forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დეიცავი ტექნოლოგია, კიდევ ერთი თემა განსაკუთრებით უსაქმურთათვის
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 17:50  #29062421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი





დეიცავი სუბორდინაცია, ჩემი ქუთაისელი მეგობარი ექიმის ხუმრობა იყო, ქუთაისური აქცენტით.

თავის შეხუმრებულ ექთნებს ყასიდად შეუწყრებოდა ხოლმე
- დეიცავი გოგო სუბორდინაცია.
კარგი ხუმრობა იყო, ხარისხიანი.
ყოველთვის მოჰყვებოდა ჯგუფური სიცილი.

დეიცავი ტექნოლოგია

ოღონდ ამჯერად სერიოზულად, ანუ ასე

- დაიცავი ტექნოლოგია!





გახსოვთ ალბათ, ლუდის რეკლამებში ჩეხი ტექნოლოგი რომ ჩნდებოდა, ლუდის უზარმაზარ გაპრიალებულ ქვაბებს შორის რომ დადიოდა და ქართულ ჩეხურ აქცენტით, გვპირდებოდა, ამ ლუდის ხარშვის ტექნოლოგიას მე ვიცავო.
ქვემოთ ეწერა ირჟი კუჩერა - მთავარი ტექნოლოგი.

ჩვენც დავიმედდით, აი, ნატახტარს რა ჭკვიანურად მოუფიქრებია, ტექნოლოგიას ჩეხი მიხედავს და ხარისხიც კარგი იქნება თქო -ჩეხური.

ეს ჩვენი მოლოდინი იმდენად ზუსტად იციან ქართველმა ბუტლეგერებმა, რომ ხშირად გვთავაზობენ ლუდს გერმანელის, ჩეხის , ფრანგის ჩვენებით.
ხანაც ევროპული სახელის დარქმევით.

არ გამოდის არაფერი.
უფრო სწორედ მათ კი გამოსდით რეალიზაციის გაზრდა ამ მანევრით, მაგრამ ხარისხი ისევ ქართული რჩება - მდარე, მწარე და წატუსული.

ქართველები ტექნოლოგიებს ვერ ვიცავთ, ვერც რეალური და არა სარეკლამო ჩეხი ტექნოლოგი გვშველის.
ჩეხი თვალს მოაცილებს თუ არა, ქართველი ყოვლისმცოდნე ამბობს - ასეც წავა რაა, და დურთავს ხვალ ჩასასხმელს დღეს, ან ორის ნაცვლად სამს, ან პირიქით.
ტექნოლოგიის დარღვევას დიდი ხიბლი და ხეირი აქვს - იგებ დროში, რაოდენობაში, ნერვებში, არ გჭირდება ხარჯი და ნებისყოფა, შედეგი მშვენიერია, განსხვავება მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოვლინდება.










დღევანდელი ჩემი სათქმესი კი ჯერ არ მითქვამს, ეს ოპუსი მხოლიდ შესავალია.

მე სხვა ტექნოლოგიების დაცვას მოგიწოდებთ ძვირფასო ქართველებო.

დაიცავით ევროპული ტექნოლოგია საკუთარი თავისუფლების ძებნისა და პოვნისას.

რა მაქვს მხედველობაში, თანამედროვე ევროპა თავისი ექსტერიერით ( ტანსაცმელი, ქცევა, პოპ მუსიკა, პოპ არტი, არქიტექტურა, დიზაინი, რეკლამა...) თავისუფალი, შეუზღუდავი, ცენზურისა და კონსერვატივიზმისაგან სრულიად თავისუფალი და იმპულსურია.
ევროპაში ფეხბურთის ფანები ქალაქებს იპყრობენ, ვანდალები მანქანებს წვავენ, მაღაზიათა ვიტრინებს ამტვრევენ და პორნოებს იღებენ.

მათთან შედარებით ჩვენ ზომიერი ლაგამი გვშვენის და გაცილებით გონიერები ვართ.
ძალიანაც კარგი.

და მაინც, რატომ არის ევროპა მოწესრიგებული, სუფთა, მშვიდობიანი, წარმატებასა და პროგრესზე ორიენტირებული, კანონდამჯერე, პროდუქტიული, ჯანმრთელი და მდიდარი ვიდრე ჩვენ?

