forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თეშექიურ!, ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 22 Dec 2011, 13:18  #28872468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დეკემბრის ბოლოა, ქართულ ტაძრებს თბილ სეზონამდე არცერთი ქართველი არ მიაკითხავს. ქართული ტაძრები 100% თურქულ გარემოცვაში იქნება...
(შეგეშინდათ?)

ნუ გეშინიათ

ქართული ტაძრები თურქბის 100% გარემოცვაში იქნებიან გაზაფხულამდე,


ისევე როგორც ... საუკუნეები იყვნენ

პერესტროიკამდე.





თამარ მეფის შემდეგ ჩვენ ტაო-კლარჯეთს მხოლოდ ეპიზოდურად ვაკონტროლებდით.

1918 წელს ტაო კლარჯეთი ერთა ლიგის რუქაზე საქართველოს შემადგენლობაშია, მაგრამ ის ჩვენ არ მოგვიპოვებია - 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის და შემდეგ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიხიეს თურქებმა მაშინ.

ანუ მთელი 1000 წლოვანი სასტიკი ფეოდალიზმი ჩვენი ტაძრები თურქულ გარემოში, ანტაგონისტურ რელიგიურ და სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში იდგა.

მათი მცველი და განმკითხავი ჩვენ აღარ ვიყავით.

ტაო-კლარჯეთის მკვიდრ თურქთა 30-მა თაობამ გაუძლო პოლიტიკურ-პატრიოტულ-რელიგიურ ცდუნებას – დაენგრია მათთვის უცხო, პოლიტიკური ხიფათის შემცველი ტაძრები.

ფეოდალიზმი ერთ მხრივ და მუსულმანობა, ქრისტიანობისგან განსხვავებული რელიგია მოსალოდნელს ხდიდა რომ თურქებს ჩვენი ტაძრები, უპატრონო და უმლოცველო ტაძრები დაენგრიათ, თუ ვერ დაანგრევდნენ მათთვის უცხო ქართული და ქრისტიანული ამოენგრიათ-წაეშალათ ან ეკლესიის ქვები საკუთარი სახლებისთვის გაეზიდათ ოხროხინე მღვდელივით.
არ ქნეს!

1921-1991 წლებში საქართველოსა და თურქებს საბჭოთა კავშირ-ნატოს საზღვარი ჰყოფდა. ჩვენ თურქეთში კი არა, ვარძიის სანახავადაც ვერ ჩავდიოდით საბჭოთა მესაზღვრეების სპეციალური ვიზის გარეშე.

ამ 70 წლის განმავლობაშუ თურქები რა თქმა უნდა ჩასულ ქართველებს ვერ ნახავდნენ და პერსპექტივაში თუ ოდესმე ქართველები საკუთარ ეკლესიებს მოიკითხავდნენ ძალიან სათუო იყო,
მაგრამ მაინც შეინახეს.

შეინახეს არა მარტო ჩუქურთმები, წარწერები და ჯვრები (არ ამოანგრიეს) არამედ შეინახეს მთელი შენობები არ დაანგრიეს და ააფეთქეს.

აფეთქების უნარი კი თურქეთს, რუსეთთან ყირიმის 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის საზღვაო ომის მწარმოებელ ქვეყანას, რომლის დროსაც მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მე-18 საუკუნიდან აქვს.

არ ააფეთქეს!

ჩვენი ტაძრები - ეს სიფრიფანა დინოზავრები (ანუ ძალიან სუსტები, ძალიან დიდები და ადვილად გადაშენებადები) დღესაც ათი თავით ზემოდან გადმოჰყურებს გარშემო არქიტექტურას და მიუხედავად იმისა რომ მათ ღმერთს არ ადიდებს, მაინც დგას.

ჩვენი ტაძრები ჩვენი მძევლებია.



თურქეთის სახელმწიფომ ეს ტერიტორიები 7-8 საუკუნის წინ დაიპყრო, მას შემდეგ ამ მიწებს თურქ გლეხთა 30 თაობა მშვიდობიანად ამუშავებს, ატერასებს და რწყავს. აი ეს ხალხი არის იმ სოფლების მაცხოვრებლები,


რომლებიც ჩვენ, ახალ ქართველ პილიგრიმებს ინტერესითა და დემონსტრაციული კეთილგანწყობით გვხვდება - “ვინ არიან ეს ქართველები, რომელთა წინაპრების მიერ ჩემს სოფელში უხსოვარი დროიდან აშენებული კალისე თავს დაგვდგომია ჩვენს სახლებს და ჩვენ მეჩეთს და ალაჰს კი არა ქრისტეს ადიდებს. ვინ არიან ეს ხალხი ვისი რიდითა და პატივისცემით ჩემმა პაპამ, პაპისპაპამ და პაპისპაპისპაპისპაპამ ეს ეკლესიები ხელუხლებელი შეინახეს”.

ჩვენ ამ ცნობისმოყვარეობას ვერ ვუკმაყოფილებთ. როგორც წესი პილიგრიმთა მარშრუტის სირთულისა და გრაფიკის სიმჭიდროვის გამო თითეულ ამ სოფელში ჯგუფები ერთ საათზე ნაკლებ ხანს ვრჩებით და მოსახლეობასთან საუბარს ვერ ვახერხებთ.


