forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დაჭიმული ზამბარები და ჩხარუნა შაიბუნები, შენ რომელი ხარ?
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 12:50  #29042873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
რამდენი ადამიანი დათმობს სიცოცხლეს დღეს საღამოს კურიერამდე, თუკი მას ეტყვიან რომ მისი სიცოცხლე საქართველოს გაერთიანებისთვის საკმარისია?

რამდენი ადამიანი გარისკავს სიცოცხლეს ამავე პირობით?

რამდენი დათმობს თვალებს, ხელს, ფეხს, თითს?

ოღონდ დღესვე, კურიერამდე.
??


და რამდენი ადამიანი გამოვა მონატრებული გაზაფხულის პირველი მზიანი დღის ქუჩაში, მიტინგზე იმავე პირობით?
100ჯერ გამოვა?

წინა შეკითხვებზე პასუხი არ ვიცი და ბოლოზე კი დიდი სარწმუნოობით ვივარაუდებ რომ 4 მლნს გამოკლებული ვისაც სიარული არ შეუძლია ასაკისა თუ უფეხობის გამო, სადღაც 3 მილიონზე მეტი.


გამოვა თუ არა იგივე 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმ მიტინგზე, თუ ის ირწმუნებს რომ საქართველოს იმ უბედურებებში, რომელშიც საქართველოს ჩაგდებას ოპოზიცია პრეზიდენტს აბრალებს მართლაც პრეზიდენტია დამნაშავე და მისი გადამწყვეტ მიტინგზე მისვლით ის იძულებული იქნება გადადგეს?

ძალიან კატეგორიული რომ არ ვიყო 3 მილიონზე არა, ერთ მილიონზე შევთანხმდეთ. ქართველობას ოპოზიციის ბრალდებების რომ ჯეროდეს შარშან 2009.9 აპრილს დაწყებულ დაქოქილ და 26 მაისს აპოთეოზში ამაღლებულ მიტინგზე 1 მილიონი (1.000.000) ადამიანი უნდა მისულიყო.
მხოლოდ 60.000 მივიდა.

ანუ საქართველო იღებს პასუხისმგებლობას ომსა და რეფორმების თანმხლებ სირთულეებზე?
თუ ასეა
ეს კარგია.

MAGRAM, მსოფლიომ ოპოზიციის ენერგიული და მონდომებით დემონსტრირებული ქმედებები შეაფასა როგორც ქართველი ერის დიდი, გავლენიანი და პოლიტიკურად აქტიური ნაწილის ვერდიქტი პრეზიდენტის მიმართ. მათ ეს ვერდიქტი შემდეგნაირად წაიკითხეს

- ქართველები უკმაყოფილონი არიან პრეზიდენტის პოლიტიკისა არასაკმარისი დემოკრატიისა და რუსეთთან ომის გამო.

ამით მსოფლიომ დააფასა ოპოზიციონერთა აქტივობა, ძალა და გავლენა ამ ქვეყანაში და დაასკვნა,
ეს ხალხი ქართველები, თვითონვე, საკუთარ თავში არ არის გარკვეული, უნდა თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუკი 3 თვიანი მიტინგის მთავარი გასაპროტესტებელი საკითხი ჯერ თითიდან გამოწველილი არადემოკრატიულობაა და მხოლოდ შემდეგ პრეზიდენტის არშესრულებული პირობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

მე ვთვლი რომ გარედან, ზერელე დაკვირვდბით მართლაც ადვილი დასაჯერებელია, რომ 60 ათასი ადამიანი 5 მილიონიან ქვეყანაში მართლაც სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეთა ძირითადი ბირთვია და მათი სათქმელი ერის სათქმელია, მათი მოთხოვნა ერის მოთხოვნაა,


მაგრამ



საქმე ისევე მარტივად არ არის როგორც ეს ევროპელებს შეუძლიათ წარმოიდგინონ საკუთარი ქვეყნების მაგალითზე.




მე მხედველობაში ის მაქვს, რომ მათი ქვეყნების ქუჩის პოლიტიკაში ადამიანები ერთვებიან თუკი რომელიღაცა საკითხთან დაკავშირებით ადრენალინი გადმოესროლებათ სისხლში. ისინი ცდილობენ დალაგებული და გაწონასწორებულ მოქალაქეთა მხარდაჭერა მოიპოვონ.


ადრენალინი ასტიმულირებს
მათ ფიზიკურ აქტივობას.

საქართველოში კი ყველანი ადრენალინის ქვეშ ვართ. გაცილებოთ ძნელია მოქალაქემ ამდენი ადრენალინის ფონზე თავი შეიკავოს და ფიზიკურ ქმედებებში არ დახარჯოს მოჭარბებული, ამაფორიაქებელი ადრენალინი.



