forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (100) « პირველი ... 60 61 [62] 63 64 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> REDE GLOBO, ბრაზილიური სერიალები. III ნაწილი
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 17:11  #32266032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
laliko
QUOTE
გეხვეწებით PASSIONE ს სერიები სადმე თუ იცით ბოლოდე იქნება მიმასწავლოოოთ


http://latino-serialo.ru/brazilskie_serial...s-alcatraz.html
ამ საიტზე დადეს დღეს უკვე 146 სერია, ყოველდღე დებენ, ასე რომ მალე დამთავრდება,

თუ ფინალი გაინტერესებს? smile.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 17:17  #32266128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჟურნალმა "Istoe Gente"– გამოაქვეყნა მსახიობთა რეიტინგი , რომლებმაც მოირგეს დამახასიათებელი ამპლუა.

პირველ ადგილზე გავიდა

ტიაგუ ლასერდა.
user posted image
ის 10 ჯერ მოგვევლინა რომანტიკული შეყვარებულის ამპლუაში. რა თქმა უნდა ეს როლები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგრამ მთავარში ძალიან გავდნენ ერთმანეთს, მისი სხვადასხვა ეპოქის შეყვარებული რომანტიკული გმირები ვიხილეთ ნოველებში: „მოურჯულებელი ჰილდა“ (1998), "სიყვარულის მიწა" (1999) "ბრაზილიური აკვარელი(2000); "შვიდი ქალის სახლი" (2003) "მუდმივი მაგია" (2007) "ცხოვრების ფურცლები" (2006), "დატკბი ცხოვრებით" (2009)"ჩვენი ცხოვრება"(2011) "ვამპირის კოცნა" (2002) "იოლი ფული" (1998).
შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა:

ლიმა დუარტემ – 6 ჯერ განასახიერა პოლკოვნიკი.
user posted image
დაწყებული „წმინდა როკით" (1985), ლიმა დუარტე მიიწვიეს კიდევ „ქვა ქვაზე" (1991),"მტაცებელი" (1993),"სამყაროს დასასრული" (1996),"მოუხელთებელი" (1997),"არაგუაია" (2010).

კასია კისი –ექვსჯერ ვიხილეთ შეუბრალებელი ბოროტმოქმედის ამპლუაში.
user posted image
"სამოთხე" (2009); "ვინ ხარ?" (1996) "სიყვარულის სახელით" (1997);"მუდმივი მაგია" (2007). "ოცნების სანაპირო" (2001). სიას შეემატა კიდევ ერთი „მაკიაველი კაბაში“ –მელისა ნოველაში "სიყვარული,ისევ სიყვარული".

კრისტიანე ტორლონის ამპლუა – შუახნის ლამაზი ქალბატონი,
user posted image
რომელიც ცდილობს თავის ასაკისთვის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს , აქვს მიდრეკილება მოაწყოს სკანდალები და დრამები, ასევე ჩაიდინოს უმსგავსო სისაძაგლე: ლაილა– "ციდან მოვლენილი ანგელოზი" (2001), ჰეიდი "ამერილაში" (2005), სონია "ჭეშმარიტი სილამაზე" (2008), მელისა "ინდოეთის გზები" (2009), რებეკა "აურზაური" (2010) და, ბოლოს ტერეზა კრისტინა"დახვეწილ გრავიურაში".

სუზანა ვიეირა – მისი ამპლუა არის საშუალო ასაკის გავლენიანი ქალბატონი,
user posted image
ისიც, როგორც ტორლონი, უბადლოდ ასრულებს ასაკში შესული ლამაზმანის როლს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სუზანას პერსონაჟები უფრო ამპარტავანულია, მბრძანებლური, ეს ამპლუა ვიხილეთ ნოველებში– "მტაცებელი“ (1993), "სიყვარულის სახელით" (1997), "ორმაგი სახე" (2007), "ორმოცდაათიანელები" (2009) "ლარა Z" (2011). ამას გარდა ითამაშა სიუზეტი, ჩიკინია გონზაგას მეტოქე, იგივე სახელწოდების მინისერიალში (1999). აქ თითქმის ყველგან იყო ქერა, ეტაპაჟური, მდიდარი, მისი პერსონაჟი გამოკვეთილად დახატულია ძალიან მსუყე ფერებით.