ჩვენც ხომ ზრდილობიანი და წესიერი ხალხი ვართ და არა ფანატიკოსი ან ველური?
იქნებ პირიქით, ჩვენ უფრო მტკიცებ ვიცავთ წესიერი ქცევის წესებს ვიდრე ისინი, ვინც ითმენს თავის გვერდზე სატანისტებს, პორნოებს, გეებს, გიტარის რიფებს და ამორალურ ფილმებს?
იქნებ კი არა, სწორედაც ასეა - ჩვენ უფრო წესიერები ვართ, უფრო ზრდილობიანები.

და მაინც შედეგად რატომ გამოვიდნენ ისინი უფრო უკეთესი საზოგადოების შემქმნელები ვიდრე ჩვენ?

იმიტომ რომ დაიცვეს ტექნოლოგია.


მათი ტექნოლოგიის წარმატება კი იმაში მდგომარეობს,


რომ



მოზარდებს აუცილებლად წააკითხეს დევიდ კოპერფილდი, ჯეინ ეარი შედეგად გადაატარეს შიმშილისა და მკაცრი წესრიგის ელდა,








შემდეგ შეაპარეს ლოკი, საფრანგეთისა და ინგლისის რევოლუციები, ამერკის ადამიანთა უფლებების ქარტია,


მისცეს სიამაყე მისი წინაპრების მიერ გამოგონილი კაცობრიობისადმი ნაჩუქარი ტექნოლოგიებით( ორთქლმავალი, ლიფტი, დამბა, მაუდის ფაბრიკა, მუშკეტი...)

აჩვენეს ბოლო ასი წლის მანძილზე მათ ტერიტორიებზე ამბიციებისათვის ბრძოლაში ორ მსოფლიო ომში დაღუპული 60 მილიონი ადამიანის საფლავი,

მოატარეს უზარმაზარი ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები,

წააკითხეს 1984,

მოუყვნენ ენგელსისა და მარქსის უშედეგო საუკუნოვან სოციალურ ექსპერიმენტზე, სკოლაში საათები უჩიჩინეს წესების დაცვის აუცილებლობა


და არცერთხელ გააკარეს მოზარდთა თვალსაწიერს ვეფხისტყაოსანი, კ.ფ. მონანიება, თეთრი ბაირაღები, ყვარყვარე,


და რა მიიღეს შედეგად ?

ის, რომ ბაზა მოზარდ ადამიანს, ზრდასრულობაში შესვლისას აქვს სოციალურად გაწონასწორებული წესიერი სასარგებლო საპროფიტის, რომელიც დიდი მკაცრი სოციუმის შეზღუდვებს ღებულობს და ცდილობს შეესაბამებოდეს წესიერი ჭანჭიკის როლს.
საქართველოში კი სკოლადამთავრებული ადამიანი სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობაში ხედავს ასპარეზს თავისი ინდივიდუალობისთვის:

ვეფხისტყაოსანმა მას ვაჭრობა და გათვლა აუკრძალა, ყვარყვარემ მთავრობასთან თანამშრომლობა შეაზიზღა, მომანიებამ თვითონ მთავრობა, და ეს ყველაფერი მტკიცედ და ქვეშეცნეულად.


ტექნოლოგია, რომლითაც მიდის ევროპული საზოგადოება პიროვნულ თავისუფლებამდე რადიკალურად განსხვავდება ჩვენი საზოგადოების ამავე მიზნის მისაღწევი ტექნოლოგიისგან.

ევროპელი მოსწავლისათვის წარსულში არის სიღარიბე, ომი, შიმშილი, სისუსტე და ამ ყველა სამარცხვინობების დამარცხება წესიერებით, ცივილიზაციით, ერთიანობით, კონსენსუსით.

ქართველი მოსწავლისათვის წარსული აწყობილი მსუქანი სოციალიზმია, სადაც ღიპზე ღილი არ გვეკვრება, ზაფხულში პროფკავშირი გაგზავნის დასასვენებლად, ქართველები ყველას უყვარს, მოგებული, დედამიწის მაზანზარებელი იმპერიის მოქალაქეები ვართ, ყველა სიკეთე გვეკუთვნის და 80%ით გვაქვს კიდევაც.

მაგრამ ქართული აღზრდის ტექნოლოგიაში უცვლელ ინგრედიანტად დევს ანტისახელმწიფოებრივი კოლოსები - საამაყო ქართული ლიტერატურა.

