forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კომპ თამაშები, ჩვენი რევიუები, რეკომენდაციები
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20955
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2012, 19:40  #29298727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დავწეროთ ჩვენი რევიუები თამაშებზე რომლებიც მოგვწონს. ან უბრალოდ ლინკები რეკომენდაციებით.


შენ დაუკაა


ამჯერად მხოლოდ ზუმა
მისი უდიდებულესობა.




ქება ZUMA-ს



ზუმა ჰგავს ცხოვრებას




- მოცემულობაა რომ ყველაფერი ფუჭდება ( შენი ძვირფასი ძეწკვი მიგორავს შავი ხვრელისკენ და ხრიალით გაუჩინარდება მასში თუ არ იყოჩაღე. შენ ვეღარ ისარგებლებ დაკარგული ძვირფასი ბურთულებით და თამაშში კუთვნილი სამიდან ერთი შანსი (სიცოცხლე- ბაყაყი) დაგეკარგება.

ზუმათი რამდენჯერმე მოვიწამლე, შევჯექი, მოვიბეზრე და ხანგრძლივად დავივიწყე.
ახლა ისევ წამომებორკა თვალებში და ჩავუჯექი.
პირველივე დაჯდომაზე გავედი კოსმოსში, დიდი წარმატებაა ადზმიანისთვის, რომელსაც ზუსტი სწრაფი კოორდინირებული მოძრაობები უჭირს ( საშინელი კალიგრაფია, ჯარში სვიაზის ( კავშირგაბმულობის) ნაწილში მსახურისას მორზეს ანბანის მოსმენას ვასწრებდი, ჩაწერას ვერა)
ზუმას ათვისება, უფრო სწორედ დაუფლება მდსამე თვალით მიწევს, რომლის გარეშე ამ თამაშს მესაათე მაგიდის ჩოგბურთელიც კი ვერ დაასრულებს.
მესამე თვალი ზუმელებს აქვთ და ხასიათაში გადასდით.
მესამე თვალი, თუ ამაზე შემდგომ.


ამ თამაშს უცნაური პრინციპები აქვს, რომლებიც მხოლოდ თამაშსაათების შემდეგ ხდება თვალსაჩინო. მაგრამ მე როგორც ზუმას არაერთგზისი ექსპერტი მათ წერილობით გაგიმხელთ, მესამე თვალის თავისით ახელვამდე.


