forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სად დგას პატრიოტიზმის ტახტი?, სამებაში თუ შუშის კვერცხში?
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 13:51  #30848556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პატრიოტიზმი და რელიგია

ბოლო დღეებში ილია მეორე თავის ქადაგებებში სულ უფრო და უფრო ზრდის პატრიოტულ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ თემას.

ამ თემის წილი ჩვენი სამღვდელოების ქადაგებებში ისტორიულად დიდი იყო.

სამღვდელოება ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. თუმც ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში აქვთ საკუთარ ქრისტიანულ ეკლესიას ისტორიული და გადამწყვეტი როლი შესრულებული, საქართველო მაინც განსაკუთრებულია.

საქართველოსთვის ქრისტიანობა სხვა უმრავლეს ქრისტიან სახელმწიფოსგან განსხვავებით არამხოლოდ ეკლესია, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებელი საშუალება ( სამოთხე ომში დაცემულ გმირებს) იყო, არამედ თვითიდენტიფიკაციისა ( ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ერთად, ჩვენს გარშემო მტრებია) ტერიტორიის შემოსაზღვრის საშუალებაც ( ამ მიწაზე ლოცვა ქართულად შეიწირვის)

ამ ხელშესახებ ფაქტორებს ( ჩვენ მართლმადიდებლები-ქართველები მტრებით ვართ გარშემორტყმულები და ჩვენი მიწა მართლმადიდებელი მიწაა, დავიცვათ) ემატებოდა ლეგენდარული მუდმივი კატალიზატორები: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, საქართველოში ქრისტეს კვართი ასვენია, ომში ქრისტეღმერთი მიგვიძღვება ურჯულოთა წინააღმდეგ.
მშვენიერი კარკასია სახელმწიფოს ასაშენებლად და ფუნქციობისათვის.

იმუშავა ამ კარკასმა, ახლაც მუშაობს.

უმრავლეს ქვეყნებში საკუთარ რელიგიას არ აქვს ამდენად მნიშვნელოვანი როლი.
კერძოდ, რელიგია შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენ - ჩვენი მტრები პოლუსების თანმხლები.

თუ ჩვენ მართლმადიდებლები - მტრები მუსულმანები ჩვენთან ათასწლეულით განმტკიცებული უპირობო კავშირი იყო, ჩეხისთვის, ესპანელისთვის, ფრანგისთვის, გერმანელისთვის მტერიც და მისი სიცოცხლის დამცველიც ერთი რელიგიის ჩვენ ჯგუფის წევრი იყო. მათთვის გარშემომყოფი ( მეზობელთა) მიწები მათივე ღმერთის განგებაში იყო.

ანუ მათ პატრიოტიზმს რელიგია ბევრს ვერაფერს მატებდა ( თუ არ ჩავთვლით უკვე ნახსენებ ჯარისკაცის თავგანწირულობის მატებას).
საქართველო სხვაა.

მეხუთედან მეჩვიდმეტემდე ურჯულოებს ვებრძოდით და ბიზანტიას ვსაყვედურობდით, უფრო მტკიცედ რომ არ კიდებდა ხელს ჩვენს პროტექტორობას. მეჩვიდმეტეში კი ახალი ბიზანტია გამოგვიჩნდა - რუსეთი, რომელიც პოლიტიკურად მტერი აღმოჩნდა, მაგრამ ასეთად ვერ ჩავთვალეთ, ის ხომ ჩვენს რელიგიურ ჩვენ ჯგუფში იყო.

მისი ტერიტორია ჩვენი ღმერთის გამგებლობაში იყო, ჩვენს მიწას სხვა ღმერთის გამეფება და ჩვენი ღმერთის გაძევება აღარ ელოდა.

იქ, სადაც ერების 90% იყვირებდა - ის მტერია, ჩვენ გავჩუმდით და დიდ ჩვენ ჯგუფში გადავბარგდით, ნებაყოფლობითი ასიმილაცია დავიწყეთ რუსეთთან.