ჩვენი ტექნოლოგია არ არის სოციუმის წარმატებაზე ორიენტირებული, მისი პროდუქტი მორიელია, რომელიც საკუთარ თავს კბენს, რომელიც არ ახდენს ძალის დელეგირებას ხელისუფლებისათვის, რომელიც არ უთმობს პერსონალურ სივრცეს სხვა ადამიანს, რომელიც არ ტოვებს ბილიკის ადგილს საზაფლაოზე, რომელიც უშვებს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას შეურაცხყოფის და ფამილარობის კარგა მოზრდილ დოზას, რომელიც კრძალავს და ზღუდავს უცხოს და უცნობს, რომელიც ყველა კონფლიქტურ სიტუაციაში უმრავლესობის მხარეზე დგება, რომელიც ფანჯრიდან ფერთხავს ხალიჩას და საფერფლეს.

და მაინც, რატომ არიან ევროპელი ჭინკები ჩვენს ჭინკებზე უფრო ჭინკები ან ევროპელი საშუალოსტატისტიკური მოქალაქეები ჩვენზე უფრო პედანტურად წესიერები?

ოდესმე ვიპოვით ტექნოლოგიას, რომელიც ვეფხისტყაოსნისა და მუხრანმაჭავარიანის საქართველოს ევროპაში შეგვიშვებს?
არ ვიცი.


მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ ესეთი ტექნოლოგია ოდესმე გვექნა, იქ აუცილებლად იქნება ფოკუსირებული 20 წლამდე მოზარდებზე მათ განათლებაზე.
ადამიანები ისწავლიან დაახლოებით 80%-ით მეტს და ეს 80% იქნება :



---
-
-
-
-
-
-
-
ჩამოწერეთ თქვენი, რაც უნდა იცოდეს აუციელბლად მომავლის საქართველოს მოქალაქემ.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 18:07  #29062712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
და არცერთხელ გააკარეს მოზარდთა თვალსაწიერს ვეფხისტყაოსანი, კ.ფ. მონანიება, თეთრი ბაირაღები, ყვარყვარე,

შემოვლენ ახლა მამულიშვილები და ამის გამო ეგზეკუციას მოგიწყობენ
მერე ყიჟინით, შეძახილით, ბედნიერი გაბადრული სახით პირჯვარის წერით დაგწვავენ კოცონზე და ენერგია დაცლილები შეგორდებიან ნანაში

ისე საკუთარ ნიკს კი ამართლებ, სხვანაირი რევოლუციური ხედვა გაქვს მოვლენების
ალბათ შემთხვევით არ გაქვს ეგ ნიკი ახალირევოლუცია
smile.gif




--------------------
მოგიდღანთ დემოკრატია (c) შარკი
bum65
ეგაა რა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9770
წევრი No.: 76364
რეგისტრ.: 28-November 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 18:25  #29062961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხარონი
QUOTE
QUOTE
და არცერთხელ გააკარეს მოზარდთა თვალსაწიერს ვეფხისტყაოსანი, კ.ფ. მონანიება, თეთრი ბაირაღები, ყვარყვარე,

შემოვლენ ახლა მამულიშვილები და ამის გამო ეგზეკუციას მოგიწყობენ
მერე ყიჟინით, შეძახილით, ბედნიერი გაბადრული სახით პირჯვარის წერით დაგწვავენ კოცონზე და ენერგია დაცლილები შეგორდებიან ნანაში

ვერ გავიგე, შენი პოზიცია, ანუ უნდა ავუკრძალო ბავშვს ეგ ყველაფერი?


--------------------

კლავიატურას ამოფარებული წრუწუნა, ქართული რეალობაა
erfiro
kid & Freud


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11606
წევრი No.: 81045
რეგისტრ.: 1-January 09

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 18:26  #29062977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
კაი სადებატო თემაა, მარა მაგდენს რა დალევს biggrin.gif

ჯეინ ეარს
რომელ კლასში ასწავლიან მომავალ ჯენტლმენებს?


და საერთოდ შენ გინდა თქვა, რომ შაშკინის რეფორმები არაფრად არ ვარგა?! spy.gif


--------------------
- ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს, მისი დალაგებული მოვსდღან!!!

ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.

აქციას ველოდები იმიტო კი არა რო რამე კაის მოლოდინით იმიტო რო რამე ყლ ეობა არ ქნათ ლიჟბი © Mogadishu
crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 18:29  #29063024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საოცარია...
"ვეფხისტყაოსანი" და მუხრან მაჭავარიანი გვიშლიან თურმე ხელს....


