forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მეომარი ერი vs წესიერი ერი.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 7 May 2012, 12:03  #31054106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მეომარი ერი
. ჩვენ გვასწავლეს რომ მეომარი ერი ვართ, ამ ნიშნით არათუ მეზობლებს აღვემატებით, არამედ მსოფლიოშიც ერთერთი საუკეთესონი ვართ.

5 ჯერ ზედიზედ წაგებული ომის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, ვართ კი მეომარი ერი, კარგი მეომარი ერი? ან რითი აღვემატებით სხვებს? თუნდაც მეზობლებს? არც არაფრით - მათაც ომებში შეინარჩუნეს თავისი ქვეყნის კონტური და მოსახლეობა და ჩვენც. ჩვენ მათი გმირული ომების შესახებ არ ვიცით, იმათ კი ვთხოვთ რომ ჩვენი იცოდნენ. არადა არც მათ იციან. რატომ უნდა იცოდნენ, რითი შევიდა ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მსოფლიო ისტორიაში? საკუთარი მიწის 80%_ ის შენარჩუნებით. ჩამოვრჩებით ამ პარამეტრით ბევრს. უმჯობესია თვითშეფასების ეს საეჭვო პოსტულატი შევცვალოთ. მოვიქცეთ ისევე, როგორც მოიქცნენ ჩვენზე ბრძოლისუნარიანი და ჩვენსავით წაგებული დიდი ერები: გერმანელები, იტალიელები, ფრანგები ( სამადლოდ გათავისუფლებულები), იაპონელები, კორეელები.


მათ მებრძოლის იმიჯს უკან ამოფარებას და გულზე ხელების ბრაგუნს საფუძვლიანად მიანებეს თავი და საკუთარი თავისგან ახალი ეროვნული იმიჯი შექმნეს - მშენებელი, მწარმოებელი, წესიერი, პატიოსანი მწარმოებელი, ხარისხიანი მშენებელი.

მებრძოლ ერად ყოფნის სიამაყის კომპენსაცია წესიერ ერად ყოფნის სიამაყეობით ძნელი აღმოჩნდა,
საჭირო გახდა: ძალიან წესიერება, ძალიან ხარისხიანი მშენებელობა, ძალიან სანდო მწარმოებლობა. და მათ ეს შეძლეს. მოიპოვეს მთელი დანარჩენი მსოფლიოს ნდობა, პატივისცემა და ... ფულები, რომელსაც ეს მთელი დანარჩენი მსოფლიო უხდით მათ სანდო და ხარისხიანი მანქანებისთვის. ჩვენ ვერ შევქმენით იმპერია, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ წინაპართა დანატოვარიც, მომავალში კი ისევ მებრძოლი ერის არაღიარებული სტატუსით გვინდა რომ ვიცხოვროთ. არ გამოგვივა, 8 საუკუნეა გასული ჩვენი ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ.

მივბაძოთ წაგებულ იმპერიებს,

დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ცოტათი მაინც უფრო მაგრები ვართ ვიდრე საშუალოსტატისტიკური დედამიწელი ერი.



ძნელია, ხანგრძლივია, უმადურ საქმეს ჰგავს, მაგრამ წარმატებისკენ მივყავართ, კარგი პრეცედენტები გვაქვს წაგებული ქვეყნების ნებისყოფიანი რევანშისა, ვიყოთ ჩვენც ნებისყოფიანი რევანშისტები.


თუუუ

ვიცეკვოთ და ვიმღეროთ ყველა არხზე ლაივში დილის 8;30 დან?


თუუუ

ვიმიტინგოთ საუიკენდო თბილ დღეებში?


თუუუ

არც არაცფერი გავაკეთოთ. გაბრწყინება და აღიარება ხომ გარანტირებული გვაქვს.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
armagedonidze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8697
წევრი No.: 51553
რეგისტრ.: 15-January 08

გამოგზავნილია: 7 May 2012, 12:11  #31054212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (axalirevolucia @ 7 May 2012, 12:03 )
მივბაძოთ წაგებულ იმპერიებს,

დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ცოტათი მაინც უფრო მაგრები ვართ ვიდრე საშუალოსტატისტიკური დედამიწელი ერი.