დღეს საქართველო დამოუკიდებულია, მართალია ნაწილობრივ დაპყრობილია, ოკუპირებულია, მაგრამ აქ თბილისში აზროვნების, წერის, ბეჭდვისა და გამოსვლის თავისუფლება გვაქვს. რუსი ამ ტერიტორიაზე მაინც აღარ გვიზის ცენზორად.

ჩვენ ახლა ნაღდები ვართ, ანუ ვართ ის რაც ვართ. მართალია უკანასკნელი ოცწლეულის ომებით, წაგებებით, შეურაცხყოფებით დაკომპლექსებული და შეკუმშული, მაგრამ მაინც ცენზურის გარეშე დარჩენილი და საკუთარი თავის მეყუდნე.


და რას ამბობს დღეს კრებით სახელ საქართველოს მოსახლეობაში გაერთიანებული მასა?
რას ამბობს იმ პირობაში, რომ მისი მიწის საუკეთესო ნაწილი, გული და ხერხემალი მტერს აქვს მავთულხლართით და რაკეტებით შემოღობილი?

12 საუკუნოვანუ უპირობო რეფლექსი - მტერი ჩემს ღმერთს ებრძვის, ვერ შეცვალა სამი საუკუნის თვალსაჩინო სტატუსმა - მტერი მეზობელი სახელმწიფოა, მისი რელიგიის მიუხედავად.
ანუ ჩვენ თითქმის 3 საუკუნე გვქონდა იმისათვის, რომ გვესწავლა პატრიოტიზმი გლობალური მნიშვნელობით - რელიგიის მიუხედავად. მაგრამ არ გვეყო ეს 3 საუკუნე.

კვლავ რელიგიას - ეკლესიას მივიჩნევთ ჩვენი პატრიოტიზმის ეპიცენტრად, და.. ვცდებით.

მოდით წარმოვიდგინოთ ერთერთი ქრისტიანული ქვეყანა ქრისტიანულ გარემოში, რომლის ისტორიაში არცერთხელ ყოფილა წინასაომარი მოწოდება - დავიცვათ ჩვენი ღმერთის წილხვედრი მიწა ურჯულოებისგან, ცრუღმერთის ბატონობისაგან, დავიცვათ ჩვენი ოჯახები უღმერთობისაგან და ჯოჯოხეთის პერსპექტივისაგან.

რა აბრძოლებდათ ამ ქვეყნებს? ამ ხალხს? რატომ კლავდნენ საკუთარივე რელიგიის წარმომადგენელ მტერს? რატომ აკლავდნენ თავს?

ალბათ პასუხისმგებლობა საკუთარი მიწის, ოჯახის, მომავლის, მეფის, ისტორიის წინაშე.
იბრძოდნენ ღირსებისთვის, სახნავ სათეს საძოვრებისთვის, და..

ამ ხალხებმა ჩვენზე უკეთესი სახელმწიფოები ააშენეს.


მათ პატრიოტული ტრიბუნა წიგნებში უდგათ ( ისტორიაში, მოგებულ ომებში, აშენებულ ციხესიმაგრეებში, მსხვერპლში და მათ საფლავებში) ჩვენ პატრიოტული ტრიბუნა კი ჯერ კიდევ ეკლესიაში გვიდგას. რა ვქნათ, გვეშინია ევროპული გაგებით პატრიოტული ტრიბუნის დადგმის. 1991 წელს პოლიტიკაში გადმოტანილი პატრიოტული ტრიბუნა ერთი წლის თავზე დავამხეთ, ზედმეტად ძნელი და პათეტიური გვეჩვენა. დღეს 2012-ში ისეთივე ხელის ფშვნეტით ვუყურებთ სააკაშვილის ეპიზოდურ, ფრთხილ მცდელობებს -პატრიოტული ტრიბუნა პოლიტიკაში გადმოიტანოს. გარეკე? რას გიგავს ნერვები, რას გვიყვირი შე კაცო, აი ეპითეტები რასაც ვიმეტებთ ტელევიზორებსწინ მოკალათებულები.