ზუმას წარმატებული თამაშის პრინციპებია
- უნდა იჩქარო ( იცოდით ისედაც)
- უნდა კონცენტრირდე( იცოდით ისედაც)
- უნდა მოასწრო( იცოდით ისედაც)
- უნდა იყო ზუტი ნაბიჯებში ( იცოდით)
მაგრამ
სიზუსტე, სიჩქარე, დასწრება მაინც არ არის საკმარისი, მაინც წააგებ თუ არ:
- მოითმინე და ესროლე ცხვირწინა ადვილ საკბილო მიზანს იმ გათვლით, რომ შეიძლება სხვა ვარიანტი უფრო მომგებიანი აღმოაჩინო
- ვერ მოიგებ, თუ სამომავლოდ არ ჩაალაგე ბურთულები ისე, რომ შუა მწკრივის აფეთქებისას განაპირები ერთმანეთს დაეჯახნონ და ისინიც აფეთქდნენ, ანუ თუ არ გააკეთე კომბინაციები.
- თუ არ მიაქციე ყურადღება მომავალ ბურთს და პარალელურად არ იზრუნე მის "დაბინავებაზე".
- თუ არ აკონტროლე არა მხოლოდ პირველი მწკრივი შენს გარშემო, არამედ უკანა რიგებიც მთელ ეკრანზე, სწორედ შორი რიგებია გმირობის ასპარეზი.
- ვერ მოიგებ თუ ყველა სროლაზე დრო და ყურადღება დახარჯე, უნდა შეძლო დროის 80% იყო უფრო სწრაფი და საკმარისად ზუსტი, დროის 20% კი, უნდა იყო ნაკლებად ჩქარი ოღონდ უზუსტესი.
- უნდა გამოიყენო შესაძლებლობები - ბომბები, უკუსვლის ისარი, შემანელებელი
- უნდა გქონდეს ტაქტიკური პრიორიტეტები, რომელთა შესრულების სანაცვლოდ მიმდინარე რუტინა უნდა მიაფუჩეჩო
- სასროლი ბურტულის ფერის შეცვლა შეგიძლია, მაგრამ დიდი ალბათობით მომგებიანია არ აჰყვე ცდუნებას და ახალი ფერი მოათავსო რომელიმე გრძელი ჯაჭვის შუაში ( დიდი ალბათობით იგივე ფერი რამდენჯერმე კიდევ წამოვა, გრძელი ჯაჭვის შუაში ახალი ფერის აფეთქება გამოიწვევს გარშემო მყოფი გრძელი ჯაჭვის აფეთქებასაც - წარმატებაა)
მაქსიმალური სიზუსტის წამებში უნდა შეძლო აღმოჩენილი განსაკუთრებული სამიზნე ობიექტი 100% ალბათობით ააფეთქო, ასეთ სროლას მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმო და თუ წარუმატებელი აღმოჩნდა, ბევრ მარტივ მიზანს დიდი ხნით ან სამუდამოდ დაკარგავ.
ასეთი მომენტები, განსაკუთრებული მიზნის აღმოჩენისა და მისი აფეთქების მომენტები არის გმირობის მომენტები. განსაკუთრებული მიზნები როგორც წესი წამის მეოთხედში გაიელვებს უკანა რიგში, წინა რიგის შეერთებამდე.
გმირობის მცდელობების გარეშე ვერ მოიგებ, მაქსიმალური სიზუსტე და სისწრაფე არ გეყოფა წარმატებისთვის.

ზუმა გმირობის მცდელობისას 3-5 წარუმატებლობას გპატიობს, ანუ შემდეგი გმირობა იმდენად დიდი ბონუსია ( დრო, უკუსვლა, აფეთქება, რამდენიმე ჟაჭვის აფეთქება
) რომ ჯობია მუდმივად ეძებო გმირობის ვარიანტები, და იგმირო, ვიდრე მუდმივი მოწადინებით სწრაფად და თუნდაც ძალიან ზუსტად იმუშავო.
ანუ ზუმა" ცდისა და შეცდომის" თამაშია - შეცდი უსახელოდ ბევრჯერ, ოღონდ ერთიორჯერ მაინც ისეთი გმირობა ჩაიდინე, რომელიც თითქმის წარმოუდგენლად ჩანს.
- წარმატებული, შემდგარი გმირობის შემდეგ სიხარულის და ემოციების ამოფრქვევის დრო არ გაქვს, ეს ზუსტად ის მომენტია, როცა მიღწეულით კი არ უნდა დატკბე, არამედ მაქსიმალური სიზუსტით და სიმკვირცხლით გამოიყენო შენს სასარგებლოდ წამიერად შეცვლილი გარემო.
- ზუმა არ გაძლევს საშუალებას იოხრო საკუთარ შეცდომაზე ან ივიშვიშო ბედისწერის უკუღმართობაზე (ვთქვათ, არ მოდის საჭირო ფერი ან ბომბა მოხვედრამდე ჩაქრა და აღარ აფეთქდა)
- ზუმა მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას, სიზუსტეს, რისკს, მოთმენას," გმირობას", მაგრამ მხოლოდ მინიმალური ემოციების უფლებას გაძლევს.