ძნელია, ხანგრძლივია, უმადურ საქმეს ჰგავს, მაგრამ წარმატებისკენ მივყავართ, კარგი პრეცედენტები გვაქვს წაგებული ქვეყნების ნებისყოფიანი რევანშისა, ვიყოთ ჩვენც ნებისყოფიანი რევანშისტები.


თუუუ

ვიცეკვოთ და ვიმღეროთ ყველა არხზე ლაივში დილის 8;30 დან?


თუუუ

ვიმიტინგოთ საუიკენდო თბილ დღეებში?


თუუუ

არც არაცფერი გავაკეთოთ. გაბრწყინება და აღიარება ხომ გარანტირებული გვაქვს.

პრინციპში მიშაც მაგას აწვება ახლა..ეს "აღმშენებლობა" სწორედაც წაგებული ომების ბრალია...სუბიმაციას აკეთებ სხვა რამეში. სხვათაშორის რუსები ომებს იგებდნენ ხშირად და ამიტომაც ჩამორჩნენ....
ახლა ისე ნუ ვიზამთ რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები მივივიწყოთ და მარტო "აღმშენებლობით" დავკავდეთ. ეგ იმიტომაა საშიში რომ მომავალ მთავრობებს მორალურად ვათავისუფლებთ იმისგან რომ ერთიანობაზე თავი არ აიტკიონ...ეს არ ვარგა. ამიტომ არ აღიარების პოლიტიკა, რუსეთისთვის ოკუპანტის ძახილი და მისი ინტერესების სრული იგნორირება უნდა იყოს ყველა მთავრობის საქმე, გინდ მიშა იყოს, გინდ ბიძინა და გინდ ჯონდი ბაღათურია............

U-33
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11420
წევრი No.: 134645
რეგისტრ.: 10-August 11

გამოგზავნილია: 7 May 2012, 12:17  #31054291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მეომარი ერი
. ჩვენ გვასწავლეს რომ მეომარი ერი ვართ, ამ ნიშნით არათუ მეზობლებს აღვემატებით, არამედ მსოფლიოშიც ერთერთი საუკეთესონი ვართ.

5 ჯერ ზედიზედ წაგებული ომის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, ვართ კი მეომარი ერი, კარგი მეომარი ერი?


კი მეომარი ერი ვართ. სხვანაირად ასეთ ადგილას ტავს ვერ გადაირჩენდი. ნუ შესაზლებელი იყო სარწმუნოება გამოიცვალე და კიბატონო .
ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე-ტვითონ ბევრი ისტორიული ფაქტი არსებობსდა მტრების თუ მოყვარეების ჩანაწერები.
თუმცა მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოები და პირველები ვიყავით არ ვიცი მაგრამ არც ცუდები ვყოფილვართ.
ყველაზე კარგად მსოფლიოში ეს გადასვლა იაპონელებმა გააკეთეს . სამურაის სული კი არ დაკარგეს არამედ ჩვეულებრივ ცხოვრებაში გადაიტანეს.
იქ ტაკსისტი თუა კარგი ტქასისტია და ამაყობს , ბანკირი თუა ტავის საქმის კარგი მცოდნეა და ამაყობს ,რომ ბანკირია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სული ისე ავთ გამჯდარი რომ ხხვალვე შეგიLძია წაიყვანო ომში. ფუკუსიმაქზე რაც მოხდა ხო ნახეტ-ტანამედროვე კამიკაძეები ვინ იქ დარცა და მუშაობდა. თოთოელ პროფესიაშია ცადებული ეს სამურაის სული. შეცდომას არ პატიობენ ტავის ტავს.
ჩვენტან გინდ აბანკირი აირე, გინდა ტაქსისტი, გინდა მენეჯერი და ასე შემდეგ. ხშირად გაიგე -შენ მე მარტლა ტაქსისტი ხომ არ გგონივარო, ან შენ მე მარტლა ბანკირი ხომ არ გგონივარ მეომერაი ვარო მაგ პონტში ამბობენbiggrin.gif:D
ხოდ ადაწერა მაგაზე ილიამ ტავის დროზე . მაგრამ აბა კითხულობე ვინმე ან ფიქრობს.