აი, ეკლესიაში მყოფი პატრიოტიზმის ტრიბუნა კი გულს სალბუნად გვედება - ღმერთი ჩვენთანაა, ღვთიშობელიც, არ გაგვწირავს, ჩვენს რწმენას მტერი არ შებღალავს ( ისიც ჩვენიანია) და სხვა რა გვინდა?
თაყვანი ვცეთ ღმერთს, ლოცვა გავაძლეროთ, ჩვენს თავში მოვსპოთ ერეტიკოსი, ათეისტი, ლიბერალ-დემოკრატი, თვითმარქვია წინამძღოლი სატანა, გავამრავლოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები, დავნათესავდეთ 300.000 ოჯახი, სასოებით ჩამოვიტანოთ გარდმოსული ცეცხლი, ღმერთს შევთხოვოთ კარგად გვიმყოფოს პატრიარქი, ჩემი მოძღვარი, რომელიც ჩემზე ჭკვიანია, და ... საქართველო გაბრწყინდება.


ღმერთი ხომ გწამს, ხოდა აუცილებლად გაბრწყინდება. აი ის მწვალებლები მივაჩმოროთ და უფრო ადრე გაბრწყინდება.

როდის შემოვა ჩვენში ზოგადი განათლება იმ დონეზე მაინც, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან რელიგია როგორც მცნება და პატრიოტიზმი როგორც მცნება. გავარჩიოთ ბევრი სხვა ქვეყნის საინტერესო ისტორიის, გეოგრაფიის, გმირული წარსულის, ერის წინამძღოლთა ცნობით და ცოდნით.


ჩვენც გვყავს ისტორიაში კაცი, რომელიც შეგეძლო გვყოლოდა ერის წინამძღოლად, პატრიოტიზმის მამად , მაგრამ ის ეკლესიამ მიიტაცა და ილია მართალი დაარქვა.

კაცი, რომელმაც სარწმუნოებას წინ დაუყენა ენა და მამული, დღეს თვითონაა სარწმუნოების ხატად ქცეული, მისი ხატი მისსავე ნათქვამ ენა მამული სარწმუნოებას ატრიალებს - სარწმუნოება, ენა , მამული თანმიმდევრობით.


ექნებოდათ თუ არა ინგლისელებს ის სიამაყა რაც მათ აქვთ მსოფლიო ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მამის ჯონ ლოკის ყოლის გამო, იმ შემთხვევაში, ლოკი ერთერთ წმინდანად რომ მიეღო ინგლისურ პროტესტანტულ ეკლესიას?

ალბათ კი, მაგრამ ჩვენთვის ეგ კაკალი ზედმეტად მაგარი აღმოჩნდა. ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალია, პატრიოტიზმის ტრიბუნა ისევ ეკლესიაში დგას.

ყველა მოგებულია?

ეკლესიას ავტორიტეტი,
მოქალაქეს გაბრწყინების გარანტია ( თუ ჯერ არ გავბრწყინებულვართ, ესეიგი სატანისტები გვმართავენ, გადმოვაგდებთ და სულმნათებს დავისვამთ)

სახელმწიფოს? სახელმწიფო თუ რჩება მოგებული ამ საყოველთაო, ოღონდ რელიგიურად განსაზღვრული სხვას ( ღმერთს) გადალოცილი პასუხისმგებლობით?

მოვკვდებით , სამოთხეში წავალთ
სატანისტებს მოვიცილებთ მმართველობიდან , გავბრწყინდებით.




მე კი, საქართველოსთვის იაპონელთა, გერმანელთა, თურქთა, იტალიელთა პატრიოტიზმი მინდა, უფრო სწორედ მათი პატრიოტიზმის ნატამალი მინდა ამ მიწაზე: მათ წაგებულებმა, მას შემდეგ რაც საკუთარი ისტორიული მძლავრი იმპერიების ქონით გულმოცემულებმა ზერასად ჩათვალეს თავი და ფაშისტურ კოალიციაში შევიდნენ, და შემდეგ მწარედ დამარცხდნენ მსოფლიოსთან, რომელსაც სამუდამო ბატონობას უპირებდნენ, მათ წაგებულებმა საკუთარი ეროვნული ენერგია - პატრიოტიზმი ჰომოსაპიენსის ყველაზე ღირსეული ბრძოლის ასპარეზზე გადაიტანეს: ააშენეს წესიერი ქვეყნები, ავტომობილები, რომლებიც მთელი დანარჩენი მსოფლიოს ავტოპარკის 80% შეადგენს, რობოტები, რომლებიც მსოფლიო რობოტთა ( ავტომშენებლობის მმოქმედ რობოტთა და არა მხოლოდ სარეკლამო პოპულარულთა) 90% მათ დაამზადეს. ჩაღუნეს თავი და გააკეთეს უკეთესი, უსწრაფესი მანქანების ბრენდთა 90% ამ ქვეყნებზე მოდის, იპოვეს მტერი საკუთარ თანამოქალაქეში, რომელიც მანქანიდან ნაგავს ყრის, და მკაცრად დასაჯეს, დასამახსოვრებლად,