ჟოზე მაიერი –მისი ამპლუაა მაჩო, ქალთა გულთამპყრობელი.
user posted image
მის ანგარიშზეა 5 თითქმის იდენტური როლი, სადაც ავლენს თვისებას აცდუნოს, ხშირად რამდენიმე ქალი ერთდროულად. ყველგან მანუელ კარლუშის სიუჟეტებში : "სიყვარულის ისტორია (1995), "ოჯახური ურთიერთობები" (2000), "შეყვარებული ქალები" (2003), "ცხოვრების ფურცლები" (2006) "დატკბი ცხოვრებით" (2009).

user posted image
ბეატრის სეგალის ამპლუაა მაღალი წრის დახვეწილი ამაყი ქალბატონი, სნობი: –"ყველაფერი ნებადართულია" (1988) , "სული და სხეული" (1992), "სასტიკი ანგელოზი" (1997), "მხეცი" (2006) "ლარა Z" (2011).

user posted image
ანტონიო ფაგუნდესმა – სამჯერ განასახიერა ფაზენდის მეპატრონე. მის ამ ამპლუაში ჭარბობს ხასიათის შეუპოვრობა და მკაცრი ხასიათი. " Renascer „ José Inocencio (1993), "საბედისწერო მემკვიდრეობა" (1996) "სიყვარულის მიწა" (1999).

ამ რეიტინგის ჩემპიონები ასევე გახდნენ:
დებორა ეველინი –4 ჯერ იყო ნევროზული და აუტანელი მეუღლე
ელიზაბეტ სავალა –4 ჯერ მდიდარი ქალბატონი, კომიკური,მაგრამ ბრაზიანი
რეჟინალდუ ფარია –4 პოლკოვნიკი ან ფაზენდის მეპატრონე
არი ფონტოურა – 3 პრეფექტი
დანიელ დანტასი –3 ჯერ განასახიერა პოლიციის კონისარი, ასევე სამჯერ ღარიბი ქმარი
დებორა სეკკუ – 3 ჯერ იყო მეძავი
ერსონ კაპრი – 3 არამზადა საქმოსანი
მარკუს პალმეირა – 3 მოჯამაგირე / 3 ხარების გამხედნავი
ილვა ნინუ – 3 მოსამსახურე


gente.ig.com.br 05.2012







მიმაგრებული სურათი
default.jpeg
laliko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1003
წევრი No.: 17310
რეგისტრ.: 17-February 06

გამოგზავნილია: 25 Jul 2012, 10:40  #32275348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
RENE_Z
ხო მეც მანდ ვუყურებ და ისე ჩამითრია ვეღარ ვითმენ smile.gif))


მადლობა ფინალისთვის smile.gif


--------------------
-----------------------------------------------
Kate789
Lana Del Rey


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18437
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 29 Jul 2012, 09:04  #32330027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი


აქ რა ხდება, ვინმემ შეგიძლიათ, რომ მითხრათ???
ეს კეროლის დის ყოფილი შეყვარებულია და რამე დააშავა???



ან აქ ვინ არის გარდაცვლილი???

http://www.youtube.com/watch?feature=endsc...1&v=zG7tJGLYr7M

This post has been edited by Kate789 on 29 Jul 2012, 09:14
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 29 Jul 2012, 19:14  #32337536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Kate789
QUOTE
აქ რა ხდება, ვინმემ შეგიძლიათ, რომ მითხრათ???
ეს კეროლის დის ყოფილი შეყვარებულია და რამე დააშავა???