--------------------
სანამ იკითხავ არსებობს თუ არა ღმერთი, მანამ შენ თავს კითხე–არსებობ თუ არა როგორც ადამიანი. U–33 სიბრძნეებიდან

''ბრძენი სულელისგანაც სწავლობს, სულელი კი ვერავისგან.''
''ფული ადამიანებს ფენებად ყოფს, განათლება - კატეგორიებად''
ვეშაპო
ბიზონებზე მონადირე


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26537
წევრი No.: 22414
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 7 May 2012, 12:26  #31054414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
ვართ კი მეომარი ერი, კარგი მეომარი ერი?

ჩემთვის მაგალითად მაგის ერთერთი მიმანიშნებელი ისაა, რომ ჭიდაობის თითქმის ყველა სახეობაში მსოფლიოში მოწინავე ადგილებზე ვართ.
რატომ?
რა ინტერესია?
ჩვენთან ეს სახეობა ნამეტანი განვითარებულია.
ასევე, რატომ გვყავს ერთერთი საუკუთესო მომღერლები (თუნდაც საოპერო ჟანრი რომ ავიღოთ და ხალხურ სიმღერას ყურადღება არ მივაქციოთ) მსოფლიოში?
უამრავია ჩვენხელა და ჩვენზე მოზრდილი ქვეყნები, მაგრამ ვერც მოჭიდავეებით ამაყობენ და ვერც მომღერლებით.
ეგაა ქართველი კაცის ძირითადი ხასიათი.
მებრძოლი-რომანტიკოსი.
ახლა რომ გაზულუქებულები ვართ და გვძინავს, ეგ სხვა საკითხია.


--------------------
ღმერთმა შექმნა სამყარო 6 დღეში. მე-7-ე დღეს მოვიდა მიშა და გახსნა.

ეძახეთ ეხლა ივანიშვილს სოფლელი და ნეხვიანი .. ერთი ვიდეოს გამოქვეყნებით ნოლზე გაგამრავლათ მთელი ნაცმოძრაობა © hermann1986

საფრანგეთის მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის სახელობის საქართველოს კონსტიტუცია. © 7-november
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46683
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 7 May 2012, 12:27  #31054420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
QUOTE
მეომარი ერი vs წესიერი ერი

ერთი მეორეს არ გამორიცხავს არანაირად, მაგალითი: ისრაელი


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
IVDIT
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2685
წევრი No.: 81950
რეგისტრ.: 8-January 09

გამოგზავნილია: 7 May 2012, 12:30  #31054472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ან რითი აღვემატებით სხვებს?





სხვის ომში მაგრები ვართ

ყოველ შემთხვევაში სხვები ამბობენ რომ ვართ

აი ჩვენს ომში რა ვთქვა ან ცოტანი ვართ ან მთავარსარდლობა არ გვივარგა
ხარონი
VIVA GEORGIA


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08

გამოგზავნილია: 7 May 2012, 13:27  #31055271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
axalirevolucia
გამარჯობა smile.gif

QUOTE
თუუუ

ვიმიტინგოთ საუიკენდო თბილ დღეებში?

ბოლო 20 წელია ამით ვერთობით და სამიტინგო კიდევ ბევრია

QUOTE
დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ცოტათი მაინც უფრო მაგრები ვართ ვიდრე საშუალოსტატისტიკური დედამიწელი ერი.

უბრალოდ უნდა ვიშრომოთ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, სამუშაო დღეებში მაინც




--------------------
მოგიდღანთ დემოკრატია (c) შარკი
gamyrela
Daamm man!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 163
წევრი No.: 138288
რეგისტრ.: 11-November 11

გამოგზავნილია: 7 May 2012, 13:27  #31055285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ

QUOTE
თუუუ


თუ.......რადიო 105


--------------------
Damn Im Good

Now, a question of etiquette - as I pass, do I give you the ass or the crotch?
MikheilSukhiashvili
ზონდერ ალიანსელი (c) napo


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17976
წევრი No.: 48280
რეგისტრ.: 1-December 07

გამოგზავნილია: 7 May 2012, 13:42  #31055544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
თეზამს ვკითხე ერთხელ, არა მეომარ ერს საიდან აქვს:

გამარჯობა! (ამ სიტყვას გამარჯვებასთან არაფერი აქვსო საერთო)
მტრისას!
ხო მშვიდობაა?
დილა / საღამო / ღამე მშვიდობისა.