მათ სრული რევანში შეძლეს სამხედრო მარცხის შემდეგ.

მათი რევანში მძაფრი და საფუზვლიანია.
ჩვენ დანარჩენები მათ ვენდობით, მათ ნახელავში ფულს ვიხდით და ოჯახებს ვანდობთ, მათ qვეყნებში გვინდა ცხოვრება, დასვენება, მუშაობა.

საკუთარი იმპერიის ქონის ისტორიის მქონე ერებმა საკუთარი არამილიტარისტული უნარი წამოწიეს წინ - და.. გახდნენ ზეადამიანები.

არ გჯერათ?

;იტალია- უსწრაფეს ავტობრენდებში 5 დან 3 მათია
საუკეთესო ავტობრენდების ათეულში 5 გერმანულია, 4 იაპონური
საოჯახო ტექნიკის 10 საუკეთესო ბრენდშიც მსგავსი თანაფარდობაა
მუსიკალური ტექნიკა და ტელევიზორები, იგივე სურათია.
თითქოს კორეა, ოღონდ სამხრეთ კორეა არღვევს ამ კანონზომიერებას, ის დიდი წილით არის წარმოდგენილი ავტომრეწველობაში, მობილურ ტელეფონებში და მსოფლიო აღიარებული ლიდერია გემთმშენებლობაში.რამ აიძულა გამარჯვებული, კომუნისტურ- სოციალისტურ კლანჭებს გამოგლეჯილი კორეელები საკუთარ თავში ეპოვნათ ზეადამიანი, რომელიც გააკეთებდა იმას რაც სხვისთვის მიუღწევადია? რატომ ჩართეს გამალებული წარმატების რეჟიმი სამხრეთ კორეელებმა? არღვევს თუ არა სამხრეთი კორეა ინტელექტური რევანშის თეორიის კანონზომიერებას? არადა არ არღვევს ისინიც დაპყრობილები აღმოჩნდნენ, ამერიკელებმა ისინი იძულებით მოწყვიტეს ამ გეოპოლიტიკურ რეგიონში ბუნებრივ დისციპლინირებულ იერარქიას და დემოკრატია მოახვიეს თავს.სამხრეთ კორეწლები იგივე მდგომარრობაში აღმოჩნდნენ, რომწლშიც დასავლეთ გერმანელები, ისინი ცივილიზირებულმა მსოფლიომ დაიპყრო და იმპერიალისტურ მილიტარისტული ოცნებები გადაუბელა. და.. სამხრეთ კორეელებმა შეძლეს ის, რაც შეძლეს დასავლეთ გერმანელებმა 30 წლის წინ - მათ აიღეს რევანში, დაუმტკიცეს ცივილიზებულ სამყაროს რომ მაგარი ხალხია.უომრად, ჩუმ ზამბარად შეკუმშულობით, უწესობისა და უხარისხობისადმი ბრაზით, შიდა კონკურენციით. და რაც მთავარია მთავარი ქვეშეცნეული ფაქტორით - პატრიოტიზმით, ოღონდ არა ჩვენებური დემონსტრაციულ, ნამღერ, ნალოც, ნაგალობებით, ზოოოპტიმიზმით, არამედ პატრიორიზმით ამ სიტყვის დაუმახინჯებელი, მოუვარაყებელი მნიშვნელობით - საკუთარი მიწისა და წინაპრების სიყვარულით, ერთობით, მარადისობასთან საკუთარი შექმნილ-აშeნებულით დაკავშირებით.
როდის იტყვიან საქართველოში თავის სიტყვას ათეისტი პატრიოტები? როდის შეიძენენ წონას?
ზუსტად იგივე შეკითხვაა - როდის გვეშველება?