თითქმის გადაყლაპული პირველი ბურთიც შეიძლება გადაარჩინო თუ უკანა პლანზე სადღაც ღრიჭოში გმირობა გამოგივიდა

და ბოლოს, ქულები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმით, რომ ყოველ 50000 ქულაზე ერთი ახალი სიცოცხლე გეძლევა.
მნიშვნელოვანია თამაშის დასრულება ყველა დონის დაძლევით.
12 7 ქვედონიანი თამაში და შემდეგ ბონუსად 13 1 კოსმოსური თამაში. თუმცა მეცამეტეზე გადამსვლელს მესამე თვალი უკვე გახსნილი გაქვს და საფინალო კოსმოსურ ეტაპსაც იოლად დაძლევ, ღმერთი ზუმა ტახტზე ჩაიჩოჩებს, თავის გვერდზე მიგიწვევს და სამყაროს ნახევარს დაგითმობს, რათა ერთად მხიარულად მართოთ კოსმოსი დედამიწითურთ.



ეს წერილი მათთვისაა, ვინც ჩემსავით საკუთარ თავს არასაკმარისად ზუსტი და სწრაფი მოტორული ( მოძრაობითი) რეაგირების უნარის მქონედ მიიჩნევს. ვინც თვლის რომ ზუმა სიზუსტის მათთვის დაუძლეველ დონეს მოითხოვს.
გაბედეთ, ოღონდ ამ წერილში მოყვანილი შპარგაკლის გათვალისწინებით (მოკლედ: ქსოვეთ კომბინაციები სამომავლოდ, ორიენტირდით გმირობაზე და არა პედანტიზმზე, წადით რისკზე, ანუ დაკარგეთ დრო ერთი დიდი ნადავლის ლოდინში ეტქ.).
ცადეთ, იქნებ თქვენთვისაც ჩაიჩოჩოს ღმერთი ზუმა თავის ტახტზე.
* * *
მეორე რევიუ



მინიკლიპში იპოვი

ფორესტ ტემპლ

რატომღაც ქვია ტყის კოშკი


წყვილად სათამაშოა, ანუ ორმე ერთდროულად უნდა ითამაშოთ.



საუკეთესო საშუალებაა მეორე ადამიანთან დასაძმაკაცებლად.


სულ ერთია ვინაა ეგ მეორე, მცირეწლოვანი შვილი, მეგობარი, მეუღლე თუ ყირაზე მყოფი ტინეიჯერი.


ნამდვილად დამეგობრდებით.


თამაშია თვითონ ასეთი, მოითხოვს ურთიერთშეთანხმებულობას, მოგება მხოლოდ ერთობლივია.


თან საინტერესოა, ლამაზია, ჭკუას მოითხოვს, აზარტი აქვს.



მოკლედ, თუ ოჯახში ურთიერთობის პრობლემები გაქვთ ( თაობათა ბრძოლა, ეტქ.) ითამაშეთ ფორესტ ტემპლი.

მერე აის ტემპლზე გადახვალთ, ისიც მაგარია, უფრო ახალი.



http://www.miniclip.com/games/forest-temple/en/

ჰა.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
Doktor Niemand
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8805
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11

გამოგზავნილია: 22 Jan 2012, 13:44  #29323349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
formula1 delux
medievаl II -ყველანაირი კამპანია
call of duty -ყველა მარტო ბოლო ნაწილის გარდა
air conflicts secret wars
ესენი დაღეჭილები მაქ


--------------------
Немцы и Инопланетяне, Немцы и Тибет, Немцы и динозавры, Немцы и машина времени....Надо создать министерство по изучению немцев....ибо НЕМЦЫ это что то темное и таинственное....

-гендальф, а мордор ето направо или налево?
-налево

axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20955
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 09:54  #29337717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Doktor Niemand
QUOTE
formula1 delux
medievаl II -ყველანაირი კამპანია
call of duty -ყველა მარტო ბოლო ნაწილის გარდა
air conflicts secret wars
ესენი დაღეჭილები მაქ



არცერთი არ ვიცი.

ონლაინაა თუ გადმოსაწერი.

თუ გადმოსაწერია საიდან

და ..

რითია კარგი.











