forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალციხე ახალქალაქი, რაც ვანახე ახალი.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 25 May 2012, 11:48  #31341865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ახალციხე.



რაბათი ახალციხეში. რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ შენობა ძირითადად თურქულია. დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც. ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება. სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი, ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით.

საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული.

ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან. აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია. მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.


ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო.
სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა 1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.








ახალქალაქი



ახალქალაქი უუშნოესი ქალაქი იყო, რომელზეც ედიკას დროს პერიოდულად სომხურ დროშას კიდებდნენ, ქართულ წარწერას პრინციპულად არ აჭაჭანებდნენ და ქართულად პრინციპულად ან სულაც ქართულის უცოდინრობის გამო არ გიპასუხებდნენ.
უუშნოესი იყო იმით, რომ იყო სოფელი + 6 ხრუშჩოვკა+ ერთი მუნიციპალური დიდი შენობა ამ ხრუშოვკების პერპენდიკულარულად. ასფალტს ეკავა ქალაქისთვის კუთვნილის 20%, ხოლო რასაც მოასფალტებული ერქვა, მხოლოდ 70% - ით იყო მოასფალტებული.
ხალხი იყო გაბრაზებულ- დაბღვერილი, ერთი კვირის გაუპარსავი.

ახალი ახალქალაქი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, შინაარსითაა შეცვლილი. გასუფთავებული ცენტრი, ახალი ასფალტი, წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას, გაბრდღვიალებული საერთოქართული ვისოლი, რომპეტროლი და ავერსი, ქართული წარწერა თითქმის ყველა მაღაზიაზე ( სომხურის და რუსულის გვერდით, რა თქმა უნდა) ლუდი "ზედაზენის" რეკლამა ხელით დახატული, სახლები ( ის ხრუშოვკები) შეღებილი, ხალხი მოწესრიგებული, გაპარსული, იგრძნობა, რომ სტუმრებს ხვდებიან ( ველომრბოლელებს) ,

მომღიმარე და ბედნიერი სახეების მიღწევამდე ბევრი გვიკლია ქართველებსაც და სომხებსაც, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა. პეიბოქსი ვკითხე, არ დამზარდნენ გაარკვიეს და მიპასუხეს, ნუ რუსულად მაგრამ კეთილგანწყობით. ჩინურ მაღაზიაში პა უსტავუ ერთი ადგილობრივი იყო და ერთი ჩინელი, რომელიც მეორე ეტაპზე შემოდის საქმეში - ჯერ სომეხმა გაიგო რა მაინტერესებდა და შემდეგ ჩინელი ჩაერთო საქონლის შეთავაზებებში. მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ ერთმანეთში სომხურად, ისევე როგორც ხაშურის ჩინურ მაღაზიაში ქართულად.

დავუბრუნდეთ ქალაქს, ახალქალაქს. პერიფერიას ( ანუ ქალაქის 80%) ცვლილებები არ შეხებია, ისევ გრუნტის გზები, ახალმშენებლობები ფაქტიურად არ არის. ალბათ დენი მიეწოდებათ კარგად ძველი დროისგან განსხვავებით. გზა ახალქალაქამდე 6 საათიანი იყო თბილისიდან. ახლა თბილისიდან ნინოწმინდამდე ( ბოგდანოვკა) კარგი ახალი გზაა, ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე ისევ ძველია, მაგრამ საბოლოოდ ახალქალაქიდან თბილისამდე გზას ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე ჭირდებოდა.



ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, " მიდი ბიჭო გიორგუნა ", რომლითაც დახვდნენ სტუმრებს ( ველომრბოლელებს) ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით. მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.

7 წლის წინ ამავე მოედანზე, იმ ქალაქში, რომელიც აღგიწერეთ პრეზიდენტს ვახლდი მის პირველ ვიზიტზე ახალქალაქში. მაშინ ბავშვები სომხური ცეკვით დაგვხვდნენ, მიშა შუაში ჩაუდგა, მწკრივში და მათთან ერთად იცეკვა ერთი წუთი. მე მოედნის უკან ვიდექი, ზუსტად იმ ერთი კვირის გაუპარსავ დაბღვერილ ხალხში. ამ ქალაქის ახალი ცხოვრება მაშინ იმ წამს დაიწყო, როცა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, გაიღიმეს და მუჟლუგუნები მისცხრს - " ფრეზიდენტ აა ( ნუ, რაღაცა, სომხურად)", იშვერდნენ ხელს მიშასკენ. მიშამ იმ დღეს ტალახიანი ახალქალაქი ფეხით შემოიარა, ორ თუ სამ ოჯახში შევიდა, მთელი ქალაქი აეკიდა.