ერთდროულად მოხდება ეგ.
ქიმერებისგან თავის დაღწევა = შველას, საქართველოს გაბრწყინებას, ოღონდ ცივილიზებული ინტელექტით და ენერგიით.

შორია ჯერ?


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
markes
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9639
წევრი No.: 124113
რეგისტრ.: 25-November 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 13:53  #30848591      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
კარგია რომ გამოჩნდი
შენი აზრი მაინტერესებს
რა სჭირდა პრეზიდენტს მახათაზე?
ირიბად მაინც ეხება ეს ამ თემას.


--------------------
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет

Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.

Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:06  #30848773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
markes
QUOTE
ირიბად მაინც ეხება ეს ამ თემას.

ეხება ნაღდად.

QUOTE
რა სჭირდა პრეზიდენტს მახათაზე?

გვიან დაწვა როგორც ყოველთვის, ოღონდ უფრო, სადღაც 03:30 ადრე ადრე ადგა, როგორც , ფაქტიურად არასდროს.
მეტი დეტალი არ ვიცი, თქვენ უფრო ახლოდან ხედავთ კამერების საშუალებით, ვიდრე მე 40 მეტრიდან.

ოღონდ, თემას დავუბრუნდეთ რაა?

This post has been edited by axalirevolucia on 24 Apr 2012, 14:06
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 79571
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:11  #30848841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
მე კი, საქართველოსთვის იაპონელთა, გერმანელთა, თურქთა, იტალიელთა პატრიოტიზმი მინდა

თუ ვწერთ "იაპონელთა გერმანელთა" და ასე შემდეგ საქართველოს მაგივრად ქართველებისთვის უნდა ეწეროს
და თუ მაინც "საქართველოსთვის" ვწერთ,მაშინ იაპონიის გერმანიის იტალიის უნდა ეწეროს
smile.gif
ოკ აღარ შეგაწუხებთ
,,,
საინტერესო თემაა
yes.gif

This post has been edited by dega on 24 Apr 2012, 14:11


--------------------
я с паяльником не дружу а просто сплю с ним
wossapy
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22497
წევრი No.: 120338
რეგისტრ.: 1-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:16  #30848908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
axalirevolucia

QUOTE
მეტი დეტალი არ ვიცი, თქვენ უფრო ახლოდან ხედავთ კამერების საშუალებით, ვიდრე მე 40 მეტრიდან.


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


თემას რაც შეეხება..

როდესაც საზოგადოება ისწავლის, მოინდომებს, შესძლებს გააკრიტიკოს სამღვდელოება, საპატირარქო, პატრიარქი, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, გამოიღვიძებს "ღვთისმშობელი გადაგვარჩენს და უფალი არ გაგვწირავს" სიზმრებიდან, ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევს, მერე აღარ იარსებებს - "რუსეთიც ერთმორწმუნეა, როგორ შეიძლება ჩვენი მტერი იყოს, ვცადოთ მოლაპარაკება" მოსაზრებები smile.gif

ეს იმიტომ ავღნიშნე, რომ ყველაზე დიდი ტაბუდადებული თემა დღეს საქართველოში სამღვდელოება, საპატრიარქო, პატრიარქია, რელიგიაა...
ამ ყველაფრის კრიტიკა ( კრიტიკა და არა დედის გინება ) შესძლებელს გახდის, რომ ერმა ისწავლოს აზროვნება, ფიქრი, ანალიზი და საკუთარი უფლებების, შეხედულებების დაცვა..

როდესაც მოხდება იმის გააზრება, რომ - კათოლიკე, მუსულმანი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი ( საქართველოს მოქალაქეები ) შეიძლება ისეთივე ან უფრო მეტი პატრიოტებიც იყვნენ ვიდრე თვითონ "მართლმადიდებელი" ქართველები - შესაძლებელი გახდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე დატანილი სიტყვების "ძალა ერთობაშია"-ს სისრულეში მოყვანა..