საქმე კი ისაა რა უნდა ვუთხრათ ადგილობრივ გლეხებს დრო რომც გამოვნახოთ.

ვუმტკიცოთ რომ ოდესღაც ეს მიწა საქართველო იყო და თურქეთმა დაიპყრო - გულუბრყვილობაა.

მათ ისედაც იციან ეს და წიგნში კი არ წაუკითხავთ, თვალით ხედავენ ყოველდღიურად.

უსაყვედურო რომ ქართული ძეგლები მოუვლელია და დანგრევის საშიშროების წინაშეა, გულუბრყვილობაა თუნდაც იმიტომ რომ კერძო პირის ინიციატივა, შეაკეთოს და მოუაროს უცხოტომელთა უცხო მორწმუნეთა ტაძარს შეიძლება დაგმობილი იქნეს მოლას მიერ, რომელიც როგორც ვთქვი, დღეში რამოდენიმეჯერ ხმის გამაძლიერებლებით აფენს თავის გალობას მთელ სოფელს.


ჩვენ- ტურისტები ამ ტაძართა ქრონომეტრაჟის 0,02% დროს ვართ მათთან დანარჩენი 99,98% დროისა ისინი კვლავ ჩვეულებრივი თურქული სოფლების მაცხოვრებელთა ხელში არიან, მათი კეთილი ნებისა თუ პატივისცემის შედეგად ჯერ კიდევ დგანან.


დეკემბრის მიწურულია. ბოლო ქართველი იმ სოფლების მაცხოვრებლებმა 2 თვის წინ ნახეს და ალბათ 3 თვის შემდეგ ნახავენ შემდეგ ქართველებს.


ჩვენი ძეგლები 100% თურქულ გარემოცვაშია.
და ასე წელიწადში ალბათ 5 თვე.




დათბობისა და შორტებ-კეპკების სეზონზე კი კვლავ მივაკითხავთ,


და რა, მათთვის - თურქებისთვის?



ჩვენ მივდივართ დავუბღვერთ ამ ხალხს, იქნებ წავუსისინებთ კიდევაც და უკან მოვდივართ.

არ არის ეს პატრიოტიზმი.


არ არის კარგი მომავალი (ჩვენს შემდეგ მომავალი) პილიგრიმებისათვის.


ბოლოს და ბოლოს არ არის რაციონალური ძეგლების მიმართ.



ჩვენ თურქებს იქ მაცხოვრებლებს

მადლობა უნდა გადავუხადოთ მათი ტოლერანტობისა და ჩვენი სიწმინდეებიდმი პატივისცემისათვის, ჩვენი, მათთვის უცნობი ადამიანების პატივისცემისათვის.




ჩვენ , სეზონზე ერთი კვირით ტაო-კლარჯეთში სტუმრად მყოფმა ქართველებმა თავი დავხაროთ და მადლიერების მუხტი დავუტოვოთ ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეებს.

თეშექიურ!!

არა, მართლა!



ბოქს.

This post has been edited by axalirevolucia on 22 Dec 2011, 13:43


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
orzo
მლიქვნელთმტკენი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14805
წევრი No.: 10455
რეგისტრ.: 28-May 05

გამოგზავნილია: 22 Dec 2011, 13:26  #28872569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim
რას ემსახურება ეს თემა? spy.gif

იმას რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია და მადლობა მას ტაოს რომ ინახავს და ქართული ძეგლები უპატრონოდ არის? spy.gif


--------------------
©MURDER ატორი™
Per aspera ad astra
Non enim paranda nobis solum, sed fruenda sapientia est

უკვე ბევრს ჩაუჯდა ტვინში და პოლიტიკის განყოფილებაში პოსტვის დროს, გონიათ რომ სხდომაზე სხედან და ახალ კანონებს იღებენ და ქვეყანას მართავენ ©
Nok

მე ყველა თემაში მართალი ვარ(c) kardu
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 22 Dec 2011, 13:28  #28872591      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
orzo
QUOTE
რას ემსახურება ეს თემა?

იმას რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია და მადლობა მას ტაოს რომ ინახავს და ქართული ძეგლები უპატრონოდ არის?



ოლოლო, ვერ გამოიცან.

არადა წერია მანდ.


ნუ, ცოტათი გამოიცანი.

ა, გრაფინიამ გაიგო შენზე ზუსტად.
grafinia79


This post has been edited by axalirevolucia on 22 Dec 2011, 13:35
grafinia79
<Я не верю, я знаю >


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4799
წევრი No.: 16732
რეგისტრ.: 31-January 06

გამოგზავნილია: 22 Dec 2011, 13:32  #28872657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ჩვენი ტაძრები - ეს სიფრიფანა დინოზავრები (ანუ ძალიან სუსტები, ძალიან დიდები და ადვილად გადაშენებადები) დღესაც ათი თავით ზემოდან გადმოჰყურებს გარშემო არქიტექტურას და მიუხედავად იმისა რომ მათ ღმერთს არ ადიდებს, მაინც დგას.

