forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხიდჩატეხილობა, მესამე ხიდჩატეხილობა
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 10:36  #32260042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ხიდჩატეხილობა ქართულ პოლიტსივრცეში. 

ეგ თემა თუ გახსოვთ, ხიდჩატეხილობა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში. 

ოთარაანთ ქვრივის სწავლისას უნდა დაგეწერა


ის ხიდჩატეხილობა კაცობრიომამ მეჩვიდმეტე საუკუნის რევოლუციებიდან რომ გაიანალიზა და დიიდი ოქტომბტის ( ისევ ოქტომბრის) სოციალისტური რევოლუვციით დააგვირგვინა განვლილი ეტაპია. 
განვითარებულმა ქვეყნებმა შეძლეს ამ ხიდის აშენება. 

სოციალურ თემას აღარ ვეხები. 
პოლიტიკა მაქვს მხედველობაში და თანაც არა გლობალური და ისტორიული, არამედ ქართული და ახლანდელი. 

ჩვენ გაცილებით მარტივი საკითხი გცაქვს გადასაჭრელი ვიდრე ილია ჭავჭავაძის დროინდელი ხიდჩატეხილობა იყო, მაგრამ ჩვენი ხიდჩატეხილობა აქაა, გარშემოა და ამიტომ ჟან ჟაკ რუსო იქით იყოს და.. გვტკივა, გვაშინებს. 


ამ შიშს საფუძველიც აქვს, ასეთივე ხიდჩატეხილობამ 1991-ში გეოპოლიტიკურ არა, მაგრამ ჩვნი ყველას კატასტროფამდე მიგვიყვანა.
ჩემი ოჯახიდან ბოლო 20 წელიწადში 3 ღირსეული ადამიანი გავასვენე, სამივე უბედური წავიდა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ პატრიოტები იყვნენ და შეურაცხყოფილები მოკვდნენ. 86 წლის ბებიამ სიკვდილის წინ ლაპარაკი რომ ვერ შეძლო ფურცელი მოითხოვა და ერთი სიტყვა დაწერა - სოხუმი,მეორე სიტყვა გარჩევადი აღარ იყო, იმ დღეს მოკვდა. 

დღესაც ხიდჩატეხილები ვართ,

საზოგადოების პოლარიზაცია იზრდება,




ჩვენ აქ ფორუმზე გაცილებით ტოლერანტულები ვართ ვიდრე საქართველოა ( მხედველობაში მაქვს მასმედია, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა რაკურსებს აირეკლავს)

მასმედიაში ვხედავთ, რომ მხარეები ერთმანეთს არ ცნობენ, არ აღიარებენ მხარედ,  არ აღიარებენ ცალკეულ პოზიციებად, არ აღიარებენ ადამიანებად, არაღიარებენ პატრიოტებად, არ აღიარებენ ხალხად. 

იგივე ჭირთ პოლიტიკოსებსაც - ერთმანეთს აიგნორებენ, ერთმანეთის მისწრაფებეს აიგნორებენ და ყველაფერს მოწინააღმდეგეთა ბოროტობით ხსნიან.


პრიმიტივია ეგ, საქმე კი რთულადაა, არაა პრიმიტიულად.

ეს ჩვენ უკვე გავიარეთ, გამსახურდიას გვერდზეც არ იყო ხალხი, მის გვერდზე მხოლოდ ზვიადის ბეტეერები, ზვიადი საქართველოაას მომღერლები, მეგრელი აპალჩენცები და გურამ პეტრიაშვილი იყვნენ. 
ამას გვიჩიჩინებდნენ და დაგვაჯერეს. 
დღევანდელი სახელდება რომ ვიხმაროთ, ცნობილი ფეისების 95% ამას გვიჩიჩინებდა, რუსეთის ტელეარხებზე ორ დღეში ერთხელ ქართული ფილმი გადიოდა და .. ამან გაჭრა. 
მოხდა გამსახურდიას მარგინალჯზაცია. 

მაშინაც სხვადასხვა ენებზე , სხვადასხვა კატეგორიებით ლაპარაკობდნენ მთავრობა და ოპოზიცია და ახლაც. 