ზოგადად კი ეს ქვეყანა ერთი დიდი ფიქცია და ილუზიაა...
სამწუხაროა, მაგრამ ზუსტადაც შენს მიერ ნახსენებმა

QUOTE
სამი საუკუნის თვალსაჩინო სტატუსმა


მიგვიყვანა აქამდე..


პ.ს. კარგი თემაა.. : )

This post has been edited by wossapy on 24 Apr 2012, 14:19


--------------------
I'm The Lizard King, I Can Do Anything...
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:18  #30848945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
ქიმერებისგან თავის დაღწევა = შველას, საქართველოს გაბრწყინებას, ოღონდ ცივილიზებული ინტელექტით და ენერგიით.

მასონი ხარ შენ, მასონი biggrin.gif


პ.ს. თუ წაიკითხავთ და ვერ გაიგებთ კიდევ წაიკითხეთ, ოღონდ ნელა წაიკითხეთ, სვენებ-სვენებით, აუჩქარებლად smile.gif


wossapy
სად ხარ კაცო შენ? 2kiss.gif

This post has been edited by ხარონი on 24 Apr 2012, 14:24

მიმაგრებული სურათი
428991_388707517808656_371345486211526_1438442_563678983_n.jpg


--------------------
მოგიდღანთ დემოკრატია (c) შარკი
triumpi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13075
წევრი No.: 71118
რეგისტრ.: 16-October 08

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:18  #30848953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia 2kiss.gif
QUOTE
ჩვენც გვყავს ისტორიაში კაცი, რომელიც შეგეძლო გვყოლოდა ერის წინამძღოლად, პატრიოტიზმის მამად , მაგრამ ის ეკლესიამ მიიტაცა და ილია მართალი დაარქვა.

კაცი, რომელმაც სარწმუნოებას წინ დაუყენა ენა და მამული, დღეს თვითონაა სარწმუნოების ხატად ქცეული, მისი ხატი მისსავე ნათქვამ ენა მამული სარწმუნოებას ატრიალებს - სარწმუნოება, ენა , მამული თანმიმდევრობით.


ილია ერისკაცია, თანაც გენიალური!
წმინდანის ცხოვრება კი ბევრს აშინებს და უსუსურად იქმს ცოდვათა შიშით.
ერისათვის უდიდესი დარტყმაა ეგ მიტაცება და მზაკვრული ჩანაფიქრია
ილიას გზიდან გადახვევისათვის.
ქრისტეს მოძღვრებას დაცილებული რელიგიაა ზუსტად სატანიზმი!
შრომის და განათლების უმაღლესი კულტურაა ნამდვილი პატრიოტიზმი.
wossapy
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22497
წევრი No.: 120338
რეგისტრ.: 1-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:29  #30849110      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ხარონი


დიდი ვასილივით შორიდან გაკვირდებოდით givi.gif
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:33  #30849167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
triumpi
გადავირევი ახლა, მართლა ეს დაწერე, რასაც ვკითხულობ?


QUOTE
ილია ერისკაცია, თანაც გენიალური!

QUOTE
ერისათვის უდიდესი დარტყმაა ეგ მიტაცება და მზაკვრული ჩანაფიქრია
ილიას გზიდან გადახვევისათვის.

QUOTE
შრომის და განათლების უმაღლესი კულტურაა ნამდვილი პატრიოტიზმი.


ანუ შენც ჩემსავით მიიჩნევ, რომ ილიას ადგილი ერის პატრიოტიზმის მამობაშია და არა წმინდანთა პანთეონში?
და რომ მისი წმინდანობით მის საზოგადო როლს, რომელიც ეკუთვნის, ხელი ეშლება?
თუ ასეა თლათ ჩემიანი ყოფილხარ.