მსოფლიომ
ჩათვალა რომ ქართველების ნება გაიგო.



საპირისპირო მიმართულების მიტინგი თბილისში არ ყოფილა და
თავისი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით

ჩათვალა


რომ ამ საკითხზე არ არსებობს სხვა ქართული ნება და რომ ადამიანები რომლებთაც მიტინგებში მონაწილეობა არ მიუღიათ ამ საკითხში ნეიტრალურები, დაიუინტერებლები, უნებო და უადრენალინოები არიან.




არადა ჩვენი ქვეყანა ხომ მათი ქვეყნის მოქალაქეებისაგან განსხვავებით ადრენალინით, დარდით, შეურაცხყოფით, სირცხვილით შეკუმშული მოქალაქეების 100% ით შედგება.


როგორ გინდა გააგებინო ევროპელს, ამერიკელს, იაპონელსა თუ ავსტრალიელს რომ მათ პატივი უნდა სცენ ქართველთა იმ ნაწილს, რომლებიც მიუხედავად ადრენალინის დაწვის ადვილი და სახალისო საშუალებისა (მიტინგზე დგომა-სკანდირებისა) სახლში დარჩა?





ერთადერთი ვინც ქართველთა ჩუმი ნება იცის რუსეთია, იმიტომ რომ თვითონაა ყველა ქართველის შეურაცხყოფილ შეკუმშულ ზამბარად მქცეველი. მან პრინციპულად არ მოუხადა საქართველოს ბოდიში, 20 წლის წინ გოგოები რომ დაუხოცა რუსთაველზე. მთელი ეს ოცი წელი ქართველთა ღირსებისზამბარას ტისკს თანდათან და მეთოდურად უჭერდა. იმ იმედით რომ ამ ღირსების ზამბარებს საერთოდაც დაჭყლეტდა და უფუნქციო შაიბუნად აქცევდა.



მიაღწია კიდევაც. ასეთი ადამიანების რაოდენობამ ცალკეული ინდივიდიმებიდან უკვე იმდენს მიაღწია, რომ ცალკეული პოლიტიკური ერთეულების სახელით გამოდიან, რუსეთში პუტინს ეახლებიან და ყველაფრის "სუფთა ფურცლიდან" დაწყებას სთავაზობენნ ერთი პირობით, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს მათი გამეფება საქართველოში, სულერთია რის ფასად.

და მაინც, რამდენია ქართველ შეურაცხყოფილ ღირსების ზამბარათა საერთო ძალა? გაცილებით მეტი ვიდრე შარშან ოპოზიციამ გამოავლინა, მაგრამ მაინც რამდენი?


რამდენია მათი გაძლების ზღურბლი? ანუ რა დატვირთვის შემდეგ შეწყვეტენ წინააღმდეგობას და მშვიდობიან შაიბუნებად იქცევიან?

როგორ ინარჩუნებენ დრეკადობას?

ვინ ეხმარება მათ გამძლეობაში და ვინ უშლის ხელს?

ვინ უშლის ხელს ზამბარებს ზამბარებად დარჩენასა და ტონუსის შენარჩუნებაში?


პოლიტიკური რესურსები, ვადები, შესაძლებლობები ილევა , მარტო ჩვენი არა , რუსეთისაც. შესაბამისად ამ შეკითხვაზე პასუხს მალე შევიტყობთ, ან სულაც ვნახავთ.


შენ კი, არ მოდუნდე , არ მოგიდუნდეს ბიჭო!.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
chukius
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9822
წევრი No.: 133210
რეგისტრ.: 1-July 11

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 12:53  #29042908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წერა გიყვარს აშკარად.

ლინკი რომ დააგდე ადრე, ვნახე შენი ბლოგი იყო და უნდა გითხრა რომ მომეწონა ფრიად up.gif
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 117009
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 12:57  #29042953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
დაჭიმული ზამბარები და ჩხარუნა შაიბუნები, შენ რომელი ხარ?

პრაკლადკა (შუასადები).

არ მკითხოთ რატომო.


--------------------
No comment
Gmiri
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2389
წევრი No.: 40705
რეგისტრ.: 27-August 07

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 13:05  #29043041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE


     დაჭიმული ზამბარები და ჩხარუნა შაიბუნები, შენ რომელი ხარ?


მე სერგი ორჯონიკიძე გახლავარ ჩიტა ვერ მიცანი?

This post has been edited by Gmiri on 4 Jan 2012, 13:05

მიმაგრებული სურათი
imagesCAKJPUZR.jpg
The Good
რუსოფილების მოძულე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7748
წევრი No.: 51438
რეგისტრ.: 14-January 08

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 13:10  #29043091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ა მაინც, რამდენია ქართველ შეურაცხყოფილ ღირსების ზამბარათა საერთო ძალა?