ერთადერთი სხვაობა მიშას პიროვნებაშია, რომელიც ჩვენი არ იყოს, ისევეა აცრილი სამოქალაქო ომით, როგორც საქართველოს მოსახლეობის 90% და ცდილობს გამსახურდიაზე ნაკლებად ხისტი იყოს, მიდის პირადად შესახვედრად ისეთ ადგილებში, სადაც ოპოზიციის ლიდერია ( მაგალითად სამებაში და პარლამენტის წინ 9 აპრილს, არაფორმალურად ახერხებს ხელის ჩამორთმევას ჩაქუჩების მსროლელი ლიდერისთვის, არ აპატიმრებს პოლიტიკოსებს, რომლებსაც ვერდიქტი შპიონობაში ტელევიზიით ეკითხებათ) 

მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ჩვენი საზოგადოება ხიდჩატეხილი რჩება.

ჩვენ აქ ფორუმზე ცოტა მეტი ვიცით ვიდრე მასმედიამ.

კერძოდ, ოპოზიციონერებმა - ის რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიშას გულშემატკივრობენ. ეს არ იცის მასმედიამ, იქ ყველა თავის როლს თამაშობს და კრიტიკულ აზრს არ აჭაჭანებს.

მოდი წარმოვიდგინოთ ერთი იდეინი მიშისტი და ერთი იდეინი ანტიმიშისტი.
ჩვენ შეგიძლია მათი სათქმელი ვთქვათ,
ჩვენ შეგვიძლია ერთს გავაცნოთ მეორე.

მერე რა რომ ოპონირება ადვილია და მას ბევრი ეწევა
მერე რა რომ პროხელისუფლებობა ძნელია და ეგრევე ხრონგი ცოდვების აკიდებას გთხოვენ, და შესაბამისად პროსახელისფლებო ცოტაა.

დავივიწყოთ ბევრი და ცოტა.
ერთი იდეინი მიშისტი და ერთი იდეინი ანტიმიშისტი სამზარეულოში ჩაის სვამენ.

დავანახოთ ერთმანეთს საკუთარი იდეალები
ხიდი ჩვენს შორის იდეალების ბურჯებზე აშენდება,



ან


არ აშენდება



და დავრჩებით კატატონიაში, ან სპაზმურ პარეზში ( როცა გამშლელი და მომხრელი კუნთები ერთდროულადაა დაჭიმული და შედეგად კიდური უმოძრაოა ან არაკოორდინირებულად მოძრაობს).



პ.ს. თხოვნა ოპოებს,
მე ვაღიარებ თქვენს გულწრფელობას, ნუ გაიმეორებთ მასმედიის შეცდომას, ნუ ჩათვლით რომ პროსახელისუფლები პოზიცია მხოლოდ ნომენკლატურას აქვს. ანუ აღიარეთ სიტყვა სიტყვად.

This post has been edited by axalirevolucia on 24 Jul 2012, 10:58


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 10:40  #32260085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯერ ქვების სროლა დაივიწყეთ gigi.gif
სიტყვაზე (საუბარზე) მერე გადავიდეთ....

QUOTE
პ.ს. თხოვნა ოპოებს,
მე ვაღიარებ თქვენს გულწრფელობას, ნუ გაიმეორებთ მასმედიის შეცდომას, ნუ ჩათვლით რომ პროსახელისუფლები პოზიცია მხოლოდ ნომენკლატურას აქვს. ანუ აღიარეთ სიტყვა სიტყვად.



--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12455
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 10:50  #32260159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
დავანახოთ ერთმანეთს საკუთარი იდეალები

იდეალები არა კვატა...


ნაპალმითაა დასაწვავი ეგ ხიდები..
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17536
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 10:50  #32260160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
კარგი თემა გახსენი ახლა შენ მაგრამ ანდაზა რომაა: თავის გატეხვა სჯობია სახელის გატეხვასო ხომ იცი... ჰოდა თავი არ აქვს გატეხილი ხელისუფლებას... yes.gif
და მეორე ანდაზაცაა: ფიცი მწამს და კარალეთში თავში მოხვედრილი ქვები და ა.შ. მაკვირვებსო... yes.gif
და სულ 3 რამ იქნება საკმარისი (ალბათ) ამ ხიდის აღსადგენად:
1. კანონის უზენაესობა
2. დამოუკიდებელი სასამართლო
3. თავისუფალი მედია

This post has been edited by PFU on 24 Jul 2012, 10:53


--------------------
Absolute zero is cool...

