forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კარგი მკურნალობა vs კარგი მკურნალობა, კარგი ექიმი vs კარგი ადამიანი ექიმი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20955
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 30 Jan 2012, 14:24  #29455388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კარგი მკურნალობა vs კარგი მკურნალობა
არ შეგშლიათ, თვალებიც არ ეგჭრელებიათ
აქ ორ კარგ მკურნალობას ვუპირისპირებთ ერთმანეთს.




















(საიდუმლოგ დეტყვით წინასწარ, ბოლოში მესამე კარგი მკურნალობაც გამოჩნდება, მაგრამ ეგ ბოლოში).









პირველი კარგი მკურნალობა აბსოლუტურია, მისი გამოსავალი საუკეთესოა, მის ექიმს ვერცერთი ექიმი შეედავება
პირველი მკურნალობა სხვა ჩუმ დაავადებებსაც დროულად გამოავლენს და მათი მორჩენის მეტ შანსს ქმნის.













მეორე კარგი მკურნალობა კარგია, მაგრამ მომატებული აქვს რისკი გართულდეს


აბა რითიღაა კარგი?


იაფია.

აა, არ ყოფილა მეორე ექიმი კარგი, სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობაა, ის კი ფულს ითვლის, ეკონომიას აკეთებს, სხვის სიცოცხლეს რისკავს.


მოიცა და,, ექიმი თავის ფულს ზოგავს თუ პაციენტის?

მეორე ექიმი პაციენტის ფულს ზოგავს


სინამდვილეში,
მეორე ექიმი რაც მეტ ფულს დაუზოგავს პაციენტს, მით მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, გარკვეულწილად მართლაც რისკავს.



და ეს რისკი ამართლებს, თუ იცი რამდენ პროცენტში, ალბათ 90%_ში ადანაკლებ.


და რა ხდება იმ 10 %_ში, რომელთაც ექიმმა გამოკვლევა თავიდანვე არ ჩაუტარა?

9%_ში არც არაფერი, მეორე ეტაპად დაზუსტდება დიაგნოზი და განსხვავებული მკურნსლობა დაენიშნება. ბოლო აქაც კეთილია

1% -ში კი, დაგვიანებული გამოკვლევის შედეგად მკურნალობის ხარისხი კლებულობს
შედეგად მკურნალობა ხანგრძლივდება და ძვირდება. ბოლო მაინც კეთილია

თუმცა, იმ ერთი პროცენტის ერთ პროცენტში ( ანუ ერთ პრომილეში) მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება ავადმყოფის ინვალიდობა ან სიკვდილი გამოიწვიოს.



პირველი კარგი ექიმი 999% პრომილე პაციენტებისას უკეთებს თავის კომპიუტერულ კვლევას, მრტ, სისხლის ბიოქიმიას, რენტგენს, ტოვებს საავადმყოფოში ავადმყოფს დაკვირვების მიზნით, ავადმყოფის პატრონებთან ლანძღავს იმ ექიმებს ვინც ასე არ იქცევა, ბევრს ახარჯვინებს პატრონებს გამოკვლევასა და მკურნალობაში და თვითონაც პროპორციულად დიდ გასამრჯელოს მოითხოვს, მოითხოვს და ღებულობს კიდევაც.

მეორე ექიმი ავადმყოფთა 100 % ვე პროცენტს პირველ ვიზიტზე არ უკეთებს იშვიათი კაზუსების გამოკვლებებს ( ვირუსოლოგია, დოპლერი, ჰოლტერ ეკგ, ჰორმონები სისხლში, კომპიუტერიული ტომოგრამა ეტქ.)
სამაგიეროდ, 100- ვე პროცენტს აფრთხილებს სამომავლოდ შესაძლო გამოკვლევების საჭიროებაზე. დეტალურად უყვება, თუ რა პირობებში შეიძლება ეგ შესაძლო გამოკითხვა გახდეს აუცილებელი.

ზოგ შემთხვევაში მეორე აქიმი პაციენტის მხარეს ზოგავს, თუკი ატყობს, რომ ნავარაუდები გამოკვლევები პაციენტის ოჯახისთვის ხელმიუწვდომელ სიმაღლეზეა, ექიმი მხოლოდ განმეორებით ვიზიტს ითხოვს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

ამით მეორე ექიმი თავის ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს.