--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile

We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
VoK
ოძეკობის დროა


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27652
წევრი No.: 17964
რეგისტრ.: 8-March 06

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 18:35  #29063117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
რაის ტექნოლოგიები?
ქუჩის და სუფრის აკადემიები მაინც სულ სხვაა...


--------------------
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...
gio-owl



******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7116
წევრი No.: 135235
რეგისტრ.: 28-August 11

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 18:41  #29063203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კანონები არ გიშველის ხელისუფლებაში ავაზაკთა ხროვა თუ გიზის biggrin.gif არც სიბრძნე შველის საქმეს თუ ზნეობა არ არის biggrin.gif
სიბრძნეს სიღრმე ჭირდება და კანონს აღმსრულებელი სამაგალითო boli.gif
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 19:45  #29064154      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხარონი
QUOTE
ისე საკუთარ ნიკს კი ამართლებ, სხვანაირი რევოლუციური ხედვა გაქვს მოვლენების
ალბათ შემთხვევით არ გაქვს ეგ ნიკი ახალირევოლუცია

მადლობა კომპლიმენტისთვის.


bum65
QUOTE
ვერ გავიგე, შენი პოზიცია, ანუ უნდა ავუკრძალო ბავშვს ეგ ყველაფერი?

crocodile
QUOTE
საოცარია...
"ვეფხისტყაოსანი" და მუხრან მაჭავარიანი გვიშლიან თურმე ხელს....


საქმე რაშია იცი, ეგენი (შოთა რუსთაველი, მუხრან მაჭავარიანი, აბულაძე ... )მაგრები არიან - კოლოსები. მათი გავლენა იმდენად დიდია რომ ფსიქოტიპს ქმნის, ერის ფსიქოტიპს.


არადა მსოფლიოში სხვა კოლოსებიც არსებობენ, რომლებიც თავიანთ ერებს უფრო კოოპერირებად საპროფიტებად აქცევენ.

გამოსავალია მსოფლიო ხელოვნებისა (დიკენსი, ჰიუგო.. ) და ცივილიზაციის (ქუჩაში მოძრაობის წესები, პერსონალ სპეის...) ინტენსიური სწავლება ჩვენს კორიფე კლასიკოსებთან ერთად.

gio-owl
QUOTE
კანონს აღმსრულებელი სამაგალითო

კი, გეყოლებათ საქართველოში კიდევ 50 წელიწადს პრეზიდენტი, რომლის ორ მძღოლთღაგან ორივეს, რომ დააჯარიმეს თავისი მანქანით მოძრაობისას პატრულმა და რომ უთხრეს, გამიშვი , მეჩქარება პრეზიდენტის მძღოლი ვარო, ორივეს უთხრეს, ზუსტად შენ მიძებნიხარ ამდენი ხანიო და ყველაზე დიდი ჯარიმა მიარჭეს.

This post has been edited by axalirevolucia on 5 Jan 2012, 19:46
crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 19:54  #29064287      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
საქმე რაშია იცი, ეგენი (შოთა რუსთაველი, მუხრან მაჭავარიანი, აბულაძე ... )მაგრები არიან - კოლოსები. მათი გავლენა იმდენად დიდია რომ ფსიქოტიპს ქმნის, ერის ფსიქოტიპს.

ძალიან კარგი, თუ ჰქმნის. სწორად გაგებული და აღქმული.
"ვეფხიტყაოსანი" იმაზე მეტად გენიალურია, ვიდრე ამას გვასწავლიდნენ
კრიტიკოსები და ლიტერატურათმცოდნეები. მაგათ პირიქით, დედა უტირეს
"ვეფხისტყაოსანს" გარკვეულ წილად.

QUOTE
მსოფლიო ხელოვნებისა (დიკენსი, ჰიუგო.. ) და ცივილიზაციის (ქუჩაში მოძრაობის წესები, პერსონალ სპეის...) ინტენსიური სწავლება ჩვენს კორიფე კლასიკოსებთან ერთად.

ანუ, ერთი - მეორეს ხელს არ უშლის.