Black hole sucks...
zvare
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1448
წევრი No.: 127544
რეგისტრ.: 16-February 11

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 10:54  #32260202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (axalirevolucia @ 24 Jul 2012, 10:36 )
ხიდჩატეხილობა ქართულ პოლიტსივრცეში. 
ეგ თემა თუ გახსოვთ, ხიდჩატეხილობა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში. 

ოთარაანთ ქვრივის სწავლისას უნდა დაგეწერა


ის ხიდჩატეხილობა კაცობრიომამ მეჩვიდმეტე საუკუნის რევოლუციებიდან რომ გაიანალიზა და დიიდი ოქტომბტის ( ისევ ოქტომბრის) სოციალისტური რევოლუვციით დააგვირგვინა განვლილი ეტაპია. 
განვითარებულმა ქვეყნებმა შეძლეს ამ ხიდის აშენება. 

სოციალურ თემას აღარ ვეხები. 
პოლიტიკა მაქვს მხედველობაში და თანაც არა გლობალური დაისტორიული, არამედ ქართული და ახლანდელი. 

ჩვენ გაცილებით მარტივი საკითხი გცაქვს გადასაჭრელი ვიდრე ილია ჭავჭავაძის დროინდელი ხიდჩატეხილობა იყო, მაგრამ ჩვენი ხიდჩატეხილობა აქაა, გარშემოა და ამიტომ ჟან ჟაკ რუსო იქით იყოს და.. გვტკივა, გვაშინებს. 
ამ შიშს საფუძველიც აქვს, ასეთივე ხიდჩატეხილობამ 1991-ში გეოპოლიტიკურ არა, მაგრამ ჩვნი ყველას კატასტროფამდე მიგვიყვანა.
ჩემი ოჯახიდან ბოლო 20 წელიწადში 3 ღირსეული ადამიანი გავასვენეთ, სამივე უბედური წავიდა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ პატრიოტები იყვნენ და შეურაცხყოფილები მოკვდნენ. 86 წლის ბებიამ სიკვდილის წინ ლაპარაკი რომ ვერ შეძლო ფურცელი მოითხოვა და ერთი სიტყვა დაწერა - სოხუმი,მეორე სიტყვა გარჩევადი აღარ იყო, იმ დღეს მოკვდა. 

დღესაც ხიდჩატეხილები ვართ, საზოგადოების პოლარიზაცია იზრდება, ჩვენ აქ ფორუმზე გაცილებით ტოლერანტულები ვართ ვიდრე საქართველოა ( მხედველობაში მაქვს მასმედია, რპმელიც საზოგადოების სხვადასხ ა რაკურსებს აირეკლავს) მასმედიაში ვხედავთ, რომ მხარეები ერთმანეთს არ ცნობენ, არ აღიარებენ მხარედ,  არ აღიარებენ ცალკეულ პოზიციებად, არ აღიარებენ ადამიანებად, არაღიარებენ პატრიოტებად, არ აღიარებენ ხალხად. 

ეს ჩვენ უკვე გავიარეთ, გამსახურდიას გვერდზეც არ იყო ხალხი, მის გვერდზე მხოლოდ ზვიადის ბეტეერები, ზვიადი ზაქართველოაას მომღერლები, მეგრელი აპალჩენცები და გურამ პეტრიაშვილი იყვნენ. 
ამას გვიჩიჩინებდნენ და დაგვაჯერეს. 
დღევანდელი სახელდება რომ ვიხმაროთ, ცნობილი ფეისების 95% ამას გვიჩიჩინებდა, რუსეთის ტელეარხებზე ორ დღეDი ერთხელ ქართული ფილმი გადიოდა და .. ამან გაჭრა. 
მოხდა გამსახურდიას მარგინალჯზაცია. 

მაშინაც სხვადასხვა ენებზე , სხვადასხვა კატეგორიებით ლაპარაკობდნენ მთავრობა და ოპოზიცია და ახლაც. 


ერთადერთი სხვაობა მიშას პიროვნებაშია, რომელიც ჩვენი არ იყოს, ისევეა აცრილი სამოქალაქო ომით, როგორც საქართველოს მოსახლეობის 90% და ცდილობს გამსახურდიაზენაკლებად ხისტი იყოს, მიდის პირადად შესახვედრად ისეთ ადგილებში, სადაც ოპოზიციის ლიდერია ( მაგალითად სამებაში და პარლამენტის წინ 9 აპრილს, არაფორნაკურად ახერხებს ხეკის ჩამკრთმევას ჩაქუჩების მსროლელი ლიდერისთვის, არ აპატიმრებს პოლიტიკოსებს, რომლებსაც ვერდიქტი ტელევიზიით ეკითებათ) 

მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ჩვენი საზოგადოება ხიდჩატეხილი რჩება.