პაციენტის მხარეს შეუძლია უცოდინრობა ან უგულისყურობა დააბრალოს ექიმს.
ასეთ შემთხვევაში ექიმს გაამტყუნებს კოლეგაც, ადმინისტრაციაც, სამინისტროც და კანონიც.

მაშ რა აიძულებს ექიმს ( მეორე სახეობის ექიმს) არ დანიშნოს გამოკვლევს 1000- ვე პრომილე ავადმყოფში?

პასუხი მარტივია, თანაგრძნობა.
თანაგრძნობა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

არადა ას თავგანწირვა და ჩუმი რისკი დიამეტრალურად საწინააღმდეგო შეფასებად ტრანსფორმირდება - უცოდინარი და უგულისყურო.

მაგრამ პათეტიკამ არ გაგიტყუოთ

ეს თავგანწირვა ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც, პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება

თვალის ექიმმა არ დანიშნა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია - პაციენტი მოკვდა 1 თვე საავადმყოფოებში მკურნალობის შემდეგ, კურიერი კი იმ ექიმის სახლის შუშების მტვრევის ხმით იწყებოდა როცა მას გარდაცვლილის ოჯახის წევრები პერიოდულად მიუვარდებოდნენ და ექიმს ჩაქოლვით ემუქრებოდნენ
ყელყურცხვირის ექიმმა სიცხიან ავადმყოფს სისხლის ანალიზი არ გააკეთებინა, რენტგენიც სამომავლოდ გადადო, მოზარდი მომაკვდავი მიიყვანეს საავადმყოფოში 3 დღის შემდეგ, მიმღებშივე მოკვდა. კურიერის 5 გამოშვებას აეწია რეიტინგი ექიმის კაბინეტის კარზე ( განყოფილების გამგე იყო) წიხლების რტყმევისა და ხავილის ჩვენებით.

ექიმმა ჰუმანიტარულად მიღებული უცნობი ანტიბიოტიკი დაუნიშნა ავადმყოფ ბავშვს, როცა პატრონებმა დანიშნული წამალი ვერ იყიდეს, ბავშვი პირვრლივე ინექციაზე მოკვდა ( 70 წლის ექთანმა გააკეთა ჩვეულუ გზით, სწრაფად და არა ნელა და განზავებული, როგორც ამას უცნობ ენაზე დაწერილი ანოტაცია მოითხოვდა) ექიმის ზურგს აკიდებული კამერები 3 სერია დასდევდნენ ბნელ დერეფანში ექიმს სანამ კაბინეტში შეიკეტებოდა, მასაც ჰქონდა კაბინეტი, ისიც განყოფილების გამგე იყო.

ვიცი სამი შემთხვევა, როდესაც ასეთ ძნელ სიტუაციაში ჩავარდნილი ექიმი საზოგადო დადანაშაულებისა და რაც მთავარია საკუთარი თავის დადანაშაულების შედეგად განმარტოვდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, კიბოთი დაავადდა და მოკვდა.

მაშ არ ყოფილა მეორე ექიმის გზა რომანტიკული და ზნეობრივად გმირული.

მას სიკვდილები მოჰყვება.



მაგრამ



არსებობს მესამე გზა, ზომიერი რისკის გზა.
მესამე ექიმი მართლაც იდეალური ადამიანია ( და არა იდეალური ექიმი. იდეალური ექიმი პირველია, მის სამედიცინო საქმიანობას ზადს ვერ უნახავ)
ის იმ დონეზე არის იდეალურუ ადამიანი, რამდენადაც არ არის იდეალური ექიმი, ანუ რამდენადაც ზოგავს პაციენტის მხარეს ფინანსურად.
იდეალური ექიმი კი არ არის იდეალირი ადამიანი, მის ადამიანობას ის ადამიანობა აკლია, რომელიც აიძულებდა მას აეღო პასუხისმგებლობა, არ დაეზარებოდა 100- ვე პროცენტისთვის დაწვრილებით მოეყოლა ის, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო პაციენტი ხვალ ზეგ და მაზეგ.
მესამე ექიმს არც პაციენტი მოუკვდაბა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებით და არც პაციენტის ოჯახი დაურჩება გატყავებული და გაფცქვნილი მთელი გრძელი მომავალი თვის განმავლობაში.
მესამე ექიმი, კარგი ექიმი და ადამიანი შეიძლება გაილანძღოს. და... არავინ ამოუდგება მას გვერდში.

