არ არის






მარა ნაცარი არ გვინდა თვალებში




მე პირადადად მიმაჩნია რომ ამ მთავრობამ ბევრი რამე გააკეთა

მაგრამ ნუ დამაყვედრებთ და შედარებას ნუ Gააკეთებთ წინაპრებთან
ნუ დამაყვედრებთ
ვალდებულებაა უბრალოდ

და მთავარი მოხვედი და უნდა წახვიდე არ დაგავიწყდეს მაგას წყალი არ გაუვა
და თუ იცი რომ უნდა წახვიდე ცოტა უნდა შეემზადო
და თუ არ გინდა წასვლა მაშინ იმისთვისაც უნდა იყო მზად რომ ვიღაცა მიგაპანღურებს


და ვაფშე რეაქციას უკუქმედება აქვს
ასე რომ რასაც გაისვრი ის დაგიბრუნდება

ჰოოოდა რაც გვაქვს გასროლილი ველოდოდ ,ავიტანოთ და ღმერთმა შეგვარგოს


გასატეხი არაფერია




აუშვიცის კარებზე ეწერა
"ყველას თავისი"
სახარებაში
"მიეცი კეისარს კეისრის და ღმერთს ღვთისა"
ღმერთმა შეგვარგოს ჩვენი მირთმეული

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0248 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]