ჩვენ აქ ფორუმზე ცოტა მეტი ვიცით ვიდრე მასმედიამ.

კერძოდ, ოპოზიციონერებმა - ის რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიშას გულშემატკივრობენ. ას არ იცის მასმედიამ, იქ ყველა თავის როლს თამაშობს და კრიტიკულ აზრს არ აჭაჭანებს.

მოდი წარმოვიდგინოთ ერთი იდეინი მიშისტი და ერთი იდეინი ანტიმიშისტი.
ჩვენ შეგიძლია მათი სათქმელი ვთქვათ,
ჩვენ შეგვიძლია ერთს გავაცნოთ მეორე.

მერე რა რომ ოპონირება ადვილია და მას ბევრი ეწევა
მერე რა რომ პროხელისუფლებობა ძნელია და ეგრევე ხრონგი ცოდვების აკიდებას გთხოვენ, და შესაბამისად პროსახელისფლებო ცოტაა.

დავივიწყოთ ბევრი და ცოტა.

დავანახოთ ერთმანეთს საკუთარი იდეალები
ხიდი ჩვენს შორის იდეალების ბურჯებზე აშენდება, ან არ აშენდება და დავრჩებით კატატონიაში, ან სპაზმურ პარეზში ( როცა გამშლელი და მომხრელი კუნთები ერთდროულადაა დაჭიმული და შედეგად კიდური უმოძრაოა ან არაკოორდინირებულად მოძრაობს).



პ.ს. თხოვნა ოპოებს,
მე ვაღიარებ თქვენს გულწრფელობას, ნუ გაიმეორებთ მასმედიის შეცდომას, ნუ ჩათვლით რომ პროსახელისუფლები პოზიცია მხოლოდ ნომენკლატურას აქვს. ანუ აღიარეთ სიტყვა სიტყვად.

კარგია

რა კარგად გამოგდის ასეთი თემები და როგორ მწყდება გული როცა დიშოვი გაპრავებებზე იხარჯები


--------------------
https://www.youtube.com/watch?v=oFulrZOeln0#t=30
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:06  #32260320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
forumeli64
QUOTE
ჯერ ქვების სროლა დაივიწყეთ

ამ ხელისუფლებას თავისი ცოდვებიც ეყოფა, ეგ ქვები თქვენთვის ( ზოგადად) ხელისუფლებას არ უსროლია, ნუ მოიტყუებთ თავს.

Mateo Falcone
QUOTE
იდეალები არა კვატა...


ნაპალმითაა დასაწვავი ეგ ხიდები..

გეტყობა ბილბაოს სკოლა. ეტას წევრი ქართველიც გვყოლიხარ.


PFU
QUOTE
სულ 3 რამ იქნება საკმარისი (ალბათ) ამ ხიდის აღსადგენად:
1. კანონის უზენაესობა
2. დამოუკიდებელი სასამართლო
3. თავისუფალი მედია

პირველ ორს ბეზ პრაბლემ გაძლევ,
აი მესამეზე დავფიქრდები ჯერ, ცუდი პრეცედენტები მახსენდება.

zvare
მადლობა ქათინაურისთვის.
QUOTE
ედპ, ქდმ, მემარჯვენეებო გაერთიანდით და მოგცემთ ხმას

მომეწონა.
vefxvi



********
ჯგუფი: Members
წერილები: 22042
წევრი No.: 114796
რეგისტრ.: 30-April 10

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:11  #32260370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ყველა ნორმალურად მოაზროვნე ამას ფიქრობს ბოლო დღეებია ალბათ, მეც ზუსტად ამას ვფიქრობდი ბოლო დღეები, პატრიარქის კვირის ქაგადებაშიც ეს იყო მთავარი დედააზრი...
ამაზრზენ მდგომარეობამდე მივდივართ ისევ, თუ არაფერი არ შეიცვალა.....მეგობრები დაშორდნენ ერთმანეთს პოლიტიკის გამო და მტრულად უყურებენ ერთმანეთს....