მე ზუსტად არ ვიცი, რადგან ეს სერიალი არსად არ დევს და შესაბამისად ნანახიც არავის არ აქვს ბოლომდე მე მგონი
QUOTE
ან აქ ვინ არის გარდაცვლილი???

აქ ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრა, რომ გარდაცვლილია ახალი პერსონაჟი სახელად ტეოდორო.
ადრე ნინომ ბევრი დაწერა ამ სერიალზე smile.gif

* * *
"მგზნებარე გული" – INSENSATO CORAÇÃO (ითარგმენება როგორც "სულელი გული") კომპანია გლობომ გადაიღო 2011 წელს და ის 185 სერიას მოიცავს (ინტერნაციონალი 140 სერიაა, შესაბამისად ჩვენთანაც 140 სერია გავა)
სერიალის ავტორები არიან ჟილბერტო ბრაგა და რიკარდო ლინიარისი

ჟილბერტო ბრაგა არის ავტორი ისეთი სერიალებისა, როგორებიც არის – "მონა იზაურა", "ყველაფერი ნებადართულია", "ლაბირინთი"

რიკარდო ლინიარისს ეკუთვნის ისეთი ნოველები როგორებიცაა – "ჩემი შეყვარებული", "ოცნების სანაპირო".

"მგზნებარე გული" ჟილბერტოს და რიკარდოს მესამე ერთობლივი პროექტია, მანამდე მათ ერთად იმუშავეს სერიალებზე – "გზა დიდებისკენ" და "ტროპიკული სამოთხე"

სერიალში შეიძლება ითქვას რომ ლეგენდარული მსახიობები – ანტონიო ფაგუნდესი, გლორია პირესი, ნატალუა დუ ვალე, ჟოზე ვილკერი, ტარსიზიო მეირა, დებორა ეველინი, ანა ლუსია ტორე, ნატალია ტიმბერგი და ა.შ მონაწილეობენ

ასევე სერიალში თქვენ შეხვდებით ისეთ სახეებს როგორებიც არიან:




სერიალი ინტერნაციონალურ გაყიდვაში 2012 წლის მიპტივიზე გამოვიდა და 3 თვის მანძილზე უკვე 35 ქვეყანაში გაიყიდა მათ შორის – ბრიტანეთი, საფრანეთი, შვეიიცარია და როგორც აღმოჩნდა საქართველოც.

ინტერნაციონალურ გაყიდვაში სერიალს შეეცვადა ქუდიც

ნაციონალური ქუდი – რომლის მთვარი იდეაც ოჯახია.
ქანდაკება, რომელიც ამ ქუდშია გამოყენებული, ეკუთვნის ჯონ ჩიპირს ზიმბაბვედან.
ქანდაკება ასახავს ხელიხელჩკიდებულ ოჯახს, რაც მათ შორის მეგობრულობას და ხელიხელჩაიკდებულობას.




ინტერნაციონალური ქუდი



ვაპირებდი სერიალის შინაარსის მოკლე აღწერა დამეწერა, მაგრამ გადავწყვიტე დავდო ტრეილერი (ესპანურ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით) და ვფიქრო ასე უფრო მარტივი გასაგები იქნება. (თუმცა ტრეილერში ყველა სიუჟეტური ხაზი ნაჩვენები არ არის)




ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ სერიალზე

სერიალს სამუშაო სახელწოდება იყო "გვედი გვერდ", თუმცა ჟილბერტო ბრაგამ (სერიალის ავტორი) ამ სერიალის სახელწოდება შეცვალა დორივალ კამის სიმღერის – "Só Louco" მოსმენის შემდეგ.




სერიალში დამტკიცებულები იყვენ მსახიობები ანა პაულა აროზიო და ფაბიო ასუნსაო, თუმცა ანა პაულამ როლზე უარი თქვა და მის ამგივრად პაოლა ალივეირა დაამტკიცეს.
ფაბიო ასუნსაო კი ამ როლზე თვად ჟილბერტო ბრაგამ აღარ დაამტკიცა და ეს როლი გაბრიელ ბრაგა ნუნესს მისცა.