This post has been edited by crocodile on 5 Jan 2012, 19:54
bum65
ეგაა რა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9770
წევრი No.: 76364
რეგისტრ.: 28-November 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 20:05  #29064470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
ანუ ჩვენი ერის მინუსი მის კულტურაშია ხო?
და გამოსავალი არის, ყველაფერს ვწვავთ თავის დამწერლობიან, ენიანად, ვკრძალავთ ბავშვებზე ქართული სახელების დარქმევას.(თორე საბა თუ დაარქვი, რო შეგეკითხოს, რატო დამარქვიო რას შვები მერე lol.gif )
და ქვეყანაც აზიზინდება ეგრევე.
აი სმაილიკს ვეძებ რო დაგიწერო, მარა ვერ ვპოულობ

This post has been edited by bum65 on 5 Jan 2012, 20:06
gio-owl



******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7116
წევრი No.: 135235
რეგისტრ.: 28-August 11

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 20:13  #29064596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (axalirevolucia @ 5 Jan 2012, 19:45 )
ხარონი
QUOTE
ისე საკუთარ ნიკს კი ამართლებ, სხვანაირი რევოლუციური ხედვა გაქვს მოვლენების
ალბათ შემთხვევით არ გაქვს ეგ ნიკი ახალირევოლუცია

მადლობა კომპლიმენტისთვის.


bum65
QUOTE
ვერ გავიგე, შენი პოზიცია, ანუ უნდა ავუკრძალო ბავშვს ეგ ყველაფერი?

crocodile
QUOTE
საოცარია...
"ვეფხისტყაოსანი" და მუხრან მაჭავარიანი გვიშლიან თურმე ხელს....


საქმე რაშია იცი, ეგენი (შოთა რუსთაველი, მუხრან მაჭავარიანი, აბულაძე ... )მაგრები არიან - კოლოსები. მათი გავლენა იმდენად დიდია რომ ფსიქოტიპს ქმნის, ერის ფსიქოტიპს.


არადა მსოფლიოში სხვა კოლოსებიც არსებობენ, რომლებიც თავიანთ ერებს უფრო კოოპერირებად საპროფიტებად აქცევენ.

გამოსავალია მსოფლიო ხელოვნებისა (დიკენსი, ჰიუგო.. ) და ცივილიზაციის (ქუჩაში მოძრაობის წესები, პერსონალ სპეის...) ინტენსიური სწავლება ჩვენს კორიფე კლასიკოსებთან ერთად.

gio-owl
QUOTE
კანონს აღმსრულებელი სამაგალითო

კი, გეყოლებათ საქართველოში კიდევ 50 წელიწადს პრეზიდენტი, რომლის ორ მძღოლთღაგან ორივეს, რომ დააჯარიმეს თავისი მანქანით მოძრაობისას პატრულმა და რომ უთხრეს, გამიშვი , მეჩქარება პრეზიდენტის მძღოლი ვარო, ორივეს უთხრეს, ზუსტად შენ მიძებნიხარ ამდენი ხანიო და ყველაზე დიდი ჯარიმა მიარჭეს.

მართლააა ??უი ეს რა გავიგე ხატები რათ მინდა ახლა მივხვდი ვისზე უნდა ვილოცო
Judas Iscariot
by Carl Anderson


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24196
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 21:19  #29065681      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
axalirevolucia
შესანიშნავი თემაა. მარა ამას არ განიხილავენ აქ.
რაის რუსთაველი და თუგინდა მუხრანი – საქართველოში ყველაფრის პლანკა არის საშუალოსტატისტიკური იდიოტი, რომელიც უყურებს ჩვენ შოუს და კომედი შოუს და მსგავს პროდუქტს. ყველაფერი კეთდება ამ სასტავისთვის.

მაგრამ თემა კაია. ოღონდ თემის დასკვნითი ნაწილი არის ძალიან ზედაპირული. გათვლილია რომელიღაც ჩოხოსანზე რომელიც შემოგივარდება და გაგინებს რუსთაველის აუგად ხსენების გამო.

QUOTE
ვეფხისტყაოსანმა მას ვაჭრობა და გათვლა აუკრძალა, ყვარყვარემ მთავრობასთან თანამშრომლობა შეაზიზღა, მომანიებამ თვითონ მთავრობა, და ეს ყველაფერი მტკიცედ და ქვეშეცნეულად.

ვეფხისტყაოსანი რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები.
მესმის რო დაგეწერა ვაჟაფშაველა – ვისთანაც ვაჭარი სალანძღავი სიტყვაა. თუ მაინცდამმაინც პერსონიფიცირება გინდა. თორე ვაჭარი ზოგადად ქართულში სალანძღავი სიტყვაა. არ ვიცი რატომ. ასევე ჯაჟასთნ სალანძღავი სიტყვაა სომეხი, ყაზბეგთნ – ოსი, იმ პერიოდის აბსოლუტურად ყველა ეროვნების მწერალი ახსენებს სიტყვა ნიგერს, რაც დღევანდელ დღეში მოგეხსენება დედის გინებაზე ვარესია. ასე რო დრო იცვლება და ნორმები.