ხო და ბევრ ენაშიაო მშვიდობაზეო. ხო და ის კი გამახსენდა "ასალამ ალეიკუმ"-ით მშვიდობას რომ გისურვებდნენ, მაგრამ მაინც კიდე რომელ ერს აქვს ამდენათ მილიტარიზებული ლექსიკონი, ვერ გავარკვიე. (თეზამისთვის არ მიკითხვია, შემრცხვასავით)

პს
ისე, ომებს და შენარჩუნებას რაც შეეხება, შეადარე საქართველო vs მონღოლები (აჭაჯნყება აჯანყებაზე) და რუსები vs მონღოლები (500 წელი უხდიდნენ ფულს).
და მეორეს მხრივ, ვინ თქვა, რომ ომი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია ასეთი სიტუაციებიდან?
მაგალითად დედა@!#!@$-ულ ტიმურ ლენგთან ომი ნამდვილად არ გვაწყობდა...


--------------------
აღარაფერი მესაქმება ამ ფორუმზე...
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 79571
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 7 May 2012, 13:51  #31055711      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ერს ვთხოვთ ომს თუ მოქალაქეებს???


--------------------
я с паяльником не дружу а просто сплю с ним
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24127
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 7 May 2012, 14:12  #31056122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
რეზო გაჩეჩილაძეს, კარგ მეცნიერს პოლიტიკურ გეოგრაფიაში, აქვს ქართულად გამოცემული შესანიშნავი წიგნი "ახლო აღმოსავლეთი".
ერთი მაგალითი მისი წიგნიდან.
როგორც მოგეხსენება, ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ლამის 400 წელიწადს კონკურირებდა ორი დიდი ძალა - ოსმალეთი და ირანი. მათ შორის განუწყვეტელი ომების ხაზი გადიოდა ჩრდილოეთით კავკასიიდან - სამხრეთით მესოპოტამიამდე. მართალია, ომების ეს სერია გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ოსმალეთისგან წნეხი მაინც უფრო ძლიერი იყო. ამაზე ისიც მეტყველებს, როგორ მიცოცავდა აღმოსავლეთით ირანის დედაქალაქი - თავრიზიდან ყაზვინის გავლით თეირანამდე.
მთელი ეს საომარი "ცეცხლოვანი რკალი" იყო იქ მცხოვრები ხალხების უბედურების ზონა. ამიტომ ვერა და ვერ შექმნეს სახელმწიფოებრიობა ცეცხლის შუაგულში მყოფმა ქურთებმა, ვერაფრით ვეღარ აღადგინეს დაკარგული სახელმწიფოებრიობა ცეცხლოვან რკალზე ასევე წამოცმულმა სომხებმა, ხოლო ქართველებმა, რომლებსაც სრულად სწვდებოდათ რკალის ცეცხლი, მაგრამ მაინც ყველაზე განაპირას იყვნენ, დაშლილი სახით სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნეს, მაგრამ ქვეყანა ვეღარ გააერთიანეს.

ასეთი მიზეზებით უფრო იხსნება მომხდარი ამბები, ვიდრე ემოციური განხილვით, ვინ ვისზე "მაგარია". ქართველები სომხებზე თუ სომხები ქურთებზე.
ცნობილია, რომ ჯუნგლებშიც და ლონდონშიც იდიოტებისა და გენიოსების ერთი და იგივე რაოდენობა იბადება პროპორციით, მაგრამ მერე პირობები განაპირობებს მათ განსხვავებულ ბედს.
ხალხებიც ეგრეა - ძნელია თქმა, ვინ ვისზე ძლიერი ან სუსტი მეომარია, ყველას აქვს ცუდი და კარგი გამოცდილებები. ამიტომ ეს არ არის მთავარი. და აქტუალურიც კი არ არის დღეს.
ომში მთავარია რესურსები - ჯერ ხალხი, მერე მატერიალური რესურსები - მიწა-წყალი, სიმდიდრე, განვითარების დონე, სამხედრო მშენებლობის დონე და ა.შ. ომი არის აბსოლუტურად გულცივი ბუღალტერია, სადაც წარსული დიდების მთელი ტომეულებიც შესაძლოა ერთ მოქმედ ტანკადაც არ აიწონოს...