პაოლა ოლივეირა და ანა პაულა აროსიო
გაბრიელ ბრაგა ნუნესი და ფაბიო ასუნსაო

user posted image


სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა ფლორიანოპოლისში 40 დღის მანძილზე, ამ გადაღებებში სერიალში დამტკიცებული ფაბიო ასუნსაო მონაწილეობდნენ, 40 დღის შემდეგ კინოქალაქი რიო დე ჟანეიროში გადმოიტანეს, სწორედ ამის შემდეგ წავიდა სერიალისან ფაბიო, რის გამოც სავალდებულო გახდა ფლორიანოპოლისში დაბრუნება და მისი შემცვლელის გაბრიელ ბრაგა ნუნესის მონაწილეობით იგივე სცენების გადაღება

user posted image


სერიალში დებორა სეკოს პერსონაჟი ნატალი ფაქტობრივად გაგრძელებაა ასევე დებორას პერსონაჟისა სერიალში "გზა დიდებისკენ" (2003 წელი) სადაც ის დარლენის როლს ასრულებს

დარლენი და ნატალი (დებორა სეკუ)

user posted image

თსვდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სერიალი ბოლომდე გაჰყოლოდა ერთ ისტორიას, ერთ სიუჟეტურ ხაზს, თუმცა მოვლენების განვითარებამ და მაყურებლის ჩართვამ სერიალში ავტორებს საშუალება მისცა რამდენიმე ახალი სიუჟეტური ხაზი წამოეწიათ წინ.

თვეების მანძილზე მიმდინარეობდა გამოკითხავა, სადაც უნდა გამოევლინათ ამ ტელენოველაში საუკეთსო წყვილი გარდა ცენტრალური წყვილისა

ლეანდრო ლეალი და პაოლა ოლივეირა – პედრო და მარინა –სერიალის ცენტრალური წყვილი

user posted image


პირველ ადგილი გამოკითხვის შედეგად სერიალის კომიკურმა პერსონაჟებმა – მარია კლარა გუეროსისა და რიკარდო ტოზის პერსონაჟებმა (ბიბი და დუგლასი) აიღეს

user posted image

მეორე ადგილზე გავიდა დებორა ეველინისა და ჟულიანო კაზარეს წყვილი (ეუნისი და ისმაელი)

user posted image

მესამე ადგილი კი შეუდარებელი კამილა პიტანგას, ანტონიო ფაგუნდესისა და ლაზარო რამოსის სასიყვარულო სამკუთხედმა აიღო

user posted image


სერიალში ერთ–ერთ ყველაზე რეიტინგულ პერსონაჟად ანა ლუსია ტორეს პერსონაჟი ნენემი მიიჩნევა, ის იმდენად მაღალრეიტინგული პერსონაჟი იყო, რომ სერიალის ავტორებმა მისი მოკვლა გადაიფიქრეს (როგორც ეს დაგეგმილი იყო) და სერიალის ბოლომდე დატოვეს.

user posted image


* * *


სერიალის ერთ–ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად მიიჩნება ეს ეპიზოდი:
თუ არ გსურთ წინასწარ იცოდეთ სერიალში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნუ გახსნით სპოილერს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



სერიალში განხილურია ჰომოსექსუალთა დისკრიმინაცია და მათი პრობლემებიც.
შესაბამიად ნოველაში შევხვდებით გეი წყვილსაც ედუადროს და უგოს (როდრიგო ანდრადე და მარკ დამიგო)

user posted image

სერიალში რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდება ლეგანდარული ვერა ფიშერიც.
ვერა სერიალიდან წასვლის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა, ის კომაში იყო და აღენიშნებოდა სხეულის პარალიზება.
საბედნიოროდ დღეს ვერა კარგადაა და უკვე დაბრუნებასაც აპირებს გლორია პერესის ახალ სერიალში.