QUOTE
ოდესმე ვიპოვით ტექნოლოგიას, რომელიც ვეფხისტყაოსნისა და მუხრანმაჭავარიანის საქართველოს ევროპაში შეგვიშვებს?

კიდევ ერთხელ ვერ ვხვდები რა შუაშია 12 საუკუნის რომანი 21 საუკუნის ევროპასთან.

რაც შეეხება მუხრან მაჭავარიანს.
მუხრან მაჭავარიანის დროს არსებობდა პოლიტკორექტულობის სხვა ნორმები. ქართული სისხლები და გადადიოდა დოქიდან დოქში და ქვევრიდან ხაპში და მთელი მაგისი პატრიოტული ლირიკა არის დღევანდელი გაგებით შოვინიზმი. მარა იმ დროს იყო პატრიოტული ლირიკა და მეტი არაფერი. ემსახურებოდა პატრიოტული სულის გაღვივებას ქართველებში. მაგალითად, ცნობილი ფრაზა (სხვა პოეტის) – არავითრი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია – იყო საკმაოდ გაბედული ნათქვამი1972 წლისთვის რომელშიც საკმაოდ ცხადად იყო გამოთქმული ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა. ამ ყველაფერმა თავისი მისია შეასრულა და ჩემი შვილი მაგ ფრაზას ისედაც ვეღარ გაიგებს იმიტო რო ვლადივასტოკში ნამყოფი არაა და ეგ მაგისთვის ისედაც ცხადია. და ლექსიც ყველაფერის ლირიკის გარდა.

მოკლედ, ყველა რაღაცას აკეთებდა ამ იდეისთვის თვით ჯანსუღა ჩარკვიანიც თუმცა პირად მაგალითს აბსოლუტურად სხვას იძლეოდნენ – ბოზობდნენ ლოთობდნენ ყომარბაზობდნენ არაფერს არ იკლებდნენ და რეალში ერთ კაი პურმარილს არ დათმობდნენ სამშობლოსთვის, მსხვერპლზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მამენტ მუხრანი მაგ მხრივაც გამონაკლისია იმიტო რო ლამის ერთდერთი კაცი იყო, ვინც შევარნაძესთან და ჯაბასთან არ კოლაბორაციონისტობდა 90–იან წლებში და, პირდაპირ რომ ვთქვა, ტრაკს არ ულოკავდა. ასე რო ეს მუხრანი ასე ხელწამოსაკრავი კაცი არ გახლავს. და მაგალითოიც ცუდი შერჩეულია.

QUOTE
საქართველოში კი სკოლადამთავრებული ადამიანი სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობაში ხედავს ასპარეზს თავისი ინდივიდუალობისთვის:

QUOTE
ყვარყვარემ მთავრობასთან თანამშრომლობა შეაზიზღა, მომანიებამ თვითონ მთავრობა, და ეს ყველაფერი მტკიცედ და ქვეშეცნეულად.

ეს ყველაფერიც არაა ზუსტი – რომელი მთავრობა? საქართველო იყო დაპყრობილი ქვეყანა. და სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობა იყო უცხო სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობა (თუმცა, რეალობაში, მშვენივრად თანამშრომლობდნენ ნებისმიერ დამპყრობთან აბა ყველა ზედ ხო არ შეაკვდებოდა. მშვენივრად ჭამდნენ და იპარავდნენ – განსაკუთრებით ბალშევიკების დროს). ეხლა თუ მაინცდამაინც ლიტერატურის აღმზრდელობით ფუნქციაზე გინდა ლაპარაკი – არიან სხვა პერსონაჟებიც – პატიოსანი და მშრომელი ხალხი. და ღვთისმოსავი. არიან კაი ტიპები. არის ბეკინა სამანიშვილი ბოლობოლო.