--------------------
შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
mouravi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15038
წევრი No.: 57889
რეგისტრ.: 8-April 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:12  #32260377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PFU
QUOTE
და სულ 3 რამ იქნება საკმარისი (ალბათ) ამ ხიდის აღსადგენად:
1. კანონის უზენაესობა
2. დამოუკიდებელი სასამართლო
3. თავისუფალი მედია

მოხარშული წაბლი არავის შემოუთავაზებია ჯერე?


--------------------
ეს ცხოვრება ბავშვის ნიფხავივით მოკლეა და მასავით დასვრილი
armagedonidze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8697
წევრი No.: 51553
რეგისტრ.: 15-January 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:14  #32260397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (axalirevolucia @ 24 Jul 2012, 10:36 )
პ.ს. თხოვნა ოპოებს,
მე ვაღიარებ თქვენს გულწრფელობას, ნუ გაიმეორებთ მასმედიის შეცდომას, ნუ ჩათვლით რომ პროსახელისუფლები პოზიცია მხოლოდ ნომენკლატურას აქვს. ანუ აღიარეთ სიტყვა სიტყვად.

შენ მართალი ხარ იმ ამბავში, რომ პირადი შეგრძნებებით ვერ განსჯი პოლიტიკურ რასკლადს....
სოციოლოგიისა მე მაშინ ვირწმუნე, როდესაც გამახსენდა ზვიად განსახურდიას მმართველობის ბოლო თვეები. მე თვითონ "ზვიადისტთა" ბანაკში გახლდით, და კარგად მახსოვს რომ ჩემს ირგვლივ ზვიადს ყველა ლანძღავდა და გიჟს ეძახდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ ზვიადს მხარდაჭერა საერთოდ აღარ ჰქონდა. მაგრამ პუტჩის მერე აღმოჩნდა რომ უამრავი ხალხი თავისი სიცოცხლის ფასად აპროტესტებდა პუტჩს და მეტიც, სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ანუ რა მინდა ვთქვა: ჩემი პირადი შეგრძნებები არ დაემთხვა რეალურ ძალთა განლაგებას. მაშინ გამოვიდა ხალხი ვინც არ იყო გაპიარებული ტელევიზიით, გაზეთებითა თუ სხვა სოციალური მედიატორებით...მაშინ ინტერნეტიც არ იყო........
ამ მხრივ ვითარება ახლაც გავს მაშინდელს. ახლაც ჩემს ირგვლივ მრავალი ადამიანი არის ანტიმიშისტურად განწყობილი, მაგრამ რა რასკლადია სინამდვილეში, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით პირადი შთაბეჭდილებების დონეზე.
niniaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8842
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:15  #32260410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PFU
QUOTE
3. თავისუფალი მედია

თავისუფალი მედია პროფესიონალი,ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ,შინაგანად თავისუფალი ჟურნალისტების გარეშე წარმოგიდგენიათ?
Votren
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11468
წევრი No.: 66965
რეგისტრ.: 9-July 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:20  #32260446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PFU

QUOTE
1. კანონის უზენაესობა
2. დამოუკიდებელი სასამართლო
3. თავისუფალი მედია


ეს სამი არგუმენტი, ვინ იცის კიდე რამდენი წელი იქნება გამოყენებული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მე რასაც ვხედავ უკვე 21 წელი გავიდა.....


--------------------
დიდი გასავალი არ წარმოადგენს პრობლემას, საშიში მცირე შემოსავალია...
მე ვარ გლობალისტი და მასშტაბურად მოაზროვნე, ვიწრო ცნებები ჩემთვის არ არსებობს (ყვარყვარე)
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17536
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:24  #32260482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
პირველ ორს ბეზ პრაბლემ გაძლევ,
აი მესამეზე დავფიქრდები ჯერ, ცუდი პრეცედენტები მახსენდება.