user posted image

სერიალის ფაბულა:

სულელი გული – ბოროტებას შეიძლება განვითარება მოჰყვეს, მთავარია ეს როგორი იქნება.
თვენ ნახავთ პერსონაჟების ევოლუციას, გზას სიკეთიდან ბოროტებამდე და ბოროტებიდან სიკეთამდე.
ნახავთ რომ სიკეთე ყოველთვის ვერ იმარჯვებს, ბოროტება ყოველთვის ვერ მარცხდება.

7 მაისიდან 18:45 წუთზე – "მგზნებარე გული" რუსთვი 2–ზე
სერიალის ქართული პრომო:


* * *
სერიალში მონაწილე მსახიობები და პერსონაჟები:


user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
Kate789
Lana Del Rey


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18437
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 05:34  #32343632      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
RENE_Z
ვაიმეეე, შენ გაიხარე,.
რამხელა პოსტი დაგიწრია ჩემ გამო.

ისე ფაბიო ასუნსაოს ვერ ავიტანდი უარყოფით როლში და ისევ ლეო სჯობს. ისედაც სულ უარყოფით როლებშია ხოლმე.

უი, ეუნისე რომანს სხვასთან აბამს??? ეს ტიპი რომელია, ვერ ვიხსენებ, ჯერ არ შემოუყვანიათ.

This post has been edited by Kate789 on 30 Jul 2012, 13:55
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 12:18  #32346057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Kate789
არაფერს, მაგრამ მადლობა ეკუთვნის ამ ტექსტის ავტორს morige-ს

მე მოვძებნე
და უბრალოდ გადმოვაკოპირე smile.gif
Kate789
Lana Del Rey


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18437
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 13:53  #32347373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
RENE_Z
2kiss.gif



morige
მოიცა ანუ ნორმა, თეოდორე და ოსკარი ერთმანეთის ნათესავები არიან???
და ის ბიჭი, ალისის ყოფილი შეყვარებული ოსკარის შვილია???

QUOTE
ეპიზოდი როდესაც ნორმა ცდილობს მოკლას ტარსიზიო მეირას პერსონაჟი

უი ეგეც ნორმამ მოკლა??? sad.gif


QUOTE
ინტერნაციონალური ქუდი

აუ ეს რატომ არის ჩვენთან სხვა და ბრაზილიაში სხვა??? sad.gif

და ლეო რატომ კლავს ირენეს??? ნორმა დაავალებს??? და რატომ???

This post has been edited by Kate789 on 30 Jul 2012, 13:56
gio-giorgi54
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6817
წევრი No.: 97764
რეგისტრ.: 14-August 09

გამოგზავნილია: 31 Jul 2012, 01:02  #32357262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ხვალიდან ჯიემჯი სერიალზე ბედთან მებრძოლი მთავრდება და "გულის ძახილს" იმეორებენ


--------------------
Amor es como la guerra. Es facil comensarlo, pero muy dificil terminarlo!!!!!!!!!!
morige
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1152
წევრი No.: 118676
რეგისტრ.: 21-July 10

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 15:26  #32431647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ცოტახნით ისევ დაგიბრუნდით, სანამ ისევ თბილისსში ვარ ვეცდები სიახლეები ხშირად დავდო love.gif

Kate789
ცოტა დაგვიანებით მიწევს პასუხების გაცემა, შეიძლება აღარც გჭირდება და უკვე გაარკვიე biggrin.gif ასეა თუ ისევ გაინტერესებს? biggrin.gif