01 სექტემბერი 2008 წ 15:00. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოში.


--------------------
Jimsher - კარგი ქართული ვისკი.
ელაპარაკე ქოცსაო, ღლე მიაჭირე ბოძსაო :) -გოგია (იუზერი)
lanchkhutis guria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3771
წევრი No.: 129384
რეგისტრ.: 29-March 11

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 13:20  #29043209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
რა დალიე ასეთი ამ ახალი წლის ქეიფებში?

არ ვარგა თქო არევა, მარა ვინ გიჯერებს?

givi.gif givi.gif givi.gif


--------------------
სადა ხარ, სად მოგზაურობ.........
May21
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25431
წევრი No.: 87236
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 14:00  #29043712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე მხედველობაში ის მაქვს, რომ მათი ქვეყნების ქუჩის პოლიტიკაში ადამიანები ერთვებიან თუკი რომელიღაცა საკითხთან დაკავშირებით ადრენალინი გადმოესროლებათ სისხლში. ისინი ცდილობენ დალაგებული და გაწონასწორებულ მოქალაქეთა მხარდაჭერა მოიპოვონ.

ეჰ.......
QUOTE
რადა ჩვენი ქვეყანა ხომ მათი ქვეყნის მოქალაქეებისაგან განსხვავებით ადრენალინით, დარდით, შეურაცხყოფით, სირცხვილით შეკუმშული მოქალაქეების 100% ით შედგება.

100%
QUOTE

ვინ ეხმარება მათ გამძლეობაში და ვინ უშლის ხელს?

გამძლეობაში ხელისუფლება...ანუ მუდამ დაჭიმულ-დაძაბულები , რომ იყვნენ,,ხოლო მოდუნებაში , კი მარგინალები...საფლავიდან ამოთხრილი ვაი პოლიტიკოსები..ასეა ჩვენს ქვეყანაში ამჯერად.

This post has been edited by May21 on 4 Jan 2012, 14:01
Choncxis mzera
Roki Moereva repsa


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13729
წევრი No.: 136506
რეგისტრ.: 1-October 11

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 15:44  #29045241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ez kai temaa
ro icodet :* :* :*

kargi ramdeni ramdeniaa :* :*
gcem pativs , mcem pativs, ertmanets pativs vcemt
Essaa forumis devizi :*


--------------------
მთავარი სულ სხვა რამეა
zura73
fatalerror


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2448
წევრი No.: 11047
რეგისტრ.: 26-June 05

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 15:52  #29045377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რამდენი ადამიანი დათმობს სიცოცხლეს დღეს საღამოს კურიერამდე, თუკი მას ეტყვიან რომ მისი სიცოცხლე საქართველოს გაერთიანებისთვის საკმარისია?

რომელი საქართველოსთვის ყოველ ათწლეულში ფერს რომ იცვლის თეთრიდან წითლის გავლით შავამდე? smile.gif
თუ სიცოცხლე აღარ გინდა სხვა გასასამართლებელი თემების პოვნაც შეიძლება საქართველოს შევეშვათ ბოლოსდაბოლოს ჩვენი სამშობლოა smile.gif
ჩემი სამშობლო ჩემგან მსხვერპლს არ ითხოვს, სხვის მსოფლმხედველობა მკიდია თავის დროშებით და ზღვაში ნაპობ\ვნი ღერბებით მითუმეტეს რომ 2 მეტრზე მეტი დაყვინთვაც ეზარებათ ###### მზიას და კიდე მაგის ბოიფრენდს მაპატიეთ smile.gif
erfiro
kid & Freud


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11606
წევრი No.: 81045
რეგისტრ.: 1-January 09

გამოგზავნილია: 4 Jan 2012, 18:00  #29047258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Choncxis mzera
QUOTE
ez kai temaa
ro icodet :* :* :*

kargi ramdeni ramdeniaa :* :*
gcem pativs , mcem pativs, ertmanets pativs vcemt
Essaa forumis devizi :*

shenc kai useri xar, magram marto ratom xar?
sad aria zmebee? biggrin.gif


--------------------
- ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს, მისი დალაგებული მოვსდღან!!!

ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.

აქციას ველოდები იმიტო კი არა რო რამე კაის მოლოდინით იმიტო რო რამე ყლ ეობა არ ქნათ ლიჟბი © Mogadishu
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 15 Feb 2012, 18:22  #29731940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ზამბარის შეკუმშვის ძალ რაში იზომება, ნიუტონებში?


ცოტა მოვდუნდით ხო იცი, მას შემდეგ რაც რუსებმა ( ოპოზიციამ, ვიღაცეებმა) დემოკრატიის შუქურად გვაღიარეს, ცოტა მოვდუნდით და თვითკმაყოფილებას მივეცით.
არადა იგივე ოხერია ეგ რუსეთიც.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4392 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]