შენ ხელშია ანძა... როცა გინდა მაშინ გათიშავ უპრობლემოდ... მაგრამ არ გაწყობს... იმიტომ რომ იცი მერე კარალეთში ქვების მსროლელი მამასახლისები ვეღარ გეყოლება...
ჰოდა... მაშინ დაივიწყე ეს თემა საერთოდ. არ ხარ შენ ხიდის აღდგენის მოსურნე... და მაგიტომაც დაგიწერე ანდაზა ფიცი მწამს კარალეთში ნასროლი ქვები მაკვირვებსთქო... ჰო ისა და ეგ ქვები დიახ ხელისუფლებამ ისროლა (კიდევ კარგი 'ეფექტური პოლიცია' ჩაერია დროზე... ისე ვაი მაგათ პატრონს)... იმ მამასახლისებმა ვინც ასასინად და ჩაფრად ადგას თავს გეტოებში ხალხს... იმ ხალხს ვისაც არანაირ ინფორმაციას გარდა ზომბივიზიებისა არ აწვდით...
მინიმალურზეც კი ვაჭრობ და მე კიდევ უნდა დამემატებინა მანდ მონოპოლიების ოლიგოპოლიების დაშლა. პოლიციის დეპოლიტიზება. პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა... და ა.შ.
ჩვენ რეალური დემოკრატიული პრინციპების გარეშე ალტერნატივა არ გვაქვს... რეალური და არა ქაღალდზე თქვენს მიერ დეკლარირებული... როგორც ადამიანი ვერ იცოცხლებს ჟანგბადის გარეშე ისე საქართველო ვერ იარსებებს შემდგარ დამოუკიდებელ ქვეყანად რეალური დემოკრატიული პრინციპების გარეშე... სანამ თითოეული ადამიანი არ იგრძნობს რომ ეს ქვეყანა მისია... სანამ თითოეული ადამიანი იგრძნობს რომ ის გარიყული არაა საერთო ეროვნული სხეულიდან...
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12455
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:24  #32260491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
შენ ხელშია ანძა...

givi.gif
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:25  #32260502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვაგრძელებ ხიდცატეხილობაზე. ამჯერად ხიდჩატეცილობა ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის
ფაქტი შედგა 2002 წელს ეუთოს ექიმები ვიყავით ორივე, ერთხელ ბრიტანელ ( თუ არ ვცდები , ან ჩეხ) ეუთოს დამკვირვებელს ვუჯექით მანქანაში, აეროპორტში ივდიოდით .
ახლანდელი ბუშის ქუჩის გავლისას მოუყვა ფაქტის შესახებ. რომლის თვითმხილველი თვითონ გამხდარა.

პოლიციას იმ ადგილას გაუჩერებია მანქანა და რაღაცა მოუთხოვია, მძღოლს მობილურით დაურეკავს და 3 წუთში მისი მეგობრები მოსულან და პოლიციელები მაგრა უცემიათ..ამ ამბავს ჩემი კოლეგა ანთებული თვალებით ყვებოდა, აი, რა მაგრები ვართ და როგორ ვერ გვდრიკავს პოლიციაო, მე კი აღარ ვიცოდი სად ჩავმძვრალიყავი, საშინლად შემრცხვა.ის მოგვიბრუნდა, მართალია რომ თქვენთან დრაივინგ ლაისენზი იყიდებაო? კიო, ერთ კვირაში გექნებაო, მე მიგასწავლიო, მიამიტად მიუგო ჩემმა კოლეგამ. მეორე ფიშტი საქართველოს 3 წუთში.

ის რაც მე მრცხვენია, სხვას რატომ უხარია.
ან რატომ მიხარია მე ის რაც სხვისთვის წვიმაში წვეთია?



PFU
QUOTE
მინიმალურზეც კი ვაჭრობ და მე კიდევ უნდა დამემატებინა მანდ მონოპოლიების ოლიგოპოლიების დაშლა. პოლიციის დეპოლიტიზება. პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა... და ა.შ.

ამაშიც დაგეთანხმე.


მასმედიას ჯერ არ გაძლევ, ზედმეტად აჟიტირებულები ხართ და მერე ზედმეტ აპათიაში ჩავარდებით, როგორც ედიკას დროს ვიყავით ( და სულ ერთია ამ დროს ვინ იქნება პრეზიდენტი , მიშა თუ გრიშა თუ ბიძინა).

This post has been edited by axalirevolucia on 24 Jul 2012, 11:31
Gump
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4203
წევრი No.: 114067
რეგისტრ.: 16-April 10

გამოგზავნილია: 24 Jul 2012, 11:29  #32260558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეგ ქვები თქვენთვის ( ზოგადად) ხელისუფლებას არ უსროლია, ნუ მოიტყუებთ თავს.

მიშისტი არავარ მაგრამ მაგითი დააიწყე და კაი მამალი მიშისტივით დაამთავრე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0237 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]