დღეს ეს ქალაქი სხვაა. რჩება ძნელ ქალაქად, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა ქალაქად. სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას, ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა.

This post has been edited by axalirevolucia on 25 May 2012, 12:04


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30320
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 25 May 2012, 11:53  #31341935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კარგია, კარგი.......................

აუ ნეტავ წელს თუ წავალ ჯავახეთში...

სურათები არ გაქვს?

This post has been edited by ქაფქიანა on 25 May 2012, 11:53


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
Otto Skorzeny
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 258
წევრი No.: 115020
რეგისტრ.: 4-May 10

გამოგზავნილია: 25 May 2012, 11:57  #31341987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესოდ წერ



up.gif up.gif
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 25 May 2012, 11:58  #31342002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ქაფქიანა
QUOTE
სურათები არ გაქვს?

ეჰ, ეგ არ გეკითხა რაა. დამრჩა სახლში აპარატი.

ისე უამრავი სურათი იქნა გადაღებული იმ "ტურ დე ჯორჯიაზე" ვიპოვი ალბათ ლინკებს თანდათან.
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30320
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:00  #31342017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia

სამსახურში ხარ?

დადე საღამოს მაშინ, როცა სახლში მიხვალ...
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 81791
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:03  #31342067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა.

ეს უკვე დიდი პროგრესია
და დიდი გამარჯვება


--------------------
დათიკია მღვდელი წებოს სვამს ღამღამობით, ხმა დაირხა მრევლში, სული რომ ჩეიმაგროს სტომაქში და არ გაეპაროს, იმიტომო...
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30320
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:06  #31342109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
dega

QUOTE
ეს უკვე დიდი პროგრესია
და დიდი გამარჯვება


ნამდვილად.

masha

ახალციხის არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

This post has been edited by ქაფქიანა on 25 May 2012, 12:07
masha
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45297
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:06  #31342117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი ის გამგებინეთ, ახლაციხის ისტორიულ მუზეუმში მუმია მართლა არის (ექსპონატი? )


--------------------
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
ფორუმზე არაფერი არ იმალება.
ლიბერალი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6165
წევრი No.: 118390
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:09  #31342163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას


თერჯოლაში დადგეს კიდევ 1 შუქნიშანი.. რაჭაში რამდენჯერ წავალ იმდენჯერ გაწითლებული მხვდება facepalm.gif

კაციშვილი არ მოდის ან მიდის დგას მარტო 1 პატრულის მანქანა და გყარაულობს..

მაგრამ ნურას უკაცრავად.. ჩვენ რაჭველები გაწონასწორებული ხალხი ვართ და მოთმენის უნარი გაგვაჩნია.. და თქვენი მიშშუქნიშანით ვერაფერს გახდებით..

axalirevolucia
კარგი სტატიაა up.gif

QUOTE
ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, " მიდი ბიჭო გიორგუნა ", რომლითაც დახვდნენ სტუმრებს ( ველომრბოლელებს) ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით. მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.


არ გვჯერა.. ვიდეო დადე..

This post has been edited by ლიბერალი on 25 May 2012, 12:13


--------------------
We are scanning the scene in Tbilisi city tonight (c) James Hetfield
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8999
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:16  #31342246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
axalirevolucia
კარგია, როდესაც ადამიანი ყველაფერში კარგს ეძებს და რა თქმა უნდა პოულობს კიდეც! up.gif გაიხარე!


--------------------
აფრენით ყველა ვაფრენთ შე კაცო, ასაფრენი ბილიკების მეტი რა გვაქვს, დასაფრენი ბილიკები თქვი შენ... (c) gia1970
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:17  #31342253      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
masha
QUOTE
ერთი ის გამგებინეთ, ახლაციხის ისტორიულ მუზეუმში მუმია მართლა არის (ექსპონატი? )

ზარზმის მონასტერშია ერთი "უხრწნადი გვამი" შუა საუკუნეების დროინდელი.

და საძვლე თავისქალებით და ძვლებით სასულიერო პირების.

ქაფქიანა
QUOTE
ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

რა გამახსენე, მეშინოდა მაგის , ალბათ 10 წლისა ვიყავი რომ ვნახე.
მერე ამიხსნეს - მკვდარზე უვნებელი არავინაა, კენჭსაც ვერ გესვრის, მკვდარი თვითონაა ცოდოო, და გადამიარა, მანამდე ღამე მოსაფსამად ადგომა მეშინოდა, სანამ გამ ო ვტ ყდი.