ქრისტიანე ტორლონი ჟურნალისტებს საკუთარ რეზიდენციაში მასპინძლობს

user posted image

ყველასათვის ცნობილმა მსახიობმა სერიალის "დახვეწილი გრავიურას" დიდი წარმატების შემდეგ შვებულება აიღო და ცოტახნით დასასვენებლად საკუთარ ვილაზე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ გარდა "დახვეწილი გრავიურისა" მსახიობმა მონაწილეობა მიიღო მარსიო გარსიას ფილმში სადაც პარტნორობას ენდი გარსიას უწევს.

user posted image
user posted image


ანა პაულა აროსიო - "გლობოში დაბრუნებას არ ვგეგმავ"

user posted image

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ანა პაულა აროსიო გეგმავდა გლობოში დაბრუნებას და ლეტისია ბიურკჰაუერთან ერთად სერიალში - "მოგზაურობა კუბაში" მთავარი როლის შესრულებას.
თუმცა ცოტა ხნის წინ მსახიობმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გლობოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ გეგმავს - "გლობოდან წამოსვლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, აუცილებლად მოვა დრო როცა მე ისევ დავბრუნდები, მაგრამ ამჟამად ჩემი მთავარი სამსახური ოჯახია. გლობოში დაბრუნებას ახლა არ ვგეგმავ" ამბობს მსახიობი.

პირველი სერიალი 3D ტექნოლოგიით

user posted image

2013 წელს ეკრანზე გლობოს ახალი სერიალი გამოჩნდება, რომელიც ვალსირ კარასკუს "გაბრიელას" შეცვლის 23:00 საათზე.
ეს იქნება პირველი 3D ტექნოლოგიით გადაღებული ტელენოველა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ გლობო მსოფლიო დონის კომპანიაა.

ვირტუალური მოგზაურობა პროჟაკში

user posted image

სულ მალე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა ბრაზილიაში კინოსტუდია "პროჟაკი" ვირტუალურად დათვალიეროს, ვინც არ იცის გეტყვით, რომ ესა არის - ტელემაუწყებლობა „გლობოს“, გადაცემების, ფილმებისს და სერიალების მწარმოებელი ლათინურ ამერიკაში ერთადერთი ყველაზე დიდი, გადასაღები კომპლექსი, სახელად პროჟაკი(Projac), უდიდესი ცენტრი, რომელიც აწარმოებს აუდიოვიზუალურ პროდუქციას ლათინურ ამერიკაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ადგილი, რომელიც სავსეა სილამაზით და ჯადოსნური გარდაქმნებით. პროჟაკი გადაჭიმულია უზარმაზარ ტერიტორიაზე .მას უკავია 600.000.000 მეტრ კვადრატი ფართობი, სადაც ტერიტორიის 30 პროცენტი უკავიათ კონსტრუქციებს, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ღია მოედნებია.
აქ აშენებულია სამი უდიდესი სცენოგრაფიული ქალაქი საერთო ტერიტორიით 160 ათასი კვადრატული მეტრი, ათასი კვადრატული მეტრი ფართობი- ნამდვილი ქალაქები, აქ ყოველი ახალი ნოველისთვის საკუთარ ქალაქს აშენებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ პროჟაკის ტერიტორიაზე ერთდროულად მუშაობს 10 უდიდესი სტუდია და გადაღებისთვის საჭირო დამხმარე ნაგებობები და ტერიტორიები, ეს სტუდიები გადაშლილია 8 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.





სუზანა ვიეირა ბრუნდება!