მაგრამ მისი ყოველდღიური თავდადება და რისკი პაციენტების 77%_ს დაუზოგავს უსარგებლო ხარჯს.



ეს ტირადა იმის საჩვენებლად დავწერე, რომ მკითხველს ექიმის აივნიდან დავანახო თითქოსდა მარტივი საკითხი.
კარგი მკურნალობა და კარგი ექიმობა ადვილია
უფრო ძნელია იყო კარგი ექიმიც და კარგი ადამიანიც. მითუმეტეს რომ კარგ ადამიანობას კარგი ექიმობის ნებაყოფლობითი დათმობა ჭირდება.


მინდა რომ შემხვდეს მესამე ექიმი, პირველი არ მინდა, არც მეორე

და საიდუმლოდ გეტყვით ის ექიმი, რომელიც დაგხვდებათ... თქვენს ხელშია რომელი იქნება, პირველი, მეორე თუ მესამე ( დიდი ალბათობით)


ქართველები მიდრეკილნი ვართ ვაქციოთ ნებისმიერი ექიმი პირველ ექიმად და მერე აუცილებლად ვნანობთ შედეგს.

მოიმარჯვეთ ფანტაზია, წარმოიდგინეთ სიტუაცია და დაწერეთ, თუ როგორ გარდაქმნით ექიმს პირველ, მეორე ან მესამე ექიმად.

პ.ს. პოლიტიკაში ამჟამად ორი თემაა (ამის გარდა) ექიმების მზაკვრობაზე. ვისაც ამ პოსტის კითხვა გეზარებათ გთხოვთ იმ თემებში პოსტოთ.
გთხოვთ.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ელეფთერი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2195
წევრი No.: 130566
რეგისტრ.: 26-April 11

გამოგზავნილია: 30 Jan 2012, 14:30  #29455479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდერასიონ, წავიდა ტვინი ამ საექიმო-საესკულაპო თემებით, გადაყარეთ ესენი ჯანმედ-ატდელში, წაიპეპლა ტვინი, სულ საავადმყოფოებზე და ამ თეთრხალათიან ჯიბგირებზე ბაზრით.
კიდევ ვინც მსგავს თემას გახსნის დაბანეთ, აქტიურად მპოსტველებს - ვორნი, ა ასტალნიხ პერერასპრედელიწე პა პალიწიჩესკიმ წემამ !

მახენცზი დისციპლინე, ბიტტე !


--------------------
Fortuna non penis, in manus non recipe !

ცეხლი რო მეკიდოს, ცეხლი... რო ვიწობოდე, პაჟარი რო მქონდეს გაჩენილი, წყალი არ მინდა ნაციონალების მოსხმული, არც ყოფილების და არც ახლანდელების !

"Для злых людей мы сами волки, Люсиен !" @Е.Прокудин по кличке "Горе".
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20955
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 30 Jan 2012, 15:16  #29456239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხო გთხოვე არა, ორჯერ გავიმეორე.
თუ კითხვა გეზარება სხვაგან დაპოსტე მეთქი.



პ.ს. კაი ავატარი გაქვს, სანდომიანი.

კიდევ ვის მიგაჩნიათ რომ ეს თემა ჯანმრთელობას ეხება და არა საზოგადოებას?

This post has been edited by axalirevolucia on 30 Jan 2012, 15:19
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 79545
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 30 Jan 2012, 15:18  #29456282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
რუსა შემოვა მალე და იტყვის საუკუნის ფრაზას
თუ ძვირია იაფი მოძებნე


--------------------
я с паяльником не дружу а просто сплю с ним
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20955
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 10:05  #29575192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ეს თემა პრაქტიკული გამოყენებისათვისაა. თუ წაიკითხავთ, იქნებ იხეიროთ .
















ჩემი რა მიდის, დაწერილი მაქვს უკვე.

dega
QUOTE
რუსა შემოვა მალე და იტყვის საუკუნის ფრაზას
თუ ძვირია იაფი მოძებნე

მკურნალობის სიძვირეზე არაა. მაინც მადლობა კომენტარისთვის.
რუსა
Secret


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 10:35  #29575382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
რუსა შემოვა მალე და იტყვის საუკუნის ფრაზას

რას შემაღონეთ ვახ facepalm.gif biggrin.gif


--------------------
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...
Domenikos Theotokopoulos
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1376
წევრი No.: 115468
რეგისტრ.: 12-May 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 11:46  #29576016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არად რა კარგი თემაა და დარჩა ესე უპატრონოდ


--------------------
თუ არ გინდა ქურდი, შემოხაზე ხუთი!
sazageli iezuiti
NO DARKNESS


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9421
წევრი No.: 89326
რეგისტრ.: 19-April 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 11:56  #29576125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

axalirevolucia

ვიღაცამ გაგაბრაზათ და ჩვენთან რისი გარკვევა გინდათ?