QUOTE
ჩვენი ტექნოლოგია არ არის სოციუმის წარმატებაზე ორიენტირებული, მისი პროდუქტი მორიელია, რომელიც საკუთარ თავს კბენს, რომელიც არ ახდენს ძალის დელეგირებას ხელისუფლებისათვის,

სხვა საქმეა რო ეს ამ ჯიგიტებს სისხლში გაუჯდათ და ნებისმიერი მთავრობის გადატრიალებაზე გულში მჯიღებს ირტყამენ, მარა ხო იცი რო მიშას ჩემ ფეხებს გადაატრიალებენ და ოვიკას ყოველთვის ეყოფა მაგათთვის რეზინის ტყვიები და დუბინები.

QUOTE
რომელიც არ უთმობს პერსონალურ სივრცეს სხვა ადამიანს, რომელიც არ ტოვებს ბილიკის ადგილს საზაფლაოზე, რომელიც უშვებს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას შეურაცხყოფის და ფამილარობის კარგა მოზრდილ დოზას, რომელიც კრძალავს და ზღუდავს უცხოს და უცნობს, რომელიც ყველა კონფლიქტურ სიტუაციაში უმრავლესობის მხარეზე დგება, რომელიც ფანჯრიდან ფერთხავს ხალიჩას და საფერფლეს.

ნუ ეს სწორეა. მარა არა მგონია მაგაში ლიტერატურა იყოს დამნაშავე.
და ვაფშე ვიღა კითხულობს ეხლა ლიტერატურას კაცო.
დრო შეიცვალა. დრო დანაწევრდა. 600–გვერდიანი წიგნი კი არა, ორსაათიანი კინოს ნახვა აღარ შემიძლია იმიტო რო დღევანდელ დროში 2 საათში უამრავ რამეს მოასწრებ. ნეტში. ასე რო ჩვენ უნდა მივაწვეთ ნაციონალური მულტიმედიის განვითარებას.

This post has been edited by Judas Iscariot on 5 Jan 2012, 21:22


--------------------
მოკვდა დავით მეფე, ურჯულო, რომელმაც დაიპყრო თბილისი
-
შიზოიდიზმია ეს თემა რა. მკვდრების თემაა ფაქტიურად. მკვდრები შეიყარენ და საუბრობენ
davidgure
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7414
წევრი No.: 70456
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 21:24  #29065759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ

up.gif

და შენ გეცოდინება

ყვარყვარეს რატომ არ უშვებს ეს მთავრობა ტელევიზორში

ეშინიათ ალბათ მიშუტკებს?


--------------------
რას გიშვებათ ეს სააკაშვილი


გეშინიათ მიშუტკებო
M A N E R A
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7141
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 21:26  #29065779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სხვა საქმეა რო ეს ამ ჯიგიტებს სისხლში გაუჯდათ და ნებისმიერი მთავრობის გადატრიალებაზე გულში მჯიღებს ირტყამენ


პროცენტები ითვალეთ, პროცენტები


--------------------
არ ჩავიციკლოთ !
chukius
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9822
წევრი No.: 133210
რეგისტრ.: 1-July 11

გამოგზავნილია: 5 Jan 2012, 22:16  #29066622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
შესანიშნავი თემაა. პატარა გაშალაშინება უნდოდა და აგერ ჯუდამ აიღო თავის თავზე. (ასევე შესანიშნავად).


გეთანხმებით იმაში, რომ მოძველებულია ეგ ყველაფერი და ახლებური აღზრდაა საჭირო. სხვაზე რა ვთქვა ჩემ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. აქეთ უქარქაშო ხმები 12-13 წლის ასაკში, იქით ქართული ფილმები, რომელიც მთავრობას გაზიზღებს(ეს ფრაზა ძაან მომეწონა, ზუსტად გაარტყი), არადა თავის დროზე აუცილებელი იყო ეს ფილმები. მაგრამ დღეს ძალზე უარყოფით როლს ასრულებს, ცალკე კიდევ დრომოჭმული განათლების სისტემა, თავისი 75 წლის სტალინისტი მასწავლებლებით(გამიჩნდებოდა პროტესტი აბა რა იქნებოდა), ხოდა შედეგიც სახეზეა. ევროპაში ჩემი ტოლები( 19 წლის ვარ) წვეულებებზე და ფართებზე არიან 24 საათი და ქვეყანაში მეორე პირი ვინ არის არ იციან. აქ კიდევ ძირითAდი სალაპარაკო თემა პოლიტიკა, ომი და ასეთი საკითხებია. ზემოთ ჩამოთვლილ მარაზმთა ერთობლიობამ მოიტანა ეს ეროვნული ფსიქოზი, რაც ბოლო 20-25 წელია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0194 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]