ხარონი
გაუ!
QUOTE
მასონი ხარ შენ, მასონი 

შევიტან ჩემდამი ეპითქტების კოლექციაში, შენი ნებართვით.


wossapy
QUOTE
როდესაც მოხდება იმის გააზრება, რომ - კათოლიკე, მუსულმანი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი ( საქართველოს მოქალაქეები ) შეიძლება ისეთივე ან უფრო მეტი პატრიოტებიც იყვნენ ვიდრე თვითონ "მართლმადიდებელი" ქართველები - შესაძლებელი გახდება საქართველოს სახელმწიფო გერბზე დატანილი სიტყვების "ძალა ერთობაშია"-ს სისრულეში მოყვანა..

მაგარი ხარ.
(აი, ფორუმულ ღლაბუცში უცებ როგორი ალმასი იელვებს).


ოღონდ, თუკი გესმის რომ
QUOTE
ზოგადად კი ეს ქვეყანა ერთი დიდი ფიქცია და ილუზიაა...

მაშინ, რაღას ერჩი სააკაშვილს, რომელსაც უნდა რომ ეს 2დ ვივესკა 3დ ვივესკად გადააკეთოს?
wossapy
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22497
წევრი No.: 120338
რეგისტრ.: 1-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:44  #30849334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
axalirevolucia

QUOTE
მაშინ, რაღას ერჩი სააკაშვილს, რომელსაც უნდა რომ ეს 2დ ვივესკა 3დ ვივესკად გადააკეთოს?


ზედმეტად ლმობიერია მის მიერ გატარებული რეფორმებისადმი...
ანუ თავდაპირველი შედეგი, რომელსაც იძლევა გატარებული რეფორმა/აღებული კურსი არის იდეალური, მაგრამ შემდგომ საფეხურზე გადასვლისას ყველა რეფორმას ახლავს დეფექტი..მეტწილად ეს დეფექტი წარმოიქმნება "რეფორმატორული წრის" გარეთ მყოფი პირების მიერ გადადგმული ნაბიჯებით/ქმედებებით..
სამწუხაროდ ეს "პიროვნებები" საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთა უდიდეს ნაწილს არ ესმის, მცირე ნაწილს არ უნდა რომ გაიგოს ( რიგი "პრიჩინების" გამო ) ხოლო დარჩენილ უმცირეს ნაწილს ვერც გააგებინებ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ამ რეფორმების და გატარებული კურსის აუცილებლობას და მათ მიერ მოტანილ სასიკეთო შედეგებს ...

შესაბამისად მსგავს სიტუაციებში მიშა - მეტწილად დამთმობია და ლმობიერია, უკან იხევს..
ჩემის აზრით მისი თითოეული დათმობა და უკან დახევა საზოგადოებრივი აზროვნების, საქართველოს განვითარების და ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის უკან დახევის ტოლფასია..

smile.gif

ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 14:51  #30849446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
wossapy
QUOTE
დიდი ვასილივით შორიდან გაკვირდებოდით 

აკლდი აქაურობას smile.gif

axalirevolucia
QUOTE
შევიტან ჩემდამი ეპითქტების კოლექციაში, შენი ნებართვით.

smile.gif


QUOTE
სად დგას პატრიოტიზმის ტახტი?

ტახტი?
შეიძლება ოდესმე გვქონდა კიდეც მაგრამ დღეს აღარ გვაქვს
სიმართლე გითხრა ჩვენ ხეც არა გვაქვსვ რომ ეს ტახტი გამოვთალოთ
ჯერ ხე უნდა დავრგათ, მოვუაროთ, გავზარდოთ და მერე მისგან ტახტი გამოვთალოთ
ის ტახტი რაც შენ იგულისხმე მოიპარეს და განადგურდა კაი ხნის წინ
მისგან აღარაფერი დარჩა, ვერ აღდგება ის



wossapy
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22497
წევრი No.: 120338
რეგისტრ.: 1-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 15:03  #30849623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ხარონი