user posted image

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 70 წლის ლეგენდარული მსახიობი სუზანა ვიეირა ეკრანს დაუბრუნდებოდა მანუელ კარლოშის ბოლო სერიალით, თუმცა ეს ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სუზანა ვიეირა ეკრანს აღარ დაუბრუნდება, პირიქით, ის ბრუნდება და იმაზე ადრე ვიდრე მოსალოდნელი იყო, 2013 წელს ეკრანზე გამოვა ვალსირ კარასკუს პირველი 21:00 საათიანი ტელესერიალი "ეჭვი" სადაც სუზანა ვიეირა ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ სუზანა ეკრანიდან არ გამქრალა, პრაიმტაიმის სერიალში (21:00 საათიანი ნოველა) ის ბოლოს 2007 წელს გადაიღეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნოველით პრაიმტაიმში დაბრუნდება კასია კისიც, რომელიც 21:00 საათიან ტელენოველაში ბოლოს 2001 წელს გამოჩნდა, "ოცნების სანაპიროში" განსახიერებული ადმა გერეროს როლით.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ვალსირ კარასკუს პირველი 21:00 საათიანი ტელენოველის "ეჭვის" კასტს, რომელიც 2013 წელს ჩაანაცვლებს გლორია პერესის სერიალს "წმინდა გიორგი"

სუზანა ვიეირა

user posted image

კასია კისი

user posted image

ანტონიო ფაგუნდესი

user posted image

პრისცილა ფანტინი

user posted image

მარილია პერა

user posted image
Kate789
Lana Del Rey


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18437
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 19:49  #32435271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
morige
კი კი მაინტერესებს რა თქმა უნდა biggrin.gif
morige
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1152
წევრი No.: 118676
რეგისტრ.: 21-July 10

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 20:27  #32435826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Kate789
QUOTE
მოიცა ანუ ნორმა, თეოდორე და ოსკარი ერთმანეთის ნათესავები არიან???
და ის ბიჭი, ალისის ყოფილი შეყვარებული ოსკარის შვილია???

ამ კითხვებზე ჯერ პასუხს ვერ გაგცემ, რადგან მე პარალელურად ვუყურებ სერიალს პორტუგალიურ ენაზე, ჯერ ვერც მე გავერკვიე biggrin.gif

QUOTE
უი ეგეც ნორმამ მოკლა???

მცდელობა ჰქონდა, ვერ გაიმეტა

QUOTE
და ლეო რატომ კლავს ირენეს??? ნორმა დაავალებს??? და რატომ???

მგონი მისს საიდუმლოს გაიგებს ფული რომ მოიპარა თუ რაღაც მსგავსი, ნორმა გაიგებს რომ ლეო აპირებს ირენეს მოკვლას და თუ არ ვცდები ვიღაცას გააგზავნის ფოტოების გადასაღებად biggrin.gif



This post has been edited by morige on 5 Aug 2012, 20:36
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 20:55  #32436190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მეც ცოტა ხნით შემოვირბინე smile.gif

უნდა გითხრათ, რომ დაიწყო აგვისტო და
ამ თვეში ბევრი ცნობილი გლობოელი დაიბადა tuk.gif

გაგაცნობთ რამდენიმეს:
love.gif

დღეს აქვს დაბადების დღე

ნატალია ტიმბერგს Nathália Timberg

user posted image

დაბ.5.08.1929წ. 49 ფილმშია გადაღებული,
ვინც უყურებთ „მგზნებარე გულს“,
აქ ასრულებს ვიქტორია დრიუმონდის როლს
Insensato Coração ... Vitória Drumond
ასევე ითამაშა სერიალებში: „ცხოვრების ფურცლები“ – Páginas da vida ... Hortência
„გზა დიდებისკენ“ – Celebridade ... Yolanda Mendes
„ოცნების სანაპირო“ – Porto dos Milagres ... Ondina
„ტროპიკელის საიდუმლო“ – Mulheres de Areia ... Juíza და სხვა...