ლიბერალი
QUOTE
არ გვჯერა.. ვიდეო დადე..


იმდანად მინდოდა ამის გადაღება, რომ სხვისი ( ჯუმბერ ლეჟავას) ფოტოაპარატით ბევრი სურათი გადავუღე ( გაუკვირდება ალბათ რომ ნახავს)
ფოტოები მას აქვს. დარწმუნებული ვარ ვიდეოებიც არსებობს, უცხოელებიც იღებდნენ და ევალებოდა კიდევაც კაცს.
არ ვიცი როგორ ვიპოვო.

This post has been edited by axalirevolucia on 25 May 2012, 12:22
chombe
ჟიგართმჟლეტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20360
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:20  #31342288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ბრავო, ბრავო !
თქვენ შესძელით ის, რისთვისაც აქ ბევრი თანახმაა სულიც კი გაყიდოს...
თქვენ გამპრავებლობის მწვერვალი დაიპყარით.
თქვენს წინაშე ფერმკრთალდება ყველა ჩისტიტელ-ასენიზატორი !
თქვენ ჯიბეში არა თუ კარდუ და ლევან მუ-დიდგორ-ლარსები ჩაისვით, არამედ თვით მინისტრ ხაჩიძის გარშემო შემოკრებილი და ფორუმზე დამაშვრალი მოდერატორ-ხუნტისტებიც, რომლებშიც საოცრად იყო შერწყმული პრადვინუტი მედასავლეთე-ევროინტეგრატორი და ყველაზე მურტალი ჩაცუცქულ-პურჭყია ძველი ბიჭი (სამწუხაროდ, რეტირება მოახდინეს ფორუმიდან და ეხლა მხოლოდ მათი რაღაც შესუსტებული ნაშთების არსებობაღა შეინიშნება აქ).

მიუხედავა\დ იმისა, რომ მე თქვენი ნიჭით და ნაც-ჩისტიტელობით მოხიბლულ-აღფრთოვანებული ვარ, გავკადნიერდები და ერთ რჩევას შემოგბედავთ:

უფრო გასაგები რომ გახდეთ ხალხის ფართო მასებისათვის ხშირად და თამამად გამოიყენეთ ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა:

"პინგვინ, გამოიღე!"


"აეეე, ჟოპოს დედა აღარ ეყოლება"


"ერთი გაბედეთ რამე 27-ში (29-ში, 5-ში, 18-ში და ა,შ.)... "


"ქვეყანას ისევ სიბლელეში, სკვარამში და უბედურებაში არ დაგაბრუნებინეთ, თქვენი ... .... "


"წაეთრიეთ იმ თქვენს მოსკოვში"


"ვერ ეღირსებით"


და სხ...



ნუ მთლად დიდგორ-ვასილიც ნუ გახდებით ეხლა, მაგრამ ზომიერად შეიძლება კი არადა - საჭიროცაა, ნამეტანი რო არ გაბლატავდნენ არც პინგვინისტები და არც სხვა ათასი ჯურის მარკოზაშვილ-ყორღანაშვილები !

This post has been edited by chombe on 25 May 2012, 12:33


--------------------
si deus nobiscum quis contra nos !

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)

Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)

გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 81791
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:25  #31342363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
lol.gif lol.gif lol.gif
chombe
up.gif
DON PEDRO SANGRE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2702
წევრი No.: 123372
რეგისტრ.: 6-November 10

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:25  #31342368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაბათი 1 თვის წინ
user posted image
masha
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45297
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 25 May 2012, 12:33  #31342481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქაფქიანა
QUOTE
ახალციხის არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერის წინ ეგვიპტის განყოფილებაში მართლა არის.

axalirevolucia
QUOTE
ერთი ის გამგებინეთ, ახლაციხის ისტორიულ მუზეუმში მუმია მართლა არის (ექსპონატი? )

ზარზმის მონასტერშია ერთი "უხრწნადი გვამი" შუა საუკუნეების დროინდელი.

და საძვლე თავისქალებით და ძვლებით სასულიერო პირების.

მადლობა, მაგრამ მიწევდა ახალციხეში სიარული და მეგობარი იმით მაწყნარებდა, რომ მუმიას ვნახავდი.
მოუცლელობის გამო ვერ შევიარე და ახლა გული მეთანაღრება, რომ საბოლოოდ დღესაც არ ვიცი, არის
თუ არა ახალციხის მუზეუმში ეს ერთობ იშვიათი ექსპონატი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0198 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]