ჩვენი ტაძრები ჩვენი მძევლებია.


იცით რა სასწაულია ოშკის უზარაზარ კომპლექსში რომ ქართველების მიერ აღესრულება ლოცვა.

This post has been edited by grafinia79 on 22 Dec 2011, 13:35

მიმაგრებული სურათი
getImage.jpeg


--------------------
"და თუ ოდესმე ადამიანებს უმართებულოდ უსვრიათ ჩემთვის ქვა და ტალახი, მე მათ ჩემი ტაძრისთვის ვიყენებდი. ამ ტაძრის საძირკველი არასოდეს დაჰკარებია მიწას."

Слепому не покажешь, глухому не расскажешь, дебилу не докажешь.


Лягушка и с золотого трона спрыгнет в болото.

axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 23 Dec 2011, 23:54  #28896003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჰე,





ბოქს მეთქი.




როვა შეიძლება მამფერი ლაპარიკი.
Dedi Co
მზეო ამოდი, ამოდი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15577
წევრი No.: 53238
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 00:03  #28896154      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არავითარი ბოქსი.
კარგი თემაა.
ადამიანური.
smile.gif
MSN
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1413
წევრი No.: 29922
რეგისტრ.: 14-February 07

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 00:37  #28896692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
ჩვენ , სეზონზე ერთი კვირით ტაო-კლარჯეთში სტუმრად მყოფმა ქართველებმა თავი დავხაროთ და მადლიერების მუხტი დავუტოვოთ ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეებს.

თეშექიურ!!

მადლობა შენ კარგო კაცო, კარგი ანალიზის უნარისთვის და სწორი მოწოდებისთვის!
ჯიგარ!!!


--------------------
На высоком перевале
В мусульманской стороне
Мы со смертью пировали --
Было страшно, как во сне.
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი? ზღვათაცა შესდის და გაედინების.
UZUL
Կեցցե ROCK AND ROLL !


********
ჯგუფი: Members
წერილები: 55568
წევრი No.: 14062
რეგისტრ.: 30-October 05

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 00:40  #28896740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
მართლაც სასწაულია








და რაც მთავარია.. როგორ გავს..როგორ გავს


--------------------
Не так я вас любил, как вы стонали..
BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5368
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09

გამოგზავნილია: 24 Dec 2011, 00:43  #28896792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდი რაა წარმართულ სალოცავებსაც მივაქციოთ ცოტა ყურადღება, ეგეც ჩვენი ისტორია ანგოლასი კი არა


--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 22 Feb 2012, 17:59  #29851543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dedi Co
QUOTE
არავითარი ბოქსი.
კარგი თემაა.
ადამიანური.

MSN
QUOTE
მადლობა შენ კარგო კაცო, კარგი ანალიზის უნარისთვის და სწორი მოწოდებისთვის!
ჯიგარ!!!



დავდნი. საჩხუბრად ვიყავი განწყობილი და..



აბა ფხიზელი პატრიოტები სად ხართ?
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 22 Feb 2012, 18:05  #29851637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რას ემსახურება ეს თემა?



მიშა მაგადია
ხოლო რურუა უფრო მაგარი gigi.gif


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2012, 18:08  #29851678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
user posted image

არ მეგონა ამხელა თუ იყო

QUOTE
აბა ფხიზელი პატრიოტები სად ხართ?

აჰა დაგიწერა
QUOTE
მიშა მაგადია
ხოლო რურუა უფრო მაგარი 



--------------------
მოგიდღანთ დემოკრატია (c) შარკი
chiwawa
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18138
წევრი No.: 90274
რეგისტრ.: 1-May 09

გამოგზავნილია: 22 Feb 2012, 18:08  #29851681      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
up.gif

QUOTE
აბა ფხიზელი პატრიოტები სად ხართ?

მოვლენ, რავა დაგამადლიან მაგასbiggrin.gif


--------------------
ვგიჟდები, საქართველოზე ფიქრით დაღლილ, ნაპუტჩისტარ კახპებზე


მთელ მსოფლიოს ეშინოდა სსრკ-სი და ყველანი ამაყები ვიყავით ამით! Dedi Co

მართლაც, არასაკმარისი პიარი არის ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ნაკლი. -qristefore
toto28
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9663
წევრი No.: 77755
რეგისტრ.: 8-December 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2012, 18:12  #29851739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მიშა მაგადია
ხოლო რურუა უფრო მაგარი

აჰა ეტა ცვეტოჩკი.მალე დაიწყებააააა
ცერცვა
TrES-2b


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29706
წევრი No.: 121535
რეგისტრ.: 25-September 10

გამოგზავნილია: 22 Feb 2012, 18:16  #29851801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
მოდი რაა წარმართულ სალოცავებსაც მივაქციოთ ცოტა ყურადღება, ეგეც ჩვენი ისტორია ანგოლასი კი არა

spy.gif სადაა რო?


--------------------
"ვინც, თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან გადაარჩინა მთელი სამყარო!" © თალმუდი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4748 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]