ასევე აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიბადნენ

ფელიპე კამარგუ felipe camargo
user posted image
დაიბადა 1 აგვისტოს, 1960წ. 27 ფილმში ითამაშა
მისი მონაწილეობით ვნახეთ:
„მომხიბლავი პოემა“ – Cordel Encantado ... Duque Petrus
„ახალი დროება“ – Tempos Modernos ... Vinicius Portinho
„აკრძალული სურვილი“ – Paixões Proibidas ... Alberto de Miranda
„ბედთან მებრძოლი“– Senhora do Destino ... Edmundo Cantareira
„ღრუბლებში ფრენა“ –Andando Nas Nuvens


ჯანფრანჩესკო გუარნიერის– Gianfrancesco Guarnieri

user posted image

დაიბ.6.08.1934. ითამაშა 54 სერიალში,
მისი მონაწილეობით ნანახი გვაქვს:
„ბელისიმა“ – Belíssima ... Peppe
„ოცნების მიწა“ – Esperança ... Pellegrini
„სიყვარულის მიწა“ – Terra Nostra ... Giulio Esplendore, (Giuliana's Father)
„ახალი მსხვერპლი“ – A Próxima Vítima ... Eliseu Giardini

ირენე რავაშე – Irene Ravache

user posted image

დაიბ.6.08.1944წ. 41 ფილმი და სერიალია გამოსული მისი მონაწილეობით;
„ვნება“ –Passione ... Clô Souza e Silva
„მუდმივი მაგია“ –Eterna Magia ... Loreta
„ამაზონია“ – Amazônia: De Galvez a Chico Mendes ... Beatriz
‘ბელისიმა“–Belíssima ... Katina Güney
„ნაზი შხამი“ –Suave Veneno ... Eleonor და სხვა...


ვერა ჰოლცი –Vera Holtz

user posted image

დაიბ.7.08.1953წ. 39 ფილმი მიიღო მონაწილეობა
„ბრაზილიის გამზირი“ –Avenida Brasil ... Lucinda
„ვნება“ –Passione ... Candê Lobato
„ამაზონია“ –Amazônia: De Galvez a Chico Mendes
„ტროპიკული სამოთხე“ –Paraíso Tropical ... Marion
„წინასწარმეტყველი“ –O Profeta ... Ana
„ბელისიმა“ –Belíssima ... Ornela Sabatini
„შეყვარებული ქალები“ –Mulheres Apaixonadas ... Santana Gurgel
„ჩიკინია გონზაგა“ –Chiquinha Gonzaga ... Dona Ló
„სიყვარულის სახელით“ –Por Amor ... Sirléia Batalha Pereira





Kate789
Lana Del Rey


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18437
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 5 Aug 2012, 21:10  #32436395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
morige
QUOTE
ამ კითხვებზე ჯერ პასუხს ვერ გაგცემ, რადგან მე პარალელურად ვუყურებ სერიალს პორტუგალიურ ენაზე, ჯერ ვერც მე გავერკვიე

გელოდები rolleyes.gif

QUOTE
მგონი მისს საიდუმლოს გაიგებს ფული რომ მოიპარა თუ რაღაც მსგავსი, ნორმა გაიგებს რომ ლეო აპირებს ირენეს მოკვლას და თუ არ ვცდები ვიღაცას გააგზავნის ფოტოების გადასაღებად 

ააააა. უყურე შენ.
მე მეგონა ნორმამ სპეციალურად მოაკვლევინა ირენე ლეოს, რომ პედროსთვის მოეშორებინა. რომ პედრო ისევ მარინასთან ყოფილიყო.

ისე პედრო და მარინა რატომ დაშორდნენ ერთმანეთს??? და ლეოს რატომ მიყვება ცოლად???
morige
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1152
წევრი No.: 118676
რეგისტრ.: 21-July 10

გამოგზავნილია: 7 Aug 2012, 14:20  #32458284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Kate789
QUOTE
ისე პედრო და მარინა რატომ დაშორდნენ ერთმანეთს??? და ლეოს რატომ მიყვება ცოლად???

შენ წარმოიდგინე და ისიც არ ვიცოდი ლეოს თუ მიყვება ცოლად, დარწმუნებული ხარ რომ ასეა? sad.gif



This post has been edited by morige on 7 Aug 2012, 14:22
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) « პირველი ... 60 61 [62] 63 64 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.5420 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]