This post has been edited by Geronti on 7 May 2012, 14:24


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 7 May 2012, 14:15  #31056184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
armagedonidze
QUOTE
პრინციპში მიშაც მაგას აწვება ახლა..ეს "აღმშენებლობა" სწორედაც წაგებული ომების ბრალია...სუბიმაციას აკეთებ სხვა რამეში. სხვათაშორის რუსები ომებს იგებდნენ ხშირად და ამიტომაც ჩამორჩნენ....

ამაში მე და მიშა სრულად ვუგებთ ერთმანეთს.


QUOTE
ახლა ისე ნუ ვიზამთ რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები მივივიწყოთ და მარტო "აღმშენებლობით" დავკავდეთ.

პირიქითაა, დაკარგული ტერიტორიების შემოერთების გზა ნორმალური ქვეყნის აშენების უნარზე გადის.


ანუ, ვინც ავტობანზე კასპის გადმოსახვევამდე აქეთობისას ( თბილისის ქვია ხო, ამ ფორუმს) ბეტონის ნაცვლად თხლე დააგო და უვარგისი გზა გააკეთა ერთ ას მეტრზე, ის კაცი ჩემთვის ოცდასამ შეიარაღებულ აფხაზზე უფრო მეტად მტერია.
ვფიცავარ ასეა.



U-33
QUOTE
კი მეომარი ერი ვართ. სხვანაირად ასეთ ადგილას ტავს ვერ გადაირჩენდი.

როგორღაც გადავირჩენდით თავს. აგერ ბატონო, ჩვენს მიწაზწე აფხაზები და ოსები არიან, თავიც გადაირჩინეს და გამარჯვებულებიც არიან. ჩვენ რატომ უნდა აღვგვილიყავით პირისაგან მიწისა?
ნუ ჩვენც როგორღაც გადავრჩით - მადლობა ერთა ლიგას.
არწივი9
QUOTE
რთი მეორეს არ გამორიცხავს არანაირად, მაგალითი: ისრაელი


ეს იმას გავს, ზესტაფონის სამგურალი რო ფკ მილანს შევადაროთ, სხვა მასალაა.
ებრაელები ზე ერია ჩვენგან განსხვავებით.


IVDIT


QUOTE
სხვის ომში მაგრები ვართ

http://cartveli.blogspot.com/2010/03/blog-post_04.html

აგერ იმის დასტური შენ რაც დაწერე.

ხარონი
QUOTE
გამარჯობა 

გაგიმარჯოს!
QUOTE
უბრალოდ უნდა ვიშრომოთ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, სამუშაო დღეებში მაინც

დისქავერში 16 სერიალი გადის შრომაზე ( რემონტი, შენება , გადაკეთება, ინჟინერია, ბინძური სამუშაო ეტქ.)
საქართველოში 16 ცეკვა თამაშის შოუ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.
სოფლის მეურნეობაზე იყო გადაცემა და მოიქნიეს ღამის პირველ საათზე.
MikheilSukhiashvili
შენც გამარჯობა, სუფრაზე მე ასე ვამბობ, საქართველოს გაუმარჯოს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - მტერი ჰყავდეს დამარცხებული მეთქი.



dega
QUOTE
ერს ვთხოვთ ომს თუ მოქალაქეებს???