კარგი ექიმი, ცუდი ექიმი, კაი კაცი, ცუდი კაცი.... rolleyes.gif

პ.ს. წავიკითხე, რა თქმა უნდა.


--------------------
´´Oranges and lemons, say the bells of St.Clement´s,
You owe me three farthings, say the bells of St.Martin´s,
When will you pay me? say the bells of Old Bailey,
When I grow rich, say the bells of Shoreditch.´´
anichqa
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14577
წევრი No.: 96111
რეგისტრ.: 20-July 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 12:37  #29576568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Domenikos Theotokopoulos
QUOTE
არად რა კარგი თემაა და დარჩა ესე უპატრონოდ

მართლაც. მარა, როგორც ჩანს მართლა სხვა პლანეტიდან დაპოსტილად აღიქმება sad.gif(



--------------------
საბჭოთა სავოკის უკანასკნელ ნაგლეჯს ჩააზილა წიხლი 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ (с)ჩოხა
gviriluka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1344
წევრი No.: 104704
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 12:55  #29576789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეეეჰ,ეს ფორუმიც და ეს განყოფილებაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკას ემსგავსება... ლოზუნგით-არ გვევასება? ერთად გავაჩუმოდ და ჩავქოლოთ...
წესიერ ადამიანს რკინის ნერვები და დიდი მოთმინება მართებს...
აქ მივხვდი,რომ როცა ადამიანების ჯგუფი თავს გესხმის,ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ ხარ მართალი...
ეს ისე...ლირიული თუ პროზაული გადახვევა...რა ვიცი, ვისთვის როგორ...
rusa1960
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13012
წევრი No.: 85324
რეგისტრ.: 24-February 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 14:20  #29578010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dega
ბანი მორჩა????? რა ცუდია.... მაგის მეტი ვერაფერი ნახეთ ჩემი და სხვისი დაწერილი იმხელა დისერტაცია თემაში? რომელიღაც კონკრეტულ კლინიკაზე, როგორც მახსოვს ძვირიაო, და კერძოა ეს კლინიკები და რა ვქნათ, ბატონო ასეა მთელ მსოფლიოში, და ვერ ვბრუნდებით ამ საბჭოთა კავშირში და რა ვქნათ ახლა? და მე ვუთხარი ალტერნატივა- ან უფრო იაფი უნდა მოძებნო ან გაუპროტესტე კლინიკის მეპატრონეს- თქო, და მესამე გზა რა არის - დაიხუროს ეს ძვირიანი კლინიკა? დემაგოგია ზენიტში!

axalirevolucia
არ გირჩევთ ამ თემის გაგრძელებას აქ თუ ქართველი ექიმები შავი ჭირივით არ გძულთ და ყველა მექრთამე ბოროტი და დებილი არ გგონიათ.. აგერ დეგა დასცხებს ახლა ლოზუნგებს! აგერ ნახეთ თუ არა! ჩემი განაწყენებული პოსტების კოპირებას დაიწყებს, რის გამოც კინაღამ დამბენეს, მერე მე პასუხს გავცემ (აბა რა ვქნა ) და... ამიტომ ვტავაზობ ბატონ დეგას- მე და თქვენ აქ აღარ დავპოსტოთ, დავანებოთ ამ პატიოსან ხალხს თავი- ან მე დამანებეთ თავი- რას გადამეკიდა ეს კაცი,...რუსეთუმე ესა biggrin.gif
* * *
anichqa
ხომ არ დავაკოპირო "მიტინგიდან" რამდენიმე ფრაზა,იქნებ ცოტა დავზადნოთ, თორემ ტენდენციას ხედავთ ხომ უკვე? biggrin.gif biggrin.gif

This post has been edited by rusa1960 on 6 Feb 2012, 14:21


--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....

ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 14:33  #29578195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთ ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს საშინელი დაავადება აღმოუჩინეს.
მივიდა ერთთან (სახელგანთქმული ქირურუგია). სასწრაფოდ ოპერაციაზე- დაუსვა დაიგნოზი.
მივიდა მეორესთან. იმან ეს სისხლიო, ეს რენტგენიო, ეს ქსოვილის გამოკვლევაო. მიიღო პასუხები და გადააგზავნა მეორე (დამხმარე) ექიმთან, ჯერ იმან გიმკურნალოს (ანთებას ჩავაცხრობთ) და მერე ოპერაციას მე გაგიკითებთო.
იმ "დამხმარე" ექიმმა გადახედა ანალიზების პასუხებს, დაითრია ფურცელი და ჩამოუწერა წამლები (კურსი უნდა ჩაიტაროო). წამლები აღმოჩნდა უძლიერესი მოქმედების და ძალიანაც მწუთხე ფასებით . (რატომ ასეო, ჰკითხეს, კაი გაცვიათ, კაი გახურიათ და იმედია ამის ყიდვასაც შეძლებთო - უპასუხა vik.gif)

წავიდა მესამესთან. ამან ჯერ ძველ ანალიზებს გადახედა, მერე დამატებითი ანალიზები გააკეთებინა, მერე აღებული სინჯები შესამოწმებლად საზვარგარეთ გადააგზავნინა (საქართველოს ვერ ვენდობიო, ზოგსაც აქ ვერ აკეთებენო), "ფულები ახარჯვინა" და ამის მერე დაუნიშნა მკურნალობა და დღეს მგონი იმ შედეგს ვღებულობთ, თავიდან არც ექიმს და არც ავადმყოფს რომ ვერ წარმოედგინა...



ჰოდა
მიპასუხეთ ახლა, ვინაა ნამდვილი მკურნალი? (ვიმეორებ, მკურნალი, და არა ექიმი!)



პ.ს. ისიც მესმის რომ საკუთარ ჯნამრთელობაზე დასახარჯი ფულები ბევრს არ გააჩნია ამ ქვეყანაში... sad.gif

This post has been edited by forumeli64 on 6 Feb 2012, 14:35


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
anichqa
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14577
წევრი No.: 96111
რეგისტრ.: 20-July 09

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 14:37  #29578247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rusa1960
QUOTE
ხომ არ დავაკოპირო "მიტინგიდან" რამდენიმე ფრაზა,იქნებ ცოტა დავზადნოთ, თორემ ტენდენციას ხედავთ ხომ უკვე?

ფრიად უპრიანი იქნება.
ისე ამ თემიდან შემოსულმა წავიკითხე ის საინტერესო წერილი და ტავად მიხვდები როგორ მოვარგებდი კი არადა, მოერგებოდა
გუბაზიანი
ანარქისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9320
წევრი No.: 114887
რეგისტრ.: 1-May 10

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 15:43  #29579353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
ცოტა მოკლედ რომ დაგეწერა უკეთესი იყო.
forumeli64
QUOTE
ერთ ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს საშინელი დაავადება აღმოუჩინეს.

როდესაც საშინელი დაავადებაა სასწრაფო ზომებია მისაღები. რა დაავადებაზეა საუბარი?

This post has been edited by გუბაზიანი on 6 Feb 2012, 15:43


--------------------
お前達の民主主義がくたばれ。
«Бабе дорога от печи до порога»
"Учитель учит, доктор лечит, чиновник людям жизнь калечит"
AIX-500
Hardware and Software Architector


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4731
წევრი No.: 39200
რეგისტრ.: 31-July 07

გამოგზავნილია: 6 Feb 2012, 16:06  #29579731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
axalirevolucia
ისა ისეთ კაი ექიმებზე რატომ არ გაქვს საუბარი. ვიზიტზე მხოოდ 3-4 წუთით რომ გელაპარაკება პროფესორი რომაა ფურცელზე 100-ჯერ მიხვალ და შენ შედეგს ვერ ნახულობ, გზა სხვა არ გაქვს მაინც მასთან უნდა მიხვიდე და ისე მაინც ერთი და იგივეს აკეთებს?

საქართველოში არსებობენ ან "ექიმები" ან "პროფესორი ექიმები" ან ადამიანები. მე ვირჩევ ადამიანებს და მკიდია "ექიმები"-ც და "პროფესორი ექიმები"-ც.


--------------------
ისე ქენით მთლად არ გამოფეისბუქდეთ.

ფეისბუკობა ახალი სენია და ადამიანობას აქვეითებს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0249 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]