ვნახე იუთუბზე..
ჩემი მოხუცი ამ თამაშდებს ვერ გაქაჩავს, ონლაინები დამიწერეთ.

This post has been edited by axalirevolucia on 23 Jan 2012, 10:02
Doktor Niemand
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8805
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:59  #29338609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ონლაინს მარტო ერთს ვთამაშობდი ადრე, მენეჯერია www.11x11.ru მე მაგრად მისწორდებოდა
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20955
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 1 Feb 2012, 13:49  #29491191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ფორესტ ტემპლ

რატომღაც ქვია ტყის კოშკი


წყვილად სათამაშოა, ანუ ორმე ერთდროულად უნდა ითამაშოთ.



საუკეთესო საშუალებაა მეორე ადამიანთან დასაძმაკაცებლად.


სულ ერთია ვინაა ეგ მეორე, მცირეწლოვანი შვილი, მეგობარი, მეუღლე თუ ყირაზე მყოფი ტინეიჯერი.


ნამდვილად დამეგობრდებით.


თამაშია თვითონ ასეთი, მოითხოვს ურთიერთშეთანხმებულობას, მოგება მხოლოდ ერთობლივია.


თან საინტერესოა, ლამაზია, ჭკუას მოითხოვს, აზარტი აქვს.



მოკლედ, თუ ოჯახში ურთიერთობის პრობლემები გაქვთ ( თაობათა ბრძოლა, ეტქ.) ითამაშეთ ფორესტ ტემპლი.

მერე აის ტემპლზე გადახვალთ, ისიც მაგარია, უფრო ახალი.



http://www.miniclip.com/games/forest-temple/en/
ტრევისi
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 22
წევრი No.: 142495
რეგისტრ.: 1-February 12

გამოგზავნილია: 1 Feb 2012, 15:59  #29493494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://youtu.be/EQCj4HcpJr8

......

This post has been edited by ტრევისi on 1 Feb 2012, 16:03


--------------------
-Would you die for me?
-Yes.
-Promise?
Distortion



******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6505
წევრი No.: 21022
რეგისტრ.: 21-June 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2012, 16:30  #29494028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn


--------------------
It's all about 0 and 1.
haramzada
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6463
წევრი No.: 116082
რეგისტრ.: 25-May 10

გამოგზავნილია: 2 Feb 2012, 19:39  #29516420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჟანრი - adventure, quest, უამრავი:
1)syberia I, II
2)broken sword სერიები
3)still life I მხოლოდ
4)dracula III მხოლოდ
5)sanitarium
6)runaway I,II,III (უმაგრესი იუმორით)
7)black mirror I მხოლოდ
უამრავია!!!!!!!!!!

ჟანრი - action
1)batman: arkham asylum და arkham city
2)bulletstorm

ეს ჩემი ფავორიტები, აბა სხვებმაც დაწერონ!

axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20955
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 2 Feb 2012, 23:47  #29521278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
1)syberia I, II
2)broken sword სერიები
3)still life I მხოლოდ
4)dracula III მხოლოდ
5)sanitarium
6)runaway I,II,III (უმაგრესი იუმორით)
7)black mirror I მხოლოდ
უამრავია!!!!!!!!!!

ჟანრი - action
1)batman: arkham asylum და arkham city
2)bulletstorm

haramzada
QUOTE
6)runaway I,II,III (უმაგრესი იუმორით)


საყიდელია თუ გადმოსაწერი?
haramzada
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6463
წევრი No.: 116082
რეგისტრ.: 25-May 10

გამოგზავნილია: 3 Feb 2012, 16:05  #29529183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
გადმოიწერ თავისუფლად, გინდ ტორენტი, გინდ ისე..
* * *
უძლიერესი თამაშია ყველანაირად!!! PENDULO STUDIOS - ერთერთი გამორჩეული კომპანიაა.
ნახეთ აბა შესავალი პირველი ნაწილის
http://www.youtube.com/watch?v=idGy4sHqgVc
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0173 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]