ვერ გაგიგე.
პირველ რიგში ერს, მერე კი ერი დაიმსახურებს არაქართველი მოქალაქეების თანამებრძოლობას.
აფხაზეთში ბევრი გვყავდა არაქართველი თანამებრძოლი. ჩემს ბატალიონში იყვნენ სომხები, აზერბაიჯანელი, რუსი და ოსი.
მე აშკარა სიკვდილს გადამარჩინა სომეხმა.
მათ არცერთს არ დაუთმია თავისი ეროვნება და არ გაქართველებულან - ისინი იბრძოდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები.
JHR
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1706
წევრი No.: 137914
რეგისტრ.: 1-November 11

გამოგზავნილია: 7 May 2012, 14:16  #31056190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ჩვენ გვასწავლეს რომ მეომარი ერი ვართ, ამ ნიშნით არათუ მეზობლებს აღვემატებით, არამედ მსოფლიოშიც ერთერთი საუკეთესონი ვართ

ვინ გვასწავლა? biggrin.gif
QUOTE
5 ჯერ ზედიზედ წაგებული ომის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, ვართ კი მეომარი ერი, კარგი მეომარი ერი?

წაგება არ ნიშნავს რომ მეომარი არ ხარ.


შორს რომ არ წავიდეთ, გადახედეთ რამდენი რამდენ ომი გვაქვს გადატანილი ბოლო 100 წლის განმავლობაში და შეადარეთ სხვა ქვეყნებს.

იძულებულიც ვარ მეომარი ვიყოთ
იდეოლოგიურად რომ დნ გვაქვს ეგ სხვა ამბავია.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 7 May 2012, 14:22  #31056280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Geronti
QUOTE
ომში მთვარია რესურსები - ჯერ ხალხი, მერე მატერალური რესურსები - მიწა-წყალი, სიმდიდრე, განვითარების დონე, სამხედრო მშენებლობის განვითარება და ა.შ.

მე განვითარების დონეს და სამხედრო მშენებლობის განვითარებას წინ გადავიტანდი.
გამარჯვებულობა და მტრის დამარცხება ყველა ქალაჩუნას უნდა და არა მარტო გმირს.
დღეს გმირობა, ბრაზი, ზიზღი და მუცელში მტრისთვის ხმლის დატრიალება აღარაა საჭირო. პროფესიონალიზმი და კარგი იარაღი გადამწყვეტია.


QUOTE
ეს არის ძალიან გულცივი ბუღალტერეა, სადაც წარსული დიდების ტომეულებიც შესაძლოა ერთ ტანკადაც არ აიწონოს...

ნეტა ეს ბევრს ესმოდეს.


Jihra
QUOTE
წაგება არ ნიშნავს რომ მეომარი არ ხარ.

გეთანხმები, პირიქით, მონაწილეობა ომში მეომრობის დასტურია, მაგრამ როგორი მეომარი ხარ, ეს შედეგზე ისახება.
საბრძოლო ასეკის მქონე მოსახლეობის 5% მიდის ომში.

This post has been edited by axalirevolucia on 7 May 2012, 14:24
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24127
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 7 May 2012, 14:28  #31056404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
მე განვითარების დონეს და სამხედრო მშენებლობის განვითარებას წინ გადავიტანდი.

კი ბატონო, არ შეგედავები.
QUOTE
გამარჯვებულობა და მტრის დამარცხება ყველა ქალაჩუნას უნდა და არა მარტო გმირს.
დღეს გმირობა, ბრაზი, ზიზღი და მუცელში მტრისთვის ხმლის დატრიალება აღარაა საჭირო. პროფესიონალიზმი და კარგი იარაღი გადამწყვეტია.

გმირობა ალბათ საჭიროა, მაგრამ პროფესიონალიზმისა და კარგი იარაღის გარეშე შედეგი გაცილებით ნაკლები ექნება.
QUOTE
ნეტა ეს ბევრს ესმოდეს.

მგონია, რომ გულის სიღრმეში ეს ყველას ესმის, შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც გრძნობს ამ რეალობას. უბრალოდ, ზოგიერთი ცნობიერად არ უტყდება საკუთარ თავს - ან არ მოსდევს შესაბამისი ტრადიცია, ან ირგვლივ ყველას ლოზუნგების გამეორება სერიოზულ საქმედ მიაჩნია და ა.შ. ძნელია ხოლმე ასეთი ინერციული რკალის ცნობიერად გარღვევა.

This post has been edited by Geronti on 7 May 2012, 14:29
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0195 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]