QUOTE
შეიძლება ოდესმე გვქონდა კიდეც მაგრამ დღეს აღარ გვაქვს
სიმართლე გითხრა ჩვენ ხეც არა გვაქვსვ რომ ეს ტახტი გამოვთალოთ
ჯერ ხე უნდა დავრგათ, მოვუაროთ, გავზარდოთ და მერე მისგან ტახტი გამოვთალოთ
ის ტახტი რაც შენ იგულისხმე მოიპარეს და განადგურდა კაი ხნის წინ
მისგან აღარაფერი დარჩა, ვერ აღდგება ის


yes.gif


აქედან გამომდინარე - როდესაც ახალი "ხის თესლს" მოიტან, უჩვეულოს, უცხოს, უცნაურს ყველა და ყველაფერი მის ირგვლი მტრულად, ნუ თუ მტრულად არა არც თუ ისე დადებითად არის განწყობილი..
მერე ამ ახალ "ხეს" უწევს ამ გარემოსთან ადაპტაცია..
ეს ადაპტაციის პერიოდი რთულია..ძალიან რთული..
ხანდახან ისეც მოხდება, რომ ამ "ახალ ხეს" უხდება საკუთარი ეკლების გამოაჩინა..თავდაცვის მიზნით..
სხვანარიად არ გამოვა..ვერ გადარჩება..გადათელავენ...მოჭრიან..გაანადგურებენ..

ამას დაამატე, რომ ამ ხისგან მოშორებით კიდევ ერთი ხე დგას..
დიდი, უზარმაზარი...რომელსაც ტოტებზე რამოდენიმე მიმზიდველი "ნაყოფი" აქვს მოსხმული..
მაგრამ ფესვები დამპალი აქვს..
ამ ხეს უყურებდნენ აგერ უკვე სამი საუკუნეა..
ამ ხის ჩრდილში ისვენებდნენ ხოლმე..
ამ ხის ნაყოფით ნაყრდებოდნენ..მერე რა რომ ეს ნაყოფი უგემური იყო..ხანდახან მომაკვდინებელიც კი..
მიეჩვივნენ რა..დაავიწყდათ ოდესღაც ამ "ხემ", რომ მოსპო და გაანადგურა მათთვის უმნიშვნელოვანესი და უსაყვარლესი პატარ-პატარა "ყვავილები"...

ხოდა წარმოიდგინე რამდენად რთულია ამ "ხის" გევრდით გაიზარდო?
იმ "ხის" გვერდით, რომელის ჩრდილიც მზეს გიფარავს..
მერე ამ "ხესაც" ხომ ყავს თავისი "მომვლელები"..ისინიც მოდიან ღამით, მოიპარებიან და ტოტებს მიგაჭრიან...
ამას ისიც ემატება, რომ ზოგჯერ ძენივე "მომვლელები" მოდიან და გაჭრიან ტოტებს...

smile.gif

cybervirtual
The Antidote!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1631
წევრი No.: 126055
რეგისტრ.: 16-January 11

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 15:07  #30849678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
2kiss.gif

ჯიგარი ხარ, ჩემიანი
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 15:23  #30849881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
wossapy
მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც არ ვარ მომხრე 40 წელი უდაბნოში ვიაროთ, უბრალოდ ამის ფუფუნება არ გვაქვს
ვფიქრობ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ სათანადო ნერგი დავრგათ
მოვუაროთ, გავზარდოთ, რომ არავინ შებღალოს და შეურაწყოს
ეს არ იქნება ადვილი, მაგრმა შესაძლებელია ამის გაკეთება, უბრალოდ უნდა დავიწყოთ
smile.gif


wossapy
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22497
წევრი No.: 120338
რეგისტრ.: 1-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2012, 15:25  #30849906      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ხარონი

QUOTE
მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც არ ვარ მომხრე 40 წელი უდაბნოში ვიაროთ, უბრალოდ ამის ფუფუნება არ გვაქვს
ვფიქრობ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ სათანადო ნერგი დავრგათ
მოვუაროთ, გავზარდოთ, რომ არავინ შებღალოს და შეურაწყოს
ეს არ იქნება ადვილი, მაგრმა შესაძლებელია ამის გაკეთება, უბრალოდ უნდა დავიწყოთ


არც მე ვარ მომხრე...
და თუ ვერ მიხვდი ჩემს წინა პოსტში ვიგულისხმე, რომ ეს ნერგი უკვე დარგეს..
შესაბამისად ჩვენზეა დამოკიდებული როგორ მოვუვლით, გავზრდით და მოვურთხილდებით...


smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.6603 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]